შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტრუქციები IV


24-01-2018, 15:21
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 287

-კარგი.. შენ კი ისეთ სიყვარულს გისურვებ როგორც იმსახურებ.-უკანმოუხედავად ჩავჯექი მანქანაში და გავუყევით აეროპორტის გზას.
11111111111
...მე შევძლებ დავივიწყო ყველაფერი, გადავიტანო, გადავხარშო, წაქცეული და განადგურებული ისევ ფეხზე წამოვდგე, ისევ დავიბრუნო დაკარგული რწმენა, ისევ დავიბრუნო სიმშვიდე და ღიმილი, იქნებ ჩემი თვალები აღარასოდეს იყოს ისეთი, როგორიც იყო აქამდე, მაგრამ მე შევძლებ დავიბრუნო ღიმილი? ღიმილი რომელიც ანდრეისთან განშორებიშ შემდეგ დამავიწყდა..
მამასთან დავბრუნდი,რომელიც გამუდმებულ ტერორში მამყოფებდა ჩემი „მაშინდელი“ სიტყვებისთვის,მაგრამ შიგადაშიგ შემწყნარებლობასაც გამოურევდა ხოლმე,რადგან რო რამე და ანდრეი დაბრუნებულიყო მასთან მართალი ყოფილიყო.
ერთ დღესაც დავიღალე მისი გამუდმებული საუბრით ანდრეიზე და მის გენიალურობაზე.
-მამა იცოდი ანდრეის ცოლ-შვილი რო ჰყავდა?-ვიკითხე სხვათაშორის.
-რა თქმა უნდა ვიცოდი..
-ჰოდა ის თუ იცი მაინცდამაინც მე რატომ მომიყვანა ცოლად?
-ეგეც ვიცი,შენი მემკვიდრეობისთვის.
-დარწმუნებული ხარ?-შმაგიმ ცალი წარბი ზემოთ აზნიქა.
-ვერ მივხვდი ჩემგან რა გინდა.-პასუხის მოლოდინში,თავის ანტიკვარ ხელჯოხს დაეყრდნო.
-მამა,ანდრეის ჰგონია,რომ მისი ცოლ-შვილი შენი შეკვეთით ააფეთქეს,უფრო სწორად კი ის მანქანა ანდრეისთვის იყო გამიზნული,მაგრამ მისი ცოლი წავიდა და აფეთქდა.სწორედ ამიტომ მომიყვანა ცოლად მე.. უნდოდა შენ გაემწარებინე,მაგრამ რომ შეხედა შენც მაგრად გეკიდე.. შევეცოდე,ვეღარ გამიმეტა ყველასაგან განწირული და უბრალოდ შევუყვარდი.-შმაგის ეგონა რაღაც ზღაპარს ვყვებოდი,რადგან სულ ცოტახნისწინ გაიცნო ანდრეი.
-აქ სხვა ამბავია.-თქვა შმაგიმ.შემდეგ ძველებური,სიყვარულით აღსავსე თვალებით შემომხედა.-ამ საქმეს მივხედავ,შენ არ იდარდო.
-როგორ არ ვიდარდო მამა...
-ახლა ის მითხარი რატომ გამოგიშვა უკან.
-არ ვიცი,სისხლშიამოსვრილი მოვიდა,მეორე დღეს კი სახლი დაცვის თანამშრომლებით გაივსო და მე უბრალოდ გამომიშვა.-მამამ შემატყო მთლად კარგად ვერ ვგრძნობდი თავს.
-თუ ისურვებ ,ცოტა გაისეირნე..
გასეირნება ნამდვილად არრ მაწყენდა... ავდექი და ჩემს საყვარელ კლუბში წავედი..
ამჯერად ძლიერი სასმელი.. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძლიერი სასმელი ბურბონი შევუკვეთე და ნელ-ნელა ვსვამდი.სამი ჭიქის შემდეგ მივხვდი შევთვერი და მუსიკას ავყევი..
რიტმმა ამიყოლია და თვალდახუჭული ვცეკვავდი,როცა წელზე ხელის შემოხვევა ვიგრძენი..
არ ვიცი ვინ იყო,მაგრამ თვალები მაინც არ გავახილე.. მეკიდა ის ფაქტი რომ ყველგან დამყვებოდნენ,ის ფაქტიც რომ ეს შმაგის და ანდრეის ყურამდე მივიდოდა.. სწორედ ის მინდოდა ანდრეი გამწარებულიყო და ჩემთან ჩამოსულიყო,რა თქმა უნდა თუ ისევ ცოცხალი იყო..
მუსიკა დასრულდა და თვალები გავახილე..
-შენ?-თვალებს ვერ ვუჯერებდი.
-კონკია.-მომმართა ძველებურად რატიმ.
-არ რას აკეთებ?
-ხშირი სტუმარი ვარ ამ კლუბის იმ იმედით რომ ერთ დღესაც ისევ შეგხვდებოდი და აი გამიმართლა.-სიცილი ვერ შეიკავა მან.
-ნუ დამცინი,მაშინ თავში მიფრენდა.-გამახსენდა ჩვენი წარსულის დიალოგი და ცოტა დავიმორცხვე.
-რაღაც შცვლილი მეჩვენები,რა იყო დაგატერორა ვორონცოვამ?-ამ კითხვას სევდიანი ღიმილით გავეცი პასუხი.
მე და რატი მთელი ღამის განმავლობაში ვსაუბრობდით,ნუჩვენს ურთიერთობებს მაფიოზებთან(ჩემი მხრიდან) და სამსახურეობრივს(რატის მხრიდან) არ ვურევდით.თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით ისე გამიხარდა მისი დანახვა არადა სულ ორჯერ მყავდა ნანახი და ბოლოს საკმაოდ გესლიანად დავშორდით.
აი რატისთან თავს როგორ ვგრძნობდი იცით? თითქოს ადამიანს დიდი ხანია რომ იცნობ,მისი ყოველი სიტყვა რომ სიამოვნებას გგვრის და ყველა საიდუმლოს განდობა რომ გინდათ ერთი ამოსუნთქვით.. აი ზუსტად ისე.. ეს ადამიანი იმდენად ჩემად მიმაჩნდა რომ ვერც კი გადმოვცემ,ან არ ვიცი რით იყო გამოწვეული ეს გრძნობა.
-ისევ მადიოზი ანდრეის ცოლი ხარ?-ახალი ამბები სწრაფად ვრელდება
-მოვლენ, თავს შეგაჩვევენ,შენს სულს შეეხებიან,გატკენენ და მიდიან...ერთი ადამიანიც არ შემხვედრია ამ სამყაროში,ვინც მიმიღებდა ისეთს, როგორიც ვარ რეალურად. ერთი ადამიანიც არ შემხვედრია, ვინც მეტყოდა:"წიხლი რომ მკრა მაინც არ წავალო".ერთი ადამიანიც არ შემხვედრია,ვინც ჩემთან ერთად დროს გაუძლებდა.-ბოლოს ისევ ამემღვრა თვალები,მიხვდა რომ ხუმრობის ხასიათზე აღარ ვიყავი.
-მთვრალი ხარ ვიკი.. თუ გინდა ემთან ავიდეთ და უფრო მშვიდ გარემოში ვისაუბოთ.-მისი შემოთავაზება ისე ჟღერდა თითქოს ბინაში ინტიმური სიტუაციის წასამართად მეპატიჟებოდა,მაგრამ რატომღაც ვენდე და წავყევი.-არ გეშინია შენმა ხალხმა რომ შეგვისწროს?
-რატი აქ თუ სხვა რამსთვის მომიყვანე იმედი უნდა გაგიცრუო,არც თავი მაქვს მაგისი და არც სურვიცი.-რატის გაეცინა.
-არა.. ამჯერად მხოლოდ მეგობრული თანაგრძნობის გამოსახატავად.-ამაზე ორივეს გაგვეცინა.
თავი სასიამოვნოდ ვიგრძენი მის გვერდით.. არ ვიცი ასე როგორ მივეჩვიე მომენტალურად.. მზარზე თავი დავადე უსასრულო სივრცეს გავყურებდი.. ანდრეის მიმართ ყველანაირი დადებითი გრძნობა მქონდა.. მათ შორის სიყვარულიც,მაგრამ არა ისეთი სიყვარული როგორიც ანდრეისთან მაკავშირებდა.
ანდრეისა და ჩემს შორის ყველაფერი ისე განსხვავებულად იყო.. რომ ამბობენ დიდმა ჩხუბმა დიდი სიყვარული იცისო აი ზუსტად ასე.. მაგრამ ისევე მალე დასრულდა ყველაფერი,თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი..
ალბათ, მიტოვებაზე რთული, მიტოვების გადაწყვეტილების მიღებაა.
იმის გაცნობიერება, რომ რაღაც მორჩა. დამთავრდა.
კი არ დამთავრდა, შენ ამთავრებ და მხოლოდ შენსას კი არა, იმ ადამიანის ცხოვრებასაც ცვლი, აქამდე მუდამ გვერდით რომ გედგა.
ალბათ, გეშინია კიდეც. გეშინია, ამით იმაზე დიდი შეცდომა არ დაუშვა, რის არიდებასაც ცდილობ სინამდვილეში.
და საერთოდ არ ხარ დარწმუნებული გადაწყვეტილების სისწორეში.
ტოვებ და სხვისთვის თუ დამნაშავე გამოდიხარ, საკუთარ თავთან მსხვერპლის როლსაც ითავსებ.
ვერ აღმოჩნდი საკმარისად ძლიერი.
ვერ გადალახე.
ვერ გაუძელი...

იმის გაცნობიერება კი, რომ მიგატოვეს, მოგიშორეს, რაღაცის გამო გვერდით გადაგდეს, ღალატზე უფრო მტკივნეულია.
შეიძლება, ღალატი აპატიო. საკუთარი თავის გადალახვა დაგჭირდეს, პრინციპების დათმობა, საერთოდ ყველაფრის დავიწყება, თავმოყვარეობის სანაგვეზე მოსროლა, მაგრამ მაინც აპატიო.
მიხვდე, რომ მის გარეშე ყოფნა ღალატზე მეტად გტკენს და ჩაყლაპო...

უსიყვარულობასაც მოუხერხებ რამეს. იფიქრებ, რომ გრძნობა გაქრა, განელდა, სხვამ ჩაგანაცვლა.
იფიქრებ, რომ სადღაც შენი ბრალიც იყო.
ათას მიზეზს მოიფიქრებ და ამასაც გადალახავ. დავიწყებასაც შეძლებ. საკუთარ თავს შემოუძახებ, რომ არ უნდა გიყვარდეს ის, ვისაც არ უყვარხარ. არ უნდა დაიმცირო თავი ასე.

მიტოვებისას კი... მიტოვებისას ხვდები, რომ უყვარდი, მაგრამ არა საკმარისად საიმისოდ, გვერდით რომ ჰყოლოდი.
უყვარდი, მაგრამ დათმობაც შეეძლო. საკუთარი ხელით მოშორება.
უყვარდი, მაგრამ მიგატოვა.
და არაფერს აქვს მნიშვნელობა.
ალბათ, მიტოვებაზე რთული, მიტოვების გადაწყვეტილების მიღებაა, ამ ყველაფერზე საშინელი კი, იმის გაცნობიერება, რომ მიგატოვეს..
არ ვიცი საიდან და როგორ აღმოვჩნდით მე და რატი საძინებელში..
მის მკერდზე მედო თავი,მას კი ორივე ხელი ისე მჭიდროდ შემოეხვია ჩემთვის თითქოს ფიქრობდა არ გამექცესო..
რატი წელზემოთ შიშველი იყო.. ქვემოთ რა ხდებოდა არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა,მაგრამ შევკივლე და ისე წამოვვარდი ფეხზე.. გაუცნობიერებლად ლოგინზე ვიდექი ,რატი კი შეშინებული ქვემოდან მიყურებდა.
-რა მოხდა?-იკითხა უცოდველი სახით.
-როგორ თუ რა.. ხომ მითხარი ამჯერად მეგობრული თანადგომისთვის წამოდიო..
-მერე?-თითქოს ვერ მიხვდა..
-მერე ის რომ დივანზე ვიჯექით,აქ რა გვინდა?
-იქ ჩაგეძინა და აქ გადმოგიყვანე,შემდეგ აღარ გამიშვი და მეც შენს გვერდით დავწექი.. არც მაგდენად მომწონხარ რომ ვისარგებლო მთვრალი ქალით და თავსაც ვერ გავწირავ შენთან ერთი სექსის გამო.
-იდიოტო.-შევუბღვირე და ლოგინიდან ჩამოვხტი.
უკვე სამი თვე გავიდა,მაგრამ ანდრეისაგან არანაირი შეტყობინება არ მიმიღია..
არანაირი დასტური იმისა რომ ვახსოვარ,ვუყვარვარ და ჩემზე ფიქრობს..
ამ სამი თვის განმავლობაში შმაგი სულ დაკავებული იყო ჩემი ნაამბობის გამოძიებით,მე კი მთელ თავისუფალ დროს რატისთან ვატარებდი..
ერთ დღეს ჩვენს საყვარელ რესტორანში ვისხედით და ვვახშმობდით,ვხვდებოდი რომ მას ჩემს მიმსრთ გრძნობები გაუჩნდა,მაგრამ მე კვლავ წარსულ სიყვარულს მივტიროდი და ამიტომ არ ჩქარობდა გამოტყდომას.. არადა როგორი განსხვავებულია ეს ორი პიროვნება.. როგორც ცა და დედამიწა..
რატი მხიარული,მეგობრული,ნათელი პირსახის ადამიანია,მისი სახიდან იშვიათად ქრება ღიმილი.ქერა და ცისფერთვალება.. ჩემი ცისფერთვალება..
ანდრეი კი გრუბი,გაუცინარი,სერიოზული და მედიდური ადამიანია,არასდროს იღიმის თუკი არ დაგცინის რა თქმა უნდა.მისი შავი თმა და თვალები ისე მენატრებოდა,რომ მზად ვიყავი რუსეთში მისი ნებართვის გარეშე დავბრუნებულიყავი.
მიმტანის მიღმა თვალებს წავაწყდი.. რომელიც მისას მაგონებდა,შემდეგ მზერა ტუჩებზე გადავიტანე და დავაკვირდი..
ანდრეი იჯდა,არ ვიცი იცოდა თუ არა რომ მეც იქ ვიყავი,მაგრამ შესაძლოა არც შევუმჩნევივარ რადგან გვერდს ახალგაზრდა ჩემზე ბევრად ლამაზი ქალი უმშვენებდა ,რომელსაც ისე შესციცინებდა თვალებში,როგორც სანუკვარ სიყვარულს,ამ ქვეყნად.. ჩემთვის ისე არასოდეს შემოუხედავს.
-რა დაგემართა?-მკითხა რატიმ,როცა ჩემი სახე შეამჩნია და შემდეგ თვალი ჩემს მზერას გააყოლა.-მის გვერდით ვინ არის?
-არ ვიცი.-წავიბუტბუტედა ქურთუკს დავავლე ხელი.
არც ანდრეისთან მივედი,არც რატის დაველოდე.. უბრალოდ გავიქეცი იქედან..
გავექეცი შესაძლო ღალატის ფაქტს.. მიუხედავად იმისა რომ მე და რატი საკმაოდ დავახლოვდით თავში წამითაც არ გამიფიქრებია ანდრეისთვის მეღალატა,რატისთან დავწოლილიყავი.. მე მეგობარი მჭირდებოდა მისი სახით,რადგან მამაკაცი მეგობარი უფრო რეალურად მსჯელობს და თუკი რაიმე არაადეკვატურის ჩადენას აპირებ,ის ყოველთვის მოგიყვანს საღ აზრე.. მე მეგობარი მჭირდებოდა რატის სახით და არა კაცი..

რამოდენიმე დღე გავიდა.. რატის ზარებს არ ვპასუხობდი,არ ვიცი ამ საცოდავ ბიჭს რას ვერჩოდი და რატომ გავხვიე ამ ყველაფერში..
-ვიქტორიაა.-გაყვიროდა მამაჩემი მთელ სახლში.
-რა ხდება მამა?-ოთახიდან გამოვედი და შიდა აივნიდან გადავყურებდი მამას.
-შენი ტელეფონი იმდენს რეკავს უკვე ტვინი მატკინა.ვინ რეკავს?
-პირადულია მამა.-რატომღაც შმაგი დიდად აღარ ინტერესდებოდა მსგავსი საკითხებით.
-შენი პირადი უხმო რეჟიმზე დააყენე თორემ თავი ამიფეთქდა უკვე.
ჩემსა და მამაჩემის საუბარს მოულოდნელი სტუმარი,უკაცრავად შემეშალა... „საპატივცემულო“ სტუმარი ანდრეი შემოესწრო.მამამ დიდი მოკრძალებით მოიკითხა სტუმარი და კაბინეტისაკენ გაუძღვა.ანდრეიმ ერთი,ურეაქციოდ ამომხედა,ხელი-ხელზე გაუსვა და შმაგის უკან გაჰყვა..
ერთიანად ავკანკალდი,მისგან მსგავს ურეაქციობას არ მოველოდი.. რაც არ უნდა იყოს ჩვენ ჯერაც ცოლ-ქმარი ვიყავით.ნუ ესეც საკითხავია რადგან როგორც ქორწინებაზე არ მომიწერია ხელი,იქნებ არც განქორწინებაზე დასჭიდა. რუსეთი და მისი კორუფცია..
დაახლოებით ხუთი საათი ისხდნენ კაბინეტში შმაგი და ანდრეი..
ხუთი საათის განმავლობაში ათასჯერ.. არა ათიათასჯერ მოვკვდი და გავცოცხლდი..
სასტუმრო ოთახში დავხვდი ანდრეის,რომელმაც მობეზრებული სახით შემომხედა და ამოიხვნეშა.მამამ მარტო დაგვტოვა..
-როგორი ცივი ხარ.-აღმომხვდა შეწუხებული სახით,მას კი ხმა არ ამოუღია ისე იდგა და მიყურებდა.-როგორც ჩანს ყველაფერი ასე მალე დაივიწყე.
-რაც არ ყოფილა,იმას ვერც დავივიწყებდი ვიქტორია.-უგრძობი იყო მისი ხმა.
-მე ვგრძნობდი რომ გიყვარდი,მაგრამ ახლა.. შენ ურეაქციო დაპროგრამებული რობოტივით იქცევი.
-მიყვარდი,მაგრამ წამიერად.. იმ მომენტში.. როცა ჩემს გვერდით იყავი,მაგრამ მის შემდეგ დიდი დრო გავიდა.
-მაინც რამდენი? ნუთუ ხუთი თვე დიდი დროა სიყვარულის დასავიწყებლად?
-ნუთუ გეგონა ვიქტორია,რომ მე შენს გამო ღამეებს გავათენებდი,ოცნებებში შენს გვერდით ვიყავი და ჩემი შენდამი სიყვარული ცას წვდებოდა?ნუთუ გეგონა უშენობის განცდით თავს მოვიკლავდი?-აფეთქდა წამიერად ის
-რა თქმა უნდა,ჩემი შემცვლელი უნაკლო ქალი შეგირჩევია..
-შენ რა იცი ვინ არის ჩემს გვერდით?შენ ისიც ვერ გაგაიგია შენს გვერდით ვინ არის.-ამ სიტყვებზე ხმამაღლა გამეცინა.
-ვიცი რასაც აკეთებ.
-რას?
-შენი სიცივის დანახებით გინდა შური იძიო.
-რატომ უნდა ვიძიო ვიკი შენზე შური?
-გინდოდა შმაგი გაგენადგურებინა,მაგრამ შეგიყვარდი და ვეღარ გამიმეტე.ამიტომ ცდილობ შენი გრძნობები დამალო რომ ყველაფერი გაგიადვილდეს და საწადელს მიაღწიო..
-შენ ასე გგონია? იქნებ ამის მოფიქრებაში მაიორი დაგეხმარა?როდის გაგიზიარა მისი მოსაზრება,მას შემდეგ რაც ფეხები აგაწევინა თუ მანამდე?-ანდრეის შავ თვალებში განრისხება შევნიშნე,მართალია სიბრაზის მაგრამ მაინც იმედის მომცემი იყო ჩემთვის.
-რაც ფეხები ამიწია მის შემდეგ გამანდო და იცი კიდევ რა გამიზიარა?-უკვე ვცდილობდი გამეღიზიანებია და ასეც გამომივიდა.
ანდრეიმ ჩემზე ხელი აღმართა,ისე ძლიერად მითავაზა სახეში რომ კბილიდან პლომბიც კი ამომივარდა.მისი თვალები მწვავდა.ვიცოდი ისევ ჰქონდა ჩემს მიმართ გრძნობები და სწორედ ამიტომ აიშალა,მაგრამ მისგან ამას მაინც არ მოველოდი.სიმწრისაგან ცრემლები წამსკდა.ტუჩი დარტყმისაგან გამისკდა და როცა ცრემლებმა ჭრილობამდე მიაღწია,ამეწვა.. ტუჩი იმდენად არა რამდენადაც სული მეწვოდა.
-სულით ძუკნა ხარ ვიკი,მე კი შენნაირი ძუკნა არ მჭირდება.-გვერდი ამირა და ოთახიდან გავიდა.
დამიფასდა ლოდინ.-გავიფიქრე და ირონიულად დავცინე გულში ჩემს თავს.
ვტიროდი,მაგრამ ღირსიც ვიყავი..
ეგონა? დაე ჰგონებოდა რაც უნდოდა.მისთვის მაინც უმნიშვნელო და გაუფერულებული ადამიანი ვარ.სილაგარტყმულიც და მის გარეშეც.
ნერვებმა შემომიტია,სახლში ვერ გავჩერდი და რატის მივაკითხე ბინაში.. კარები გააღო თუ არა ლამის ყბა ძირს ჩამოუვარდა.. დასიებული,ნამტირალები რომ დამინახა.. ტუჩისკუთხეში სილურჯესაც არაუშავდა.
-რა დაგემართა?-ძლივს ამოღერღა.. მე კი საპასუხოდ ძლიერად ჩავეხუტე და კიდევ უფრო ავტირდი.-შემო.. -სახლში შემიყვანა
არ მაჩქარებდაა რატი,ელოდა როდის გადავწყვეტტდი ჩემი სურვილით მომეყოლა..ბოლოს მოთმინება დაეკარგა.
-ეს ვინ ჩაიდინა ვიკი?-სახე მისკენ მიმატრიალებია.
-ანდრეიმ.-რატი სიბრაზისაგან გაცეცხლდა,ფეხზე წამოხტა და ქურთუკს წაავლო ხელი.
რატის საშუალება არ მივეცი წასულიყო.ქურთუკი ჩამოვართვ და ყველაფერი დეტალებში მოვუყევი.რატი ლამის გამოშტერდა.
-ასეთი მატყუარა როგორ ხარ გოგო?ეგ რომ ჩემთვის ეთქვა ვინმეს..-რატი შეყოვნდა..-მაგრამ არა ჩემს საყარელ ქალს.
-საქმეც მაგაშია,რატი.. ის ვერასოდეს გაიგებს როგორ მძიმე მომენტებში მიდექი გვერდით,ვერ აანალიზებს რომ შეიძლება მყავდეს მეგობარი მამაკაცი.
-ეგ ჩვენი ბრალიცაა. ვიცოდით რომ მისი ხალხი დაგყვებოდა,მაგრამ შენ არ იშლიდი.
-მგონი რომ სწორად ვიქცეოდი.არ ვნანობ არცერთ სიტყვას.. მხოლოდ იმ კედლებს ვნანობ რომელიც შენთან ურთიერთობისას ავღმართე.-რატისაკენ მივიწიე და ტუჩებში ვაკოცე.
მტკივანი ტუჩი კიდევ უფრო ამეწვა,მაგრამ არ გავჩერებულვარ.. რატი შეყოყმანდა,თუმცა საშუალება არ მიეცი დროზე ადრე შეეწყვიტა კოცნა და ხელი ეკრა ჩემზე.. მაგრად მოვხვიე ხელები და ნელი მოძრაობით მის კალთაში აღმოვჩნდი.რატი თითქოს გონს მოეგო და ფეხზე წამოდგა მე კი ნელა დამსვა ძირს.გაკვირვებული მიყურებდა.
-ვიკი რას აკეთებ?სულ ნუ დაკარგავ თავს.. რადგან ანდრეიმ ხელი გკრა ჩემთან ნუ დაიწყებ ნუგეშის ძებმანს.-თვალები გადავატრიალე და დივანზე მოწყვეტით დავჯექი.-არ გეწყინოს ვიკი,სხვა სიტუაცია რომ იყოს არც შეგაჩერებდი,მაგრამ ახლა შენ ანდრეიზე ხარ გამწარებული და თუ შენს ტყუილს „გაამართლებ“ გგონია ამით შურს იძიებ იმ სილისთვის,რომელიც მან გაგარტყა.
-კარგი ჰო მრცხვენია ჩემი თავის ისედაც..
-მაგისთვის არ მითქვამს რომ შეგრცხვეს,ან ჩვენი ურთიერთობა შეიცვალოს.. უბრალოდ გონს მოეგე და თუ გინდა ანდრეი დაიბრუნო საქმეს სხვაგვარად უნდა მიხედო.-შემდეგ რატის საკუთარ თავზე გაეცინა.
-რა იყო?
-ახლა ჩემს თავზე ვბრაზდები.ქალი რომელიც მიყვარს მკოცნიდა,ცოტაც და ჩემს მკავებში აღმოჩნდებოდა და მე მის ქმართან ვუშვებ.-ისევ იცინოდა რატი.-ისე ქმრის მოღალატე ქალები მრავლად არიან.. მოდი თავიდან ვცადოთ.-რა თქმა უნდა უკვე ხუმრბდა.
-რა სულელი ხარ რატი.,მაგრამ მე უფრო დიდი სულელი ვარ.-კეფა მოვიქექე და ერთი აზრი დამებადა.-მოკლედ მე წავალ ერთი საქმე უნდა მოვაგვარო,თუ არაფერი გამოვიდა სატირლად ისევ შენთან მოვალ.-ქურთუკს ხელი დავავლე და ლამის გავიქეცი,რომ საღი აზრი არ მოეწია რატის ჩემთვს.
ანდრეის მისამართი არ ვიცოდი,სად იყო გაჩერებული,ამიტომ მამას დავურეკე და ვთხოვე დამხმარებოდა.რა თქმა უნდა ჯერ ძირფესვიანად გამოიძია რატომ მინდოდა ჩემი ქმრის მისამართი,მეც ტყუილებში გაწვრთნილმა თვალსადახლშუა მოვიფიქრე ახალი ტყუილი.
სასტუმროში მივედი და კარებზე ზარი დავრეკე..კარები იმ ქალმა გამიღო,რესტორანში რომ ახლდა ანდრეი.. თეთრხალათში გამოწყობილი იდგა და გაკვირვებული სახით მიყურებდა,უფრო სწორად კი ჩემს სილურჯეს უყურებდა.ქალი რომ მალე არ დაბრუნდა ანდრეიმ გამოაკითხა,წელზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული აშკარა იყო აბაზანიდან ახლა გამოვიდა,მთელი სხეული დანამული ჰქონდა. თვალი იმ ჭრილობასაც მოვკარი,რომელიც ჩვენი განშორების წინა დღეს მიაყენეს.
-ნატაშა.-შესძახა ანდრეიმ რუსული აქცენტით.-„იძი“.-გამოცხრა კბილებს შორის და ქალიც მაშინვე წავიდა. -რა გინდა?-მომმართა ახლა მე.
-კარებში ვისაუბროთ?
-შემოდი.-ზურგი მაქცია და მისაღებ ოთახში შემაცილა,თვითონ კი ჩასაცმელად საძნებელში შევიდა..
სასტუმრო ოთახში ვიჯექი და ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა მისთვის,ან მას ჩემთვის.. საძინებელსა და სასტუმრო ოთახს მხოლოდ ერთი კარები ჰყოფდა,რომელიც ღრიჭოდ იყო დატოვებული,ყოველი შემთხვევისათვის საუბარი რომ დამეწყო.
-ანდრეი.-ჩემი ხმა გაიგონა.. არ გამოსულა იქედან მიპასუხა.
-თუ მაცდი ჩავიცმევ და მანდ ვისაუბროთ.-ამჯერად ცოტა ლმობიერად მიპასუხა,რამაც სტიმული მომცა.
ავდექი და საძინებლის კარები ფართედ გამოვაღე,რაზეც ანდრეის ყურადღებაც კი არ გაუმახვილებია..
შარვალი უკვე ჩაეცვა ახლა პერანგს იკრავდა..
ვიდექი და ვუყურებდი,ვხვდებოდი რომ მისი სხეულის სითბო მენატრებოდა,მასთან ჩახუტებისთვის ყველაფერს გავიღებდი..
ანდრეიმ ჩემკენ თვალი გამოაპარა და ღილების შეკვრას შეუდგა..
ნელი ნაბიჯით მივედი მასთან,რომ კიდევ ერთხელ შემეგრძნო მისი სურნელი..
თავბრუ მეხვეოდა ისე მინდოდა,მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებდი..
პერანგში ხელი ჩავჭიდე და პირდაპირ გავსწიე.. ყველა შეკრული ღილი ერთიანად ასწყდა,ანდრეი არ შემწინააღმდეგებია.მხურვალედ და გრძნობით მკოცნიდა.. შემდეგ კი უბრალოდ სიამოვნებაში გადავიკარგეთ...







პ.ს როგორია მებობრებო? თქვენს შეხედულებებს თუ გამიზიარებთ კარგი იქნება <3



№1 სტუმარი მარი. ელ❤

კარგიაა:) თუ ანდრეიმ წინაზე იცოდა რო არაფერი ჰქონია რატისთან ვიკის ახლა როგორ დაიჯერაა:დდ ჩემი სურვილია ახლა ანდრეიმ დაინახოს თავისი შეცდომა და ჯობია ახლა ვიკი ადგეს და წავიდეს ჩვეულებრივ როგორ ეს ანდრეიმ გააკეთაა იმ ღამის შემდეეგ:) ყოჩაღ შეენ❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

mishveke,,,,

სტუმარი shalo
mishveke,,,,

mishvelee

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

შაუკეტესო მოტხრობაა
მომწონს ზალიან.ახალი ტავის დადება არ დააგვიანო.❤❤❤

 


№4  offline წევრი blondeangel631

მმწონს ძალიან შემდეგ თავს ველოდები heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი ani

ერთი სიტყვით მაგარია მაგრამ ახლა ვიკი უნდა ადგეს და წავიდეს ეს ჩემი აზრია და სხვა რა გითხრა თემა რომ ძალიან მაგარია ამას თქმაც არ უნდა heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent