შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი (9 თავი)


22-01-2018, 18:51
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 2 188

- არაფერია, წარმატებები!- წელზე შემოვხვია ხელები და კისერზე ვაკოცე.
- ვგიჟდები შენზე! - მანაც შემომხვია ხელები და ჩემიანად დაჯსა დივანზე.
- მომენატრები! - თვალებში ჩავხედე რომელიც უსიტყვოდ მპასუხობდა იგივეს. ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
- რამდენი დღით გიწევს წასვლა?
- ორი კვირით - ვეცადე დიდად არ დამტყობოდა მოწყენა, მაგრამ მეტნაკლებად გამომივიდა.
- არ მოიწყინო რა… - ლოყაზე მაკოცა და ისე გულიანად გამიღიმა რომ მე ამიყოლია. - უნდა წავიდე და მოვრმზადო. კომპანიაში ხვალამდე ათასი რამ უნდა მოვასწრო.
- კარგი. დროებით!
- დროებით - ტუჩები დამიკოცნა, მაგრამ ჩამიხუტა და წავიდა. ვციდობდი რამე გამეკეთებინა და უალექსანდრო ორ კვირაზე არ მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა და რამოდენიმეჯერ ავტირდი. ასე ვიყავი დამოკიდებული ალექსანდრე ზე და ვერაფერს შევცვლიდი.

ამსობაში კი არ შემიძლია არ გიამბობთ რა ხდებოდა ალექსანდრესთან. არანაკლებ განიცდიდა იმას რომ ორი კვირა ნინას ვერ ნახავდა. ისიც იცოდა რომ ნინას უჭირდა, რომ ორი კვირა მოწყენილი ივლიდა და აგიჟებდა ის ფაქტი რომ მის გამო ასე იქნებოდა. იჯდა მის კაბინეტში და ვერ ფიქრობდა მის წინ დაწყობილ საბუთებზე. სწრაფად გავიდა კაბინეტიდან და მისი მდივნის მაგიდისკენ გასწია.

სალის ვესაუბრე და მაღაზიაში ჩავედი ტკვილეულის საყიდლად. მინდოდა მარტო მეყურებინა რამე ფილმისთვის. საშინლად არ მინდოდა ძილი. კიბეები სწრაფად ავირბინე. კარებთან შავი ყუთი დამხვდა. ხელში ავიღე და ბინაში შევედი.
- ალბათ, წასვლამდე საჩუქარი გამომიგზავნა ალექსანდრემ.
მისაღებში დივანზე მოვკალათდდი და ყუთი მუხლებზე დავიდე. ნელა გავხსენი და გაშტერებული დავრჩი. წერილი და სუნამო იდო შიგ. Miss Dior ჩემი რჩეული, რომელიც უკვე მიმთავრდებოდა და ამ დღეებში ვაპირებდი რომ მეყიდა. მთელი სხეული გამითბო იმ ფაქტმა, რომ მცირე დეტალებსაც ყურადღებას აქცევდა ჩემთან მიმართებაში. წერილი გავხსენი და კიდევ უფრო გაოგნებული და უზომოდ ბედნიერი დავრჩი. კონვერტში ბილეთი იდო.
“ საფრანგეთი, პარიზი
15 აგვისტო, 9.30 სთ. “
***
ორი კვირა პარიზში ალექსანდრესთან ერთად იყო რაღაც საოცრება. მართალია ხშირად მტოვებდა საქმეების გამო, მაგრამ ყოველ საღამოს ერთად ვატარებდით პარიზის ქუჩებში. დაუვიწყარი იყო ეს დღეები.
ალექსანდრე...
ჩემი ცხოვრების აზრი გახდა...
ჩემი მომავალი გახდა...
ის გახდა რომელიც მთელი ცხოვრება მჭირდებოდა...

თვითმფრინავიდან ჩამოსულებს ჩვენი გიჟები აეროპორტში დაგვხვდნენ. ექვსეული მაშინვე ჩემთან შევიკრიბეთ აღსანიშნავად, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ კლუბში წავსულიყავით. გიგას არ დავანებეთ თავი სანამ მისი სატრფო არ მოვაყვანინეთ. ყველა დაძაბული ველოდებოდით იმ გოგოს ნახვას, როცა კლუბში მაღალმა, გამხდარმა და ულამაზესმა გოგომ შემოაბიჯა გიგასთან ერთად. მაშინვე ეტყობოდა რომ არც გათამამებული და თავს გადასული გოგო იყო. ანგელოზს გავდა! ულამაზესი იყო გარეგნულად და ეტყობოდა რომ შინაგანადაც უფრო ლამაზი იყო. გიგას მე და სალიმ თვალებით მოვუწონეთ არჩევანი და იას დავუწყეთ საუბარი.
მართლა ია იყო!
აი ის შემთხვევა როცა ზუსტად შეესაბამება სახელი ადამინის სულს!
სასიამოვნო იყო მასთან საუბარი და სანამ სასმელი ოდნავ მოგვეკიდებოდა ვიჯექით ყველა და ვსაუბრობდით. მაგრამ შემდეგ ყველა გაიფანტა. სალი ანდროს გაჰყვა საცეკვაოდ. გიგამ ია გაიპატიჟა. ღიმილით გავაყოლე თვალი ულამაზეს წყვილს.
გიგა და ია!
წყვილი, რომელსაც ქუჩაში გამვლელები თვალს ვერ მოაცილებდნენ , სანამ თვითონ არ გაქრებოდნენ თვალთახედვიდან...
მობრუნებისთანავე ალექსანდრეს მზერას გადავაწყდი. თავი დავუქნიე ღიმილით და თვითონაც გამოემართა ჩემსკენ. მოცეკვავე წყვილებს შევუერთდით. მისი მხურვალე ხელებმა ჩემს წელზე სრულიად მომწყვიტა სამყაროს. აღარ არსებობდა იქ არავინ. მხოლოდ მე და ალექსანდრე!
- ჩვენს ქორწილშიეს კაბა ჩაიცვი რა ... - ყელზე მაკოცა და ზურგზე თითები ჩამომისვა. მთელმა სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ჯერ მისი თითების გამო და მერე ქორწილის ხსენებაზე. უცბად ჩემი თავი წარმოვიდგინე ალექსანდრეს ცოლად და სიტყვებით ვერ ავღწერ როგორ მესიამოვნა.
- წითელი?! - წარბაწევით ავხედე და ტუჩები ავაცმაცუნე.
- თუ მაინც საჭიროა თეთრი, კარგი იყოს თეთრი ოღონდ ასეთი!
უხმოდ მივეწებე მთელი სხეულით და ყბასთან ვაკოცე. ზურგზე მისი დაჭიმული ხელები შევამჩნიე და გამეღიმა, რაც მასაც არ გამორჩენია.
- დაისჯები!
- მზად ვარ !
უხმოდ დამეწაფა ტუჩებზე და სიმღერის დასრულებამდე არც მოვშორებივართ ერთმანეთს. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ხალხში ასეც შემეძლო მოქცევა, ხალხი ვიღას ახსოვდა. მხოლოდ ჩვენ ვიყავით და სრულიად არ გვაინტერესებდა ვინ იყო იქ და ვინ გვიყურებდა ჩვენ.
ჩვენ ჩვენს უხილავ სამყაროში ვიყავით გახვეული,სხვებისათვის შეუმჩნეველ სამყაროში, სადაც მხოლოდ ჩვენი გრძნობები ტრიალებდა ირგვლივ. მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ემოციები!

***

საპირფარეშოში გავალ- სალის გადავუჩურჩულე. თვალებით მანიშნა გამოგყვებიო მაგრამ თავი გავაქნიე. სახეზე წყალი შევისხი როცა ჩემს უკან კატო შევამჩნიე. მოულოდნელობისგან ლამის ვიკივლე მაგრამ მაინც თავი შევიკავე. არ მინდოდა ეფიქრა რომ მისი მეშინოდა. თუმცა ცოტა მართლა მეშინოდა. იმდენად გველი იყო რომ ყველაფრის ჩადენა შეეძლო.
- როგორ ხარ ლამაზო?! - ირონიული მზერით შემათვალიერა და ისევ გამისწორა თვალები.
- რა გინდა კატო? -არც შევბრუნებულვარ ისევ სარკის ანარეკლს ველაპარაკებოდი.
- რამინდა?! რა უნდა მინდოდეს შურისძიების გარდა?! დიტოს დამაშორე! არც მასთან ხარ და იმის საშუალებასაც არ გვაძლევ რომ ჩვენ ვიყოთ ერთად! ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემსკენ და მხოლოდ და მხოლოდ შენს გამო! შენ კი აქ ვიღაცასთან ერთად შუა დარბაზში ჟიმაობ!
- წესიერად ილაპარაკე! - ხმის ტონს მეც არ დავაკელი სიმაკაცრე და მისკენ შევბრუნდი, - დიტოს გარკვევით ვუთხარი რომ მომშორებოდა და თუ შენ არ გეკარება ეს შენი პრობლემაა.
- მოკეტე ! შურს ვიძიებ! - და კაბინიდან გავარდა.


მადლობა მათ ვინც კითხულობს და დადებითად (ან თუნდაც უარყოფითად) აფასებს heart_eyes




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent