შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეგენდა


28-01-2018, 18:33
ავტორი onlineგოგო
ნანახია 1 133

პროლოგი
შეიძლება დაიჯეროთ,შეიძლება არა....შეგიძლიათ ლეგენდაც უწოდოთ,მითიც ან პატარების მოსატყუებლად გამოგონილი ამბავი....
ყველაფერი ჯეინისა და დევიდის ოჯახში პატარა გოგონას დაბადებით დაიწყო,მათ ძალიან უხაროდათ ,დიდი ხანის განმავლობაში ნატრობდნენ შვილს,მაგრამ რას წარმოიდგენდნენ თუ სიხარული წამებად გადაექცეოდათ.....შვილს ეშლი დაარქვეს,პატარას კაშკაშა მწვანე თვალები და ძალიან ღია ქერა თმები ჰქონდა.მისი დაბადებიდან ერტ კვირაში ყველაფერი შეიცვალა,სახლში ცეცხლი ჩნდებოდა,გამომწვევ მიზეზს კი ვერ არკვევდნენ,სამაგიეროდ ყველგან სადაც კი ხანძარი იყო ეშლის პოულობდნენ.....ოჯახი მორწმუნე იყო,ამიტომ სახლი აკურთხეს,რის სემდეგაც ცოტა ხნით ყველაფერი მიწყნარდა და ყველას გულზე მოეშვა.....რამდენიმე წლის სემდეგ ისევ დაიწყო ამოუცნობი ამბები,სახლი ყოველღამეს იტბორებოდა,მიზეზი ახლაც უცნობი იყო,მალევე ოთახებში სისხლიან წარწერებს ნახულობდნენ სადაც ეწერა:
"სიკვდილი ახლოვდება"
უკვე ყოველი დღე კოშმარად ექცათ ჯეინსა და დევიდს,აღარ იცოდნენ რა ეღონათ.....ერთ დღესაც ეშლის ოთახში შესულებს საშინელი სურათი გადაეშალათ თვალწინ:ოთახის სისხლითაა სავსე,მის შუაგულში მათი ქალიშვილი ზის და ხელში მკვდარი კატა უჭირავს,მწვანე თვალები არანორმალურად ჩასისხლიანებული აქვს და ხარხარებს.მშობლები უახლოვდებიან,ის კი დანას იღებს და მამას ფეხში ჭრის,მერე დედისკენ მიიწევს და თან ბოლო ხმაზე ხარხარებს,ჯეინს ეშინია,ვერ გაუგია რა სჭირს მის შვილს,მის პატარა გოგონას,ყველა მიჩვეული იყო იმას,რომ ეშლი პატარაობიდანვე უცნაურად ჩაკეტილი და წაბოროტო იყო,მაგრამ ასეთი?ეს ვის წარმოედგინა,ის ბოროტი სულია,მისი გა ეს ყველაფერი,წლების მანძილზე კი ვერ ხვდებოდნენ.....ახლა,როდესაც დევიდისა და თავისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია,ის ვერაფერს აკეთებს,შვილის გადარჩენაც უნდა და ქმრისაც,მის თავს არ დაეძებს ოღონდ კი ისინი გადაარჩინოს,სადაცაა დანა მასაც მოხვდება,შვილს თვალებში უყურებს და ვერ ხვდება ამ სიბოროტის მიზეზი რაარის,ცხარედ ტირის,ევედრება,ლოცულობს და ცდილობს ეშლი ნშეაჩეროს....არაფერი გამოსდის დანა ძალიან ახლოსაა.....
-ერთი,ორი,სამი....-სატანური ხმით ითვლის ეშლი
ჯეინი თვალებს ხუწავს ,შემზარავი კივილი ისმის,ყველგან სისხლია,ძირს ცხედარი აგდია,თვალები ღიააქვს,თითქოს ყველას დანახვა უნდა,რათა შემდგომში შური იძიოს......ძირს ეშლი აგდია,ზურგიდან სისხლი სდის,დევიდი კი თავზე დასცქერის და ხელში წითელი დანა უკავია....ტირის,არ უნდოდა ამის გაკეთება,მაგრამ იძულებული იყო.....მისი შვილი მკვდარია,ბოროტი სული აღარ არსებობს....მორჩა ვეღარავინ დაზარალდება......
გავიდა წლები,ჯეინს და დევიდს კიდევ ეყოლათ შვილი,სახელად ჯონი,სრულიად ნორმალური ბავშვი,რომელიც გაიზარდა ,დაოჯახდა და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრა.მისი შვილები სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად და მთელი ცხოვრება იქ დაჰყვეს.....თუმცა ეს ჯერ დასასრული არააა,ყველაფერი წინაა.
დღევანდელი დღე,ელის ოთახი:
-ელენ,ელენ გაიღვიძე!-დავძახოდი ჩემს დას
-კარგი რა,ელი,რას გადამეკიდე,კიდევ ხუთი წუთიც და ავდგები!-გაბრაზდა და ბალიში მესროლა
-ხომიცი დღეს სხვა სახლში გადავდივართ
-ელი,ჩემო მწვანეთვალება ქერა საყვარელო გოგო,ვიცი და მახსოვს დღეს რაც ხდება,მაგრამ ძალიან მეძინება ამიტომ....-თქვა ელენმა და თავი ბალიშში ჩარგო
-კარგი,როგორც გინდა.....ერთი,ორი,სამი-ცივი წყალი დავასხი
-აიიიიიი,ვერ გადამირჩები ელიიი !!!!!!-იკივლა და გამომიდგა
-კაი,კაი მაპატიე....უბრალოდ დედამ გვითხრა,რომ ნახევარ სათში მზად უნდა ვიყოთ-ვუთხარი სირბილისგან დაღლილმა
-ოჰ როგორ მიშლი ნერვეებს-ტვალები გადაატრიალა ელენმა
ნახევარ საათში უკვე ცაცმულები და მომზადებულები ვიყავით და კარებთან დავდექით
-ელენ,ელი,მანქანაში სწრაფად-გვიბრძანა დედამ (სალიმ)
-ხომ არაფერი გავიწყდებათ?-მოგვაძახა მამამ (ჯეიმსმა)
-არა-ერთდროულად ვუპასუხეთ მე და ელენმა
დაახლოებით ხუთი საათი ვიარეთ და ჩავაღწიეთ კიდეც ერთ მიყრუებულ ქალაქში სადაც თითოოროლა ადამიანი თუ ირეოდა
-კარგით რაა აქ უნდა ვიცხოვროთ?!-იკითხა გაღიზიანებულმა ელენმა
-მე მომწონს.....-ვუპასუხე ოცნებებში წასულმა
-იმედია სახლი მაინც იქნება კარგი.....-ჩაიბუზღუნა მან
-ყველაფერს შესახედაობის მიხედვით ნუ აფასებ! მთავარი გამოცდილება და კარგი განწყობაა ცვლილებების მიმართ
-ოხ შენდა შენი დამრიგებლური აზრები უკვე ყელში ხართ-მითხრა გაბრაზებულმა
-მეცმიყვარხარ დაიკო-არ ჩამოვრჩი მეც
სახლში რომ შევედით მაშინვე ოთახები გავინაწილეთ:ელენმა ყველაზე დიდი და ნათელი ოთახი დაიკავა,დედამ და მამამ მოკრზალებული დიზაინის,ხოლო მე მესამე სართულზე ვიპოვე ერტი ულამაზესიოტახი,სამკუთხედი ფანჯრებით,მყუდრო კედლებით და იასამნისფერი შპალერით.ის-ის იყო დაწოლას ვაპირებდი,რომ ოთახში ელენი შემოვარდა
-ელი,ელი უკვე მოასწარი შენი პორტრეტის მისღებში დაკიდება?-მკითხა გესლიანად
-რას სულელობ გოგო!გაბრაზებამ კიდე არ გადაგიარა?აი მე,როგორც უკეთილშობილესმა ადამიანმა ყველაფერი გაპატიე-გავუღიმე
-არა,არა სერიოზულად გეუბნები,იქ შენი პორტრეტია
-კაი რა,არ გეყო?
-თუ არ გჯერა წამოდი და შენი თვალით ნახე!
მისაღებში ჩამიყვანა და ერთ-ერთ სურათს ფარდა გადაუწია.დანახულით გავოცდი,ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს სარკეში ვიხედებოდი:სურათზე გამოსახული გოგონა ჩემი ასლი იყო,ჩემი საკის,ჩემსავით ხასხასა მწვანე თვალებით და ძალიან ღია ქერა თმით ,ერთადერთი განსხავება ის იყო,რომ მას ძველებურად ეცვა......
-ხედავ?-ნიშნისმოგებით გადმომხედა ელენმა
-ეს,ეს.......არცკი ვიცი,ეს როგორ?-ვიკითხე გაოცებულმა და შეცბუნებულმა
-არვიცი,მაგრამ იმედია ეს შენი მორიგი ხუმრობა არაა-გამაფრთხილა ელენმა
-იგივეს შენზეც ვიტყოდი დაიკო-დავეჭვდი
-მანცდამაინც დავიფიცო?!
-კაი,კაი არაა საჭირო.........
საშინლად გაოცებული ვიყავი,ეს როგორ?როგორ შეიძლება?როგორ მოხდა?ის გოგო ჩემი ზუსტი ასლი იყო......ამ ფიქრებში ჩაფლულს ჩამეძინა.........
მოგეწონათ?გთხოვთ გამიზიარეთ შთაბეჭდილებები,შემდეგი ნაწილებიც ამ დღეებში დაიდება



№1  offline წევრი ფსიქოპატი

kargi da sainteresoa imedia male vixilavt axal tavs♡♡
--------------------
tamo♡

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საინტერესოა მაგრამ რაღაც მაინტერესებს ცუდად მთავრდება?!

 


№3 სტუმარი onlineseqsi

sad cxovrob

 


№4  offline წევრი ქეთიtaisia

ვაუ მაგარი ისტორიაა გააგრძელე იმედია მალე დადებ ახალს????❤

 


№5  offline წევრი onlineგოგო

[quote=ფსიქოპატი]kargi da sainteresoa imedia male vixilavt axal tavs♡♡

[quote=taisia]ვაუ მაგარი ისტორიაა გააგრძელე იმედია მალე დადებ ახალს????❤[/quote]
მადლობაა <3 ხვალ დილით დავდებ <3

[quote=onlineseqsi]sad cxovrob[/quote]
ამმ,რა მნიშვნელობააქ?

[quote=ანი ანი]საინტერესოა მაგრამ რაღაც მაინტერესებს ცუდად მთავრდება?![/quote]
ნაწილობრივ,ზოგისთვის კი,ზოგისთვის არა

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

onlineგოგო
ფსიქოპატი
kargi da sainteresoa imedia male vixilavt axal tavs♡♡

კი,ხვალ დილით უკვე <3

taisia
ვაუ მაგარი ისტორიაა გააგრძელე იმედია მალე დადებ ახალს????❤

მადლობაა <3 ხვალ დილით დავდებ <3

onlineseqsi
sad cxovrob

ამმ,რა მნიშვნელობააქ?

ანი ანი
საინტერესოა მაგრამ რაღაც მაინტერესებს ცუდად მთავრდება?!

ნაწილობრივ,ზოგისთვის კი,ზოგისთვის არა

ანუ ბოლოს მოკვდება ვინმე?!

 


№7 სტუმარი სტუმარი shalo

rogor xar....

 


№8  offline წევრი skida

მაგარია იმედია საშინელებათა ჟანრის რომ არის ჰაფი ენდზე უარს არ იტყვი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent