დაგიმორჩილებ (თავი მეექვსე)
გარეთ გავარდნილს აღარ დავდევნებივარ. უბრალოდ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. მამაჩემს კარგად ვიცნობ, ის ჩემზე ჯიუტია, თავზეხელაღებული და უპასუხისმგებლო. ახლა რა იქნებაა?! არა, აუცილებლად უნდა მოგვარდეს ეს საქმე, როგორიც არ უნდა იყოს დემეტრე, მას ციხეში მაინც ვერ ჩავსვამ.წინ ნათია მიდგას, რომელმაც გამაცურა, მას კი ამ უწმინდურ საქციელს არ შევარჩენ. აუცილებლად ვანანებ. როგორ გაბედა და მამაჩემის გამო როგორ დამიახლოვდა, ეს როგორ იკადრა, უბრალოდ გამკვირვებია. მამის ხელა კაცს საწოლში ჩაუგორდა და თავისი სიწმინდე შელახა, ნუთუ ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანს სუსტი ყოფაქცევის უწოდო. მამაჩემი ნებისმიერს ასე მოექცევა, ყველა გამვლელი ერთი ღამით მისია, მეორე დილით კი ყველაფერი განმეორებას იწყებს. ჯერ ნათიას ვაგებინებ პასუხს ყველაფრისათვის, შემდეგ მამაჩემს მივხედავ, მაგრამ ამ ყველაფერს როგორ მოვახერხებ არ ვიცი, მაშინ როცა წინ ნიკოლოზი მიდგას. ღამის სამი საათია და ჯერ კიდევ თვალიც არ მომიხუჭავს, იმაზე ფიქრში და ნერვიულობაში, რომ მამაჩემი ვიღაც იდიოტმა ციხეში არ ჩასვას. რადგანაც დაძინება ჩემთვის შეუძლებელი გახდა, გადავწყვიტე ნიკა დამეგუგლა. თუ ასეთი გავლენიანი და მდიდარი პიროვნებაა, მაშინ მასზე ისტორიაც იქნება. ნოუთბუქი მოვიმარჯვე და ნიკოლოზ კალაძეს დავუწყე ძებნა, საძიებო სისტემაში. კონფერენციები... პრეზიდენტიც? ერთი ამას დამიხედეთ პრეზიდენტთან ვახშამი. ამასაც ნაირნაირი ქალები ყოლია, როგორც მამაჩემს. ცისფერი თვალები ქონია, ეს საერთოდ არ შემიმჩნევია. სპორტდარბაზშიც დადის თურმე, იმიტომ აქვს ალბათ მაღალი ბეჭები. ნეტა თავი არ ეზიზღება? საკმარისია ამ იდიოტის თვალიერება. ახლა ისევ უნდა დავიწყო ფიქრი იმაზე თუ რაში დაჭირდათ ამ ავადმყოფებს ასეთი სპექტაკლის მოწყობა. კაი დამიახლოვდა ნათია მამაჩემის გამო, ეს გავიგე, მაგრამ ეს გატაცება? რა უაზრობაა. ამას ორი წლის ბავშვებიც აღარ აკეთებენ, თამაშის დროს. ფიქრებმა დიდხანს არ გასტანა. მალევე გადავეშვი სიზმრების უწმინდეს ქვეყანაში. კოშმარებით მოცული იქუროა, როგორი მომაბეზრებელია, ხდებოდეს მაინც. დილით უაზრო თავის ტკივილი მაღვიძებს. აბა რა მეგონა ღამის ხუთ საათზე, რომ დავწექი. თუმცა ეს რა ჩემი ბრალია. საწოლიდან ზანტად წამოვდექი, აბაზანაში შევედი და პროცედურები წამშივე მოვითავე. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე საათის უკან მუქარით შემოიფარგლა ჩემთან ბატონი ნიკო, მე მაინც შემართებით ვარ რადგან ჩემი ცხვირის ჩამოშვება არავის არგებს. სულიერად ვემზადები, ფიზიკურად კარგად ვარ. ახლა სამზარეულოში სენდვიჩს მივირთმევ, ნერვიულობისაგან ვერ მოვიპირე, მაგრამ ვფიქრობ ამან უნდა მიშველოს. წყლის დასალევად წამოვდექი და უნდა დამელია კიდეც, რომ არა კარზე კაკუნი. ამ დილა უთენია არ ვიცი ვინ უნდა იყოს, მაგრამ ამ ვიღაცის გამო ნამდვილად არ ვაპირებ ზემოთ ასვლას და ჩემი აბრეშუბის ხალათის გაძრობას, თანაც... არც თუ ისე ცუდად გამოვიყურები, მთავარია თმა დავივარცხნე და მაკიაჟი მისვია, აბაზანის საქმეც მოლეული მაქვს. კარი ფრთხილად გამოვაღე, თან სენდვიჩი ჩავკბიჩე. ნეტა კარი არ გამეღო... როგორ არ გაუსკდა მიწა აქ მოსვლის დროს. ახლა დიდი სიამოვნებით გამოგფატრავდი, მაგრამ ინტერესი მაინც მძლევს. გზა დავუთმე სრულიად მშვიდად ბატონ ნიკას და შინ შემოვიპატიჟე. დიდი ალბათობოთ ეგონა, რომ აჟიოტაჟს მოვაწყობდი, მაგრამ ვერ ვასიამოვნე, ეს მის სახეზე ამოვიკითხე. -აბა, რა პირობები უნდა წამიყენო ახლა, ნიკოლოზ? -ჯერ ის მითხარი ასეთ ფორმაში რომელი მანდილოსანი ხვდება გაუკონტროლებელ მამაკაცს. -შენ ჩემს ფორმას უყურებ თუ იმას რა მითხრა მამაჩემმა -როგორ შეიძლება შენი დანახვისას სხვა რამეზე ვიფიქრო -ზედმეტები ხომ არ მოგდის? -ვიცი, რომ ზედმეტი მომივიდა. კაი! რაო მამიკომ? -არაო -რა არაო? -არა! არც გვარს მივცემ ბავშვს და არც იმ ლაწირაკს მოვიყვან ცოლადო -ხო? კარგა ხანია მის გაშტერებულ მზერას ვუყურებ, ორჯერ ავარიდე მზერა, მაგრამ მოშიშვლებული ლავიწი რაღა მიმზიდველია, რომ ასე მადის ამღძვრელი მზერით შეჰყურებს იგი. ხალათი ჩამომვარდნია ბეჭიდან და ეს რა მომხდარა, ლავიწი გამომჩენია მანაც დაიჭირა ეს მომენტი და აღარ გამოტოვა სიამოვნება. -ნიკა! საკმარისია! -რა? რა არის? -სულ არაფერი -ხო რა თქვი? ანუ არაო ხო? -ხო -ნათიაც უარზეა, მაგრამ შენს მამიკოს ეს შეცდომა არ უნდა დაეშვა, დადებითი პასუხი მჭირდებოდა მისგან, მე ვიცოდი, რომ ჩემი და ამას უარყოფდა, მაგრამ კიდევ ვცადე. მამაშენი იყო გადამწყვეტი, მაგრამ ხო ხედავ დემეტრემ ისევ არაკაცულად მოიქცა. -ვერ გავიგე რის თქმას ცდილობ -იმის თქმას ვცდილობ, რომ შემოთავაზება მაქვს შენთან -რა შემოთავაზება - მაგის არც დროა და არც ადგილი, შევხვდეთ -რა? კიდევ უნდა შევხვდეთ -და ეს საკმარისი იყო? თვალი ჩამიკრა და სახლის კარი გაიხურა. პირდაღებული დამტოვა, ადგილზე გაყინული იმის მოლოდინში რა მანიაკური წინადადებით წარსდგებოდა იგი ჩემთან. ღმერთო რას მიმზადებ. მობეზრებით წამოვდექი და ოთახში შევედი, გამოსაცვლელად. მოკლე ერთიანი თეთრი კაბა მოვირგე, საშუალო ქუსლზე ყვითელი სანდლები, გრძელი შავი თმა წინ გადმოვიყარე, მანქანის და სახლის გასაღებს ხელი დავავლე და სახლი დავტოვე. მანქანაში კომფორტულად მოვთავსდი და გზას დედას სახლისკენ გავუდექი. გრძელი საცობი, მომაბეზრებელი და ლამის გასაგიჟებელი. როდესმე დაიცლება ეს ქალაქი?! შუა საცობში გაჩერებულმა, მუსიკას მაღალ ხმაზე ავუწიე, მივხვდი, რომ ერთ საათს მაინც გაგრძელდება ეს ჯოჯოხეთი. მობილურიც ხელში მოვიმარჯვე და სელფის გადაღებაც დავიწყე ეს , რომ მომბეზრდა სნაპჩათი ჩავრთე და მისით დავიწყე ფოტოების გადაღება, მომენტებში მეცინებოდა კიდეც, სასაცილო ფორმებზე. უკვე ესეც, რომ მომბეზრდა ტერიტორიის თვალიერება დავიწყე, ხალხი აჭრილია, ზოგი რაღაც იდიოტური რვიანების მოხაზვას უნდება, ზოგიც წყევლა-გინებას. რა აუტანლობაა, დავკრავ ახლა ფეხს, მანქანას დავტოვებ და ფეხით გავუდგები გზას, მაგრამ როგორ გინდა ჩემი წკრიალა აქ დავტოვო. როგორ ვერ ვიტან ქართველ გაბერილ კაცებს, უაზროდ, უზომოდ, რომ იგინებიან. სწორედ ეგ მომენტია ახლა, ზოგი ვინ ვის აბრალებს, ზოგი ვინ ვისს, რომ საცობი მათი მოწყობილია. უკვე ქაოსია, ჩამომაღამდა. საკმარისია რა! გაბრაზებულმა მანქანიდან გადავედი და უწესო ხალხის საუბარში ჩავერიე. -უკაცრავად , მაგრამ თქვენ თუ არა მე მაგვიანდება, ამიტომ ინებეთ და მანქანა დაძარით წინ თანდათან მანქანები იფანტება. საცობში არაა სავალდებულო თქვენი ქართველობის გამოვლინება. ვთქვი და მანქანაში დავბრუნდი. ხალხი მართლაც გაიფანტა და თავიანთი ადგილები დაიბრუნეს. საცობი საბედნიეროდ აღარ არის და დედასთან შეხვედრაც მეღირსა. -დე, როგორ შეპუტკუნებულხარ. არ მითხრა ახლა სულ სენდვიჩებს ვჭამო. ვიცი ყოველ დღე შაურმა გექნება სახლში... შვილო რამე ჯანსაღი საკვები მიირთვი -დედა! არ შემოვსულვარ ჯერ -კაი შვილო, კაი. მოდი აბა, დაჯე, მომიყევი ამბები. -ასე უბრალოდ ამ ყველაფრის მოყოლა არ შემიძლია. ჯერ სულიერად მოვემზადები ,რომ შენს რეაქციას გავუძლო. -მოდი ყავა დავლიოთ -კაი -რასთან დაკავშირებითაა - დემეტრე -უკვე ვხდევი, რომ კარგი არაფერი იქნება -მოგეხსენება. -შენი და ხხვალ მოდის, მითხრა ღამის ორ საათზე დავეშვებითო და არ გინდათ დალოდება აეროპორტშიო, მაგრამ ხო იცი ეგ როგორია, ჩვენ მაინც წავიდეთ. -ხო დედა აბა რა. -მიდი ახლა მომიყევი დავიტანჯე ქალი -მამიკოს მალე ვაჟი ან გოგონა შეეძინება ჩემი ეს სიტყვები და დედის გაფითრებული სახე ერთი იყო. გაიყინა, ერთ ადგილზე გაიყინა, თვალები დახუჭა და ცრემლებიც გადმოაგორა. ყავა ყელში ძვლივს გადამივიდა, მაგიდას მოვუარე, დედას მივუახლოვდი და მოვეხვიე. -დე... ვიცი, ვიცი, რომ გიჭირს დე... თითქმის შენი და მამას დალაგებული ურთიერთობა დღეს დაიწყო, მაგრამ ის მაინც ისეთივე ხეპრედ დარჩა, როგორიც იყო . დე... გთხოვ რა... გული არ გაიტეხო, ხო იცი შენი ერთი ცრემლი და ტვინი იმ წამსვე მეყინება. -არა დედი... შენ ჩემი სიცოცხლის აზრი ხარ დედი. კიდევ შევცდი მასში, მე დებილმა ისევ მოვატყუებიე თავი, მაგრამ ამჯერად აღარ გამოუა. -ხო აი დე ასეთი ძლიერი უნდა იყო -კაი ახლა აღარ გვინდა გულჩვლობა, დარჩი ამაღამ ჩემთან და ხვალ, ერთად გავიდეთ ქორწილისათვის კაბების შესარჩევად. -კაი დე, მაგრამ ქორწილამდე ხო დროა -შენი და ხოიცი როგორი სულსწრაფია, დააჩქარებინა სანდროს -კაი რა ეგ რაღა გამოვიდა -რავიცი არვიცი მათი გადასაწყვეტია -ხოო. აუ დე კოლა გვააქ? -კი დე, დაგისხამ ახლავეს -კაი მე მანამდე ტუალეტში შევალ მობილურს ხელი დავავლე და ტუალეტში შევედი. დემეტრეს ნომოერი ავკრიფე და ზარი მასთან განვახორციელე. დიდხანს მალოდინა, საბოლოოდ კი ყურმილი მაინც არ აიღო. ნერვებ მოშლილი გავედი ისევ სამზარეულოში, კოლა მაგიდაზე დამხვდა, დედა კი გამქრალიყო. -დეე... გავყვირე, მაგრამ ხმა არავინ გამცა. სახლი დავიარე, მაგრამ არსად იყო. ბოლოს შევნიშნე მაგიდაზე არსებული ჩემი მანქანის გასაღები გამქრალიყო, გარეთ გავარდი, მაგრამ მანქანა არსად ჩანს. მობილური ჩავრთე და დედას დავურეკე, მაგრამ გამორთული აქვს. რამე სისულელე, რომ ჩაიდინო დედა, არ ვიცი რას გიზამ. -ახლა რა უნდა ვქნა?! ვინ მყავს, რომ დედას ეს საქციელი ვუამბო?! და, რომელიც წასულია საქმროსთან ერთად თუ გიორგის, რომელსაც ჩემთან მოახლოებაც ეკრძალება. ჯანდაბა! მამა, შენ მაინც ყოფილიყავი ნორმალური. ჩემთვის ვლაპარაკობდი ეზოში, როდესაც ჭიშკრის ხმა გავიგე. მანქანით ის ვერცხლისფერი ბრაბუსი შემოვიდა. ნიკა! მანქანიდან მხნედ გადმოვიდა. სიამაყით აღსავსე. ადიდასის მაისური და იმავე ფირმის სპორტული შარვალი ეცვა, ბოტებთან ერთად. ცისფერი თვალები უელავდა, თმა უბზინავდა, ის თმა, რომელიც ზღარბის ეკლებივით ჰქონდა თავზე. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როგორ მომაგნო?! მაგრამ მას ხომ შეუძლებელი შეუძლია. -გამარჯობა- მომესალმა და მომთხოვნი მზერა მომაპყრო -გაგიმარჯოს. რისთვის მოხვედი?! -სალაპარაკო გვაქ -რა ვეღაარ ამოიწურა სალაპარაკო ლიმიტი -არ შემიპატიჟებ? -ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ წამოდი სახლის კარი შევაღე და შიგ ორთავე შევედით. დივანზე ადგილი დვიკავე და დაველოდე საუბრის დაწყებას. სავარძელზე მოკალათდა და სახლის თვალიერება დაიწყო. -დეკორაციები მოგეწონა? დაიწყებ საუბარს თუ წავიდე დედაჩემის მოსაძებნად. -სადაა დედაშენი? -ეგ რომ ვიცოდე ამას არ ვიტყოდი -კაი! ძალიან ცუდი ამბავი მაქვს -ისევ ნათია? -ნათია აქ არაფერ შუაშია -მაშინ... -სანდრო მესხი... როგორც გავიგე შენი დის საქმროა. დიდი მეთაღლითე პიროვნებაა. -აი უბრალოდ მაგაზე უკეთესს ვერაფერს მეტყოდი! შენ ხოარ გახველებს?! -არა, გუშინ დავასრულე წამლები ასე, რომ სრულიად ჯანმრთელად ვარ. -ნიკა არ მეღადავება -და ვინ გითხრა, რომ ვღადაობ?! სანდრო მესხი, მაგარი სი*კაცაა! იმენა მაგრად აქ დან**ეული. ინგლისიდან ცოცხალი თუ ჩამოვიდა ეგეც საკითხავია -სერიოზულად ამბობ? -ხო გოგო! რაღაც ფირმა აქვთ მაგათ, ეს ფირმა სხვისი იყო, მაგრამ ამათმა თაღლითობით გადმოიფორმეს... ამიტომ ძველი მეპატრონე ძაან გაბრაზებულია. -კონკრეტულად რა ითაღლითეს -ფული მოპარა მამაჩემს სხვათაშორის, მაგრამ ეგ გავატარეთ, სამაგიეროდ კეთილდღეობისათვის თანამშრომლობა შევთავაზეთ, კიო კაცო ბაზარი არააო, მაგრამ ერთი წელი არ იყო გასული ფირმა, რომ გაგვიკოტრა. ერთი წელია რაც ვეძებთ და მერე ინგლისში მივაკვლიეთ საცოლესთან ერთად ყოფილა, ლიზა შენი და აღმოჩნდა. დროულად მოაგვარე ეგ საქმე და და იხსენი მაგ ნაბი**რის კლანჭებიდან , სანამ გვიანი არაა. -არვიცი რატომ, მაგრამ შენი მჯერა. -კაია რო გჯერა გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. მეგონა კარისკენ აიღემდა გეზს, მაგრამ სამზარეულოში გავიდა. ახლა ეს აღარც მიკვირს. ჩემი ცხოვრება იდუმალებით არის მოცული. როგორი მოულოდნელობა ეს ყველაფერი. ხანდახან მგონია კიდეც, რომ ეს ყველაფერი კოშმარია, თვალს გავახელ და ისევ მეცხრე კლასში ვიქნები, ისევ თეთრ მერხთან ვიჯდები და ჩემთვის არც გიორგი იქნებოდა და არც ეს აურზაური. ცოტას კიდევ მოვიცდი, სულ ცოტას ამ ყველაფერს ბოლო თუ არ გამოუჩნდება მე თვითონ წავალ და დავტოვებ აქაურობას. სამზარეულოში გავყევი მას, არანაირი არაფერი დამიშლია მისთვის, მანაც თავისუფლად მივიდა მაცივართან, გამოაღო იგი, თავმოხდილ ვისკს ხელი დაავლო და პირდაპირ პირზე მიიყუდა. -ნიკა... დედაჩემი არ ჩანს... - რას ქვია არ ჩანს, უცებ გაქრა? -ნიკა! ტუალეტში გავედი, რომ გამოვედი არ დამხვდა არც დედა და არც ჩემი მანქანის გასაღები. -დაურეკე? -შენი აზრით? -კაი , ახლომახლო ვინმეს დაურეკე ვისთანაც შეილება, რო იყოს -არავისთან დადის -ოოო, ეგ არაა კაი საქმე. კლუბები და რამე? -ეზიზღება -მიდი კიდევ ერთხელ სცადე და დაურეკე -აუ შენც რა იდიოტი ხარ, განსხვავებული გეთქვა რამე -ახლა მწარედ მოგაკეტინებ -რეგვენო მობილური ავიღე, სასტუმრო ოთახში გავედი და დედას დავურეკე. ისევ გათიშული აქვს. ამ ქალს ჩემი გაგიჟებ უნდა. რას მეუბნებოდა და ახლა რას აკეთებს. საერთოდ არ ვებრალები. - ნიკა მანქანა უნდა მათხოვო. -კიდე რა გინდა? -სერიოზულად -მთხოვე -რაა? -გთხოვ ნიკა შენი მანქა მათხოვე, აი ასე მითხარი და გათხოვებ -იდიოტი ხარ, ოღონდ ნამდვილი -გინდა მანქანა? -კაი! ნიკა გთხოვ, რომ მათხოვო მანქანა -კაი ოღონდ მეც შენთან ერთად მოვდივარ -ჯანდაბას, წამოდი. -შენ დაჯდები? -აბა წეღან რას ვამბობდი -კაი დიდაბა შენს წყნარ ხმას -სულარ მეღადავება მანქანას შემოვაჯექით, მე საჭესთან, ის ჩემს გვერდით. ახლა მხოლოდ დედა უნდა მოვძებნო, მხოლოდ მასზე ვიფიქრო. არვიცი, იქნებ მამის საქციელზე გაბრაზდა, ან იქნებ მასთან არის... ამის გახსენებაზე გავიფიქრე, რომ შესაძლოა მამასთან ყოფილიყო. -ნიკა, მობილური მომე -ჩემი? -ხო შენი -რატო -ჩემი გაითიშა და ნუღა სვამ ამდენ კითხვებს -კაი, კაი მამის ნომერი ავკრიფე ნიკოს მობილურში და დაველოდე როდის მიპასუხებდა. დიდი ხანი მალოდინა, მაგრამ ბოლოს ძვლივძლიობით აიღო ყურმილი. -დემეტრე, სად ჯანდაბაში ხარ! დედა შენთან არის? -ნორმალურად მელაპარაკე, არა აქ არ არის. -როგორც შენ მექცევი მეც ისე გესაუბრები. არ შეგხმიანებია? -არა! მობილური გავუთიშე და ნიკას მივუგდე. -მე რას მერჩი -ახლა არაფერს, მაგრამ თუ კიდევ ხმას ამოიღებ აქედან გისვრი. -არვიცი რატო ვერ გეუბნები რამე ზედმეტს, მაგრამ იცოდე მოთმინების ფიალა არ მევსებ დ ეს არცთუ ისე კარგია -არცთუ ისე ცუდია -სად მიდიხარ ეგ მაინც მითხარი -აგარაკზე -იქ იქნება? -ვანგას ვგავარ? -კი, საშიში ხარ -ჰაჰა, გამეცინა. მთელი გზა იმაზე ფიქრში გავატარე თუ რაში აწყობდა სალომეს ამ გაქცევის მოწყობა. თუმცა დაიღალა ქალი, მერამდენედ ატყუებს ხეპრე მამაჩემი. მე რატომ არ გამაფრთხილა, ასეთი ზედმეტი ვარ მისთვის, რომ არაფრად ჩამაგდო? ან ასეთი გაუკონტროლებელი როდის მერე გახდა. დედა ოღონდ რამე სისულელე არ ქნა. -მოიცა, მარი შეანელე, ჩქარა! -რა ხდება? -ეს შენი მანქანა არ არის? -კი, ეს ჩემი მანქანაა მანქანიდან დაუყოვნებლივ გადავედი და გეზი ჩემი ავტომობილისაკენ ავიღე. კარი გამოვაღე, მაგრამ შიგ არ დამხვდა. რა ხდება ჩემს თავს?! ეს რა დაბრკოლებებია ვინე ამიხსნის?! ვის შევსძახო, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. -მეტი აღარ შემიძლია დანებებულმა მანქანის კართან ჩავიკეცე. ცრემლებმა ლოყებზე თვითონვე გაიკვალეს გზა. ისევ მოწყვეტილი ვარ, როგორც სულიერად , ისე ფიზიკურადაც. -დამშვიდდი ვიპოვნით. მოვიდა და ძლიერი მკლავები მჭიდროდ მომხვია. არა ეს არ არის ის, რაც ახლა მჭირდება. ეს მკლავები მე ვერ მმატემს სიძლიერეს, ვერ მაიმედებს... როგორ მჭირდება ახლა გიორგი, როგორ მინდა დამეხმაროს მან ამ ყველაფრის დაძლევაში. სანდროს წყალობით ახლა გიორგიც ეჭვის ქვეშ არის, ჩემი გადმოსახედიდან, მაგრამ მასში ეჭვი, როგორ უნდა შემეპაროს. ის ხომ უწმინდესია, ერთადერთი და განუმეორებელი ჩემს ცხოვრებაში. ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის! დედა უნდა ვიპოვო და მოვთხოვო პასუხი. -აქედან შორსაა აგარაკი? იქნებ ფეხით წავიდა. -ათ მილში, არამგონია ფეხით წასულიყო -მტერი ყავდა? ან ვინმე ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა -არა რა თქმა უნდა! ამას რატომ მეკითხები? -... -ნიკა, ხმა ამოიღე! -არვიცი, მარი, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს -რაღაც უნდა ვიღონო... პოლიცია... მათ უნდა შევატყობინო. -კაი, დავრეკავ. მობილური მოიმარჯვა და საპატრულოში დარეკა. მისი საუბრის მიხედვით, როგორც ყოველთვის დაკითხვა გაიმართა, რომელსაც ბატონი პოლიციელები მეთაურობდნენ. ათ წუთს გაგრძელდა ეს ყველაფერი, შემდეგ კი თქვეს, რომ დანიშნულების ადგილას ოც წუთში იქნებოდნენ. ასეც მოხდა, პოლიციელთა ბრიგადა მალევე მოვიდა. თავდაპირველად მანქანა შეამკწმეს, სადმე სისხლის კვალი ხომ არ აღინიშნებაო, ამის თქმამ კიდევ ერთხეს მომწყ იტა ადგილს. კიდევ ერთხელ წარმოვიდგინე დედა, რომელიც დაკარგულად ითვლება. ალბათ ახლა სადმე ზის და უაზროდ ღადაობ მამაჩემზე, ჩემზეც და ახლა ამ ყველაფერს, რომ უყურებდეს, აუცილებლად იტყოდა ცოტას ხომ არ უბერავთო. როგორ მინდა გამოჩნდეს და მითხრას, რომ ეს უბრალოდ გაიხუმრა, იმ წამს თავი ვერ გააკონტროლა და დემეტრეს დაუკვირვებელ საქციელზე ძალიან გაბრაზდა. ვიცი, მჯერა, რომ ასეა... სწორედაც, რომ სულ რაღაც ცამეტ დღეში ქორწილია, მისი შვილის, ჩემი დის. განტვირთვას გააკეთებს და ხვალ დილით უკვე ჩემს გვერდით იქნება, მე ამის მჯერა. პოლიციელის მთავარმა შერიფს ბევრი ვარიანტი გამოთქვა რა შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მათგან არცერთია. ყველაფერი მავიწყდება, როდესაც ყვითელ ლენტს ვუყურებ, შიგ კი ჩემს უსწორმასწოროდ დაყენებულ მანქანას, რომლის კარებიც ფართოდ არის გამოღებული. თავს ვკარგავ და გონება მებინდება, როცა ვფიქრობ რის გამოც შეიძლება იყოს ეს ყვითელი ლენტი ჩემი ავტომობილის გარშემო. -მოდი სახლში წავიდეთ, იქნებ იქ მოვიდეს გამამხნევა ნიკამ, რომელიც მთელი ამხნის მანძილზე გვერდიდან არ მომშორებია. -კარგი მეც დავეთანხმე და მანქანაში ჩავჯექი. მთელი გზა ხმა არცერთ არ ამოგვიღია, უბრალოდ მას ჩემი ხელი ეჭირა გამხნევების მიზნით. სახლი ისევ ცარიელია, შინ არავინაა. მისვლისთანავე დედას ოთახში.შევედი და მის საწოლში შევწექი. უაზროდ ავქვითინდი, მთელმა სევდამ მომაწვა, განვლილმა წლებმა ერთიანად გადამირბინეს თვალწინ და შემახსენეს, რომ ცუდზე არ მეფიქრა, რადგან მათ იცოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. მალევე ამოდის ოთახში ნიკა. -კარგად ხარ? -შეგიძლია წახვიდე, კარგად ვარ -არა, ასეთს სახლში მარტო ვერ დაგტოვებ. -ნიკა... -გისმენ -მეშინია -ნუ გეშინია, მე აქ ვარ, შენს გვერდით. აი ნახავ დედაშენი მალე დაბრუნდება. მოვიდა, საწოლის კუთხეში ჩამოჯდა და თმაზე ფერება დამიწყო . -აუცილებლად! მალე უნდა დაბრუნდეს! -დაიძინე სახეზე შეხებას ვგრძნობ, მერე თმებზე. ხმა მესმის, რომელიც იავნანასავით ჩამესმის ყურებში. -დედი, აქ ვარ დე. შენთან ვარ. დავბრუნდი აი ის სიტყვები, რომლებიც იავნანას შერწყმით მღერიან. დედა დაბრუნდა, ისევ ჩემთან არის. ის უაზრო ფიქრები ფუჭი აღმოჩნდა. ყვითელი ლენტიც აღარ არსებობს. ღმერთს მადლობას ვწირავა, რომ დედა დამიბრუნა, ისევ ჩემსკენ მოასწავლა გზა. -დე აღარასოდეს დამტოვო მარტო. ხომ იცი უშენოდ ჩემი ცხოვრება არაფერია. იცოდე ასე აღარ ... თითქოს სიგნალი გაწყდაო ისე იყო ყველაფერი. თითქოს ტკბილ სიზმარს ვნახულობდი, ისე იყო ყველაფერი... და... ხო, ასე იყო ყველაფერი... მე, ტკბილ სიზმარს ვნახულობდი... ~~~~ ~~~~ ~~~~ -მარი... მარიამ... ნაცნობი ხმა ჩამესმის ყურებში. ნაცნობი ბგერები... თაფლივით ხმა, რომელიც წელიწადზე მეტია არ სმენია ყურს. თვალს ვახელ და გიორგის შეშფოთებულ სახეს ვეჩეხები. სიზმარია?! გამარკვითე ეს რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს. რატომ არის გიორგი აქ?! რატომ ჩემს გვერდით?! არა! ამას ვეღარ გავუძლება! ამის ატანა შეუძლებელია, გაუსაძლისია. ვიღაცამ საშინლად დამწყევლა, ვიღაცას ისე ვძულვარ, რომ ალბათ ჩემზე ჯადოებს ყოველდღე აკეთენს. ასეთს რას ვაშავებ ყოველი ფეხის ნაბიჯზე, რომ საშინელებები ხდება, მაგრამ... რატომ?! გიორგი აქ არის, ჩემს გვერდით ეს ხომ კარგია, კარგი კი არა, ძალიან კარგია. -გიო? შენ... აქ... -ჩემო უსუსურო არსებავ... ამასაც გაუძლებ, აუცილებლად გაუძლებ. ტორები ძლიერ მომაჭდო. ძლიერ მეხუტებოდა, ისე როგორც არასდროს. გული გამალებით უცემდა, მისი სული აფორიაქებულიყო, მოსახდენის ეშინოდა თითქოს ასე იყო. -გიო... ვერ გავიგე რას ამბობ? შენ აქ რატომ ხარ? როდის ჩამოდი? და... დედა? დედა სად არის? -ყველაფერს აგიხსნი, მაგრამ ახლა... ქვემოთ უნდა ჩამოხვიდე... -გიო? -ჰო... -რა გჭირს? -წამო ხელი გამომიწოდა, მეც გავუწოდე და ახლა ერთად ჩავდიოდით კიბეებზე. უცებ მომიახლოვდა და წელზე ხელი მომხვია, ძალიან მყარად, ისე თითქოს უნდა დავვარდნილიყავი, მას კი უნდა დავეჭირე. მალევე მოვკარი თვალი ჩემს დას, ანრისაც კი, სანდორც აქ იყო და ნიკაც, ნათიასაც შეუწუხებია თავი და მოსულა, მაგრამ რატომ?! იქნებ ჩემი დის ქორწილის გამო... მაგრამ დედა ისევ არ გამოჩენილა... ვხედავ ლიზას, რომელიც გაშტერებული ერთ წერტილს მიშტერებია, ცრემლები ღაპაღუპით მოსდის თვალებიდან. სანდორს მისი სხეული თითქმის უჭირავს, რომ სიმყარე არ დაკარგოს. ანრის თავი ხელებში აქვს ჩარგული და არც კი ვიცი რას აკეთებს. დანარჩენები კი, როგორც უსულო ქანდაკებები ისე დგანა . სრულ გაუგებრობაში ვარ... დედა... სად არის ის?! დედაჩემი სად არის?! -მარიამ... დგება ჩემი და და ჩემსკენ მოიწევს. -რახდება? რატომ ჩამოგტირით ყველას სახე? დედა სად არის?! -მარი... -ლიზა რა გჭირს... რა გატირებს? დედას რამე მოუვიდა? ლიზა ხმა ამოიღე დედა ხომ კარგადაა? -მარ... ჩვ...ენ... დე...და... აღა...რრ გ...გ...ვყავს სული წამერთვა, სული გამეყინა. ყველა მიმოიფანტა, სამყარო დატრიალდა, ყველაფერი თავზე ჩამომენგრა. სული ღმერთმა თავისი ხელით ამომაცალა. ღმერთო... დედა რატომ წამართვი... ობლად რატომ დამტოვე... სული რატომ წამართვი... გული ამომაცალე... სული ფერფლად იქცა და სხეულს ავად ამყოფებ... ღმერთო ასე რატომ გამწირე, ნუთუ არ შეგეცოდე... ობლად დავრჩი , გესმით ჩემი?!დედა აღარ მყავს, დედა წამართვეს... ტკივილი, ამხელა ჭრილობა როგორ ვატარო. დედი... დე, ჩემო ტკბილო დეე... ასე როგორ გამწირე... შენი პრინცესა ასე როგორ დატოვე დედი... დე. შენი წასვლა ადრე იყო დედიკო ჯერ... ჯერ ჩემი ბედნიერება უნდა გენახა დეე... შვილიშვილები უნდა გენახა დეე. დედიკო ნუ დამტოვებ რა დეე... ამხელა ბრბოს წინაშე მარტო ნუ დამტოვებ დე. შენს პატარა ნიბლიას ასე ნუ გაიმეტებ დე... არა დე... გთხოვ... ოღონდ ეს არა დე... სულს მოგცემ დე... ჩემს გულსაც ხელით მოგართმევ დედი... დამიბრუნდი დე... ოღონდ შენ არ წახვიდე... შენ არ დამტოვო დე...შენით მედგა სული, შენ მაცოცხლებდი დე... ახლა რაღა ვაკეთო, უშენოდ როგორ ვიარსებო... დედა... ამას ნუ მიკეთებ. ჩემი გულის ფეთქვა ხარ დე... უჭკნობი ვარდი ხარ დედი... გამოჩნდი გთხოვ... რომელიმე კუთხიდან გამოდი და მითხარი , რომ ეს უბრალოდ ბოროტი ხუმრობაა... სულს ნუ მიჭკნობ ღმერთო... ამხელა ტკივილისთვის ჯერ მზად არ ვიყავი... ასე არ უნდა გაგეწირე... ღმერთო ასე ნუ მსჯი... მე წამიყვანე... მე მომკალი... ოღონდ დედა დააბრუნე, უდედოდ ნუ დამტოვებ ამ ქვეყანაზე, არ მინდა ეს სამყარო დედის გარეშე... ასე ნუ გამიმეტებ ღმერთო... ფეხები მომეკვეთა, მუხლებით ძირს დავეცი. გიორგის მკლავებში მოვექციე, მან დამიჭირა, ძირს ერთად დავეშვით. მან ჩემთან ერთად განიცადა ეს ტკივილი. მე დედა დავკარგე... დედის სითბოს ვეღარ ვიგრძნობ... დედას ვეღარასოდეს ვიტყვი... დედა აღარ მყავს... დე... დედიკო... დე... დედა... დე... როგორ მსიამოვნებს თითოეული ბგერის წარმოთქმა. ახლა რა მეშველება დედას ვიღას დავუძახებ. -დეე... არა დეე... დედა არ დაგვტოვებდა... დედა არ წავიდოდა... გიო... მითხარი, გთხოვ... გთხოვ მითხარი, რომ სიცრუეა, რომ ტყუილია და მალე დასრულდება... გთხოვთ ხმა ამოიღეთ, ამას ვეღარ გავუძლება... დედა არ უნდა წავიდეს... დედა ვერ წავა... დედა არ დაგვტოვებს... ვბღავი, სიმწრისგან ვბღავი... გული მეწვის, სული მტკივა... ხმას არავინ მცემს, ვერავინ ბედავს ხმის ამოღებას... -მე შენთან ვარ... მე აქ ვარ გესმის? მარ, ჩვენ ერთად ვიქნებით... მე შენ დაგაძლევინებ ამ ტკივილს... გიხსნი ამ ტკივილისგან... გპირდები! ჩამესმი გიორგის მხნე სიტყვები და საბოლოოდ გონება მეთიშება. ყველაფერი ბინდშია მოცული... ყველა ქრება და წყვდიადი ისაკუთრებს ჩემს გონებას. თვალს ვახელ და ლურჯ ოთახს ვხედავ. თავთან წვეთოვანი მიდგას. გარშემო არავინაა. სრულიად მარტო ვარ ოთხ კედელში. დედა ზეცაში აფრინდა... იქ... გაფრინდა, ღმერთთან. იქ, სადაც სიმშვიდეა, იქ სადაც მშვიდობაა... დე... ჩემო ღვთაებავ... ჩაგხუტებოდი მაინც, ბოლოჯერ... წადი დე... მიდი გაფრინდი დე... თუ აქ ვერ ჰპოვე სიშვიდე, იქ აუცილებლდა ჰპოვებ დე. პალატაში გიორგი შემოდის. არ ელოდა ჩემს მფხიზლად ნახვას. მომიახლოვდა, დაიხარა და შუბლზე მეამბორა. -შენი სურნელი მენატრებოდა მარ -გიო... აღარასოდეს დამტოვო... ამას ნუღარ გამიკეთე... -აღარასოდეს, გპირდები ამიერიდან სულ შენთან ვიქნები... არ მაინტერესებს ნათესაობა, მე შენ მიყვარხარ და ამას ვერავინ ამიკრძალავს. -ახლა სწორედ მჭირდებოდა -სალომე კარგი ქალი იყო, ჩემთვის რაც მთავარია გიფრთხილდებოდა, შენს ყოველ თმის ღერს უფრთხილდებოდა... -გთხოვ ახლა ამაზე ნუ ვისაურებთ. ლიზას დაუძახე რა გთხოვ. -კარგი როგორც შენ გინდა ახლა უკვე ლიზა შემოვიდა პალატაში. თვალებჩავარდნილი და ძალიან გამოფიტული. ვიცი ახლა როგორ სტკივა გული,.მას. მისი ამ ფორმაში დანახვა უარესად მხდის. -მარი... შენც არ დამტოვო რა ამოიქვითინა და გულზე მომეკრო. ხელები მჭიდროდ მოვხვიე და გულში უფრო ჩავიკარი. -ჩვენ სულ ერთად ვიქნებით -ახლა მხოლოდ მე და შენ ვართ, ორნი -მხოლოდ ორი დავრჩით -დედა წაგვართვა იმ დამპალმა არსებამ -ვის გულისხმობ? -სანდროს მამას -ანუ... გიორგის მამას... ჯანდაბა! -არა, მარი... მამით სხვაა, დედით არიან ისინი ერთი -რაა...ვერაფერი გავიგე ლიზა, სანდროს მამას და დედას რა საერთო ჰქონდათ -არც მე ვიცი. მარი რაღაც ხდება, ეს რაღაც არ იცდის... ამ რაღაცის გამო ბევრი ადამიანი ზიანდება... ჩვენს ოჯახში არის ის რაღაც საიდუმლო რაც ჩვენ არ ვიცით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.