შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი სიყვარული 4 თავი


29-01-2018, 04:32
ავტორი unijo mwerali
ნანახია 1 195

-ლიზა აქ რას აკეთებ?_ინტერესიანი თვალებით მიაჩერდა ნიკა.
-მეც ეგ უნდა მეკითხა._ტვალების ბრიალით გახედა ნათიას.
-ლიზა შენ ხო მითხარი წასვლის წინ ვეტყვიო შენ კი ისე მიდიოდი რომ არავის აგებინებდი ამას._ნათია აღელვებული და ნაწყენი ჩანდა.
-რაზე საუბრობთ?_გაკვირვებული იყო.
-რაზე და მე მივემგზავრები ნიკა._ლიზამ გახედა სევდიანი თვალებით.
-სად მიემგზავრები?_შიში ჩაუდგა თვალებში ბიჭს.
-სასწავლად ამერიკაში._მშვიდად საუბრობდა გოგო.
-აჰაჰაჰაჰა კარგი კარგი ვიცი ამ ბოლო დროს სათანადო ყურადღებას ვერ გითმობდი მაგრამ ასე საშინლად რატომ ხუმრობ?_არეული იყო ბიჭი თან არ უნდოდა ამის დაჯერება.
-არ გეხუმრები ეს სიმართლეა.
-ისევ იგივეს აგრძელებ?შევრიგდეთ თუ რამეზე გაწყენინე._არ იშლიდა თავისას ბიჭი.
-მე მივდივარ სასწავლად ეს უკვე გადაწყვეტილია._მტკიცე იყო მისი ხმა.
-არ მჯერა შენ ამას ვერ გააკეთებდი.
-ხო მაგრამ მან ეს ნაბიჯი გადადგა.
-ნათია შენც აგიყოლია?მე ამას ვერ შევძლებ...შენს გაშვებას...როცა ამას მორჩებით ჯობია იფიქროთ როგორ შემომირიგებთ._შებრუნდა და გასასვლელისკენ დაიძრა.იმედი ქონდა გოგოები უკან გამოყვებოდნენ.
-ნათ მიხედე მას კაი?!
-შევეცდები ლიზ მთავარია შენ არ დაგვივიწყო._სევდიანი იყო მათი ხმა.და ერთმანეთს გადაეხვივნენ.
-კარგი შეგეხმიანებით ხოლმე თუმცა იქ დაკავებული ვიქნები და ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის მოსაგონად ეს დაიტოვეთ._ყელსახვევი მოიხსნა და ნათიას შემოახვია ყელზე.
-მომენატრები არ დაგავიწყდეს შენ ჩვენი საუკეთესო მეგობარი ხარ.კიდევ ერთხელ გადაეხვია ლიზას.
-მეც მომენატრებით._ნათიას მხრებიდან თავი აწია და სევდიანად გაუგიმა.ბარგი აიღო და გასასვლელისკენ წავიდა.მიმავალი კი თავის წარსულს იხსენებდა.
ნათია შებრუნდა და ნიკას წამოეწია,მივიდა და ისე მაგრად ჩაეხუტა უკნიდან ბიჭს სუნთქვა შეეკრა.
-ნათია ის რა მართლა მიდის?_სევდიანი და სასოწარკვეთილი ხმით უთხრა ბიჭმა.
-აჰამ მიდის და არც იცის როდის დაბრუნდება.
-არა ის ვერ წავა...არ უნდა წავიდეს...მე ის უნდა შევაჩერო._ნიკა გაიქცა ლიზასკენ რომელიც შემოწმებას გადიოდა უკვე,დაეწია.შეაჩერა,შემოაბრუნა,მკლავებზე შემოხვია ხელები -ლიზა არ წახვიდე შენ მე მჭირდები.
-არა არ გჭირდები უბრალოდ შენ უნდა გამოემშვიდობო ჩვენს საერთო წარსულს ის ვერ გაგიშვებს წინ მე მინდა შევიქმნა ჩემი სასურველი მომავალი.და ვიცი შენც იგივეს იზამ.ახლა გაქვს ამის მიზეზი._ლიზა დადარდიანებული იყო მაგრამ სიმაგრეს არ კარგავდა.ხელები გააშვებინა შებრუნდა და დაასრულა შემოწმება და თვითმფრინავისკენ გაემართა.სევდიანად შხედა ნიკას და გზა ისევ განაგრძო.ნიკამ იგრძნო რომ ეს უკანასკნელი მზერა იყო.ბიჭმა იგრძნო თუ როგორ იცლებოდა ნელ ნელა ძალებისგან მასაც ამოუტივტივდა თავში ყველა მათი საერთო მოგონება,მისი სევდა და სასოწარკვეთა იზრდება.თითქოს მან სხეულის რაღაც ნაწილი დაკარგა და დადარდიანდა.ნათია მიუახლოვდა ყელზე ლიზას სახვევი გაუკეთა და ჩაეხუტა.ნიკამ იგრძნო მისთვის ნაცნობი და სასურველი სურნელი თითქოს გაყუჩდა.სევდიანი თვალებით უყურებდნენ მიმავალ გოგოს წყვილი.

ლიზა კი მიდიოდა და წარსული მას არ ტოვებდა.ფიქრებმა იმდენად გაიტაცა რომ ვერ შენიშნა როგორ დაჯდა თავის ადგილზე და როგორ მოსდიოდა ცრემლების უშრეტი ნაკადი.მშვენიერი სანახავი იყო მონაცრისფრო მომწვანო თვალებიდან წამოსული ჩანჩქერები.მომნუსხველი იყო ეს სანახაობა.
ლიზა ფიქრებიდან ბიჭის ხმამ გამოიყვანა რომელიც მას მიმართავდა.
-უკაცრავად მის ეს ადგილი დაკავებულია?_რა ტქმა უნდა ლიზას ხმა არ გაუცია ვერც კი გაიგონა.-მის...მიიის!_თვალების წინ აუფრიალა ხელი.



№1 სტუმარი nini

dzalian kargia gaagdzele koveldge dadee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent