შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაშანტაჟებული მკვლელი 3


27-01-2018, 17:31
ავტორი Elene Panch
ნანახია 1 123

3. მე პიცა არ შემიკვეთავს
თვითმფრინავში ასვლისას თავი ვერ შევიკავე და გული ამერია. თვალწინ ჯეიმსის სისხლიანი პერანგი მედგა და მუცელში უსიამო შეგრძნება მქონდა. საოცარი სანახავი ვარ : კვლავ მისვია დედაჩემის ტონალური და ჩემი თმა ფრინველის ბუდის განსახიერებაა.

აეროპორტში მარკუსი აღარ დამხვდა, მხოლოდ მომივიდა შეტყობინება უცნობი ნომრიდან : თვითონ წადი სახლში.

საბედნიეროდ, ავტობუსს მივუსწარი და სახლში ნახევარ საათში მივედი. კარი კვლავ გასაღებით დაკეტილი დამხვდა. გამოდის რომ, დედაჩემს მაინც დავასწარი დაბრუნება.
5 წუთის შესულიც კი არ ვიყავი, რომ უკან მომყვა. მე მივესალმე და მეორე სართულზე დავაპირე ასვლა, მაგრამ დედამ შემაჩერა :

- ლილი, რატომ გისვია ჩემი ტონალური? - ეჭვნარევი ხმით მეკითხება დედაჩემი და ინტენსიურად მაკვირდება სახეზე.

- დედა, მე 17 წლის ვარ და მემგონი მაქვს ამის უფლება, - თავს ვიმართლებ და საბრძოლველ პოზას ვიღებ, მაგრამ დედაჩემის მორიგი სიტყვები მაოცებს.

- არ გიშვებ, რომ სახლი დატოვო, - მეუბნება ის, - მომაკვდავ მაიმუნს გავხარ, მიხედე საკუთარ თავს.

გაწითლებული სახით ავდივარ ოთახში, მაგრამ სიწითლე არ მეტყობა მაკიაჟის მეშვეობით.
სახის დაბანა უსაშველოდ გამეწელა და როდესაც ტონალური მოვიშორე, ლოყებზე კვლავ გამოჩნდა სილურჯეები, რომლებიც, მინიმალურ დროში საკმაოდ დაპატარავებულიყო.

საწოლზე მივეგდე და მოვისურვე, რომ კანიეს სიმღერა მომესმინა, მაგრამ ეს უბრალოდ შეულძლებელია, რადგან :

1. ჩემი ძაღლი კანიე ვერ იტანს კანიე ვესტის სიმღერებს.
2. სიმღერის ჩართვას მუდამ თან ახლავს კანიეს (ჩემი ძაღლის) ხმამაღალ ხმაზე ყეფა და ყმუილი.

არ ვიცი, იქნებ ის ყმუილით გამოხატავს მისი სეხნიის მუსიკისადმი სიყარულს? ყოველი შემთხვევისთვის, მე მათი მოსმენის საშუალებას არ მაძლევს. მრავალი მცდელობისა და საბოლოოდ კანიეს ცემის შემდეგაც არ მიმართლებს და მუსიკის მოსმენას თავს ვანებებ.

ორი კვირის შემდეგ

ვიმყოფები სკოლის საპირფარეშოში და სახეს ვიბან. პირველი მისიის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სრული სიწყნარეა, თუ არ ჩავთვლით მორიგ გარემოებებს :
ყოველდღიურად გული მერევა, რაც აუტანელი გახდა. სხვათაშორის, ახლად შეძენილმა ცოდვამ კი არ დამამძიმა, პირიქით დამცალა – გულის რევას ვგულისხმობ.
ასევე ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს მომდის შეტყობინება მარკუსისგან, რომელიც მუდამ იგივე ტექსტს შეიცავს :

არავის არ უთხრა

საკმაოდ რთულია გაკვეთილებიდან დათხოვა, რადგან მასწავლებლებს არ სჯერათ რომ, მე მართლაც გულის რევა მაწუხებს. მაშ როგორ აღმოვჩნდი სკოლის ტუალეტში გაკვეთილის მიმდინარეობისას?

მათემატიკის მასწავლებელს იმდენჯერ ვთხოვე გაშვება, რომ ბოლოს გამომაგდო და სკოლის შემდეგ გავარკვევთო, მომაძახა.

მოვრჩი სახის დაბანას და ჯიბეში მობილური აბზუილდა. მისი შინაარსი უკვე ზეპირად ვიცოდი, ამიტომ წაკითხვა არც კი მიცდია. სამაგიეროდ ბოლოს და ბოლოს პასუხი დავუბრუნე : მარკუს, ჩვენ მეგობრები არ ვართ.

ერთი კვირის შემდეგ

ექვსი დღეა მარკუსს აღარ მოუწერია და მემგონი სრულიად გადავავიწყდი კიდეც. შაბათის საღამოა, დედა უკვე სამსახურშია. მე სავარძელში ვარ მოკალათებული და ტელევიზორს ვუყურებ.
რეკლამა დაიწყო და წამოვდექი, რომ წყალი დამელია. ჭიქა ბოლომდე ჩავცალე, უკან გამოვედი და კარზე კაკუნი გაისმა.

ღამის 9 საათია ე.ი გამორიცხულია, რომ დედაჩემი დაბრუნდა. სტუმარს არ ველოდებოდი. აჰ! ალბათ პიცა მომიტანეს.
საბოლოოდ კი რეალობას შევეგუე : მე პიცა არ შემიკვეთავს!
ფეხაკრეფით მივედი კარებთან და გავიხედე საჭვრეტში. მაღალი კაცი იდგა და საათზე იყურებოდა.

- ვინ გნებავთ? - ხმამაღლა ვკითხე და კარების მარჯვნივ მიყუდებულ ხის ჯოხს დავწვდი.

- ლილი ანდერსონი, - მპასუხობს ის, - მარკუსმა გამომგზავნა.

ეს რომ მესმის, ჯოხს განკუთვნილ ადგილას ვაბრუნებ და კაცს კარებს ვუღებ. ის უხერხულად მიღიმის, უფრო ზუსტად დამღიმის. მის დასანახად თავის საოცრად უკან გადაწევა დამჭირდა.

- მე ლარი ვარ, - კვლავ მეუბნება და სახლში შემოდის, - მორიგი დავალება უნდა გაგაცნო.
ლარი მისაღებში შევიყვანე და მოშორებით დავდექი, რადგან მისი ხელები ბევრად გძელია, ვიდრე მარკუსის, შესაბამისად მას უფრო მეტი შანსები აქვს, რომ სილა გამაწნას.

- მარკუსი რატომ არ მოვიდა? - ვეკითხები მე და ტელევიზორს ვრთავ. ლარი უარესად იშმუშნება და მზერას მარიდებს. პასუხის გაცემა არ სურს.

- საქმეები აქვს, - ბოლოს, როგორც იქნა მპასუხობს, - შეიძლება, რომ საქმეზე გადავიდეთ?
მე თავს ვუქნევ და ვჯდები.

ლარი ბევრად უკეთესი პიროვნება აღმოჩნდა, ვიდრე მარკუსი. რადგან 15 წუთიანი საუბრისას ხელი ერთხელაც კი არ მოუღერებია და არც ჩემი დაშანტაჟება უცდია. მისია კი ასეთი იყო :

ადამიანი, რომელიც უნდა მოვკლა არც მამაკაცია და არც მილიონერი. ეს არის ღამის კლუბის მეპატრონე, შეძლებული ქალბატონი, სახელად დიანა. დიანა პაგნოტების ოჯახისგან შეღავათიან ფასებში ყიდულობს ნარკოტიკებს და შემდგომ კლუბის მომხმარებლებზე ასაღებს.

ორი დღის წინ დიანა შეეხმიანა პაგნოტებს და ისინი პოლიციასთან დასმენით დააშინა : ნარკოტიკების რეგულარული რაოდენობის სამმაგი მინდა 8 დღეში, მაგრამ თანხის გადახდას არ ვაპირებ. თქვენივე გულისთვის მივდივარ ამ დათმობაზე და მეტს არ გთხოვთ. შეასრულეთ ჩემი მოთხოვნა და პოლიცია ამ ყველაფრის შესახებ არ შეიტყობს.

მე უნდა ვეწვიო დიანას კლუბს, რომელიც არის ლას ვეგასში, 3400 კილომეტრით შორს. დიანა შემხვდება და მოისურვებს ნახოს თუ რა შესაძლებლობები მაქვს და ვარ სათანადოდ გამოცდილი თუ არა, რომ ვიმუშავო მის კლუბში.
დიანა ჩემს შესაძლებლობებს სახლში შეაფასებს, რადგან არასრულწლოვანი ვარ და დიდი საფრთხე არსებობს ფაქტზე წასწრების.
მე დიანას საკუთარ სახლში მოვკლავ.

მაგრამ როგორც ლარი ამბობს, არის ორი პრობლემა : ჩემი პასპორტი გასანახლებელია სასწრაფოდ. პირველ მისიაში მე ახლოს ვიმყოფებოდი ჩემს სამიზნესთან და გარტყმა მოვახერხე, მაგრამ ამჯერად 2 მეტრი მანძილიდან მაინც უნდა ვესროლო და აცდენის შანსი ძალიან დიდია, ამიტომ ხვალ უნდა ვივარჯიშო სროლაში.

ლარიმ სათქმელი რომ დაასრულა, ჯიბიდან ქალბატონი დიანას ფოტო ამოიღო და გამომიწოდა.



№1  offline წევრი talia

ძალიან მაგარი თემაა,აუ გთხოვ რა მალ-მალე დადეეეეე heart_eyes

 


№2  offline წევრი Elene Panch

talia
ძალიან მაგარი თემაა,აუ გთხოვ რა მალ-მალე დადეეეეე heart_eyes

დიდი მადლობა კომენტარისთვის! აუცილებლად გავანახლებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent