მე რომ ტიციანს ერთხელ შევყროდი
მე რომ ტიციანს ერთხელ შევყროდი... ან გალაკტიონს, მე რომ რითმაში გავჯიბრებოდი თუნდაც ილიას... ახლა ვიცი ამ ჩემი მეთოდით დარდს ვგარანტიობ, ახლა ის ცრემლი სად მოვაგროვო, რაც დაღვრილია?... მე რომ ვენახე ალბად აკაკის, შეეშვებოდა მუზას ნამდვილად, და თავის კალამს, წერით გადაღლილს მე დამითმობდა ძალზედ ადვილად, "ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი" ალბად შეცდომით დაწერა ლადომ, ან ცოლის იყო ძალზედ დამყოლი, ან და კალამი ვეღარც მან დადო, ქალებს რომ ლექსში რჩევას აძლევდა იქნებ ღელავდა ნიშნიანიძე? ან მასაც სურდა რომ დაეწერა ზაფხულის ცხელ და მზიან ამინდზე... აბა რა ვიცი რა სურდა რუსთველს? რის ავთანდილი? რა ტარიელი?... ამდენს რომ წერდა, რატომ არ უთხრეს რომ ტვინი იყო, თან ცარიელი... და სხვას თუ არა, "მეფეს" დასცლოდა საქართველოში ბოლო მეფობა, მე რომ ვენახე, აღარ გასცლოდა იქნებ ამ ხალხს და ფიქრთ ზედმეტობას, ახლა, ამ დროში, ახალ პოეტებს მე რა გავიგო თავში რა უვლით? მე რომ ვცნობოდი, სევდის მომენტებს შეასწორებდა გომელაური. selassie |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.