შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი ( 11 თავი )


24-01-2018, 20:08
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 2 242

მეცხრე დღე გადიოდა ალექსანდრეს გარეშე. მეგონა რომ ჩემს ირგვლივ ჟანგბადი კლებულობდა და ერთხელაც გავიგუდებოდი. უალექსანდრეობა მჭირდა. როგორ მინდოდა ისევ მეგრძნო მისი თითები ჩემს თმებში ახლართული, მისი მკლავები ჩემს წელზე. მისი თვალების ნახვა მინდოდა ყველაზე მეტად! შავი უძირო თვალების.
სალი ცდილობდა ოდნავ მაინც გავემხიარულებინე და გამოსდიოდა კიდეც. ჩემი თავის გამიკვირდა როცა გავიცინე. მეგონა რომ ალექსანდრეს გარეშე სიცილსაც ვერ შევძლებდი.
სალის ყოველთვის უნდოდა ჩემთან დარჩენილიყო, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. მინდოდა ღამე მარტო ვყოფილიყავი. მხოლოდ მე და წარმოსახვითი ალექსანდრე ჩემს გონებაში. სალისაც ესმოდა ჩემი და არ მეწინააღმდეგებოდა.
მალე უნივერსიტეტიც დაიწყებოდა და ალბათ, გულსაც გადავაყოლებდი.
რაც შეეხება ალექსანდრეს, მასზე არაფერი გამიგია, არც მიკითხავს და არც აქეთ უთქვამთ. ყველამ იცოდა რომ გამოჩნებოდა ალექსანდრე, გამოჩნდებოდა ისევე მოულოდნელად როგორც გაქრა. და რა იქნებოდა შემდეგ? სწორედ ამის პასუხს ვეძებდი ყოველ ღამით ჩაფიქრებული.
სამზარეულოში ვიყავი როცა კარზე ზარი გაისმა. გამიკვირდა, სალი ყოველთვის წინასწარ მეუბნებოდა. წამით გავიფიქრე რომ შესაძლოა ის ყოფილიყო. სწრაფად მივედი კარებთან და გამოვაღე. ზღუბლზე ანდრო იდგა და მიღიმოდა, სევდიანად.
- ანდრო?! შემოდი - მისაღებში შევიდა და მეც მივყევი უკან.
- როგორ ხარ, ნინა? –
- არამიშავს.სად დაიკარგე? არც გიგა და სანდრო ჩანან. - ალექსანდრე გამახსენდა და თავი ჩავხარე რომ ცრემლები არ შეემჩნია.
ანდრო გვერდზე მომიჯდა და ჩამეხუტა.
- ხომ იცი რომ დაბრუნდება?! შენ არ დაგტოვებს ნინა! ვერ დაგტოვებს! სიცოცხლეს ურჩევნიხარ და ეს შენც კარგად იცი.
- მაგრამ რატო წავიდა? რატომ არ მომისმინა? სხვას დაუჯერა და მე მატკინა - მის მკერდში თავჩარგული ვქვითინებდი.
- არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის, მაგრამ ვიცი რომ ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებთ ნინა. ის ასეთია. არავის არ უსმენს. თვითონ უნდა გაანალიზოს, დაფიქრდეს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. გთხოვ, ნინა არ გაბრაზდე მასზე და ამის გამო არ შეიქმნათ პრობელმები.
უხმოდ ჩავეხუტე. მიხაროდა რომ გვერდით მსგავსი ადამიანები მყავდა.
ანდრო მალევე გავაცილე.
- რამე თუ დაგჭირდა იცოდე დამირეკე
- კარგი - ღიმილით გავისტუმრე, მაგრამ დღე მაინც ტირილით გაგრძელდა. გვიანობამდე არ დამეძინა. საკმაოდ გვიანი იყო, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. არც დავკვირვებივარ, მოკლე პიჟამოებით გავედი გასაღებად. თან უკვე მეძინებოდა და ნახევრად გათიშული ვიყავი. ტირილისგან ჩაწითლებული თვალების სრესვით გამოვაღე კარები. მაგრამ მაშინვე გამოვფხიზლი, როგორც კი ალექსანდრე დავინახე კარს მიღმა. ვერ გადმოვცემ რა დამემართა. ყველანაირმა გრძნობამ გაიღვიძა ჩემში. თან მინდოდა მივსულიყავი და მეცემა, იმისთვის რომ ამდენი ხანი მტანჯა და ასე მატკინა, მაგრამ ამავდროულად მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მისი სურნელი შემეგრძნო.
ჩემი თვალების დანახვისთანავე სახე მოეშალა, ჩასისხლიანებული თვალები აუცრემლიანდა და სწრაფად წამოვიდა ჩემსკენ. მე კი უძრავად ვიდექი როცა ჩამიხუტა და ჩემი სურნელი შეისრუტა. არ ვიცი რა დამემართა. გაქრა, ყველანაირი ჩემი სიამაყე, თავმოყვარეობა , სიბრაზე. ერთ დროს ვამბობდი რომ ასეთი რამეს ადამიანს არასდროს ვაპატიებდი, მაგრამ ახლა ვერაფერზე ვაზროვნებდი.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა. მთელი სხეული ამიხურდა.
- შემომხედე- თვალები გავუსწორე და ღრმად ჩავისუნთქე. თვალებში დამაკვირდა და ბოლოს ჩემს ტუჩებს დაეწაფა, მაგრამ გავაჩერე.
- ალექსანდრე არა…
- ნინა… - სევდიანი თვალებით შემომხედა და ცერა თითი ლოყაზე გამისვა.
- ალექსანდრე მინდა აგიხსნა...
- არა…
არ მოვუსმინე და მისაღებში შევედი.
- სანამ შენ შეგხვდებოდი შეყვარებული მყავდა- ალექსანდრეს ძარღვები დაეჭიმა., - დიტო. წელიწადი ვიყავით ერთად როგორც შეყვარებულები. ერთ საღამოს როცა ვიჩხუბეთ, მის ძველ ნაშასთან წასულა. ეს ბოლოს გავიგე. იმ გოგოს უყვარდა დიტო და მისი დაბრუნება უნდოდა. ის კი ჩემთან იყო. დიტოს ვიდეო გამოუგზავნა სადაც მე… - ფანჯარასთან ვიდექი მისკენ ზურგით, ცრემლი შეუმჩნევლად მოვიწმინდე.- დიტომ დაიჯერა რომ იმ ვიდეოზე მე ვიყავი და დამშორდა. დიდად არ შევწუხებულვარ ამის გამო, ალბათ არ მიყვარდა. იმ დღეს კლუბში კი შენ გაგიცანი. ერთი კვირის წინ კლუბში კატო შემხვდა, დიტოს ნაშა. მითხრა რომ ჩემი ბრალი იყო, ის რომ დიტო მას არ ეკარებოდა. შენ კი აქ ვიღაცას კოცნიო შუა დარბაზში. შურს ვიძიებო და დამტოვა. მას შემდეგ არც გავსულვარ საპირფარეშოში და ეს შენც კარგად იცი. შემდეგ კი შენ გამოგიგზავნეს იგივე ვიდეო. შენ კი… - ტირილი ამიტყდა და ვერ ვჩერდებოდი.
- ნინა… - უკნიდან ჩამეხუტა და თმებზე მომეფერა - როგორ დაგტანჯე - შემაბრუნა და ლოყაზე ნელა მაკოცა. ვგიჟდებოდი მის შეხებაზე და უფრო მეტირებოდა, რომ ერთი კვირა ამის გარეშე ვიყავი. - მაპატიე რომ გატკინე. უბრალოდ, ვერ შევძელი იმ მომენტში აზროვნება ნინა. მიყვარხარ და ეს შენც იცი. - ცრემლები მომწმინდა და ტუჩებზე ფრთხილად მაკოცა. როგორ მომნატრებია! მინდოდა სულ ისე მეყურებინა მის თვალებში როგორც ახლა ვუყურებდი და ვერ ვძღებოდი მისით.
- ალექსანდრე, ასე აღარასოდეს მომექცე, გთხოვ.
- მთელი ცხოვრება შენთან ვიქნები.
- სუულ?
- სულ!
- ბოლომდე?
- ბოლომდე!
ოთახამდე კოცნით მივედით და უკვე საწოლზე გავაგრძელეთ ერთმანეთით ტკბობა. სასწაულად მომნატრებია მისი შეხება, მისი ტუჩები და ხელები ჩემს კანზე. მისი თითები ჩემს თმაში და ჩემი მისაში. მთელი სხეული დამიკოცნა, ჩამიხუტა და სახე ჩემს ყელში ჩარგო.
- ჩემი პირადი ბედნიერება ხარ ნინა!
თურმე ასე ტკბილად ძილიც მომნატრებია.

დილით გაღვიძებულს ტუჩებგამობურცული ალექსანდრე მეწვა გვერდზე. ვუყურებდი და დაგემოვნების სურვილი მკლავდა. თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა იმ მომენტში.
- ალექსანდრეე- თითებს ვატრიალებდი მის სახეზე, ამოიზმუბლა და ცალი თვალი ნახევრად გაახილა, - გაიღვიძე რა, მომენატრე. - გამიღიმა და ტუჩებზე დამაკვდა. მისკენ მიმიზიდა და სხეულზე ამაკრა. მის დაკუნთულ სხეულზე ვატარებდი თითებს და მეღიმებოდა მისი დაჭიმული სხეულის გამო. მსიამოვნებდა რომ მასზე ზემოქმედებას ვახდენდი.
ერთმანეთით დატკბობის შემდეგ ავდექით. გვინდოდა ბავშვებთან გავსულიყავით.
საწოლიდან წამოვდექი, მაგრამ უეცრად თავბრუ დამეხვა და და ისევ საწოლზე დავვარდი.
- ნინა!
- არაფერია! - შუბლი მოვისრისე და წამოდგომა ვცადე , - უბრალოდ გადაღლილი ვარ.
უხმოდ ჩამეხუტა და კისერზე მაკოცა.
- მაპატიე - ჩემს კისერში ჩაილაპარაკა. მისკენ შევბრუნდი და ხელები კისერზე შემოვხვიე.
- უკვე გაპატიე - ვაკოცე და სააბაზანოში შევედი. სარკეში დავაკვირდი საკუთარ თავს. თვალები გაბრწყინებული ალექსანდრეს ნახვით, მაგრამ ჩაფიქრებული თავბრუსხვევის გამო. გადავწყვიტე ექიმთან წავსულიყავი.
მალე მე და ალექსანდრე ანდროსთან ვიყავით. ჩვენს დანახვაზე სიხარულით თვალები გაუფართოვდათ. გვინდოდა იაც აქ ყოფილიყო, მაგრამ გიგამ გვითხრა რომ სოფელში იყო მშობლებთან. საოცარი იყო შეყვარებული გიგა. როცა იასთან იყო, ჩვენ აღარ ვახსოვდით, როცა არ იყო მუდამ ჩაფიქრებული დადიოდა ყველგან.
მე და სალიმ ვიჩალიჩეთ რომ სანდროსაც გაემხილა ჰყავდა თუ არა ვინმე, მაგრამ ვერ გამოვტეხეთ. სანდრო დაგვნებდებოდა ჩვეენ?!
ალექსანდრეს მკლავებში ვიყავი გახვეული და მოცინარ მეგობრებს შევყურებდი.
- ყველაზე მეტად მიყვარხარ! - საფეთქელზე მომაკრა ტუჩები და მკლავები უდრო მაგრად მომხვია.

- სალი, ჩემთან დარჩი რა

- მიკადრეებ?!

- აუ ხო იცი…

- კაი გეხუმრები გიგო.


სახლში გვიან დავბრუნდით. ალექსანდრემ და ანდრომ მიგვაცილეს და ჩემთან დაგვტოვეს.

- სალ ხვალ საავადმყოფოში უნდა გამომყვე.
- რაა? რა გჭირს? - დაფეთებული ახტა სავარძლიდან და სამზარეულოში გამეკიდა.
- თავბრუ ისევ დამეხვა და მინდა გასინჯვაზე მივიდე. - სალის ღიმილმა გაუპო სახე, დამთანხმდა და ისევ სავარძელში ჩაჯდა.
- არ ვარ ორსულად ადამიანო!
- მე მაინც მგონია რომ ორსულად ხარ!
გამეღიმა ამის გაფიქრებაზე, ცივი ყავა გავიტანე და თაან ტკბილეულიც გავიყოლე.


ექიმის კაბინეტში ვიცდიდით მე და სალი. ნერვიულობისგან ტუჩებს ვიჭამდი და თითებსაც ვერ ვაჩერებდი.
- დამშვიდდი რა, ხომ იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება, - გავუღიმე და ოთახში ექიმიც შემოვიდა.
- ყველაფერი რიგზეა არ ინერვიულოთ. უბრალოდ ერთი რამ უნდა იცოდეთ - და ამის გაგონებაზე სმენა დავძაბე და სალის მოვუჭირე ხელზე.
- თქვენ ორსულად ხართ! - ჩემი გაშტერებული მზერა, სალის გაწითლებული ხელი, ექიმის გაბადრული სახე და ჩემი არეული მაგრამ ბედნიერი ფიქრები, რომლის გამოც ცრემლები ჩამომივარდა.

ალექსანდრეს დავურეკე როგორც კი სახლში მივედი.
- სად ხარ?
- სახლში შენ?
- კომპანიაში.ხდება რამე? ხომ კარგად ხარ?
- კი, კი. უბრალოდ, ალექსანდრე დღეს ჩემთან მოდი კარგი.?! რვა საათისთვის.
- ისედაც ვაპირებდი - ზუსტად ვიცოდი ახლა როგორ იღიმებოდა.
- ძალიან კარგი! გელოდები.
- მიყვარხარ!
- მეც ალექსანდრე, - გაბადრულმა გავთიშე და სალის გავხედე მრავლისთქმელი თვალებით.


ესეც ახალი თავი blush იმედია მოგეწონათ
მადლობა დადებითი კომენტარებისთვის heart_eyes



№1 სტუმარი მაკი

მაგარია ვისიამოვნე ძალიან გაგრძელებას როდის დადებ?

 


№2 სტუმარი სტუმარი კატო

შემდეგი თავი მალე დადე ძაან მაგარი ხაარ აი უმაგრესი მაგრამ იმედი მაქვს რომ ცუდად არ გაგრძელდება წარმატებები

 


№3  offline წევრი ანუშირვანი

არ მქონდა წაკითხული და ერთად წავიკითხე ყველა:* ველოდები შემდეგ თავს:* სულ ასეთი სასწაული ისტორიები როგორ გაქვს? :* :*

 


№4  offline წევრი blondeangel631

ძალიანკარგი იყო შემდეგ თავს ველოდები heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი CRAZY GIRL 2

მაკი
მაგარია ვისიამოვნე ძალიან გაგრძელებას როდის დადებ?


ხვალ დავდებ heart_eyes

სტუმარი კატო
შემდეგი თავი მალე დადე ძაან მაგარი ხაარ აი უმაგრესი მაგრამ იმედი მაქვს რომ ცუდად არ გაგრძელდება წარმატებები


მადლობა blush

ანუშირვანი
არ მქონდა წაკითხული და ერთად წავიკითხე ყველა:* ველოდები შემდეგ თავს:* სულ ასეთი სასწაული ისტორიები როგორ გაქვს? :* :*


მიხარია რომ მოგეწონა kissing_heart

blondeangel631
ძალიანკარგი იყო შემდეგ თავს ველოდები heart_eyes heart_eyes

heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent