შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორც დაიწყო ისე დასრულდა (8თავი)


25-09-2016, 09:37
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 591

გოგონები დაღლილნი დაბრუნდნენ შინ, საუბრის თავიც არ ჰქონდათ, ამიტომ დაწოლა გადაწყვიტეს. ქეთის მალევე დაეძინა. ნინი კი ისეთი გახარებული იყო, რომ ვერაფრით მოისვენა. სწორედ ამ დროს მოუვიდა სმს დათოსგან: ,,როგორ არის ჩემი პატარა მზეთუნახავი? ხომ არ მოიწყინა? მისმა პრინცმა კი უმისოდ ძალიან მოიწყინა. მასთან ჩახუტება უნდა.
-პატარა პრინცესამაც მოიწყინა უპრინცოდ, მაგრამ რას იზამს მოუწევს მარტო ყოფნა ხვალამდე, მერე კი ნახავს თავის პრინცს.
-ვაიმე ჩემო სიცოცხლე როგორ გამახარა შენმა ნათქვამმა, აუცილებლად უნდა გნახო ხვალ თორე გავაფრენ მგონი ან წნევა ამიწევს. :)))
-არაფერი დაგემართება. ნუ ღელავ ჩემო სიცოცხლე. მე გადაგარჩენ:))). კარგი აპა დროებით თორე უკვე 2 საათია და მეძინება. მაპატიე. გკოცნი ბევრს.
-არაუსჰავს. დაიძინე. ტკბილი ძილი. მეც გკოცნი.
ნინი მშვენიერ ხასიათზე იყო, ამიტომ ტკბილად დაეძინა. დილით ადრე გაეღვიძ. 8 საათი იყო. გადგა ქეთის დავხედავ რას შვრებაო, მაგრამ ის ოთახში არ დახვდა. წასულიყო და წერილი დაეტოვებინა. სადაც ეწერა: ნინი არ ინერვიულო გთხოვ. არაფერი მომხდარა, მართლა. უბრალოდ მე და ლაშას რაღაც საქმე გვაქვს და მიტო წავედი. შეიძლება დღეს გვიან დავბრუნდე და არ ინერვიულო ჩემზე. არაფერი მომივა. გკოცნი.
ნინის სიცილი აუვარდა, ესენი რაღაც ძალიან ცუდად დადიანო, მართალია ცუდი არაფერი უფიქრია, მაგრამ მაინც რაღაცას ეჭვობდა. რადგანაც თავად საქმე არაფერი ჰქონდა გადაწყვიტა დათოსთან ასულიყო და მთელი დღე მასთან გაეტარებინა, მაგრამ ჯერ საქმეები ჰქონდა სახლში, ამიტომ დალაგება გადაწყვიტა. თან კომპიუტერი ჩართო და john legend ის all of me ს უსმენდა. სახლის დალაგებას რომ მორჩა, შემდეგ შხაპის მიღება გადაწყვიტა. გამოვიდა თუ არა აბაზანიდან მისი ტელეფონი აწკრიალდა. დახედა ქეთის ნომერი იყო, გაეცინა როგორ მოიცალა ჩემთვისო და უპასუხა:
-ჰეი ქეთი როგრ ხარ გოგონი სად გაიპარე?
-არსად არ გავპარულვარ, უბრალოდ მე და ლაშამ პატარა პიკნიკის მოწყობა გადავწყვიტეთ და მერე საღმოს გასეირნება გვინდა ამიტომ არ ვიცი როდის მოვალ სახლსჰი მაგრამ არ ინერვიულო.
-არ ვნერვიულობ გენაცვალე. მტავარია არაფერი გააფუჭოთ და იყავით ერთად. ვინ დაგიშლით.
-არა ნინი რას ამბობ? არაფერს გავაფუჭებთ და კარი ჩაკეტე ღამე. გასაღები მაქვს მე წაღებული.
-კი ქეთი აპა რა. მეც არ ვიცი როდის მოვალ სახლში ეხლა დათოსთან მინდა ასვლა სიურპრიზს გავუკეთებ, თან ძალიან მომენატრა ეგ საზიზღარი და ამიტომ მეც არ ვიცი როდის მოვალ.
-ხო კარგი ნინი. ჭკვიანად იყავით. არაფერი გააფუჭოთ. ეხლა წავედი და მერე დაგირეკავ.
-კარგი გეხუტუნე მეც წავალ აწი დათოსთან.
-კარგი აპა დროებით და გკოცნი.
-მეც გკოცნი. აპა კარგად.
ნინიმ მაღაზიაში გაიარა რაღაცეებს წავიღებ და ავალო. დატვირთული პარკებით აიარა კიბეები და მიახლოვდა დათოს კარებს. ზარი უნდა დაერეკა, როცა სახლიდან ყვირილის ხმა გაიგონა. თავიდან ვერ არჩევდა რა ხდებოდა. ვის უყვიროდა დათო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კარგად გაიგონა:
-ნატა ჩემი ბრალი არაფერი არაა. მე დაგშორდი თუ რა გინდა? შენ თვითონ მაქციე ზურგი და წადი ჩემგან და ახლა რა ჯანდაბა გინდა, მითხარი რა რა გინდა?
-ნატა?ღმერთო ჩემო. ვინაა ნატა? ან რა უნდა დათოსგან?(ნინი)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent