სიკვდილმისჯილი(მეოთხე თავი)
ხელის ჩაკიდვით გონზე მოვიყვანე და გარეთ გავედით.ოთახის კარი გადავკეტე და "მეზობლებს" მივუკაკუნე. კარი ნიამ გამიღო. -თუ ჩაცმულები ხართ წავიდეთ! -მია!_მიხვდა ჩემს ხუმრობას და მკაცრად შემომხედა. ყველანი შევიკრიბეთ და კაფეში შევედით. ომლეტი, პიცა და რაღაც-რაღაცეები შევუკვეთეთ. მე არც ისე არ მშიოდა, ამიტომ მხოლოდ პიცის ერთი ნაჭერი შევჭამე და სკამის საზურგეს მივეყუდე. ნიკუშამ კი იოანეს ჰკითხა: -ეე, გემრიელია ეგ ომლეტი?_ თან ნიას ეპრანჭებოდა და ნიაც ჰყვებოდა. -კი, მაგრამ ამ დილით უფრო გემრიელი რაღაც გავსინჯე!_ და მე შომომხედა, მე კი გამეცინა. ახლა კი მივხვდი მისი გამოცანის აზრს. კაფედან გამოვედით და მაშინვე ზღვაზე გავეშურეთ. ნია და ნუკუშა წინ წავიდნენ და ნიკუშამ ნიას ხელი რომ გადახვია პირი ღია დამრჩა. -ცუღლუტები._წავიბურტყუნე. -რა? -შეხედე!_და წინ გავახედე. -ვაა, ნიკუშა ნახეე! -იცოდე მაგან ჩემს დაქალს გული რომ ატკინოს, გეფიცები გავამწარებ. მართლა! -დაწყნარდი, ნიკუშა მართლა კარგი ადამიანია! ბაბნიკი არ გეგონოს! -მაინც კარგია!_და თბილად გავუღიმე. სანაპიროზე გახარებულებმა ჩავირბინეთ და ტანსაცმელი გავიხადე. შემოვტრიალდი და წინ წასვლას ვაპირებდი ჩემზე მოშტერებულ იოანეს, რომ დავეჯახე. -ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ, ნეტა აქ არ ვიყოთ რაა! -იოანე!_შევუბღვირე. -ჰო, კარგი მაპატიე ბუზღუნა! ყურადღება აღარ მივაქციე და ზღვაში შევედი. იოანეც უკან გამომყვა, მომიახლოვდა და ჩამეხუტა. მთელი დრო ერთად ვცურავდით. ჭყუმპალაობით გული, რომ ვიჯერეთ, ეგრევე სახლში დავბრუნდით, საღამოს გასეირნება გადავწყვიტეთ და ნიას დავუკაკუნეთ, მაგრამ სახლში არ დაგვხვდნენ. მგონი გამეხარდა კიდეც მე და იოანე სულ მარტოები ვიქნებოდით. მაგრამ ჩემი თავი რომ ვიცი მალე მომბეზრდა სეირნობა და სახლში თითქმის ძალით წამოვიყვანე იოანე სახლში ავედით და მაშინვე ლოგინზე გადავეშვი. იოანეც გვერდზე მომიწვა, მაგრამ ამჯერად აღარ გამიგდია. რაღაცნაირად მესიამოვნა მისი სიახლოვე და მისკენ გადავბრუნდი. მან კი მაკოცა და სახეში შემომხედა: -მია საყვარელო შეგიძლია შენს წარსულზე მომიყვე? მინდა შენზე რაც შეიძლება მეტი ვიცოდე. -მაინც რა გაინტერესებს? -ყველაფერი! რის თქმასაც ამჟამად საჭიროდ ჩათვლი! -კარგი. რომ გითხრა კარგი ბავშვობა მქონდა, დიდ ტყუილს ვიტვი. არც დედა და არც მამა მყავდა. ბავშვთა სახლში გავიზარდე. ჯოჯოხეთური ცხოვრება მქონდა. იქაურობას თავი ვერც მაშინ დავაღწიე, როდესაც 18 წლის გავხდი, გაუთავებლად კოშმარები მტანჯავდა, მერე სმა დავიწყე, რასაც დეპრესიაც დაერთო. ასე ვიყავი სანამ ნიამ ფსიქოლოგთან წასვლა არ მთხოვა. მან დამიბრუნდა სიცოცხლის ხალისი და გააღვიძა ჩემში დამალული ხასიათები. არასოდეს არავინ მყვარებია. შენ ხარ პიველი სიყვარული და პიველი კოცნის ავტორი_ამ სიტყვებზე იოანეს სიამოვნება გამოეხატა სახეზე, თითქოს ამ სიტყვებს მთელი საუკუნე ელოდაო_ დავიბადე 16 დეკემბერს. რავიცი სხვა არაფერი არც მაქვს მოსაყოლი. ახლა შენზე მითხარი რამე! -ჩემზე? არ გვინდა რა! -მიდი, გთხოვ რა! -კარგი, კარგი. მთლად კარგი ბავშვობა არც მე მქონდა, მე რომ 5 წლის ვიყავი მამამ მე და დედა მიგვატოვა. მას შემდეგ დედამ აიღო მთელი ოჯახის ტვირთვი მხრებზე. სულ მუშაობდა, რომ როგორმე გვეცხოვრა. მე რომ წამოვიზარდე, მეც ვმუშაობდი და მინდოდა დედას წავხმარებოდა, მაგრამ ის ფულს არ მართმევდა. ავდექი და ოთხ წელში რაც შევაგროვე იმ თანხით პატარა ბიზნესი დავიწყე. ახლა სვანეთში რამდენიმე სასტუმრო მაქვს. მე თვითონაც იქიდან ვარ. დედა და ბებია ახლა იქ ცხოვრობენ და მალე ჩვენც აუცილებლად წავალთ მათ სანხავად. ახლა შენ ის მითხარი ზოგადად რა გიყვარს? - ცა, წვიმა. გვირილები, მთვარე და შენი კოცნა!_მისკენ მივიწიე და ლოყაზე ვაკოცე._ შენ? -ზღვის ტალღების ხმა, წვიმის სუნი და ახლა უკვე შენი სურნელიც!_ თავზე მაკოცა და მაშინ აღაც მახსოვს როგორ ჩამეძინა. მთელი კვირა ასე ტკბილად გადიოდა. დილით ზღვა, მერე სკვერი ან პარკი და საღამოს სახლში ტკბილი საუბარი. მაგრამ ერთხელ ღამე გამომეღვიძა. საწოლი ხელით მოვსინჯე, იქ არ იყო, შემდეგ დივანზე გადავიხედე და არც იქ, არც აივანზე და არც სააბაზანოში. შემეშინდა, ღამის პირველი საათი იყო და სად უნდა წასულიყო იოანე, თანაც უჩემოდ. გარეთ გავვარდი და ნიას კარზე მივიკაკუნე. -ნია, იოანეა მანდაა? -არა, რაიყო? -არც ნიკუშა? -არა, რამე მოხდა? -არ იცი სად არიან? -კი, ქუჩის გადაღმა კლუბში არიან, ცოტას დავლევთ უბრალოდო. მოიცა შენ არ გითხრა? პასუხი აღარც გამიცია, კარს მოვწყდი და გარეთ გავვარდი. იმაზეც კი არ მიფიქრია რომ პიჟამოები მეცვა. ქუჩა გადავკვეთე და ბართან ახლოს მივედი. პირველი ნიკუშა დავინახე რომელიც მაგიდასთან იჯდა და ლუდს სვამდა. იოანე მასთან არ იყო. ახლა მისი ძებნა დავიწყე თვალებით და ვიღაც ქალთან მთვრალი და ხელგადახვეული რომ დავინახე, თითქოს სულში რაღაც ჩამწყდა. თვალებიდან ცრემლები წამსკდა და მთელი კვირის ბედნიერება ამ სცენამ ჩამაშხამა. იქ დიდხანს არც გავჩერდი, არ შემეძლო ამ სცენის ყურება. სახლში ავედი, კარი დავკეტე და საწოლზე დავჯექი. როგორც ჩანს ჩემი სახლში დაბრუნენა ნიამაც გაიგო და კარზე მომიკაკუნა: -მია, კარგად ხარ? რამე მოხდა? -შემეშვი ნია! არ ვარ კარგად! წადი აქედან! _დავუყვირე უხეშად. -კარგი, როგორც გინდა. ტირილს უფრო მოვუმატე. სული მეწვოდა და ჩემს თავს ვადანაშაულებდი ამ ყველაფერში. არ უნდა მივნოდობიყავი მას, მაგრამ მივენდე და საკადრისიც მივიღე. 5 საათი იყო კარის ხმა, რომ გაისმა და იოანე შემოვიდა. ჯერ ფეხაკრეფით იპარებოდა, მაგრამ საწოლზე მჯოდომი, რომ დამინახა, გაშეშდა. ტირილის ხმამ გამოარკვია და მიხვდა, რომ ყველეფერი ვიცოდი. ოთახში სინათლე აანთო და ჩემსკენ წამოვიდა. ეტყობოდა, რომ სიმთვრალემ გადაურა. საწოლზე ჩამოჯდა, კოცნას აპრებდა, მაგრამ თავი მაღლა ავწიე, სილა გავარტყი, სახე გავუკაწრე და ყვირილი დავიწყე: -არ მომეკარო! არ მომეკარო გესმის! მატყუარა ხარ, უგულო და უსულო ადამიანი ხარ! ჩემს გრძნობებზე თამაშობდი ამდენ ხანს! -მია, მე უბრალოს მთვრალი ვიყავი, არ ვიცოდი რა..._აღარ დავამთავრებინე და ისევ ყვირილი დავიწყე. -გაჩუმდი, გაჩუმდი! შენი ხმის გაონებაც კი არ მინდა! მძულხარ!_ყურებზე ხელს ვიფარებ და ტირილს უფრო ვიმატებ. 15 წუთში ცოტა დავწყნარდი და ისევ გავაგრძელე, ოღონს უფრო მშვიდად:-მე შენ გენ გენდობოდი, მიყვარდი სიგიჟემდე. შენ კიდევ მომატყუე და მთელი ღამეები ვიღაც კახპებთან ერთობოდი. მძულხარ შენი დანახვაც კი არ მინდა. იოანე ჩემმა სიტყვებმა და თავისი საქციელის გააზრებამ ჭკუიდან ლამის გადაიყვანა. საწოლიდან წამოდგა და კედელს ხელი ისე მაგრად მიარტყა, მთელი ხელი სულ დაუსისხლიანდა. შემდეგ დივანზე ჩამოჯდა და თავი სისხლიან ხელებში ჩარგო. წყნარად იჯდა, მაგრამ ვიცი შიგნად ბობოქრობდა, როგორც ქარიშხალი. ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებდი, გული მიკვდებოდა, ჩახუტება და მისი კოცნა ისე მინდოდა. მაგრამ ვერ შევძელი ასე მეგონა სხვის საკუთრება ვუყურებდი. მთელი ღამე თეთრად გავათენე. ამდენი ტირილისგან თავი მისკდებოდა და თვალებიც სულ ჩასისხლიანებული მქონდა. გამახსენდა, რომ 9 საათზე მატარებელი გადიოდა თბილისისკენ. უკვე ექვსი იყო. საწოლიდან წამოვდექი და ნიას ოთახისკენ გავემართე. -სად მიდიხარ, მია?_ამომხედა იოანემ. ხმა არ გამიცია ისე გავიარე ოთახი და ნიას კარზე დავაკაკუნე. მან კარი სწრაფად გამიღო და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა ამის გაგიჟდა. -ვაიმე, მია რა დაგემართა ადამიანო?!_და ცრემლები წამოსცვივდა. -ბარგი ჩაალაგე. 9 საათიან მატერებელზე თბილისში მივდივართ. ყველაფერს გზაში მოგიყვები! -კარგი, ახლავე საყვარელო. ოთახში, რომ შემოვბრუნდი, კარადიდან ჩანთა გადმოვიღე და ბარგის ჩალაგება დავიწყე. ამ დროს იოანე წამოდგა და მითხრა: -რას აკეთებ? -ვერ ხედავ?! ბარგს ვალაგებ და მივდივარ!_მაღალი ტონით მივაძახე და თან ცრემლები მოვიწმინდე. -მია, მომის... -არაფერი თქვა გთხოვ!რაც საჭირო იყო დავინახე და ახლა იგივეს მოსმენა აღარ მინდა! ახლა რაც გინდა ის აკეთე, მაგრამ მე არ გამეკარო! მატყუარა! ბარგის ჩალაგებას მოვრჩი, მეც გავემზადე და კარიდან ისე გავედი იოანეთვის არც კი შემიხედავს. გააფთრებული ნიასც იქვე დერეფანში დამხვდა, რომ გამოვედი ოთახში შესვლას შეეცადა, ალბათ მიხვდა რომ იოანემ დააშავა რაღაც, მაგრამ ხელით დავიჭირე და გასასვლელისკენ წავიყვანე. გასაღები ჩავაბარე, ორივე ოთახის ფული მე გადავიხადე და ტაქსით მატარებლის სადგურში წავედით.მეტარებელიც მალე გავიდოდა. ცარილ კუპეში დავსხედით და იმ სამარისებულ სიჩუმეში ისევ მწარე ცრემლები წამსკდა. ნიამ მაგრად ჩამიხუტა გულში და თავზე მაკოცა. -თუ გინდა მომიყევი რა მოხდა, გულზე მოგეშვება. ნიას ყველაფერი მოკლედ მოვუყევი, მაგრამ სიტყვა არ სასცდენია, რომ იოანე გაემტყუნებინა. ალბათ ამ საქმეში ჩარევა გადაიფიქრა. რომ ჩარეულიყო იოანეს ალბათ გაამწარებდა, მაგრამ ყველფერი ჩვენ ორს მოგვანდო. მთელი გზა ტირილს ვერ ვიკავებდი, ნია კი გვერდზე მეჯდა, მეხუტებოდა და ტუჩს მწარედ იკვნეტდა, რომ ვერაფრით მეხმარებოდა. თბილისში, რომ ჩამოვედით ნიას შევუტრიალდი და ვუთხარი: -ნიას იცი მე ცოტა ხანს მარტო მინდა ყოფნა. იმედი მაქვს გამიგებ საყვარელო. -კარგი , როგორც გინდა. მეც იმედი მაქვს რომ ცოტა დაწყნარდები მარტოობაში და იოანესაც დაივიწყებ, მაგრამ უნდა დამპირდები რომ ჭკვიანად მოიქცევი. -კარგი, მიყვარხარ!_ლოყაზე ვაკოცე, ტაქსით სახლში მივედი. ალბათ ტაქსის მძღოლმა შეამჩნია, რომ ვერ ვიყავი კარგად, ამიტომ ბარგი სახლამდე ამატანინა. მძღოლს ფული მივეცი, მადლობა გადავუხადე და კარი დავკეტე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.