შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის ჯადოსნობა (6)


13-01-2018, 19:19
ავტორი Mari korti
ნანახია 1 553

თავი 6
სახლში მისულ მარიამს რამდენიმე წყვილი გაოცებული თვალი შეეფეთა და ახლაღა შეამჩნია, რა მდგომარეობაში იქნებოდა მომხდარის შემდეგ.
-მარიამ, დედი რა გჭირს? რა არის ეს? შვილო რა მოხდა?- შეეფეთა მაკა და შეშინებულმა დაუწყო კითხვების დასმა.
-არაფერია დე, ნუ გეშინია.-
-მოდი, მოდი შვილო, ჩამოჯექი და მოგვიყევი რა მოხდა?-
-არაფერი, უბრალოდ შემთხვევით ფეხი წამოვკარი ბორდიურზე და ძირს დავეცი, თავი კი ქვას დავარტყი. არაფერია დე სანერვიულო, გთხოვ დაწყნარდი.-
-ჩემო გოგო, როგორ შემეშინდა, მოდი აქ.- უთხრა მაკამ და მარიამი გულში ჩაიკრა. რამდენიმე წვეთი ცრემლიც გადმოუგორდა თვალებიდან. აბა რა იქნებოდა შვილს, რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახავდა. ჯერ, რომ დააგვიანდა იმაზე ნერვიულობდა და ახლა ხომ საერთოდ გაუსკდა გული.
-კარგი რა დე, რა გატირებს? მე კარგად ვარ, არაფერი მომხდარა. ასე, რომ დამშვიდდი.- უთხრა მარიამმა და დედას ცრემლები მოწმინდა, შემდეგ კი გაუღიმა. ყველა მათ უყურებდა და რატომღაც სიბრალულით აღსავსე თვალები ჰქონდათ. მარიამს ბრაზი მოერია, მაგრამ არ შეიმჩნია. ყველაზე მეტად ის აღიზიანებდა, როდესაც ასე სიბრალულით უყურებდნენ. არასოდეს უნდოდა ვინმეს ის შეცოდებოდა. ბავშვობიდან ასე იყო, მაგრამ ეს თვისება მამის გარდაცვალების შემდეგ, უფრო გაუძლიერდა. თავიდან, რომ გაიგეს მამა გარდაეცვალაო, ყველა სიბრალულით უყურებდა, ყველას ეცოდებოდა, მარტო დარჩენილი ქვრივი და ობოლი ბავშვი. ამის შემდეგ შეზიზღდა მარიამს ასეთი სახეების ყურება. ყოველთვის ცდილობდა ფეხზე მყარად მდგარიყო და დედისთვის სანერვიულო არ მიეცა. არ დაუშვებდა დედამისსაც ეყურებინა სიბრალულით სავსე თვალებისთვის. ამიტომ ყოველთვის ცდილობდა, რომ სხვისთვის ზედმეტად კარგი გამოჩენილიყო და არავის ეთქვა, "რა ცოდოა, უმამოდ იზრდებაო". შეიძლება ისინი ოჯახის წევრები იყვნენ, მაგრამ რატომღაც ყელში ბურთი გაეჩხირა. უნდოდა მთელ ხმაზე ეყვირა, რომ მისთვის ასეთი სახეებით არ ეყურებინათ, რომ ის და დედამისი შესაცოდები არ იყვნენ, პირიქით ძალიან ძლიერები, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა? ამ სახეებს ის ვერასდროს ამოიგდებდა გონებიდან და ვერც სხვას დაუშლიდა რამის გაკეთებას. შეიძლება არ მოწონდა და საშინლად სძულდა ეს თვალები, მაგრამ ვერავის ეტყოდა თავის გულის ნადებს, ვერ ეტყოდა მათ, რომ წაეშალათ ეს გრძნობა, "სიბრალული" და უბრალოდ სიყვარულით აღსავსე თვალებით ეყურებინათ მათთვის. ამიტომ გულში იმარხავდა ყველა მის გრძნობას, კისერში მოწოლილ ბურთს გადააგორებდა, ცრემლებს შეაბრუნებდა და განმგმირავ ხმას, რომელიც მისი ტვინიდან მოდიოდა ჩაახშობდა. ასეთ ადამიანებს კი უბრალოდ თვალს არიდებდა, ძალით გაუღიმებდა ხოლმე და იმ ადგილს ტოვებდა. ახლაც ასე მოიქცა, ბიძას და ბიცოლას თვალი აარიდა და დედამისს მიუბრუნდა.
-დე, მე ჩემს ოთახში ავალ კარგი?-
-კაი დედა გენაცვალოს ვახშამს იქ ამოგიტან.-
-კარგი დე.- უთხრა მარიამმა, მაკას ლოყაზე აკოცა და სწრაფად შევიდა თავის ოთახში. უნდოდა ელენესთვის დაერეკა, მაგრამ რატომღაც ხასიათზე არ იყო. გიორგი გაახსენდა და კვლავ მოიცვა მისი გონება ამ ბიჭმა. როგორ უცებ გამოეცხადა ერთი კვირის შემდეგ. მისი მზრუნველობა აგიჟებდა და აფორიაქებდა, თან ეშინოდა პატარა წვრილმანის გამო იმ ბიჭს რა უქნა და მართლა სერიოზული, რომ რამე მოხდეს მაშინ რას იზამს. მის ლურჯ თვალებს, არც ისე მოკლე აჩეჩილ თმებს, საოცრად რბილ და თბილ ტუჩებს და მოხდენილ სხეულს, ჭკუიდან გადაყავდა მარიამი. ახლაც გრძნობდა მისი რბილი ტუჩების შეხებას ლოყაზე და მის თბილ სუნთქვას კისერზე. ის სიმხურვალე, რომელიც გიორგისგან მოდიოდა, მარიამს ჭკუიდან შლიდა. ისე უნდოდა მასთან ყოფილიყო, ჩახუტებოდა და უბრალოდ მისი გულის ფეთქვისთვის მოესმინდა, რომელიც სიმღერას ჰგავდა და მარიამთან ერთად კიდევ უფრო რიტმულად ძგერდა. არ უყვარდა, მაგრამ ამ რამდენიმე დღეში უკვე მის გულში დაიმკვიდრა ადგილი. ძალიან მოწონდა, იმდენად, რომ ჭკუას აკარგვინებდა და გულს უღონებდა. გიორგი ხომ ასეთია. თავისი მომხიბვლელობით ყველას გულს იპყრობს, გოგონებს მისი უხეშობაც კი მოწონთ და კისერზე ეკიდებიან, მაგრამ მის ცხოვრებაში ისეთი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ასეთი არაა. თითქოს მისი გულის გაწმენდა დაიწყო ყოველგვარი ცუდისგან. მარიამი იმდენად სუფთა, ნაზი და უბიწოა. გიორგის ტვინს ურევს და ჯერ, რომ არავისთან უგრძვნია იმას აგრძნობინებს. ისინი ხომ ასეთები არიან. ორივენი თავიანთი განსხვავებული ცხოვრებით, მაგრამ ერთმანეთისთვის შექმნილები.
-მარიამ, საჭმელი მოგიტანე.- ოთახში მაკა შემოვიდა და მარიამს საჭმელი ტუმბოზე დაუდვა.
-მადლობა დეე. როგორ მომშივდა.- მარიამი დივანზე ჩამოჯდა, ლანგარი მუხლებზე დაიდო და ვახშმობა დაიწყო. მაკაც გვერდით მიუჯდა და თავზე ხელი გადაუსვა. მისი გოგონას სურნელი ბოლომდე შეიგრძნო. როგორ უყვარდა, როდესაც მარიამს ჯერ კიდევ ბავშვის სურნელი ადიოდა თმებზე. შავი თმები სულ კოსად ჰქონდა აწეული, ბავშვობიდან უყვარდა ეს იმიჯი, რადგან მის პირისახეს უფრო გამოკვეთდა და უფრო ბავშვურს და საყვარელს ხდიდა.
-დედიკო ხოარაფერი გიჭირს?-
-რატომ მეკითხები?-
-რავიცი დედი მაინც ახალი ჩამოსულები ვართ, დიდი ქალაქია, რაიცი რა ხდება. იქნებ ვერ შეეგუე აქაურობას, სამუშაოც ახლახან დაიწყე და მაინტერესებს, ვერც ვჭორაობთ ისე როგორ ადრე და მინდა მითხრა ყველაფერი. ის, რომ აქ ვცხოვრობთ ხომ იცი იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ისეთი საუბრები აღარ გვექნება როგორიც ადრე. ასე, რომ მომიყევი ახლა ყველაფერი.-
-დე, ნუ გეშინია ნურაფრის. სამსახურშიც ყველაფერი კარგადაა. მართალია ძალიან ბევრი მოსაყოლი მაქვს, მაგრამ ახლა არ გვინდა კარგი? დაწოლისას შემოვალ შენს ოთახში და მოგიყვები კარგი. დეე, ძალიან მომენატრა შენთან ჭორაობა.-
-კარგი დედა გენაცვალოს, გავალ ახლა მე და შემოდი მერე ჩემთან.- უთხრა მაკამ და ოთახიდან გავიდა. ეს ორნი ერთად ისე არიან როგორც დები. ერთმანეთს არაფერს უმალავენ და ყოველთვის უზიარებენ გულის ნადებს. მარიამს არასდროს დაუმალავს მაკასთვის არაფერი და არც ახლა აპირებდა ამას. ვახშმობას მორჩა და ლანგარი სამზარეულოში გაიტანა, გაუკვირდა ნია და ლია სახლში, რომ არ იყვნენ, რადგან ბიძია გვიან არ უშვებს ხოლმე გარეთ.უკვე ათი საათი იყო, როდესაც მარიამმა ორი ჭიქა ყავა მოამზადა მისთვის და მაკასთვის, შემდეგ თავის ოთახში შევიდა, საყვარელი ფუმფულა პიჟამები ჩაიცვა და მის გვერდით ოთახში, დედასთან შევიდა. როგორც ჩანს, მაკა სააბაზანოში იყო, რადგან წყლის ხმა გამოდიოდა. მარიამმა ჭიქები ტუმბოზე დადგა და ფანჯარაში გაიხედა. არ თოვდა, მაგრამ მაინც საკმაოდ იყო დადებული. ლამპიონები ანათებდნენ თოვლზე და შორიდან ისე ჩანდა თითქოს ზედ ბრჭყვიალები ეყარა და შესაბამისად, თოვლი სხვადასხვა ფერად ბზინავდა. საოცრება იყო ზამთარში თოვლის ყურება. იმისდამიუხედავად, რომ მარიამს ეს ძალიან უყვარდა, ბათუმში ხშირად არ მოდიოდა თოვლი და მარიამიც უკმაყოფილო იყო ხოლმე. ახლა კი ბოლომდე სურდა გაევსო თოვლის ყურებაში, ის დანაკლისი, რაც ჰქონდა.
-მოხვედი დედიკო?- მაკა სააბაზანოდან გამოვიდა, მასაც მარიამივით თბილი პიჟამები ეცვა. შეიძლება არც ისე ახალგაზრდაა, მაგრამ ბევრ ახალგაზრდას შეშურდებოდა მისი მომხიბვლელი სხეულის.
-ხო დე, გელოდებოდი.-
-რა კარგია ყავაც მოგიტანია, მოდი ჩემთან.- მარიამი მაკას გვერდით შეწვა ლოგინში, თავისი ჭიქა აიღო და ყავა მოსვა. თბილმა სითხემ სხეული გაუთბო, რაც ძალიან ესიამოვნა.
-აბა მომიყევი რა ხდება შენს ცხოვრებაში?-
-ოჰ დედა იმდენი რაღაც, მოხდა ამ ბოლო დროს.-
მაკა ინტერესით მიაშტერდა შვილს და ანიშნა დაიწყეო.
-ერთი ბიჭი გავიცანი. გიორგი ჰქვია. ძალიან კარგად არ ვიცნობ, მაგრამ არც ისე კარგი ბიჭია. ცოტა საშიშიცაა, მაგრამ ჩემზე ძალიან მოქმედებს. აი აქ, ჩემს გულში ზის და არსად მიდის, სულ მისი მზერა მიდგას თვალწინ. მისი ბოხი ხმა და მომხიბვლელობა. უხეშია, მაგრამ მისი ჩემდამი მზრუნველობა მაგიჟებს. არ ვიცი თვითონ რას გრძნობს ჩემდამი, მაგრამ მე ჭკუიდან მშლის და მაფორიაქებს, მოსვენებას მიკარგავს. არ ვიცი როგორია, მაგრამ ვხედავ მის შინაგან სამყაროს და ვხდები გულის სიღრმეში, არც ისე ცუდია, როგორიც გარედან ჩანს. ისეთია მისი გამოხედვა ადგილზევე, რომ მიგყინავს და სულს შეგინძრევს. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გულში ქარიშხალი მიტრიალებს. მინდა სულ მასთან ერთად ვიყო და მისი სხეულის სითბო ვიგრძნო. პირველად, რომ გავიცანი, მისი ძალიან მეშინოდა, ახლაც მეშინია, რადგან არ ვიცი რას როდის მოიმოქმედებს, მაგრამ იმდენად არა, რადგან ვიცი არაფერს დამიშავებს. გაცნობიდან ორი დღის შემდეგ, ახალი წლის ღამეს, მომწერა "მიყვარხარო". თითქოს ახალი წელს ჯადოსნობა მოხდა. ეს მართლაც ჯადოსნობა იყო. მისმა ამ ერთმა სიტყვამ, ისე ამიჩქარა გული, მაგრამ ამავე დროს გაურკვევლობაში ჩამაყენა. მეორე დღეს მოდის და მეუბნება ჩემი შეყვარებული იყავი, რადგან შენდამი ძალიან დიდი გრძნობები მაქვსო, მაგრამ არაფერს მეუბნება, წინა ღამით მოწერილზე. ფეთქებადი ხასიათისაა, ამიტომ ცოტას ვფრთხილობ მასთან ურჩობას, მაგრამ ხანდახან იმდენად მიშლის ნერვებს, სურს სულ მის ნებაზე ვიარო, რაც არ მომწონს. ჩვენი საუბრის შემდეგ, ერთი კვირით საერთოდ დაიკარგა. ერთი მხრივ მიხაროდა, ერთი მხრივ კი მონატრება მკლავდა. მხოლოდ დღეს გამოჩნდა, კაფეში. უბრალოდ მოვიდა და კვლავ შემინძრია სამყარო. ჩემს წინ იდგა და თვალებში მიყურებდა და თითქოს გული მიმდიოდა. მის ლურჯ, ზღვისფერ თვალებს, რომ ვუყურებდი, მათში ვიძირებოდი და ესეც კი სასიამოვნო იყო. შემდეგ ერთმა ბიჭმა ჩემდამი უხეშობა გამოიჩინა, მან კი სასტიკად ცემა. ამ დროს გამიძლიერდა ის შიში, რომელიც მისდამი მქონდა. მე ჩხუბში მოვყევი და შემთხვევით წავიქეცი, თავი ქვას დავარტყი და გონება დავკარგე, რომ გავიღვიძე მასთან ვიყავი სახლში. ჭრილობა დამიმუშავა და კვლავ ისეთი თვალებით შემომხედა, რომელთა დანახვისას ვერც კი ვბრაზდები, იმდენად მიპყრობს, თავიდან ბოლომდე. მაკოცა... ლოყაზე მაკოცა და ჩემი სულიც, თან წაიღო. მომპარა და თავისთან დაიტოვა. ახლაც ვგრძნობ მის სუნთქვას, მის რბილ ტუჩებს... შემდეგ კვლავ ვიჩხუბეთ, სულ ასე ხდება მაშინ, როდესაც მგონია, რომ რაღაც კარგი მოხდა და მისი ხასიათი ოდნავ შერბილდა. კვლავ იგივეს აგრძელებს და კვლავ ფეთქდება. ეს ძალიან არ მომწონს და ვერ ვეჩვევი, მის ასეთ უხეშობას, სიმკრაცრეს და არ ვიცი რა ვქნა. უბრალოდ ჩემი გული და გონება დაიპყრო...- მარიამმა საუბარი დაასრულა და მაკას შეხედა, რომელსაც თვალებზე ცრემლი მოდგომოდა და ამღვრეული უყურებდა მარიამს, შემდეგ გულში ძლიერად ჩაიკრა და თავზე აკოცა.
-ჩემო გოგო... ვიცი არასწორ არჩევანს არ გააკეთებ, ვიცი, რომ სწორ გზაზე ივლი და სხვაგან არ გადაუხვევ, ამის მჯერა. ჩემო ლამაზო, ჩემო სუნთქვა, ჩემო ერთადერთო, ჩემი ცხოვრების წყარო, შენ ხარ. თუ შენ კარგად იქნები, მეც კარგად ვიქნები, შენი ღიმილით მეც ღიმილს მგვრი და მავიწყებ წარსულს. მერწმუნე დრო გიჩვენებს იმას თუ რა უნდა გააკეთო. შენს სიყვარულსაც გაპოვნინებს, რომელიც ამ პატარა გულში დაიმკვიდრებს ადგილს.-
-დეე, ძალიან მიყვარხარ.- ამოილუღლუღა მარიამმა და დედას ძლიერად მოუჭირა ხელები, შემდეგ გაიგო ხმა, რომელმაც გული აუჩუყა და ცრემლები წამომცვივდა. მაკა თავისი ტკბილი ხმით "იავნანას" უმღეროდა და თვითონაც ტიროდა. გულს უღრღნიდა ის ფაქტი, რომ მარიამს არ ჰყავდა მამა და ობოლი იყო, მაგრამ როგორც ყველა დედა ცდილობდა ძლიერად მდგარიყო და მისთვის ის ტკივილი არ დაენახვებინა, რომელიც გულში ეს წლებია ჩამარხული აქვს. "იავნანას" ხომ უდიდესი ძალა აქვს დედისთვის და მისი შვილისთვის. ბავშვს დაბადებისთანავე დედას "იავნანა" ჩაესმის ყურში და ამით იმახსოვრებს მით თითოეულ დეტალს. ამ სიმღერაში ხედავს იმას რასაც გრძნობს დედამისი. მარიამიც ასე იყო, მთელი გულით გრძნობდა დედამისის ტკივილს, რომელიც ამ სიმღერაში იყო ჩაქსოვილი, მაგრამ ამავე დროს გული უსაზღვრო სიყვარულით ევსებოდა. ის ხომ ისეთი შვილი იყო, რომ იტყვიან "დედის გულის ვარდიაო" და მაკასაც ეამაყებოდა ასეთი შვილის ყოლა. მარიამს დედასთან და "იავნანასთან" ერთად ჩაეძინა, ისე ტკბილად დიდი ხანია ასე, რომ არ უძინია და თან წააყოლა თავისი დარდიც.
დილით მაკამ პირველმა გაიღვიძა. ცხრა საათი იყო, ამიტომ მარიამი არ გააღვიძა. თან დღეს შაბათია და უნდოდა ცოტა დაესვენა. ლოგინიდან ნელა გამოძვრა, მარიამს შუბლზე აკოცა, საბანი გაუსწორა და სააბაზანოში შევიდა. თავი მოიწესრიგა, შემდეგ კი ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. ყველას ეძინა ამიტომ გადაწყვიტა ოჯახის წევრებისთვის საუზმე თვითონ მოემზადებინა. ნატო ძალიან კარგი ქალი აღმოჩნდა, მაკა და მარიამი ისე მიიღო, სისხლი და ხორცი, რომ არ მიგიღებს ასე. ეს უხაროდა, მაგრამ მაინც არ უნდოდა დიდხანს შეეწუხებინა ისინი. ამიტომ ჩქარობდა აქედან გადასვლას. გადაწყვიტა დღეიდან თვითონაც დაეწყო სამსახურის ძიება, რადგან ყველაფერი მარიამის კისერზე არ ყოფილიყო.
მარიამი ტელეფონის ზარმა გააღვიძა, ნომრისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა.
-ალოო.-
-გძინავს?- ნაცნობი ბარიტონის გაგონებისას სწრაფად ჭყიტა თვალები.
-ამმ ხო... ისა... ახლა გავიღვიძე.- ენა დაება და ძლივს უპასუხა.
-დღეს არ მუშაობ ხო?-
-არა შაბათია მინდა შეგახსენო.- უთხრა და გაიღიმა, თითქოს ამას გიორგი დაინახავდა.
-კარგი, მაშინ შეიძლება ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ წამოხვალ ჩემთან ერთად სასეირნოდ? თან სადმე ვივახშმოდ.-
-ამმ... რავი... ჯერ საქმეები მაქვს.- საიდან მოიტანა ნეტა, როდესაც მთელი დღის სახლში გატარებას და ფილმების ყურებას აპირებს.
-საღამომდე ვერ მორჩები? ასე ხუთისთვის გამოგივლი.-
-ამ... რავი... კაი წამოვალ.-
-კარგი საღამოს დაგირეკავ. შეხვედრამდე.-
-ნახვამდის.- უთხრა მარიამმა და ტელეფონი გაუთიშა. ტელეფონზე საათს დახედა და კინაღამ გული წაუვიდა. ორი საათი იყო, უკვე სამ საათში გიორგის უნდა შეხვედროდა. არ იცოდა რა უნდა გააკეთებინა, სად წავიდოდნენ ნეტავ? არ უნდოდა კიდევ ერთხელ ეჩხუბათ, ამიტომ გადაწყვიტა მასთან ცოტა რბილად მოქცეულიყო და არ გაებრაზებინა. ფეხზე წამოდგა და ახლაღა გაახსენდა დედამისის ოთახში, რომ იყო. გაეღიმა გუშინდელის გახსენებისას, გულზე მოეშვა დედამისს ყველაფერი, რომ უამბო. თავის ოთახში შევიდა და მოწესრიგდა, შემდეგ კი მისაღებში გავიდა. ნია და ლია ტელეფონებში იყვნენ ჩამძვრალნი. მამუკა როგორც ჩანს უკვე წასული იყო სამსახურში. მაკა და ნატო კი არსად ჩანდნენ. გოგონებს მიუჯდა გვერდით და ერთხანს უყურა მათ, მაგრამ ისე იყვნენ გართულები, რომ მარიამი ვერც კი შეამჩნიეს. მასაც ჰქონდა ტელეფონი, თან არანაკლები მათზე, მაგრამ სულ შიგნით არ იყო ჩამძვრალი. ამას ერჩივნა წიგნი წაეკითხა, ან უბრალოდ დედას დახმარებოდა სახლის საქმეებში.
-ნია, დედაჩემი და ბიცოლა სად არიან?-
-სავაჭრო ცენტრში საყიდლებზე. ხვალ ხომ ძველით ახალი წელი უნდა აღვნიშნოთ.- ახლაღა გაახსენდა, რომ 14 იანვარს ისინიც აღნიშნავენ ახალ წელს. მალევე შიმშილის გრძნობამ შეუტია და სამზარეულოში გავიდა. მაცივარი გააღო და დედას მომზადებული კატლეტები გამოიღო, შემდეგ კი ღუმელში შედო გასაცხელებლად. რამდენიმე წუთში ისიც მზად იყო და მარიამმაც საუზმობა დაიწყო. ცოტახანში სამზარეულოში გოგოები შემოვიდნენ.
-მარიამ, ჩვენ ბიცოლას და დედას შესახვედრად მივდივართ და სახლში იქნები ხო?-
-მეც წამოვალ თუ გინდათ.-
-არა იყოს, წავედით ჩვენ, შეხვედრამდე.-
-ნახვამდის.- გოგოების წასვლის შემდეგ, სამზარეულო ცოტა მიალაგა და მისაღებ ოთახში გავიდა და ტელევიზორი ჩართო ერთ-ერთ არხზე მინიონები გადიოდა. ისე გაუხარდა, სულ უყვარდა ამ მულტფილმის ყურება. დრო ისე გავიდა, ვერც კი შეამჩნია მანამ, სანამ გიორგიმ არ მიწერა სახლთან გელოდებიო. საათს დახედა და თვალები გაუფართოვდა, ხუთის ნახევარი იყო. როგორ გაერთო ასე მულტფილმის ყურებაში, რომ ვერც კი გაიაზრა რომელი საათი იყო. ოჯახის წევრებიც არ იყვნენ სახლში დაბრუნებულები. გიორგის მიწერა მოვდივარო და თავის ოთახში სწრაფად შევარდა. არც უფიქრია ისე სწრაფად ჩაიცვა ჯინსის შარვალი და თბილი მაისური, ფეხზე კი ბათინკები, კურტკა მოიცვა და სწრაფად გავიდა გარეთ. გიორგი მანქანის გარეშე იყო, ჭიშკარს მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა. ამ ბიჭმაც ეს ჩვევა ხომ ვერ მოიშორა, მარიამი ასეთ მდგომარეობაში, რომ უყურებს იქვე დნება და გული მიდის, იმდენად სექსუალურია.
-რატომ დააგვიანე?-
-ამმ. ფილმს ვუყურებდი და... მაპატიე.-
-კარგი წავიდეთ.-
-სად მივდივართ?-
-რავი, სადაც გინდა.-
-ატრაქციონებზე წავიდეთ რა.- უცებ გონება გაუნათდა მარიამს, მაგრამ უცებვე დასერიოზულდა, რადგან დარწმუნებული იყო გიორგისნაირი ბიჭები და მითუმეტეს გიორგი, ასეთ ადგილას არ წაყვებოდა, ამიტომ ყურები ჩამოუშვა.
-კარგი წავიდეთ.- გიორგის ხმა, რომ გაიგონა თვალები ჭყიტა და სიხარულისგან ტაში შემოკრა.
-მართლა? რამაგარია. წავიდეთ მალე.- უთხრა მარიამმა და ხელზე მოქაჩა, რომ უფრო სწრაფად წასულიყვნენ. ფეხით სიარული საერთოდ არ ღლიდა, პირიქით ძალიან უხაროდა და სიამოვნებდა ჰაერზე სეირნობა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც გიორგისთან ერთად იყო. მასთან ერთად ჰაერი საერთოდ არ ყოფნიდა და გული ეკუმშებოდა. ახლა კი ბედნიერი იყო, რადგან შეეძლო ღრმად ესუნთქა და ცოტახნით მაინც დაევიწყებინა ის ემოციები, რომელსაც მის გვერდით გრძნობს. მარიამმა მთელი გზა სირბილსა და ხტუნვაში გაიარა. გიორგი კი მას ღიმილით უყურებდა და უბრალოდ ეღიმებოდა, მის საქციელზე. როგორი ბავშვური, საყვარელი და ამავე დროს სექსუალური იყო. პარკში, რომ მივიდნენ მარიამმა მონეტების ჩამოგდება მოითხოვა. ამიტომ ერთ-ერთ დახლთან მივიდნენ. აქ სათამაშოების მოგება შეგეძლო, თუ ერთი გასროლით ხუთივე მონეტას ჩამოაგდებდი. მარიამს ძალიან მოეწონა პანდა, სულ უყვარდა ასეთი დიდი და ფუმფულა ცხოველები. ამიტომ მის მოსაგებად რამდენჯერმე სცადა მონეტების ჩამოგდება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს გიორგის მიუბრუნდა დაღონებული.
-აზრი არ აქვს, წამო სხვაგან.-
-მოიცა, მე ვცდი.- უთხრა გიორგიმ და თოფი ხელში დაიჭირა და სულ სხვა მიმართულებით ისროლა. რამდენიმე წამში ტყვია ჯერ პირველ მონეტას მოხვდა, შემდეგ მეორეს, მესამეს, მეოთხეს და მეხუთე მონეტაც ჩამოვარდა.
-ვაუუ, ეს როგორ გააკეთე?- გაოცებისგან ემოციები ვერ დამალა მარიამმა.
-კარგად ნავარჯიშები ვარ.- გაუღიმა გიორგიმ და პანდა მიაწოდა. მარიამმა ძლიერად ჩაიხუტა გულში საყვარელი ცხოველი.
-ეს შენგან სამახსოვროდ მექნება.- უთხრა გიორგის და ცოტა დასევდიანდა, რადგან არ უნდოდა ოდესმე მიეტოვებინა ეს ბიჭი.
-კარგი გქონდეს.- გიორგიმ თბილად გაუღიმა.
-ახლა ეშმაკის ბორბალზე მინდა.- წამოიკივლა მარიამმა, პანდა გიორგის მიაჩეჩა და კისკისით გაიქცა იქითკენ. გიორგიც მას მიჰყვა და მარიამის გასაკვირად, ისიც დაჯდა ატრაქციონზე. მარიამს ცოტა ეშინოდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
-გეშინია?- გიორგიმ, თითქოს მარიამის აზრები წაიკითხაო, ისე ჰკითხა.
-ცოტათი.-
-თბილისში ახალი ჩამოსული ხარ?-
-კი, მე და დედა ორი კვირაა, რაც ჩამოვედით.-
-მამა?-
-ამმ... მამა გარდაიცვალა.- ამოილუღლუღა და თვალზე მომდგარი ცრემლი უკან შეაბრუნა.
-ოუ მაპატიე, არ მინდოდა.- უთხრა გიორგიმ და ხელი მოხვია. მისი შეხებისას მარიამს მუცელში პეპლები აუფარფატდნენ და მთელი სხეული სითბოთი აევსო. მწვერვალზე იყვნენ უკვე ასულები, რომ ეშმაკის ბორბალი უეცრად გაჩერდა.
-ეს რა არის? მოიცა აქ გავიჭედეთ? ოღონდ ეს არა.- მარიამი პანიკაში ჩავარდა, ხალხი ხმამაღლა კიოდა გვიშველეთო.
-კაი ნუ გეშინია, მალე დავიძვრებით. გეშინია, მაგრამ გირჩევ ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანო. აი, ნახე რამხელა სიმაღლეზე ვართ დაკიდებულები, აქედან მთელი თბილისი ჩანს, თან დათოვლილი. ნახე რა ლამაზია ყველაფერი, დატკბი აქაურობით, პირველად და უკანასკნელად, რადგან მეორედ აღარ გაიჭედები.-
-აქ აღარასდროს დავჯდები.- თქვა მარიამმა სიცილით. ეშინოდა, მაგრამ გიორგის ნებას დაყვა და ამ ყველაფრით ტკბობა დაიწყო. მართლა ძალიან ლამაზი იყო აქედან თბილისი. თეთრი თოვლი საბანივით ეფარა და ათბობდა. მარიამს ერთი წამი ისიც კი მოუნდა, სულ ასე ყოფილიყო გიორგისთან ჩახუტებული და ასეთი ლამაზი ხედისთვის ეყურებინა. რამდენიმე წუთში ბორბალიც დაიძრა, მარიამს გულზე მოეშვა. ხალხი ხმამაღლა კიოდა გადავრჩითო.
-აი, ხომ გითხარი.- უთხრა გიორგიმ, ძირს ჩამოსვლისას.
-მადლობა, სიმაღლის ფობია, რომ დამამარცხებინა.- გაუღიმა მარიამმა.
-ახლა სად გინდა დაჯდომა?-
-რავი ნებისმიერზე.- უთხრა მარიამმა და პირველივე ატრაქციონისკენ გაეშურა. საღამომდე დარბოდა, თითქმის პარკის ყველა ატრაქციონზე იჯდა. მისი კისკისი ყველას ესმოდა, ბავშვივით იქცეოდა, მაგრამ იყო კიდეც ბავშვი. გიორგი უყურებდა და ფიქრობდა, რომ ასეთი ლაღი და ბავშვური გოგო ჯერ მას არ შეხვედრია და ბედნიერი იყო, რომ მარიამი გაიცნო, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ღრღნიდა რაღაც, რაღაც ისეთი რაც ძალიან არ უნდოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაეკეთებინა.
რვა საათზე მარიამის სახლის გვერდით მდებარე კაფეში დასხდნენ და პიცა შეუკვეთეს. მარიამს ძალიან შიოდა, ამიტომ ნახევარი პიცა თითქმის მან შეჭამა.
-მომიყევი რამე შენზე.- მარიამმა ცხელი შოკოლადი მოსვა და გიორგის ჰკითხა. თბილმა სითხემ სხეული გაუხურა.
-მაგალითად?-
-მაგალითად, შენი გვარი, ასაკი, სად ცხოვრობ, ოჯახური მდგომარეობა, ყველაფერი მაინტერესებს.- უთხრა და გაუღიმა.
-გიორგი მენაბდე, 22 წლის. საბურთალოზე ვცხოვრობ. ორი და მყავს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან. მშობლები 15 წლის ასაკში გარდამეცვალა.- მშობლების გახსენებაზე გიორგის სახე შეეჭმუხნა, ეს ტკივილი იმდენად ჰქონდა გულში დარჩენილი, რომ შიგნიდან ჭამდა და არ ასვენებდა.
-ოუ ვწუხვარ.-
-არაფერია. ახლა შენზე მომიყევი.-
-მაგალითად?-
-მაგალითად, მე დაგისვამ კითხვებს და მიპასუხე.-
-კარგი.- გიორგიმ მარიამის შესახებ უკვე ყველაფერი იცოდა, მაგრამ არ უნდოდა ეს მარიამისთვის ეთქვა, თან აინტერესებდა წვრილმანი რაღაცეებიც.
-რამდენი წლის ხარ?-
-19-
-სად სწავლობ?-
-არსად, ეს წელი გამიცდა და მომავალ წელს ვაგრძელებ.-
-აჰამ კარგია. და ან ძმა გყავს?- მარიამმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-საყვარელი ფერი?-
-იასამნისფერი.-
-საყვარელი სიმღერა.-
-ed sheeren-perfect-
-ხო, ეგ სიმღერა მეც მიყვარს.-
-მოიცა, ახლა მე დაგისვამ კარგი?- მარიამს ცნობისმოყვარეობამ შემოუტია და სწრაფად ჰკითხა.
-კარგი გისმენ.-
-საყვარელი ფერი?-
-ნაცრისფერი.-
-არადა სულ შავები გაცვია.- გაეცინა მარიამს, მაგრამ მალევე დასერიოზულდა და კითხვების დასმა გააგრძელა.
-სახლში მარტო ცხოვრობ?-
-კი-
-შეყვარებული გყავს?-
-ახლა არა-
-გყავდა?-
-კი რამდენიმე წლის წინ.-
-მომიყევი მასზე.-
-გთხოვ ახლა არ გვინდა, მტკივნეულია ჩემთვის.- მისი პასუხი მარიამს ისარივით შეერჭო გულში და თავი მსუბუქად დაუქნია. არ უნდოდა ეს მომენტი გაეფუჭებინა და გიორგი ცუდ ხასიათზე დაეყენებინა.
-რას საქმიოანობ?-
-მამაჩემის დატოვებულ კომპანიას ვმართავ.-
-ოუ, ასე ახალგაზრდა?-
-როგორც ხედავ.- გაუღიმა გიორგიმ.
-კარგი, კითხვები ამომეწურა.- მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-კარგი, წავიდეთ მაშინ, გვიანია უკვე.- მარიამმა თავი დაუქნია, ფეხზე წამოდგა, კურტკა მოიცვა და გიორგის გაყვა. სახლთან, რომ მივიდნენ რამდენიმე წუთით ერთმანეთის პირისპირ დადგნენ.
-მადლობა პანდასთვის.- გაუღიმა მარიამმა და სათამაშო კარგად დაიჭირა ხელში, რადგან დიდი იყო, ძლივს მოათრევდა.
-არაფრის.- უთხრა გიორგიმ და მარიამს მიუახლოვდა. რამდენიმე ინჩი იყო მათ შორის მანძილი. მარიამს გიორგის ცხელი ამონასუნთქი სახეზე ეცემოდა. რამდენიმე წამში კი მისი რბილი ტუჩების შეხებაც იგრძნო თავისაზე. მუცელში პეპლები აუფარფატდნენ, წამით სუნთქვა შეეკრა და გულიც კი გაუჩერდა. გრძნობები ერთიანად მოაწვა, მაგრამ ერთ ადგილას იყო მიყინული. უძრავად იდგა და გიორგის თბილი ტუჩების შეხებას ბოლომდე შეიგრძნობდა. იმახსოვრებდა მის მოყვანილობასა და გემოს. თვითონაც აყვა. ხელები კისერზე მოხვია და ტუჩები აამოძრავა. გიორგის სიგარეტში შერეული მენთოლის სურნელი ადიოდა, გამაბრუებელი იყო ეს ყველაფერი მარიამისთვის. მისი პირველი კოცნა წარმოედგინა, მაგრამ ასეთი თუ იქნებოდა არ ეგონა. ნაზი, ფაფუკი, მაგრამ მაინც ვნებიანი. ორივეს ჰაერი, რომ აღარ ეყო დაშორდნენ, თვალებში დაჟინებით დაუწყეს ცქერა. გიორგის უცნაური ჭინკები უკრთოდნენ, მარიამს კი ცოტათი რცხვენოდა და აღარ იცოდა სად წასულიყო. ლოყები პომიდორივით აწითლებოდა. გიორგიმ მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა, შემდეგ კიდევ ერთხელ დაუტოვა კოცნა ტუჩებზე, მისი გემო კიდევ ერთხელ შეიგრძნო, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა და დაიმახსოვრა.
-შეხვედრამდე.- რამდენიმე წამში გიორგი მარიამს მოცილდა .
-ნახვამდის.- ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა მარიამმა და შეტრიალდა. სახლში შევიდა, ასეთი დაბნეული, გაშეშებული. ხელში გიორგის ნაჩუქარი პანდა ეჭირა და ეღიმებოდა. ღიმილს გვრიდა წეხან მომხდარი, ტუჩებზე ენა გადაიტარა, ჯერ კიდევ შემორჩენოდათ გიორგის გემო.
-დე, მოვედი მეე...- აცნობა მაკას და ასე გაშტერებული შევიდა თავის ოთახში. წინ იმ მომენტებმა გადაურბინეს, რაც რამდენიმე წამის წინ მოხდა. ლოგინზე გადაწვა და პანდა ძლიერად ჩაიხუტა გულში. როგორ უნდოდა ახლა მის ადგილას გიორგი ყოფილიყო, მაგრამ მოცდა ესაჭიროებოდა. გიორგის ნაცვლად პანდა ყავდა, რომელიც მთელი ძალით ჰყავდა გულში ჩაკრული. ღამით სიზმარიც ნახა, ის და გიორგი იყვნენ. მარიამი თეთრ კაბაში გამოწყობილი, გიორგი კი შავ შარვალ-კოსტუმში. იდგნენ სალოცავის წინ და ჯვარს იწერდნენ. ეს სიზმარი მის ცხოვრებაში საუკეთესო იყო და სურდა არასდროს დავიწყებოდა.

პს: გამარჯობათ ბავშვებო. პირველ რიგში გილოცავთ ძველით ახალ წელს, მრავალს დაესწარით, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და წარმატებები ცხოვრებაში... <3 წინა თავის კომენტარებს, რომ გადავხედე და სულ ოთხი კომენტარი დამხვდა ძალიან მეწყინა და გადავწყვიტე მართლა ძალიან სერიოზულად მოვკიდებოდი ამ საქმეს და ეს თავი დავწერე ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო პირველივე თავიდან მაგრამ არ გამომივია... მგონი ახლა შევძელი, თქვენი შენიშვნებიც გავითვალისწინე და იმედია ისევ ოთხი კომენტარი არ დამხვდება, ამიტომ ველოდები თქვენ შეფასებას... <3 <3



№1 სტუმარი მარიამმი

უძალიანმაგრესია heart_eyes smirk წარმატებები

 


№2 სტუმარი მარი. ელ❤

აუჰ ძაან მომწონს კარგად წეერ ამ გიორგის ირგვლივ რაღაც ხდება ხოო? თუმცა მოვლენებს არ გავუსწრეებ იმედია ძაან არ ჩაიხლართებაა:დდ მარა მე ყველანაირი მომეწონებააა❤❤❤

 


№3  offline წევრი naniko mindia

♥♥♥♥♥♥♥Gilocav mec zvel axalwels .gamixarda zalian tan tavi didi dade dzan magari tavi dawere magari xar zalian me shenmaoceb .zalian momwons mariami da giorgi .moutmenlat veli momdevno tavs ♥♥♥♥♥♥♥♥
--------------------
lomidze

 


№4  offline წევრი Frigga

Dzveltan shedarebit sakmaod kargi tavi iyo ( dzvelebic kargi iyo mara es ufro) imedia ar gwyins shenishvnebs rom giwer ubealod minda chemi azri gitxra am tavtan dakavshirebit... Chemi azrit dzalian banaluria anu cota gansxvavebuli sheecade.. Yvela filmshi da wignshi asea satamasho atraqcioni gawedva kocna... Me ufro damainteresebda ase male rom ar dagerbilebina giorgi.. P.S maincmteli interesit veli shemdegs warmatebebs gisurveb ????

 


№5 სტუმარი სტუმარი mari korti

Frigga
Dzveltan shedarebit sakmaod kargi tavi iyo ( dzvelebic kargi iyo mara es ufro) imedia ar gwyins shenishvnebs rom giwer ubealod minda chemi azri gitxra am tavtan dakavshirebit... Chemi azrit dzalian banaluria anu cota gansxvavebuli sheecade.. Yvela filmshi da wignshi asea satamasho atraqcioni gawedva kocna... Me ufro damainteresebda ase male rom ar dagerbilebina giorgi.. P.S maincmteli interesit veli shemdegs warmatebebs gisurveb ????

Ki am tavshi chans giorgi rbilad magram meremune win iseti ambebi gelit ase agar mogechveneba :D ubralod es tavi imitom davwere aseti rbili da cotati banaluric rom mariams shendegshi kargad chabewdvoda da rodesac archevnis einashe dadgeba yvelafers gaitvaliswinebs. Sheni shenishvnebi ratqmaunda ar mwyins piriqit mixaria rom madzlev radgan shemdegshi vitvaliswineb.didi madloba ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent