შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასავლური გრძნობები შუა აღმოსავლეთში X


24-01-2018, 04:36
ავტორი Ancksunamun
ნანახია 1 340

,,ჩავფრინდი და უკვე სახლში ვარ.ახლა შედარებით შორს ვარ შენგან,ვიდრე იქ,ირანში
ყოფნის დროს" სახლში შესვლისთანავე გაუგზავნა შეტყობინება რეზამ
,,მიხარია,რომ კარგად იმგზავრე.ყოველთვის მომენატრები,როგორ ახლოსაც არ უნდა
იყო ჩემთან"
,,როცა ერთად ვიქნებით ვიქნებით მაშინაც მოგენატრები?" სევდიანად გაეღიმა რეზას
და გაიფიქრა,ნევტავ ეს ,,როცა" როდის იქნებაო
,,მაშინაც და ყოველთვის.ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ მთელი ცხოვრებაა
გიცნობ.ვგრძნობ,რომ მხოლოდ იმისთცის გავჩნდი,შენ რომ შეგხვედროდი"
,,ერთხელაც ჩვენ ერთად ვიქნებით"
,,იმედი მაქვს"
,,მე კი მჯერა" იმედი არ დაკარგა რეზამ
,,რაღაც უნდა გკითხო“
,,გისმენ“
,,ჩემზე იცის შენმა რომელიმე მეგობარმა?“
,,რატომ მეკითხები?“
,,უბრალოდ,მაინტერესებს“
,,ჩემს ერთ,ძალიან ახლო მეგობარს მოვუყევი შენზე.იმედია შენ ამაზე პრობლემა არ გაქვს“
,,არა,რათქმაუნდა არ მაქვს“
,,და ჩემზე იცის ვინმემ?“
,,რამოდენიმე დღის წინ ჩემს ახლო მეგობარს მოვუყევი“
,,მერე რა რეაქცია ქონდა?“
,,ჩვეულებრივი.შენმა მეგობარმა რა გითხრა?“
,,არაფერი,ჩემი მეგობარი მე მგავს.იცი,ანა,ვგრძნობ,რომ მოწყენილი ხარ.ვცდები?“
,,არა“
,,რამე გაწუხებს?“
,,კი და ეს შენც იცი“
,,ეს მეც მაწუხებს,მაგრამ მოდი ამაზე ჯერ ნუ ვიფიქრებთ“
,,რეზა,რაც დრო გადის მით უფრო მიყვარდები და მით უფრო მეშინია იმის,რომ მანდ
ვინმეს შეხვდები,ვინც მოგეწონება,მე კი შენი ცხოვრებიდან გავქრები“
,,შენც კარგად იცი,რომ ეს შეუძლებელია.ყოველთვის მეყვარები რაც არ უნდა მოხდეს და შენ ეს
კარგად იცი.მაპატიე,ახლა უნდა წავიდე,უკვე მივედი სამსახურში.მოგწერ,როგორც კი შევძლებ“

***
,,როგორ მიდის საქმეები?“ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მისწერა ანამ
,,კარგად.ანა,მაპატიე,რომ ხშირად ვერ ვახერხებ მოწერას,რომ იცოდე როგორი დაკავებული ვარ“
,,მესმის“
,,შენ როგორ ხარ?სწავლის საქმეები როგორ მიდის?“
,,ნორმალურად.ძალიან მომენატრე.შენთან საუბარს როდის შევძლებ?“
,,სიმართლე გითხრა ჯერ არ ვიცი.სახლში მისვლისთანავე ვიძინებ ხოლმე.როგორც კი
შევძლებ,აუცილებლად დაგირეკავ“
,,რეზა,ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ“
,,რა?კი,მაგრამ რა ვთქვი ისეთი?
,,ძალიან შეიცვალე.რამოდენიმე დღეში ერთხელ მწერ,ხშირად ვგრძნობ,რომ გამირბიხარ,ჩემთან
საუბარს თავს არიდებ.რამე ხდება?“
,,ეს ყველაფერი სამსახურის ბრალია და კარგად იცი“
,,ირანში ყოფნის დროსაც მუშაობდი,მაგრამ დროს მაინც პოულობდი სასაუბროდ“
,,ანა,მგონია,რომ ჩხუბი გინდა“
,,რა?ჩხუბი?რა სისულელეა.მგონი შენ გინდა ჩხუბი და ამისთვის მიზეზს ეძებ“
,,არა,მე არა,მიზეზს შენ ეძებ.ახლა წავედი.როცა დამშვიდდები მაშინ გავაგრძელოთ საუბარი
ჩხუბის გარეშე“
ანას აღარაფერი მიუწერია.ბრაზისგან ყელში ბურთი გაეჩხირა და ცრემლები ახრჩობდა,თუმცა
თავი მაინც შეიკავა.დასაძინებლად გაემზადა,დაწვა და იმედი დაიტოვა,რომ დილით რეზას
შეტყობინება დახვდებოდა - როგორც ადრე.
დილით გაღვიძებისთანავე ტელეფონი აიღო ხელში და ეკრანის განათებამდე გაიფიქრა,ნეტავ
რეზას შეტყობინება დამხვდესო,მაგრამ არცერთი შეტყობინება არ ქონდა.ამან უფრო
გააღიზიანა,მაგრამ მასთან რამის მიწერას აღარ აპირებდა.მალევე ადგა,გაემზადა და
უნივერსიტეტში წავიდა.მთელი დღე რეზას შეტყობინებას ელოდა,თუმცა არაფერი
მოსდიოდა.სახლში წასვლისას ვიკამ გამოიჭირა უნივერსიტეტის კიბეებზე და საუბარი დაუწყო.
-ანა დამელოდე
ანას ახლა ყველაზე მეტად სურდა ვინმესთან საუბარი და გაუხარდა,მეგობრის ხმა რომ გაიგო.
-დღეს კლუბში მივდივართ კურსელები.ხომ წამოხვალ?
-სიმართლე გითხრა ახლა გართობის და მუსიკების განწყობაზე არ ვარ
-მოხდა რამე?
-მოხდა
-რეზასთან ხომ არ იჩხუბე?
-კი - თავი დაუქნია ანამ
-რატომ?რა მოხდა?
-სადმე დავჯდეთ და ყვეკაფერს მოგიყვები
-კარგი - უპასუხა ანამ და ყველაზე ახლოს მდებარე კაფეში შევიდნენ.მანამ,სანან ანა საპირფარეშოში იყო გასული,ანამ ტელეფონი კიდევ ერთხელ შეამოწმა,თუმცა ისევ არაფერი იყო.შემდეგ კაფის ფანჯრიდან დაიწყო ყურება და მისი ყურადღება კაფეში ახალმა შემოსულმა წყვილმა მიიპყრო.ჭაღარა,ჩია კაცს მასზე საკმაოდ მაღალი,ჩადრიანი ქალი ახლდა თან.წყვილი ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდას მოუჯდა.ანამ მათ საუბარს მოკრა ყური და მიხვდა რომ ირანელები იყვნენ.ამან უფრო გაუმძაფრა რეზას მონატრება.იფიქრა,ხომ შეიძლება ესენი რეზას იცნობდა,შეიძლება რეზას დალაპარაკებიან,შეხებიან ან უვრალოდ შეხვედრიან მაინც,ანას ამაზე ფიქრი გულს უკლავდა,რადგან მის წინ ახლა რეზასთან დამკავშირებელი წყვილი მჯდარიყო.ფიქრებიდან ვიკას ხმამ გამოარკვია.
-აბა,მოყევი რა მოხდა
-რაც შტატებში გადავიდა ვეღარ ვცნობ,საერთოდ აღარ მწერს,წუხელ კი ამაზე ვიკამათეთ.მას შემდეგ არ მოუწერია
-ძალიან ვწუხვარ.ეს თქვენი პირველი ჩხუბი იყი?
-ხო
-წარმომიდგენია თავს როგორ გრძნობ.ევგენისთან ჩხუბის მერე მეც ასე ვიყავი - სასაცილოდ თქვა დამწუხრებულმა ვიკამ ისე,თითქოს ანას მდგომარეობაში შესვკას ცდილობსო
-რომელ ჩხუბზეა საუბარი?თქვენ ხომ სუკ ჩხუბობთ - გაეღიმა ანას - და ისედაც,თქვენი სიტუაცია სხვაა
-შეიძლება,მაგრამ ნუ მოიწყენ.დღეს კლუბში უნდა წავიდეთ და კარგად გავერთოთ.გთხოვ უარი არ მითხრა
-კარგი,წამოვალ.შენი ბოიფრენდიც იქნება?
-ევგენი არ მაინტერესებს.ანა,შენთვის რაღაცის თქმა მინდა,მაგრამ გთხოვ არ ჩამაცივდე,საღამოს გეტყვი
-კარგი,როგორც გინდა
ცოტახანს კიდევ იჯდნენ კაფეში და საუბრობდნენ.როცა მოსაღამოვდა ორივენი სახლებში წავიდნენ და კლუბში წასასვლელად გაემზადნენ.ანა ისევ ელოდა შეტყობინებას რეზასგან,თუმცა ახალი ისევ არაფერი იყო.ყურადღების გადატანა სხვა რაღაცეებზე ცდილობდა.დიდხანს არჩევდა რა ჩაეცვა და საბოლოოდ არჩევანი შავ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შეაჩერა.ტუჩებზე წითელი პომადა,ხოლო თვალებზე ლაინერი წაისვა.მაკიაჟი ძალიან უხდებოდა.შავად მოხატული თვალები არაბ ქალს მოუგავდა და ეს ეფექტი თვითონაც ძალიან მოსწონდა.ამასობაში წასვლის დროც მოვიდა და თავის ძმას კლუბში წაყვანა სთხოვა.ნახევარ საათში უკვე დათქმულ ადგილას იყვნენ.კლუბში შევიდა და დაინახა,რომ სზვა კურსელები უკვე მისულიყვნენ.კლუბში ცნობილი ამერიკელი მომღერლის სიმღერა იყო გაჟღერებული.ყურებს აშკარად არ ესმიამოვნა მუსიკის მაღალი ხმა.მის გარშემო ყველა ბედნიერი ჩანდა,თუმცა ანას მათი არ შურდა.მოულოდნელად იგრძნო,რომ უკნიდან ვიღაც დაეჯახა.მიიხედა და ვიკა დაინახა.
-როგორ გამიხარდა რომ მოხვედი - ხმამაღლა დაიყვირა ვიკამ,რომელიც მუსიკის ხმის გადაფარვას ცდილობდა - წამოდი დავლიოთ რამე და ვიცეკოთ.
ანა ვიკას გაყვა და ბართან მივიდნენ.
-ორი ტეკილა - უთხრა ანამ ბარმენს
-დღეს ისე უნდა გაერთო,რომ შენი რეზა დაგავიწყდეს
ანას ამაზე გაეღიმა და მის გვერდით მჯდომი ახალგაზრდა ბიჭის მზერა იგრძნო,თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
ბარმენმა ორი ტეკილა მოამზადა და მათ წინ დადგა.
-აბა,ჩვენ გაგვიმარჯოს - უთხრა ვიკამ და ორივემ ერთდროულად გადაკრა.
-წამოდი ვიცეკოთ და შემდეგ კიდევ დავლიოთ - ანამ ვიკას ხელი მოკიდა და ხალხში გაათრია.ცოტა ხანს იცეკვეს,მაგრამ ანას ვერც ტეკილამ და ვერც ცეკვამ ვერ დაავიწყა რეზა და დაღლილმა დაჯდომა ამჯობინა.იქვე ბარის წინ დაჯდა კოქტეილი შეუკვეთა.ჩაფიქრებული იყო და ფიქრებიდა გვერდით მჯდომმა ბიჭმა გამოაფხიზლა.
-ნება მომეცი კოქტეილზე მე დაგპატიჟო - გაისმა უცნობის ხმა
ანამ უცნობისკენ მიიხედა და საკმაოდ სიმპატიური,ახალგაზრდა ბიჭი დაინახა,რომელიც მას ღიმილით უმზერდა
-კარგი - დათანხმდა ანა და გაუღიმა
-რა გქვია? - რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ განაგრძო უცნობმა
-ანა.შენ?
-მიხეილი.სასიამოვნოა შენი გაცნობა ანა - გაუღიმა ბიჭმა
-ჩემთვისაც
-აქ მეგობრებთან ერთად ხარ?
-კურსელებთან ერთად.თავად?
-მე მარტო ვარ
-მარტო?რა სამწუხაროა - შეიცხადა ანამ
-შენ თუ დარჩები ჩემთან მარტო აღარ ვიქნები - გაუღიმმა მიხეილმა
-ახლა ხომ შენთან ერთად ვზივარ აქ?! - გაეცინა ანას
-კარგი,დაივიწყე - ღიმილით და მორცხვად დახარა თავი მიხეილმა
-საიდუმლოებებით მოცულ პიროვნებად მეჩვენები თუ მართლა ასეთი ხარ? - ინტერესით კითხა ანამ
-ჩემი საქმეც სწორედ ეგაა
-ვერ გავიგე?
-დეტექტივი ვარ
-მართლა?მაგარია
-სულაც არა - გულდაწყვეტით თქვა ბიჭმა
-რატომ?
-პირადი ცხოვრება არ მაქვს სამსახურის გამო,სახლშიც თითქმის სულ არ ვარ.იშვიათად ვიცლი ჩემი თავისთვის.აი დღესაც მოვიცალე და განტვირთვისთვის აქ მოვედი
-კი,მაგრამ განსატვირთად ასეთ ხმაურიან ადგილებში დადიხარ?
-სიმართლე გითხრა არა,მაგრამ ახლა რაღაც შინაგანმა მიკარნახა,რომ აქ უნდა მოვსულიყავი.ალბათ გული მიგრძნობდა,რომ შენ შეგხვდებოდი - თვალებში ჩახედა უცნობმა ანას
-რა სასაცილო ხარ - გაეცინა ანას -რას იტყვი,ვიცეკოთ?
-სიმართლე გითხრა ცეკვა ჩემი არ არის.ასეთ ადგილებში იშვიათად დავდივარ,მაგრამ შენთან ერთად ცეკვაზე თანახმა ვარ.დამიჯერე,ასეთი რამ ხშირად წრ ხდება
-კარგი,შენ თუ არ გინდა ნუ ვიცეკვებთ
-არა,შეგვიძლია ვიცეკოთ
-არა,არა.ჯობს ვისაუბროთ
-კარგი.ახლა შენზე მომიყევი რამე,ანა.რას საქმიანობ?
-მე ასტრონომიის სტუდენტი ვარ.ჯერ მხოლოდ პირველ კურსზე ვარ
-რა?ასეთი პატარა ხარ?
-ცხრამეტი წლის ვარ - გაეცინა ანს - შენ რამდენი წლის ხარ?
-ოცდაათის
-არც ისე პატარა ხარ,მაგრამ ასაკთან შედარებით უფრო პატარა ჩანხარ
-ამას კომპლიმენტად მივიღებ - გაეღიმა მიხეილს - აბა მითხარი,როგორ მოგწონს ასტრონომია?
-ძალიან მომწონს.პატარაობიდანვე ასტრონავტობაზე და კოსმოსში გამგზავრებაზე ვოცნებობ.ამასთანავე,ასტროფოტოგრაფიამაც გამიტაცა და ჩემი ახალი ჰობია.რუსეთის სხვადასხვა კუთხეებსა და ქალაქებში დავდივართ მე და სხვა ასტროფოტოგრაფების ჯგუფი და კოსმოსს სურათებს ვუღებთ
-რა საინტერესოა.სხვათაშორის ვარსკვლავებს ხშირად ვაკვირდები ტელესკოპით,სურათებსაც ხშირად ვიღებ.ასტრონომია მეც მიზიდავდა,მაგრამ უფრო დეტექტივობა მსურდა.მიუხედავად იმისა,რომ ჩემს მშობლებს უნდოდათ მოსამართლე გამოვსულიყავი,მე დეტექტივობა ვამჯობინე,თუმცა სულაც არ ყოფილა ისეთი,როგორიც მეგონა
-აბა როგორია?
-ძალიან დამღმელი,თუმცა საინტერესოცაა და ძალიან მიზიდავს დამნაშავეებთან შეხება.პრობლემა ისაა,რომ სულ დაღლილი ვარ და პირადი ცხოვრებისა და დასვრნებისთვს დრო არ მრჩება
-დარწმუნებული ვარ სამსახურში მაინც ერთობი და ყველაფრის მიუხედვად საინტერესოა
-ხო,რათქმაუნდა - მიხეილი საუბრის გაგრძელებას აპირებდა,რომ არა ზარი მის ტელეფონზე.რამოდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ მიხეილმა მოუბოდიშა - მაპატიე,საღაც მოხდა და სამსახურში უნდა წავიდე
-რა სამწუხაროა - ეწყინა ანას
-თუ შენს ნომერს მომცემ,შეგვიძლია კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს
-მიხეილ,შენთან საუბარი მართლა სასიამოვნო იყო,მაგრამ მე შეყვარებული მყავს
-მერე რა მოხდა?უბრალოდ მეგობრობა შემოგთავაზე
-მაპატიე,მაგრამ მგონი ეს ცუდი იდეაა
-კარგი,როგორც შენ გინდა - დანებდა მიხეილი - მაშინ რაღა დამრჩენია,ღამემშვიდობის.იმედია კიდევ ოდესმე კიდევ შეგხვდები
-კარგი,კარგად - გაეცინა ანას და კლუბიდან გამავალ ბიჭს თვალი გააყოლა,შემდეგ ისევ ტელეფონს დახედა,თუმცა შეტყობინება ისევ არ იყო.


რიო დე ჟანეირო,ბრაზილია
უკვე შუადღე იყო,როცა ამინა,ადილა და მუჰამედი აეროპორტიდან ერთად გაემართნენ ახალი სახლისკენ აეროპორტში დახვედრილი ტაქსით.ადილა გულმოდგინედ ათვალიერებდა რიოს ქუჩებს,სანაპიროს,ხალხს.ხალხს,რომელშიც ტონის ეძებდა.ხალხის ბედნიერების შეშურდა.შეშურდა,რომ მათსავით თავისუფლად არ შეეძლო ყოფნა,არ შეეძლო საყვარელ მამაკაცთან ერთად ყოფილიყო ყოველგვარი სირცხვილისა და შიშის გარეშე.იგრძნო,რომ ეს ქალაქი ძალიან მოენატრა.ღამით ქუჩებში სეირნობა მოენატრა,როცა დედას ატყუებდა,რომ მეგობართან იყო სამეცადინოდ.ის სახლიდან ჩადრით გადიოდა,რიოს ქუჩებში მეამბოხე,ბობოქარი,მაძიებელი ახალგაზრდა გოგონა ხდებოდა,სახლში კი ისევ ჩადრით ბრუნდებოდა.ასეთი იყო მისი ყოფა და ამას უნდა შეგუებოდა,სხვაგვარად ვერ იცხოვრებდა.უფროსწორად ცხოვრების უფლებას არ მისცემდნენ.ადილა საშინელ ნოსტალგიას გრძნობდა.ნატრობდა,ნეტავ მაშინ ქუჩებში სეირნობისას უფრო კარგად დავკვირვებოდი ხალხს,რომ მათში ტონი ამომეცნოვო.ნაცნობი ქუჩები მხოლოდ ტონის თავს ახსენებდა.
მალე გარეუბანს მიახლოვდნენ,სადაც ორსართულიანი,თეთრი სახლები იყო ჩამწკრივებული.მანქანა გაჩერდა და ყველანი გადმოვიდნენ.ტაქსის მძღოლმა მანქანას საბარგული ახადა და სამი ჩემოდანი გადმოიღო.
-ალაჰმა დაგლოცოთ - უთხრა მუჰამედმა და ტაქსი გაუშვა - ესეც ჩვენი სახლი - თქვა კმაყოფილებით სავსემ
-ძალიან ლამაზია - აღფრთოვანებული იყო ამინა
-სახლში შევიდეთ - თქვა ადილამ და სამივე ერთად გაუდგა გზას სახლისკენ.
სახლი დიდი იყო.ადილას ცალკე ოთახი ქონდა,რაც ძალიან უხაროდა.ფიქრობდა,ამოსუნთქვის საშუალება მომეცაო.როდესაც ისადილეს ბარგის ამოლაგებას შეუდგნენ.ადილა თავის ოთახში შევიდა.როცა დარწმუნდა,რომ ოთახთან ახლოს არც ამინა და არც მუჰამედი იყო,ტელეფონზე ტონის ნოერი აკრიფა,რომელიც ჯერ კიდევ მაროკოში იქნებოდა.



№1 სტუმარი nino

რა უბედურებაა ეს თითო-თოთო თავის დადება, თუ არ შეგიძლია რაღას წერ 2 თვეში ერთხელ :D

 


№2  offline წევრი Ancksunamun

nino
რა უბედურებაა ეს თითო-თოთო თავის დადება, თუ არ შეგიძლია რაღას წერ 2 თვეში ერთხელ :D

მაინც არ აქტიურობენ და რა აზრი აქვს დადებას.აღარ ვაგრძელებ

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი.

როგორარა გააგრძელე

 


№4  offline წევრი Ancksunamun

სტუმარი მარიამი.
როგორარა გააგრძელე

მარტო შენ კითხულობ სავარაუდოდ :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent