შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (4)


1-02-2018, 17:43
ავტორი Ioana
ნანახია 3 170

მეორე დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა,როგორც წესი,ნაბახუსევი არ ვიცი ხოლმე.გვერდის შეცვლა მოვინდომე და მარცხენ ხელი საწოლის მეორე მხარეს დავუმიზნე,ხელის საწოლზე დაცემა და ანანოს წიოკი ერთი იყო.
-აააააა,დედაა,დედიკოოო,სად ვარ? რა ხდება?ქალიშვილობა დავკარგე?ვინ წევს აქ?-ჯერ კიდევ,ძილბურანში მყოფი გაურკვევლად აქნევდა ჰაერში ხელებს და ბოლო ხმაზე წიოკიბდა.
-შესანიშნავი ღამე იყო,ასეც ვერ ვიტყვით-ხმა დავიბოხე,თან ცოტა მაკლდა აჭიხვინებამდე.ანანო მოულოდნელად წამოხტა საწლოდან და მკერდსა და სასქესო ორგანოს ხელით იმალავდა,ალბათ თავი ტიტველი ეგონა ამ საწყალს.
-რაა? რას ამბობთ? ეს რა საუბარია? სადა ჩემი ტანსაცმელი?-განწირული ხმით წკვინებდა და მკერდიდან ხელს არ იღებდა.
-ტასნაცმელი გაცვია,საყვარელო-ისევ ჩემი მამაკაცური ხმით ვმსახიობობდი.
-როგორ? აბა ს..ქსი როგორ გვქონდა?-თვალებდახუჭული იდგა ერთ ადგილს მიყინული,ალბათ ეშინოდა პოტენციური საყვარლისთვის თვალებში ჩახედვის.
-ს..ქსის ახალი სახეობაა,შენ რა აქამდე არ იცოდი?-უკვე თავს ვეღარ ვიკავებდი და მეც ავხარხარდი-კაი გოგო გაახილე თვალები,მოგიკვდი შენ მე!-მაგრამ ანანო მაინც მკერდზე ხელებაფარებული და თვალებდახუჭული მიყინვოდა ერთ ადგილს.
-თათია?მოიცა შენც აქ ხარ? რა გინდა აქ? ღემრთო არ მითხრათ,რომ რამე ჯგუფური გვქონდა?-ეს უკვე პიკი იყოო,ახროტინებული საწოლიდან გადავგორდი ძირს და ისე ვიცინოდიი.ბოლოს,როგორც იქნა,გაახილა თვალები ქალბატონმა და სიტუაცია რომ გაანალიზა,ვერ წარმოიდგენთ რა ამბავი ჩაატარა იქ.ბალიში,ვაზა,ლარნაკი,ყველაფერი მომხვდა რაც კი შეიძლებოდა.ამ ხმაურში კარები ქალბატონმა ნინომ შემოგლიჯა.ამ ქალს კარებზე დაკაკუნება უნდა ვასწავლო.
-გაიღვიძეთ თავგასულო ქალბატონებო?-მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა და ჩვენც იატაკს მივეყინეთ,რადგან ორივე ძირს ვეგდეთ.
-დიახ,იცით რაა? წუხელ ღამით ანანოს ჩემ ოთახში ჩაეძინა,მდარაჯობდა თავი არ ატკივდეს კიდევ, ჩემ ლამაზ გოგოსო-ვირის წიხლებივით მივაყარე სიტყვები,თან აჩეჩილ თმას ვიტკეპნიდი.
-მაშ მთელი ღამე გდარაჯობდა არა? იქნებ ისიც მითხრათ,რომ ნიკოლა სხვა გოგოების მოსაყვანად გავგზავნე ბარში?-გამწარებული ქალბატონი ნინო ნაპერწკლებს ყრიდა უკვე თვალებიდან.
-ააა,ისაა...ნიკოლა? რომელი ნიკოლაა?-აბლუყუნებული ძლივს ვლაპარაკობდი.
-იცით,ჩვენ არ გვინდოდა ასე გამოსულიყო-ძლივს ხმა ამოიღო ანანომ.
-აშკარად ასე გამოვიდა!
-ჩვენ ბოდიშს ვიხდით,მეტად აღარ განმეორდება-ავყევი ანანოს,რადგან თავის მოკატუნებას,ვითომ სახლში ვიყავით, აზრი მაინც არ ჰქონდა.
-გასაგებია,მაგრამ ეს ამბავი ასე მაინც არ ჩაივლის! ათ წუთში დაბლა იყავით-დაიწიკვინა კრუელამ და კარები ისე გაიკეტა,ლამის თაღი ჩამოინგრა.

ათ წუთში ვერა,მაგრამ ოც წუთში დაბლა ვიყავით.მე სველი თმით და დასიებული თვალებით,ანანო კიდევ ჩაშავებული უპეებითა და აჩეჩილი თმით.ყველა სუფრასთან ისხდა,მხოლოდ ჩვენ ვაკლდით.ამიტომ ზალაში შევედით თუ არა,ყველას ყურადღება მივიპყარით.
-ღმერთო,ეს რა გჭირთ?-ხმამაღლა დაიყვირა ნიკოლას დედამ,რაღა თქმა უნდა ინგილსურად.
-იცით,მე მთელი ღამე თავი მტკიოდა,ანანოს კიდევ არ სძინებია,მდარაჯობდა-უხერხულად გავიღიმე,რადგან მივხვდი ნიკოლასა და ნინოს გარდა,არავინ არაფერი იცოდა.
-მთელი ღამე თავი ტკიოდა თურმე-ჩაისისინა ბატონმა ნიკოლამ და თან გველურად გაიღიმა.
-ამას აქ რა უნდა? გადავულაპარაკე ანანოს,თან მის გვერდით დავსხედით.
-გუშინ გამთენიისას ორი გოგო მოვიტანე სახლში და დარჩენა მომიწია-გველურად ჩაისისინა ისევ და საუზმის ჭამა გააგრძელა.
-მადლია შენთვის,შენ ასაკში ცოტა ჭირს გართობა და ღამის ცხოვრება!
-ჩემ ასაკში ლაწირაკების ძიძობაც ჭირს!
-გეყოფათ სუფრასთან ჩუმად სისინი!-აწიკვინდა თავიქალი.
-თქვენი ძმიშვილი ნაწყენია,რატომ არ გამაღვიძე ღამით,რამე წამალს დაგალევინებდიო!-ირონიულად გავიღიმე და გვერდით მჯდომს გადავხედ.რომელსაც ლუკმა აშკარად ყელში გაეჭედა.მეც რაც ძალი და ღონე მქონდა ავიღე და ორივე ხელი ჩავცხე ბეჭებში.ახლა საერთოდ გადალურჯდა მგონი.-ამ ასაკში იცის,არ ინერვიულოთ.საყლაპავი მილის პრობლემბია!-ისე განვაცხადე,თითქოს ამ საქმის პროფესიონალი ვიყავი.რამდენიმე წამში,როგორც იქნა,მოსულიერდა ვაჟბატონი.
-შემთხვევით,ისიც ხომ არ ვთქვი,19 წლის ბავშვებისთვის ალკოჰოლის მიღება და ღამე წანწალი ცუდიათქო-თაველბჩაწითლებულმა გადმომხედა და ჩემგან ჩალურჯებული ხელიც მიიღო,რადგან მთელი ძალით მკლავზე ვუჩქმიტე.ჩემდა საბედნიეროდ,ბატონ დემეტრეს ამაზე არაფერი უკითხავს,რადგან ან სპეციალურად გაატარა,ან არ გაუგია.
საუზმე უკვე მთავრდებოდა,ბატონმა დემეტრემ ახალი ამბავი,რომ გვაცნო.
-ხვალ სახლში დიდი წვეულება გვქენება.ყველა ჩემი კომპანიონი მოიყრის თავს.ბევრი ცნობილი ადამინია იქნება და მინდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს!
-ამათ ხელში მეეჭვება რამე იდეალური იყოს-ჩემ გასაგონად ჩაილაპარაკა ნიკოლამ,მაგრამ დავაიგნორე მისი კომენტარი.
-ხო და გოგოებო,თქვენ პირველად გიწევთ ამ წვეულებაზე დასწრება,ასე რომ დღეს ჩემ კარტას მოგცემთ და საუკეთესო კაბები მინდა,რომ შეიძინოთ.მატილდას სურვილია,რომ გამომყვეთ! იმედია,თანახმა იქნებით.
-არა,რას ამბობთ.პირიქით გაგვიხარდება.რაც შეეხება თვქენს კარტას,ნამდვილად ვერ ავიღებთ.რაღაც თანხა ჩვენც გვაქვს და თავად შევიძენთ!-მორიდებულად გავუღიმე ბატონ დემეტრეს და მორცხვად დავხარე თავი.
-იცოდე ძალიან მეწყინება,ამ საკითხს მეორედ აღარ განვიხილავ!-ისეთი ტონით თქვა,აბა კაი ბიჭი იყავი და შეპასუხებოდი-ნიკოლა შენ კიდევ შეგიძლია,შენს მეგობრებს უთხრა,რომ მოვიდნენ.
-კათარზისიდან მოდიან ალბათ ინვალიდის ეტლებით და კასტილებით-გადავუჩურჩულე ანანოს,რომელსაც ცოტაღა აკლდა ჩაბჟირებამდე.
-ბიჭები ისედაც მოვლენ,მაგრამ ხვალ ანიუტა ჩამოდის და მას უნდა დავხვდე!
-უკეთესი,ანიუტაც თან წამოიყვანე.
-ეგ გოგო კიდევ ვერ მოვაშორეთ ამ ოჯახს?-ყველას გასაგონად ჩაისისინა ქალბატონმა ნინომ და ნიკოლასგან მკაცრი მზერაც მიიღო.
-ანიუტა ვინ ჩემი შაშაკოლაა?-რაც შეეძლოო ჩუმად ჩამჩურჩულა ანანომ.
-მოდელი ანიუტ, როგორ არ იცი!-დავუბრიალე თვალები.
-ეგ კი ვიცი,იდიოტო.მაგრამ აქ რა უნდა?
-ვაჟბატონის სიყვარულია მგონი!-გადავუჩურჩულე და თან თვალებით ვანიშნე,მეტი კითხვა აღარ დასვათქო.
-ხვალ იოანეც ჩამოდის!-ამ სახელის თქმისას ქალბატონ ნინოს თვალები გაუბრწყინდა.
-უკაცრავად!-მორიდებულად ამოიღო ანანომ ხმა და თან გაოცებული თვალებით გადავხედე,რა მოხდა ასეთი რომ ხმას იღებსთქო.
-დიახ,გისმენთ-ინტერესით შეხედა კრუელამ.
-უუზრდელობაში არ ჩამომართავთ,არც ცნობისმოყვარეობაში-უკვე აწითლებული ანანო ძლივს აბავდა სიტყვებს.
-არაფერს ვიფიქრებთ,იქნებ თქვა რა გინდოდა?-უკვე გაღიზიანებული უყურებდა ნინო.
-დიახ,დიახ...მე უბრალოდ,მაინტერესებდა,იოანე ვინაა?
-იოანე ჩემი შვილია-ამაყად თქვა ნინომ და მოყუდებული წვენი სასულეში გადამცდა.ბატონმა ნიკოლამაც დრო იხელთა და გაშლილი ხელი ბეჭებში ჩამარტყა.ლამის იქვე განვუტევე სული.
-ჯანმრთელობა-ირონიულად გაიკრიჭა და სუფრიდან წამოდგა-მე უნდა დაგტოვოთ,სამსახურში მაგვიანდება.

იმ დღეს ნიკოლას დედამ,ქალბატონმა მატილდამ,მთელი შანელები,ძიორები და გაბანოები შემოგვატარა.მე და ანანო ხველებით ვკვდებოდით ფასებს რომ ვნახულობდით.
-ქალბატონო მატილდა!
-გისმენ საყვარელო.ოღონდ გთხოვ,ეს ქალბატონო მოაშორე-თბილად გამიღიმა და აციმციმებული თვალებით შემომხედა.ეს ქალი ამ ოჯახში ერთადერთი ანგელოზია მგონი.
-იცით,ეს კაბები ძალიან ძვირია და იქნებ რომელიმე უბრალო მაღაზიაში გვეყიდა?
-ოჰჰჰ,ღემრთო!-შემდეგ რაღაც თქვა გერმანულად და ისევ ინგლისურს დაუბრუნდა-რას ამბობ? გინდა ჩემმა მეუღლემ სახლიდან გაგვაგდოს? არაამც და არამც.შანელს ვიყიდით აუცილებლად!-მისი აღფრთოვანება რომ ვერ დავაცხრე,დავნებდი.
რამოდენიმე საათი აქეთ-იქით დავდიოდით,ათასი კაბა მოგვასინჯა ხან მე,ხან ანანოს.ბოლოს ისეთი კაბები ვიყიდეთ,გეფიცებით მთელ ცხოვრებად ღირდა.
სახლში საშინლად დაღლილები მოვედით,მატილდა კი ისეთ ენერგიაზე იყო,კიდევ ათ ჩვენნაირს შემოატარებდა მთელ ქალაქს.ნიკოლას დედას დავემშვიდობეთ,დიდი მადლობები გადავუხადეთ და სირბილით წავედით ჩვენი ოთახისკენ.
-აუუ თაათ!
-გისმენ!
-მარტო ამ კაბების გამო ღირდა აქ ჩამოსვლა-ბედნიერი ღიმილით გადმომხედა ანანომ და საწოლზე დაეშვა.
-მეც ძალიან მომწონს,ჩემ სისხლისფერ პომადას დააკვდება-ეშმაკურად ავაცმციმე თვალები და ანანოს მივუწექი გვერდით.
-გოგო ეგ კი არა,ქალბატონ ნინოს თუ შვილი ყავდა ვინ წარმოიდგენდა?-გაოცებულმა გამომხედა.
-ვაიმეე,ეგ სულ დამავიწყდა-ისევ შოკირებული წამოვხტი საწოლიდან-ეგ ქალი ვაფშე გათხოვილი თუ იყო ოდესმე არ ვიცოდი,მამიდაჩემსაც არაფერი უთქვამს.უიი მამიდაჩემი,სად გდია? ორი დღეა არ გამოჩენილა.-გაკაპასებულმა ავკრიფე ლელაჩკას ნომერი.
-ხოო თათი-გაისმა ტელეფონში.
-ხო თათი კი არა,თუ ხარ ნორმალური.ამ ხალხთან,რომ დაგვყარე,იქნებ ვამპირები არიან და შეგვჭამეს! თუ ხარ ნორმალური? თუ იშოვე ვინმე კაცი და ორი დღეა საძინებლიდან არ გამოდიხართ?
-თათია რამდენჯერ გაგაფრთხილე? რატო ხარ ესეთი უზრდელი,ვის დაემსგავსე? აღზრდა შენ არ გაკლდა და კულტურული ხალხი ირგვლივ!
-კაი ნუ აუშვი აფრები! სად ხარ ორი დღეა?
-მოხუცი ვერ დავტოვე,რა მექნა საყვარელო?
-მერე გაზზე მოატარე ხოლმე,კარგად დაეძინება.
-თათიააა!!-უკვე წიოკობდა მამიდაჩემი იქიდან,მე კიდევ მაგრად ვხალისბოდი.
-კაიი ხოო,მეტკინა ყურები,წავედი!
-ხვალ მეც მოვდივარ წვეულებაზე და მეტი არ მინდა,იქ იქაჯო.თმით უნდა გაგწეწო და დაგასინიაკო.
-ყურებზე ხახვიც არ დამაჭრა!-ჩავკივლე და ტელეფონი გავუთიშე.უკვე ღამის 11 საათი გამხადრიყო ამდენ ლაპარაკში,ანანოს ისევ ჩემ საწოლზე ჩაძინებოდა.გადავიფიქრე მისი გაღვიძება,ამიტომ შხაპი მივიღე და მის ოთახში დავიძინე,სანამ ღამის 2 საათზე მისმა წიოკმა არ გამაღვიძა.დაფეთებული წამოვხტი და ჩემს ოთახში გავვარდი.იქ კიდევ მაღალი,სიმპათიური ბიჭი დამხვდა,იქნებოდა ესე 25-27 წლის.ქერა თმა გადაეპარსა და ნაცნობ ცისფერ თვალებს აკვესებდა გიჟივით აქეთ-იქით.ხან ხალათიან მეს მიყურებდა,ხან თმაგაწეწილ ანანოს,რომელსაც ერთ-ერთი ვაზა მაგრად ჩაეჭირა ხელში.ახლაღა შევნიშნე,რომ ამ სიმპათიურ მამრს თავზე ედო ხელი და მგონი ოდნავ,სისხლიც მოსდიოდა.
-აქ რა ხდება?-ვიკითხე და თან ორივეს ეშმაკურად გადავხედე.
-რა რახდება? თათია გაიქეცი,ქურდია! პოლიციას დაურეკე,ან ვინმე გააღვიძე! მიდი თათი,ნუ გეშინია,მე დაგიცავ!-ჩუმად მეჩურჩულებოდა თავისი ჭკუით ანანო,თან ხელები ისე უკანკალებდა ლამის ლარნაკი გავარდნოდა.
-გოგო რა ქურდი,რის ქურდი?-გაკვირვებული ვუყურებდი.
-მოიცა,ამ ბიჭს მარტო მე ვხედავ?-ამის თქმაზე სულ გაგიჟდა.
-კაი დამშვიდდი,მეც ვხედავ.მაგრამ ქურდი არაა!
-ძლივს,ამ სახლში ერთი ნორმალურად მოაზროვნე მაინცაა!-მკაცრად წამოიყვირა სიმპათიურმა და თავზე ხელი გადაიისვა.
-ღმერთო სისხლიიი-ანანომ დაიწივლა და ზურგს უკან ამომეფარა.
-გოგო ჯერ მკლავდი და ახლა სისხლის გეშინია? მე რ საგიჟეთში მოვხვდი?-გაბრაზებული იყო ბატონი,მაგრამ ამ სიბრაზითაც ძალიან მაგონებდა ერთ პიროვნებას.
-თათია ქურდია გეფიცები!-მავედრებელი თვალებით მიყურებდა ანანო,თან სიმპათიურს უღრენდა.
-ანანო სად გინახავს ქური ჩემოდნით? ხოო ნივთები მოიტანა,აქ დასატოვებლად!-მობეზრებულმა ავტრიალე თვალები.
-რა ნივთები,პირქით მაგ ჩემოდანში უნდოდა ნაქურდალის ჩალაგება.აი ნახეე!-უცებ წამოიყვირა ჩემმა შტერმა დაქალმა და ისე სწრაფად ეცა პირველივე ელვა შესაკრავს,რომ ვერცერთმა გავიაზრეთ,როგორ ჩაყო ყელი და პრეზერვატივების მთელი შეკვრა ამოიღო.ამის დანახვაზე საერთოდ ჩავიკეცე,ისეთი სიცილი ავტეხე,მგონი გავაღვიძე მთელი ბერლინი.ბუნდოვნად ვხედავდი,როგორ ეცა მამრი ანანოს და ხელიდან გამოგლიჯა პრეზერვატივები.
-არ გამიფუჭო,თორე ახლებს გაყიდინებ!-შეუღრინა და უკან ჩანთაში ჩადო.
ანანო დარცხვენილი წამოხტა და ისევ ჩემ ზურგს ამოეფარა.
-შენი აზრით ვინაა? თუ ქურდი არ არის?-დაეჭვებულმა მკითხა,თან მამრს ისევ უბღვერდა.
-გაიცანი ანანო,ეს იოანეა.ქალბატონი ნინოს შვილი-გავუცინე ჩემ დაქალს და ჩემ ზურგს მოვაშორე.
-მემგონი მე და შენ გავუგებთ-ბედნიერმა იოანემ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-რაააა?-იმხელაზე იკივლა ანანომ,რომ ბიჭი სულ გადარია-თუ ეგაა,აქ რა უნდა?-ისევ არ ცხრებოდა ქალბატონი.
-შემთხვევით ჩემი საძინებელი ხომ არაა?-მობეზრებულმა გახედა იოანემ ჩემ დაქალს.
-დავუშვათ არ არის,მერე?-მაინც არ ნებდებოდა ჩემი ჩერჩეტი და.
-ეს სულ ესეთია,თუ ახლა იდებილებს თავს?-გაბრაზებულმა მამრმა ახლა მე გადმომხედა.
-მომენტებში ჭედავს ხოლმე-გავუცინე და სიტუაციის დალაგებას შევუდექი.მოკლედ იოანეს ავუხსენი,რომ ეს ჩვენი ოთახები იყო და დილამდე სხვაგან მოუწევდა დაძინება.ქალბატონი კიდევ ძლივს დავამშვიდე და ასევე ძლივს გავაგდებინე ხელიდან ლარნაკი.იოანეს მაინც ეჭვის თვალით უყურებდა,გავიდა თუ არა კარები ჩაკეტა და მეც მიბრძანა,საგულდაგულოდ დამეკეტა საძინებელის კარები.

პ.ს. ბავშვებო ბოდიში,დავიგვიანე,რადგან უნივერსიტეტში გამოცდები მაქვს.მერე საიტი გაითიშა და გუშინ შუაღამემდე ვცდილობდი დადებას.მაგრამ დროებით შეჩერებული იყო heart_eyes kissing_heart მადლობა მოთმინებისთვის და ველი თქვენს შეფასებებს heart_eyes heart_eyes



№1 სტუმარი დგგ

აუ ერთი სული მაქვს როდის გაუჩნდებათ ამათ ერთმანეთის მმართ გრძნობებიიი მინდა თათიამ გაჭედოს ბებერს რომ ეძახის მაგაზე მაგრად ვხალისობ, ძალიან მომწონს ნიკოლა და ეს ქაჯი გოგო მაგრამ ზოგჯერ ნამეტარი ზედმეტი მოსდის.

 


№2  offline მოდერი bla.ell

რა მაგარიააა: აუუუ რა ცუდიხარ იცი?!ყოველდღე ვნახულობდი ხომარ დადე ახალი თავი და რომ დავინახე გამიბრწყინდა თვალებიjoyველი შემდეგ თავს არ დაიგვიანო რააა❤❤

 


№3  offline წევრი Ioana

დგგ
აუ ერთი სული მაქვს როდის გაუჩნდებათ ამათ ერთმანეთის მმართ გრძნობებიიი მინდა თათიამ გაჭედოს ბებერს რომ ეძახის მაგაზე მაგრად ვხალისობ, ძალიან მომწონს ნიკოლა და ეს ქაჯი გოგო მაგრამ ზოგჯერ ნამეტარი ზედმეტი მოსდის.


ყველაფერი აუცილებლად იქნება,წინ ბევრი მხიარულება გველის heart_eyes kissing_heart

bla.ell
რა მაგარიააა: აუუუ რა ცუდიხარ იცი?!ყოველდღე ვნახულობდი ხომარ დადე ახალი თავი და რომ დავინახე გამიბრწყინდა თვალებიjoyველი შემდეგ თავს არ დაიგვიანო რააა❤❤


აუუ ძალიან მიხარია,ასე რომ ელოდებით ხოლმე heart_eyes kissing_heart უბრალოდ სულ ისეთი დღეები მიყვა და ვერ ვახერხებდი heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი

Ioana
დგგ
აუ ერთი სული მაქვს როდის გაუჩნდებათ ამათ ერთმანეთის მმართ გრძნობებიიი მინდა თათიამ გაჭედოს ბებერს რომ ეძახის მაგაზე მაგრად ვხალისობ, ძალიან მომწონს ნიკოლა და ეს ქაჯი გოგო მაგრამ ზოგჯერ ნამეტარი ზედმეტი მოსდის.


ყველაფერი აუცილებლად იქნება,წინ ბევრი მხიარულება გველის heart_eyes kissing_heart

bla.ell
რა მაგარიააა: აუუუ რა ცუდიხარ იცი?!ყოველდღე ვნახულობდი ხომარ დადე ახალი თავი და რომ დავინახე გამიბრწყინდა თვალებიjoyველი შემდეგ თავს არ დაიგვიანო რააა❤❤


აუუ ძალიან მიხარია,ასე რომ ელოდებით ხოლმე heart_eyes kissing_heart უბრალოდ სულ ისეთი დღეები მიყვა და ვერ ვახერხებდი heart_eyes





ძლიიიიივს:)))ძლივ გვეღირსა ალილუიააა :დდდ ისე პატარა თავი იყო თუ მე მომეჩვენა ?? რამდენიც არ უნდა წერო მაინც იმას ვიტყვი პატარაა-მეთქი. არამგონია მეყოს :დდდ ველოდები შემდეგ თავს <3

 


№5 სტუმარი ani

Gtxov male Dade axali tavi gexvewebi vegar vdzleb heart_eyes

 


№6 სტუმარი ani gafrindashvili

Axal tavs rodis dadeb???? Gtxov ar gvalodino <3

 


№7  offline წევრი Ioana

ani
Gtxov male Dade axali tavi gexvewebi vegar vdzleb heart_eyes

ani gafrindashvili
Axal tavs rodis dadeb???? Gtxov ar gvalodino <3


უკვე გავაგზავნე და ალბათ,მალე დაიდება heart_eyes kissing_heart

 


№8  offline წევრი talia

იმდენი ვიცინე რამის დავიხრჩე სუპრი ხარ

 


№9  offline წევრი mariam m.k

Gmerto eseti magari istoria wignaf unda iyos kargia zan... Ra avcancardi amxela qali ver vxvdebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent