შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Hidden Feelings (თავი მეორე)


20-01-2018, 14:23
ავტორი forever _young
ნანახია 1 212

ლიფტიც მალე მოვიდა. მე შევედი და ლუკაც შემომყვა. გამიკვირდა მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ლუკა ჩემს ზემოთ ცხოვრობდა. ლუკამ ორი წამი მიყურა და მერე შემომთავაზა პარკების გამორთმევა. სიტყვა დამთავრებული არ ქონდა რომ ლიფტის კარი გაიღო და მე მაშინვე ვიცანი ჩემი სართული. გარეთ გამოვედი და ჩანთაში ქექვა დავიწყე რომ გასაღები მეპოვა. მიზანს მალევე მივაღწიე და კარი მშვიდობით გავაღე. ზურგს უკან ლუკას ნახვამდის მივაძახე და კარი მივხურე. დეე-ს ძახილით შევედი სამზარეულოში და ქურასთან მოფუსფუსე დედის დანახვისას გამეღიმა. ლოყაზე უცებ ვაკოცე და ოთახისკენ დავიძარი.
3 საათიანი მეცადინეობის შემდეგ ნაყინი მომინდა. საყინულეში შევიჭყიტე მაგრამ არაფერი დამხვდა. მარის მივწერე მაღაზიაში გამომყევითქო და ხუთ წუთში ჩაცმულ-დახურულები მარკეტისკენ მივემართებოდით. ვიცოდი, ახლა რომ ბევრი ნაყინი მეყიდა ყველას ერთად შევჭამდი და ერთი კვირა ყელის ტკივილისგან მოვკვდებოდი. ცოტა რომ მეყიდა ასე მომიწევდა ყოველ საღამოს ზემოთ-ქვემოთ სირბილი რაც ძალიან მეზარებოდა. ამიტომ სირბილს გაციება ვამჯობინე და ბეევრი ნაყინი ვიყიდე.
ჩემი წინასწარმეტყველება ახდა და მომიწია სკოლის ბოლო კვირა სახლში ანგინიანს გამეტარებინა.
მომდევნო ერთი კვირა მარისთან ერთად უბანში ვეგდე და ბავშვებთან ერთად ვერთობოდი. ხან ბურას ვთამაშობდით, ხან ორდროშობანას. მიუხედავად იმისა რომ უმრავლესობა უკვე დიდები ვიყავით და ცოტა სერიოზულად უნდა მოვქცეულიყავით მაინც არ ვიშლიდით ჩვენსას და კარგადაც ვატარებდით დროს. სამშაბათს ექსკურსიაზე წავედით ყაზბეგში. ეს მარის ოცნება იყო მას შემდეგ რაც მერვე კლასში მის მამიდაშვილთან ერთად იქ დაისვენა. ისეთი გაფართოებული თვალებით დადიოდა ყველგან მისი შემხედვარე სიცილს ვერ ვწყვეტდი. გადაწყვეტილი გვქონდა რომ ყაზბეგის დათვალიერების შემდეგ გრემის მონასტერში გავივლიდით და იქიდან პირდაპირ სვანეთს მოვინახულებდით. კი, გეთანხმებით უცნაური მარშრუტია მაგრამ ისე გვინდოდა ამ ორი ადგილის ნახვა, რომ მასწავლებელმა ვერ დაგვაწყნარა. აი სვანეთი კი ჩემი ოცნება იყო. ბევრი მისით აღფრთოვანებული ადამიანი მინახავს და სულ მინდოდა სიყვარულის კოშკი მენახა. ოცნება საბოლოოდ ამიხდა. მემგონი ამ შემთხვევაში მე და მარიმ ადგილები გავცვალეთ და ამ შემთხვევაში მე დავდიოდი გაფართოებული თვალებით. ყოველ შემთხვევაში ბავშვებმა ასე მითხრეს. ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ გამახსენდა რომ ერთ კვირაში ალექსანდრეს დაბადების დღე იყო, მე კი ჯერ არც კაბა მქონდა ნაყიდი და არც საჩუქარი. ორი დღე აღფრთოვანრბული ვყვებოდი სახლში ექსკურსიის ამბებს და მხოლოდ მესამე დღეს გადავწყვიტე საყიდლებზე წასვლა. ძალიან მეზარებოდა მაგრამ რა მექნა. სიმართლე რომ გიტხრათ რაც წამოვიზარდეთ ალექსანდრე ნაკლებად იჯდა ხოლმე ჩემთან ერთად და განიხილავდა იმას თუ რა მოეწონებოდა. მე კი მინდოდა რომ მის მეოცე დაბადების დღეზე რამე გრანდიოზული მომეწყო. ამიტომ გიორგის დავურეკე და სამ საათზე სავაჭრო ცენტრში დავიბარე. ჩავთვალე ტომ მის ძმაკაცს ყველაზე უკეთესად ეცოდინებოდა რა გაუხარდება მას. ეს ამბავი კი მარის დავუმალე. ვიცოდი რომ საღამომდე სახლიდან ვერ გამოეტეოდა თუ გაიგებდა რომ გიორგიც მოდის. მე და მარი პირველ საათზე უკვე სავაჭრო ცენტრში ვიყავით და ინტერესით ვათვალიერებდით კაბებს. მე მალევე შევარჩიე ატმისფერი ფრიალა კაბა. მარიმ კი დამტანჯა. უკვე სამი ხდებოდა ის კი წუწუნს არ წყვეტდა. ცოტაც და ნებისმიერ კაბას შევაჩეჩებდი ხელში რომ ამ ტანჯვისგან მეც განვთავისუფლებულიყავი და კონსულტანტებსაც ამოესუნთქათ. უკვე მეასე კაბას იზომებდა როდესაც ვიტრინასთან მდგომ მანეკენზე შავი უბრალო კაბა დავინახე. განსაკუთრებული დეტალი კი მისი ზურგი იყო რომელიც ამოღებული ქონდა. კონსულტანტს ვთხოვდი მარის შესაბამის ზომას და ამ დროს გიორგიმ დამირეკა. მკითხა რამდრნხანში მოვიდოდი. მეც ვუპასუხე და მის მოსვლას დაველოდე. მითხრა ხუთ წუთში მპვალო. მარი ჯერ კიდევ გასახდელში იყო. მე ის შავი კაბა შევაწოდე და დაველოდე. ამასობაში გიორგიც მოვიდა. ღიმილით მივესალმე და ვუთხარი რომ დაქალს ველოდებოდი. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული რომ მარის კივილი მომესმა.
- ანა ეგაა, ვიპოვე. თავიდან გამისკდა გული მაგრამ ჩამეღიმა როცა გავიფიქრე რა რეაქცია ექნებოდა მარის გიორგის დანახვაზე.
- კარგი აიღე დროზე საჩუქარიც საყიდი მაქ. ხუთ წუთში გამოაღწია და გიორგის დანახვაზე როგორც ყოველთვის გაშეშდა.
- გიო, კი გაგიგია ალბათ მაგრამ მაინც გაგაცნობ. ეს ჩემი დაქალი მარია.
- კი ალექსანდრე მიყვებოდა ანას ერთი გიჟი დაქალი ყავს და ჩვენი კარის მეზობელიაო. მარი ამ სიტყვებზე გადაწითლდა და უკვე ვიცოდი რომ გიორგი უკვე წარმოსახვაში ტაფის ჩარტყმისგან სამჯერ ჰყავდა გათიშული.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა. გამოსცრა მარიმ კბილებში.
- კარგით წავედით ეხლა საჩუქარზე. ვცადე სიტუაციის განმუხტვა თორემ ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მარი მის წარმოსახვას სისრულეში მოიყვანდა. გიორგი წინ წავიდა, მარიმ კი ისეთი სახით გამომხედა მას მეც უკან მივყევი. მოულოდნელად ხელი ისე ამტკივდა შევხტი და წამოვიკივლე. მარიმ კი კმაყოფილი სახით ჩამიარა. მიბრწკინა ამ დამპალმა.
- ისე მიკვირს აქამდე რომ არ იცნობდით ერთმანეთს. ამომივიდა ყელში ჩუმად სიარული და ის ვთქვი რაც პირველად მომადგა ენაზე. მაგრამ ჩემი ფეხები. ხმა არ ამოუღია არც ერთს და არც მეორეს. - მაიცა მე თქვენ გაჩვენებთ სეირს. ჩავიჩურჩულე და ისე ვთქვი რომ ორივეს გაეგო.
- უი ჩანთის ყიდვა დამავიწყდა.
ორი წუთი დამელოდეთ, ვიყიდი და მოვალ.
- მაიცა სად დაგელოდოთ. გამოგყვებით ჩვენც და მერე მოვძებნოთ საჩუქარი. მითხრა გიორგიმ.
- არ მინდა, დარჩით. ვიცი უკვე რომელიც უნდა ვიყიდო და მალე დავბრუნდები.
- მარტო სად გაგიშვათ ჩვენც მოვდივართ. უიმე რა შტერია ეს ბიჭი. კი ვერ მიხვდება რომ ამათი მარტო დატოვება მინდა.
- ჰო კარგით ჯერ საჩუქარი ავარჩიოთ და მერე ვიყიდი ჩანთას. დავნებდი მე რადგან ვიცოდი გიორგი თუ დამთანხმდებოდა მარი ცოცხალი თავით არ გაჩერდებოდა მარტო მასთან და მომიწევდა მთელი გზა მისი ლანძღვის მოსმენა იმის გამო რომ ჯერ ეს ერთი არ ვუთხარი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ (რაც გიორგის მოსვლას გულისხმობდა) და მერე მეორე მათი მარტო დატოვების მცდელობა მქონდა. არა პრინციპში ამ თემაზე ლანძღვის მოსმენა მაინც მომიწევდა მაგრამ რაც უფრო დაცხრებოდა მარის ბრაზი, მით უკეთესი ჩემთვის.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან აგვიანებ

 


№2  offline წევრი D-I-A-N-A

ახლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა <3
უბრალოდ პატარა თავებს დებ და ცოტა არ იყოს მშრალად წერ.
სიუჟეტი კი მომეწონა <3
იმედია არ დაიგვიანებ თორე მერე მკითხველისთვის უინტერესო ხდება <3
წარმატებებს გისურვებ <3

 


№3  offline წევრი forever _young

ანი ანი
ძალიან აგვიანებ

ბოდიში ❤

D-I-A-N-A
ახლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა <3
უბრალოდ პატარა თავებს დებ და ცოტა არ იყოს მშრალად წერ.
სიუჟეტი კი მომეწონა <3
იმედია არ დაიგვიანებ თორე მერე მკითხველისთვის უინტერესო ხდება <3
წარმატებებს გისურვებ <3

ძალიან დიდი მადლობა ❤❤ შევეცდები რჩევები გავითვალისწინო და თავებიც გავზარდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent