შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაშანტაჟებული მკვლელი 4


29-01-2018, 15:37
ავტორი Elene Panch
ნანახია 1 165

4. მაფიოზები შავი მანქანებით დადიან

ქალბატონი დიანა – ეს იყო გამხდარი, მაღალი, მიმზიდველი 30 წლის ქალი. რატომ წარმოვიდგინე ის ხანში შესულ, ბოტოქსით სახე-დასიებულ ქალად, თავადაც არ ვიცი.
მე ლარის ავხედე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ის მალევე დამემშვიდობა და მითხრა, რომ ხვალისთვის მოვმზადებულიყავი. მე უნდა მევარჯიშა სროლაში.

მთელი ღამე ვფიქრობდი, თუ რა დამერქვა ახალი მისიისთვის. ღამის 3 რომ გახდა, ძლივს გავჩერდი საწოლში. მინდოდა, რომ გავსულიყავი მაღაზიაში და „ჩუპა-ჩუპსები“ მეყიდა, მაგრამ გადავიფიქრე. დილის 5 იყო, რომ საბოლოოდ შევარჩიე ჩემი ახალი მისიის სახელი : ჩემი სახელია ნატაშა.
მე მივიდოდი დიანასთან და ვეცდებოდი, რომ მელაპარაკა რუსული აქცენტით. იმედია დაიჯერებდა, თუ არა და საქმე ცუდად წავიდოდა.
მშვიდად ჩამეძინა.

ორი საათის ჩაძინებული იყავი, როდესაც მობილურმა წრიპინი დაიწყო. ხმამაღლა ამოვიხვნეშე და ვუპასუხე :

- გისმენთ, - ჩემს ხმაზე დავიჯღანე. 60 წლის მწეველი კაცი ვეგონებოდი მოსაუბრეს.

- აჰ, უკაცრავად, ლილის თხოვეთ? - მობილურში ლარის ხმა გაისმა. ეს რომ მითხრა, რაც შემეძლო ძლიერად დავახველე, რომ ხრინწი მომეშორებინა.

- ლილი ვარ, რა გინდა? - ხმამაღლა ვკითხე. ლარი ერთი წუთი მაინც იყო ჩუმად. ალბათ ეგონა, რომ ვატყუებდი.

- ვერ გიცანი, - მომებოდიშა, - შენი სახლის წინ ვდგავარ და შეგიძლია, რომ ხუთ წუთში ჩამოხვიდე? სავარჯიშოდ უნდა წაგიყვანო.
ეს რომ მითხრა, საწოლიდან წამოვფრინდი და ტუალეტში შევვარდი.

- დამელოდე, - ჩავძახე ლარის და გავუთიშე.
თავი ორ წუთში შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე, სპორტულები ჩავიცვი, მინი-იარაღი ჩანთაში ჩავდე და დაბლა დავეშვი. სამზარეულოში დადებულ ვაშლს ხელი წამოვავლე და გარეთ გავიქეცი.
ლარი შავ მანქანას ეყუდებოდა და მობილურზე ლაპარაკობდა. სახლი დავკეტე და მივუახლოვდი.
დაჯექიო თვალებით მანიშნა და მანქანას მოუარა.

მთელი გზა ჩუმად ვიყავით. ლარი იმაზე სიტყვა-ძუნწი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ერთხელაც არ უცდია საუბრის დაწყება. მე კი მხოლოდ ამინდზე საუბარი მეხერხება ადამიანურად.
ფანრაჯაში გავიხედე. მზიანი ამინდი იყო, ამიტომ საუბრის წამოწყება გადავიფიქრე.

გზაში ნახევარი საათი ვიყავით. ბოლოს მივედით უზარმაზარ, მიტოვებულ საწყობთან და ლარი მანქანიდან გადახტა. მეც ფართხაფურთხით მივყევი. უცებ გულის რევის შეგრძნება მომაწვა და იქვე მანქანის ბორბალთან გული ამერია... გამახსენდა ის, რაც არ უნდა გამხსენებოდა :

-ესროლე! - მიღრიალებს კაცი, ჩემს თვალში კი მხეცი. მე კანკალით ვწევ იარაღს და გასროლის ხმა ისმის...

- ლილი, - ჩამესმის ხმა, რომელსაც თან ახლავს ხმამაღალი კივილი. ჩემი კივილი, - რა გჭირს! ლილი!

მე თავს ვაქნევ, უარყოფის ნიშნად და კივილის ვწყვეტ. ლარის ავხედე, რომელიც გაფითრებული იყო და მაჯანჯღარებდა.

- მე.. - ხმა ვერ ამოვიღე და ცრემლები მომაწვა, - არაფერია.. კაცი მოვკალი, მემგონი ნორმალური უნდა იყოს.

ლარი კვლავ მაკვირდება. ბოლოს ხვნეშის და შენობის შესასვლელისკენ მიემართება. მე ბარბაცით მივყები მას და პირს ვიწმენდ.
მიტოვებული საცავი სრულიადაც არ აღმოჩნდა მიტოვებული. შენობაში, ყოველ 2 წუთში ერთხელ გასროლის ხმა ისმოდა. კაცების გადაძახილები იქაურობას აყრუებდა.

- ლილი, მომყევი, - მეუბნება ლარი და წინ მიდის. მისი ერთი ნაბიჭი ჩემს სამ ნაბიჯს უდრის, შესაბამისად ლარი მიაბიჯებს, მე კი მივრბივარ.
ლარი წინა ცხოვრებაში ნამდვილად ჟირაფი იყო.

მივედით გამოყოფილ „სექტორთან“, სადაც ტატუებით აჭრელებული კაცი იდგა და სიგარეტს აბოლებდა. მოულოდნელად მოგვიბრუნდა და ლარის მიმართა :

- მოიყვანე? - მისმა ხმამ ჩემი საკუთარი გამახსენა. რაღაც არაჩვეულებრივი მსგავსება აღმოვაჩინე ამ კაცის ხრინწსა და ჩემს დილის ხრინწს შორის.
ლარიმ კაცს თავი დაუქნია, ჯიბიდან 200 დოლარი ამოასრიალა და კაცს გაუწოდა. მან სხვაგან გადაინაცვლა.

მე ჩანთიდან მინი-იარაღი ამოვიღე და ლარის გავუწოდე, რომელმაც ბუდეში ტყვიები ჩააწყო და საჩვენებლად, ერთხელ გაისროლა :

- შენსა და სამიზნეს შორის მანძილი 10 მეტრია, - მითხრა მან და იარაღი გადმომცა, - ერთი ხელით ესროლე. ჩვენ არ გვაწყობს, რომ ორივე ხელით ამოწიო იარაღი და ასე მოკლა ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიანას მკვლელობის შემთხვევაში შესაძლებელია.

მე თავი დავუქნიე და იარაღი მოვიმარჯვე. ცალი ხელით სროლა გამიჭირდა, რადგან ხელი მიკანკალებდა. 5 გასროლის შემდეგ, საბოლოოდ გავარტყი ტყვია მიზანს.

- კიდევ ხუთჯერ გაისროლე და წავედით, - მითხრა ლარიმ და კვლავ ჩააწყო ტყვიები ბუდეში.
მორიგი ხუთი სროლა წარმატებული აღმოჩნდა და ლარიმ სახლში დამაბრუნა. როდესაც მანქანიდან გადმოვდიოდი, მან 100 დოლარიანის კუპიურა გამომიწოდა :

- ხვალ წადი და პასპორტი აიღე, - მითხრა მან, - ნაჩქარევი წესით.

ფული უსიტყვოდ გამოვართვი და სახლში შევედი.
ვსადილობდი, როდესაც დედაჩემი სახლში დაბრუნდა. უბრალოდ მომესალმა და მეორე სართულზე უნდა ასულიყო, როდესაც მივაძახე :

- დედა, ხვალ პასპორტის ასაღებად გამომყევი, ძველს ვადა გასდის, - დედა შეჩერდა და შემომხედა.

- მაინც არ გჭირდება პასპორტი, ლილი, - მითხრა მან, - თან ტყუილი ფულის ხარჯვაა.

მე მაკარონი დავასრულე, გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩავაწყვე და ისევ დედას მივუბრუნდი. ფეხებთან კანიე წკმუტუნებდა. ბოლოს როდის ვაჭამე, არ მახსოვს. საცოდავი ძაღლი.

- ფული შევაგროვე, ამიტომ ფულის დახარჯვა არ მოგიწევს, - დედაჩემს კუპიურა ამოვუფრიალე, - ხვალ მინდა რომ გამომყვე, დედა. გამონახე ჩემთვისაც დრო.

ეს რომ გაიგო დანებდა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მე კანიეს საჭმელი დავუყარე და საძინებელში ავედი.

ორშაბათს სკოლა ყველაზე აუტანელია. მითუმეტეს იმიტომ, რომ მე ამ შაბათ-კვირას სწავლა სრულიად გადამავწიყდა. სკოლის დერეფნებში არასასრუველი ხალხი ავიცილე ანუ ყველა და პირველ გაკვეთილზე შევედი.
სკოლის დღე წარმოუდგენლად გაიწელა და სამზე სახლში ძლივს მივაღწიე. დედაჩემი შინ დამხვდა. ჩაცმული იჯდა მისაღებ ოთახში.

- მოხვედი? - მკითხა, მაგრამ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია. მე თავი დავუქნიე და ჩანთა ოთახის კუთხეში მივაგდე.

- წავიდეთ? - ვკითხე და ძალიან დიდი დაღლილობა ვიგრძენი, მაგრამ არ შევიმჩნიე. მემგონი დროა, რომ ისევ ვეწვიო საავადმყოფოს. დედა წამოდგა და გასასვლელიკენ გაემართა.

დედაჩემის გაუბედურებულ აუდში ჩავჯექით, რომელსაც თავად „ბედაურს“ ეძახის და პასპორტის ასაღებად წავედით. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ ფოტოში საოცრად მახინჯად გამოვედი.

სახლში რომ მივედით, დედაჩემი საძინებელში ავიდა.
მე სამზარეულოში შევედი და მაგიდასთან ჩამეძინა. ტელეფონის რეკვამ გამომაღვიძა. ეკრანზე მარკუსი ამოვიკითხე და ვუპასუხე.

- ლილი, ორ საათში მანდ ვიქნები და მზად იყავი, - მითხრა მან და გამითიშა.
ხვალ, როგორც ჩანს, სკოლის გაცდენა მომიწევდა. საათს დავხედე. უკვე ცხრა იყო დაწყებული. ოთახში ავედი ტანსაცმელი გამოვიცვალე და მნიშვნელოვანი ნივთები ჩანთაში ჩავიწყვე. რომ გავიქცე, მიპოვიან?
თავი გავაქნიე, რომ მსგავსი ფიქრები თავიდან მომეშორებინა. აზრი არ ჰქონდა.

ორმა საათმა მალე გაიარა. კარები ჩავკეტე და ეზოში დავდექი. გზაზე შავი მანქანა გამოჩნდა. მალე ეს მანქანა ჩემ წინ გაჩერდა. რა თქმა უნდა, როგორ ვერ მივხვდი, რომ შავ მანქანაში მარკუსი იჯდებოდა?
ფანაჯარა ჩაიწია და შიგნიდან მარკუსმა დამიძახა :

- ჩაჯექი რაღას ელოდები! - მივირბინე და მანქანაში ჩავჯექი, - როგორ ხარ?
მე ირონიული სახით გავხედე.

- ალბათ კარგად, - ვუპასუხე და ღვედი გავიკეთე.



№1 სტუმარი სტუმარი nutsa-mariam darbaidze

გააგრძელე ძალიან კარგია <3 ოღონდ თავები გაზარდე <3

 


№2  offline წევრი Elene Panch

სტუმარი nutsa-mariam darbaidze
გააგრძელე ძალიან კარგია <3 ოღონდ თავები გაზარდე <3

ჯერ-ჯერობით ვერ გავზრდი, რადგან წინასწარი მაქვს დაწერილი თავები :)) მადლობა კომენტარისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent