არანორმალური (3)
დილით გვიან გამეღვიძა. უკვე პირველი ხდებოდა საათს რომ დავხედე. ავდექი, ცოტა გავიარე და არავინ არ დამხვდა სახლში. მაგიდაზე რაღაც ფურცელი იყო და დიდი ასოებით ეწერა: ბ ა ბ ი ს ! გავშალე ფურცელი და დავიწყე კითხვა: ,,ბაბლი ვიცი რომ გვიან გაიღვიძებ და სახლში არავინ დაგხვდება. ასე რომ მე სამსახურში ვარ,ვიკის მზიამ დაურეკა და ნოეც გასასვლელი არის მგონი. კარები ჩაკეტე წასვლამდე და გასაღები მეზობელს დაუტოვე. დროებით! გკოცნი! ნიაკო!" -აუუ...მე ვარ რა ერთი ეს მძინარე მზეთუნახავი!–ჩავიბურტყუნე ჩემთვის. -ნურას უკაცრავად!–შიშისგან შევხტი და შეცბუნებულმა გავხედე ნოეს–ძილში არავინ შემეჯიბროს...მაინც ვერ მაჯობებთ! -გული გამისკდა! ნორმალური ხარ?! მე მგონია მარტო ვარ სახლში და უცბად ვიღაცამ ხმამაღლა მითხრა ნურას უკაცრავადო–შევუბღვირე... -მაგის მაგივრად წამო ვისაუზმოთ! -რა ვისაუზმოთ?! ერთმანეთი ვჭამოთ?–აი დებილებს რომ უყურებენ ეგეთი სახით შევხედე... -შენ არ გაგიგია განთქმული მზარეული: ნოე ვარდოსანიძე?! -პირველად მესმის!–თან დივნის გასწორებას შევუდექი. -აუუ...სუფთა ჩამორჩენილი! მაშინ გამოგვისეირნეთ მერე სამზარეულოში და პირადად გაგაცნობთ! -ვოქეი! დალაგებას რომ მოვრჩი, გავედი სამზარეულოში და მხვდება ბლინები, შოკოლადის მინანქარიო თუ რაც ჰქვია და წვენი... -გავიგე ტკბილი უყვარსო– გამომცდელად შემომხედა... -დიახ, ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო...–მეც არ დავაყოვნე პასუხი–იყიდე ხო?! -ბლინის გარდა ყველაფერი! -აბა ეს მომწამლავს! -მაშინ სულ კარგად მეყოლე!–და ხელით სამზარეულოს კარებისკენ მანიშნა. -კაი ჯანდაბას, ამ ერთხელ გავრისკავ, ნიაკოს ხათრით! -ნიაკოს ხათრით!–გამომაჯავრა და მაგიდისკენ მიმითითა. მართლა გემრიელი რამე იყო. მოკლედ მივირთვით,მერე თვითონ აალაგა, მე კი ჭურჭელი დავრეცხე... -მაგარი "კამანდა" ვართ! -ჩვენნაირი მეორე არ დადის მთელს მსოფლიოში! -მაშ! კაი წავალ ახლა მე, გამოვიცვლი და მერე მეგობარი უნდა ვნახო! -ხო, მეც წასასვლელი ვარ! შევედი აბაზანაში და პიჟამოები გამოვიცვალე. რომ გამოვედი ნოე სარკესთან იდგა და თმას ივარცხნიდა, თან ღიღინებდა. ბოლოს საკუთარ თავს ეუბნება სარკეში: -პირდაპირ საოცრება ხარ ნოე ვარდოსანიძე!–შემდეგ კოცნას უგზავნის თავის თავს და ტრიალდება...მე კი ვდგავარ, პირზე ხელი მაქვს მიდებული და სადაცაა გავსკდები. -გამოუშვი!–მეუბნება მობეზრებული სახით. მეც დაციწყე სიცილი, მაგრამ რა დავიწყე. ბოლოს ძლივს დამაწყნარა ნოემ. -დავიჯერო ამდენი ნახე?! -რაც ვნახე, საკმარისი იყო, იმისთვის რომ ასე გულიანად მეცინა! -არანორმალური!-შემიბღვირა. -საკუთარ თავზე შეყვარებული!– და ისევ სიცილი ამიტყდა. -თუ არ გამოხვალ აქ ჩაგკეტავ!– მეუბნება და მირბის. -მეც მაქვს გასაღები იდიოტო!– მივუბრუნდი გამარჯვებული სახით ნოეს. ავდექი, ჩანთა და ქურთუკი ავიღე და გავედი სადარბაზოში. ნოემ კარები ჩაკეტა და ლიფტში ერთად შევედით. -გინდა მე გაგიყვან?! -მეგონა მეგობართან გეჩქარებოდა! -მე ვთქვი უნდა ვნახოთქო და არა მეგობართან მეჩქარებათქო. -მაშინ კი ბატონო...მეტროთი მეზარება! ჩავსკუპდი მანქანაში, მისამართი ვუთხარი და წავედით. -პრობლემა ხომ არ იქნება, აქვე რომ ჩემი ძმაკაცი ჩავისვათ, ის რომლის ნახვასაც ვაპირებდი იქიდან სახლში მიგაცილებ და მერე გავზქურავთ ჩვენ სადაც მივდიოდით! -ნო პრობლემო!–ვუთხარი და გავუღიმე. მალე სადღაცას გააჩერა და მანქანიდან გადავიდა. რაღაც ძალიან ნაცნობი ხმა მესმოდა. უცბად ჩაჯდა ნოე მანქანაში და უკანაც ვიღაც, არც კი გამიხედავს... -ბარბი?!–მესმის უკნიდან ჩემი ძმის ხმა...რა?! ჩემს ძმას რა ჯანდაბა ესაქმება აქ... -ვა ძამიკოო!–გავხედე და ძალით გავიღიმე. -მოიცა რა?!–იკითხა გაკვირვებულმა ნოემ. -აქ რას აკეთებ?! ან ნოე იქნებ ამიხსნა ჩემს დას აქ რა უნდა? -ესაა ნიაკოს ბიძაშვილი, მე რომ ვამბობდი გუშინ...–ვუთხარი ლუკას. -თქვენ რა...და-ძმა ხართ? – თვალები გააფართოვა ნოემ. -გზას უყურე ბიჭო, რამე არ დაგვმართო–უღრიალა ლუკამ. -ამმ...ხო, უბრალოდ სახლამდე მივაცილებთ შენს დას და მერე ჩვენ წავალთ! -კი ბატონო! -სად მიდიხართ?–ჩავეკითხე ინტერესით. -ოხ, გამოყო კუმ ფეხი!– დაიწყო ჩემმა ძმამ–არაა შენი საქმე სად მივდივართ! მე გაბუსხული დავჯექი და უცბად ერთი რაღაც მომაფიქრდა: -ნოე გააჩერე!–თხოვნით მივმართე ნოეს... -რატო?!–ორივე მე მომიბრუნდა. -ნოე გააჩერე!–ოდნავ ავუწიე ტონს. -რა ხდება ბაბლი?!–იკითხა ჩემმა ოდნავ შეშინებულმა ძმამ–ხომ კარგად ხარ? -ნოე გააჩერე! ცუდად ვარ!–უკვე ვუღრიალე ნოეს. მანაც გააჩერა მანქანა და გარეთ გადავედი სასწრაფოდ. ორივენი გადმოცვივდნენ მანქანიდან, მე კი სიცილი ამიტყდა. -მე წავედიიი!–ვუთხარი ბიჭებს და ხელი დავუქნიე... -უუუუხხხ..სად მიდიხარ?–მომიბრუნდა გააფთრებული ლუკა -არაა შენი საქმე სად მივდივარ!–და გავტრიალდი. -რას მაიმუნობ ვერ გავიგე?! -კი არ ვმაიმუნობ ფეხით მივდივარ სახლში... -მაშინ კარგად ბრძანდებოდე!–მომაძახეს, ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდნენ. -უნდა გავარკვიო სად მიდიან!-ვთქვი და სასწრაფოდ გავაჩერე ტაქსი. -თუ შეიძლება იმ მანქანას გაყევით... რომელიღაც სახლთან გაჩერდნენ.მე ტაქსიდან გადმოვხტი,ფული გადავუხადე და ტაქსი წავიდა. უცბად ნოე გადმოვიდა მანქანიდან და მეც დიდ ხეს ავეფარე. კარებზე დააკაკუნა და ვიღაც გოგომ გაუღო კარი. ხელში შეფუთული რაღაც ეჭირა. რაღაც უთხრა და ეს (მგონი) საჩუქარი გაუწოდა. იმ გოგომაც გაუღიმა, გამოართვა და შევიდა. ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგო იყო... ალბათ მისი შეყვარებულია. შაყვარლები... მე კიდევ ვიფიქრე მეთქი ჩხუბი აქვთ ლუკას და ნოეს ვინმესთანთქო და სეირის საყურებლად წამოვედი... ნოე უკვე მანქანაში ჯდებოდა, როცა მოვტვინე, რომ რამე უნდა მექნა, იმათ რომ ვერ ვენახე. ნოე უკვე მანქანაში ჩაჯდა... რა ვქნა?!. რა ვქნა?!. აუუუუ... რა მინდოდა... ამ დროს ვიღაც საყვარელი ბიჭი მოდიოდა თავისი ველოსიპედით... მანქანას გავხედე და უკვე მოდიოდნენ და...უცბად გონება გამინათდა და ერთი იდეა მომივიდა. -აააა...–წამოვიყვირე–ვაიმეე! შეგიძლიათ დამეხმაროთ?!– თან წაქცევის სცენა გავითამაშე. -კარგად ხართ?!–ველოსიპედი იქვე ხესთან მიაყუდა და ჩემთან ჩაიცუცქა. -ვაიმე!ფეხი გადამიბრუნდა და მგონი ვიღრძე! ძალიან მტკივა! -მმმ...–გაკვირვებულმა შემომხედა–ახლავე დავრეკავ სასწრაფოში!–თან თვითონ ჩემს წინ დაჯდა და ფეხი ხელით გამისინჯა. ნახევრად ნოეს მანქანას ვუყურებდი, რომელმაც ზუსტად ამ წამს ჩაგვიარა...საბედნიეროდ მე ეს ბიჭი მეფარებოდა. ისე ჩანდა თითქოს შეყვარებული წყვილი წყნარად ვიჯექით ხის ჩრდილის ქვეშ და ვლაპარაკობდით. -იცი რა?! ახლა მივხვდი რომ გადამიარა! არაფერი ისეთი, ვის არ მოსვლია! მაინც მადლობა და აბა კარგად!.. გავიქეცი, მაგრამ უცბად თავში ერთმა იდეამ დამარტყა და გავჩერდი. ისევ უკან მივბრუნდი. -შენი ტელეფონი მათხოვე! მანაც ამოიღო ტელეფონი. ჩემი ნომერი ჩავუწერე და სასწრაფოდ უკან დავუბრუნე. -ახლა სასწრაფოდ უნდა ვითხოვო შენი ველოსიპედი–თან ველოსიპედზე შემოვჯექი– ჩემი ნომერი ჩავწერე, მერე დამირეკე და დაგიბრუნებ. ახლა ამაზე ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული... -კი მაგრამ... მაგრამ მე უკვე მივქროდი. სანამ ესენი მანქანით ამ საცობებს დააღწევენ თავს, მე უკვე სახლში ვიქნები... * * * -მოვედით!– ყვირის სახლში ახალშემოსული ლუკა. -ვა სად ხართ ამდენ ხანს?!– მე თან ტელევიზორს ვუყურებ და თან ვჭამ–არ გშიათ?! სალათა მოვამზადე! "კი სულ მე მოვამზადე, აბა რა!"–გავიფიქრე და ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა. -კი გვშია! თანაც როგორ! -მერე რას მიყურებთ?! ჩემი ყურებით კი ვერ გაძღებით! აიღეთ თეფშები და მოდით დაჯექით! -ამას თუ დიასახლისი ჰქვია!– ჩაიბურტყუნა ჩემმა ძმამ და წავიდა თეფშების და ჩანგლების მოსატანად. ნოე გვერდით მომიჯდა და თავის თეფშს და ჩანგალს დაელოდა... მალე ჩემი ძმაც მოვიდა თეფშებით და ჩანგლებით... -იცი როგორი გემო აქვს?! ქვემოთ, კაფეში მაია დეიდა რომ სალათას აკეთებს ეგეთი...-თქვა ნოემ, როდესაც გასინჯა, გამომცდელად შემომხედა და თან გაეღიმა. მე კი ლუკმა გადამცდა და ხველა ამიტყდა. ლუკამ წყალი მომიტანა და მეც სასწრაფოდ ვეცი და დავლიე. ეს თემა ჩაწყნარდა და ხმის ამოუღებლად ვჭამდით, როდესაც ისევ ნოემ დაიწყო: -სერიოზულად, მისი რეცეპტითაა გაკეთებული?! ნოეს მკვლელი მზერა მივაგებე, შემდეგ ჩავახველე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -ლუკა სამსაურში რა ხდებოდა?– თემას გადავუხვიე. -ხოოხ, სამსახურის საქმეებით როდის დაინტერესდი?–თან დამეჭყანა. -დღეს...მაგრამ შენ ისეთ ნაგლ პასუხებს იძლევი აღარაფერი აღარ მაინტერესებს. -ის კი არადა,შენ როდის აპირებ მუშაობის დაწყებას? -ამ დღეებში ვიშოვი რამეს! -რა სამსახური გინდა მითხარი და მე გაშოვნინებ!–მომიბრუნდა ნოე. -მამაც მაგას მეუბნება და ლუკაც, მაგრამ როგორმე უთქვენოდ რაა! ოფფ... ამის მერე ხმა აღარავის ამოუღია. მოვრჩით ჭამას და მე ალაგება დავიწყე, ბიჭები კი ტელევიზორს უყურებდნენ. ჭურჭერლს ვრეცხავდი, როდესაც ბატონი ნოე შემოვარდა სამზარეულოში. -გემრიელი სალათა იყო! -მადლობა! -ისე ფეხი როგორ გაქვს?! გავიგე გადაგბრუნებია და წაქცეულხარ! -შენ...უხ შე ნაგავო!–გამწარებულმა შევხედე– კი მაგრამ შენ საიდან იცი?! -დაგინახე მანქანაში რომ ვჯდებოდი, მანქანა ხესთან შევანელე და თქვენი საუბრის ფრაგმენტიც მოვისმინე! -რა ნაგავი ხარ!–გაბრაზებულზე პეშვი წყალი სახეში შევასხი ნოეს. ხელები ქაფიანი მქონდა და ქაფი თვალში მოხვდა. რა თქმა უნდა აეწვა და წყალს მივარდა ეგრევე. ზედა წინ მთლიანად დაუსველდა. ბოლოს პირსახოცით გაიშრო სახე და იქვე სკამზე ჩამოჯდა. მეც სასწრაფოდ მივვარდი და თვალი ამოვუწმინდე ბამბით და წყლით. -უკეთ გაქვს?–ვეკითხები ანერვიულებული. -გიხდება ნერვიულობა! -წესიერად რა! ჩემი ბრალი რომ არ იყოს ასე არ ვინერვიულებდი! -მაკოცე თვალზე და მომირჩება! -ძაან ბევრი ხომ არ მომინდომე შენ?! -მაშინ შენს ძმას მოვუყვები დღევანდელს! დარწმუნებული ვარ გაბრაზდება, როდესაც გაიგებს რომ ჩვენ გამოგვყევი უკან. -ვერ ეტყვი!..-ხელები გადავაჯვარედინე-და არ გაკოცებ! -ლუუ...–აყვირდა და მეც უცბად პირზე ავაფარე ხელი. მივიწიე და ნატკენ თვალზე ვაკოცე. ამ დროს ლუკა შემოვარდა ოთახში. -ბიჭო სად ხ... აქ რა ხდება? ანუ უშალოდ კოცნის მომენტი არ დაუნახია, მაგრამ მე რომ მასთან ახლოს ვიყავი "ჩაცუცქული",თვითონ კი იჯდა და თავი ჩემთან ახლოს ჰქონდა ჩამოწეული ეგ კი. -მოკლედ შენი და გავაბრაზე,პეშვით წყალი შემასხა,მაგრამ თურმე ხელი ქაფიანი ჰქონია,ეს ქაფი კი თვალში მომხვდა და საშინლად ამიწვა, მან კი ბამბით და წყლით ამომიწმინდა. -ბარბიი! რას მაიმუნობ! ჯერ მხოლოდ ერთი დღეა რაც გაიცანი! -თვითონ რას მამუნობს?! ის ხო რას ამბობ, მთელი ცხოვრებაა მიცნობს! -ბარბარე! -ოოფფფ...მე წავედი და თქვენ მტკვარშიც გადამხტარხართ, რა გიყოთ! -სად მიდიხარ?-მომიბრუნდა ნოე -შენ დაგეკითხო?–შევუღრინე (გაბრაზებულზე ავი ძაღლივით ვიწყებ ღრენას). -კაი, შეეშვი! ასე იცის რომ ბრაზდება!–ნოეს ლუკა მიუბრუნდა და ტელევიზორის ოთახში გავიდნენ. მე კიდე მოვკიდე ყურსასმენებს ხელი, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და გარეთ გავვარდი. -რა მისი საქმეა სად მივდივარ! ტუტუცი! კრეტინი! იდიოტი! გაბრაზებულ გულზე მაია დეიდას კაფეში მივდივარ და ნაყინს და ფორთოხლის წვენს ვუკვეთავ და თან სულ ერთიდაიგივე ადგილას ვჯდები:კუთხეში. რაღაცნაირად მყუდროა და თან აქეთ არავინ გამოდის, რადგან ერთი ეს მაგიდა დგას. დანარჩენები კი ცოტა მოშორებითაა...რატომღაც კარგ ხასიათზე მაყენებს, შემდეგ კი სახლში ისევ ის ლაღი ბაბი ბრუნდება. ამიტომ დღესაც იქ დავაპირე წასვლა, მაგრამ ამ დროს ტელეფონზე ზარია. -გისმენთ!–სიბრაზისგან ზედმეტად უხეშად გამომივიდა, ამიტომ წყნარად დავამატე–რომელი ხართ? -ჩემს ველოსიპედზე ვრეკავ. -აა, დიახ, დიახ. სულ ამომივარდა თავიდან! მოკლედ ვუთხარი რომ ისევ იქ შემხვედროდა, სადაც ველოსიპედი გამოვართვი და დავაწექი ველოთი იმ გზას. ### დავბრუნდი ახალი თავით! ^_^ <3 <3 დაწერეთ რა თქვენი აზრი... მოგწონთ თუ არ მოგწონთ. რატომ მოგწონთ ან რატომ არ მოგწონთ და ა.შ. <3 <3 <3 მიყვარხართ კარამელებოო! <3 <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.