შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [8]


29-01-2018, 08:32
ავტორი მე♥
ნანახია 6 640

გიგამ უსიტყვოდ აქცია ზურგი და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა რესტორნის გასასვლელისკენ. სტუმრებთან შეყოვნებული მამაკაცის დანახვისას ღრმად ამოისუნთქა, ჭიქა მაგიდაზე დადო და თვითონაც მათკენ წავიდა.
ყველას ღიმილით დაემშვიდობა და დარბაზი გიგასთან ერთად დატოვა.

მანქანაში გამეფებული სიჩუმის დარღვევას არცერთი არ აპირებდა, გიგა რაღაცაზე ჩაფიქრებული უყურებდა გზას და რადიოში გაღჟერებულ კლასიკას უსმენდა. ლოლამ წარბებშეჭმუხნულმა დახედა რადიოს და ტუჩები უკმაყოფლოდ აატრიალა.

-არ მითხრა რომ საჭესთან ჯდომის დროს კლასიკის მოსმენა სიამოვნებას განიჭებს. _ხმაშეცვლილმა ჩაილაპარაკა და რადიოს ოდნავ დაუწია.

-არ ვუსმენ. _მოკლედ უპასუხა და ისევ დადუმდა.

-აბა რატომ არის ჩართული, ფიქრობ რომ მე მომწონს და გამორთვა მოგერიდა?_ცინიზმით სავსე ხმით იკითხა და ნიკაპი დაჭიმა. გიგამ ცალი თვალით გადახედა გოგონას.

-ვფიქრობ რომ კლასიკა ზედმეტია შენთვის. _გოგონას გამოსვლით უკმაყოფილომ გესლიანად ჩაილაპარაკა.

-შეურაცხყოფას მაყენებ!_აღრენილმა ჩაილაპარაკა და ღვედს მთელი ძალით ჩააფრინდა.

-შეურაცხყოფა და სიმართლის თქმა განსხვავდება ერთმანეთისგან.

-გააჩერე მანქანა!

კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და მამაკაცის მოქმედებას დაელოდა. არც გიგას გაუგრძელებია, უსიტყვოდ დაემორჩილა ლოლას და მანქანა გზიდან გადაიყვანა. ღვედი სწრაფად შეიხსნა და კარის გაღება სცადა, მაგრამ ჩაკეტილი დახვდა.

-შენ მხოლოდ მანქანის გაჩერება მთხოვე. _გაწვალებული გოგონას დამახვისას გახალისებულმა ჩაილაპარაკა და თავადაც შეიხსნა ღვედი.

-ხოდა ახლა კარის გაღებას გთხოვ. არ იფიქრო რომ ისტერიკას გიწყობ და მანქანიდან იმიტომ ვხტები, უბრალოდ თავს შეუძლოდ ვგრძნობ... მართლა, და გთხოვ გააღე კარი.

მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და ბინდგადაკრულ თვალებზე თითები აიფარა. გიგამ სასწრაფო წესით გააღო მანქანის ყველა კარი, თავადაც სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ლოლას მხარეს წავიდა.

-რა გჭირს? ფერი არ გადევს სახეზე. _მისი სახის ფერით შეწუხებულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და მანქანის კარის სათავსოში მოთავსებულ წყლის ბოთლს დასწვდა. წყალი ხელისგულზე დაისხა და სველი ხელი გოგონას ლოყებს მსუბუქად მოუსვა.

-არ ვიცი, მოულოდნელად თავბრუ დამეხვა. მე მგონი სუშიმ მაწყინა. _თვალების ტრიალით ჩაილაპარაკა და შუბლი მამაკაცის მხარზე ჩამოდო. _წყალი შეიძლება?

-რა თქმა უნდა. კიდევ მაქვს.

-არა, საკმარისია.

-თუ ფიქრობ რომ ამ მდგომარეობაში სახლში ვერ დარჩები საავადმყოფოში წავიდეთ და გადასხმას გაგიკეთებენ.

-არა, არა, კარგად ვარ უბრალოდ ცოტახანი მაცადე.

ცოტახანს ორივე ჩუმად იდგა, ლოლა წყალს სვამდა და ცდილობდა სუფთა ჰაერი რაც შეიძლება ხარბად ჩაესუნთქა. გიგა მოთმინებით აკვირდებოდა გოგონას და ელოდებოდა როდის დაუბრუნდებოდა სახეზე ცოცხალი ადამიანის ფერი.
როგორც კი ფერმოსული და მოძლიერებული ლოლა დაინახა ცარიელი წყლის ბოთლი გამოართვა და იქვე მდგარ ნაგვის ურნაში ჩააგდო.

-კარგად ხარ? წავიდეთ?

-ცოტახანს კიდევ ვიყოთ, სუფთა ჰაერზე კარგად ვარ. ან თუ გეჩქარება წავიდეთ. _როცა მიხვდა რომ მარტო არ არის და შესაძლოა გიგას თავისი გეგმები ჰქონდეს მამაკაცისკენ მიტრიალდა.

-კარგი ვიყოთ.

-რატომ მითხარი რომ კლასიკა ჩემთვის ზედმეტია?_ნაწყენი ტონით იკითხა.

-იმიტომ, რომ ასეა.

-როგორი ამომწურავი პასუხი იყო, ასეც არ შეიძლება, ბ-ნო გიგა შეიძლება საუბრისას ენაზე წყლული გაგიჩნდეთ და დაიტანჯებით. _ცინიზმით გაჟღენთილი ხმით დაისისინა და წარბები შეჭმუხნა. _წავიდეთ, მეყოფა სუფთა ჰაერი. _მიხვდა რომ ამ კაცთან საუბარს აზრი არ აქვს.

გიგამ მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა. ლოლამ სწრაფად შეიხსნა ღვედი და მანქანის კარი გამოაღო.

-ძალიან ვისიამოვნე დიდი მადლობა. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადავიდა._ნახვამდის.

-დროებით. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობ და დახმარება დაგჭირდება დამირეკე.

მანქანიდან გადასული ერთ ადგილზე გაჩერდა, ტუჩის კუთხეში შეუმჩნევლად ჩაიღიმა და თავის დაკვრით დაემშვიდობა აბზიანს.
***
შხაპი მიიღო და ხალათში გამოწყობილი მისაღებში გავიდა. მიუხედავად დროის სხვაობისა მაინც სცადა მარიტასთან და ილოსთან დარეკვა.

-როგორ ხართ?_ღიმილით მოიკითხა ეკრანზე გამოსახული ძმა და დეიდაშვილი.

-ჩვენ კარგად. რა ქენი, როგორ მოიარე?_ინტერესით იკითხა მარიტამ.

-ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი და რა თქმა უნდა ეს მომავალში ძალიან გამომადგება.

-და ის ბიჭი ვისთან ერთადაც იყავი... _მკაცრი ძმის ტონით ჩაილაპარაკა ილომ და შუბლი შეჭმუხნა.

-დამშვიდდი, არაფერი ხდება. არ მოვწონვარ მაგ კაცს და არც მე მომწონს.

-არ მოსწონხარ?_გაკვირვებულმა იკითხა და წარბი შეათამაშა. ლოლამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _თვალები სად აქვს?_სერიოზული გამომეტყელებით შეიცვალა ილოს მიმიკები.

-შეეშვი, ჯერ უარყოფის ეტაპი აქვს. _დამცინავი ტონით ჩაილაპარაკა მარიტამ.

-ილო, შენ რა ქენი დაითანხმე მაკას დაქალი?

-შენზე ვსაუბრობდით! შენ იცი რომ არასოდეს არაფერი ამიკრძალავს შენთვის და ამას არც ახლა ვაპირებ. იმიტომ, რომ საკუთარ თავზე მეტად გენდობი და ზუსტად ვიცი რომ ისეთს რაც შენ ზიანს მოგაყენებს არაფერს გააკეთებ, მაგრამ ამხელა მანძილზე მყოფს მაინც მეშინია რომ ვიღაცა მოგატყუებს და შენი კეთილი გულით ისარგებლებს. _მშვიდი, შიშნარევი ტონით ჩაილაპარაკა ბიჭმა და გაჩუმდა.

-ილო, რა მეშველებოდა შენ რომ არ მყავდე?!_ბედნიერებით სავსე ხმა ამოუშვა ლოლამ. _ძალიან მიყვარხარ. ნუ ნერვიულობ არავის მივცემ უფლებას გამასულელოს, თანაც ხომ იცი ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვიტან. ყველაფრის პატიება შემიძლია, მაგრამ ტყუილის არა. ასე რომ რაც არ უნდა მოხდეს უკან არ მივბრუნდები.

-ვიცი, ვიცი და ზუსტად ამიტომ ვამაყობ შენთვის.

>>>

-ვერ გავიგე!?_ზურგს უკან ცინიკური ხმა შემოესმა. თავი ოდნავ მიატრიალა უკან და მოსაუბრეს დაკვირვებით მიაჩერდა. _ხომ არ გავიწყდება ვინ ხარ?_გაღიზიანებული ქალის ხმა უფრო და უფრო მწარედ ჩაესმოდა ყურებში. ტუჩები მაგრად მოკუმა და დაელოდა როდის იტყოდა ქალი იმას რისი მოსმენაც ძალიან არ უნდოდა. _ხომ არ გინდა აქედან კინწისკვრით გაგისროლო?_გოგონას შეშინებული, გულნატკენი და დამცირებული თვალების დანასხვისას თავი ვერ შეიკავა, ფეხზე წამოდგა და მეორე მაგიდისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. თეთრ პერანგში გამოწყობილ ქერა გოგოს გვერდით ამოუდგა და ქალს ზემოდან დააჩერდა.

-თქვენთვის არ უსწავლებიათ რომ ზრდილობიანი, მაღალ საზოგადოებაში გაზრდილი ქალბატონი ასე და ამ ტონით არ უნდა საუბრობდეს ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში!? თქვენთვის არ უსწავლებიათ რომ ის რასაც ახალ თქვენ აკეთებთ შესაძლოა ხვალ თქვენი ცხოვრების და კარიერის დასასრულის მიზეზი გახდეს?

-ლოლა?!_ქალმა გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა ქირიას სახელი. ლოლამ კმაყოფილმა ასწია ცალი წარბი და ქალს თავი მსუბუქა დაუკრა. _მე. მე ამისთვის მიზეზი მაქვს.

-მახსოვს გადაცემის ჩაწერის დროს ძალიან ლმობიერი, კეთილი და გულმოწყალე ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდით. დავიჯერო 7 თვეში ყველაფერი ასე შეიცვალა?_ქალის დანდობას არ აპირებდა. პირიქით ძალიან ესიამოვნა მისი ტყუილიში გამოჭერა. _ თუ შეიძლება დაგვტოვეთ!

მიმტანს ღიმილით მიუტრიალდა, მხარზე ხელი მოუცაცუნა და თვალებით ანიშნა რომ წასულიყო. ისიც უკანმოუხედავად გაქრა. ლოლამ ღრმად ამოისუნთქა, სკამი გამოსწია და ქალის წინ ჩამოჯდა. ძალიან არ სიამოვნებს ამ თემაზე საუბარი რომ უწევს თანაც ამ ფორმით, მაგრამ ქალმა სხვა გზა არ დაუტოვა.
მიმტანი გაუშვა, რაც არ უნდა იყოს ლოლას არანაირი უფლება არ აქვს ერთი ადამიანი მეორესთან მარტო იმიტომ დაამცირო რომ რომელიღაცამ რომელიღაცას გული ატკინა, არა, ამას არასოდეს არ გააკეთებს.

-ხომ არ გავიწყდება ვინ ხარ და რატომ ხარ დღეს ცნობადი სახე? თუ შენზე დაბალი ფენის წარმომადგენლების დაჩაგვრა შენი ახალი ჰობია? დაიმახსოვრე ის რასაც ახლა შენ აკეთებ ხვალ შეიძლება წინ დაგხვდეს და ყველაფერი მოგისპოს. გაიხედე, რამდენი ადამიანი ზის აქ, რამდენი წყვილი თვალი გიყურებს და რამდენმა მოისმინა ის რაც წეღან თქვი. შენი აზრით რომელიმე გადაცემაში რომ მიხვალ სტუმრად და სიკეთეზე დაიწყებ საუბარს, ეს ადამიანები თავის მეგობრებთან რას იტყვია?! იტყვიან რომ ერთი ჩვეულებრივი თვითმარქვია და ბოროტი ადამიანი ხარ, რომელსაც ადამიანების დამცირება სიამოვნებას ანიჭებს, მერე ის მეგობარი სხვასთან იტყვის ამას, ის სხვასთან და ზუსტად ასე გაგიტყდება ის სახელი და დიდება რომელსაც ამდენი წელი აკოწიწებდი. დღევანდელ შეხვედრას შენ ემოციურ ფონს და დაუფიქრებელ ნაბიჯს დავარქმევ, მაგრამ იმედი მაქვს მომავალში იგივეს აღარ გაიმეორებ. _ღიმილით წამოდგა ფეხზე და კაბა შეისწორა. _ისე, ამ ყველაფერს შენი პრდიუსერი უნდა გეუბნებოდეს, მაგრამ როგორც სჩანს ამისთვის დრო არ აქვს. კარგად, წარმატებებს გისურვებ.

***
ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპებული ჩაფიქრებული უყურებდა მთვარის შუქს და გიგაზე ფიქრობდა. კაცზე რომელიც მის ცხოვრებაში მოულოდენლად გამოჩნდა და რამდენიმე მოქმედებით ძალიან დიდი კვალ დატოვა.
სულელი და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა არასოდეს არ მოსწონდა, უფრო დაფიქრებულ და გააზრებულ ნაბიჯებს სცემდა პატივს, ახლაც ასეა.
მაგრამ გიგასთან ყოფნის დროს რატომღაც ყველაფერი იცვლება, უნდა რომ ის გააკეთოს რაც აქამდე არასოდეს გაუკეთებია, შეეხოს იმას რასაც აქამდე არასოდეს შეხებია. მამაკაცი მასში ამოუცნობ ემოციას იწვევს, ლოლას გარდაქმნას და გარდასახვას ახდენს. რადიკალურად ცვლის, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ თმობს კარიერისტი ლოლას სახელს და თვისებებს.
ღრმად ამოისუნთქა და თვალები მაგრად დახუჭა.
ფიქრებში წასული კარის ხმამ გამოაფხიზლა, თვალები ნაზად გაახილა და როგორც კი ზარის ხმა განმეორდა მოქმედებას აუჩქარა. ყავის ფინჯანი თაროზე დადო და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა შემოსასვლელიკენ.

სადარბაზოში არავინ დახვდა. დაბლა, კართან კი მართკუთხედი ფორმის პრიალა ყუთი იდო. გაკვირვებულმა მოათვალიერა განათებული სადარბაზო და ყუთისკენ დაიხარა. წამით იფიქრა რომ საჩუქარი გიგასგან იყო, მაგრამ როგორც კი აბზიანის სახე და გამომეტყველება გაახსენდა ფიქრები უკუაგდო და ყუთი სახლში შეიტანა.

ყუთში მათემათიკური მაგალითები დახვდა. შეშინებულმა თვალები რამდენჯერმა დაახმახამა და როცა დარწმუნდა რომ ყუთი უცნობის “ლექსებით” იყო სავსე დივანზე დაესვენა.

-ოღნედ ეს არა, ოღონდ ეს არა. _მუდარით ჩაილაპარაკა, ფეხები დივანზე ააწყო და შუბლი მუხლებს დაადო. _ეს გიჟპოეტაღა მაკლდა. რა მათემატიკა და რა მაგალითები, თუ ღმერთი გწამს. _ფურცლები ერთმენთში აურია და დაკვირვებით შეათვალიერა. _ნეტა მართლა ფიქრობს რომ ეს მაგალითები შეიძლება ლექსები იყოს?_დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ფეხები იატაკზე დააწყო. _არაა, თუ მართლა ასე ფიქრობს სასწრაფო წესით უნდა ვიპოვო ახალი საცხოვრებელი.

სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ყუთი მაგიდაზე დადო.

***
-დედაჩემი აცხობს ძალიან გემრიელ ყველიან ღვეზელს, ერთხელ აუცილებლად მოდი ჩემთან და გაგასინჯებს. _ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და კამერა დაბლა მაგიდაზე დადო.

-ყველიან ღვეზელს ყოველთვის ბებია მიცხობდა, ძალიან მომენატრა. _სევდიანმა ღიმილით ჩაილაპარაკა და გადაცემის სამზადისს გადახედა. _აუცილებლად გესტუმრებით, დიდი სიამოვნებით გავსინჯავ დედაშენის გამომცხვარ ღვეზელს.

-ლოლა.

ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა ბიჭმა და გოგოს სახელი გაბადრულმა წარმოსთქვა. ქირიამ ღიმილით შეათამაშა წარბები, მხარზე ხელი მსუბუქად მისცხო და მზერით ანიშნა გადაღებისთვის მომზადებულიყო თვითონ კი თავისი სკამისკენ წავიდა.

-“კარგი ბიჭი ხარ მარკო, ძალიან კარგი, მაგრამ...”_თავისთვის ჩაიჩურჩულა და ბიჭს ცალი თვალით გადახედა. _“მე და შენ არაფერი არ გამოგვივა!”_წინადადება დაასრულა და თავისი ადგილი დაიკავა. _ყურადღება, ვიწყებთ!

***
სახლში შესულმა პროდუქტები სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო და საძინებლისკენ წავიდა გამოსაცვლელად. ტანზე გრძელი მაისური, სპროტულის შრვალი და ფაჩუჩები ჩაიცვა.

-აბა ნინას რეცეპტების წიგნი ვნახოთ. _საგულდაგულოდ შენახული დედის რეცეპტების წიგნი გამოიღო და მაგიდაზე დადო. _თუ პროდუქტებით ვიმსჯელებთ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ მოვახერხებ, ისევ მაკარონს და პომიდორის სოუსს გავაკეთებ. _წიგნი უკმაყოფილო სახით დახურა და თავის ადგილზე დააბრუნა.

გაზქურა გამორთო, კარადიდან დიდი თეფში გამოიღო და ის ის იყო ვახშამი თეფშზე უნდა გადაეტანა კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. დაფეთებული შეხტა და კარისკენ შეტრიალდა. დარწმუნებული იყო რომ ისევ გუშინდელი განმეორდა და მასზე უგონოდ შეყვარებულმა პოეტმა ახალი ლექსების კრებული დაუტვა კართან. ღრმად ამოისუნთქა და კარის გასაღებად წავიდა.

კართან გიგა დახვდა.
გაკვირვებულმა ცალი წარბი მაღლა ასწია და დადუმებულ მამაკაცს ყურადღების დააკვირდა.

-რატომ მოხვედი?_ხმადაბლა იკითხა და მის პასუხს გულაჩქარებული დაელოდა.

-რაღის თქმა მინდა შენთვის.

დამძიმებული და შეცვლილი ხმა ჰქონდა. ლოლა გზიდან ჩაემოცალა და ხელით ანიშნა სახლში შემოდიო. გიგა წელში გასწორდა და ნაბიჯი გადადგა.

-ყავას ხომ დალევ?

-არა, არ მინდა.

-კარგი, მაშინ ვისაუბროთ. _თავი დაუქნია და ისევ დივნის სახელურზე ჩამოჯდა.

-ტყუილი არ მიყვარს და მინდა რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გითხრა.

-რაიმე მომატყუე?

შეშინებულმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და მამაკაცის პასუხს გულაჩქარებული დაელოდა. მართალია გიგას და მას სერიოზული ურთიერთობა არ აქვთ, ერთმანეთთან ვალდებულებები არ გააჩნიათ და არც სიყვარული აუხსნია გიგას მისთვის, მაგრამ ტყუილის გაგონებისას უკვე მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო, ან ვეღარ იქნებოდა. ყველაზე მეტად ტყუილს ვერ იტანს, შესაძლოა გიგას შემთხვევაში ეს ძალიან უმნიშვნელო იყოს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ზუსტად იცის რომ ძალიან ეწყინება.

-ლოლა, ამის თქმის აუცილებლობა არ გახდებოდა რომ არა ის, რაც ჩვენ შორის ხდება.

-და ჩვენ შორის რაიმე ხდება?_ცინიკური ხმით იკითხა და წარბი მაღლა ასწია.

-მორჩი! _კატეგორიული ტონით მოსთხოვა და შუბლი შეჭმუხნა. _გამოჩნდი და ყველაფერი თავდაყირა დააყენე!_თითქოს უსაყვედურაო. ქირიამ გაოცებულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა მამაკაცი.

-მე!? გიგა, მე მგონი მისამართი შეგეშალა. ეს შენ გამოჩნდი ჩემ ცხოვრებაში და საერთოდ, რა ურთიერთობაზე მესაუბრები, ან რა ავურიე და დავურიო?_დაბნეულმა თავის ქნევით იკითხა და მის პასუხს დაელოდა.

-უკაცრავად. _მამაკაცის ჯიბეში აწკრიალებულმა ტელეფონმა გააყრუა ღამის სიჩუმე. გიგა ფეხზე წამოდგა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნომერს დახედა. _უნდა ვუპასუხო. _ლოლამ თანხმონის ნიშნად თავი დაუქნია.

“ღმერთო, ოღონდ ახლა ისე არ მოხდეს როგორც სერიალებში ხდება ხოლმე.”_მუდარით ჩაიჩურჩულა და ფეხები იატაჯზე ააბაკუნა. “სასწრაფო სატელეფონო ზარი, წასასვლელი გიგა და უთქმელი ტყუილი.”_თავისთვის ბურტყუნებდა და ცდილობდა როგორმე ნერვიულობა დაემალა.

-უნდა წავიდე. _როგორც კი საუბარი დაასრულა მისკენ შეტრიალდა გიგა.

-აი!_ხელები აიქნია და ფეხზე წამოდგა. _ტყუილი კი უთმქელი რჩება, არ ფიქრობ რომ ამის გადადება ძალიან დიდ შარს მოგვიტანს?

-ვიცი, მაგრამ ამას როდესაც გეტყვი მინდა რომ შენთან ყოფნის და ახსნის დრო მქონდეს, ახლა კი სასწრაფოდ წასასვლელი ვარ.

-კარგი, შენ უკეთ იცი. _თავი დაუქნია და კარებისკენ წასულს ნელი ნაბიჯებით მიჰყვა უკან.

-მაგრამ გპირდები დავბრუნდები და აუცილებლად გეტყვი!

დარწმუნებული იყო რომ გიგა სიტყვას შეასრულებდა. მამაკაცის გამომეტყველებაში და ხმაში იგრძნობდა მისი გულწრფელობა. ლოლამ მსუბუქად დაუქნია თავი და ლიფტში შესულს ინტერესით დააკვირდა.

-დაგელოდები.

სახლიდან აწკრიალებული ტელეფონის ხმა გაისმა. ლოლამ კიდევ ერთხელ შეავლო დახურული ლიფტის კარს თვალი და სახლში შებრუნდა.

-ლოლა! _მარიტას ხმა ისევ ეუცნაურა, მაგრამ ამჯერად ზუსტად იცის რომ არავინ არ მოყოლილა ავარიაში და არც დაღუპულა.

-რა მოხდა?_ღიმილნარევი ხმით იკითხა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო.

-თუ შეძლებ სასწრაფო წესით ფეისბუქზე შედი და “სიახლეები საქართველოში”_ის ლაივი ჩართე.

-რას ბოდავ, სად უნდა შევიდე, ან რა ხდება ისეთი რაც ასე დამაინტერესებს?

-შენ ძვირფას გიგაზეა სიუჟეტი, უფრო სწორად თარაშზე რომელიც 2 წელია ძებნაშია!

-რა?

-ჩვეულებრივი თაღლითისთვის გქონია მადლობა გადასახდელი და ის! სწრაფად, ჩართე პირდაპირი!
>>>>
არ ვიცი... არ ვიცი რამდენად მოგეწონათ ისტორიის მერვე თავი, მაგრამ ყველას მადლობა მეშვიდე თავისთვის. ძალიან გამახარეთ <3 უზომოდ დიდ ბედნიერებას მანიჭებთ... ხო, რაც შეეხება ამ თავს დიდი იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ <3



№1  offline წევრი ქეთიtaisia

ეს ვინ ყოფილა ?? :) ვაიმეე მოგკლავ გიგუშააა..რაც შეიძლება მალე დადე ახალი თავიიი???????? მომეწონა ძალიან წარმატებები ჩემო კარგო ❤ მიყვარხარ და გელოდები სულმოუთქმელად ❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

ღა მაგარი ინტრიგა ცაირტო,დამაინტერესა ზალიან.

შიცოცხლე ხარ,ტვინის კოლოფი.❤❤❤

 


№3  offline მოდერი bibo

ბეიბი საოცრება ხაროო
სასტაული ხარო
სიგიჟე ხარო
რაღაც სხვა ხარ რა სხვა და უფრო სხვა
ხო ეხა რა მეთქმის გაგიჟების
გაფრენის მეტი
მომეწნოა რომელია
აბა თარეშს ნუ ელითო
ინტრიგანო
ინტრიგანოო
ეს რა იყო
ჰა გიგა თარაშიო
თარაში გიგაო ძედა
ეგი რა იყო ტაჩუნები
სასტაული ხარ შენო
ვგიჟდები მე შენზე
ფერადო ფერადო ტაჩუნა
იმედია იაფსიან ისტერიკებს და ცოლივით ეჭვიანობას არ იკადრებს :დდდდდ
ცივი გონებით ცივი გონებით ლოლაჩქა <3
ვგიჟდები მე შენზე
ლამაზთმიანო გოოვ<3

 


№4 სტუმარი tamo

ყველა შენი ისტორია კარგი კი არა და უკარგესია...სასწაულად ველოდები ხოლმე ახალს როდის დადებ...რა მინდა გკითხო იციი აქ დაიდო ისტორია "შეცდომა" და შენ თქვი რომ ავტორი სხვა არისო და ვერ მეტყვი რომელიმე ისტორიას მაგ ავტორისას რომ მოვძებნო

და რაც შეეხება ამ ისტორიავ უკვე ვიცი რომ ძალიან მაგარი იქნება და ველოდები დასასრულს რომ ერთიანად წავიკითხო ცალცალკე მუღამი ეკარგება... smile

 


№5 სტუმარი Shorena kiladze

Raoo giga tarashiooo vaimee es tagliti kaci magram mainc uhuu kaci ra .gavushvi xo skandali intrigis mere:) au rim icode rogor mabedniereb .ROM vkitxulob debilivit viktichebi ..:)

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვაიი ესს რა ხდებააა აქქ როდისს დადებბ ახალ თავსს საინტერესოაა ვერ ვითმენნ ვერააა

 


№7 სტუმარი Anchi

SHEGIDZLIat rom mixrat estarashi romelinistoriidanaris?

 


№8  offline წევრი Lily Morgan

აი უფალისთვის აქამდე მადლობა არ მითქვამს ჩემი ავად ყოფნის გამო laughing მოკლედ სიცხიანმა წოლამ და უსაქმურობამ დამღალა და გადავწყვიტე შენი მოთხრობა წამეკითხა. ამ წამს მოვრჩი რვავე თავის წაკითხვას, მაგრამ ვერ გავძეხიი :დდდ ^_^ <3 <3 ეს რა იყოო ნუუუ... შოკიიი! <3 <3 <3 ლოლას ოჯახზე მაფანატებსს <3 <3 ილოზე განსაკუთრებით ^_^ აი ამ ბოლო თავზე კინაღამ კრუნჩხვებში ჩავვარდი! :დდდდ ძალიან კარგად განვითარდა სიტუაცია, თითქოს სწრაფად, მაგრამ მაინც კარგად! <3 <3 <3 მერე უეჭველად უნდა გადავხედო შენს ძველ მოთხრობებსაც, იმიტომ რომ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი! <3 <3 <3 ვგიჟდები შენზეც და ამ მოთხრობაზეცც! <3 <3 <3 გყვარობ! :****

 


№9  offline მოდერი მე♥

Mariiiiami
გულის სიღრმეში მჯეროდა კიდეც რომ თარაში იყო გეფიცები;დდდდდდდდლოლა ჩამოყალიბებულია და მჯერა ამის გამო იაფასიან ისტერიკას არმოაწყობს:დდდდდ

გულის სიღრმეშიო... ჰმ <3 ლოლაჩკა ჭკვიანი გოგოა და იცის როგორ უნდა მოიქცეს... <3 ძალიან დიდი, დიდი მადლობა შენ! <3
taisia
ეს ვინ ყოფილა ?? :) ვაიმეე მოგკლავ გიგუშააა..რაც შეიძლება მალე დადე ახალი თავიიი???????? მომეწონა ძალიან წარმატებები ჩემო კარგო ❤ მიყვარხარ და გელოდები სულმოუთქმელად ❤❤❤

უხ, როგორ მაბედნიერებ რომ იცოდე... მადლობელი და გახარებული ვარ. <3 მეცხრე თავს როგორც კი ამის საშუალება მომეცემა მაშინვე დავდებ. საიტზე სიახლის ატვირთვის ფუნქცია შეჩერებულია დროებით <3
სტუმარი lia
ღა მაგარი ინტრიგა ცაირტო,დამაინტერესა ზალიან.

შიცოცხლე ხარ,ტვინის კოლოფი.❤❤❤

ვაააი, გავიბადრე <3 ძალიან დიდი, დიდი მადლობა. <3
bibo
ბეიბი საოცრება ხაროო
სასტაული ხარო
სიგიჟე ხარო
რაღაც სხვა ხარ რა სხვა და უფრო სხვა
ხო ეხა რა მეთქმის გაგიჟების
გაფრენის მეტი
მომეწნოა რომელია
აბა თარეშს ნუ ელითო
ინტრიგანო
ინტრიგანოო
ეს რა იყო
ჰა გიგა თარაშიო
თარაში გიგაო ძედა
ეგი რა იყო ტაჩუნები
სასტაული ხარ შენო
ვგიჟდები მე შენზე
ფერადო ფერადო ტაჩუნა
იმედია იაფსიან ისტერიკებს და ცოლივით ეჭვიანობას არ იკადრებს :დდდდდ
ცივი გონებით ცივი გონებით ლოლაჩქა <3
ვგიჟდები მე შენზე
ლამაზთმიანო გოოვ<3

თბილო და ტკბილო, მადლობა რომ კითხულობ. <3
ახლა თარაშმა უნდა ითარეშოს და იმიტომ, თვარა გიგასაც მშვენივრად ვუხდენდი :დდდდ
tamo
ყველა შენი ისტორია კარგი კი არა და უკარგესია...სასწაულად ველოდები ხოლმე ახალს როდის დადებ...რა მინდა გკითხო იციი აქ დაიდო ისტორია "შეცდომა" და შენ თქვი რომ ავტორი სხვა არისო და ვერ მეტყვი რომელიმე ისტორიას მაგ ავტორისას რომ მოვძებნო

და რაც შეეხება ამ ისტორიავ უკვე ვიცი რომ ძალიან მაგარი იქნება და ველოდები დასასრულს რომ ერთიანად წავიკითხო ცალცალკე მუღამი ეკარგება... smile

თამო, ბოდიში აქამდე ვერ გიპასუხე. "შეცდომა" ნათია ჯაგოდნიშვილის ისტორიაა, რომელიც საკუთარ ჯგუფში აქვს განთავსებული. ფეისბუქზე ლათინური შრიფრით მოძებნე "ნათია ჯაგოდნიშვილი" დაუკავშირდი და გამოგიგზავნის. <3
ძალიან დიდი მადლობა, უზომოდ მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს. <3
Shorena kiladze
Raoo giga tarashiooo vaimee es tagliti kaci magram mainc uhuu kaci ra .gavushvi xo skandali intrigis mere:) au rim icode rogor mabedniereb .ROM vkitxulob debilivit viktichebi ..:)

ახლა ვნახოთ რა დონის თაღლითი და გარეწარი იქება... ვაი და არ ღირდეს ურთიერთობა. ":დდდ ვააი, რა მაგარი გრძნობაა როცა იცი რომ შენი ისტორიის კითხვის დროს გაბადრული ზის ვიღაც და კითხულობს. <3 უუუხ, მადლობებები <3
ნარჩიტა
ვაიი ესს რა ხდებააა აქქ როდისს დადებბ ახალ თავსს საინტერესოაა ვერ ვითმენნ ვერააა

ნარჩიტ, მე კი დავდებ, მაგრამ საიტზე არ არის სიახლის დამატების ფუნქცია აღდგენილი. ხვალ დავდებ <3 მადლობა დიდი, დიდი <3
Anchi
SHEGIDZLIat rom mixrat estarashi romelinistoriidanaris?

ეს თარაში ამ ისტორიიდანაა, სხვა არ ვიცი <3
FyFaen
აი უფალისთვის აქამდე მადლობა არ მითქვამს ჩემი ავად ყოფნის გამო laughing მოკლედ სიცხიანმა წოლამ და უსაქმურობამ დამღალა და გადავწყვიტე შენი მოთხრობა წამეკითხა. ამ წამს მოვრჩი რვავე თავის წაკითხვას, მაგრამ ვერ გავძეხიი :დდდ ^_^ <3 <3 ეს რა იყოო ნუუუ... შოკიიი! <3 <3 <3 ლოლას ოჯახზე მაფანატებსს <3 <3 ილოზე განსაკუთრებით ^_^ აი ამ ბოლო თავზე კინაღამ კრუნჩხვებში ჩავვარდი! :დდდდ ძალიან კარგად განვითარდა სიტუაცია, თითქოს სწრაფად, მაგრამ მაინც კარგად! <3 <3 <3 მერე უეჭველად უნდა გადავხედო შენს ძველ მოთხრობებსაც, იმიტომ რომ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი! <3 <3 <3 ვგიჟდები შენზეც და ამ მოთხრობაზეცც! <3 <3 <3 გყვარობ! :****

პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებ! <3 ძალიან მსიამოვნებს იმისი წაკითხვა რომ ლოლას არაჩვეულებრივი შენთვის საინტერესო საკითხავია <3 უღრმესი მადლობა, მიხარია რომ მოგწონს. ყოველთვის ვცდილობ სიუჟეტები არ გავწელო და მალე განვითარდეს მოვლენები, მაგრამ არა ისე რომ ერთი თვიდან მეორეზე გადავხტე და დეტალები გამოვტოვო/. <3 კიდევ ერთხელ მადლობები შენ <3
--------------------
ა.ა

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც იქნა მოვიცალე და წავიკითხე შენი ისტორია.მომეწონა რომელია, მაგრამ გიგა არ გამომიყვანო იცოდე ცუდი ბიჭი.მალე დადე რა ახალი თავი,ინტრიგაში ჩავაგდე და დაგვტოვე ისე.გელი საყვარელო ❤❤❤❤
--------------------
ლანა

 


№11  offline მოდერი მე♥

La-Na
როგორც იქნა მოვიცალე და წავიკითხე შენი ისტორია.მომეწონა რომელია, მაგრამ გიგა არ გამომიყვანო იცოდე ცუდი ბიჭი.მალე დადე რა ახალი თავი,ინტრიგაში ჩავაგდე და დაგვტოვე ისე.გელი საყვარელო ❤❤❤❤

უღრმესი მადლობა, მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს. <3 გიგას ზუსტად ისეთი პერსონაჟი იქნება როგორსაც იმსახურებს. :დდდ არც მეტი, არც ნაკლები. <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent