შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [7]


28-01-2018, 07:10
ავტორი მე♥
ნანახია 5 452

-გიგა, მართალია მე და შენ დიდი ხნის ნაცნობები არ ვართ და შესაძლოა ჩემმა ნათქვამმა ცოტა გაგანაწყენოს, მაგრამ ძალიან ვღიზიანდები როდესაც ადამიანებს ჩემი ნერვებით თამაშის სურვილი უჩნდებათ._ფეხზე წამოდგა და მამაკაცის წინ დადგა.

-ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. _თვალი ჩაუკრა, გვერდი აუარა, მანტო გაიხადა და მის მაგიდასთან თავისუფალ სკამზე მოკალათდა. ლოლამ ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა, პირიდან ჰაერი გამოუშვა და მისკენ შეტრიალდა.

-კი, ძალიან დიდი წარმოდგენა მაქვს ჩემ თავზე და ბუნერივია ზედმეტად ბევრსაც მოვითხოვ მისგან. ასე რომ დღეს წამოდი, ხვალ არ წამოხვიდე ჩემთვის მიუღებელია.

-მორჩი, ორივემ ვიცით რომ მთელი ღამე სინანულისგან იჭამდი ქვედა ტუჩს. _გიგამ ცივად ჩაილაპარაკა და წარბები შეჭმუხნა. მამაკაცის სიტყვებით გაკვირვებულს ყველა ნაკვთი ერთად შეერხა, უხერხულად დაისვა ენის წვერი ქვედა ტუჩზე.

-ზამთარში მისკდება ხოლმე... _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ჩაი მოსვა.

-მეც ეგრე ვიფიქრე.

-ჩაის დალევ თუ ყავას?_სწრაფად შეცვალა თემა და შეპარული ღიმილით კითხა მამაკაცს. გიგამ თავი ოდნავ ასწია და ცეცხლივით მოელვარე თვალებში ჩააშტერდა ლოლას.

-ყავას.

-კარგი, მაშინ მე დაგპატიჟებ. შენ ხომ ოთხშაბათს მეპატიჟები._სხარტად აუხსნა და ფეხზე წამოდგა. _უკაცრავად, რომელ ყავას დალევ?

-ესპრესოს.

***
-დეივიდს პირადად იცნობ?_ინტერესით იკითხა.

-კი.

-და როგორია? ვგულისხმობ, ურთიერთობაში როგორია, ეკრანიდან ძალიან დადებითი და მომთხოვნი ჩანს, მაგრამ მინდა პირადი გამოცდილებიდანაც ვიცოდე ვინმეს აზრი.

-ზუსტად ისეთი როგორც ეკრანზეა...

-და ეკრანზე როგორია იცი?

-არა. შენ არ თქვი მომთხოვნი და დადებითიაო?!

-მართალია.

-ზუსტად იგივე ყოფილა. _თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა._ყავისთვის მადლობა, ახლა უნდა დაგტოვო. ოთხშაბათს დაგიკავშირდები და ზუსტ დროს გეტყვი.

-კარგი, შენ ზარს დაველოდები.

***
-არ ფიქრობ რომ ეგ კაცი ცოტა უცნაურია?_ჩაფიქრებულმა იკითხა და საწოლზე დაყრილი ტანსაცმლის დაკეცვა განაგრძო.

-არ ვიცი, არ ვიცი. რომ ვხედავ ასე მგონია რომ მივარდები და ერთს ძალიან მაგრად ვაკოცებ, მაგრამ როგორც კი ხმას ამოიღებს ყველანირი სიმპათია მიქრება იმდენად ცივი და უკარებაა.

-ანუ არ მოგწონს?

-არა, მომწონს, მაგრამ ასე მგონია რომ ძალიან უხეში და ჩემთვის მიუღებელი სტილის მამაკაცია. ყოველგვარი გართობის და მეგობრების წინააღმდეგი.

-ღმერთო ჩემო, მანიაკია?_სიცილი იკითხა და საწოლზე ჩამოჯდა.

-შესაძლოა, ზოგჯერ ისეთი ცივი და უგრძნობი გამოხედვა აქვს.

-ლოლა, შენ გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობ?

-არა, ეს მართლა ძალიან მჭირდება. გიგამ მომძებნა, მოვიდა და კიდევ ერთხელ შემომთავაზა იქ წასვლა უარს კი ვეღარ ვეტყოდი. თანაც რომ დავფიქრდი საკუთარ თავს გამოვუტყდი რომ მასთან ერთად წასვლა მინდა.

-მეშინია შენი ცხოვრება მისმა უეცარმა გამოჩენამ თავდაყირა არ დააყენოს. სერიალებში ყველაფერი ძალიან სხვანაირად ხდება ხოლმე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ხომ იცი რომ ძალიან იშვიათად რაიმე კარგად დასრულდეს.

-მაგით რისი თქმა გინდა?_დაეჭვებულმა კითხა დეიდაშვილს.

-არ ვიცი, პირველად რომ ვნახე მისგან ძალიან დადებითი და ადამიანური აურა მოდიოდა, მიუხედავად იმისა თუ როგორ ახასიათებ ჩემთან. მეორედ რომ ვნახე თითქოს სულ სხვანაირი იყო, ალბათ საავადმყოფო ადამიანებზე მართლა ძალიან ცუდად მოქმედებს. ლოლა, თითქოს მასში ორი ადამიანი ცხოვრობს.

-შეიძლება ტყუპისცალი ჰყავს. _სიცილით ჩაილაპარაკა გოგონამ.

-იქნებ მართლა ჰყავს, რა იცი?!_დეიდაშვილის სიტყვები სერიოზულად აღიქვა მარიტამ.

-არა, შესაძლოა ჰყავდეს, მაგრამჩვენ ორმა მხოლოდ გიგა ვნახეთ. გიგას მარჯვენა ლოყაზე ორი ხალი აქვს, შეუმჩნეველი, მაგრამ ჩემთვის შესამჩნევი. რამდენჯერაც ვნახე იმდენჯერ თვალში მხვდება.

-და რა იცი რომ მე ვინც ვნახე მასაც ორი ხალი აქვს?

-შენ მართლა ფიქრობ რომ შეიძლება ტყუპისცალი ჰყავდეს?

-მე არაფერს არ გამოვრიცხავ, უბრალოდ ვცდილობ ამხელა მანძილზე წასულს რაღაცის მაინც დაგეხმარო.

-მარიტა, არაფერს არ ვაპირებ. არც მის შეყვარებას და არც მასთან რაიმე სახლის ურთიერთობის წამოწყებას, რომელიც გულს მატკენს. ჯერ ამისთვის არ მცალია, ჯერ ცხოვრება უნდა ავიწყო და ერთხელ და სამუდამოდ გავიგო რა მსურს.

-ხო მართლა, დღეს მაკას დაბადების დღეა, მიულოცე?

-კი, დღეს დილით მივულოცე. აპირებთ სადმე გასვლას?

-ილიამ სიურპრიზი მინდა გავუკეთო და სადმე მშვიდ ადგილას წავიყვანო მეგობრებთან ერთადო და ალბათ გავალთ. მთელი დღე არ გამოჩენილა შენი ძმა.

-წარმომიდგენია რას მოიფიქრებდა, გიჟია. _სიცილით ჩაილაპარაკა და გარდერობის წინ დადგა. _რა ჩავიცვა?

-და სად მიდიხართ?_ლოგიკური კითხვა დასვა მარიტამ.

-არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ რომ ვახშამი მშივდ და წყნარ გარემოში შედგება.

-და რა იცი რომ ვახშამია და არა წვეულება?

-მითუმეტეს, კლასიკურად უნდა ჩავიცვა. შარვალს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და რაიმე ლამაზ პერანგს ავარჩევ. არც ძალიან გაპრანჭული ვიქნები და არც ძალიან თავისუფალი.

-კარგი აზრია, მაგრამ მე მგონი უმჯობესი იქნება გიგას დაურეკო და კითხო.

-არ მინდა, რაც ვთქვი იმას ჩავიცვამ.

გიგასთან დარეკვის პრობლემა აქვს, ჰქონია რომ მამაკაცს მისი ზარი აწუხებს და არ უნდა თავი ზედმეტად იგრძნოს. მართალია აბზიანთან ყოფნის დროს მსგავსი არაფერი უგრძვნია, მაგრამ თავს მაინც უხერხულად გრძნობს როდესაც ასეთ სიტუაციაში სატელეფონო ზარს პირველი ანხორციელებს.

ლეპტოპი გახსნა და ვაიბერის საშუალებით ნინასთან დარეკა. ქალმა რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა შვილს.

-დე, ძალიან მომენატრე, როგორ ხარ?_ღიმილით იკითხა და თმები ყურს უკან გადაიწია.

-მეც ძალიან მომენატრე, პეპელა.

ცრემლშერეული ხმით ჩაილაპარაკა ქალმა. ლოლასთან საუბრის დროს ყოველთვის ცდილობს თავი გააკონტროლოს და შვილს მისი სისუსტე არ დაანახოს. არ უნდა ამან გოგონაზე ცუდად იმოქმედოს და ემოციური ფონი შეუქმნას. არ უნდა საკუთარი პრობლემები და მონატრება გარს მოახვიოს და გაგუდოს, მაგრამ ზოგჯერ ნინაც ვერ იკავებს თავს და რამდენიმე ცრემლი თავისდაუნებურად გამოეპარება ხოლმე.

-დღეს ვფიქრობდი და ზუსტად 3 დღეა კარგად არ გვისაუბრია. ასე მგონია ამ სამი დღის განმავლობაში ძალიან დაგკარდე და დამაკლდი. ასე მგონია სამი დღეა დედის გარეშე ვარ, თითქოს ნაჩხუბრები ვართ, მაგრამ თან არც ვართ. სიცარიელეს ვგრძნობდი უშენოდ, კარგია რომ ახლა თავისუფალი ვარ და შემიძლია შენს ხმასთან ერთად შენი ლამაზი სახის ყურებითაც დავტკბე.

-ლოლა, როგორ ხარ ასეთი თბილი, მოსიყვარულე და უკარება ერთად? რატომ ჰგავხარ მამაშენს ასე ძალიან?_აკანკალებული ხმით იკითხა ნინამ.

-ალბათ იმიტომ, რომ მამას უნდა ყოველთვის შენ გვერდით იყოს. ალბათ იმიტომ, რომ მამა დასაკარგი კაცი არ არის და ალბათ იმიტომ, რომ შენ გვერდით გახდა ის ასეთი.

-ძალიან მიყვარხარ და ძალიან მაკლიხარ, მაგრამ დაიმახსოვრე რასაც აკეთებ, ყველაფერს საკუთარი თავისთვის და მომავლისთვის აკეთებ. არასოდეს დაიხიო უკან, მონატრებას მოკლავ, მაგრამ დაკარგულ წამებს ვერ დააბრუნებ, ასე რომ იშრომე და ყველაფერი გააკეთე იმისათვის რომ აქ დაბრუნებულს დაუფიქრებლად შეგეძლოს თითოეული ნაბიჯის გადადგმა.

***
-“6_ის ნახევარზე გამოგივლი.” _მოკლე შეტყობინება მიიღო გიგასგან.

“კარგი, გელოდები.”

5 საათზე მზად იყო. არ უყვარს როდესაც ელოდება და შესაბამისად ვერ იტანს როდესაც თავად ალოდინებს ვინმეს, ამას ურჩევნია ნახევარი საათით ადრე გაემზადოს და დამშვიდებული დაელოდოს პარტნიორს. ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.
ზარის ხმაზე მაჯის საათს დახედა და ნელა წამოდგა ფეხზე. ჟურნალი დაბალ მაგიდაზე დააგდო და კარისკენ წავიდა.

კარს უკან ჯინსის შარვალსა და რუხ მაისურში გამოწყობილი გიგა დახვდა, მამაკაცის დანახვისას სახე უცნაურად დაებრიცა. უხერხულად დახედა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.

-რომ არაფერი მითხარი ვიფიქრე რომ ოფიციალურად უნდა ჩამეცვა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თავი მაღლა ასწია. გიგამ გოგონა შეათვალიერა და ცალი წარბი შეათამაშა.

-კარგად გამოიყურები. _თვალი ჩაუკრა და ღია კარს ხელი მოკიდა.

-ანუ გამოცვლა არ დამჭირდება?! მართალია ძალიან ამოვარდნილი არ არის, მაგრამ ჯინსის შარვალთან მაინც მეუხერხულა.

-პიჯაკში გამოწყობილი ოდესმე გინახივარ?

-არა. _ღიმილით გააქნია თავი. მისაღებში შეტრიალდა ტელევიზორი გამორთო და ჩანთა აიღო. _მაგრამ რატომღაც მეგონა რომ დეივიდის სანახავად კლასიკურები წავიდოდით.

-შეცდი!

-გიგა, ციხეში იჯექი?_სახლიდან გასული მოულოდნელად მიტრიალდა მამაკაცისკენ და ერთ ადგილზე გახევდა. გიგამ შუბლშეკრულმა ეჭვით დახედა გოგონას და ცალი წარბი მაღლა ასწია. _საიდუმლოო და... _გაახსენა და გზა განაგრძო.

-მოდი, მაგ საკითხზე ბევრს ნუ იფიქრებ. _რჩევა მისცა და სადარბაზოდან გავიდა.

-კარგი, მაშინ ერთმანეთზე ვისაუბროთ. _ღვედი შეიკრა და მამაკაცისკენ მიტრიალდა. _შენზე მომიყევი... უფრო სწორად მე დაგისვამ კითხვებს და იქნებ მიპასუხო.

მამაკაცის ხასიათიდან გამომდინარე მიხვდა რომ გიგას ბევრი საუბარი და მითუმეტეს საკუთარ თავზე საუბარი არ ეყვარება და გადაწყვიტა ხერხი შეეცვალა. ძალიან ბევრი კითხვაა რაზეც პასუხი სჭირდება, აინტერესებს რას საქმიანობს, რას წარმოადგენს და რატომ აქვს ამ ქვეყანაში ასე თავისუფლად ფრენის უფლება.

-იტალიის მოქალაქე ხარ?

-არა, საქართველოს მოქალაქე ვარ.

-მაშინ ბიზნესმენი ხარ, ან... უბრალოდ კარგი კავშირები გაქვს.

-არ მომწონს როდესაც ჩემზე ვსაუბრობ. _შუბლი შეჭმუხნა და ლოლას ცალი თვალით გადახედა.

-კარგი, მე უბრალოდ ვცდილობ ცოტა მეტი გავიგო შენზე. ეს ჩემი პროფესიული მოვალეობაც არის. _წარბები ღიმილით აათამაშა და წინ გაიხედა. _იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ჩემ გადაცემაშიც დაგპატიჟო... _მამაკაცის გაოგნებული სახის დანახვისას სიცილი ძლივს შეიკავა. _კარგი, ნუ გაქვს ეგეთი გაყინული სახე, გეხუმრე. _თვალი ჩაუკრა და ტუჩები ლამაზად დააშორა ერთმანეთს.

-აღმოჩნდა რომ რესტორანში სადაც მივდივართ მენიუ წინასწარ უნდა შეუკვეთო. შენ მაგივრადაც მე შევუკვეთე ბოსტნეულის სუფი, ბოსტნეულის კატლეტი და ალუბლის ნაყინი. _მამაკაცის ხმაში ცინიზმი და ირონია იგრძნობოდა. აშკარად რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ამბავს ახსენებდა. ლოლამ წარბწეულმა გადახედა აბზიანს და ღრმად ამოისუნთქა.

-არ მიყვარს როდესაც ჩემ მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებას. _ხმა გაიმკაცრა და ყბები დაჭიმა.

-ფეთქებადი ხასიათი გაქვს. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა გიგამ.

-არა, უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე.

-მე კი მგონია რომ ჩემმა ნათქვამმ გაგაღიზიანა და ეს ვერ დამალე. არაფერი არ შემიკვეთავს, მივალთ და თავად შეარჩევ._გამარჯვებული ღიმილით ჩაუკრა თვალი და მარჯვნივ შეუხვია.

***
დარბაზში შესვლისთანავე იგრძნო ჩახუთული ჰაერი, საქმიან შეხვედრებზე არ იბნევა და არსებულ ნერვიულობასაც ძალიან მარტივად ამარცხებს, მაგრამ ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს არ იცის. ისიც არ იცის მაგიდასთან მისულს როგორი სიტუაცია დახვდება.
ერთ ადგილზე გახევდა, თვალები მაგრად დახუჭა და შეეცადა რამდენიმე წამით არაფერზე არ ეფიქრა. როცა დარწმუნდა რომ გონება და გული ერთნაირად ემორჩილებოდა, თვალები გაახილა გიგას ღიმილით გახედა და ნაბიჯი გადადგა.

საღამო ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის არც ამჯერად უგრძვნია დაძაბულობა მისთვის უცხო გარემოში. ღიმილით ესაურებოდა ყველას და ცდილობდა მათთან საერთო ენა გამოენახა. უამრავი ცნობილი ადამიანი შეხვდა, მათთანაც გააბა დიალოგი და რა თქმა უნდა საკონტაქტო ინფორმაციაც გაცვალა. ეს მისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საღამოა, გიგამ ზუსტად იცოდა სადაც მოჰყავდა და წამითაც კი არ ჩარეულა ლოლას დიალოგში. თავიდან გვერდიდან არ შორდებოდა, ალბათ ფიქრობდა რომ გოგონას მის გარეშე დისკომფორტი შეექმნებოდა, მამაკაცის ეს ქცევა ძალიან მოეწონა. მერე როცა დარწმუნდა რომ ლოლამ ყველაფერი ძალიან ადვილად მიიღო გაეცალა და აცადა მშვიდად მოეგვარებინა ის რისთვისაც აქ იყო მოსული. დეივიდი მართლაც ძალიან სასიამოვნო და დადებითი პიროვნება აღმოჩნდა, შესაძლოა ეს ლოლას დადებითი აურის ბრალიც არის, მასთან თავს ყველა ძალიან კარგად გრძნობს.
ხომ არიან ადამიანები ვისი დანახვისთანავე კარგი განწყობა გექმენა, ხასიათი გიკეთდება და მასთან საუბარიც ძალიან სასიამოვნოა შენთვის, ზუსტად ასეთი გოგოა ლოლა. ლაღი, დადებითი და ცოტა მკაცრი. მკაცრი ალბათ უფრო საკუთარი თავის მიმართ, ადამიანებთან ურთიერთობაში ამას იშვიათად ამჟღავნებს.

ვერანდაზე გასასვლელ კართან მდგარი გიგა დაინახა და მამაკაცისკენ ღიმილით წავიდა.

-ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. _მის გვერდით დადგა და ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა ვერანდის მოაჯირზე დადო. _არა იმიტომ, რომ ამდენი ჩემთვის საჭირო ადამიანის გაცნობი საშუალება მომეცი, არა... მართლა ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, თითქოს შენც უკეთ გაგიცანი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამოა ხმა არ ამოგიღია.

-კარგია თუ დღევანდელი საღამო შენ პროფესიაზე კარგად იმოქმედებს.

-ნამდვილად._თავი დაუქნია და მოაჯირს დაეყრდნო.

-ხომ არ წავიდეთ?

-კი, კი წავიდეთ. _სწრაფად უპასუხა, წელში გასწორდა და თვალებში ჩააშტერდა.

გამოუცდელია, მსგავს სიტუაციაში არასოდეს არ აღმოჩენილა. იცის ასეთ დროს ყველაფერი როგორც მთავრდება და ცოტა არ იყოს ამის ეშინია. გიგას ცივი გამომეტყველებიდან გამომდინარე ხვდება რომ შესაძლოა წვეულების ბოლოს ლოლას პირველი კოცნა შედგეს, თანაც ისე რომ მამაკაცის მიმართ ჯერ გრძნობებიც კი არ გასჩენია.
ანერვიულებულმა ჭიქას თითები მთელი ძალით მოუჭირა და შეეცადა ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთულა შეუმჩნევლად გადაეშვა სასულეში.
მამაკაცმა ოდნავ გასწია თავი ლოლასკენ, ქირიამ ორივე თვალი სწრაფად დაქაჩა და ერთი ნაბიჯით უკან გახტა.

-შენ მითხარი რომ ჩვენი ურთიერთობა გამორიცხულია!_კაფეში ნათქვამი სიტყვები შეახსენა და გაღიზიანებულმა ამოისუნთქა.

-უკაცრავად?!_გაკვირვებულმა შეჭმუხნა შუბლი, მარჯვენა ხელი ლოლას მარცხენა მხრისკენ წაიღო და ხელის ერთი გაქნევით თითქოს რაღაცა დააფრთხოო.

-ანუ...ახლა შენ...

-მწვანე მწერისაგან გიხსენი._ხმადაბლა ჩაილაპარაკა გიგამ და დარბაზში შევიდა.

-აბა მე რატომ მეგონა რომ უნდა ეკოცნა?! ვითომ ასე არ ხდება ხოლმე?!_გაკვირვებულმა ჩაიჩურჩულა და ინტერესით ახედა ხეს. _მწერი...მწვანე მწერისაგან მიხსნა. ვინ სთხოვა საერთოდ?!

-ხო, რაც შეეხება კოცნას. ერთ საათიანი დაკვირვების შემდეგ გემო აღარ აქვს. მე მოულოდნელი თავდასხმა მიყვარს!_ცინიკური ხმით გამოსძახა გიგამ.

-რა? _სწრაფად მიტრიალდა მამაკაცისკენ და პირდაღებული მიაჩერდა.
>>>>
ამასობაში მეშვიდე თავზე ვართ. <3 რა მალე გავიდა ერთი კვირა. <3
ძალიან დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის, ნახვისთვის და ემოციისთვის რომელსაც ჩემთვის და ჩემი პერსონაჟებისთვის იმეტებთ. ეს მე მართლა ძალიან მეხმარება დავწერო უკეთესი და უკეთესი (იმედია გამომდის. :დ) გამიხარდება თუ ამ თავით ისიამოვნეთ. <3 უ'ღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ, ჩემო კარგებო და საყვარლებო. <3



№1 სტუმარი Shorena kiladze

Vaime vaime sayvarlebi es bichi xea magram mainc momcons .ooo ra cyvili ikneba AI sascauli vaime tas vgijdebi shenze pozitivi xar shenc da sheni istoria.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვაიმეე რა კარგი გოგო ხარ შენ ძალიან კარგი იყო მომეწონაა..
ნეტავ რა ხდება რას მალავს გიგა მაინტერესებს მართლა ტყუპისცალი რომ ყავდეს

 


№3  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო ეს ხე და უგრძნობი მალე გაალღვე დაიტანჯა გოგო მისი ასე ყურებით და ცოდოა ♡ ♡ ♡

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

Kარგი ტავია,კარგად წერ, საუკეტესო ხარ.❤❤❤

 


№5  offline წევრი ქეთიtaisia

ვაიმეეეეეე საყვარლებიიი????❤ აუ ძაან მაინტერესებს რას მალავს ასეთ გიგიშა:) მიყვარხარ ველი ახალ თავს❤

 


№6  offline წევრი f43i3zxv

შენი ისტორიების მამაკაცების სენია ეგ თავდასხმები ხომ? :დ როგორ მიყვარს არა რომანტიული ბიჭები :დ ცეცხლი რომ დამინთოს ვინმემ ან სანთლები იქვე დავწვავ თვითონაც ::დ

 


№7  offline მოდერი bibo

არა ვაღიარო უნდა რო სიგიჟე ხარ
უნდა ვთქვა რო სასწაული ხარ
ბედნიერების მარცვალი რო ხარ ეგეც ხო უნდა ვთქვა
სასწაული რო ხარ ეგეც ხო უნდა ვთქვა
სიყვარული რო ხარ ეგეც ხო უნდა ვთქვა
და ჩემი სიყვარულის სიგიჟე რო ხარ ეგეც ხო არ უნდა გამმმჩეს
არც ის არ უნდა გამომჩესე რო მატკბობ
არც ის უნდა გამომჩეს რო მაბედნიერებ
არც ის არ უნდა გამომჩეს რო სიტკბო ხარ
არც ის უნდა გამომჩეს რო ვულკანი ხარ
ბედნიერების სუნი რო აგდისი ისიც ხო არ უნდა გამომჩეს
არც ის უნდა გამომჩეს რო საოცრებაზე მეტი ხარ
არც ის რო უბრალოდ კაფანდარა მეკაფანდრება
არც ის არ გამომჩეს რო დღეს მითბობ ამ სუსხიან ამინდში,ვგრძნობ მზით განათებულ დილას
არც ის გამომჩეს რო ჩემი ტაჩუნა ხარო
არაფერი არ უნდა გამომჩეს მაგრამ მაინც რო მრჩება უთქმელი
ჰო ჰო გახსოვდეს ბედნიერების ფერადო ტაჩუნა
გყვარობ
ჰო არანაირ თარაშს არ ველი
ეს ველურული გიგა მომწოს მეოო
და ასე რო არ გამომჩეს მაბედნიერებ
მანაებ და მათბობ რა ტკბილოო შხვართალა ტაჩუნა heart_eyes kissing_heart

 


№8  offline მოდერი მე♥

Shorena kiladze
Vaime vaime sayvarlebi es bichi xea magram mainc momcons .ooo ra cyvili ikneba AI sascauli vaime tas vgijdebi shenze pozitivi xar shenc da sheni istoria.

შორე, ძალიან დიდი მადლობა. წყვილი თუ შედგა ამათგან და ერთმანეთი არ დახოცეს კი, კარგი იქნება ნამდვილად. <3 რაც შემეხება მე, უღრმესი მადლობა, მიხარია დადებითები თუ ვართ მე და ჩემი ისტორიები შენთვის. <3
ნარჩიტა
ვაიმეე რა კარგი გოგო ხარ შენ ძალიან კარგი იყო მომეწონაა..
ნეტავ რა ხდება რას მალავს გიგა მაინტერესებს მართლა ტყუპისცალი რომ ყავდეს

ოო, გიგა ისეთს მალავს, მტრისას. 3:) :დდდ ძალიან დიდი მადლობა, მაბედნიერებ. <3
blondeangel631
ძალიან კარგი იყო ეს ხე და უგრძნობი მალე გაალღვე დაიტანჯა გოგო მისი ასე ყურებით და ცოდოა ♡ ♡ ♡

სულაც არა, ლოლას რა ეტყობა ტანჯვის, კარიერისტი კუდიანია. :დდდ ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს. <3
სტუმარი lia
Kარგი ტავია,კარგად წერ, საუკეტესო ხარ.❤❤❤

უხ მე! როგორ მაბედნიერებ! <3 მადლობები <3
taisia
ვაიმეეეეეე საყვარლებიიი????❤ აუ ძაან მაინტერესებს რას მალავს ასეთ გიგიშა:) მიყვარხარ ველი ახალ თავს❤

დიდი, დიდი მადლობა. ზედმეტად არ გავწელავ, ცოტახანს კიდევ გექნებათ ინტერესი და მერე იტყვის, ან იტყვიან. <3 მადლობა დიდი, დიდი და უდიდესი <3
f43i3zxv
შენი ისტორიების მამაკაცების სენია ეგ თავდასხმები ხომ? :დ როგორ მიყვარს არა რომანტიული ბიჭები :დ ცეცხლი რომ დამინთოს ვინმემ ან სანთლები იქვე დავწვავ თვითონაც ::დ

აი, რა ვქნა ამ პაწაწუნა და ზედმეტად რომანტიულ მამაკაცებს ვერ მოვარგე ვერცერთი ჩემი გმირი. არ ზის არცერთში ეს ზედმეტი ლაი-ლაი და სიყვარულობანა. :დდდ არც გოგონები მყავს ისეთი მსგავსმა მამაკაცებმა და ბიჭებმა რომ მოხიბლონ, ძლიერ ქალს ძლიერი კაცი სჭირდება გვერდით. <3 მადლობა დიდი დიდი. <3
bibo
არა ვაღიარო უნდა რო სიგიჟე ხარ
უნდა ვთქვა რო სასწაული ხარ
ბედნიერების მარცვალი რო ხარ ეგეც ხო უნდა ვთქვა
სასწაული რო ხარ ეგეც ხო უნდა ვთქვა
სიყვარული რო ხარ ეგეც ხო უნდა ვთქვა
და ჩემი სიყვარულის სიგიჟე რო ხარ ეგეც ხო არ უნდა გამმმჩეს
არც ის არ უნდა გამომჩესე რო მატკბობ
არც ის უნდა გამომჩეს რო მაბედნიერებ
არც ის არ უნდა გამომჩეს რო სიტკბო ხარ
არც ის უნდა გამომჩეს რო ვულკანი ხარ
ბედნიერების სუნი რო აგდისი ისიც ხო არ უნდა გამომჩეს
არც ის უნდა გამომჩეს რო საოცრებაზე მეტი ხარ
არც ის რო უბრალოდ კაფანდარა მეკაფანდრება
არც ის არ გამომჩეს რო დღეს მითბობ ამ სუსხიან ამინდში,ვგრძნობ მზით განათებულ დილას
არც ის გამომჩეს რო ჩემი ტაჩუნა ხარო
არაფერი არ უნდა გამომჩეს მაგრამ მაინც რო მრჩება უთქმელი
ჰო ჰო გახსოვდეს ბედნიერების ფერადო ტაჩუნა
გყვარობ
ჰო არანაირ თარაშს არ ველი
ეს ველურული გიგა მომწოს მეოო
და ასე რო არ გამომჩეს მაბედნიერებ
მანაებ და მათბობ რა ტკბილოო შხვართალა ტაჩუნა heart_eyes kissing_heart

შენ რა საოცრება ხარ! რა საოცრება და რამხელა სითბოს მატარებელი! <3 ვგიჟდები მე შენზე და შენს კომენტარებზე... უთბილესი და უტკბილესი ხარ... მიხარია რომ კითხულობ, მიხარია რომ მოგწონს და მიხარია რომ არსებობ! <3 მიყვარხარ მე შენ! <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent