ოთხი მეგობარი - I -
ოთხი მეგობარი ახალთახალი BMW_ს მარკის მანქანა მეორე სადარბაზოს პირდაპირ გაჩერდა, მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, მანქანას მეორე მხრიდან მოუარა და გოგონას კარი თავაზიანად გაუღო. გოგონამ გაბრაზებული მზერით დაავლო ხელჩანთას ხელი და სწრაფად გაუყვა გზას სადარბაზომდე. _კარგი რა ნატალი…_მისი შეჩერება სცადა ახალგაზრდა ბიჭმა._არ მაქვს ახლა იქ ამოსვლის თავი. ვერ ვერთობი ამ ბებრულ ფართებზე… _არავინ გეხვერწება წამოსვლას!_წარბშეკრულმა უპასუხა ნატალიმ. ნატალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს კაკუნი გაჰქონდა მთელ სადარბაზოში. გაბრაზებული ხმაურიანი ნაბიჯებით მიუყვებოდა კიბეებს. ბოლოს ტელეფონი მოიმარჯვა და ნაცნობი ნომერი აკრიბა. _სად ხარ გოგო?!_ მოესმა მეორე მხრიდან ნაწყენი და თან ზედმეტად აჟიტირებული დაქალის ხმა. _აუ ანო, საშინელ ხასიათზე ვარ, ტატოს ვეჩხუბე. კიბეებზე ამოვდივარ ახლა, მაგრამ ტყუპებისთვის საჩუქარიც კი არ მიყიდია, საშინლად მრცხვენია…_შესჩივლა ნატალიმ. _ნუ გეშინია, არავინ უცხო არ არის, ტყუპები კიდე ჯერ მაგდენს ვერ ხვდებიან. მალე, კარს ვაღებ უკვე!_ანომ ყურმილი გათიშა და კარისაკენ გაემართა. ნატალიმ ნაბიჯების სისწრაფეს კიდევ უმატა და მეხუთე სართულზეც წამებში ამოყო თავი. _ოჰ, მობრძანდით!_შემართებით შეხვდა ანო. გოგონებმა ერთმანეთი გადაკოცნეს და სასტუმრო ოთახისკენ გაემართნენ. _ეს ვინ მოსულა!_შემოეგებათ კიდევ ერთი მეგობარი, მართა. _აქ რა ჟრიამულია!_გამხიარულდა ნატალი._ტყუპები და ქალბატონი სად არიან? _ოთახში, ტყუპებმა ლიმონათები გადაავლეს ერთმანეთს თავზე და ტასია უცვლის._ქოთქოთით მიახალა შუახნის, ზედმეტად გადაპრანჭულმა ქალმა და ღვინის “წრუპვა” განაგრძო. _ნანაჩო, როგორ ხარ?_ამჯერად ნატალი მისკენ გაემართა._მომენატრე… _არც გსაყვედურობ რომ არ მოდიხარ, ხელოვანი ადამიანი მუდამ დაკავებულია!_ისევ ქოთქოთებდა ნანაჩო._ანოც ხელოვანია და არც მას ვსაყვედურობ, აი ამ უსაქმურზე კი ნამდვილად ნაწყენი ვარ!_წარბებ აქაჩულმა გახედა მართას. _უსაქმური რომ ვარ, მაგიტომაც არ მცალია. სულ საქმეს ვეძებ!_სხარტად უპასუხა მართამ და უდარდელად ჩაეშვა დივანში. _ამას ხომ პასუხი ყველაფერზე აქვს!_მხრები აიჩეჩა ნანაჩომ და ბოკალი იქვე მჯდომ ნიკოს გაუწოდა._დამისხი გენაცვალე თუ არ შეგაწუხებ. _რას ამბოთ, პირიქით, თქვენისთანა ლამაზი ქალის მომსახურებას რა სჯობს!_ნიკომ შეუმჩნევლად ჩაუკრა ანოს თვალი და ბოკალს ხელი მარდად დასტაცა. _გავედით, ჰე!_საძინებელი ოთახიდან ტასია და მისი ტყუპი ბიჭები გამოვიდნენ._წამო სურათები გადავიღოთ დე!_შემართებით მოუძღვებოდა ბიჭებს და თან ტელეფონში კამერას რთავდა. _ტასია!_მისკენ გაემართა ნატალი._გილოცავ ბიჭების დაბადების დღეს!_გადაეხვია მეგობარს._უნდა მაპატიო, საჩუქრები ვერ მოვიტანე, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ! ნატალი ამჯერად ბიჭებისკენ გაემართა. ორივეს ქერა თმები აუბურძგნა და მერე გემრიელად დაუკოცნა მსუქანი ლოყები. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. _გიგი იქნება._თვალები გადაატრიალა ტასიამ და სტუმრის მისაღებად გაემართა. ოთახში ყველა დადუმდა, არავის სურდა გიგისთან რაიმე ზედმეტი დასცდენოდა. ყველა ერთმანეთს შეჰყურებდა, მხოლოდ ტყუპებს არ ადარდებდათ არაფერი, მხიარულად დარბოდნენ ოთახში და ახალი სათამაშოებით ერთობოდნენ. _შანსი არაა!_მისაღებიდან ტასიას ყვირილის ხმა გაისმა._როდის ჩამოხვედი? გიგის ასეთი აღტაცებით ტასია ნამდვილად არ შეხვდებოდა. ოთახში ყველა სმენად იქცა, მათი მზერა კი მისაღები ოთახისკენ მიმართულიყო. _ნახეთ ვინ მოვიდა!_გახარებული შემოუძღვა ტასია ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპატიურ ბიჭს. _მოიცა…_ფეხზე წამოხტა ნანაჩო._ეს მათეა? _ჰო, მამიდა, მე ვარ!_მომხიბვლელად გაუღიმა მათემ მას და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ნანაჩოსკენ. ძლიერი მკლავები წელზე მოხვია და საკმაოდ მძიმე წონის ქალბატონი ხელში აიტაცა. _შე გადარეულო ბიჭო!_გახარებული ებღაუჭბოდა ნანაჩო ძმიშვილის მხრებს და სახეს უკოცნიდა._რამდენი წელია, რამდენი ხანია…_სიტყვებს ვერ პოულობდა იგი._რამხელა ხარ! ნანაჩომ და მათემ რომ მოისიყვარულეს ჯერი ტყუპებზე დადგა. _დაჩი და რატი!_ბიჭების წინ ჩაიმუხლა მათე. ტყუპები გაკვირვებული შესცქეროდნენ ბიძას, რომელიც აქამდე არასოდეს ენახათ. მათემ ჯიბიდან ორიცალი “ქინდერ სიურპრიზი” ამოიღო და ბიჭებს გადასცა. ტყუპებმაც არ დააყოვნეს და საჩუქრის გახსნას შეუდგნენ. _მათე, გაიცანი, ესენი ჩემი მეგობრები არიან._თქვა ტასიამ და გოგონებზე მიათითა._ანო, მისი შეყვარებული ნიკო, მართა და ნატალი. _სასიამოვნოა!_ისევ მომხიბვლელი ღიმილით გადახედა ყველას ბიჭმა. _ეს კი ჩემი გადაკარგული ძმაა._გახარებულმა დააყოლა ტასიამ და მათეს წელზე მოეხვია. _გვსმენია თქვენზე, დაუსწრებლად გიცნობდით!_თქვა ანომ. კარზე ისევ გაისმა კაკუნის ხმა. ამჯერად ნამდვილად გიგი შემოუერთდა ამ აურზაურს. მისი შემოსვლისთანავე დაიძაბა აურა. გიგიმ ყველას გადახედა, გამარჯობაო ჩაილაპარაკა და ტყუპებისკენ წავიდა. _აბა მამიკოს ბიჭები როგორ არიან?_ბიჭებმაც დაინახეს თუ არა მამა თვალები სიხარულით აენთოთ და ბაჯბაჯით მიირბინეს მამასთან._ ორი დიდი კაცი მყავს. მა, 2 წლის გახდით უკვე!_ეფერებოდა ბიჭებს გიგი. *** მალე მოსაღამოვდა, ტყუპებს ემოციებისგან გადაღლილებს მალევე ჩაეძინათ, ნამგზავრ მათესაც ჩასძინებოდა, ნანაჩო სამზარეულოში ტრიალებდა, გიგი და ნიკოც სახლში წასულიყო, გოგონები კი ნამცხვარსა და ყავას მიირთმევდნენ, და ჭორაობით გულს იჯერებდნენ. _გიგიმ ლამის შეჭამა მათე თვალებით სანამ ეტყოდი რომ შენი ძმა ჩამოვიდა._თქვა ანომ. _ბიჭების გამო არ უნდა ვინმე მყავდეს, თორე მე საერთოდ ვკიდივარ._თავი გააქნია ტასიამ. _ნეტა გიგის ვინ ეკითება._სიცილით თქვა მართამ._შენ იწუნებ ყველას თორე… _მაინც გამოქექავს ნანაჩო ვინმეს!_კისკისებდა ნატალიც. _ტატოს ვეჩხუბეო და ასეთ კარგ ხასიათზე საიდან ხარ ქალბატონო?_ეჭვის თვალით გადახედა ანომ. _მომაბეზრა მაგ ბიჭმა თავი…_თვალები გადაატრიალა ნატალიმ._ხვალ ვეტყვი რომ ყველაფერი მორჩა და ეგაა. _ეგრე, სამი თვეა შორდები, და ორ დღეში ისევ ურიგდები._ჩაერთო მართაც. _არა, ახლა ნამდვილად ვშორდები!_გადაწყვეტით თქვა ნატალიმ და ყავა მოსვა._ხვალ ბოლო გადაღება გვაქვს ერთად და მისი ნახვა აღარც მომიწევს. _რა კარგია რომ ნიკო ასეთი მშვიდი და დამყოლი ხასიათისაა._ბედნიერმა ჩაილაპარაკა ანომ. _ადრე თუ გვიან მოგბეზრდება ეგეთ კაცთან ყოფნა, დამიჯერე._თქვა მართამ და ფეხზე წამოდგა._მე წავედი, ხვალ დილით ახალ სამსახურში ვარ. _შეეცადე ცოტა ესწერვო უფროსობასაც და კლიენტებსაც თუ არ გინდა მაქედანაც მოგისროლონ._ენა გამოუყო ნატალიმ. _ყველა შენსავით საყვარელი ვერ არის!_თალები დაახამხამა მართამ და ნატალი გამოაჯავრა. _მეც წამოვალ, თორე ანო ბებო მელოდება, აინტერესებს დაბადების დღემ როგორ ჩაიარა._ფეხზე წამოდგა ანოც. ნატალიმ და ტასიამ გოგონები გააცილეს და თავიანთი ყავებითურთ ნანაჩოსთან, სამზარეულოში გადაინაცვლეს. _ხომ არ დაიღალე მამიდა?_იკითხა ტასომ. _ლაგებით არა, ემოციებით კი…_გულრწფელად უპასუხა მან. _რამხელაა არა მათე?! _მამას გავს!_არ დააყოვნა ნანაჩომ._მაღალი, ფერ-ხორციანი, ეშხიანი გამოხედვა, სწორი კბილები, შავი თვალები… ყველაფრით მამათქვენს გავს, ყველაფრით! _ჰო, მეც მივამგვანე…_ამჯერად ნატალიც ჩაერია საუბარში._სურათებით მართლა ძალიან გავს და ისე ვახოს ნამდვილად არ ვიცნობდი. _შენ რომ ვახო ბოლოს გენახა ვერც იტყოდი ოდესმე მათესნაირი სიმპატიური თუ იყო. ავადმყოფობამ სულ დააპატარავა და ჩამოახმო._სევდა შემოაწვა ნანაჩოს. _კარგი მამიდა, დღეს მაგას ნუ გავიხსენებთ. იმაზე იფიქრე რა მაგარია მათე რომ ჩამოვიდა. _აქ დარჩება, თუ მიდის ისევ?_იკითხა ნატალიმ. _არაფერი ვიცი…_მხრები აიჩეჩა ტასიამ. კიდევ დიდხანს იჭორავეს სამივემ. ხან რა თემას მოედნენ ხან რას. მათედან დაწყებული, გიგით დამთავრებული ყველა განიხილეს და გული კარგად რომ იჯერეს ნატალიმ სახლში წასვლა გადაწყვიტა, ტასიამ და ნანაჩომ კი საწოლს მიაშურეს. დიდი მეგობრობა და სიყვარული აკავშირებდათ მართას, ტასიას, ნატალისა და ანოს. ერთმანეთს გვერდით სწორედ მაშინ დაუდგნენ როდესაც ეს ცხოვრებაში ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. მიუხედავად იმისა რომ ოთხივენი გარეგნობით, პროფესიით, ჰობით, ასაკით თუ ხასიათით ძალიან განსხვავდებოდნენ, საერთო ენას ყოველთვის ნახულობდნენ და მეტიც, ერთმანეთის გარეშე უკვე დიდიხანია ცხოვრება წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.