შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [1]


22-01-2018, 21:36
ავტორი მე♥
ნანახია 10 310

-იცი ყველაზე მეტად რა მიყვარს?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და მწვანე ბალახზე გაწოლილ წითელთავა გოგოს ცალი თვალით გადახედა. _აქ ჯდომა და არაფერზე ფიქრი. _მშვიდი ხმით განაგრძო საუბარი. _გარშემო სიმშვიდე, ჩიტების ჭიკჭიკი, ძაღლის ყეფა და ბებიას გამომცხვარი ხაჭაპურის სურნელი. _თვალები დახუჭა და მდელოზე გადაწვა.

-ლოლა, ეგ ყველა ადამიანს უყვარს. _ღიმილით ჩაილაპარაკა მარიტამ და დეიდაშვილის მხარეს გადატრიალდა.

-არა, ყველას არ უყვარს სოფელი, მთა, ბუნება, ზოგს ზღვა ურჩევნია. _სწრაფად გააქნია თავი, თითქოს მარიტა მისთვის ძალიან ძვირფასს შეხებოდეს.

-ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ სიმშვიდე და სუფთა ჰაერი ყველას უყვარს, დამიჯერე!_პატარა ცხვირზე საჩვენებელი თითი დაჰკრა და ფეხზე წამოდგა. _დღეს ჩემი ბავშვები ჩამოდიან და იმედია ხელს არ შეგიშლით. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა მარიტამ და ჩუმი კისკისით წავიდა ხის სახლისკენ.

-იმედია!_ხმადაბლა დააწია სიტყვა.

ბავშვობიდან გათამამებული გოგოა. საგვარეულოში არა, მაგრამ ოჯახში ნანატრი შვილია და მშობლების ცხოვრება ლოლას დაბადებით დაიწყო. ფუფუნებას მიჩვეული არ არის, არ აქვს გართულება ძვირადღირებულ ნივთებზე, თუმცა გატუტუცებული და თავისებური ნამდვილადაა. ალბათ მშობლების თავისუფალმა დამოკიდებულებამაც გამოიწვია ეს, არასოდეს უცდიათ ლოლას გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა, ორივე შეთანხმებული იყო იმაზე რომ მათ შვილს უნდა ჰქონოდა საკუთარი წრე, სადაც ის თავს ყოველთვის მშვიდად და დაცულად იგრძნობს. სანატრელი, საყვარელი და მშობლების სანუკვარი შვილია ლოლა, მისით იწყება და სრულდება დღე, მისი წარმატების თითოეული ნაბიჯი ახარებს დედას და ახარებდა მამასაც, მაგრამ დარწმუნებულია რომ მამა სადაც არ უნდა იყოს ლოლას წარმატებას გრძნობს და მთელი გულით გულშემატკივრობს.

-ლოლა, არ შემოხვალ? საჭმელი მზადაა. _ბიჭის ხმამ გამოაფხიზლა. ნელა წამოჯდა, თვალები მოისრისა და თავი უკან მიატრიალა.

-გარეთ გავშალოთ. _ფეხზე წამოდგა და ძმას ღიმილით გადასძახა.

ილო ქირიების მეორე შვილია, ლოლაზე 4 წლით არის უმცროსი, თუმცა მის ქცევებში ეს საერთოდ არ იგრძნობა. რაც წამოიზარდა სულ სხვანაირი გახდა, ადრეც გამუდმებით ლოლას დაცვაზე და მუშტებზე იყურებოდა, მაგრამ ახლა უფროსი ქირია თავს ისე გრძნობს თითოს თავად იყოს ოჯახში მეორე შვილი.

26 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. ყოველთვის ჰქონა მიზანი, სურვილი რომლისკენ სწრაფვასაც არცერთი წამით არ უშინდებოდა. უამრავი დაბრკოლების, ბინძური საქმის, გულის ტკენის და ცრემლის მიუხედავად დღეს დგას იმ სიმაღლეზე სადაც წესით მისი ასაკის გოგონები იშვიათად თუ აღწევენ. მაგრამ ეს ყველაფერი საკუთარი ძალებით, შრომით, განათლებით და ყველას დახმარების გარეშე შეძლო.
მიზანდასახული და მებრძოლი სულის გოგოა, ვერ იტანს როდესაც დაბრკოლებებს შეუძლია მისი მოტეხვა და გარკვეული პირობები აიძულებს რაღაცაზე უარის თქვას, ამას ურჩევნია ისევ თავიდან დაიწყოს და ყველაზე დიდი ნახტომი განახორციელოს.

-ქალაქში შენც მიდიხარ?

-ხო აბა, ვიღაცამ ხომ უნდა წაიყვანოს. _ბიჭმა მხრები აიჩეჩა და დეიდაშვილს თვალი ჩაუკრა.

-თუ გეზარება იყავი, ტაქსის დავურეკავ.

-ნუ სულელობ, რატომ უნდა დაურეკო ტაქსის როცა ორი მანქანა დგას ეზოში?_ილომ წარბაწეულმა გადახედა მარიტას და თვალების ბრიალით ანიშნა რომ მსგავსი სისულელე აღარ გაემეორებინა. გოგონამ დანებების ნიშნად მხრები აიჩეჩა და ჭამა განაგრძო.

-ბები, აღარ გინდა, მოდი ჩვენთან დაჯექი. _ლოლამ შეწუხებულმა ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და მათკენ მომავალ მოხუცს ხელი მსუბუქად მოხვია.

-დავჯდები დავჯდები, ცოტანხანს მადროვე!_სიცილით ჩაილაპარაკა ქალმა და ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით სავსე თებში ხის მაგიდაზე დადო. _შენი მეგობრები რომელ საათზე ჩამოდიან?_ბედნიერი ხმით კითხა შვილიშვილს და ლოყაზე დაკოჟრილი თითიები მოუსვა. მარიტამ თვალებმინაბულმა ამოისუნთქა, ტუჩები ოდნავ შეახო ბებიას თითებს და ტუჩების ნაზი მოძრობით ჩაილაპარაკა.

-საღამოს ჩამოვლენ.

-ძალიან კარგი, ხაჭაპურების დაცხობას მოვასწრებ. ღომი, ღომი არ გაგიკეთოთ?_სწარაფად წამოიძახა და სამივეს ერთდროულად გადახედა.

-კარგი რა ბებო, სამეგრელოში როცა მიმყავს იქაც სულ ღომს აჭმევენ, რამე სხვა მოიფიქრე..._მუდარით ჩაილაპარაკა მარიტამ და თვალების ფახუნით სცადა ბებიასთვის აზრის შეცვლა.

-კარგი, კარგი როგორც შენ გინდა. _ქალმა ღიმილით აიქნია ხელი და ლოლას გვერდით ჩამოჯდა. _შენი ბიჭიც ჩამოვა?_ეშმაკური ღიმილით აუციმციმდა თვალები მოხუცს. ბებიას გულუბრყვილო კითხვაზე სამივეს გულიანად გაეცინა.

-არა ბები, ლაშა ვერ ახერხებს ჩამოსვლას, მუშაობს. _მარიტამ მოწყენილმა ჩაილაპარაკა და მხრები აიჩეჩა.

-შენი გოგო?_მოულოდნელად ილიასკენ მიატრიალა სახე. ორივემ გაკვირვებულმა გადახედა არანაკლებად გაკვირვებულ ბიჭს.

-ვინ გოგო?_ხმადაბლა იკითხა ლოლამ და ძმას მიაშტერდა.

-წარმოდგენა არ მაქვს. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა ილიამ. _ბებია, ვინმე მყავს და არ ვიცი?

-როგორ, იმ ქერა გოგოსთან ერთად რომ გაქვს სურათები აბა ვინ არის?_სასოწარკვეთილმა შეიცხადა და ტუჩებზე თითები აიფარა.

-მაკაზე იძახის. _სიცილით ჩაილაპარაკა მარიტამ და დეიდაშვილს მხარზე შეკრული მუშტი მიადო.

-მაკა ჩემი ბავშვობის მეგობარია.

-ოჰ, ეს რაღაც ახალი მოგიფიქრებიათ. _წარბაწეულმა გააქნია თავი. _მეგობარი, თანაც ბავშვობისო. _შვილიშვილს გამოაჯავრა და ფეხზე წამოდგა.

ლოლამ სიცილით გადახედა გაკვირვებულ ძმას და ატმის კომპოტი მოსვა.

-1 კვირაში ისევ უკან უნდა დავბრუნდე. _დაღლილი ხმით ამოილაპარაკა და წინ მდგარ ტირიფის ხეს გაუსწორა თვალი.

-როდემდე უნდა დარჩე?

-არ ვიცი, ილო, შეიძლება წლის ბოლომდე, ან რამდენიმე თვე. ჯერ-ჯერობით ახალ კონტრაქტზე არაფერი ვიცი, როგორც კი ჩავალ ყველაფერი შედგენილი დამხვდება და გადავხედავ.

-სხვათაშორის პროდიუსერს აქაც კარგად უხდიან. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და შუბლშეკრულმა დადო ჩანგალი თეფშზე.

-ხომ იცი რომ მარტო ხელფასში არ არის საქმე?! იქ უფრო დიდ გამოცდილებას ვიძენ, რასაც იქ ვაკეთებ აქ მსგავსი შანსი არასოდეს არ მომეცემა. იქ სულ სხვადასხვა ადამიანებთან მიწევს მუშაობა, ვარკვლვავებთან, არავასრკვლავებთან... აქ კიდევ მხოლოდ სამი კაცი ტრიალებს ტელესივრცეში და არ შემიძლია ეს ერთი და იგივე სახეები, არ არის საქართველო ჩემი განვითარების ქვეყანა.

-გადაღებები გექნება?_საუბარში მარიტა ჩაერთო.

-არ ვიცი, შეიძლება არც დავთანხმდე. სამოდელო სფერო არ არის ის რაც მინდა რომ ვაკეთო, უფრო ჰობს გავს, მე კიდევ არ მინდა ასეთი სერიოზული პროფესია სამაიმუნოდ გამოვიყენო და გარკვეული დროის შემდეგ ჩემი გადადგმული ნაბიჯით იმიჯი შევიბღალო.

-ანუ...

-ანუ ადრე თუ გვიან სამოდელო სფეროს დატოვება მომიწევს და ამის სწორად გაკეთება ცოტა რთულია, მითუმეტეს როცა პარალელურად სხვა საქმესაც აკეთებ.

-ჭორების გეშინია.

-”კარგ პროდიუსერს არასოდეს არ უნდა ეშინოდეს აგორებული ჭორის!” ეს დაიმახსოვრე, ჩემს მიერ მოგონილი სიბრძნეა. _სიცილით ჩაილაპარაკა და თითის ქნევით დაარიგა დეიდაშვილი.

-მე კიდევ ძალიან მომწონხარ როგორც მოდელი. სულ სხვა ლოლას ვხედავ ფოტოსესიების დროს, თანაც არ ხარ უბრალო მოდელი, ამ ყველაფრის საშუალებით ბევრ კარგ საქმესაც აკეთებ._თავისას არ ეშვებოდა მარიტა და დეიდაშვილს წარბაწეული უმზერდა. ლოლამ ღიმილით გააქნია თავი და ფეხები გრძელ სკამზე შემოაწყო.

-არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ეტაპზე სულ სხვა გეგმები მაქვს.

-კარგი კარგი. _ხელი აიქნია გოგონამ და ილიას მიუტრიალდა. _გავემზადები და ერთ საათში გავიდეთ ხომ?

-ასე ადრე რა გინდა?_გაკვირვებულმა კითხა დეიდაშვილს და ტელეფონი მაგიდაზე დადო.

-ქალაქშიც მინდა გავლა და ისინი რომ ჩამოვლენ მერე ხომ არ დავიწყებ ბოდიალს?

-კარგი მაშინ მე ბიჭებთან გადავალ და მზად რომ იქნები დამირეკე. _ფეხზე წამოდგა, ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩაიდო და ეზოს გასასვლელისკენ წავიდა.

ლოლამ ღიმილნარევი მზერით გააყოლა თვალი ძმას, ღრმად ამოისუნთქა, ნიკაპი მუხლის თავებზე ჩამოდო და თვალები დახუჭა.
რომ შეეძლოს ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა თავის ცხოვრებაში პირველ რიგში მამას ძალიან დიდ დროს დაუთმობდა, შეეცდებოდა რომ ყოველთვის როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცემოდა მის გვერდით ყოფილიყო. ძალიან ბევრი ემოცია აკლია, ბევრი მოგონება და ბევრი გრძნობა. ყოველთვის აკლდა მშობლების სითბო არა იმიტომ რომ რომელიმე მათგანი შვილთან ზედმეტად მკაცრი, ან უგრძნობი იყო არა, უბრალოდ ძალიან პატარამ დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა, ყოველთვის როდესაც მშობლების გვერდით უნდა ყოფილიყო წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული, ან გასვლით შეხვედრებზე დადიოდა, ან გაცვლითი პროგრამისთვის ემზადებოდა და შესაბამისად მათთან დროის გატარებას ვერ ახერხებდა.
დაუფიქრებლად დათმობდა ყველანაირ წარმატებას, თუნდაც ერთხელ მოახერხოს და მამამისს ჩაეხუტოს. იგრძნო როგორ მოაწვა ცრემლები და თვლაები უფრო მაგრად დახუჭა.

-გახსოვს სულ პირველად ბესომ სად წაგვიყვანა?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ქვედა ტუჩზე მსუბუქად იკბინა. მარიტას ხმით ჩაეღიმა.

-როგორ არ მახსოვს, ისიც მახსოვს მერე როგორ დაგვცინოდა. _წარსულის გახსენებამ ორივეს სევდა და სიხარული მოჰგვარა.

-როგორ დამცინოდა. _აკანკალებული ხმით ჩაიჩურჩულა და განაგრძო. _ცოტა მოიმატე თორემ ნაზუქს რომ გაიქნევ თან გაჰყვებიო.

-ის გახსოვს ზღვაში რომ სულ ძალით ჩაგვიყვანა და 1 საათი ნაპირისკენ გასვლის ნება არ მოგვცა?_სიცილით გაიხსენა მარიტამ.

-მახსოვს. როგორ ეგონა რომ მეშინოდა, არადა ერთი წამითაც კი არ მიგრძვნია შიში. მის გვერდით თავს ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი, ვიცოდი რომ გვერდით რელაური გმირი მედგა.

ბედნიერმა გაიხსენა საკუთარი სუპერგმირი და ცას ახედა. როგორ უყვარდა მამის კისერზე შემოსკუპებულს აქეთ-იქით სირბილი, მაშინ ეგონა რომ სამყაროში მის მამიკოზე ძლიერი არავინ და არაფერი არ არსებობდა. მერე გაიზარდა და მიხვდა რომ მართალი იყო, მამამისსზე ძლიერი არავინ არ შეხვედრია. მასავით თბილი, მოსიყვარულე, მკაცრი, ძლიერი, მებრძოლი და ოჯახზე შეყვარებული კაცი მეორე არ ეგულება დედამიწის ზურგზე.
ფიქრებიდან ტელეფონის ბზუილმა გამოიყვანა, ხის მაგიდაზე აცეკვებულ აპარას დახედა და სენსორს თითი გადაუსვა.

-ხო დე. _თბილი ხმით ჩაილაპარაკა და ფეხები მიწაზე დააწყო.

-როგორ ხართ? დღეს დილით გირეკავდით და არცერთთან არ გამოდიოდა ზარი, ან ბებიაშენს ტელეფონი რაში სჭირება ვერ ვხვდები, არასოდეს არ ესმის ზარი. სად იყავით?_აღელვებულმა იკითხა და პასუხის მოლოდინში სუნთქვას აუჩქარა.

-დღეს დილით მარიტამ მეზობლის ძროხა წაიყვანა საძოვარზე და მე და ილია გავყევით, იქ კიდევ ტელეფონი არ იჭერს თურმე.

-სად იყავით ისეთ ადგილას სადაც ბავშვობაში არ ყოფილხართ და ეგ არ იცოდით?_ბრაზს ვერ მალავდა ნინა.

-ნინა, კარგი რა, ახლა უკვე ხომ დარწმუნდი რომ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და რა საჭიროა იმ ნერვიულობის კიდევ ერთხელ, უფრო მძაფრად შეგრძნება რაც დილით გამოიარე. მესმის რომ უპასუხისგმებლოდ მოვიქეცით და ბოდიშს გიხდით. _თვალების ბრიალით ჩაილაპარაკა ლოლამ და ტუჩმოკვნეტილ დეიდაშვილს თვალი ჩაუკრა.

-თქვენი ნდობა არ შეიძლება!_ცივი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა. _სად არის შენი ძმა და გაწეწილი მარიტა?

-მარიტა აქ არის და ილია ბიჭებთან გადავიდა ცოტახნით.

-ბებია დამალაპრაკე.

-კარგი ახლავე.

~~~
-იცოდე ყველანაირად შეეცდები ხშირად მეკონტაქტო, თუ ვიგრძნობ რომ ოდნავ მაინც მოადუნე ყურადღება და ჩათვალე რომ შენი ამბავი საკამრისად ვიცი, ჩემი ფეხით ჩამოვალ და უკან წამოგიყვან, მიუხედავად შენი ასაკისა და თავისუფალი ცხოვრებისა. გასაგებია?

კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ნინამ, შვილის თვალებს გაშტერებული ჩააჩერდა და როცა პასუხი ამოიკითხა დამშვიდებულმა ამოისუნთქა.
ნინას მსგავსი დედა მე მგონი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ლოლასთვის ეს ასეა. მისნაირი მშვიდი, მღელვარე, ემოციური, გაწონასწორებული და მოსიყვარულე დედა ნამდივილი ფუფუნებაა. ვერ იტყვის რომ ნინა მამის გარდაცვალების შემდეგ შვილების მიმართ დამოკიდებულებებით შეიცვალა, არა პირიქით უფრო მომთხოვნი და კატეგორიული გახდა. ყოველთვის ცდილობს ორივესგან მაქსიმალური მიიღოს, არცერთის შებრალება არ უყვარს, პირიქით გამუდმებით მათი მინუსების ძიებაშია და ზოგჯერ ეს ლოლას ძალიან აღიზიანებს. იშვიათად თუ მოუსმენია ნინასგან შვილებზე დადებითი, ან საერთოდ ტკბილი სიტყვა, ქება და ქებას აღარ ვგულისხმობ.
მკაცრი დედაა, აქვს თავისი წესები რომელსაც ვერცერთი ვერ დაარღვევს სადაც არ უნდა იყვნენ, ვისთან ერთადაც არ უნდა იყვნენ და რამდენი წლისანიც არ უნდა იყვნენ!
ზედმეტად არცერთი შვილის ცხოვრებაში არ ერევა, თუ რაიმეს თქმა სურთ იმდენად გახსნილები არიან ნინას მიმართ არცერთს არ მოერიდება, შესაბამისად დედა არაფერს არ აძალებს და არც პირადში იჭრება.

-დედა კიდევ 2 წუთი და რეისზე დავაგვიანებ. _უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა ლოლამ და ექსკალატორთან ახლოს დადგა.

-მართალი ხარ. _სიცილით გააქნია თავი, შვილს ორივე ლოყა დაუკოცნა და ილიას გზიდან ჩამოეცალა.

-დროებით და იმედია მალე დაბრუნდები. _წარბებ შეჭმუხნულმა ჩაილაპარაკა და დას ორივე ხელი მაგრად მოხვია.

-მიყვარხარ!_უმცროს ძმას ყელში ხმაურით აკოცა და მის გვერდით მდგარ მარიტას გადახედა. _მომენატრები, ქაჯანავ!

-მოდი აქ._ჩაწითლებული თვალებით დააკვირდა დეიდაშვილს, ცალი ხელით თავისკენ მიიზიდა და გულზე მიიხუტა.

-კარგი ნუ მოსთქვამ თორემ ცუდი აურა გამყვება, წარმატებებს ვერ მივაღწევ და 24 საათი შენს ლანძღვაში გავატარებ!_სწრაფად მოშორდა გოგონას და კიბეზე ავიდა. _დროებით!

ამდენი წელია ოჯახს შორდება, მაგრამ მათგან წასულს ემოციების შეკავება მაინც ძალიან უჭირს. ყელში უზარმაზარი ბურთულა ეჩხირება და ისეთ შეგრძნებას უტოვებს თითქოს წამებში უნდა გაგუდოსო, მაგრამ ლოლა ისევ აგრძელებს სუნთქვას და ყველაფერს თავიდან ეგუება. ზუსტად ამ მიზეზით ვერ იტანს აეროპორტში გამომშვიოდებაბას, მერე თვითმფრინავში სულ დამძიმებული ადის და ყველაფერზე ერთიანად იწყებს ფიქრს, ეს კი საშინელ დისკომფორტს უქმნის, თავიც ტკივდება და საბოოლოდ საშინელი ფრენა გამოსდის.

თვითმფრინავის ბილეთზე თავისი ადგილის ნომერი შეამოწმა და უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა. როგორც ყოველთვის ახლაც ფრთაზე გამოკიდებულს მოუწევს მთელი სამი საათი ჰაერში ყოფნა, დღე მაინც არ იყოს, ღამე ვერაფერს ვერ დაინახავდა და გინდა უკან მჯდარა და გინდა წინ.
ნინა წყალობით ყოველთვის აგვიანებს და იძულებულია შეტენილ ბარგში როგორღაც თავისი ზურგჩანთაც შეტენოს, მაგრამ ეს რამდენად გამოსდის საკითხავია, ყოველთვის გამცილებლის დახმარება ხდება საჭირო, ახლაც ასე მოხდა. როგორც იქნა შავი ზურგჩანთა კაბინაში მოათავსა და ბილეთს კიდევ ერთხელ დახედა.

-უკაცრავად, ეგ ჩემი ადგილია. _შავგვრემან მამაკაცს ღიმილით გადაულაპარაკა და ბილეთი აჩვენა. მამაკაცმა ჯიბიდან საკუთარი ბილეთი ამოიღო, ადგილის ნომერს დახედა და გოგონას მიაწოდა.

-ასევე, ეს ჩემი ადგილია.

-რაღაც შეცდომაა. _დაბნეულმა გააქნია თავი და შეეცადა როგორღაც ისე დამდგარიყო გამვლელებისთვის ხელი რომ არ შეეშალა.

-ლოგიკურია. _თვალი ჩაუკრა, მზერა აარიდა და ილუმინატორიდან გაიხედა. ლოლამ წარბებშეჭმუხნულმა გააქნია თავი, ტუჩები უხერხულად გასწია გვერდზე და მამაკაცის გვერდით მოკალათდა.

>>>>>>
ჩემო საყვარლებო, დავბრუნდი!
ამჯერად ახალი ისტორიით რომელიც წერის პროცესშია. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ისტორია მოგეწონათ, ან მოგეწონებათ. არ ვიცი პირველი თავისთვის რამდენად საინტერესო და მიმზდიველია, მაგრამ ვცადე დიდი და მსუყე გამოსულიყო. ხშირად ვიძახი რომ ჩემ ისტორიებში ძალიან ბევრი რაღაც მაკლია და მინდა რომ ეს რაღაცები აქ გამოვასწორო... ურთიერთობების სხვა კუთხით წარმოჩენა. <3
რაც შეეხება ახალ თავებს ყველანაირად ვეცდები რომ არ დავაგვიანო და გავაგრძელო ისე როგორც ეს ადრე ხდებოდა, დაგვიანებების და მკითხველის დაღლის გარეშე. იმედია გამომივიდა!
გყვარობთ! <3



№1  offline წევრი milangirl

დასაწყისი ისეთია როგორსაც ველოდი :) შენი ისტორიები იმდენად მომწონს რომ ცოტა ხნით ლოდინი თუ დამჭირდა დიდი სიამუვნებით დაველოდები. ისეთი საინტერესო ნაწყვეტებს დებდი ჯგუფში, რომ დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი ისტორია იქნება. ველოდები მოვლენების განვითარებას.

 


№2  offline მოდერი მე♥

milangirl
დასაწყისი ისეთია როგორსაც ველოდი :) შენი ისტორიები იმდენად მომწონს რომ ცოტა ხნით ლოდინი თუ დამჭირდა დიდი სიამუვნებით დაველოდები. ისეთი საინტერესო ნაწყვეტებს დებდი ჯგუფში, რომ დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი ისტორია იქნება. ველოდები მოვლენების განვითარებას.

როგორ მიხარია რომ დასაწყისმა შენზე დადებითად იმოქმედა... საერთოდ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ დასაწყისი არ მოგეწონა ისტორიას იშვიათად აგრძელებ. მიხარია რომ შენ მომდევნო თავებს წაიკითხავ... გპირდები რომ პირველი თავისგან განსხვავებით უფრო საინტერესო თავებს შემოგთავაზებთ. <3 რაც შეეხება ლოდინს, უცნაურია, მაგრამ შენი სიტყვები მესიამოვნა... დიდი მადლობა, ძალიან გამახარე. <3
--------------------
ა.ა

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

Vaime chemi gogo movidaoooo.chemo tkbiloo rogor gamaxareooo.chemo tbiliii

 


№4  offline მოდერი მე♥

miyvarxar1992
Vaime chemi gogo movidaoooo.chemo tkbiloo rogor gamaxareooo.chemo tbiliii

დიახ, დიახ... დავბრუნდი და იმედია ღირსეული დაბრუნება გამომივა... მიხარია რომ ისევ მკითხულობ❤️
--------------------
ა.ა

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime anaa. Raaqvs mouconeli. Gvegirsaaa. Davtkbii. Magaria. Esbichi gigaaa rogorc mivxvdii, da tarashiiii? Magari gogo xarrr

 


№6  offline მოდერი მე♥

Qeti qimucadze
Vaime anaa. Raaqvs mouconeli. Gvegirsaaa. Davtkbii. Magaria. Esbichi gigaaa rogorc mivxvdii, da tarashiiii? Magari gogo xarrr

ქეთი, მიხარია რომ მოგეწონა. ❤️ ჯერ ყველაფერი წინ არის.❤️ პაწაწუნა ინტრიგები❤️
--------------------
ა.ა

 


№7 სტუმარი Shorena kiladze

Oo daicyo intriga skandali da provokacia zalian gemrieli dasacyisia .zalian momcons es bichi ragaz zrdili araa sad caigo jentlmenoba ha:) geli sulmoutkmelad

 


№8  offline წევრი miyvarxar1992

მე♥
miyvarxar1992
Vaime chemi gogo movidaoooo.chemo tkbiloo rogor gamaxareooo.chemo tbiliii

დიახ, დიახ... დავბრუნდი და იმედია ღირსეული დაბრუნება გამომივა... მიხარია რომ ისევ მკითხულობ❤️

Da rodis damviwyebixar rooo chemo shaqaryinulo

 


№9  offline მოდერი მე♥

Shorena kiladze
Oo daicyo intriga skandali da provokacia zalian gemrieli dasacyisia .zalian momcons es bichi ragaz zrdili araa sad caigo jentlmenoba ha:) geli sulmoutkmelad

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგწონს.❤️❤️❤️ უაზრო და დამღლელი ინტრიგა არ იქნება და არ მოგაბეზრებთ თავს...❤️❤️❤️❤️
miyvarxar1992
მე♥
miyvarxar1992
Vaime chemi gogo movidaoooo.chemo tkbiloo rogor gamaxareooo.chemo tbiliii

დიახ, დიახ... დავბრუნდი და იმედია ღირსეული დაბრუნება გამომივა... მიხარია რომ ისევ მკითხულობ❤️

Da rodis damviwyebixar rooo chemo shaqaryinulo

სიყვარულო❤️
--------------------
ა.ა

 


№10  offline წევრი miyvarxar1992

მე♥
Shorena kiladze
Oo daicyo intriga skandali da provokacia zalian gemrieli dasacyisia .zalian momcons es bichi ragaz zrdili araa sad caigo jentlmenoba ha:) geli sulmoutkmelad

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგწონს.❤️❤️❤️ უაზრო და დამღლელი ინტრიგა არ იქნება და არ მოგაბეზრებთ თავს...❤️❤️❤️❤️
miyvarxar1992
მე♥
miyvarxar1992
Vaime chemi gogo movidaoooo.chemo tkbiloo rogor gamaxareooo.chemo tbiliii

დიახ, დიახ... დავბრუნდი და იმედია ღირსეული დაბრუნება გამომივა... მიხარია რომ ისევ მკითხულობ❤️

Da rodis damviwyebixar rooo chemo shaqaryinulo

სიყვარულო❤️

Chemi saocreba gogoo xaro shen .martla dzaan gamaxare

 


№11  offline წევრი naniko mindia

Gilocav dabruneba sheni istoroebi momwonas da esec kargi dawyeba ♥♥♥♥warmatebebs gisurveb ♥♥♥♥♥
--------------------
lomidze

 


№12  offline მოდერი მე♥

miyvarxar1992
მე♥
Shorena kiladze
Oo daicyo intriga skandali da provokacia zalian gemrieli dasacyisia .zalian momcons es bichi ragaz zrdili araa sad caigo jentlmenoba ha:) geli sulmoutkmelad

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგწონს.❤️❤️❤️ უაზრო და დამღლელი ინტრიგა არ იქნება და არ მოგაბეზრებთ თავს...❤️❤️❤️❤️
miyvarxar1992
მე♥
miyvarxar1992
Vaime chemi gogo movidaoooo.chemo tkbiloo rogor gamaxareooo.chemo tbiliii

დიახ, დიახ... დავბრუნდი და იმედია ღირსეული დაბრუნება გამომივა... მიხარია რომ ისევ მკითხულობ❤️

Da rodis damviwyebixar rooo chemo shaqaryinulo

სიყვარულო❤️

Chemi saocreba gogoo xaro shen .martla dzaan gamaxare

❤️❤️❤️❤️
naniko mindia
Gilocav dabruneba sheni istoroebi momwonas da esec kargi dawyeba ♥♥♥♥warmatebebs gisurveb ♥♥♥♥♥

დიდი მადლობა.❤️❤️❤️ მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს, იმედია ბოლომდე ასეთი შემართებით გავალთ. ❤️
--------------------
ა.ა

 


№13  offline წევრი Gotham

და აი დადგა ის ნანატრი დღე, როგესაც "კაფანდრას" კაფანდრობა ეღირსა heart_eyes
მომენატრა შენი ისტორიები და გასაგიჟბელი პერსონაჟები
უბრალო და ბრალიანი ნაწერი
ტასო აღარ დაიკარგო ასე რა
რომ დადებ ხოლმე ამ ჯგუფში დამაინტრიგებელ ნაწყვეტებს მიდი და ელოდე ახლა შენ დადებილებული ასეთ გემიელობებს
kissing_heart kissing_heart

 


№14  offline მოდერი მე♥

Gotham
და აი დადგა ის ნანატრი დღე, როგესაც "კაფანდრას" კაფანდრობა ეღირსა heart_eyes
მომენატრა შენი ისტორიები და გასაგიჟბელი პერსონაჟები
უბრალო და ბრალიანი ნაწერი
ტასო აღარ დაიკარგო ასე რა
რომ დადებ ხოლმე ამ ჯგუფში დამაინტრიგებელ ნაწყვეტებს მიდი და ელოდე ახლა შენ დადებილებული ასეთ გემიელობებს
kissing_heart kissing_heart

ვააიჰ!
დიდი დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგეწონა.კაფანდრას “კაფანდრობას” ცოტახანში უფრო ეღირსება, ეს იმასთან შედარებით არაფერია :დდდ
ყველანაირად ვეცდები არ დავიკარგო და არ გალოდინოთ❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№15  offline წევრი ქეთიtaisia

ჰმმ.. საინტერესოდ დაიწყეე ??
აუცილებლად გააგრძელე????????????

 


№16  offline მოდერი მე♥

taisia
ჰმმ.. საინტერესოდ დაიწყეე ??
აუცილებლად გააგრძელე????????????

დიდი მადლობა, აუცილებლად გავაგრძელებ .❤️
--------------------
ა.ა

 


№17 სტუმარი სტუმარი Lia

Rogorc koveltvis sheudaebeli xar.
Zalian momwons sheni istoriebi.
Dasawkisi kargi aqvs momewona.

Windawin ganvicdi im siamovnebas rasac sheni istoriebis wakitxva qvia.

Mikvarxar me❤

 


№18  offline მოდერი მე♥

სტუმარი Lia
Rogorc koveltvis sheudaebeli xar.
Zalian momwons sheni istoriebi.
Dasawkisi kargi aqvs momewona.

Windawin ganvicdi im siamovnebas rasac sheni istoriebis wakitxva qvia.

Mikvarxar me❤

უხ, როგორი კარგი და თბილი ხარ <3 უზომოდ დიდი მადლობა, ძალიან მაბედნიერებს თითოეული სიტყვა. <3
--------------------
ა.ა

 


№19 სტუმარი სტუმარი ელლა

კაფანდრა რას ნიშნავს ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent