სიყვარულის ინსტრუქციები V
პერანგში ხელი ჩავჭიდე და პირდაპირ გავსწიე.. ყველა შეკრული ღილი ერთიანად ასწყდა,ანდრეი არ შემწინააღმდეგებია.მხურვალედ და გრძნობით მკოცნიდა.. შემდეგ კი უბრალოდ სიამოვნებაში გადავიკარგეთ... ანდრეიმ სიგარეტს გაუკიდა.. შემდეგ კი მის სახეზე ისევ ჩვეული სიცივე გაბატონდა.. სწრაფად ადგა და ტანსაცმელი ჩაიცვა.არც ერთი გამოხედვა,არც ერთი სიტყვა,არც ერთი „მიყვარხარ“ აღარ ყოფილა სექსის შემდეგ.. უბრალოდ ადგა და ნომრიდან გავიდა. ისე მომექცა,როგორც რუსეთში ცხოვრებისას მის ძუკნებს ექცეოდა.. ორი ვარიანტი იყო.. ან მართლა აღარ ვუყვარდი,ან ვუყვარდი მაგრამ იმდენად განიცადა როცა რატი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში,რომ ვერ აღიქვა ყველაფერი ისე როგორც ირეალურად იყო,ამიტომ გამუდმებით მტკენდა გულს. გიყვარდეს - ნიშნავს მისცე ვიღაცას შენი განადგურების საშუალება, მაგრამ, თან გჯეროდეს რომ ის ამას არ გააკეთებს.. ჩვენს შორის კი მან ეს გააკეთა. ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.. გასასვლელში ვიყავი,როცა ჩემი სახელი მომესმა. -ვიქტორია.-უკან მივიხედე.. ეს ბატონი აკაკი იყო,ნაცნობი რუსეთიდან.-აქ ცხოვრობ? -არა სტუმრად ვიყავი. -ანდრეისთან? -დიახ. -მისი ნახვა თუ გინდათ რამოდენიმე წუთის წინ რესტორანში შევნიშნე ნატაშასთან ერთად.-როგორც ჩანს ნატაშა ყველასათვის ცნობილი იყო. არ მინდოდა მისი ნახვა,მაგრამ ცდუნებას ავყევი.. მისი შეხედულება ისედაც ვიცოდი ჩემზე „ძუკნა“,ახლა კი ვაჩვენებდი როგორი ძუკნაც ვიყავი. ბატონ აკაკის ხელკავი გმოვდევი და დიდი გრაციოზულობით შევედით სასტუმროს რესტორანში.თავი ისე დავიჭირე თითქოს დიდად აღტაცებული ვიყავი აკაკის ხივით. ღამის ორი საათი იყო,რესტორანი ცარიელი იყო მხოლოდ ანდრეი და ნატაშა ისხდნენ.ჩვენს დანახვაზე შევნიშნე ანდრეის თვალები როგორ დაძაბული შემოგვყურებდნენ. -ანდრეი,მეგობარო ნახე ფოიესში ვის წავაწყდი.-აღტაცებული იყო აკაკი.ანდრეიმ წამიერად ვითომთავაზიანად გაიღიმა და მაშინვე დასერიოზულდა. -შემოგვიერთდით.-შემოგვთავაზა ნატაშამ.. მეც მეტი რა მინდოდა,მაშინვე ანდრეის პირისპირ დაღმოვჩნდი. ჩემი საყვარელი რძიანი ყავა შევუკვეთე დანარჩენები კი ალკოჰოლურ სასმელს მიეტანენ. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა,ანდრეიმ გული უმიზეზოდ ბევრჯერ მატკინა.. მინდოდა სამაგიერო გადამეხადა,მაგრამ არა ღალატის მხრივ. ანდრეი და აკაკაი რაღაც ზოგად თემებს შეეხნენ უხერხულობა რომ განემუხტათ,ნატაშა მაკვირდებოდა,ცდილობდა თითოეული ჩემი მოძრაობა ზედმიწევნით დაემახსოვრებინა.მან კი ნამდვილად იცოდა ვინ ვიყავი,მაგრამ მე მისი ვინაობა არ მაღელვებდა. სანამ აზრებს ვიკრებთი რა მეთქვა მისთვის,მისმა ტელეფონმა დარეკა.. სახეზე დაეტყო რომ მნიშვნელოვანი იყო,ამიტომ ბართან გავიდა.. ანდრეი გაღიზიანებული იყო.. რუსულად ისე ჩხუბობდა რომ ჩემი გატეხილი რუსულით ვერ დავეწიე,მხოლოდ რამოდენიმე წინადადების გაგება მოვახერხე.. თუმცა ვისზე იყო საუბარი ვერ მივხვდი. -რა მოხდა?-ჰკითხა ნატაშამ. -გაჩუმდი!-დაუღრინა მას და შემდეგ მე შემომხედა.. შედარებით წყნარი სახით.-წამომყევი. -სად? -ვიქტორია წამომყევი.-დაისისინა მან. -ანდრეი.. სად?-პრნციპულად არ ვაპირებდი ადგომას.. ამიტომ ანდრეიმ ხელში ჩამავლო და ძალით წამომაყენა. -ნატაშა ფეხი არ მოიცვალო თუ არ გინდა დახეიბრდე.-დაუბრიალა უკუნითი ღამისფერი თვალები. ანდრეიმ თავის ნომერში ამიყვანა.. ძალიან მაინტერესებდა რას იტყოდა,მაგრამ იმდენად მეძინებოდა რომ მეგონა გავითიშებოდა.. ანდრეი ნერვიულად დააბიჯებდა,არამგონა საუბრის წარმართვა გასჭირვებოდა. -რა გინდა ანდრეი მითხარი.. უკვე გვიანია და მეძინება. -ვიქტორია..-ისევ შეყოყმანდა..-ვიკი მაპატიე.-ყველაფერს ველოდი მისგან მაგრამ ამ სიტყვას? არა.. -უკაცრავად?-გაკვირვებას ვერ ვმალავდი. -მაპატიე,რომ შენს პატიოსნებაში ეჭვი შევიტანე.. ხალხი რომელიც დაგყვებოდა და შენს თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდა შეცდნენ.. მეც შევცდი..-მხოლოდ ღიმილი მომგვარა მისმა ნათქვამმა,არც სიამოვნება,არც კმაყოფილება.. გულისრევის შეგრძნება დამეუფლა.. ვიგრძენი რომ რაღაც მაკლდა ამ მომენტისათვის.. იმდენი ვდიე,იმდენჯერ დავეცი და ძლივს ავდექი მისი გულისთვის,იმდენჯერ მიტირია და მისი დაბრუნებისთვის თავიც ბევრჯერ დამიმცირებია,რომ „მაპატიე“ არ აღმოჩნდა საკმარისი.. თითქოს გული ამიცრუვდა სწორედ ამ მომენტში,მეტი აღარ მინდოდა ანდრეი ვორონცოვი დამენახა. ავდექი და უბრალოდ,ყოველგვარი სიტყვების გარეშე გამოვედი ნომრიდან..ანდრეი არ გამომყოლია.. არ ვიცი ამასთან რა აკავშირებდა ნატაშას,მაგრამ მიხვდი რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი..ერთნაირები,ინტრიგანები და ჩახლართულები.. სახლში გამთენიისას მივედი,რა თქმა უნდა შმაგი არ დამხვდა.. რამოდენიმე დღე სახლიდან არ გავსულვარ,შმაგიც კი ეჭვებმა შეიპყრო ჩემთან მიმართებასში.. ამიტომ დამიძახა. -რამე გაწუხება?-მკითხა როცა კაბინეტში შევედი -თითქოს დიდად გადარდებდეს.-უხასიათოდ ვიყავი და არც მას მოვრიდებივარ. -როგორ მელაპარაკები ვიკი? -როგორც დაიმსახურე მამა,ნუთუ არ ვიმსახურებ შენს სიყვარულს?.. შენს სიყვარულს მაინც..-ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. -ანდრეიმ გაწყენინა? -ისე ძლიერ,რომ მისი დანახვაც არ მინდა.. თუ შენთან მოვა.. გთხოვ ნუ მაიძულებ მის ნახვას,მასთან დაბრუნებას..-ცრემლები ვერ შევიკავე. ეს ბოლო დღეები თავს უცნაურად ვგრძნობდი.. გულჩვილი გავხდი,ყველაფერზე ვტიროდი.. თქვენ წარმოიდგინეთ და ტიტანიკსაც კი ვუყურე მეათედ და ათივეჯერ ისე ცხარეცრემლით ვიტირე,რომ მოახლე ნონა შემოვიდა ოთახში.მან ჩემი თითოეული ცრემლი მომწმინდა და გულში მაგრად ჩამიხუტა.. ორი თვე ანდრეი ყოველ დღე ცდილობდა ვენახე,მირეკავდა,მწერდა.. ეს უკვე აუტანელი გახდა.. ამიტომ მამას დაველაპარაკე და „გასაიდუმლოებული“ რეისით გამიშვებდა საზღვარგარეთ,რომ არცერთ ჩემთვის ნაცნობს არ ეცოდინებოდა ჩემი ადგილსამყოფელი.. განსაკუთრებით კი ანდრეი.. ბარგის ჩალაგებაში ნონიკო მეხმარებოდა.. -ეს შარვალი აღარ მერგება არ ჩადო.-ვუთხარი ნონას,რომელმაც დაეჭვებული შემომხედა..-რა მოხდა.. -საყვარელო.. ამ ბოლო დროს რა ხდება შენს თავს? -არაფერი საყვარელო.. რაზე მეკითხები?-ვერ მივხვდი რას გულისხმობდა -ბევრს ჭამ,ძიად ხარ გადაქცეული.. ყველაფერზე პატარა ბავშვივით ტირი .. ხასიათი ისე სწრაფად გეცვლება,რომ სიტყვის თქმასაც ვერ ვასწრებთ.-ნონა ჩემთან მოვიდა და ჩემი ხელი,თავის ხელებს შორის მოქცია.-ძვირფასო იქნებ ორსულად ხარ?-ამ კითხვაზე სიცილი ვერ სევიკავე.. -არა ნონიკო რას ამბობ.. არავინ მყავს და ჰაერზე გამიგია რომ არ ორსულდებიან.-ისევ გამეცინა და შემდეგ გავშეშდ.. გონებაში გადავთვალე დღეები,კვირეები..ახლაღა გამახსენდა რომ ციკლი არ მქონია.ნონას ისე მაგრად მოვუჭირე ხელი რომ გაულურჯდა.-ნონიკო.. მიშველე.... -არ ინერვიულო საყვარელო.. აფთიაქში წავალ და მალე დავბრუნდები.. სანამ ნონამ ჩემამდე მოაღწია მთელი ინტერნეტ სივრცე გადავქექე ორულობის ნიშნებთან დაკავშირებით.. უკვე ტესტიც აღარ მჭირდებოდა ისე ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს.. ტესტი გავიკეთე თუ არა მამამ კაბინეტში დამიბარა.. ტესტის თვალყურის საადევნებლად კი ნონიკო დავტოვე... -რა ხდება მამიკო.-კაბინეტის კარები ღიმილით შევაღე,იქ ანდრეი დამხვდა.. მაგრამ არ შევიმჩნიე,მინდოდა მეჩვენებინა რომ არ მაღელვებდა. -დაჯექი..ანდრეის შემოთავაზება აქვს.-იმედი მქონდა მამამ ამჯერადაც არ გამყიდა და არ უთხრა ამ მექალთანეს სადაც მივდიოდი. -გისმენ?-ისეთივე ღიმილიანი სახე მქონდა. -მინდა ჩემთან ერთად,რუსეთში დაბრუნდე.. -და ამით მე რას მივიღებ გარდა ერთი იდიოტისა? -ვიკი ნორმალურად.-გააპოტესტა შმაგიმ ჩემი უტაქტობა. -უარს ვიტყვი შენს მემკვიდრეობაზე.-ამ სიტყვებზე გამეცინა. -მე თუ შენს გვერდით არ ვიქნები ეს მემკვიდრეობა ავტომატურად დაკარგული გაქვს,თუ რა თქმა უნდა შმაგი არ გიშვილებს,ასე კი და-ძმა გამოვალთ. -უკაცრავად ბატონო.-კარებზე მოაკაკუნა ნონიკომ.შმაგიმ ნება დართო შემოსულიყო. -რა ხდება?-ჰკითხა მას. -ქალბატონთან უმნშვნელოვანესი საქმე მაქვს. -და გისმენთ.-არა და არ მოეშვნენ ნონას.. მოსთხოვეს მათთან ერთად ეთქვა ჩემთვის სათქმელი.. ნონას ვანიშნე რომ პრობლემა არ იყო და ეთქვა.. -ქალბატონო..-შეყოყმანდა კვლავ -გისმენ ნონა,არ მოგერიდოს. -პასუხი დადებითია.-რა თქმა უნდა ის ორი ვერ მიხვდა რა პასუხზე იყო საუბარი,მე კი ვერ ვიტყვი რომ გამიხარდა. ნონა კაბინეტიდან გავიდა და ამჯერად ორივე დაეჭვებული მიყურებდა.. ანდრეი ამ საქმეში დიდი გამოცდილებით სარგებლობდა ამიტომ გონს მალევე მოეგო. -ფეხმძიმედ ხარ?-აღმოხვდა მას.. -იმედია არ იკითხავ ბავშვის მამის ვინაობას..-დავგესლე კვლავ. შმაგის თვალები სიხარულისაგან აევსო და დიდი სიხარულით მოგვილოცა.. მაგრამ მოსალოცი არც არაფერი იყო.. ანდრეის არ მოვუსმინე,არც ერთი სიტყვა და ოთახში გამოვიკეტე.. არც გასაიდუმლოებულ რეისზე მითქვამს უარი. ესეც ასე... ახლა მოუწევდა ანდრეის დატანჯულიყო.. დადგა ის მომენტი რომელსაც დიდი ხანია ველოდი.. შმაგის უპირობოდ შევუყვარდი,შეუყვარდა ჯერ არ დაბადებული ბავშვი.. როცა დავურეკე და ვუთხარი ბიჭს ველოდებითქო მისი სიხარული ცას სწვდებოდა.. ჩემი კი არა.. ბევრჯერ მივედი ბავშვის მოსაშორებლად,ვერ ვიმეტებდი უცოდველ ბავშვს იმ სამყაროში მოვლენილიყო სადაც მე დავიბადე და გავიზარდე.. რადგან მამრობითი სქესის იყო მას უფრო დიდი ტკივილის გადატანა მოუწევდა მაფიის შავბნელი საქმეების გამო,მაგრამ ვერც სასიკვდილოდ გავწირავდი.. ის ხომ ჩემს სხეულში იჯდა,ჩემი ესმოდა და ჩემს განცდებს განიცდიდ.. ამიტომ გადავწყვიტე გამეჩინა,მაგრამ შორს.. მამამისიდან და მამაჩემიდან შორს.. ისე სწრაფად გადიოდა დრო,რომ უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებდი.. მამა ჩემთან ვერ ჩამოდიოდა,რადგან ანდრეი ხალხი დაყვებოდა რათა ჩემი ადგილსამყოფელი დაედგინათ.. ერთ დრესაც მოახერხა მათგან დასხლტომა და ჩემთან ჩამოვიდა. ამხელა მუცლით რომ დამინახა გრძნობები მოერია.. დედა გაახსენდა და თვალები დაენამა.. -ჩემო ვარსკვლავო.-როგორ მომნატრებია მამაჩემიდან ამ სახელის დაძახება.-შეიძლება შენ წინააღმდეგი ხარ,მაგრამ რაც კი მაბადია,ყველაფერი ჩემს შვილიშვილს უნდა დავუტობო.. არ ვიიცი კიდევ რამდენი ხანი მაცოცხლებს განგება,მაგრამ მანამდე შენ უნდა შეისწავლო ყველაფერი რომ შენდეგ შენს შვილს ასწავლო.. შეიძლება მე ხვალვე „უბედური“ შემთხვევა მომივიდეს,მაგრამ იცოდე მე შენ ყოველთვის ძალიან მიყვარდი და მიყვარხარ.. გრძნობამორეულზე მასთან კამათი არ მინდოდა და ძველი საქმეების გახსენება,ამიტომ გავჩუმდი და მორჩილად ვეთანხმებოდი.. სწორედ ამ დროს გამიჩნდა სურვილი მამაჩემის ადგილი მე დამეკავებინა და დამეძირა ანდრეი.. ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველაფერის შესწავლა დავიწყე.. იოლად ვითვისებდი,რადგან ცოტ-ცოტა ამ საქმის მანამდეც გამეგებოდა,სწორედ ამიტომ ვერ ვიტანდი ამ სამყაროს რომ მე ჩამითრია... მიუხედავად იმისა რომ ანდრეი ძალიან მიყვარდა,ასევე ძალიან მინდოდა მისი განადგურება ყველა იმ ტკივილისათვის რაც მე მომაყენა.. პირობა რომლის თანახმადაც ანდრეის ჩემი გაცნობის დღე უნდა დაეწყევლა, წარმატებით გააქტიურდა. უკვე მზადყოდფნაში ვიყავი.. ყველაფერს განვაგებდი,მაგრამ ჯერ-ჯერობით ამერიკიდან.მამა განზე გადგა და მშვიდად აპირებდა სიბერე შვილიშვილისთვის დაეთმო. ამერიკიდან ანდრეის ბიზნესზე იერიში მივიტანე,რამოდენი რესტორანი და სასტუმრო „აეხა“ და ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა.. რა თქმა უნდა მან არ იცოდა ვინ იყო ის დიდი ძალა რომელიც მას დაუპირისპირდა.. მისგანაც არაერთი გზავნილი იყო,მაგრამ სანამ მან განსაზღვრა რას ვფლობდი და რა მოცულობით.. მე ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე და უსაფრთხოების ზომებიც მივიღე.. -დე ბაბუსთან მალე ჩავალთ?-მკითხა ოთხი წლის მათემ. -კი საყვარელო.. სულ მალე ბაბუსთან გაემგზავრები. -და დედიკო? -დედიკომ ჯერ მამიკო უნდა მოინახულოს და შემდეგ შემოგიერთდებით.-შუბლზე ვაკოცე და დასაძინებლად დავაწვინე.მათემ მამამისის ვინაობა იცოდა,მისი სურათიც ჰქონდა მაგრამ პირადად არ იცნობდა. ხუთი წელი არც ისე ცოტა დროა ადამიანის შესაძულებლად.. მაგრამ არ მძულდა დარწმუნებული ვიყავი ისევ სიყვარულის მორევში გადავეშვებოდი,როცა მის შავ თვალებს დავინახავდი. ბოლო შტრიხი „გამოჩენამდე“ იყო,ანდრეის სასახლის აფეთქება,რომელიც ასევე წარმატებით განვახორციელე.. არ ვიცი ჩემს კისერზე რამდენი ადამიანის სიცოცხლე იყო,ყველანაირად ვეცადე სახლი ცარიელ მდგომარეობაში აეფეთქებინათ.. აფეთქების მეორე დილით ანდრეი წვეულებაზე დავპატიჟე ოფიციალური წერილით,რომელიც რუსეთში მის ყოფილ სასტუმროში გაიმართებოდა,რომელიც ჩემს მიერ იყო „ოკუპირებული“. მათეს მე ვეძახდი.. ოფიციალური სახელი კი მატეო იყო,რაც ძალიან მოსწონდა. მათე ბაბუასთან ჩავიყვანე საქართველოში... მეორე დღეს კი რუსეთში გადავფრინდი... წვეულებისთვის მზადება იდიალურად მიდიოდა,არც ერთი მაფიოზი,არც ერთი პოლიტიკოსი თუ მაღალჩინოსანი არ დამიტოვებია დაუპატიჟებელი.. ისინი ყველა ერთიანდებოდა მაფიაში.. უკვე ყველაფერი მზადი იყო.. მხოლოდ სტუმრებთან გასვლა რჩებოდა... პატარა გოგოსავეთ ვკანკალებდი,რომელიც ძველ სიყვარულთან შესახვედრად მიემართებოდა.. ვცახცახებდი ერთიანად,მაგრამ ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა.. ლიფტი გაჩერდა,როგორც ჩანს მარტო არ ვიმგზავრებდი.. კარები გაიღო და მღელვარებამაც იმატა.. ანდრეი დავინახე,რომელიც ისევ თვალისმომჭრელი და სასურველი მამაკაცი იყო ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენლისათვის. -არ შემოხვალ?-ვკითხე თამამად.ანდრეი სიტყვიუთქმელად შემოვიდა თან შემათალიერა. -შენც მოგიწვიეს?-მკითხა თითქოს სხვათაშორის. -რა თქმა უნდა.-არ ვაღიარე წვეულების ავტორი რომ მე ვიყავი. ანდრეიმ „სტოპ“ ღილაკს ისე სწრაფად დააწვა,რომ გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი.მაშინვე ცალი ცხელი წელზე მომხვია და პიფტის კედელს ამაყუდა,მეორე ხელით კი თავი კედელზე დაიმაგრა.. მის სახე ჩემს სახესთან ძალიან ახლოს იყო,მისი გახშირებული სუნთქვა და გაფართოებული თვალები აშკარა შესამჩნევი იყო იმის მიუხედავად რომ მას შავი თვალები აქვს. მღელვარება პიკს აღწევდა... უკვე ვხვდებოდი რომ დიდი შეცდომა დავუშვი მასთან შეხვედრით,რადგან მივხვდი უფრო ძლიერ მიყვარდა ვიდრე ადრე. -როგორ უნდა მოგექცე?-მკითხა ძალიან დაბალ ხმაზე. -ახლა უნდა გამიშვა,რომ სტუმრებთან გავიდეთ... -ხუთი წლის მანძილზე ბევრი წვეულება მოეწყო,ახლა რატომ გამოჩნდი?-რაღაც შეუსაბამობა აღმოაჩინა,მაგრამ ვერც კი იფიქრებდა რომ ყველაფრის თავი მე ვიყავი. კითხვაზე პასუხი გაუცემელი დარჩა,რადგან უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით,და საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ იყო.. სტუმრებს მივესალმე,ჩემი ამერიკელი „პარტნიორებიც“ იყვნენ მიღებაზე,რომლებიც ანდრეის გწარვუდგინე.. ყველა მოლოდინში იყო.. ელოდნენ ძლევამოსილი მამაკაცის გამოჩენას,რომელიც იქნებოდა ორგანიზატორი.. საღამო დასასრულისაკენ მიიწევდა.. დადგა დრო ხალხისთვის მადლობა გადამეხადა მობრძანებისთვის.. სცენაზე ავედი და ყურადღება ვითხოვე.. რა თქმა უნდა ყველას „წამყვანი,გამომცხადებელი“ ვეგონე. სტუმრებს მადლობა გადავუხადე მობრძანებისათვის და იმედი გამოვთქვი მომავალში წარმართული პარტნიორული ურთიერთობის.ბოლოს კი სცენა გრაციოზულად დავტოვე. ანდრეის სახე არასოდეს დამავიწყდება.. ძალიან გახალისდა,ბოლოს აპლოდისმენტებითაც კი დამაჯილდოვა და მეტიც,სცენიდან ჩამოსვლისას ხელი გამომიწოდა.. -ასე რამ გაგამხიარულა?-ცნობისმოყვარეობამ მძლია -სულ ცოტა.. აი წამები გაშორებდა სიკვდილისაგან.-ისევ იღიმოდა,რომ აშკარად თავი მიარატყა რამეს. -ეგ როგორ? -ეგ ასეა.. შენ რომ არა.. ახალი ძალის ლიდერი ჩვენს წინ სისხლში იცურავებდა.-თვალით მანიშნა საიპერისაკენ.-მინდა მოგილოცო,მართლაც შთამბეჭდავი გამოსვლა იყო.. ღონიძიებაზე აღარ ვსაუბრობ.ახლა კი როცა ყველაფერი თქვი და გააკეთე.. ერთი პატარა საქმე დაგვრჩა მოსაგვარებელი.-ანდრეიმ ხელკავი გამაკეთებინა და ბარის ოთახში შევედით. -ანდრეი ჩვენს შორის კიდევ არის რაიმე მოსაგვარებელი? -ეგ შენ გგონია,რომ მოაგვარე.. ახლა კი მთავარ საკითხს მინდა დავუბრუნდე.-მოთმინებით ველოდი როდის დაასრულებდა საუბარს.-ბავშვი. -რა ბავშვი? -ჩემთან უნდა იცხოვროს. -ანდრეი.. შენს რუტინულ ცხოვრებაში მისი ადგილი არ არის. -არც შენი ცხოვრებაა მთლად დალაგებული ვიკი. -ვიქტორია!-მკაცრად შევუსწორე სახელი და ამან უფრო გაახალისა. -ვიქტორია?ერთი ცხვირმოუხოცავი ღლაპი ბავშვი ხარ,შენ რა მართლა დაიჯერე შენი „ძალის?“ კაი რა ნუ მეღადავები ახლა. გგონია ვორონცოვს რამეს აახევ და უჩინარი დარჩები,თვიდანვე ვიცოდი ყველაფერი,მაგრამ მაინტერესებდა სადამდე შეტოპავდი.. შენ წარმოიდგინე და გამაკვირვე,ამდენს მაინც არ მოველოდი.. შენი სახელი დაიმკვიდრე ვორონცოვთან „ჭიდილით“ მაგრამ ერთი ნუანსი გამოგრჩა.შენი გვარიც ვორონცობა არის.ახლა კი დაამთავრე შენი ამბოხებული ცხოვრება და სახლში დაბრუნდი.-შოკირებული ვიყავი,რაღაც არ მჯერა ხუტი წლის მანძილზე ცოდნოდა ჩემი ადგილსამყოფელი. -არ მჯერა.. ანუ ყველაფერი იცოდი და საკუთარი შვილის გაცნობის ინტერესიც კი არ გაგიჩნდა? -შენ ეგ არ იდარდო,მატეოს ვიცონობ ბაღში მიყვანის დღიდან,მაგრამ შენ რა თქმა უნდა ამის შესახებ არ გეტყოდა.. ხანდახან მამაკაცებმა უნდა გავუგოთ ერთმანეთს.-მისი ბედნიერი სახე უკვე ნერვებს მიშლიდა. -ამაზრზენი ხარ.-ზურგი ვაქციე და გასასვლელისაკენ წავედი. -საყვარელო..-უკან არ მიმიხედავს მაგრამ გავჩერდი.-საქართველოში წასვლა საჭირო არაა.. ბავშვი უკვე ჩვენს ახალ სახლშია.. ბიჭები მიგაცილებენ.-ძალიან გავბრაზდი,მაგრამ ეს სიბრაზე მასთან შედარებით არაფერია,რაც ორი ახმახის დანახვაზე ვიგრძენი,რომლებმაც ლამის მაიძლეს მათ გავყოლოდი.-სახლში შევხვდებით ვიკიი.-დამემშვიდობა სიცილნარევი ხმით ანდრეი პ.ს აბა როგორია? ცოტა დავაჩქარე მოვლენები ? მგონი არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.