შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი ( 10 თავი )


23-01-2018, 23:38
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 2 226

- ქვევით გელოდები - გავიგე ალექსანდრეს ხმა, ფეხსაცმლის ჩაცმა დავიწყე. კიბეები სწრაფად ჩავირბინე და მანქანაში ჩავხტი. სექტემბერი მოსულიყო და ქარიც უბერავდა, როგორც წესი, თბილისში.
მისკენ წავიწიე რომ ლოყაზე მეკოცნა მაგრამ თავი გააქნია და ფანჯარაში გაიხედა.
გავოგნდი და მას მივაშტერდი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. თან ვიხსენებდი რა ვაწყენინე, მაგრამ მსგავსი არაფერი გამახსენდა.
- ალექსანდრე რა ხდება? - გული მიგრძნობდა რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი კარგს ცუდი მოსდევს, ცუდს კარგი და ასე შემდეგ.
- ვინ იყო? - მისი თვალები ყველაფერს ირეკლავდა სითბოს და სიყვარულის გარდა. მისმა მზერამ გამყინა და საუბრის უნარი წამართვა. - ჯანდაბა ნინა! მიპასუხე! - დამიყვირა და ხელი საჭეს მიარტყა. ყელზე და შუბლზე ძარღვები ჰქონდა დაბერილი. მე?! გაშტერებული ვუყურებდი ალექსანდრეს და ვერ ვხვდებოდი რა დამართნოდა. ასეთი ის არასოდეს მენახა.
- ალექსანდრე... რას ამბობ?! - დაბნეულმა გავუსწორე მზერა.
თავი საზურგეს მიადო და ტელეფონი უხმოდ გადმომიგდო კალთაში. აღებამდე დავინახე რაღაც ვიდეო. ოღონდ ეს არა!
ხელში ავიღე და ვიდეო ხელისკანკალით ჩავრთე. ის იყო, ზუსტად იგივე ვიდეო. არ მჯეროდა რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. დეჟავუს გრძნობა გამიჩნა და გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. რა თქმა უნდა, კატო და მისი შურისძიება. ცრემლები გადმომივარდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდოდა მეყვირა და ბოლომდე დავცლილიყავი. უკვე მეორედ! ვფიქრობდი როგორ გამიგებდა ალექსანდრე. საერთოდ მომისმენდა თუ არა.
- ალექსანდრე... - ტირილის გამო წესიერად ვერ ვლაპარაკობდი.
- გადადი! - ლამის დამიყვირა და ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა.
- არა...
უხმოდ გამიღო კარები და სახე ამარიდა. მინდოდა ბოლომდე დავრჩენილიყავი და ამეხსნა ყველაფერი, მაგრამ არ შემეძლო, მე თვითონ ვიყავი იმდენად განადგურებული რომ არაფერი შემეძლო. უხმოდ გადავედი და სადარბაზოში შევვარდი. მაშინვე საბურავების გამაყრუებელი ხმა მომესმა და მუხლებზე დავეცი. შუა კიბეზე ვიჯექი და მოვთქვამდი. მტკიოდა! ალექსანდრე მტკიოდა! ყველაზე მეტად კი ის რომ დიტოსნაირად მომექცა. მანაც დამტოვა! მანაც დაიჯერა ასეთი სიბინძურე ჩემზე! ბინაში შევვარდი და კედელზე ჩავიკეცე. დაღამებამდე ასე ვიჯექი და ვტიროდი. ბოლოს უკვე არც ცრემლები მომდიოდა. ერთ წერტილს მივშტერებოდი და თმები მუჭებით მომებღუჯა.
ნელა წამოვდექი და მაშინვე საწოლისკენ წავედი. ტელეფონზე სალის შეტყობინება დამხვდა, მოკლედ ვუპასუხე რომ ხვალ ველოდი და დავწექი. დაძინება მინდოდა შვიდ საათზე. მინდოდა დამეძინა და ამაზე აღარ მეფიქრა. უკვე შევეგუე რომ ვერასდროს ვიქნებოდი ბედნიერი. უბედურად ვარ დაბადებული და ასე იქნებოდა მუდამ.
დიდი ხანი ისევ ასე ვიწექი, თვალებგაშტერებული. თუმცა, შემდგომ ჩამეძინა.

- გოგო რა გჭირს? - გამომეკიდა სალი სამზარეულოში შესულს და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა განადგურებული.
- ცივი ყავა გააკეთე რა არ მაქვს მე ნერვები. - მაგიდასთან ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
- მეტყვი რა მოხდა?!
- იგივე!
- რა იგივე? - დაბნეულმა გამომხედა და თვალებში ჩამაშტერდა - არაა?!
- კი!
- ! ეხლა რაღა უნდა? ეგეც შეუყვარდა?!
- არა!
- მოიცა, შენ იცი ხომ ეს რატომ გააკეთა. ნინა! რაღაცას მიმალავ და ამოღერღე ჩქარა.- წინ ჩამოჯდა ყავით ხელში. ყავა მოცსვი. ამდენი ხნის უჭმელობის შემდეგ სასწაულად მესიამოვდნა რაღაც ცივი
- კლუბში რომ ვიყავით ერთი კვირის წინ, როცა საპირფარეშოში გავედი კატო შემხვდა. მე მაბრალებდა რომ მას არ ეკარებოდა დიტო, შენ არ აძლებო საშუალებას. შურს ვიძიებო და გავარდა. და იძია კიდეც.
- და დაიჯერა?! - გაკვირვებულმა გამომხედა.
- კი
- ალექსანდრემ ეს როგორ დაიჯერა?! დიტო ხო კაი კრეტინი იყო და ეს თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ალექსანდრე?! ამას არ მოველოდი!
- არც მე!- თავი მაგიდას ჩამოვადე და ამოვიოხრე. შეიძლება გარეგნულად დიდად არ მეტყობოდა, მაგრამ სულიერად განადგურებული ვიყავი და ამას სალიც მშვენივრად ხვდებოდა.
- ხომ იცი რომ შერიგდებით, თქვენ ცალ-ცალკე?! შანსი არაა! უბრალოდ კაცია და უცბად გაღიზიანდა რა... აი ნახავ მალე მოვა და ბოდიშს მოიხდის! ალექსანდრე სხვაა ნინა! ამას ესე ადვილად არ დაიჯერებს.
- ახსნის უფლებაც არ მომცა სალი! პატიება რომც მთხოვოს და ვაპატიო, მასთან ისე ვეღარ ვიქნები როგორც ადრე. ეს კი უფრო მეტად მატკენს გულს!
- კაი რა ! თქვენ ხო ნინა და ალექსანდრე ხართ! წყვილი რომელზეც მთელი წერეთელი ლაპარაკობდა და ლაპარაკობს! წყვილი რომელიც ბევრისთვის სამაგალითოცაა უკვე! ჰოპ და ასე ადვილად?! ვიღაც ს გამო ნინა?!
- უფფ არ ვიციი...
- ნინა ხომ ხვდები რომ შენც უნდა იბრძოლო. თქვენ სიყვარული მარტო არ გჭირთ ნინა! შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით მაგრამ გვერდიდან რომ შეხედოთ თქვენს წყვილს, მიხვდებით რომ უბრალოდ ერთმანეთისთვის ხართ დაბადებული!
ტირილი დავიწყე და სახე ხელებში ჩავრგე.
სალი გვერდზე მომიჯდა და ჩამეხუტა.
- მის გარეშე ვერ ვიარსებებ სალი...
- ვიცი, პატარა ვიცი... ყველაფერი კარგად იქნება, მჯერა! - თმაზე მეფერებოდა და ცრემლებს მწმენდდა ცერა თითით. - ახლა გასაგებია, -თავისთვის ჩაიჩურჩულა, მაგრამ მაინც გავიგე.
- რა არის გასაგები? - თვალებდაჭყეტილი გავსწორდი და სალის გავხედე.
- ანდრო გუშინიდან ეძებს ალექსანდრეს, ვერსად იპოვეს. მაგრამ დიდად არც ნერვიულობენ. თქვა რომ პრობლემების დროს ასე იკარგება ხოლმე, შემდეგ ბრუნდება და აგვარებსო. მათ არაფერი იციან თქვენ ამბავზე.
- არც უთხრა რა...
- რა თქმა უნდა, არ ვეტყვი.

სალი არ მტოვებდა მაგრამ ბოლოს მაინც დავაჯერე რომ კარგად ვიქნებოდი და წავიდა. უფრო სწორად მე გავაგდე. მარტო ყოფნა მინდოდა, თუმცა არა ამ ყველაფერზე ფიქრი. ვხვდებოდი რომ შეიძლება გამეფრინა ამ ფიქრებით, ამიტომ ფილმი ჩავრთე და ჩავუჯექი. რა თქმა უნდა რომატიკა. მინდოდა სხვის ცხოვრებაში მოვხვედრილიყავი და ჩემი დამევიწყებინა. ფილმის ბოლოს დივანზე ჩამეძინა.

ველოდებოდი. ერთი კვირა ველოდი რომ გამოჩნდებოდა. ქუჩაში გასვლისას ყოველ წუთას იქეთ აქეთ ვიხედებოდი, მინდოდა სადმე დამენახა ჩემს სიახლოვეს, მაგრამ არ ჩანდა.

კატოზეც მიფიქრია... მინდოდა მივსულიყავი და თმები გამეწიწკნა, მაგრამ არც თავი მქონდა და იმასაც ვხვდებოდი რომ ეს არაფერს შეცვლიდა. უკვე მოხდა ყველაფერი!
რამდენჯერ ვინანე რომ ალექსანდრეს არ მოვუყევი ყველაფერი. მაშინ ხომ არაფერს დაიჯერებდა. მაგრამ ესეც მიკვირდა რომ დაიჯერა. გული მეწვოდა და ვერაფერს ვაკეთებდი.
ალექსანდრეზე არაფერი ვიცოდი. ანდროს ეცოდინებოდა და შესაბამისად სალისაც. თუმცა , არაფერს ამბობდა. არც მე ვეკითხებოდი, იმის და მიუხედავად რომ მკლავდა ინტერესი. მაგრამ მეშინოდა უდრო მეტად არ მტკენოდა, ამიტომ თავს ვიკავებდი.

ტელეფონის ხმა გავიგე და ოთახიდან გავედი. უეცრად თავბრუ დამეხვა და და სავარძლის საზურგეს რომ არ დავყრდნობოდი ძირს დავეცემოდი. უკვე მეოთხედ მემართებოდა მსგავსი რამ. ტელეფონამდე მივაღწიე. სალი იყო.
- ჰო სალი.- ჩამქრალი ხმით ვუპასუხე და შუბლის სრესვით ჩამოვჯექი სავარძელზე.
- როგორ ხარ? - სალის სევდიანი ხმაც გაისმა.
- არამიშავს. ვერ გამოხვალ ჩემთან?
- კი წამოვალ ახლავე.
- აუ სალ... აქეთობისას აფთიაქში შეიარე და ტესტი იყიდე რა...
წუთით ხმა არ ამოუღია.
- კარგი. - და გამითიშა. არ ვიცი საიდან გამიჩნდა ეს აზრი, მაგრამ მაინც მინდოდა გადამოწმება. მალე სახლის კარები შემოგლიჯა სალიმ პატარა ყუთით ხელში.
- მიდი, მიდი. - სააბაზანოში შევედი და ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც საჭირო იყო. გულისფანცქალით შევყურებდი ჯოხს და პასუხს ველოდებოდი. არ ვიცი რა დამემართა როცა ჯოხზე მხოლოდ ერთი ხაზი გამოჩნდა. გული დამწყდა?! გამიხარდა?! არც ერთი! აი ასე, არაფერი მიგრძვნია. სააბაზანოდან გამოვედი და კარებთან მდგომ სალის შევხედე. ჯოხზე ერთი ხაზი რომ დაინახა, ცრემლიანი თვალებით ამომხედა.
- არ მითხრა რომ გაგიხარდა... - თავის ქნევით მითხრა.
- არ ვიცი. - ტესტი სანაგვეში ჩავაგდე და მისაღებში ჩამოვჯექი.
- იქნებ და არასწორია! ის ხშირად ცდება...
- სალი არ ვარ ფეხმძიმედ! - არ ვიცი რატო მაგრამ ხმას ავუწიე, რაც მერე ძალიან ვინანე. - ბოდიში რა... გაღიზიანებული ვარ. რას ჰგავს ჩემი ცხოვრება?! ღმერთო, რას მერჩი?!- თავი საზურგეზე ჩამოვდე და ხელები სახეზე ჩამოვისვი.
სალი უხმოდ მომიჯდა და ჩამეხუტა. თავი კალთაში ჩავუდე და მისი თითებიც აიხლართა ჩემს თმაში.

არ შემიძლია რომ ალექსანდრეზეც არ მოგიყვეთ, თუ რა დღეში იტო ის. დილით გაიღვიძა და ტელეფონზე შეტყობინება გახსნა. ვიდეო, რომელზეც მისი ცზოვრების აზრი იყო გამოსახული ვიღაც ნაბიჭვართან ერთად. რა დაემართა?! განადგურდა, დაიფერფლა, ყველაფერი ჩასწყდა შიგნით, მაგრამ წამიც და აფეთქდა, აალდა. კაცი იყო! რა თქმა უნდა, იმოქმედებდა მასზე ეს ყველაფერი. არ უნდოდა დაჯერება,მაგრამ მაინც მოქმედებდა მასზე ეს ვიდეო. ნინასგან ელოდა პასუხს. მაგრამ როცა მტირალი და უხმოდ მჯდარი ნახა, უკვე ყველაფერი განადგურდა მისთვის. ცხოვრების ფერები გაუფერულდა. უნდოდა გამქრალიყო. ერთი კვირა დასავლეთ საქართველოში დახეტიალობდა და ფიქრობდა. არ უნდოდა ეფიქრა , ამგრამ გონებას მაინც ვერ თიშავდა. ვიდეო წაშალა, მაგრამ კადრები მის გონებაში ტრიალებდა.
დაიჯერა? არა! რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა რომ ეს რაღაც შეცდომა იყო და ნინა ამას არ ჩაიდენდა. მისი სუფთა ნინა ამ სიბინძურეს ვერ ჩაიდენდა.
ვეღარ მოითმინა, მაქანაში ჩაჯდა და თბილისისაკენ აიღო გეზი.

იმედია მოგეწონათ სუიჟეტია მიმდინარეობა. თავი უფრო დიდია და ვეცადე რომ მალეც დამედო. იმედია მოგწონებათ heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი shalo

pataraobashi rogori bavshvi iyavi

 


№2 სტუმარი სტუმარი lika

male dade ra dzaan magariaa

 


№3 სტუმარი მარიამმი

არ დაგვიანო რა გთხოვ მალე დადეე

 


№4 სტუმარი მაკი

მაგარიააა გულისფანცქალით ველი შემდეგ თავს ხომ მალე დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent