არანორმალური (4)
-გისმენთ!–სიბრაზისგან ზედმეტად უხეშად გამომივიდა, ამიტომ წყნარად დავამატე–რომელი ხართ? -ჩემს ველოსიპედზე ვრეკავ. -აა, დიახ, დიახ. სულ ამომივარდა თავიდან! მოკლედ ვუთხარი რომ ისევ იქ შემხვედროდა, სადაც ველოსიპედი გამოვართვი და დავაწექი ველოთი იმ გზას. * * * რომ მივედი, ის ბიჭი უკვე იმ ხის ქვეშ იჯდა და მელოდებოდა. ისე ძალიან "სიმპაწიაგა" ბიჭი კი იყო. რომ დამინახა გამიღიმა. მეც მივედი, ველოსიპედი ხესთან მივაყუდე, შემდეგ ჩამოვჯექი და მადლობა მოვუხადე, რომ ველო მათხოვა. -არაფრის! ისე ფეხი როგორ გაქვს?–მეკითხება გამომცდელად -კ... -მოიცა, მოიცა! ჯერ არაფერი არ მითხრა. წამოდი სადმე დავსხდეთ და იქ მომიყევი რატომ მომატყუე! -მმმ...არ ვიცი!..ისე შენ საიდან იცი რომ მოგატყუე? -ჯერ ერთი რომ დაეცი და გაგსინჯე, ფეხს არაფერი ეტყობოდა,მერე უცბად აღარ გტკიოდა, წამოვარდი და სირბილით გაიქეცი, შემდეგ უკან მობრუნდი და ეს ახალფეხნატკენი გოგო ველოსიპედით გავარდი ტროტუარზე...ეჭვიც კი არავის შეეპარებოდა! მოკლედ მაგრად მიმაბანძა ამ ბიჭმა, მაგრამ ისე სასაცილოდ იძახდა ამ ყველაფერს, მეც გამეცინა. -თან ჩემი ვალი გაქვს! -რა ვალი?!–გაფართოებული თვალებით მივუბრუნდი. -იცი რომ ველოსიპედს ჩემს დასაც კი არ ვთხოვნი?! შენ კი, სრულიად უცნობმა, ისე "ამახიე" ველო, ვერც გავიაზრე!.. ისევ გამეცინა, მაგრამ აღარაფერი ვთქვი. -აბა მოდიხარ? -მმმ...–ცოტა შევყოყმანდი. -ამით ვალიც მოხდილი გექნება!–დაამატა. -კარგი! ოღონდ ერთი კარგი კაფე ვიცი და იქ წავიდეთ! -სადაც თქვენ მოისურვებთ! * * * როდესაც კაფეში შევედით მაია დეიდა ბართან იდგა და ტელეფონზე საუბრობდა,მე რომ დამინახა გამიღიმა და თან თითით მანიშნა მოდიო. არა განა მართლა ჩემი დეიდა იყო, უბრალოდ ყველა ასე ეძახის! ჩვენს უბანში საუკეთესო კაფე-ბარია და თან მაია დეიდა ყველას უყვარს.ძალიან კეთილი და საყვარელი ქალია. თან მე და ლუკა ბავშვობიდან ძალიან ვუყვარდით და კიდევ იმაზე მეტად მამა უყვარს მგონი. ადრე ეპრანჭებოდა, მაგრამ რომ არაფერი გამოუვიდა, მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლა. ბართან ისე მივედი, ვერც გავიაზრე.მან მალევე გათიშა ყურმილი და გადამკოცნა. -აბა?! ნაყინი და ფორთოხლის წვენი?!– უკვე იცოდა,მაგრამ მაინც გადაამოწმა. მიუხედავად იმისა,რომ ამ ბიჭმა ცოტა ხასიათზე მომიყვანა,ნაყინის და ფორთოხლის წვენის გარეშე,მაინც დაბღვერილი დავდიოდი. -რა თქმა უნდა! -ისევ შენ და ლუკამ იჩხუბეთ?! -ახლა მეგობართან ერთად ვარ და მაგას მერე მოგიყვები კარგი?! -უი ბოდიში, ვერ მივხვდი შენ რომ გახლდა!–გამიღიმა და ახლა ამ ბიჭს მიმართა–რას დალევთ? -მეც ფორთოხლის წვენი თუ შეიძლება! -ახლავე იქნება! მიდი ბაბიკუნა დაჯექით და ახლავე ყველაფერს მოგართმევთ! -მადლობაა! მოკლედ დავჯექით და ცოტა ხნით ორივე უაზროდ და ჩუმად ვიჯექით... ბოლოს კი ისევ მე დავიწყე: -ხო მართლა რა გქვია? -სანდრო, შენ? -ბაბი! სასიამოვნოა!–ვუთხარი და ხელიც გავუწოდე. თვითონაც ჩამომართვა და ახლა თვითონ დაიწყო: -შეყვარებული გყავს? -მმმ...არა შენ?– -არა... რაღაც აწუხებდა და ვერ ამბობდა... -იმ ქალმა რომ ვიღაც ლუკა და ჩხუბი ახსენა?! აი აქ სიცილი ამიტყდა... -ლუკა?! ლუკა ჩემი ძმაა. მე და ის ხშირად ვჩხუბობთ, მერე მე გაბრზებულზე აქ მოვდივარ და წვენს და ნაყინს მივირთმევ... რაღაცნაირად კარგ ხასიათზე მაყენებს! ამ დროს მაია დეიდა მოვიდა და შეკვეთა მოგვიტანა. თან ნაზად გამიღიმა და შემდეგ დაგვტოვა... -აბა ახლა მომიყევი რატო მომატყუე... მეც მოვუყევი თუ როგორ გავყევი ჩემს ძმას და მის მეგობარს უკან და ბლა...ბლა...ბლა... მოკლედ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და ვიცინეთ... -ახლა უნდა წავიდე, თან ცოტას ველოსიპედითაც გავივლი! მომნატრებია!-და საყვარლად გამიღიმა. -აბა კარგად! გადავკოცნე და წავიდა... მე გადავწყვიტე რომ ცოტახანი ისევ ვმჯდარიყავი იქ, თან მარტოც დავრჩი როგორც... -ბედი დამცინის თუ რა ჯანდაბაა?!-ამოვიხვნეშე ჩემთვის. ბატონი ნოე ფანჯარასთან დგას და ხელს მიქნევს,მე ცხვირი ავიბზუე,ტელეფონი ავიღე და ვითომ რაღაცას ვათვალიერებდი, ყურადღება აღარ მივაქციე. მეგონა წავიდოდა, მაგრამ ჩემმა ბედმა ჯერ ისევ უნდა გაწამოვო და წასვლის მაგივრად, შემოვიდა და გვერდით მომიჯდა. -ვა ბაბლიი როგორ ხარ?–თითქოს ერთი თვეა არ ვუნახივარ -ვინ გითხრა, რომ აქ ვიქნებოდი? -აქ შემთხვევით ჩამოვიარე, შენი ძმისგან წამოვედი და...–წამიერი დუმილი– ვის რა უნდა ეთქვა?–დამეკრიჭა -მანქანა მოგპარეს?!–ვუთხარი და ირონიული ღიმილიც არ დავაყოვნე–ვინ გითხრა რომ აქ ვიქნებოდი? –ჯანდაბა...კაი ხო ნიას დავურეკე -ვაიმე გიხდება ნერვიულობა!– ისევ ირონიული ღიმილი -ჩემი ბრალი რომ არ იყოს არ ვინერვიულებდი!–არც მან დააყოვნა. ორივეს გაგვეცინა. -ანუ აღიარებ რომ შენი ბრალია? -მჰმმ...ხხ...ხოო ვაღიარებ...–თქვა და თან დანაღვლიანებულმა თავი დახარა–ბოდიში რა! ისე საყვარლად ჰქონდა თავი ჩაღუნული და ისე საყვარლად მითხრა ბოდიშიო ცრემლები მომადგა თვალებზე, მაგრამ მერე სიცილი ამიტყდა. ჯერ ეჭვის თვალით ამომხედა, მერე თავი აწია და გაშტერებული მიყურებდა. -ყველაფერზე რატო იცინი? -რავი ალბათ ფსიქოპატი ვარ. მეც არ ვიცი... ამ დროს მაია დეიდა მოვიდა და გაკვირვებულმა შეხედა ნოეს. -ნოეე?!... -მაია დეიდაა!–ადგა და თბილად ჩაეხუტა–როგორ ხართ? -კარგად შენ? -მეც კარგად. -როდის ჩამოხვედი? -გუშინწინ. -ვაიმე როგორ მიხარია შენი ნახვა...მოიცა, წეღან სხვა ბიჭი არ იჯდა აქ თუ შენ ვერ გიცანი? -არა მაია დეიდა. სანდრო წავიდა უკვე. ნოე ლუკას მეგობარია და აქ შემთხვევით შემხვდა. -აა გასაგებია...მიდით ბავშვებო თქვენ დაჯექით და მე რამე კარგს მოგიტანთ. ჰამბურგერებს და რაღაცეებს. ნოეც დაუბრუნდა თავის ადგილს. ძარღვები დაჰბერვოდა. თითქოს რაღაცაზეა გაბრაზებულიო. -ვაა შეყვარებული გყავს?–მეუბნება გაკვირვებული. ასე უაზროდ რატომ დაასკვნიან ხოლმე, რომ შეყვარებული მყავს?! -მერე შენ რა?–ვეუბნები და გამომცდელად ვუყურებ. -შენ ძმამ იცის? -რა შენი საქმეა. -ანუ არა?.. ამ დროს მაია დეიდაც მოვიდა. -აბა ტკბილებო გემრიელად მიირთვით! მოკლედ ვჭამეთ, ვსვით, თან ნოემ რაღაცეები მომიყვა გერმანიაზე, მერე მე ვუთხარი მის რომელ ღადაობებზე ვგიჟდებოდი და ბევრი ვიცინეთ. საღამოს სახლამდე მიმაცილა მანქანით,უკვე გადავდიოდი რომ მომაძახა: -იმედია შენი "ლოვე" არ გაბრაზდება ჩემთან ერთად რომ ისადილე–გამეღიმა. -შენ არ ინერვიულო–ვუთხარი, თვალი ჩავუკარი და კარები დავხურე. უკვე სადარბაზოში ვარ და ლიფტს ველოდები, როდესაც ვიღაც დაკუნთული კაცი შემოდის. ლიფტი იღება, თქვნს შემდეგო მანიშნებს ხელით. ადრეც მიმგზავრია სხვებთან ერთად, მაგრამ ეს კაცი რაღაც არასასიამოვნოდ გამოიყურება და მაშინებს. თან აქ ადრე არასდროს მინახავს. ანუ ჩვენი მეზობელი არაა. რას ვიზამდი, სხვა გზა არ მქონდა, შევედი ლიფტში. -რომელზე მიბრძანდებით?– მკითხა და არასასიამოვმოდ გამიღიმა. -მეხუთეზე – არადა მეეცხრეზე ვცხოვრობ. -მე მეშვიდეზე და მაშინ ჯერ მეხუთეს დავაჭიროთ – და მეხუთეს დააჭირა. ავდივართ და უცებ შუქი ჩაქრა. შევცბი. ესღა მაკლდა. -კარგად ხართ?–მეკითხება და თან ხელს მაწვდის–ჩამკიდეთ ხელი და არ შეგეშინდეთ. -იქნებ მაგის მაგივრად კარების გაღება ცადოთ?! მართლაც დაიწყო კარებს გაღება, მაგრამ ორ სართულს შორის ვართ გაჭედილი, ეს იმას ნიშნავს რომ ველოდებით როდის მოვა შუქი. ჩემს ძმას რომ მივწერო დამირეკეთქო ზედმეტად შეშინდება, აბა სხვას ვის ვთხოვო. "ნ ო ე !" გამიელვა თავში და მეც ბევრი აღარ მიფიქრია, ისე მივწერე დამირეკეთქო. მესიჯი მივიდა თუ არა ტელეფონზე ზარია. -ალო -რა ხდება, ხომ მშვიდობაა? -ზუსტად დროზე დამირეკე. ლიფტში გავიჭედეთ, შუქი წავიდა და იქნებ მოხვიდე და დაგვეხმარო. -გაიჭედე თ ? მოვდივარ! ტელეფონთან ყურადღებით იყავი. -ხო მე და ერთი კაცი გავიჭედეთ ერთად. გელოდებით მაშინ! -კაცი? უცნობი? -ხო! -კაი მოვდივარ!– და გათიშა. -2წუთში მოვლენ ჩვენს დასახმარებლად–ვუთხარი კმაყოფილმა -მშვენიერია! რა გქვიათ? -ჟანა თქვენ? – ვეუნები მთელი სერიოზულობით -ვაუ ჟანაა...მაგარი სახელია! მე ბესო. რამდენი წლის ხართ ჟანა? -ოოო... ქალებს ასაკს არ ეკითხებიან ! ნელ-ნელა ჩემკენ მოიწევს. ვიცი ამას ახლა რაც უნდა... აი ღადაობა ახლა ნახე, გავიფიქრე, ტელეფონს დავხედე, ხმა გავუთიშე და დავიწყე: -ბოდიშით ტელეფონზე მომწერეს დამირეკეო და უნდა დავრეკო -კი ბატონო -ალოოო – ვღრიალებ ბოლო ხმაზე, მერე ბესოს ჩუმად ვეუბნები ცოტა ყურს აკლია და სხვა გზა არ მაქვსთქო – ხო თინააააა... კი ქალო მესმის, შენ ხომ გესმის? – არ დამიწევია ტონი – რამე მოხდა? ხომ მშვიდობაა?.. რა ქალოო?! მართლაა?! – ისეთი შევიცხადე და თან იმხელა ხმაზე ეს ჩვენი ბესო შეხტა და სულაც აღარ მიმზერდა ისე, როგორც თავიდან – ტიტტუუუუ... დავახრჩოთ ის მოსაკლავი – გავკივი – რას ქვია გიღალატა?! მოიცადე გადავრეკავ მე ციალასთან, თამრიკოსთან, ლალისთან, ნარგიზასთან და მანანასთან და იმ შენ საწყალ ქმარს მივასიკვდილებთ ქალო – ამასაც ვღრიალებ, კაცს გავხედე და შეშინებული მიყურებს – ვაიმე ვირის ტრაკში გავაძვრენთ იმ საცოდავს!.. კაი კაი დაგირეკავ მერე, ლიფტში გავიჭედე და მალე დამირეკავს უშანგი რომ კარები გაგვიღოს...კი კაცო ისევ ერთად ვართ მე და უშანგი! კაი, კაი დაგირეკავ მერე... – და ტელეფონს ვთიშავ. ხმას ავუწიე და ტელეფონი ხელში დავიჭირე.კაცი შეშინებული მიყურებს, მე კი მეღიმება, მაგრამ არ ვიმჩნევ. ცოტახანში ტელეფონი რეკავს: ნოეა! -უშანგ სად ხარ ამდენ ხანს? რასა შვრები ბიჯოო? -რა უშანგი გოგო? რამე მოწიე? -მოი მალე, მოი! -სულ გაგიჟდი ხო? აქ ვარ უკვე და მალე გამოგიშვებთ... ჯანდაბა! – იძახის ცოტახანში – მეოთხესა და მეხუთეს შორის ხართ გაჭედილები, ანუ სანამ შუქი არ მოვა, ვერ გამოგიყვანთ - რასაა რომ ამბობ?! -იმ კაცს აგიჟებ თუ რა გაქვს გეგმაში? -მა ისე როგორ იქნება. მიყვარსა რა შენთან ლაპარაკი, არ მიწევს თბილისური აქცენტის დაყენებაი. შენთან ვარ მარტო მე ნამდვილი... -კაი გადარევ იმ კაცს... -მიდი ერთი გაარკვიე რაი ხდება ჩვენს თავს! ამ დროს შუქი მოვიდა, ლიფტი დაიძრა და მეხუთეზე გაჩერდა. როდესაც გაიღო კარებთან ნოე დამხვდა. -ნახვამდის! – მივუბრუნდი. კაცმა ძალით გამიღიმა და როდესაც "უშანგის" ჩავეხუტე, ლიფტი დაიხურა. ### აი დავბრუნდი ჩემ ''უშანგისთან და ჟანასთან'' ერთად <3 <3 იმედია მოგეწონებათ ახალი თავი ჩემო კარამელებო! <3 <3 გყვარობთ *_* <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.