ბრუნვადი გრძნობები(12)
ჩვეულებრივად აგრძელებდნენ ურთიერთობას.არავის აზრი არ აინტერესებდათ ამ საკითხთან დაკავშირებით. სალომე თავისთვის იყო,ჩუმად.ზედმეტს არაფერს ამბობდა,თითქოს უკვე ფეხებზე ეკიდა ეს ამბავი. აღარ ერეოდა მათ ურთიერთობაში. როცა მათ სახლში მიდიოდნენ მაქსიმე და მარიამი,სალომე უბრალოდ,ადგებოდა და თავის ოთახში გადიოდა, ან დივანზე იჯდა და ტელეფონს თამაშობდა. სიტყვასაც კი არ ჩააგდებდა მათთან. ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად სჯობდა მის ისტერიკებს,ამიტომ არ ერეოდნენ მის საქმეში მაქსი და მარი და დიდად პრეტენზიებს არც გამოხატავდნენ.რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა თუ იყო,მხოლოდ მაშინ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. მარიამი მაქსიმესთან უნდა მისულიყო სახლში.მივიდა კიდეც,ოღონდ მაქსიმე არ დახვდა.სალომემ კარი გაუღო და ოთახში გაუჩინარდა. მაქსიმემ დაურეკა და უთხრა რომ გაუთვალისწინებელი საქმე გამოჩნდა სამსხურში და ცოტა შეაგვიანდებოდა და დალოდებოდა. სხვა გზა არ იყო. მისაღებ ოთახში ჩამოჯდა,ტელევიზორი ჩართო და ლოდინი დაიწყო. სალომეს ფხაკუნის ხმა ისმოდა ოთახიდან,რაღაცას გამწარებული ეძებდა და კარადის კარებს და კომოდის უჯრებს მთელი ძალით აჯახუნებდა. მერე ვიღაცამ დაურეკა ტელეფონზე და ჩხუბის ხმა მოესმა -შეიგნე,რომ არ მინდა შენი ნახვა და არც არასდროს გნახავ-კიოდა ტელეფონში სალომე.მარიმ ინსტიქტურად იქეთკენ გაიხედა -პოლიციაში დავრეკავ იცოდე! თავი გამანებე!-არ ჩერდებოდა.მარიამს უნდოდა შესულიყო,მაგრამ არ შევიდა,სალომეს არ ექნებოდა ამაზე კარგი რეაქცია,ამიტომაც თავი შეიკავა.თუ რამე დასჭირდებოდა თვითონ ეტყოდა. სალომე შეშლილი სახით გამოვარდა ოთახიდან და სამზარეულოში შევიდა წყლის დასალევად, სული რომ მოეთქვა. იმდენად კანკალებდა,ჭიქა გაუვარდა ხელიდან და დაიმსხვრა. ახლა კი, ნამდვილად შეწუხდა მარიამი და სამზარეულოში შევიდა -რამე ხდება?-ხმადაბლა ჰკითხა.სალომე ჭიქის ნამსხვრევებს აგროვებდა და მოულოდნელად შეცბა. არაფერი უპასუხა.ფეხზე წამოდგა,ნამსხვრევები სანაგვე ყუთში ჩაყარა,მერე მაგიდასთან დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ერთი ღრმად ამოიოხრა, მერე მხრები აუცახცახდა და ასლუკუნდა -სალო,მშვიდობა გაქვს?-მზრუნველად ჰკითხა და ისიც მაგიდასთან დაჯდა,მის მოპირდაპირედ. სალომემ უბრალოდ თავი გააქნია უარის ნიშნად. -კარგი,თუ არ გინდა ნუ მეტყვი-მხრები აიჩეჩა.სალომემ თავი წამოყო და ცრემლები ხელის გულებით ამოიმშრალა -შოთიკო ხომ გახსოვს?-ჩახლეჩილი ხმით დაიწყო.მარიმ თავი დაუქნია-მოსვენებას არ მაძლევს, მირეკავს და მემუქრება -და შენგან რა უნდა?-შეშფოთდა -ჩემთან ურთიერთობა უნდა და ვერ შევაგნებინე რომ მე არ მინდა. ფსიქოპატია-სლუკუნებდა -და რას აპირებ? -არაფერი მაგასთან არ ჭრის.შეურაცხადია. მაქსიმესაც ვერ ვეუბნები,არ მინდა შარში გავხვიო-ისევ აუვარდა ტირილი.მარიამი ძალიან შეწუხდა -და ახლა რა უნდოდა? მაგას ელაპარაკე ხო? -შეხვედრა უნდა, შემხვდი თორემ შენს კორპუსს ჰაერში ავწევო -რომ უჩივლო? -უარესად მოიქცევა მერე.წარმოდგენაც არ მინდა-ჩაფიქრდა-ალბათ ვნახავ. ერთხელ და სამუდამოდ დაველაპარაკები და იქნებ შევაგნებინო რამე-მიიღო გადაწყვეტილება -გააფრინე? გინდა რამე დაგიშავოს? -სხვა გზა არაა. ყველა ვარიანტში რაღაცას იზამს და იქნებ ასე უფრო წყნარად მოვაგვარო მაგასთან ურთიერთობა. დღეს მთხოვს შეხვედრას, ან მოხვალ დათქმულ ადგილას ან არადა ვერ წარმოიდგენ რა ამბებს ავტეხო-ამოიოხრა -მეც გამოგყვები-უეცრად მიიღო მარიამმა გადაწყვეტილება-მარტო მართლა საშიშია მაგასთან-დააყოლა მერე -მაქსიმემ რომ გაიგოს,ტყავს გაგვაძრობს ორივეს.ამიტომ,მარტო წავალ -შენ თუ ჩემი გაყოლა არ გინდა ეგ სხვა საქმეა,მაგრამ თუ მხოლოდ მაქსიმეს ფაქტორი გადარდებს,მაშინ მოგყვები-მტკიცედ თქვა.რაც არ უნდა იყოს,ასეთ სიტუაციაში მარტო ვერ დატოვებს,ხედავს როგორი განადგურებულია. სალომე ბიჭის გამო ასეთ დღეში არასდროს ყოფილა. ეს არის პირველი შემთხვევა და მარიამი ხვდება,რომ საქმე ძალიან სერიოზულად რთულადაა, არ უნდა მას რამე დაემართოს.სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ნახევარ საათში დათქმული ადგილისკენ მიდიოდა ორივე.მაქსიმეს მიწერა,რომ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და წასვლამ მოუწია. მერე ტელეფონი ჩანთაში ჩადო და ჩანთა მანქანაში დარჩა. ქალაქგარეთ,რაღაც ბარი იყო და იქ დაიბარა სალომე. ბარში არც თუ ისე კარგი სიტუაცია იყო. უამრავი მთვრალი კაცი, სიგარეტის ბოლით გაჟღენთილი გარემო და ხმამაღალი მუსიკა,რომელზეც მანდ მყოფთა უმეტესობა ალკოჰოლის დიდი დოზის მიღებისგან ბანცალებდა და ისე ცეკვავდა. მარიამი და სალომე ერთ ადგილას იდგნენ და ისე ათვალიერებდნენ დარბაზს.ორივეს ზიზღის გრძნობა დაეუფლა -სალო,იქნებ წავიდეთ?-შეწუხებულმა კიდევ ერთხელ შეეკითხა,იქნებ გადაეფიქრებინა -რადგან მოვედით,ბარემ დავამთვროთ-თქვა და გარემოს თვალი მოავლო.შოთიკოც დაინახა,ბართან იჯდა და მარტინს სვამდა.მანაც გამოიხედა,ბარს ათვალიერებდა და მზერა სალომეზე გაუჩერდა. დაინახა თუ არა,გვერდულად ჩაეღიმა,ჭიქა ბოლომდე გამოცალა და მისკენ დაიძრა -მიყვარს დამჯერი გოგოები-პირდაპირ მიახალა,მისალმების გარეშე.სალომემ ტუჩი აიბზუა -დროზე მითხარი რა გინდა და მე მივდივარ -ოპ ოპ,ცოტა მშვივად.აქედან გავიდეთ და ვილაპარაკოთ-ხელი მკლავში ჩაავლო და ბარის ბოლოში,რაღაც კარი იყო და იქეთკენ დაიძრა -მარ, აქ დამელოდე,მალე მოვბრუნდები-თან მიდიოდა და ისე მიაძახა. მარის უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.იქვე კუთხეში,შედარებით ჩაბნელებული ადგილი იყო ცარიელი და იქეთკენ წავიდა ჩამოსაჯდომად,რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო და მასთან არავინ მისულიყო. -ხელი გამიშვი და ისე მითხარი რა გინდა-მთელი ძალით გამოგლიჯა სალომემ ხელი შოთიკოს,როცა ცარიელ საპირფარეშოში შეიყვანა-ანდაც ამაზე უკეთესი ადგილი ვერ ნახე სალაპარაკოდ?-ზიზღით მიმოიხედა -ისტერიკებს მორჩი. აქ ამაზე წყნარი ადგილი სხვა არაა,შუა დარბაზში კიდევ ვერ ვილაპარაკებთ-მხრები აიჩეჩა და სალომესკენ დაიძრა,რომ მოხვეოდა.სალომემ უკან დაიხია -რას აკეთებ? არ გაბედო მოკარება!!! -ნუ წიკვინებ რა, მომენატრე-უთხრა და მთელი ძალით მოეხვია.სალომე გაუძალიანდა და თავი დაიხსნა -ნუ მეხები მეთქი!!-დაიყვირა განწირულმა- რით ვერ შეიგნე რომ არ მინდა შენთან არანაირი სახის ურთიერთობა მქონდეს და რატომ მაწუხებ შენი რეკვებით? რის მიღწევას ცდილობ?-ყვიროდა ბოლო ხმაზე -ტონს დაუწიე გოგო-დაიღრიალა შოთიკომ-შენ მე შენს ს.ირ ბიჭებში ხომ არ გეშლები თითს რომ უტკაცუნებ და ისე დაგყავს შენს ჭკუაზე?ცოტა აზრზე მოდი-ყურის ბარაბნები აატკივა სალომეს,ისეთ ხმაზე ყვიროდა -თავი დამანებე მეთქი კიდევ ერთხელ გიმეორებ- იცოდე პოლიციაში გიჩივლებ თუ არ შემეშვები-სალომეც ყვიროდა -ფეხები არ მომაჭამო-ცინიკურად გაეცინა-შენ გგონია შენი გასართობი ვიქნები? ურთიერთობას რო იწყებდი ჩემთან რაზე ფიქრობდი? ერთი კვირა გავერთობი და მერე მივაგდებო? ჩემთან ეგ თამაში არ გაგივა.სხვები კი დააჩმორე ეგრე,მაგრამ ჩემთან ეგრე ვერ მოიქცევი,გასაგებია?-თითი დაუქნია -ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს შენთან ურთიერთობას გასაგებია?ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა. ამის მეტჯერ ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით,ასე რომ ნახვამდის-უთხრა და კარებისკენ დაიძრა,მაგრამ შოთიკომ მხრებში ხელები ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა -შენ თავს იდებილებ თუ მართლა დებილი ხარ?-დაუღრიალა- სანამ მე არ მომინდება,თავს ვერ დამანებებ გასაგებია?-მთელი ძალით უჭერდა მხრებში ხეელებს და თან ღრიალებდა.უცებ მარიამი შემოვარდა. რომ შეაგვიანდა სალომეს,გადაწყვიტა იქეთკენ წასულიყო სადაც ბოლოს ისინი შევიდნენ. -თავი დაანებე სალომეს-დაიყვირა მარიამმა.ხმაზე მისკენ გაიხედა შოთიკომ -ნუ ერევი და გადი!!!-უყვირა მასაც -ახლავე ხელი გაუშვი-მათკენ დაიძრა და სალომეს დაეჯაჯგურა,რომ შოთიკოსგან დაეხსნა და აქედან გაეყვანა,მაგრამ შოთიკო ისე ძლიერ უჭერდა ხელებს,მისგან სალომეს ვერავინ დაიხსნიდა -ლაპარაკი გვაცალეთქო არ გესმის შენ? -მარ,დაანებე გთხოვ-ტირილით უთხრა სალომემ -ამასთან მარტო არ დაგტოვებ-მკაცრად ჩაილაპარაკა-შენ კიდევ რა ვერ გაიგე,თავი დაანებეთქო?ანდა თავმოყვარეობა არ გაქვს? გოგოს არ უდნა შენთან ურთიერთობა და აძალებ?-დაუყვირა, რომ არ გაჭრა, მერე შოთიკოსკენ წავიდა და ახლა მას დაუწყო ჯაჯგური რომ ხელი გაეშვა.კარგა ხანი ჭიდაობდნენ ერთმანეთთან რომ როგორმე დაეხსნა სალომე,რომ ვერაფერი გააწყო იმ სიმძიმე კაცთან,ხელზე უკბინა ძალიან მწარედ. შოთიკომ სიმწრისგან დაიყვირა და ხელი მთელი ძალით მოიქნია მარიამისკენ,რომელსაც სახეზე მოხვდა და ტუჩი გაუსკდა.ძლიერი დარტყმისგან ცოტა შებარბაცდა და უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით. ტკივილისგან ცრემლები ინსტიქტურად წამოუვიდა.სალომე თვალებგაფართოებული იდგა. მერე შოთიკოსკენ გაიქცა, ზურგზე შეახტა და მუშტები ურტყა -ნაგავო, როგორ გაბედე-აგრძელებდა მუშტების რტყმას.შოთიკომ ძლივს მოიშორა სალომე -დაიმახსოვრე-თითი მისკენ გაიშვირა-ჩემგან თავს ასე მარტივად ვერ დააღწევ-დაიყვირა და გიჟივით გავარდა საპირფარეშოდან. მარიამი კუთხეში იდგა და სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული -მარ,ძალიან გტკივა-ონკანთან მიიყვანა-ვაიმე, რა გაწითლებული გაქვს-შეჰკივლა მისი სახის დანახვაზე. მარიამმა სარკეში რომ ჩაიხედა თვითონაც შეეშინდა.ცალი ლოყა მთლიანად გაწითლებული და ტუჩი დამსკდარი ჰქონდა,საიდანაც სისხლი მოსდიოდა. ხმას ვერ იღებდა.ასეთი შეურაცხყოფა არასდროს არავის მიუყენებია მისთვის. უხმოდ ტიროდა და თან სახეს იწმენდდა -მაპატიე რა-ძალიან შეწუხდა სალომე შექმნილი სიტუაციის გამო.მარიმ ხელი აიქნია არ გინდაო და მერე საპირფარეშოდან გამოვიდნენ და უკანმოუხედავად გაეცალნენ იმ ადგილს. მარიამთან წავიდა ორივე. საჭესთან სალომე იჯდა,რადგან მარიამი ისეთი განერვიულებული იყო,ვერ მართავდა მანქანას. სახლში მივიდნენ თუ არა,გრევე ყინულები გამოიტანა და სახეზე მიიდო -ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში დღევანდელის გამო-სალომეს დანაშაულის გრძნობა აწუხებდა -ნუ მებოდიშები,მე დავიჟინე გამოყოლა,ამიტომ არავის ბრალი არაა.რაც მოხდა, მოხდა-თქვა და ცივი ყინულის შეხებისგან დაიმანჭა. -გინდა რამე მოგიმზადო? ყავა,ჩაი ან რამე რავი,რაც გინდა-შესთავაზა სალომემ -მე არაფერი მინდა და შენ გაიკეთე თუ გინდა-თქვა და თავი დივანს მიადო. უცებ, კარზე ისტერიული რეკვა ატყდა.სალომე წავიდა გასაღებად. გააღო თუ არა,მაქსიმე შემოვარდა, გაგიჟებული -მოვკვდი ორივესთან რეკვით და თქვენ ერთად ბრძანდებით თურმე?-დაუყვირა სალომეს შემოსასვლელში-სად გაქვთ ტელეფონები?-ძალიან გაბრაზებული ჩანდა. სალომეს უბღვერდა და ისე მიდიოდა მისაღები ოთახისკენ. შევიდა თუ არა ეგრევე ერთ ადგილას მიიყინა გაფითრებული.რამდენიმე წამს უხმოდ უყურა მარიამს და მერე მასთან მივიდა და ჩაიმუხლა -რა დაგემართა?-შეშფოთებულმა ჰკითხა და ხელი ნიკაპქვეშ ამოდო რომ მისთვის კარგად შეეხედა-მარიამ, რა დაგემართა მეთქი!!-გაუმეორა კითხვა,როცა მარიამისგან პასუხი ვერ მიიღო.ყინული მოაშორა სახიდან და რომ ნახა რა მდგომარეობაშიც იყო ფეხზე წამოხტა-ეს რა ჯანდაბაა? ვინმემ დაგარტყა?-აღმოხდა სიმწრისგან და მისი ლოყის თვალიერება განაგრძო-ბოლობოლო ამიხსნით რა მოხდა?-ბოლოს ხმამაღლა დაიყვირა,რადგან პასუხი ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიიღო -ჩემი ბრალია ყველაფერი-შეშინებულმა სალომემ წამოიძახა.მაქსიმემ მას გახედა,ვერ მიხვდა -რა არის შენი ბრალი,შენ დაარტყი?-გაოცებულმა ჰკითხა -არა, ასე მარტივად არაა საქმე-ძალიან ანერვიულდა,არ იცოდა როგორ აეხსნა მისი ძმისთვის ეს ყველაფერი -მაქსი,დამშვიდდი გთხოვ, ყველაფერი რიგზეა-გააწყვეტინა მარიამმა და შეეცადა მაქსიმე დაემშვიდებინა -რიგზე როგორ არის მეღადავები?-გაოცებულმა დასვა შეკითხვა -მაქსიმეს ამას ვერ დავუმალავთ-უცებ წამოიძახა სალომემ ,მართლა ძალიან იყო შეშინებული და არ უნდოდა ტყუილი ეთქვათ. მაქსიმე კიდევ სულმოუთმენლად ელოდებოდა როდის იტყოდნენ რა მოხდა. სალომემ დაწვრილებით მოუყვა რაც მოხდა. მარიამი და სალომე მიხვდნენ,რომ ამბის მოყოლის პერიოდში,მაქსიმეს სახეზე გარდამავალი ცვლილებები კარგს არაფერს უქადდა. -შეიშალეთ?-დაასრულა თუ არა სალომემ მოყოლა ეგრევე დაიყვირა-სად მიდიოდით რომ მიდიოდით?საერთოდ არ იფიქრეთ ხომ შესაძლო შედეგებზე?-ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ბოლომდე რაც მოხდა -მაქსი,გთხოვ,დამშვიდდი-მის დაწყნარებას შეეცადა მარიამი- სალომეს მარტო ვერ გავუშვებდი -არ უნდა დაგემალათ,ასეთი რაღაც არ უნდა დაგემალათ -ვიცი,მაგრამ... -ანდა შენ,ვინმე ასე ძალიან თუ გაწუხებდა არ უნდა გეთქვა?შენით რომ ცდილობ საქმეების გარჩვას,თავი ვინ გგონია?-სალომეს მიუბრუნდა -არ მინდოდა შარში გახვეულიყავი ჩემს გამო -სალომე,საერთოდ აზროვნებ? ასეთი პრობლემა გაქვს და მიმალავ? და შენ რომ ეხვევი შარში თან ძალიან ცუდად,ამაში უფრო დიდ პრობლემას ვერ ხედავ, ვიდრე იმას რომ მე გავეხვე შარში?ძალიან ცუდად მოიქეცით,ორივე-თითი ორივესკენ გაიშვირა-რომ დამიმალეთ ეს ამბავი და ძალიან გაბრაზებული ვარ!!!-ზედმეტად მკაცრი იყო მაქსიმე-სახელი და გვარი მითხარი იმ ტიპის-მერე უცებ სალომეს მიუბრუნდა. მარიამს და სალომეს ფერები გადაუვიდათ -რა? გაგიჟდი? მაგას არ გეტყვი-შეეშინდა სალომეს რომ არ მისულიყო მასთან მაქსი და შოთიკოს მაქსისთვის რამე არ დაეშავებინა -სალომე,ბევრჯერ არ გკითხავ, მაგის გაგება არ გამიჭირდება დამიჯერე, უბრალოდ ზედმეტად არ მაწვალო ისე მითხარი -არა მეთქი-ხმამაღლა მოუვიდა- მაქს-მერე ტონი შეარბილა- გთხოვ არ ნახო.თუ კიდევ გამოჩნდება არ დაგიმალავ, გპირდები -სალომე,ან მეტყვი ან არადა დავიწყებ ახლავე ჩემით გარკვევას-კატეგორიული იყო მაქსიმე. მარიამი ჩუმად იჯდა და ისე აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. ვერაფერს ამბობდა,რადგან არ უნდოდა უარესად გაეღიზიანებინა მაქსიმე. სალომე ყოყმანობდა. არ იცოდა რა ექნა,არადა დარწმუნებული იყო,მაქსი თუ რამეს მოინდომებდა,აუცილებლად ბოლომდე მიაწვებოდა -შოთიკო დარასელია-ბოლოს, ბევრი ყოყმანის შემდეგ ამოთქვა ეს სახელი და გვარი. მაქსიმეს მეტი არაფერი უთქვამს,კიდევ ერთხელ შეავლო ორივეს მკაცრი მზერა და არც ერთისთვის არაფერი დაუბარებია ისე გავიდა სახლიდან -ლევან,როგორ ხარ?-სახლიდან გავიდა თუ არა,ეგრევე დაურეკა თავის მეგობარს,რომელიც უშიშროებაში მუშაობს -არამიშავს,რაზე გაწუხებ,არის ერთი ტიპი,შოთიკო დარასელია და მაგაზე გამიგე ყველაფერი ძმურად რა. ჩემი დის ნომერს გეტყვი და მაგასთან შემოსული ზარებით შეძლებ მარტივად გასვლას. -კარგი, დაველოდები შენს ზარს. მადლობა -ლაპარაკს მორჩა თუ არა,მანქანაში ჩაჯდა და ძალიან სწრაფად მოწყდა ადგილიდან. აბა რას ფიქრობთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.