შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტრუქციები III


23-01-2018, 17:16
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 417

ანდრეიმ ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა,თმაში ხელი ნაზად შემიცურა,საწოლზე გადამაწვინა და კოცნა სცადა.. მაგრამ მცდელობა მცდელობადვე დარჩა..
-ეს ახალი ტაქტიკაა?-გავაშვებინე ხელი,ის კი მობეზრებული სახით წამოდგა საწოლიდან და ზემოდან დამცქეროდა.
-ყველგან შეთქმულებებს რატომ ხედავ?არ შეიძლება უბრალოდ დავივიწყოთ ყველაფერი?
-არ შეიძლება ანდრეი.ისე ვეღარავნ მომექცევა თითქოს თოჯინა ვიყო და როგორც გინდათ ისე ვეღარ მათამაშებთ.. შმაგის ასე თუ ისე პატივს ვცემდი.. მაგრამ შენ? შენ უბრალოდ ცხოვრების იმ დღეს დაგაწყევლინებ მე რომ შემხვდი.-წამოვდექი და ხელი ვკარი.
-მაგასაც ვნახავთ ვიქტორია.. ნაეტავ ვიცოდე ვისი იმედი გაქვს.
-იმის იმედი ვინც სამუდამოდ ამოგაყოფინებთ ციხეში თავს.-ანდრეის ხმამაღალმა სიცილმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა.
-შენს მაიორს გულისხმობ?-მკითხა დამცინავად.
-თუნდაც.
-და გგონია მაიორმა საკადრისი არ მიიღო?-ეს კითხვა გამანადგურებლად ჟღერდა.. არა იმიტომ რომ რატი ჩემთვის ძვირგასი იყო,არამედ იმიტომ რომ როგორც წიწილას სიცოცხლეზე ისე იყო მის სიცოცხლეზეც საუბარი.
-რატი ცოცხალია და მეტიც მე მალე მისგან ბავშვს გავაჩენ.-ეს ტყუილი როდის ამომიტივტივდა თავში მე თვითონაც არ ვიცი.ანდრეი სიცილით შეხვდა ამ ფაქტს.
-რა სულელი გოგო ხარ,ვიცი რომ რატისთან არ წოლილხარ და უფრო მეტსაც გეტყვი არავისთან არ წოლილხარ,თუ ასე გააგრძელებ ქალიშვილი მოკვდები.-ჩემს დაცინვას აგრძელებდა ანდრეი.
-ნუთუ? გგონია ლონდონში მხოლოდ ვსწავლობდი? ნუ ასეც შეიძლება ვუწოდოდ რომ სასწავლებლად ვიყავი,მაგრამ რას ვსწავლობდი ამას ვერასდროს გაიგებ.-ანდრეი ჯერ დაეჭვებული მიყურებდა,მაგრამ შენდეგ ისევ დამცინა.
-კარგი.. მაშინ მანახე რა ისწავლე.-მაცდურად მითხრა და ცალი წარბი ზემოთ აზიდა.. იცოდა რომ არაფერს გავაკეთებდი ამიტომ თავი გადააქნია და შებრუნდა.. გასვლას აპირებდა..
-მოლოდინში არ დაბერდე ტკბილო.-საჯდომზე ხელი წავკარი რაც იუკადრისა..
ჯერ გაკვირვებულმა გამომხედა,შემდეგ გაკვირვება სიბრაზეში გადაიზარდა და ბოლოს ვნებაში...
სიამოვნების მეცხრე ცაზე დავფრინავდი, მაგრამ დილით გაღვიძება არ მინდოდა.. არა იმიტომ რომ ეს „სიზმარი“ არ გამქრალიყო.. არამედ არ მინდოდა ეს „სიზმარი“ რეალური აღმოჩენილიყო..
არ ვიცი საკუთარ თავს ამის უფლება როგორ მივეცი.. უბრალოდ თავბრუ დამახვია მისმა მომაჯადოებელმა გარეგნობამ,საუბრის მანერამ,გამოხედვამ და აღმოვჩნდი ისეთ მახეში საიდანაც თავს ვერ დავიძვრენდი..
თვალები ნელ-ნელა გავახილე დარწმუნება მინდოდა,რომ მარტო ვიწექი.. ამაში კი დავრწმუნდი,მაგრამ საწოლთან ანდრეი შევნიშნე,რომელიც პერანგის ღილებს იკრავდა და თან დაჯინებით მაკვირდებოდა.. მისი სახის არცერთ ნაკვთს ეტყობოდა,რომ „საყვარელი“ ქალის გაღვიძება გაუხარდა,ან უბრალოდ თავი მოეჩვენებინა რომ ასეა.. მან უბრალოდ ჩაიცვა და სიტყვის უთქმელად გაუჩინარდა ოთახიდამ.
მაშინვე აბაზანაში შევვარდი.. მინდოდა ეს სიბინძურე ჩამომერეცხა.. მინდოდა მისი ნათითურების გამქრალიყო ჩემი სხეულიდან.. ლამის ავიჭერი.. გიჟივით ვიხეხავდი სხეულის თითოეულ სანტიმეტრს და თან ვტიროდი..
ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ტკივილია შეცდე მამაკაცში...
თუმცა ყველაფერი წინ მელოდა...
რამოდენიმე დღე ანდრეი სახლში საერთოდ არ მოსულა,არ ვიცი სად იყო და დიდად არც მაინტერესებდა,მაგრამ ის ერთადერთია ვისაც ამხელა სივრცეში ვესაუბრები,ვეჩხუბები,ვუყვირი.. ახლა კი თავი მარტოსულად ვიგრძენი თან ამას ემატებოდა იმ ღამინდელი შემთხვევაც...
გადავწყვიტე მისთვის დამერეკა..
-სად ხარ?
-საქმეზე.
-ეგ შენი საქმე რამდენ დღეს მოიცავს?
-არ თქვა ეხლა ვღელავ და მომენატრეო.
-არა!
-აბა რა გინდა?
-ანდრეი საყვარელო დიდხანს გელოდო?-მომესმა ქალის ხმა,რომელიც ვნებიანად ეკითხებოდა ანდრეის,რუსულ ენაზე.
რა თქმა უნდა ტელეფონი მაშინვე გავთიშე... მე სულელი ვიჯექი სახლში და თითქოს მენატრებოდა,მეტის უმისობას განვიცდიდი ის კი ტრადიციას არ ღალატობდა და ძუკნებში ერთობოდა თანაც რამოდენიმე დღის განმავლობაში..
არც დაინტერესებულა რამე ხომ არ მჭრდებოდა.. მაგრამ რას ვლაპარაკობ? ეს ხომ ანდრეია ვისაც ოჯახური სიწმინდის დაცვა მხოლოდ ცოლის მოვალეობა ჰგონია.. ჩემდა გასაკვირად ცრემლებად ვიღვრებოდი.. ნუთუ მიყვარდა ეს არამზადა? იქნებ მასთან დაწოლით გრძნობებმა გაიღვიძა ჩემში..
კიბეზე ვიჯექი და სიგარეტს ვეწეოდი თან უხმოდ ვიცრემლებოდი..
უცებ კარები გაიღო და ანდრეის ფეხის ხმა ვიცანი,რომელიც სწრაფად მოაბიჯებდა ჩემი მიმართულებით..
დავინახე თუ არა გვერდით მდგარი საფერფლე,რომელიც ოქროს ორნამენტებით იყო გაწყობილი თავში გავუქანე.. საბედნიეროდ ასცდა.
-არანორმალური ხარ გოგო შენ?ჯერ მირეკავ არაფერს ამბობ ისე თიშავ.. სახლში მოვდივარ,მგონია რომ რამე გჭირს და შენ კიდევ საფერფლეს მესვრი?-როცა ანდრიმ საუბარი დაასრულა უკვე მოზრდილი ლარნაკი მქონდა შეთვალებული.
ლარნაკს ხელი დავავლე და მაშინვე ვესროლე... ესეც აიცდინა..
კიდევ ახალი ლარნაკისაკენ გავაპარე თვალი.. მისი მზერა ჩემსას გამოჰყვა.
-ეგ არა.. ეკატერინე მეორეს სასახლიდან არის,ძალიან ძვირფასია.-თქვა მან.. ამჯერად გადავიფიქრე,ამას უფრო მნიშვნელოვანი კამათისას გავტეხავ.გავიფიქრე და სრათისაკენ წავიწიე.-ეგ შეიძლება.-დამცინა მან,რაზეც გავბრაზდი და ბრტყლიურად გავუშვი მისკენ.რა თქმა უნდა აიცილა..
აღარაფრის სროლა აღარ მინდოდა,უბრალოდ კიბეზე ჩამოვჯექი და თავი ფელებში ჩავრგე,ძლივს ვიკავებდი თავს რომ მის წინაშე არ ავტირებულიყავი..
ვიგრძენი მისი სიახლოვე.. გვერდით დამიჯდა და ხელები მომხვია,ალბათ ელოდა მეც ჩავეხუტებოდი,მაგრამ მისი ხელები სასწრაფოდ მოვიშორე..
-ახლა რაღა დაგემართა?-მობეზრებულივით წამოიყვირა ანდრეიმ
-არც კი გაბედო სათოფეზე მომეკარო,წადი და შენი ძუკნები „არ ალოდინო“.-გესლიანად წავგესლე და კიბეებზე ავირბინე.
ოთახში ავედი და საწოლში,ბალიშებს შორის ღრმად ჩავრგე თავი.. აღარ მინდოდა ამ ქვენიურ ცხოვრებას როდესმე დავბრუნებოდი..
ოთახის კარების ხმა გავიგონე,მაგრამ მაინც არ მივაქციე ყურადღება..
როცა ხმა არ გამიგონია თავი ამოვწიე ბალიშებიდან და ჩემს გვერდით ნახევრად მწოლიარე ფორმაში მყოფი ანდრეი დავინახე,რომელიც თვალს არ მაშორებდა..
-იცი რა საყვარელი ხარ როცა ბრაზობ?-ეს ნუთუ კომპლიმენტი იყო,დაეჭვებული შევათვალიერე მისი სახე.-მაგრამმაინც სულელი ბავშვი ხარ..
-ბავშვი არ ვარ და არც სულელი.
-ბავშვი არა ბავშვურად სულელი უნდა მეთქვა.
-მთვრალი ხარ?-ვკითხე როცა ალკოჰოლის სუნმა ჩემმამდე მოაღწია.
-მთვრალი არა,ნასვამი!-ვამჩნევდი,ანდრეის რაღაცის თქმა უნდოდა.. რაღაც კარგის,მაგრამ უჭირდა.-ამხელა ბეზნესს,ამდენ ხალხს ვაკონტროლებ და მხოლოდ შენთან ვგრძნობ თავს სუსტ ადამიანად.
-ეს როგორ გავიგო?
-ეს ისე უნდა გაიგო როგორც საჭიროა.. მეშინია რომ შემიყვარდები და მერე შენი დაკარგვაც მომიწევს.-ანდრეი დაღონდა.. მას ასე არასდროს უსაუბრია,როგორც ჩანს სასმლის ბრალია,მაგრამ ანდრეი ნასვამიც არაფერს იტყვის თუკი ეს მას არ აწყობს.. ახლა კი გულწრფელი მომეჩვენა.
-ვინ დაკარგე?
-ქალი,რომელიც მთელი არსებით მიყვარდა.
-რა დაემართა?
-ჩემს თვალწინ ააფეთქეს ჩემს შვილთან ერათად.-ანდრეის თითქოს ყელშ ბურთივით რაღაც ჩასჩარესო ისე უჭრდა ამ თემაზე საუბარი.
შოკში ჩავვარდი და საწოლზე გაოგნებული წამოვჯექი. ჩემზე არ უოქმედია იმ ფაქტს რომ საყვარელი ადამიანი აუფეთქეს.. ეს ხშირირა მაფიოზების ცხოვრებაში,დედაჩემიც მამაჩემის თვალწინ ჩაცხრილეს.. უბრალოდ ბავშვი შემეცოდა.. უცოდველი არსება,რომელიც გაიმეტეს.
-იცი ვინ გააკეთა?
-ვიცი.-მისი პასუხი ძალიან ცივად ჭღერდა.
-არაფერი მოიმოქმედე?
-კი.. ვინც ჩემი ცოლ-შვილი ააფეთქა,მისი ქალიშვილი ცოლად შევირთე.-მის თვალებში ტკივილი დავინახე,რომელიც სიძულვილში გადაიზარდა.
მივხვდი რატომ არ ვაინტერესებდი ანდრეის,მივხვდი რატომ მექცეოდა ყოველთვის ცუდად.. მისი შურისძიება უკვე დაწყებული იყო,მან მე ცოლად შემირთო და ალბათ რამე გეგმაც ჰქონდა მამაჩემის გასამწარებლად მოფიქრებული.
არ შემშინებია,არც მასზე გავბრაზებულვარ,არც მამაზე.. ვიცი ეს მხოლოდ და მხოლოდ მაფიის ბრალი იყო.
შესაძლოა მამამ არც კი იცოდა ცოლად ვის გამაყოლა,ან ანდრეიმ გაიგო არასწორად და მამაჩემს მისი ოჯახი არ ამოუხოცია,მაგრამ ახლა ჩემი სიტყვები გაუფასურებული ქნებოდა რაც არ უნდა მეთქვა ანდრეისათვის.
მხოლოდ იმას ვერ ვხვდებოდი რატომ მიყვებოდა ეს ყველაფერი.. დამნაშავედ რომ მეგრძნო თავი და არ შევწინააღმდეგებოდი?
საათნახევარი ვიჯექით ჩუმად,ანდრეი არ ჩქარობდა საუბრის გაგრძელებას,დრო მომცა ყველაფერი გამეანალიზებინა.
-რა გეგმა გაქვს?-ვკითხე დუმილის შემდეგ.
-არანაირი.. მამაშენს დიდად არ აინტერესებ,მთავარია გაგათხოვა ისე რომ მისი რეპუტაცია ხელშეუხებელი დარჩა.მე რა შემიძლია? მხოლოდ უსიყვარულობაში,კარჩაკეტილობასა და მარტოობაში დაგტანჯო.
-მაგრამ მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია ანდრეი?
-არც ჩემს ბიჭს დაუშავებია რამე,ის მხოლოდ ორი წლის იყო-საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული იყო.რომ ვერაფერი ვთქვი მაგრად მიმიხუტა მკერდზე.
მისი სუნამო თვბრუს მახვევდა,თვს რატომღაც მშვიდად ვგრძნობდი,მიუხედავად იმისა რომ ყველაზე დიდ საფრთხე სწორედ მისგან მემუქრებოდა.. უკვე დანამდვილებით ვიცოდი ანადრეი ჩემს მიმსრთ გულგრილი არ იყო და სწორედ ამიტომ ეძებდა გზებს ჩემს დასანდობად..მის თვალებში ვხედავდი რომ ჩემი გაწირვა არ უნდოდა.
კვირეები განმავლობაში სახლში ვიყავით,არც ანდრეი გადიოდა დიდად სახლიდან..
აღარ გვისაუბრია მის ოჯახზე და თითქოს არც არაფერი მომხდარაო ანდრეი ისე იჭერდა თავს.. ერთი შეხედვით ჩვენს შორის ყველაფერი გაქრა და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით ერთმანეთის პირისპირ.. აღარ ვჩხუბობდით,მხოლოდ ვხვდებოდი,რომ ნელ-ნელა ჩემში არნახული გრძნობა იბადებოდა,ვხვდებოდი,რომ მის გარეშე აღარ შემეძლო.. მისგანაც იგივე გრძნობა მოდიოდა და მთელს დღეებს ერთმანეთის ალერსში ვატარებდით.თითქოს თაფლობის თვეში ვიყავით..
„თაფლობის თვეც“ მალე დასრულდა..
ანდრეის გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდა და დავინახე როგორ ჩაიდო არაღი.. ავფორიაქდი,ეს გრძნობა მტელი დღე გაგრძელდა.. ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ვერაფრით დავუკავშირდი.
ამ ნერვიულობის დროს ანტიკვარი ლარნაკი,ეკატერინეს სასახლიდან ისე გამიტყდა რომ არც მივკარებივარ,ამან კიდევ უფრო ამანერვიულა.
დიდხანს ველოდე,მაგრამ არ მოვიდა..
სააბაზანოდან გამომავალმა წყლის ხმამ გამაღვიძა..
ავდექი და ნელ-ნელა ხმას გავყევი..
სააბაზანოში ანდრეი დავინახე,რომელიც ნიჟარასთან იდგა და სისხლიან ხელებს იბანდა,პერანგიც სულ სისხიანი ჰქონდა,სახეც არ იყო მთლად იდეალურ მდგომარეობაში.ხელები პირზე ავიფარე და მაშინვე მასთან მივვარდი.
-რა გჭირს,ეს ვინჩაიდინა?-ხელებით პერანგი შევხსენი,რომ დავრწმუნებულყავი არაფერი სჭირდა.
უკვე დამუშავებული და გადახვეული იყო მისი ჭრილობა მუცლის არეში.ხელი გავუშვი და ერთი ნაბიჯით უკან დავიწიე.
-არ მინდოდა შენი გაღვიძება,მაპატიე.
-ანდრეი,რასაც გეკითხები იმაზე გამეცი პასუხი!
-საკმარისია ვიკა,წადი დაიძინე.-მიყვირა ანდრეიმ
-ანდრეი.-ამიკანკალდა ხმა
-ვიკა.-იგივე ინტონაციით დაიყვირა ჩემი სახელი და სააბაზნოდან გამომაგდო..
იმ ღამით არ გვიისაუბრია..
დილით რაღაც ფუსფუსმა გამაღვიძა.. ოთახში რამოდენიმე მოახლე დამხვდა,რომელიც ჩემს ბარგს ჩემოდნებში აწყობდნენ.
-რას აკეთებთ?-წამოვვარდი საწოლიდან.
-ბატონმა გვიბრძანა.
-სად არის თქვენი ბატონი?
-კაბინეტში.-მივიღე მოკლე პასუხი.
ხალათი მოვიცვი და ბრაზიანი,მძიმე ნაბიჯით გავემართე კაბინეტისაკენ.სასახლის თითოეულ კუთხე-კუნჭული დაცვის თანამშრომელი იდგა.ორიც კიდევ მაშინ ამედევნა,როცა საძინებლიდან გამოვედი.

-ანდრეი რა ხდება?-ვიკითხე კაბინეტში შესვლისთანავე.
-სამშობლოში ბრუნდები.-მოკლედ და ცივად,ყოველგვარი გრძნობის გარეშე წარმოთქვა.
-რატომ,რამე დავაშავე?
-შენი დანაშაულისთვის პასუხს ჩემს გვერდით აგებდი არათუ ჩემგან ასე შორს.
-აბა რა ხდება?
-საშიშროებაა,ამიტომ უნდა გაერიდო დროულად.-ანდრეიმ თავისკენ მიხმო და მუხლზე ჩამომიჯინა.
-რომ არ წავიდე?-თითქოს ხმა გამიწყდაო ისე წავიჩურჩულე.
-იგივე შეცდომას არ გავიმეორებ.კიდევ ერთხელ საყვარელ ქალს ვერ გავწირავ სასიკვდილოდ.-ანდრეიმ შუბლზე მაკოცა.
მას არასდროს უთქვამს,რომ ვუყვარდი.. ამ მომენტამდე.. არ ვიცი რა მოხდა,ამ ორი დღის განმავლობაში,მაგრამ ანდრეი თითქოს მოსვენებული ჩანდა,თითქოს რაღაც აღარ ტანჯავდა ისე ძლიერ,როგორც ადრე.ადრე თუ გვიან ამასაც გავიგებდი,მაგრამ ახლა ჩემი წასვლა უნდოდა..
ანდრეი მიშვებდა მისი ცხოვრებიდან.. ვინ იცის?.. იქნებ ბოლოჯერაც კი ვხედავდი მას..
ახლა,როცა თითქოს ყველაფერი დალაგდა,ჩვენს შორის გრძნობა გაჩნდა.. სწორედ ახლა გვიწევდა განშორება,არავინ იცის რამდენი ხნით.
იქნებ მე,როგორც მის პირველ მეუღლეს იგივე ბედი მელოდა..
ან იქნებ მას..
ეს არავინ იცოდა..
მინდოდა კიდევ ერთხელ შემევლო მისთვის თვალი.. ჯანდაბა განშორება რა რთული ყოფილა.
-ერთმანეთს ბოლოჯერ ვხედავთ?-მაინც ვერ შევიკავე თავი.
-იმედია ჩემს გამო არ დაიტანჯები და იოლად დამივიწყებ.-მისი სევდიანი ღიმილი მკლავდა,გულზე ლახვარიცით დამესო ეს სიტყვა „დამივიწყებ“.
-რომ ვერ დაგივიწყო?-ისევ შევუბრუნე კითხვა.
-დაგავიწყდები.. აუცილებლად დაგავიწყდები.-ნუთუ ასეთი ვეგონე,რომ ასე უცებ.. ხელის მოსმით დამვიწყებოდა?..
-კარგი.. შენ კიისეთ სიყვარულს გისურვებ როგორც იმსახურებ.-უკანმოუხედავად ჩავჯექი მანქანაში და გავუყევით აეროპორტის გზას.


პ.ს გადახვევა როგორი იყო? :/



№1 სტუმარი ani

Mgoni kargad agar var xel fexi mikankalebs
Umagresia imedia cotas kidev dadzabav

 


№2 სტუმარი სტუმარი თათა

საოცარი თავი იყო <3 ძალიან,ძალიან მომწონს ეს ისტორია . მალე დადე გთხოვ მომდევნო თავი <3

 


№3  offline წევრი blondeangel631

საოცრება იყო ამათი ურთიერთბით და გრძნობით დავიწვი ერთი პატარა სჭირდებათ რა heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

Uცხო ზანრის ისტორიაა, მომწონს ზალიან
კარგად წერ.
არ გვალოდინო ჰქარა დადე სჰემდეგი ტავი❤❤❤

 


№5  offline მოდერი The Dreamer

სტუმარი lia
Uცხო ზანრის ისტორიაა, მომწონს ზალიან
კარგად წერ.
არ გვალოდინო ჰქარა დადე სჰემდეგი ტავი❤❤❤

ყოველ დღე ვდებ თითო თავს
მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent