ერთი ღამის სიყვარული..(8)
ექთანმა პატარა დათუნა შემოგვიყვანა და ელენას ხელებში ჩაუწვინა . დათუნა ჩვენს შუა მოვიქციეთ და ორივე ვეფერებოდით. ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა უნდოდეს ადამიანს ყავდეს გვერდით საყვარელი ქალი და შვილი. ცხოვრება ახლა მათ გამო ღირდა . ყვეკაფერი გააფერადა ელენამ და ამ პატარა არსებამ. ბედნიერებისგან კინაღამ მეფრინა. თითქოს გაოგნებული ვიყავი და კიდევ ვერ ვიჯერებდი , რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა . ადვილი არ იყო ამ 9თვის გასვლა თუმცა ის 9თვე უკვე აღარაფრად მეჩვენებოდა. მთავარი იყო რომ ახლა ერთად ვიყავით. ჩვენს პაწაწინას ლოყები დაბუშტვოდა და ჭიჭყინის დროს უფრო მეტად ბერავდა. პატარა ფეხებს აქეთ იქით იქნევდა და ვერ ისვენებდა. მისკენ წაღებულ თითებზე თავის პაწაწინა ხელები მაგრად მომკიდა და თითქოს გამიღიმაო. ვერ აგიღწერთ რა საოცარი მომენტი იყო. ჩემს თავს ენით აღუწერელი ბედნიერება ტრიალებდა. ყველაზე დიდი ბედნიერება პატარა დათუნა იყო. მაბედნიერებდა ის ფაქტიც რომ ელენას უნდოდა ჩემი სახელი რქმეოდა მას . არასდროს არ მინდოდა ეს პატარა ხელი გაეშვა ჩენთვის მას. მამობა ეს მართლაც ღვთის საჩუქარი იყო. მალე პალატაში გიორგი და გოგაც შემივიდნენ. მე აქეთ გამივედი რომ გოგა მისულიყო მათთან. ამ მომღიმარს გიორგი კიდევ ერთხელ გადამეხვია და მომილოცა. ელენას გავაცანი და ისიც გაეცნო "რძალს". სავარაუდოდ ის ჩემი შვილის მომავალი ნათლია იქნებოდა. ელენა ისევ ემოციებში იყო დაგოგას მადლობას უხდიდა ყველაფრისთვის. ის ხომ მართლაც საუკეთესო ძმა იყო მისთვის. ელენა რომ გამოკეთდებოდა გადავწყვიტე მაშინ მელაპარაკა მასთან . ვიმედოვნებდი რომ ის ყველაფერს გაიგებდა და ლილისთან უბრალო ხელშეკრულება პრობლემას არ შეგვიქმნიდა. დრო იყო პატარა დათუნას ეჭამა . გიორგი და გოგა გარეთ გავიდნენ მე კიდევ მინდოდა დამენახა ელენა ძუძუს როგორ აჭმევდა დათუნას . თითქოს ეუხერხულა მაინც და მორიდებით შეიხსნა ხალათი. თავისი ბურთი ამოაძვრინა და ინსტინქტურად დათუნამაც პატარა პირი ჩაავლო მის მკერდს. მართლაც რომ საოცარი დასანახი იყო ორივე ასე. ელენას ბედნიერი სახის ყურება არ მბეზრდებოდა და არც არასდროს მომბეზრდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მათ ვერასდროს ვერ მოვშორდებოდი. ეს უბრალოდ შეუძლებელი და წარმოუდგენილი იყო. დათუნამ ჭამა დაასრულა და ელენამ მისთვის განკუთვნილ საწოლში ჩააწვინა. ისე გაერთო მისი ყურებით რომ ხალათის შეკვრა დაავიწყდა და მის მოშიშვლებულ გულ-მკერდს, რომ ვხედავდი ერთიანად დამიარა სხეულში. როგორ მინდოდა მის ლამაზ სხეულს შევხებოდი და ნაზად დამეკოცნა. დაუფლებოდი მის თითოეულ წერტილს სხეულისას . თავი ვეღარ შევიკავე და მასთან მივედი. ზურგით ავიკარი სხეულზე და კისერში ვაკოცე. ლავიწზე თითები ჩამოვუსვი და ვიგრძენი ეკალმა როგორ დააყარა. უხერხულად შეიშმუშნა და ხალათი შეიკვრა . ჩემსკენ მოვატრიალე. დათუნას უკვე ჩასძინებოდა. ერთი ხელი კისერში შევუცურე მეორეთი თმა გადავუწიე და მის დიდრონ ტუჩებს დავუწყე დაგემოვნება. ისიც ვნებისგან გონება არეული მყვებოდა და თავი ძლივს შევიკავე რომ იქვე რამე არ მექნა. მასაც იგივე უნდოდა რაც მე თუმცა მაგის დრო ნამდვილად დადგებოდ როცა მას საავადმყოფოდან წავიყვანდი. თანაც ასეთ მდგომარრობაში არამგონია მისთვის კარგი ყოფილიყო. ის ხომ სულ რანდენიმე საათის ნამშობიარები იყო. მისი კოცნით რომ დავკმაყოფილდი მაგრად ჩავეხუტე და თავზე ვაკოცე. ვუთხარი რომ მიყვარს და სულ მასთან ვიქნებოდი. ბედნიერებისგან ის დიდი თვალები უბრწყინავდა და ჩემი სიყვარულის მორევში ეფლობოდა მთლიანად. ვუთხარი რომ დაწოლილიყო და დაესვენა. მანაც დამიჯერა და დაძინება სცადა. მე და გიორგი იქიდან წამოვედით და გოგა დავტოვეთ. კი არ მინდოდა მისი დატოვება მაგრამ საქმეები მისახედი იყო. უნდა მეფიქრა რა და როგორ გამეკეთებინა. ეს ამბავი პირველ რიგში ლილისთვის უნდა მეთქვა. ასე რომ ეგრევე სახლში წავედი. ლილი სახლში დამხვდა და ვილაპარაკეთ. -როგორ გიციმციმებს თვალები დავით? -ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ ლილი ყველაზე!!! მამა გავხდიი მამააა -ვაიმე დავით რამაგარია გილოცაავ. რა საყვარელი იქნება ალბათ პატარა. -ვაიმე იცი რა საყვარელია? აი ერთი ციცქნაა და მას რომ ვუყურებ გული მიბაგუნებს. მამობა რა ყოფილა ტო -ახლა რა ვქნათ დავით? ჩვენ შეგვიძლია ახლავე გავწყვიტოთ ის კონტრაქტი მაგრამ რა იქნება მერე? -მართლა გინდა რომ ასე ნაადრევად გავწყვიტოთ? ვითომ დანარჩენები მიიღებენ ამ ამბავს? -და რატომ არ უნდა მიიღონ კაცო. ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა ეს უბრალოდ საქმეს დასჭირდა ახლა კი ყველაფერი რიგზეა და არამგონია ამან რამე პრობლემა შექმნას. -არ ვიცი ლილი რა ვერ ვიგებ. იქნებ ჯობია ყველამ ერთად დავილაპარაკოთ? -მისმინე შეიძლება არ მოეწონოთ ის რომ შენ იმ გაურკვეველ ვითარებაში შეგეძინა ბავშვი. შეიძლება კომპანიაც ისევ პრობლემად აღიქვან ასე რომ ჯობია ჩუმად მოხდეს ეს ყველაფერი. რატომღაც მგონია რომ მართლა ასე ჯობია. -მადლობა ლილი რომ ასე კარგად გესმის ჩემი და ამ სიტუაციის. უბრალოდ მე რახანც დავპირდი ნიკოლოზს რომ ბოლომდე გვერდში დავუდგებოდი ასეც იქნება და ამიტომ ვფიქრობ ამდენს. თორემ კარგად იცი ჩემთვის მთავარი ელენა და მისი ბედნიერებაა. -ხოდა მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. ხვალვე მოვაგვაროთ ეს საქმე. -მადლობა ლილი დიდი. -რასამობ რის მადლობა. მადლობა იმით გადამიხადე რომ ბედნიერი იქნსბი და ელენასთან ერთად იცხოვრებ ამ ულამაზეს სახლში. ლილის გავუღიმე და ჩავეხუტე. მართლაც კარგი იყო ის ფაქტი რომ მას ჩემს მიმართ გრძნობები არ ქონდა თორემ გული ეტკინებოდა რაღაცნაირად. ახლა უფრო მეტად გახარებული ვიყავი რომ ეს პრობლემაც მოგვარდებოდა . დდიილით მე და ლილი კონტრაქტს გავაუქმებდით და დანარჩენებსაც ვეტყოდით. დილიდან რა თქმა უნდა გიორგი საქმის კურსში იყო. ალბათ მისი დამსახურებაც იყო ლილის რომ ასეთი დამოკიდებულება ქონდა ჩემთან. მე გიორგიმ და ლილიმ ყველაფერი მოვაგვარეთ და ეს ტყუილი ქორწინებაც დასრულდა. ხელშეკრულების გაუქმება არანაირი პრობლემა არ შექმნა. მე დიდი ლილი ერთმაეთს არაფერს არ ვთხოვდით. ჩვენ ხომ ნამდვილი ცოლ-ქმარი არ ვყოფილვართ. ნიკოლოზთან წავედით სამივე სალაპარაკოდ. ზუსტად ვიცოდი რომ ნიკოლოზი ყველაფერსგაიგებდა და ასეც მოხდა. ჩვეულებრივად მიიღო რომ ხელშეკრულება გავაფორმეთ. პიროქოთ ნიკოლოზმაც ის მითხრა სხვა რომ გიყვარდა ასეთ მსხვერპლზე რატომ წახვედიო თუმცა ავუხსენი როგორც იყო ყველაფერი. კომპანიასაც აღარაფერი ემუქრებოდა და ეს ამბავიც მშვიდობიანად დასრულდა. თუმცა გურამის რა თქმა უნდა არ ესმოდა ეს ყველაფერი. დედაჩემსაც არ მოეწონა რა თქმა უნდა მაგრამ ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არავის მივცემდი. მითუმეტეს მშობლებს. და როცა საქმე ჩემს საყვარელ ქალს და შვილს ეხებოდა მათ გამო ბევრს დავთმობდი. ვინც მათ არ მიიღებდა არც მე არ მივიღებდი სხვას. ეს წარმოუდგენელი იყო. ყვეკაფერს დავთმობდი მათ გამო. შეუძლებელს შევძლებდი და გავაკეთებდი. საწყენი იყო ის ფაქტი, რომ ნიკოლოზს და მის ოჯახს ყოვეკთვის ესმოდა ჩემი საკუთარ ოჯახს კიდევ იშვიათად. თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება იყო მხოლოდ. თავაანთ არჩევანს თვითონ აეთებდნენ. ვიმედოვნებდი , რომ გურამი ისეთს არაფერს მოიქმედებდა რომ სამუდამოდ მეთქვა მასზე უარი. .გურამისგან მაინც ყველაფერი იყო მოსალოდნელი, თუმცა არ მივცემდი უფლებას ელენასთვის ან ბავშვისთვის რამე ევნო. ყველაფერმა ჩაიარა ასე ვთქვათ. ლილიმ თავისი ნივთები წაიღო და თავის სახლში დაბრუნდა. რასაც ქვია შვებით ამოვისუნთქე. მოსამსახურეებს ვუბრძანე რომ სახლში ყველაფერი მოეწესრიგებინათ. რაღაც რაღაცეები შევაცვლევინე. ჩემს ოთახშიც მინდოდა ცვლილებები შემეტანა ასე რომ რაღაცეები გადავაადგილე და ბავშვისთვის საწოლი შევუკვეთე . ყველაფერი რაც ბავშვისთვის საჭირო იყო ტანსაცმელების ჩათვლით ისინიც ვიყიდე და ცალკე კარადაში დავალაგებინე. რაც შეეხება ელენას მე თავად მოვინდომე მისთვის რაღაცეები მეყიდა . მხოლოდ მე თუ შემეძლო მისთვოს შემერჩია ისეთი რაღაცეები რაც მას დაამშვენებდა. რაც მის მოხდენილ ტანს მოუხდებოდა. მინდოდა ჩემი საყვარელი ქალი ხელის გულზე მეტარებინა და მისთვის ყველაფერი მიმეცა. მისთვისაც ცალკე გარდეროვი გამოვავსე და ახლა მხოლოდ ის აკლდა ამ სახლს. ყველაფერი მზად მქონდა. ეს სახლი თუ მე მხოლოდ ელენას და ბავშვს ველოდით. ელენასთან მთელი დღით ვრჩებოდი და მერე სახლში ვბრუნდებოდი. საავადმყოფოში მხოლოდ 4დღე გაატარა და ნაშუადღევს ექიმმა უფლება მოგვცა ბავშვიც და ელენაც წამოგვეყვანა. მიუხედავად იმისა რომ გოგა ვერრ ელეოდა დაიკოს მაინც შეეგუა იმ აზრს რომ ის ჩემთან უნდა წამოსულიყო. ეს ხომ ელენასაც ძალიან უნდოდა. ვუყვარდი და სულ ჩემთან უნდოდა. საღამოსთვის წვეულებასავით დავგეგმეთ , გოგა თავისი ცოლ შვილით, ლილი გიორგი და ჩვენი ოჯახის წევრები მოვიდოდნენ ჩვენთან. ყვეკა გაიცნობდა ჩემს საყვარელ ქალს და ვიმედოვნებდი ყველაფერი კარგად ჩაივლიდა . მალე სახლშიც მივედით და ელენას ყველაფერი ძალიან მოეწონა. -ჩემო სიყვარულო კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენი სიყვარულის ბუდეში. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენია. მე ავაშენე ეს ყველაფერი შენ კიდევ გააფერადებ მას . ბავშვი კალიასკაში ჩასვა. ანთებული თვალები მომაპყრო და კისერზე ჩამომეკიდაა. -დათიი..ჩემი სიცოცხლე ხარ შენ და უზომოდ მიყვარხარ!!! ჩვენ გავაფერადებთ ამ სახლს კი არაერთმაეთის ცხივრებას და დათუნას მომავალს. ჩემი ბიჭი ხარ შენ!! -ჩემი პატარა ხარ შენ. ჩემი სუფთა არსება. ჩემი პატარა გოგო მეხუტებოდა და სახეზე მკოცნიდა გიჟურად. ეს სიყვარული ორივეს გვაგიჟებდა. ორივე ერთად მართლაც რომ ვფრინავდით ბედნიერებით. გვყავდა ერთმანეთი და დათუნა. ამაზე მეტი არც გვჭირდებოდა. ეს ხვვევნა კოცნა მხოლოდ მამიკოს ეჭვიანი ბიჭის ჭიჭყინმა შეგვაწყვეტინა და სიცილით ავედით საძინებელში. საღამო რომ მოვიდა ელენას ყუთით კაბა მივეცი რომელიც ამ საღამოს მინდოდა სცმოდა. თავი რომ ახადა ყუთს გაოცებული თვალებით მიყურებდა. მეხუტებოდა და მადლობას მიხდიდა ყველაფრისთვის ჩემი პატარა გოგო. კაბა ჩაიცვა და ჩემს წინ მართლა საოცრება იდგა. მისი ამოღებული ზურგი მაგიჟებდა. წითელი კოჭამდე კაბა იყო. ყელზე ნაზი ყელსაბამიც გავუკეთე. აწეული თმები მის შიშველ ზურგზე დავაფინე და თითები ოდნავ ჩამოვუსვი მას რაზეც გააჟრჟოლა და მე ჩამეღიმა. დათუნა ხელში ავიყვანე და სამივე სტუმრებთან შესახვედრად გავემართეთ. *** ბედნიერებამ დაისადგურა მათ ცხოვრებაში. ბედნიერებით ცემდა ორივეს გული. ერთმაეთს ათბობდნენ და აბედნჯერებდნენ. დათუნა კი ორივეს მიზეზს აძლევდა ცხოვრების. მათი სიყვარულის ნაყოფი მათ გრძნობას ამტკიცენდა. ელენას ასე კომფორტულად თავი არასდროს უგრძვნია. ასეთი სიყვარული და სითბო არავისგან მიუღია. აფასებდა თავის დათის და აღმერთებდა . უყვარდა გაგიჟებით. უყვარდა მთელი ძალით. ყველა ტკივილი დაავიწყა დათიმ და მისი ნაფლეთებათ ქცეული გული გაამთელა. შეუხორცა ყველა ის მოგონება რაც ქრილობად ქონდა. ახლა მის ცხოვრებას აზრი ქონდა. ახლა მეტი შემართებოდა ქონდა. ახლა სუო სხვანაირი იყო ელენა. სხვანაირი ელენა დაიბადა. ახლა არავის აზრს აზრი არ ქონდა. მხოლოდ ერთმანეთისთვის იცხოვრებდნენ. გოგას წყალობკთ იპოვა ელენამ თავისი ცხოვრების სიყვარული . ახლა ყველაფერი სულ კარგად იქნებოდა. ჩემო საყვარლებო კი შევაგვიანე ცოტა მაგრამ იმედია არ მიწყენთ საპატიო მიზეზი მქონდა<3 ველი კომენტარებს❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.