შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [4]


25-01-2018, 18:10
ავტორი მე♥
ნანახია 5 253

დაბნეულმა ტუჩები ერთმანეთს დააშორა, თვალებგაშტერებული ერთ წერტის მიშტერებოდა და რუტინულად მხოლოდ მარიტას სიტყვები ჩაესმოდა ყურში. სხვას ვერაფერს ვეღარ ამჩნევდა, ვერც იმას როგორი დაბნეული უყურებდა მძღოლი სარკეში და ვერც გიგას გაოგნებულ სახეს, აღარც მარიტას ძახილი ესმოდა.
ტუჩები ოდნავ აამოძრავა, გაურკვეველი დახშული ბგერები წარმოსთქვა, მაგრამ რეალურად არაფერი უთქვამს. უხმოდ ხაოდა და ტუჩებს ათამაშებდა. თვალებიდან წამიერად წასკდა ცრემლები, აკანკალებული თითები აჩქარებულ გულზე მიიდო და ხმამაღლა ამოისუნთქა.

ყოველთვის როდესაც საქმე ილიას ეხება ყველაფერს განსაკუთრებულად განიცდის, ტკივილს, სიყვარულს, სევდას, ბედნიერებას აფსოლიტურად ყველაფერს. მისთვის უმცორის ძმა ყველაფერია, მისი გულის და სულის ნაწილია. წარმოუდგენელია ილიას რაიმე დაემართოს და ეს ლოლამ არ იგრძნოს. წინა ღამის ფორიაქი გაახსენდა და საკუთარ თავზე გამწარებულმა ვერც კი გაანალიზა ისე ამოწიწკნა ხორცები ხელისგულებიდან. ამიტომ ვერ მოისვენა მთელი ღამე, ზუსტად ამ მიზეზის გამო ვერ სუნთქავდა თავისუფლად.
პატარა სიცხიანი ილიას დანახვისას ყოველთვის ტიროდა, ეშინოდა რომ მის ძმას რაიმე სერიოზული სჭირდა და სტიოკდა.
ახლა როცა ზუსტად იცის რომ საქმე იმაზე სერიოზულადაა ვიდრე ეს მას წარმოუგენია კივილი უნდა, ბოლო ხმაზე ღრიალი და ემოციებისგან დაცლა.
იცის რომ საქმე უბრალო ავარიას რომ ეხებოდეს, რომელიც ადამიანს მხოლოდ ხელის მოტეხვით აშავებს მარიტა არავითარ შემთხვევაში არ დაურეკავდა, არც ნინა მისცემდა ამის უფლებას, მაგრამ ზარი თანაც ასეთი ზარი უკვე ყველაფრის პასუხია.
სასწრაფო წესით სთხოვენ რომ საქართველოში ჩავიდეს და ავარიაში მოყოლილი ძმა ნახოს. წარმოდგენაც არ უნდა რა შეიძლება იქ დახვდეს, ვერაფერზე ვეღარ ფიქრობს. ცრემლებისგან დაბინდული თვალებიდანაც ვეღარ იყურება.

-ლოლა!_მამაკაცის ხმადაბალმა ძახილმა გამოაფხიზლა. თავი ოდნავ მიატრიალა მისკენ და ოდნავ შეშინებულ თვალებში ჩააშტერდა.

-მე...მე აქ უნდა ჩამოვიდე. _ლუღლუღით ჩაილაპარაკა და თითი კარებისკენ გაიშვირა.

-კარგი, ორივე აქ ჩამოვალთ. _თავი დაუქნია ტაქსის მძღოლს მხარზე ხელი დაადო და მანქანა გააჩერებინა.

აკანაკელბული თითებით ძლივს გააღო კარი, არეული ნაბიჯებით გადავიდა მანქანიდან და ერთ ადგილზე გახევდა.

-მოკლედ მითხარი რა გჭირდება.

-საქართველოში გასამგზავრებელი ბილეთი. _ინსტიქტურად გასცა პასუხი და დაბნეული დაუყვა ტროტუარს. გიგა მაჯაში სწვდა, თავისკენ მიატრიალა და გააჩერა.

-არსად წახვიდე! ახლავე დავრეკავ და ბილეთს დავჯავშნი!_ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა. არაფერი არ ესმოდა, გაშტერებული აცეცებდა თვალებს და ბაგეებს უაზროდ ათამაშებდა. _2 საათშია ფრენა, მოასწრებ?

-კი.

-კარგი, სასტუმრომდე მიგიყვან ჩაბარგდი და აეროპორტშიც მე გაგიყვან.

შეწინააღმდეგების თავიც არ ჰქონდა, არადა სხვა დროს არავითარ შემთხვევაში მისცემდა უფლებას დახმარებოდა. არა იმიტომ, რომ რაიმე კომპლექსი აქვს და მამაკაცებისგან დახმარებას არ იღებს, უბრალოდ არ უყვარს როდესაც ვიღაცაზეა დამოკიდებული, თუნდაც რამდენიმე წუთით. მაგრამ ახლა ისე უნდა ამ ქალაქიდან წასვლა და ილიასთან ჩასვლა ყველაფერზე თანახმაა.
უფროს რამდენიმე სიტყვისთ აუხსნა სიტუაცია ბევრი საუბრის თავი არ ჰქონდა, მართალია დიეგომ დაუფარავად გამოხატა უკმაყოფილება და ლოლას საქართველოში დაბრუნება, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს “იმედია მალე დაბრუნდები, შენს ძმას გამოჯანმრთელაბას ვუსურვებო” და ტელეფონი გაუთიშა. სულ რომ არ დაბრუნდეს არც მაგაზე აქვს ლოლას პრობლემა, სამსახურს ნებისმიერ დროს იშოვის, მაგრამ ახლა საქმე მისი ძმის სიცოცხლეს ეხება და ამ ყველაფერზე ნაკლებად ფიქრობს.
აეროპორტში მისული პირდაპირ სარეგისტრაციო რიგში ჩადგა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა ლოლას პასპორტს ზემოდან საკუთარი პასპორტი რომ დაადო მამაკაცმა. დაბნეულმა ახედა გიგას.

-ამ მდგომარეობაში მარტო ვერ გაგიშვებ!_უსიტყვო კითხვაზე მოკლე პასუხი გასცა და ბარგი სასწორზე დადო.

მთელი გზა გათიშულს ეძინა. გამუდმებით ცუდზე ეფიქრებოდა, დაძინებაც საშინლად გაუჭირდა, მაგრმა ბოლოს ემოციებისგან დაღლილმა მაინც შეძლო და ჩასთვლიმა. წინა ფრენისგან განსხვავებით ამჯერად გიგას ხმამ გამოფხიზლდა, ღვედი შეიკარი ვეშვებითო. დაბნეულმა ასწია თავი, გარშემო მიმოიხედა და ხელი ინსტიქტურად წაიღო კისრისკენ, მაგრამ არ სტკიოდა... არადა ბალიშის წამოღებაც კი დაავიწყდა და მთელი გზა მამაკაცის მხარზე ედო თავი. ამ ყველაფრის გააზრებას მარიტას ზარის გახსენება მოჰყვა, მერე ილიას ამბავი და ბოლოს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვიღაცამ გამეტებით ჩასცხო დანა გულში. თვალები მოისრისა, წყლის ჭიქა გახსნა და სულმოუთქმელად გამოცალა.
ძილისგან და ტირილისგან ჩაწითლებული თვალებით ძლივს იხედებოდა, გარშემო ყველაფერს ბუნდოვნად ხედავდა. ტირილისგან დახშული ცხვირი საშუალებას არ აძლედა თავისუფლად ესუნთქა.
ცუდზე არ ფიქრობს, იცის რომ ილია ძალიან ძლიერი და შეგნებული ბიჭია. დედას და დას ასეთ დროს არ დატოვებს, გამორიცხულია. ილია ის ადამიანია ვისი გვერდით დგომაც მთელი ცხოვრება სჭირდება და მას არანაირი უფლება აქვს ერთ ავარიას უფლება მისცეს ყველაფერს წერტილი დაუსვას.

-რომელ საავადმყოფოშია არც კი მიკითხავს. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ილუმინატორიდან გადახედა თბილისს.

-ჩავალთ და დაურეკავ. _სწრაფად გასცა პასუხი გიგამ. ლოლა მამაკაცისკენ მიტრიალდა, გაწეწილ თმებზე ხელისგული დაისვა და თვალებში ჩააჩერდა.

-ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. ისე უცებ მოხდა ყველაფერი შეწინააღმდეგების თავიც არ მქონდა თორემ შენს წამოსვლას ნამდვილად არ დავთანხმდებოდი. _დამნაშავე ბავშვივით აიფუზა.

-შენთვის არც მიკითხავს. _თვალი ჩაუკრა და ყურსასმენი ორ თითზე დაიხვია.

-ხო, მაგრამ ძალიან უცნაური რამ მოხდა და ეს ორივემ ვიცით.

-ჩემი დახმარება გჭირდებოდა და მეც უპრობლემოდ დაგეხმარე, ამაში უცნაურს ვერაფერს ვერ ვხედავ!

ლოლამ მხრები აიჩეჩა, ღრმად ამოისუნთქა და თავი მიატრიალა.

~~~
სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა დერეფნის ბოლოსკენ, თან გულაჩქარებული ფიქრობდა როგორი გამომეტყველებით დახვდებოდა ნინა. ნინას სახეზე ყველა დაუსმელ კითხვაზე იქნებოდა პასუხი გამოსახული. პირველი მარიტას მოკრა თვალი, მერე ბებიას და ბოლოს დერეფნილს ბოლოში სკამზე უსულოდ დასვენებულ ნინას. ძლივს შეიკავა თავი ხმამაღლა რომ არ აღმუილებულიყო. ნელი ნაბიჯებით წავიდა ოჯახის წევრებისკენ. მარიტამ ფეხის ხმაზე თავი უკან მოატრიალა და ლოლას დანახვისას სწრაფად წამოდგა ფეხზე.

-როგორ არის?_ლუღლუღით იკითხა და მისკენ მოტრიალებულ დედას და ბებიას გადახედა. ნინას თვალები ჩაწითლებული, ნერვულობისგან და უძილობისგან ჩაცვენილი, თმები დასავარცხნი და ტუჩები დამსკდარი ჰქონდა.

-ოპერაციას უკეთებენ. _ჩურჩულით გასცა შვილს პასუხი, ლოლა ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა დედას, მის გვერდით ჩამოჯდა და ორივე ხელი მაგრად მოხვია.

-ილიას უყვარს როდესაც ყურადღების ცენტრშია.. აი, ნახავ, ძალიან მალე გამოჯანმრთელდება.

სიტუაციის სიმძიმე არ იცის, არც ნინას დამშვიდებას არ ცდილობს გაცვეთილი სიტყვებით და ფრაზებით, უბრალოდ მართლა ასე ფიქრობს. 100%_ით დარწმუნებულია რომ ილია ძალიან მალე მოძლიერდება და სახლში დაბრუნდება. ერთადერთი რისიც ეშინოდა გადაირია და ახლა ცოცხალი ძმის არსებობაც კი უდიდეს ძალას მატებს. სასწრაფო წესით მოიწმინდა ცრემლები, მეორე მხარეს მჯდარ დაუძლურებულ ბებიას ღიმილით გადახედა და ფეხზე წამოდგა.

-მართალია მე არც ექიმი ვარ და არც საოპერაციოდან ახლადგამოსული ექთანი რომელიც ასე თუ ისე პაციენტის ახლანდელ მდგომარეობაზე ინფორმაციას ფლობს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ილია ამ საშინელი სიტუაციიდანაც იპოვის გამოსავალს და გამოძვრება. გამორიცხულია მის ასაკში ასე უბრალოდ, ერთმა ავარიამ რაიმე სერიოზული შედეგი გამოიწვიოს. 1 კვირაში ზუსტად ის ილია იქნება რომელიც რომში წასვლისას დავტოვე აეროპორტში. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა, მოხუცს ლოყაზე ხმაურით აკოცა და ხელები მხრებზე მჭდროდ მოხვია.

ნახევარი საათი გაუნძრევლად იჯდა, სახე ხელისგულებში ჰქონდა ჩარგული და ფიქრობდა. რამდენი სასიამოვნო მოგენაბ ამოუტივტივდა, რამდენი სისულელე და ლამაზი მოგონება აკავშირებს იმ ხუჭუჭა ბიჭთან ახლა სიკვდილს რომ ებრძვის. როგორ უვლიდა წლების წინ ილიას, როგორ ზრუნავდა მის დაკუჭულ პერანგზე და ნაკეცებიან ჯინსის შარვალზე როცა ნინა სახლში არ იყო. როგორ უმზადებდა საუზმეს, სადილს ვახშამს და როგორ უთანხმებდა მის ყველა ნაბიჯს. კენტად ჩამოგორებული ბედნიერების და ტკივილის ცრემლი სწრაფად მოიშორა და ფეხზე წამოდგა. უსიტყვოდ დაუყვა დერეფანს, საავადმყოფო დატოვა და ეზოში ისევ იმ სკამზე მდჯარი გიგასკენ წავიდა.

-მეგონა წახვედი. _გოგონას ხმის გაგონებისას მისკენ მიტრიალდა და ფეხზე წამოდგა.

-არა, შენ გელოდებოდი. როგორ არის?

-ისევ საოპერაციოშია ჯერ არაფერი არ ვიცით. _თავი გააქნია და სკამზე ჩამოჯდა.

-ლოლა, მე უნდა წავიდე, მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ ნებისმიერ სიტუაციაში როცა დახმარება დაგჭირდება დამიკავშირდები და არ მოგერიდება. ეს ჩემი ნომერია, რა დროც არ უნდა იყოს მირეკავ!_ გაუწოდა და კატეოგორიული ტონით მოსთხოვა დახმარების შემთხვევაში მისთვის დარეკა. ქირიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ფურცელი გამოართვა და ციფრებს დახედა.

-აუცილებლად.

~~~

-შესვლა შეიძლება?

-ხუთი წუთით, ძალიან გთხოვ დიდხანს ნუ გაჩერდებით.

თხოვნით ჩაილაპარაკა ექიმმა, მხარზე ხელი დაადო და ექთანთან ერთად მეორე პალატის კარი შეაღო.
ლოლამ სპეციალური ხალათი და პირბადე გაიკეთა. პალატის კარი ნელა შეაღო, თეთრ საწოლზე გაწოლილ უზარმაზარ ბიჭს ღიმილით გახედა და ზურგს უკან კარი დახურა.
ილია ლოლაზე შავგვრემანია, წელიწადის ყველა დროს მზეზე მიფიცხებული ახალგაზრდას შთაბეჭდილებას ტოვებს. შავგვრემანი, მაღალი, სიმპათიური და ხუჭუჭა ბიჭისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი იწვა საწოლზე. აკანკანკალებული თითები ნაზად დაუსვა გაცრეცილ სახეზე და პირით ამოისუნთქა.

-ილო, ოთხი დღეა გელოდები და ძალიან დავიღალე!_ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ძმის წამწამებს დააკვირდა. _ხომ იცი როგორ ვერ ვიტან ლოდინს, მითუმეტეს მაშინ თუ ვიცი რომ აუცილელად უნდა მოხვიდე. ისიც ხომ იცი რომ ვერ ვიტან როდესაც სამსახურს ამდენი ხნით ვაცდენ და ამ უპასუხისმგებლობის გამო აუცილებლად შენ მოგთხოვ პასუხს!_მუქარის ტონით ჩაილაპარაკა._ 22 წლის წინ ძალიან დიდი და ჩემთვის მნიშვნელოვანი ბიჭი მოევლინა ქვეყანას. 6 თვის განმავლობაში მეგონა რომ ბიჭი რომელიც დედაჩემის მუცელში იჯდა ცხოვრებას გამიმწარებდა, მშობლების სითბოს წამართმევდა და ყველაფერი რაც გამაჩნდა მისი გახდებოდა. მეშინოდა რომ დედას და მამას ისე აღარ ვეყვარებოდი როგორც ადრე, მეშინოდა რომ აღარ ვიქნებოდი ის ლოლა და ისეთი ლოლა როგორიც ვიყავი. მაგრამ ზუსტად 9 თვეში მივხვდი რომ ყველაფერი რასაც ვფიქრობდი ძალიან დიდ აფსურდი იყო და ბიჭი რომლის ტირილიც სამშობიაროს კარს უკან გაისმა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო დედამიწის ზურგზე. იმ დღიდან შენზე ვზრუნავ, ვცდილობ რომ იდეალური და ვიყო, მინდა რომ იდეალური ვიყო, მინდა რომ ჩემით იამაყო და არასოდეს შეგრცხვეს იმის, რომ შენი და ვარ. ყოველთვის ვცდილბდი შენ მეგობრებთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, ასე იმაზე მეტს ვიგებდი შენზე ვიდრე ჩვეულებრივ ურთიერთობებში ხდება ხოლმე. ყველანაირი ილოს გაცნობა მოვახერხე. მე შენ თითოეულ წერტილს ვგრძნობ, ვთვლი რომ ჩემ დასახულ მიზანს მივაღწიე და შენთვისაც ისეთივე საჭირო ვარ როგორც ჩემთვის შენ. ვიცი რომ არცერთი წამი შეგიძლია უჩემოდ და ჩემი იტალიაში ყოფნა ძალიან დიდ დანაკარგს გაგრძნობინებს. ძალიან გთხოვ დამიბრუნე ძველი დრო უფლება მომეცი მარტო იმიტომ მენატრებოდე რომ სხვა ქვეყანაში ვარ, უფლება მომეცი შენი მონატრება სატელეფონო ზარით მოვიკლა ხოლლმე. ახლა ძალიან მჭირდები, დედას ძალიან ვჭირდებით, ბებიას ვჭირდებით, ილო. შენი წასვლა არ შეიძლება, გამორიცხულია! შენ რომ ამ სიტუაციიდან არ გამოძვრე გეფიცები ცხოვრებას გაგიმწარებ!_ ჩურჩულით ჩაილაპარაკა და დადუმდა...

ტირილისგან ჩაწითლებულ თვალებზე თითები მოისვა და ცრემლები მოიშორა. ცოტახანი ასე იჯდა და ძმის სახეს აკვირდებოდა, მერე მზერა ილიას თითებისკენ გადაიტანა და ოდნავ ამოძრავებულ საჩვენებელ თითს ღიმილით დააკვირდა.
_აი, ასე, ყოველთვის ვგრძნობდი რომ ჩემი გეშინოდა. _სიცილით ჩაილაპარაკა, თითებზე ხმაურით აკოცა და გახარებული ფეხზე წამოდგა.

~~~
ილიას მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა. მართალია ჯერ ისევ საავადმყოფოშია და ექიმის თქმით რამდენიმე დღე კიდევ მოუწევს დარჩენა, მაგრამ უკეთესობა აშკარად იგრძნობა. უბრალოდ რამდენიმე ძვალი სერიოზულად აქვს ჩალეწილი, ამას ემატება ტვინის შერყევა და ილიაც იძულებულია ოჯახის წევრებს და მთავარ ექიმს დაუჯეროს.
სამსახურიდან ყოველ დღე ურეკავენ და უკან დაბრუნებას სთხოვენ, რამდენჯერმე უფროსმა ხმაც კი გაიმკაცრა, მაგრამ როგორც კი ლოლას გაღიზიანებული ხმა გაოგონა დადუმდა.

-თუ თვლით რომ მსგავსი საქციელით თქვენ გაზარალებთ დღესვე დაწერეთ განცხადება, მეილით გამომიგზავნეთ და ხელს მოვაწერ! ასე მარტივად დასრულდება ჩვენი თანამშრომლობა და თქვენთვისაც უფრო ადვილი იქნება საქმის მიხედვა.

-ლოლა, ჩვენ გვესმის რომ ყოველივე ეს რთულია, მაგრამ გვჭირდები.

-ძალიან კარგად ვიაზრებ შექმნილ სიტუაციას, ვიცი რომ ჩემგან როგორც მთავარი პროდიუსერისგან მსგავსი ქცევა მიუღებელია, მაგრამ ახლა უკან ნამდვილად ვერ დავბრუნდები!

-შენი ძმა ხომ უკეთ არის, საუბრობს ჭამს... რა გიშლის ხელს გამოფრინდე?

-დიეგო, რამდენიმე დღე მადროვე ყველაფერს მოვაგვარებ და ჩამოვალ.

იცის რომ პირადი და სამსახური ერთმანეთში არ უნდა აურიოს, დიეგოსიც ესმის და ვერც ამტყუნებს, მაგრამ მისთვის წარმოუდგენელია ილიას ამ მდგომარეობაში დატოვება და იტალიაში გაფრენა. ზუსტად იცი რომ ყოველი კვირის ბოლოს თვითმფირნავის ფრთაზე გამოკიდებული იქნება და ურჩევნია მაშინ წავიდეს როცა დარწმუნება რომ ყველაფერი კარგად არის.
საქართველოდან როგორც ახერხებს ყველანაირად ეხმარება გუნდს, მაგრამ ლოლასთვს ეს საკმარისი არ არის.

***
ილიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, ბიჭი თავს შესანიშნავად გრძნობს, ცოტახანში ფეხზეც ადგება და საკუთარი ძალებით შეძლებს სიარულს. ავარიის დროს საბენდიეროდ არაფერი სერიოზული არ დაუშვდა და ყველაფერი ისევ წესრიგში აქვს. ძვლებიც გაუმაგრდა.
გიგა აღარ გამოჩენილა, როგორც სჩანს უბრალოდ ადამიანური თვისება გამოავლინა გაჭირვების დროს დაეხმარა და შემდეგ უკანმოაუხედავად წავიდა.
მადლობის გადახდა ძალიან უნდა, ასეთ სიტუაციაში ბევრი სულ სხვანაირად მოიქცეოდა და ლოლა გადამწყვეტ მომენტში საკუთარ ძმასთან ერთად ვერ იქნებოდა.

>>>>>>
ძალიან დიდი მადლობა ისევ და ისევ... თქვენ ვერც კი წარმოიდგენს როგორ მახარებს ის რომ კითხულობთ... იმედია ამ თავითაც ისიამოვნეთ. <3 მადლობები! <3



№1  offline წევრი ქეთიtaisia

ვაიმეეეეეე როგორ შემაშინა ამ ბიჭმა ???? ეს გიგი ბატონი საინტერესო ადამიანი ჩანს :) ❤ ველოდები ახალ თავს ❤❤❤

 


№2 სტუმარი mari

მაგარია გააგრძელე

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Sul ufro daufro magariaaa. Uhhh. Mcvavdeba situaciaaaa

 


№4  offline მოდერი მე♥

taisia
ვაიმეეეეეე როგორ შემაშინა ამ ბიჭმა ???? ეს გიგი ბატონი საინტერესო ადამიანი ჩანს :) ❤ ველოდები ახალ თავს ❤❤❤

ძალიან მიხარია რომ კითხულობ... მოგწონს და აზრს მიზიარებ❤️ ვეცდები ხვალ დავდო მეხუთე თავი.❤️
mari
მაგარია გააგრძელე

დიდი მადლობა❤️
Qeti qimucadze
Sul ufro daufro magariaaa. Uhhh. Mcvavdeba situaciaaaa

ბედნიერი ვარ! მადლობა დიდი დიდი❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№5 სტუმარი Shorena kiladze

Oo rogor momcons ROM icode upro da upro mitrevs da AR myopnis .zalian magari gogo xar tas carmatebebi da geli

 


№6  offline მოდერი მე♥

Shorena kiladze
Oo rogor momcons ROM icode upro da upro mitrevs da AR myopnis .zalian magari gogo xar tas carmatebebi da geli

ძალიან მიხარია..იმედია შემდეგი თავები უფრო კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს.დიდი მადლობა❤️
--------------------
ა.ა

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

რატომღაც მგონია რომ ყველა შენი ისორიებისგან განსხვავებულია , მაგრამ მომწონს.

 


№8  offline მოდერი მე♥

lalita
რატომღაც მგონია რომ ყველა შენი ისორიებისგან განსხვავებულია , მაგრამ მომწონს.

უუხ!ზუსტად, ზუსტად ეგ მინდოდა რომ მომესმინა. უზომოდ დიდი მადლობა, ძალიან მიხარია ჩანაფიქრი თუ ოდნავ მაინც განვახორციელე. ❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№9 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან მაგარია, მადლობა შენ რომ ასეთ კარგ ისტორიებს წერ, მომწონს ყველა შენი ისტორია, მალე დადე ახალი თავი, წარმატებები

 


№10  offline მოდერი მე♥

სტუმარი ნატა
ძალიან მაგარია, მადლობა შენ რომ ასეთ კარგ ისტორიებს წერ, მომწონს ყველა შენი ისტორია, მალე დადე ახალი თავი, წარმატებები

ნატა, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს. ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი.❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№11  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვუაიმეე!!
ახლა წავიკითხე ოთხივე თავი და შოკში ვარ!!!
აქამდე სად ვიყაავი!
როგორ მომნატრებია შენი ისტორიები ნეტა იცოდე♥♥♥
ესეც როგორი სასწაული ისტორია გაქვს ♥♥♥
ერთი სული მაქვს გაგრძელება ვიხილო ჩემო თბილო

 


№12  offline მოდერი მე♥

ტკბილიწიწაკა
ვუაიმეე!!
ახლა წავიკითხე ოთხივე თავი და შოკში ვარ!!!
აქამდე სად ვიყაავი!
როგორ მომნატრებია შენი ისტორიები ნეტა იცოდე♥♥♥
ესეც როგორი სასწაული ისტორია გაქვს ♥♥♥
ერთი სული მაქვს გაგრძელება ვიხილო ჩემო თბილო

ტკბილო, გამიხარდა რომ კითხულობ... ძალიან, ძალიან დიდი მადლობა... ყველა ისტორიისთვის მადლობა.❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№13 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketesoa
Momewona zalian
Shen
Rogorc koveltvis ganumeorebeli❤❤❤

 


№14  offline მოდერი მე♥

სტუმარი Lia
Sauketesoa
Momewona zalian
Shen
Rogorc koveltvis ganumeorebeli❤❤❤

უზარმაზარი მადლობა... ❤️???? ვბედნიერდები❤️
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent