შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე,ჩემთან [3 თავი]


29-01-2018, 01:37
ავტორი happier5
ნანახია 1 486

-ბარბარე გამომიარე რა
-მოიცა,მოდიხარ?-გაკვირვებამ ჩემამდეც მოაღწია,ისეთი ხმით მითხრა ტელეფონში.
-ხო მოვდივარ,არა?
-რა თქმა უნდა,არა.სულ გაგიჟდი?-ხმამაღლა მითხრა
-არა,გამომიარე.
-მარიამ..
-ბარბარე გელოდები.მზად ვარ.
-კარგი,რანაირი ხარ რა,ჯიუტი.შენთვის ვამბობ არადა-მითხრა და გამითიშა.
სული მეწვოდა იმდენად ვნერვიულობდი.ემოციებს თავს ვერ ვუყრიდი.
თითქოს ნაწილებად მჭრიდნენ და ამით ვიტანჯებოდი.
-„მოვედი“-მომწერა ბაბიმ.ბოლოჯერ ჩავისუნთქე ღრმად და ჩავედი.
-მარიამ,სისულელეს აკეთებ რა.აი სისულელეს პირდაპირ-თავის ქნევით მითხრა და მანქანა დაძრა.
-მინდა რომ მივიდე.
-მართლა? აბა ლექსოს კითხე-ირონიულად მითხრა
-ბაბი,მორჩეს ამაზე ლაპარაკი.5 წუთით წამოვალ და გამოვბრუნდები.
-ხო იცი მშვიდად რო არ ჩაივლის
-ჩაივლის.არაფერს არ მივაქცევ ყურადღებას.
-კარგი,რაც გინდა ის გააკეთე,შენ ჩვენი მაინც არ გესმის-მშვიდად მითხრა.მეტჯერ ხმა აღარ ამოგვიღია.მანქანა რომ გააჩერა და ამდენი ხალხი დავინახე,მივხვდი რომ შეცდომა იყო ჩემი აქ ყოფნა.მაინც გადავედი და ბავშვებთან მივედი.ბიჭები ჩუმად,მაგრამ გაკვირვებულები მიყურებდნენ.იმდენი ხალხი იყო,ძლივს ვარჩევდი ვის ვიცნობდი და ვის არა.აშკარად ჯერ შესვლას არ აპირედნენ,მე გაჩუმებული ვიყავი და ყველას პირში ვუყურებდი ლექსოს როდის ახსენებდნენ.
თვალებში დამიბნელდა,მუხლები მომეკვეთა,გამაჟრიალა როდესაც ჩვენკენ მომავალი ლექსო დავინახე.
ჩამიარა ისე თითქოს არ ვიცნობდი,ისე თითქოს არ ვარსებობდი,ისე თითქოს ძირს დაგდებული ნაგავი ვიყავი და უბრალდ გადამაბიჯა.
საზე მთლიანად გამიწითლდა და უკან მივბრუნდი,მანქანისკენ მივდიოდი როცა მკლავზე შეხება ვიგრძენი.ამოვისუნთქე,ჩემი გაშვება არ უნდოდა.შევბრუნდი და ეგრევე მითხრა.
-უკანასკნელი ადგილი იყოს სადაც შენ გნახე.უკანასკნელი.-მშვიდად მითხრა და ბავშვებთან მიბრუნდა.
*****
-მე ალექსანდე ქავთარაძე,ლექსო რა-გამიცინა,ჯერ კიდევ 10 წუთის წინ გაცნობილმა და გვერდით მომიჯდა.
-მარიამი-უხერხულად გავიღიმე
-მარიამი?-გვარის ინტერესის გამო მკითხა.
-მარიამ მეტრეველი.-შევხედე,ისე მაშტერდებოდა დავკომპლექსდი.
-მეტრეველი ანუ.ძალიან ლამაზი ხო არ ხარ შემთხვევით?-ღიმილით მითხრა.იმდენად მესიამოვნა,წამში მთელ სახეზე ღიმილი დამთამაშებდა.-ანუ იცი.ტიპური გოგო არ ყოფილხარ,მადლობებს რო იხდიან.-ისევ მიღიმოდა.
-რაც ვიცი,ვიცი-გამომწვევად ვუთხარი და თმა გავისწორე.
-თმაც რო ლამაზი გაქ? კაი ტო,ცოტა დავლიე.დაიკიდე რა,მარა მართლა ისეთი ხარ რა.ვერ ვხსნი.ცოტა მენანები ამ ცხოვრებისთის,უნამუსო ვიყო-სიცილით მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-რატო გენანები? იქნებ ძაან ცუდი გოგო ვარ?-თვალებში შევხედე.
-ისეთი მწვანე თვალები გაქ,ცუდი ვერანაირ პონტში ვერ იქნები.ცუდი ეს ცხოვრებაა,თან შენთვის კიდე უფრო ცუდი ეგეთი ლამაზი თვალები რო გაქ-ხელი ლოყაზე ჩამომისვა,მეგონა დღეს სალომეს დაბადების დღიდან გამასვენებდნენ.

*****
-გწერს?-ინტერესის მეკითხებოდა ნინა
-არა ნინა,ერთხელ ვნახე რა იყო-მეცინებოდა
-ხო მარა მოეწონე,აშკარად.ლექსო მაგარი ტიპია,მართლა.
-რატოა მაგარი ტიპი?
-ყველაფრის გამოა მაგარი ტიპი ლექსო.ჯერ მარტო დედა ყავს ცუდად და ბიჭი 16 წლიდან ინახავს.მერე ისე აიწყო ცხოვრება და ისე მაგრად დადგა,რო რავი.ყველა გიჟდება ლექსოზე,მარინკა ხო იცი?
-ლობჟანიძე?-გამეცინა.
-ხო.არავის რო არ იკარებს,მაგას უყვარს ლექსო.მისთვის კვდება ბოლომდე მარტოსული
-მერე, მარინკას რა დაუწუნა?
-გოგო რო აქეთ გაკითხავს სახლთან,ყვავილებით,მეტი რა უნდა დაუწუნო-ბოლო ხმაზე იცინოდა.
-კაი დამანენე რა,სხვა რამეზე მელაპარაკე.
-ოუ,ლექსოზე რატო არა? არ თქვა სიმპათიური არააო,თორე გეფიცები მეექსვედან ვხტები
-არც მახსოვს წესიერად ნინა-მობეზრებულად გავხედე
-ე,აზრზე არ ხარ რა

*****
როგორც კი სახლში მივედი,არც დედას გავეცი პასუხი,არც მამას.ოთახში შევედი და მომინდა ყველაფერი დამელეწა.მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა,მინდოდა დამთავრებულიყო ეს ჯოჯოხეთი.ეს რა ჯანდაბა იყო.ხმის ტემბრი,როგორც მითხრა უკანასკნელად გნახეო ყურში ყოველ წამს ჩამესმოდა.
იმ ღამეს ბევრი ვიფიქრე და მივხვდი,აზრი აღარ ქონდა.მართლა ბოლოჯერ მნახა ლექსომ,მეც ბოლოჯერ ვნახე ასეთი უმწეო ჩემი თავი.რამდენჯერ მიპატიებია?რამდენჯერ გადავაბიჯე ჩემ თავმოყვარეობს,ლექსოს გამო?
მან კი,დღეს,ჩემ არსებობაში დამაეჭვა.
ბალიშს მაგრად ვიჭერდი თავზე.თავს ვიმართლებდი,მაგრამ მერე ლექსო მახსენდებოდა,მისი თვალები. ერთადერთი იმედი,დედა რომ აღარ ყავდა და ვიცოდი ეს ლექსოს,რადიკალურად შეცვლიდა.სულ სხვანაირად შემოტრიალდებოდა და აღარ იარსებებდა ის ლექსო.
ჩემი,მარტო ჩემი რო იყო,და ახლა აღარავისი რო აღარაა.
როგორ მინდა მასთან ვიყო.
ჯანდაბამდე გზა ქონია თავმოყვარეობას.



ღოჩაღ ძალიან კარგია კარგია კიარა იდეალურია.ჩემი თხოვნაა თავები გაზარდო heart_eyes

 


№2  offline წევრი happier5

მწვანეთვალებაგოგო
ღოჩაღ ძალიან კარგია კარგია კიარა იდეალურია.ჩემი თხოვნაა თავები გაზარდო heart_eyes

მადლობა ჩემო გოგო:)
მგონი მაგრად შემიყვარდი <3

 


happier5
მწვანეთვალებაგოგო
ღოჩაღ ძალიან კარგია კარგია კიარა იდეალურია.ჩემი თხოვნაა თავები გაზარდო heart_eyes

მადლობა ჩემო გოგო:)
მგონი მაგრად შემიყვარდი <3

მეც ძალიან შემიყვარდი შენც და ჩენი მოთხრობაც ვფიცავ wink heart_eyes

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მომდევნო თავს რომ დაადებ, ასეთი მოცუცქნული არ იყოს. დავიწყე და დაამთავრდა. არადა როგორ ველოდებოდი?

 


№5  offline წევრი ninaa12

ძალიან ძალიან კარგია!! <3

 


№6  offline წევრი happier5

Chikochiko
მომდევნო თავს რომ დაადებ, ასეთი მოცუცქნული არ იყოს. დავიწყე და დაამთავრდა. არადა როგორ ველოდებოდი?

დიდი მადლობა რომ კითხულობ❤️
აუცილებლად გავზრდი შემდეგ თავებს.❤

ninaa12
ძალიან ძალიან კარგია!! <3

მადლობა ჩემო უსაყვარლესოოო!!❤️

 


№7 სტუმარი mariami

rodis dadeb

 


№8  offline წევრი happier5

mariami
rodis dadeb

ხვალ,გვიან.
ბოდიში მანამდე ვერ ვახერხებ.❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent