უიმედო სიყვარული (თავი მესამე)
-გისმენთ.-ანუკის ხმაში სიმკაცრე შეიმჩნეოდა. -ანუკი, როგორ ხარ? -არამიშავს, ანდრეა, შენ? -რავიი რაა მეც არამიშავს. რას შვები ტოო არ გამოჩენილხარ ამ ბოლო დროს სად დაიკარგე. -მე მეუბნები მაგას? -ანუკის უნდოდა ეთქვა რომ თვითონ კი არა ანდრეა დაიკარგა, უნდოდა მიეხალა რომ მის გარეშე ვერ ძლებდა, მან კი ასე უბრალოდ მიატოვა და სხვაში გაცვალა, თუმცა ამის თქმა ვერ გაბედა, ვერც დაადანაშაულებდა იმაში, რომ სხვა ჰყავდა. -ხოო შენ. ეს ბოლო პერიოდი არ ჩანდი. -ხო ალბათ იმიტომ, რომ აღარ მცალია.-მკაცრად უთხრა ანუკიმ. -კაი რააა, დავიჯერო ჩემთვის არ გცალია, ტოო? -ხო რავი, არც შენთვის და არც სხვისთვის ???? -ანუკი, უნდა შევხვდეთ, შენთვის რაღაცის თქმა მინდა. -შევხვდეთ? მოიცალე ჩემთვის?-ამ დროს უნდოდა ეთქვა: ახლა გაგახსენდი ხოო? იმ ძუკნასთან აღარ ხარ? ახლა მოგინდა ანუკის ნახვა? მოგენატრე ხოო? მის ხმაში წყენა და გაბრაზება შეიმჩნეოდა. -რას ნიშნავს მოვიცალე? ხო იცი, რომ სულ მახოსვხარ, უბრალოდ ეს დროო.... -რა ეს დრო? არ გახსოვდი ხოო? სხვამ შეგიცვალა ჩემი თავი.-უთხრა და თვალზე ცრემლი მოადგა. უნდოდა ეთქვა როგორ ძალიან უყვარს და ბოლო ხმაზე ეყვირა, მაგრამ არ შეეძლო. -ანუკი რაებს ბოდავ? შენს თავს ვერავინ შემიცვლის გაიგე? შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ და მე შენ... -ანდრეას სიტყვა აღარ დაუსრულებია.-ამის დედაც, უბრალოდ მითხარი შეგიძლია შემხვდე? -ბოლომდე რატომ არ დაასრულე, რასაც ამბობდი? -ანუკი მითხარი შემხვდები? -კარგი. -კარგი ხვალამდე.- ვერ გაეგო რა მოხდა, საერთოდ ამდენი ხნის შემდეგ რატომ გამოჩნდა ანდრეა მის ცხოვრებაში, ვერ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს. თან უნდოდა მისი ნახვა, თან რაღაც უშლიდა ხელს. ეშინოდა მასთან შეხვედრის, ეშინოდა იმის,რომ ანდრეას დანახვისას პულსაციას ვერ გააკონტროლებდა, ან არ მივარდებოდა და ჩაეხუტებოდა. ჰო სხვათაშორის არცერთხელ ჩახუტებია, და ნატვრადაც კი ჰქონდა. საყვარელ ადამიანთან ჩახუტებას რა სჯობს, ეს გრძნობა ხომ შეუდარებელია. ჩახუტებით ადამიანები ერთმანეთს სითბოს და პოზიტივს გადასცემენ. საოცრებაა, ამ დროს იმ ადამიანის სურნელს გრძნობ, გინდა რომ სამუდამოდ გვერდით გყავდეს და არასდროს გაუშვა. ანასტასია დასაძინებლად დაწვა და თავში ათასი პასუხ გაუცემელი კითხვა უტრიალებდა. ყველაფერი აერია გონებაში, აზრებს ვერ ალაგებდა, ვერ დაიძინა, ან რა დააძინებდა, ხვალ ხომ ანდრეას უნდა შეხვედროდა, ადამიანს რომელიც მისი გულისცემის მიზეზი იყო, რომელთან ყოფნაზეც ოცნებობდა ყოველ ღამით, რომლის გვერდითაც წარმოდგენილი ცხოვრება. ამ ფიქრებში დაათენდა. დილით შემართებით ადგა, რატომაც არა, წინ ხომ უდიდესი ბედნიერება ელოდა. .......და დადგა მათი შეხვედრის დროც, ორი ერთმანეთზე გაგიჟებული სულის სხეული ერთმანეთს პირისპირ შეხვდა. საოცარი იყო მათი პირველი შეხვედრა. პირველი არა, ვინ იცის მერამდენედ თუმცა ამდენი ხნის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. მათი გულისცემა ისმოდა მხოლოდ. იქ სიტყვები ზედმეტი იყო. ანდრეა გადასაკოცნად მივიდა ანუკისთან, უცებ ხელი მოკიდა და ძლიერად ჩაეხუტა. ღმერთო, ვინ იცის მაშინ ისინი რას გრძნობდნენ ამ დროს. საოცრება იყო. ანუკიმ გააზრება ვერც კი მოასწრო ისე აღმოჩნდა ანდრეას მკლავებში.თვალები დახუჭა რომ ეს ბედნიერება შეეგრძნო. მის სურნელს გრძნობდა, თავი მის კისერში ჩარგო, აღარ უნდოდა მისთვის ხელის გაშვება. ანდრეას მთელი ძალით ჰქონდა ხელები მოხვეული. იმდენად ძლიერად, რომ თითქოს ეშინოდა მისი გაშვების და თუ ხელს გაუშვებდა, ეგონა სამუდამოდ დაკარგავდა. რამდენიმე წუთით ასე იდგნენ ჩახუტებულები. სამყარო მათ გარშემო ბრუნავდა. ყველაფერი სიყვარულის ფერი იყო. ეგონათ ეს ბედნიერება სამუდამოდ გაგრძელდებოდა. გაცნობიდან ორი წლის შემდეგ მოხდა ეს. ზოგისთვის ეს ორი წელი ბევრია, ზოგისთვის ცოტა, მათთვის კი საუკუნეს უდრიდა. 2 წლის განმავლობაში არ შეეძლოთ ერთად დიდი დროის გატარება. საშინელი 2 წელი. ზოგი თვლის რომ სიყვარული პატარებმა არ იციან, მაგრამ ტყუილია, ყველაზე წმინდა სიყვარულს პატარები გრძნობენ. 16 წელი არაა პატარა ასაკი, მაგრამ არც დიდი. ამ ასაკში ადამიანი საკმაოდ ჩამოყალიბებულია იმ მხრივ, რომ შეუძლია ნამდვილი გრძნობა გაარჩიოს უბრალო მოწონებისგან ან თუნდაც ვნებისგან.მათი სიყვარული უკიდეგანო იყო და საზღვრებს სცდებოდა, უსიტყვოდ ხვდებოდნენ ერთმანეთის ფიქრებს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ორი წლის შემდეგ ეს იყო პირველი ჩახუტება, სიყვარულის პირველი გამოვლინება. ბოლოს სიჩუმე ანდრეამ დაარღვია. -ანუკიი, იცი როგორ მომენატრე? ვეერ ვძლებდი რომ არ მენახე.-მის თვალებში სევდა იკითხებოდა. -მეც მომენატრე.-ამის თქმაზე ლამის ცრემლები წასკდა ანუკის. სიხარულის და მონატრების ცრემლები ერთდროულად. -თუ მართლა გენატრებოდი სად იყავი ამდენ ხანს? რატომ აღარ მეკონტაქტებოდი? -ანუკი, შენთვის ბევრი რამის თქმა მინდა. მგონი ხვდები რომ მაშინ ბავშვები ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით. -ხო მაგრამ ეს რას ცვლის?-ჰკითხა დაბნეულმა ანუკიმ. -ორი წუთით მომისმინე და დამაცადე სათქმელი დავასრულო. გაცნობის დღიდან თითქოს მოგეჯაჭვე, უშენოდ ვერ ვძლებდი ეს 2 წელი. შეყვარებული მყავდა მაგრამ არ გეგონოს, რომ მიყვარდა. მასთან ვიყავი მაგრამ შენზე ვფიქრობდი.არ ვიცი ჩემი გჯერა თუ არა, მაგრა რასაც შენ მიმართ ვგრძნობ სულ სხვაა. აღარ ვართ იმ ასაკში რომ ზღაპრეის გვჯეროდეს, ბავშვები აღარ ვართ. იცი მინდა გითხრაა როომ.... რომ...... მეეე..... -მიყვარხარ!!!-თქვა უეცრად ანუკიმ, -მეც მიყვარხარ, ანდრეა!! -ჩემო პატარა! ერთმანეთს ძლიერად მოეხვიენ, სამყარო თავისი ეგონათ. მეგობრებო ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი დაწეროთ <3 მაინტერესებს რამდენს მოგწონთ და გავაგრძელო თუარა <3 P.S. რეალური ამბავია რასაც ვწერ, მხოლოდ დასასრული იქნება სხვა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.