შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1999 #ანამარია


19-01-2018, 23:19
ავტორი Kalina
ნანახია 1 363

***
-ალექს, მოკლედ. ბევრი რაღაც გაიხსენა ტასომ.
-მართლა?
-ჰო. მოკლედ, მომიძიე ინფორმაცია თეზი ჩაკვეტაძეზე.
-ეგ ვინაა?
-სავარაუდოდ, ის ადამიანია, რომელიც მოკლეს. და მაგის შვილს ქვია მგონი ანამარია. გამირკვიე მაგათზე ყველაფერი.
-არა, ნიკო. იმ კაცს შვილი არ ყოლია.
-მაინც, მომიძებნე მასთან დაახლოებული ხალხიდან ვინმე ანამარია. რას წარმოადგენდა, გამირკვიე.
-კაი,კაი. ჩოლოყაშვილებთან ერთი ვიზიტიც უნდა ვიკისროთ.
ნიკუშას გაეცინა.
-ალექს, ფრთხილად რა.
ალექსანდრემ გადაიხარხარა.
-სიფრთხილე არ არის ჩემი სტილი!

***
გეგე ღერს ღერზე ეწეოდა. ოთხი კოლოფი ჩაამთავრა ამდენ ნერვიულობაში.
ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა და ბუბას არეული სახით გახედა:
-წამიკითხე, კიდევ ერთხელ.
ბუბამ ნერვიულად დაახეთქა ფურცელი მაგიდაზე:
-გეგე, დილამდე ამ წერილის ზეპირად სწავლას აპირებ?! მერამდენედ წაგიკითხო?!
გეგემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა:
-წამიკითხე ეს დედამო**ნული! ბუბა, საკუთარ თავს აღარ ვგავარ, ამის დედაშე**ცი. წამიკითხე...
ბუბამ მეგობრის სახეზე ტკივილის გარდა, ვერაფერი წაიკითხა.
მაინც, მორჩილად დასწვდა წერილს და ალბათ მეათასედ დაიწყო კითხვა:
,,ძვირფასო გეგე,

მივიღე შენი წერილი. მეც ძალიან, საშინლად მენატრები. არ გაქვს სანერვიულო არაფერი, კარგად ვარ. გარშემომყოფები თვალისჩინივით მიფრთხილდებიან. არ ინერვიულო.

სიყვარულით,
ანასტასია. "
ბუბამ გეგეს ახედა და კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. მთასავით ბიჭს, თვალებიდან ცრემლები უწყვეტად სდიოდა.
-მე... მე მიყვარს... ბუბა, მე უფრო მიყვარს! იმას ჩემსავით ვერასდროს ვერ ეყვარება!
გეგემ დაიღრიალა და თავში ხელები დაიშინა.
ბუბა კარადას ეცა და დამამშიდებელი ძალით დაალევინა გააფთრებულ გეგეს.
-ვენატრები, ბუბა... მასაც ვენატრები... მასაც ვუყვარვარ...
ამდენი ალკოჰოლისგან და ნიკოტინისგან დამძიმებულს მალევე ჩაეძინა.
ბუბა კი, წერილით ხელში გახევებული მთელი ღამე ფეხზე დარჩა.

***
არ იყო გეგეს გრძნობა ყალბი.

***

-ნანა...
-რა გინდა.
-ჩოლოყაშვილების არქივში შეპარულან ვიღაცები.
ნანამ მოჩვენებითი სარკაზმი იმწამსვე მოიშორა და თავი გამაფრთხილებლად გააქნია:
-არა, ზაალ... ეს არ შეიძლებოდა...
-ამირეჯიბებს უნდა შევხვდეთ. ვიღაც გვეთამაშება. რაღაც უნდა მოხდეს. ამაში დარწმუნებული ვარ. გული ცუდს მიგრძნობს. ნიკოს დაურეკე.
ნანა გააფთრდა:
-როგორ ბედავ ნიკოს სახელის ხსენებას! უსინდისო კაცო!
ზაალი ჩვეულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა:
-ნანა, ახლა ამის დრო არ არის. უთხარი, ჩამოვიდეს და ის გოგოც ჩამოიყვანოს. ცეცხლს ეთამაშება და რამე სისულელე არ გააკეთოს.
ნანა ციფებს ყრიდა:
-მგონი, სულ გაგიჟდი! ნიკოს შენი ერთი სიტყვის გაგონებაც არ უნდა, ზაალ! მიდი ახლა, და გაამტყუნე! უსინდუსო კაცო!
ზაალი ფეხზე წამოვარდა და ნანას მკლავში წვდა:
-ნუ ყვირი! ამ სახლის კედლებიდან ყველა მინართულებით გადის ხმა. ხმა ჩაიგდე.
ნანამ ზაალს დაუბღვირა.

***
-ჰო, ალექს.
-ნიკო, შევიპარეთ. დაცვა გაუძლიერებიათ. ვერ დაგვიჭირეს, მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდებიან, ჩვენ რომ ვიყავით.
კაცის საბუთებს მივაგენი. მაგარი საინტერესო ვიღაცა. მოკლედ, მამაშენთან და ჩოლოყაშვილების მამასთან თავის დროზე მაგარი დაახლოებული ყოფილა. ფოტოა რაღაც, ერთად დგანან. ვერაზე, ტასოს გვერდითა ბინის წინ. როგორც აღმოჩნდა, კარგა ხანს იმუშავა ჩოლოყაშვილებთან, საგამოძიებო სამსახურში. მერე, 90ში თავი დაუნებებია და წამოსულა.
აქ, რაღაც ეწერა. ვიღაცის წყარო. რუსეთისთვის მუშაობდაო ალბათო, მარა ვიღაცას წითელი კალმით აქვს გადახაზული ეს მოსაზრება. გოგოზე არაფერია. არანაირი ანამარია არ იმჩნეოდა მაგის ირგვლივ. ოჯახი არ ყავდა, როგორც ვიცი. შესაბამისად შვილიც ვერ ეყოლებოდა.
-ტასომ თქვა, როცა იმ ანამარიას შევხვდი მესამე კლასში ვიყავიო. ესეიგი 90ში. და ორი წლის მერე ის ბავშვი სახლიდან გაიქცა. ალბათ ტასოზე უფროსი იყო მაშინ, აბა 10 წლის ბავშვი სად გამქცევი იყო.
-ალბათ, ნიკო. კიდე ვეცდები რამეს გარკვევას. ყველანაირად
ვცდილობ.
-კარგი, ალექს. მადლობა.
-ნიკო, თქვენს წამოსვლაზე რა ისმის.
-ვემზადებით უკვე. ეს ბინაც უნდა გავყიდოთ. და მერე პირდაპირ წამოვალთ. ლისაბონში.

***
იმავე ღამე. 03:21
ტელეფონის ზუზუნი.
-რა ჯანდაბაა.
ნელა წამოიზლაზნა საწოლიდან და დივანზე დაგდებულ ტელეფონს დასწვდა.
-გისმენთ.
-ნიკო, არ დაიჯერებ, რა გავიგე! კარგად მისმინე!
-ჰო ალექს, გისმენ!
ნიკოს წინასწარ აკანკალებდა მოსალოდნელი ინფორმაციის ფასდაუდებლობით. სხვანაირად, ალექსანდრე ღამის ოთხ საათზე არ დაურეკავდა. რადგან ალექსმა იცოდა დროის სხვაობა და ისიც, თუ რა მოელოდა, უმიზეზოდ თუ გააღვიძებდა.
ფალავანდიშვილი ოკეანეს გადმოცურავდა და თავს გაუჩეჩქვავდა ალექსს.
-მისმინე, ანამარია, ახლა პასპორტში ანა უწერია, ჩაკვეტაძე. ნათესაური კავშირი არ აქვს თეზისთან. გვარი აქვს გადაკეთებული. თავდაპირველი გვარი ყაზბეგი ჰქონია. ყოფილა თეზის გარდაცვლილი მეგობრის შვილი, რომელსაც უვლიდა. ჩემი ტოლია. ტასოზე 3 წლით დიდია. რადგან თეზის გვარზე იყო, ხალხს მართლა მაგის შვილად მიაჩნდა. მარა, ამას არ მოწონდა თეზისთან და 13 წლის იყო, სახლიდან რომ გაიქცა. და ნიკო, მოემზადე...
ნიკოს თავი უბრუოდა ამდენი ინფორმაციისგან. გახევებულს, ტელეფონიანი ხელი ციებიანივით უცახცახებდა.
-ჰო...
-პარიზში ცხოვრობს.
-რა?!
ალექსს გაეღიმა.
-ჰო, ნიკო.
-ალექს, ზუსტად იცი? საერთოდ ეს ყველაფერი საიდან გაიგე?!
-სხვათაშორის ძალიან ადვილად. ამ კაცის წინა საცხოვრებელი ადგილები მოვიძიე. ადრე, ისანში უცხოვრია. იმ ბინის მეზობლებს დავტყუე ყველაფერი. ამ მეზობლებს ხომ ვერაფერს გამოაპარებ. ერთმა ქალმა თქვა, 4 წელი თავის მეგობართან ცხოვრობდა აქვეო, მერე, სკოლა რომ დაამთავრა პარიზში წავიდა და ახლაც იქ მუშაობსო.
და მეორე, ოღონდ კარის მეზობელმა მითხრა: იმ კაცის სიკვდილამდე 1 თვით ადრე კართან ლამის ყოველდღე მოჰქონდათ წერილებიო. ალბათ ის სწერდა...
თავდაპირველი გვარი როგორც კი გავიგე, უკვე მისი მოძებნა დროის ამბავი იყო. მისამართიც მაქვს პარიზის. ყველაფერს გამოგიგზავნი. ეხლა დაიძინე.
-ალექს... ჩვეულებრივი გამომძიებელი ხარ.
საშინლად გაკვირვებული ნიკუშა ყურმილს გაოცებული უყურებდა.
-ოხ, რა ახალი ამბავი მითხარი! გეგონება, არ ვიცოდე! -გაეცინა ალექსს -დაიძინე, ნიკო.
ნიკომ ყურმილი გათიშა. უკვე გამოღვიძებულ ანასტასიას გაუცინა და მხრებზე ხელები მოხვია.
-ტასო... მიყვარხარ ძალიან.
ტასოს თვალები აუკაშკაშდა.
ზუსტად ისე, როგორც ადრე.
ამის გახსენებაზე, ნიკოს აუწყლიანდა თვალები.
ტასოს სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე ნაზად შეეხო.
ანასტასიამ, როგორც ყოველთვის, თმებში შეუცურა ხელი.
მარტივი მოძრაობით ანასტასია ნიკუშას კალთაში აღმოჩნდა.
გაეცინა.
-მაკოცე!
ბრძანებასავით გაისმა მისი სიტყვები და ანასტასიამაც დაუყოვნებლივ მიაკრო თავისი ტუჩები ნიკოსას.
-Good girl... -დაიჩურჩულა ნიკომ გოგონას ტუჩებზე და გაეღიმა.
ტასოს გაეცინა.
ჩაეხუტა.
-მიყვარხარ, ნიკუშ.
-მეც მიყვარხარ...
ანასტასიამ ნაზად აკოცა ყელზე და ნიკუშამ სიამოვნებისგან ხმადაბლა ამოიხვნეშა.
-ტასი... ასე ნუ შვები.
-რატო? ხომ არ გტკენ რამეს?
შეშფოთებული ხმა ჰქონდა ჯაფარიძეს.
ნიკოს გაეღიმა და ტასოს ყურს უკან გადაუწია თმა.
-არა, ჩემო პატარა. ყველაფერზე ასე ნუ ნერვიულობ... უბრალოდ... მაგიჟებ, ასე რომ... მეხები.
ანასტასიამ თავი დაუქნია და გაეღიმა.
-ტასო, პარიზში შევხვდებით იმ ანამარიას.
ანასტასიამ გაკვირვებისგან პირი დააღო:
-რა თქვი?
-ჰოო... იქ ცხოვრობს.
ნიკუშამ მოკლედ მოუყვა ის ყველაფერი, რაც რამდენიმე წუთის წინ ალექსისგან ტელეფონზე მოისმინა.
ანასტასია პირდაფჩენილი იყურებოდა.
-ღმერთო, როგორი ჩახლართულია ყველაფერი...
ნიკუშამ გაუცინა და აკოცა.
ანასტასიასაც გაეცინა.
-დღეს რაღაც სხვანაირი ხარ. მკოცნი, მეფერები...
ნიკოს გული მოუკვდა ამ სიტყვებზე. აკლდა ანასტასიას... ძალიან აკლდა.
დანანებით გააქნია თავი და მის კალთაში მყოფ ანასტასიას მხრებზე ხელები მოხვია. ნაზად ჩაიხუტა.
-არასდროს ვიყავი საუკეთესო ბიჭი შენთვის, ტასო... მე არასდროს დამიმსახურებიხარ...
ტასო გააფთრდა:
-ნიკუშ, არა! ვაიმე, არა! გეხვეწები ამ სიტყვებს ნუ ამბობ... აღარასდროს აღარ გაიმეორო! შენ იმაზე მეტი იყავი ვიდრე მჭირდებოდა! მე შენს მეტი არავინ მინდოდა!
ანასტასიას თვალები ნელნელა იწყებდნენ აწყლიანებას.
ნიკო გააგიჟა ამ სანახაობამ.
დაბნეულმა, მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ კოცნით გაეჩუმებინა ტასო.
გაშმაგებით კოცნიდა და ანასტასიაც სიამოვნებისგან კრუსუნებდა.
ხელები წელზე მოხვია. სანაცვლოდ, ანასტასიას თლილი თითები იგრძნო თმაზე.
ოდნავ მოშორდა და ახლა ყელზე დაეკონა.
ანასტასია მის მაისურს დაწვდა.
ნიკუშას გაეცინა.
-რაო, ტასო?
ანასტასია სულ გაწითლდა სახეზე.
პასუხად, ნიკუშამ მაისური ერთი ხელის მოსმით გადაიძრო სხეულიდან.
ანასტასიას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აქამდე ნიკოს სხეული ნანახი არ ჰქონდა და ახლა, ხარბად აკვირდებოდა ფალავანდიშვილს.
ნიკუშა ანასტასიას მზერამ გააშტერა. ასეთი მონუსხული ანასტასია აქამდე არ უნახავს.
-ტასო...
ანასტასიამ ნელა ამოხედა ნიკუშას.
-მოგწონს? -გაეცინა ბიჭს.
ანასტასიას მორცხვად ჩაეცინა.
-ჰო... მომწონს.
მის სიმორცხვეზე ჭკუას კარგავდა ნიკუშა.


***
დილით ადრე ადგა.
მაღვიძარა 8 საათს უჩვენებდა.
მარდად წამოდგა საწოლიდან და ოფისისკენ გაეშურა.
გიჟივით შევარდა კაბინეტში.
მაგიდასთან დაჯდა.
10 წუთით დააგვიანდა.
მერე მასთან ადმინისტრატორი შემოვიდა.
-3 წერილია თქვენს სახელზე მოსული.
გაეღიმა.
პირველი წერილი გახსნა.
დირექტორისგან იყო, რომელმაც აუწყა, რომ დააწინაურა და ახლა, უმცროსი მენეჯერის ნაცვლად, მთავარ მენეჯერად გადაჰყავდათ.
თვალები გაუბრწყინდა.
უკვე წარმოიდგინა მომავალი ხელფასის რაოდენობა და დაგეგმა, პირველი ხელფასით რას გააკეთებდა.
მეორე წერილის გახსნას შეუდგა.
წერილი საელჩოდან იყო.
მოქალაქეობა დაუმტკიცეს.
ამ წერილის წაკითხვისთანავე ხტუნვას მოყვა. ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.
ყოფილიყო სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის მოქალაქე მართლაც დიდი მიღწევა იყო მისთვის.
დიდხანს ელოდებოდა ამ მომენტს. ხოლო, მთელ ქვეყანაში ცნობილ კომპანიაში, მაღალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამ მისი მოქალაქეობის დამტკიცების პროცესი საგრძნობლად დააჩქარა.
მესამე წერილის დანახვისთანავე გული აუჩქარდა.
შიგნით ერთი ფირი იდო და ერთადერთი სიტყვა ეწერა.
მთელი სამყარო ამოუტრიალდა.
ოთახი მის გარშემო დატრიალდა.
სუნთქვა აუჩქარდა.
ჟანგბადს ეძებდა.
იმ ჟანგბადს არა, რომელსაც ყოველწამს ჩაისუნთქავს ადამიანი.
სხვა ჟანგბადი უნდოდა.
აი, ის...
დასტაცა ყველაფერს ხელი და ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდა ყველაფერი იატაკზე.
იმ ფირისა და ერთი სიტყვის გარდა.
ღრიალებდა.
-ფუ თქვენი... მკვლელებო! მკვლელებო!
ფრჩხილებით სახეს იხოკავდა.
ხმაურზე ადმინისტრატორი შემოვარდა და აღრიალებული ჩაიხუტა.
ატირდა.
მწარედ ატირდა.
-მძულხარ! მეზიზღები! მკვლელო!
ფრანგს ვერ გაეგო, რა სჭირდა ისტერიკაში ჩავარდნილს, მაგრამ მოთმინებით უსმევდა ხელს ზურგზე.
-Calme ma chère... que s'est-il passé? (დაწყნარდი, ჩემო ძვირფასო... რა მოხდა?)
არ ესმოდა.
არაფერი ესმოდა.
არც ის, თუ რა ხმაზე ტიროდა.
ტიროდა და დაცლას ცდილობდა.
ვერ ელეოდა იმას, ვინც გაზარდა.
ვინც შვილად მიიღო.
გვარი მისცა.
შეიფარა.
-Annamarie! -შეშინებულმა ადმინისტრატორმა კარს გახედა, -Aidez-moi! (დამეხმარეთ!)
დაქანცულმა ამოიღრიალა უკანასკნელად.
-მკვლელი ხარ, გეგე! მეზიზღები!
და გონება დაკარგა.

***
,,მომაგნეს."


დავაგვიანე.
ისევ.
დიდი დიდი ბოდიში.
იმედია, ეს თავი ინფორმაციული აღმოჩნდება.
ესეიგი, რომ ვჩიოდი, მუზა გარბისთქო,
ახლა დამესივნენ და რომელს მოვუსმინო არ ვიცი!
ათასი იდეა მაქვს და აზრზე არ ვარ, რომელს გავყვე.
რაც იქნება, იქნება.
მადლობა.
მარიკუნა.



№1  offline წევრი TrustYourSoul

ვაიმეეე!
სულ როგორ გადაგყავარ ჭკუიდაააან?
აუ რაღაც გული ცუდს მიგრძნობს,თან ძალიან ცუდს და მოსალოდნელ საშინელებაზე უკვე მთლიანად ვკანკალებ :( თუ ის უნდა მოხდეს რაც მე მგონიაააა...მაგრამ კარგი, წინასწარ დასკვნებს არ გამოვიტან :დდ კარგი გოგო ვარ მე :დდდ <3
ნუუუ მოკლედ შენ ხარ უშესანიშნავესი გოგჩოოოო <3
უძალიანმაგრესი და უკარქესი! <3 ეს ისტორია კიდევ ყველაფერ კარგთან ასოცირცდება ჩემთვის <3 თითქოს რაღაც მაკლიაო და გადავიკითხავ თუ არა ისევ ხელახლა ვივსები და ვიმუხტები გასაოცარი ენერგიით <3 და ეს ვისიი დამსახურებააააა? რათქმაუნდა ჩემი ტკბილი მარიკუნასიიი <3 გითხარი ხო? შენი წერის მანერაზე ელეთმელეთი,რომ ემართება გუუულს? ჰო და,კიდევ გაგიმეორებ <3
ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდებაა <3 აი მეტი რაღა დაგიწერო?! თვითონაც ხომ ხვდები სიტყვები,რომ ზედმეტია ასეთ შემთხვევებში? მოკლეედ ველი მომდევნო თააავს <3 სულ ასეთი სიტკბოება იყოს და როცა გინდა ატვირთე :დდ დაგელოდები ბოლომდე <3 ( ახლა მთლად ნახევარი წელი ნუ გვალოდინებ თვარა წავალ იმ ქვეყნად) :დდდ <3

 


№2  offline წევრი Kalina

წარსული კვდება...
ვაიმეეე!
სულ როგორ გადაგყავარ ჭკუიდაააან?
აუ რაღაც გული ცუდს მიგრძნობს,თან ძალიან ცუდს და მოსალოდნელ საშინელებაზე უკვე მთლიანად ვკანკალებ :( თუ ის უნდა მოხდეს რაც მე მგონიაააა...მაგრამ კარგი, წინასწარ დასკვნებს არ გამოვიტან :დდ კარგი გოგო ვარ მე :დდდ <3
ნუუუ მოკლედ შენ ხარ უშესანიშნავესი გოგჩოოოო <3
უძალიანმაგრესი და უკარქესი! <3 ეს ისტორია კიდევ ყველაფერ კარგთან ასოცირცდება ჩემთვის <3 თითქოს რაღაც მაკლიაო და გადავიკითხავ თუ არა ისევ ხელახლა ვივსები და ვიმუხტები გასაოცარი ენერგიით <3 და ეს ვისიი დამსახურებააააა? რათქმაუნდა ჩემი ტკბილი მარიკუნასიიი <3 გითხარი ხო? შენი წერის მანერაზე ელეთმელეთი,რომ ემართება გუუულს? ჰო და,კიდევ გაგიმეორებ <3
ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდებაა <3 აი მეტი რაღა დაგიწერო?! თვითონაც ხომ ხვდები სიტყვები,რომ ზედმეტია ასეთ შემთხვევებში? მოკლეედ ველი მომდევნო თააავს <3 სულ ასეთი სიტკბოება იყოს და როცა გინდა ატვირთე :დდ დაგელოდები ბოლომდე <3 ( ახლა მთლად ნახევარი წელი ნუ გვალოდინებ თვარა წავალ იმ ქვეყნად) :დდდ <3

ვაიმეეეე:დდ
დიდი მადლობაა <3
უზომოდ მახარებს შენი კომენტარის დანახვა.
ძალიან ძალიან მიყვარხარ და
ტასოს და ნიკუშასაც უხარიათ რომ მოგწონს<3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3 სტუმარი mariami

kidev kargi rom gaagrdzele ramdeni cxani velodebodi am motxroba iciiiii??agar daagviano exla wera tore ver gadamirchebi magram imedia zogiertebivit cudad arc gaagrdzeleb da arc daamtavreb

 


№4  offline წევრი Kalina

mariami
kidev kargi rom gaagrdzele ramdeni cxani velodebodi am motxroba iciiiii??agar daagviano exla wera tore ver gadamirchebi magram imedia zogiertebivit cudad arc gaagrdzeleb da arc daamtavreb

ვერაფერს დაგპირდები, ჩემო საყვარელო,
მიხარია, რომ კითხულობ და მოგწონს! <3
დიდი მადლობა <3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5 სტუმარი სტუმარი ანამარია

მაგარი წიგნია????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent