შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [9]


1-02-2018, 18:07
ავტორი მე♥
ნანახია 5 109

თვალებგაშტერებული უყურებდა მისთვის კარგად ნაცნობი ადამიანის ფოტოს და ვერ იჯერებდა რომ კაცი რომელიც კომპიუტერის ეკრანზე იყო გამოსახული გიგა კი არა, ვიღაც თარაშ მერლანი იყო. დაბნეულმა მოისრისა ყელი და ჰაერი ხარბაში შეისუნთქა.
ყველაფერი ერთიანად აერია თავში. ვერ მიხვდა როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა. უნდა გაგიჟებულიყო, ისტერიკა მოეწყო თუ უბრალოდ ამ ყველაფრისთვის გვერდი აევლო, მამაკაცი ენახა და ყველაფრისთვის წერტილი დაესვა. დაიბნა, თანაც ძალიან.
ჯერ მისმა უეცარმა ვიზიტმა, მერე ტყუილზე საუბარმა, მისმა წასვლამ და ბოლოს მარიტას ზარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა მის გონებაში. უდაოა რომ მამაკაცი ამაზე სასაუბროდ მივიდა ლოლასთან, მაგრამ ახლა ისეა გადაღლილი ფიქრისგან, ვერაფერს ვერ იტყვის დაზუსტებით. შეიძლება სულ სხვა რაღაცის თქმა სურდა გიგას თუ თარაშს... იქნებ საერთოდ ლოლას გამოყენება და მისი ტყუილებში გახლართვა ჰქონდა დაგეგმილი, ან იქნებ მართლა მკვლელია. ზუსტად ისეთი მკვლელი როგორსაც რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში ახასიათებდნენ.
შეშინებულმა აიფარა სახეზე ხელები და ხმამაღლა დაიწყო ფიქრი.

-არა, უნდა დავურეკო და ვუთხრა რომ ყველაფერი ვიცი, შემდეგ კი ჩემთან მოკარება ავუკრძალო... ან იქნებ პოლიციაში დავრეკო და ყველას გავაგებინო რომ აქ იმალება?_ჩაფიქრებული წამოჯდა დივანზე და თვალები კედელს გაუშტერა._არა,ლოლა, ხომ იცი რომ ამას მანამ არ გააკეთებ სანამ გიგას არ ნახავ და არ დაელაპარაკები.

საკუთარ თავს შეახსენა რომ მსგავსი არაადეკვატური და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ ახასიათებს.
შეიძლება გიგა მკვლელია და მასთან საუბარი მისთვის ძალიან საშიში იყოს, მითუმეტეს როდესაც ლოლამ მისი ადგილსამყოფელი იცის, მაგრამ რატომღაც ჰქონია რომ მამაკაცი არასოდეს არაფერს არ დაუშვებს, ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი აქვს.

ახლა ზუსტად იცის რომ კაცი ვისი სახელით და გვარითად თარაში სარგებლოს ის გიგა აბზიანია რომელიც თემქაზე გაიცნო და რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა წლების წინ. ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, მაშინ ლოლა ძალიან პატარა და ბარბივით გოგონა იყო. ბუნდოვნად ახსოვს ბიჭის სახე, ზუსტად ამის გამო ვერ იცნო მანქანაში მამაკაცი.
ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ამდენი ხანი ტყუილში ცხოვრობდა, გაასულელეს და ზურგს უკან დასცინეს. მართალია გიგასთან სერიოზული სახის ურთიერთობა არ ჰქონდა და ერთმანეთსაც ძალიან იშვიათად ნახულობდნენ, მაგრამ მისდამი გაჩენილი სიმპათია საშუალებას არ აძლევს ამ ფარსზე თვალი დახუჭოს და ემოციები ახლოს არ მიუშვას.

კარის ხმაზე თავი შემოსასვლელისკენ მიატრიალა, დაღლილმა კეფა დივნის საზურგეს მიაყრდნო და თვალები მაგრად დახუჭა.

-ახლა არ ვარ საუბრისთვის მზად._თავისთვის ჩაიჩურჩულა, ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.

-ვიცი რომ ყველაფერი ნახე. _გიგას გაქვავებული სახის დანახვისას მოულოდნელი შიში გაუჩნდა. მამაკაცს თვალები ჩაწითლებული და გაციებული ჰქონდა. ლოლამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და იმედგაცრუებული მიაჩერდა.

-მითხარი რომ დღეს ამის სათქმელად იყავი მოსული!_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და მის პასუხს გულამოვარდნილი დაელოდა. მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, კარი დახურა და გოგონასთან ერთად მისაღებში შევიდა.

-ვაპირებდი, მაგრამ როგორც სჩანს ვიღაცას არ აწყობდა ეს ყველაფერი ჩემგან გაგეგო._ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.

-გინდა თქვა რომ ეს პირდაპირი ჩართვა მე მეძღვნებოდა?_მამაკაცის სიტყვებით გაღიზიანებულმა ირონიულად ჩაისისინა და მის წინ, დაბალ მაგიდაზე ჩამოჯდა.

-რატომ არ გიჩნდება კითხვა ამდენი ხნის განმავლობაში როგორ არავის არ შეხვდა ჩემი სურათები წარწერით: “იძებნება” ?

მიუხედავად მისი ცივი გამომეტყველებისა და ჩასისხლიანებული თვალებისა ხმა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ჰქონდა. თითქოს ეს ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა რომელსაც ცოტახანში გიგა ახდიდა ფარდას.

-მართლა მოკალი?_ერთადერთი კითხვა რომელზეც პასუხის მოსმენა ყველაზე მეტად უნდოდა და რომლის პასუხიც ყველაზე მეტად აშინებს თვალები დახუჭა და ოთახში გამეფებულ სიჩუმეს დაუგდო ყური.

-შენი აზრით?

-არ ვიცი... მე რომ ამაზე ჩემი აზრი არ მაქვს ზუსტად მაგიტომ გეკითხები შენ. მე რომ შენ ისე გიცნობდე როგორც საჭიროა წამითაც კი არ შემეპარებოდა ეჭვი შენში, არცერთი წამით, მაგრამ არ გიცნობ. ერთი წვეულება საკამრისი არ აღმოჩნდა იმისათვის რომ შენი რეალური სახე დამენახა. მე შენ არ გიცნობ, გიგ... თარაშ.

მამაკაც ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, თვალებით იატაკს დახედა და მზერა გაუშტერა.

-მაგრამ გულის სიღრმეში ზუსტად იცი რომ ის რაც რამდენიმე წუთის წინ ნახე კარგად შეფუთული და დადგმული ცირკია.

-ანუ ყველაფერს უარყოფ და ამბობ რომ უბრალო მსხვერპლი ხარ?

-მე არ ვამბობ რომ მსხვერპლი ვარ და ეს არასოდეს იქნება ასე! უბრალოდ მარტივად გიხსნი, რომ რაც ნახე ტყუილი იყო. ის კაცი მე არ მომიკლავს და არც 2 წლიან ძებნაში ვარ.

-მოიცადე, მოიცადე! _გაშლილი ხელები მაღლა ასწია და მამაკაცი გააჩერა._სპეციალური გამოშვება იყო, შენზე უამრავი ინფორმაცია აქვთ... რაც არ უნდა იყოს თუ გიპოვეს დაგიჭერენ.

-ლოლა, ლოლა... ეს ყველაფერი კარგად დადგმული სპექტაკლია და სხვა არაფერი.

-შენი პასუხი არ მაკმაყოფილებს. თუ გინდა რომ ჩემთან ურთიერთობა გააგრძელო და შენ მიმართ დადებითად ვიყო განწყობილი ყველაფერი უნდა მითხრა!

-“რაც უფრო ნაკლები იცი მით უფრო მშვიდად გძინავს.”_თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა.

-ასე წახვალ?_შეშინებული წამოხტა ფეხზე და მამაკაცს უკან აედევნა.

-არა, ყავის მოსამზადებლად მივდივარ სამზარეულოში. არ შეიძლება?_ლოლასთვის უჩვეულო ტონით იკითხა და გოგონას ამღვრეულ თვალებში ჩააჩერდა.

-კი... როგორ არა. _ლუღლუღით ჩაილაპარაკა და ნერწყვი ხმაურით გადაუშვა სასულეში.

გაურკვევლობა და თარაშის ეს დამოკიდებულება ძალიან უშლის ნერვებს. ისეთი გამომეტყველება და ტონი აქვს თითქოს არაფერი არ მომხდარა და ყველაფერი ეს ზღაპრის გმირების თავს ხდება. რა თქმა უნდა არ აკმაყოფილებს ის რაც თარაშმა უთხრა და უნდა რომ უფრო მეტი გაიგოს, არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაიძინებს, მისთვის ახლა მთავარია ყველაფერი იცოდეს და არაფერი არ იმალებოდეს.
მითუმეტეს მაშინ როდესაც მერლანი თამამად და წარბის შეუხრელად ამბობს რომ ყოველივე ის რაც ლოლამ ნახა ტყუილია და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ამ კაცს ვიღაცის მკვლელობას აბრალებენ და ყველაფერთან ერთად 2 წლიან მიმალვასაც სდენებნ ბრალად. თუმცა ახლა დანაშაულის სიმძიმეზე ფიქრის დრო და ნერვები არ აქვს, თარაშთან საუბარი და დეტალების გარკვევა უფრო სურს.

-გიგა, თარაშ, როგორ გირჩევნია? _სისინით შევიდა სამზარეულოში და მაცივართან დადგა. მამაკაცმა წარბაწეულმა გადახედა, თავი გააქნია და საქმე განაგრძო.

-თარაშით მომართე!

-ასე ხომ გაიშიფრები?_ეჭვით იკითხა და შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.

-ლოლა, შენ თარაშით მომმართე და დანარჩენზე მე ვაგებ პასუხს. _თვალი ჩაუკრა და ყავის ფინჯანი აიღო._შაქარი არ ჩამიყრია. _შავი, გვირილებიანი ფინჯანი ლოლას გაუწოდა თვითონ კი კრემისფერი ფინჯანი აიღო.

-ეგ ჩემი ფინჯანია. _უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა ლოლამ.

-ხდება ხოლმე. _მხარზე ხელი დაადო და მისაღებში გავიდა.

ისე დადის თითქოს მისი სახლი იყოს, ან ლოლასთან დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდეს და საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევდესო. ეს თვისება ადამიანებში ძალიან აღიზიანებს, ვერ იტანს როდესაც მასთან სახლში უბატონოდ დააბოტებენ, მიჩვეულია რომ აქ უფოსი თვითონ არის და სტუმრებიც შესაბამისად უნდა მოიქცნენ. თარაში კი ისე იქცევა ცოტახანში ლოლასაც კი მისი ქმარი ეგონება.

-კარგი, საქმეს დავუბრუნდეთ..._მამაკაცის გვერდით მოკალათდა და ფინჯანი მუხლებს შორის ჩაიდო. _შენ ჩემ უსაფრთხო ძილზე ნუ იღელვებ, როგორმე თავად მივხედავ. _თითის აწევით გააფრთხილა.

-რა გაინტერესებს?

-ვინ ხარ?

-თარაშ მერლანი.

-რამდენი წლის ხარ?

-29

-როდის დაიბადე?

-ლოლა!_გოგონას კითხვებით შეწუხნებულმა შუბლი შეჭმუხნა.

-ყველაფერი მაინტერესებს, არ მინდა კიდევ ერთხელ აღმოვჩნდე სულელის როლში. ამხელა ტყუილი მოიგონეთ და ისიც არ ვიცოდი გიგა რამდენი წლის იყო, შენი აზრით ეს ნორმალურია?

-კი.

-არა, არ არის ნორმალური და კითხვებზე მიპასუხე! როდის დაიბადე?

-4 მარტს.

-და ან ძმა გყავს?

-არა.

-აბა ის გოგო ვინ იყო უნივერსიტ..._როცა გაანალიზა რა თქვა თვალებდაქაჩულმა მიირტყა ტუჩებზე გაშლილი ხელისგული და ღრმად ამოიხროტინა. თვითონაც ვერ გაანალიზა ისე მოულოდნელად დაებადა ეს კითხვა და ისე დაუკითხავად წამოსცდა გონებას.

-რა?_თარაშმა გაკვირვებულმა გადახედა ლოლას.

-არაფერი... რაღაც ამერია. _თავი გააქნია და ყავა მოსვა. _გიგა აბზიანი ვინ არის?

-ნაცნობი.

-რატომ გაბრალებენ ვიღაცა კაცის სივკდილს?_მთავარ კითხვაზე გადავიდა.

-მოდი სხვა დროს განვაგრძოთ. _თვალი ჩაუკრა და ყავა მოსვა.

-თარაშ, შენ ფიქრობ რომ ბავშვი ვარ და რაიმეს ვერ გავიგებ თუ გეშინია რომ ამის გამო მეც შარში გავეხვევი?

-გაეხვევი, ლოლა, გაეხვევი.

-ვგიჟდები თავგადასავლებზე._ყავუს ფინჯანი მაგიდაზე დადო და ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა._იარაღებით შემოცვივდებიან?_ცინიკურად გადაიკისკისა და შუბლშეჭმუხნულ კაცს დააკვირდა. _ვცდილობ როგორმე გაიძულო და ხმა ამოგაღებინო. _თვითონაც დასერიოზულდა და წელში გასწორდა.

-დღეს საკმარისზე მეტი მოისმინე. სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი. თანაც მე და შენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა ყველაფერი დეტალებში აგიხსნა. _თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ ლოლამ სწრაფად სტაცა მაჯაში ხელი, თვითონაც წამოდგა და მამაკაცის წინ გაღიზიანებული დადგა.

-მაშინ რატომ მოხვედი დღეს და რატომ აპირებდი ჩემთვის ყველაფრის თქმას?

-ყველაფრის თქმას არ ვაპირებდი. გეტყოდი იმას რაც ახლა გითხარი. _სხვათაშორის უპასუხა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიყოლა. ლოლამ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და წარბშეხრილი ჩამოჯდა დივანზე.

-კარგი, წადი, მაგრამ დაიმახსოვრე რომ თუ ყველაფერს არ მომიყვები ერთმანეთისგან თავის შორს დაჭერა მოგვიწევს!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა მამაკაცი და ცალყბად ჩაიღიმა.

-როგორც გინდა. _ურეაქციოდ უპასუხა და გასასვლელი კარისკენ უსიტყვოდ წავიდა.

ლოლამ ჩუმად გააყოლა თვალი და როგორც კი სახლიდან გასული დაიგულა აღშფოთებული წამოხტა ფეხზე და მისაღებში სიარული დაიწყო. ასეთია, გამორიცხულია ემოციები საუბრის დროს გამოამჟღავნოს, ან ისტერიკა მოაწყოს და მოსაუბრეს ყველანაირი პატივისცემა დააკარგინოს მის მიმართ. მსგავსი ქცევა მის ხასიათში არ ზის, ყველაფრის დამოუკიდებლად გადაწყვეტა უყვარს. ისაუბრებს,მოუსმენს, გაარკვევს და დასკვნებს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს.
მიუხედავად იმისა რომ მარიტას სიტყვებმა და პირდაპირმა რეპორტაჟმა მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა არცერთი წამით დაუშვია ის რომ თარაშს საუბრის და ახსნის საშუალებას არ მისცემდა. ასე ხომ ადამიანები ძალიან მარტივად დაკარგავენ ერთმანეთს იმაზე მარტივად ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ახსნა-განმარტების მოსმენა არცერთ სიტუაციაშია ზედმეტი. პირიქით, ძალიან ბევრ რაღაცაში გეხმარება და ხელს გიწყობს სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ლოლას რომ ყველაფერი ცხელ გულზე გადაეწყვიტა დღეს ისევ დედამისთან ერთად იჯდებოდა მისაღებში და თვეში 300 ლარს დასჯერდებოდა, ეგეც ან ექნებოდა, ან არა.

ტელეფონის ეკრანზე მარიტას ნომერი გამოჩნდა, ღიმილით გადასწვდა აპარატს და სენსორს თითი გაუსვა.

-რა ქენი, ნახე? ელაპარაკე?_გულამოვარდნილი სვამდა კითხვებს.

-დამშვიდდი._სიცილნარევი ხმით ჩაიჩურჩულა და ტუჩებზე თითი მიიდო.

-შენ თავი ხომ არაფერს მიარტყი?! რა დავმშვიდდე, მკვლელთან ერთად იყავი სადღაც ჯანდაბაში.

-არ არის თარაში მკვლელი და მორჩი დასკვნების წინასწარ გაკეთებას!_გაღიზიანებულმა ოდნავ აუწია ხმას.

-აა, ანუ უკვე გაგაშტერა?_ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა მარიტამ.

-ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მოიქცე სწორად და ადეკვატურად... როგორ შეგიძლია დასკვნების ასე ჰაერზე გაკეთება და თან ადამიანებზე საზიზღარი სახელების მიწებება.

-ლოლა, თარაშის გამო მიწასთან ნუ გამასწორებ!

-არა, თარაშის გამო არაფერს არ ვაკეთებ და არც არაფერს გავაკეთებ შენთან მიმართებაში, უბრალოდ ვცდილობ გაგაგებინო რომ ხშირ შემთხვევაში იმას ვიჯერებთ რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს და ამის ფონზე ადამიანებს ძალიან ცუდად ვექცევით.

-ვიცი, უბრალოდ ძალიან ფეთქებადი ვარ. _სწრაფად დაიხია უკან და დამორცხვილმა ჩაილაპარაკა. _რა ვქნა, ამ ხასიათს და თვისებას ვერაფერს ვუხერხებ. ხომ იცი ცუდი ადამიანი არ ვარ, უბრალოდ სიუჟეტი რომ ვნახე ძალიან გავღიზიანდი, წამით ისიც კი წარმოვიდგინე როგორ ვკლავდი...

-ვიცი და ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ, მაგრამ ხშირად ძალიან მაბრაზებ! თარაშმა რაღაცები ამიხსნა და მითხრა რომ ის რაც ჩვენ ვნახეთ კარგად დადგმული სპექტაკლია, რომ მკვლელი არ არის და რომ არანაირ ძებნაში არაა. მაგრამ ვის რაში სჭირდებოდა ამის მოტყუება ეგ არ ვიცი, არ უთქვამს.


-და შენ მისი გჯერა?

-კი.

-რატომ?

-იმიტომ, რომ ეტყობა.

-ლოლა, შენ რა, შეყვარებული ხარ?

-რა შუაშია ჩემი თარაშისასდმი გრძნობები. ადამიანები ერთმანეთს სიყვარულობანას გარეშე ვერ ცნობენ?

-კარგი, შენ უკეთ იცი.

-გთხოვ ნუ გაქვს ეჭვნარევი ტონი. შეიძლება მე თარაშის მიმართ სიმპათიები მაქვს, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ თავი გავიშტერო და რეალობა და ტყუილი ვერ გავარჩიო!

***
ლეპტოპის ჩანთა მხარზე გადაიკიდა და თავისუფალი ხელი მანტოს ჯიბეში ჩაიდო. გაჩერებასთან მისასვლელად ზუსტად 5 წუთი სჭირდება. სადარბაზოდან გასული შუქნიშანთან გაჩერდა, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ვიღაცას ელოდებოდა, მაგრამ ზუსტად თვითონაც არ იცოდა ვის.

-როგორ ხარ?_ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა. გულამოვარდნილი მიტრიალდა მამაკაცისკენ და ნაძალადევი ღიმილით დაუქნია თავი. _ლექსები მოგეწონა?_გაბადრულმა კითხა და ლოლასთან ერთად ქუჩის გადასაკვეთათ დაიძრა. ქირიამ წარბაწეულმა გადახედა მამაკაცს და თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა.

-გახსოვთ რესტორანში რა გითხარით?_მშვიდი ხმით ჩაილპარკა და მამაკაცს გვერდულად გადახედა.

-რა?

-ის რომ დაკავებული ვარ, ქმარი მყავს!

-ვიცი._ბოროტული სიცილით გამოსცრა პოეტს.

-იცით?_გაკვირვებულმა და პირდარებულმა ხმამაღლა იკითხა.

-ვიცი, ისიც ვიცი ვინ არის, მაგრამ თქვენ ერთად არ ცხოვრობთ. _სახეზე უდიდესი კმაყოფილება გამოესახა.

-თქვენ იცით რომ შემიძლია გიჩივლოთ?_ერთ ადგილზე გაჩერდა და მთელი ტანით უცნობისკენ შეტრიალდა. _დადიხართ და მითვალთვალებთ, ჩემი ცხოვრების წესებს სწავლობთ და ჩემს პირად სივრცეში იჭრებით.

-მე თქვენ მიყვარხართ!

-დაკავებული ვარ! ქმარი მყავს! ოჯახი მყავს და ძალიან გთხოვთ აღარასოდეს მოხვიდეთ აქ!_მკაცრად გააფრთხილა და უკანმოუხედავად წავიდა გაჩერებისკენ. _გიჟი!_ქართულად, გულიანად მიაძახა და ჩანთა შეისწორა.

***
სამსახურში მისულმა ყველაფერი სამუშაო მაგიდაზე დაყარა და სასწრაფო წესით აკრიფა თარაშის ნომერი. რა თქმა უნდა მასთან დარეკვას და იმ ამბავზე საუბარს არ აპირებს, უბრალოდ ახლა მისი დახმარება ძალიან სჭირდება, სხვას სთხოვდა, თუმცა პოეტმა ლოლას სახლში შესული და გამოსული თარაში დაინახა და არა რომელიმე მისი თანამშრომელი.
თვალები მაგრად დახუჭა და როგორც კი ტელეფონში ტკაცუნის ხმა გაისმა ფართოდ გაახილა.

-გიგ... თარაშ, გამარჯობა. _დაძაბულმა შეასწორა მამაკაცის სახელი. _ბოდიში, ასე უცებ მიჭირს გადაჩვევა. _თავი იმართლა. მერლანს ხმა არ ამოუღია, დადუმებული ელოდებოდა როდის დაიწყება ლოლა საქმეზე საუბარს._პატარა სათხოვარი მაქვს შენთან. _მორიდებით ჩაიჩურჩულა და ქვედა ტუჩზე იკბინა.

-შენთვის პატარა თუ ჩემთვის?

-რამდენიმე საათით ჩემი ქმარი უნდა იყო! _კატეგორიული და მომთხოვნი გაუხდა ხმა. ტელეფონის მეორე მხრიდან ჩუმი ჩაფხუკუნება გაისმა. _ნუ დამცინი, მანიაკი ამეკიდა და უნდა მოვიშორო. მას კიდევ ჰქონია რომ ჩემი მეორე ნახევარი შენ ხარ... ჩემ სახლთან დაგინახა რამდენჯერმე. _მოკლედ აუხსნა და მამაკაცის პასუხს დაელოდა. _რას იზამ?

-არა, ჯერ უნდა მთხოვო.

-რა?

-ქმრობა.

-თარაშ, სახუმაროდ არ მცალია!

-არ ვხუმრობ. თუ გინდა რომ კარგი ქმარი ვიყო ხელი უნდა მთხოვო!

-არ მინდა, ჩემი ძალებით მოვიშორებ!

გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა. პატარა ბავშვივით გამოუვიდა, თარაში ეხუმრებოდა ეს კიდევ გუშინდელის მაგივრად დღეს გაბრაზდა. მამაკაცზე ძალიან გაბრაზებულია, ისე იჭერს თავს თითქოს გუშინ არაფერი არ მომხდარა და ყველაფერი ლოლას სიზმრის ნაწილი იყო.
როგორც სჩანს თარაშს ლოლასთან მიმართებაში არანაირი სამომავლო გეგმა არ აქვს, რამაც ცოტა არ იყოს და ქირიას გული დასწყვიტა.
ეს კაცი მოსწონს, თანაც ძალიან.

აწკრიალებული ტელეფონის ხმაზე კმაყოფილმა ჩაიღიმა და ეკრანს დახედა. ნაცნობი სურათის და სახელის დანახვისას ბედნიერი ღიმილი სახეზე მიეყინა.

-გისმენთ, უფროსო.

-ჩემთან, კაბინეტში გელოდები.

-გასაგებია, მოვდივარ.

***
-იმედია ჩემმი მუქარა გაჭრის და დღესაც არ დამიტოვებს ლექსებით გატენილ ყუთს. _მუდარით ამოიხვნეშა და დივანზე წამოწვა. _რაც მაქვს ჯერ ის გამაშიფრინა და მერე მომიტანოს ახალი კრებული._ფხუკუნით ჩაილაპარაკა და ზარის ხმაზე დაპროგრამებულივით წამოყო თავი. მაისური შეისწორა და ფეხები ფუმფულა ჩუსტებში გაუყარა. _მოვიდა. _ამოისუნთქა და კარისკენ წავიდა.

კარის გაღება და თარაშის სახლში შევარდნა ერთი იყო. თვალებდაჭყეტილი ლოლა კედელთან მიიმწყვდია, ცალი ხელი წელზე მჭიდროდ მოხვია, ცალით კი თავი დაუჭირა და გოგონას ტუჩებს დახარბებული დაეძგერა.

-ჩიტო, აღარასოდეს გაბედო ჩემთვის ტელეფონის გათიშვა!

გაშტერებული გოგონას ტუჩებს წამით მოსცილდა, მკაცრად გააფრთხილა და მერე უფრო მომთხოვნად აკოცა.

>>>>>
ესეც მეცხრე... დაგვიანება ჩემი ბრალი არ არის.. საიტზე იყო პატარა პრობლემები და როგორც კი საშუალება მომეცა დავდე :დდდ <3 ძალიან დიდი, დიდი მადლობა ყველას... იმედი მაქვს მოგეწონათ.
მეათე თავი წერის პროცესშია როგორც კი დავწერ ავტვირთავ. <3



№1 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketeso gogo xar,momwons sheni weris stili.
Sainteresod gadmocem movlenebs ,
Kargi sulis adamiani xar.
Mikvarxar zalian❤❤❤

 


№2  offline წევრი ქეთიtaisia

Aaaa magari iyooo bolo nawili gansakutrebit????????❤ male dade shemdegi raa❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვაიმეე ასეთ დროს შეიძლებოდაა შეწყვეტააა ...
როდისს დადებ ახალთავსს მალე დადეე ძალიან ძალიან მაინტერესებს

 


№4  offline წევრი ანუშირვანი

როგორ მიყვარს შენი ისტორიები <3 დავვინტრიგდი , ველოდები შემდეგს <3

 


№5  offline წევრი მალუ

ინტრიგას ინტრიგას უმატებ ანასტასია გამისკდება გული მალე

 


№6  offline წევრი ვიპნი

საინტერესოა,გელოდებით.პ.ს.გიჟპოეტა მაშფოთებს :)

 


№7  offline წევრი f43i3zxv

ლოდინად ღირდა :დ სასწაული თავი იყო ნუ ბოლო ნაწილი განსაკუთრებით :*

 


№8  offline წევრი Lily Morgan

აუფფფ რა გემრიელი თავიიი იყოოო! <3 <3 <3 <3 ნუ შოკიიიიი პირდაპირრრ <3 <3 <3 ეს ორი მაგიჟებენ მე და თარაში მიყვარს! heart_eyes heart_eyes მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3 <3 <3

 


№9  offline წევრი Gotham

ოოჰ გოდ გოდ
ოუ რა კაცი,რა სახელი და გვარი?
პერფექტო! :დ
გამომიგზავნე რა
ლოლას ადგილას ვიქნები
რასაც მეტყვი როგორც მეტყვი ისე ვიზამ :Dდდ
მაგრამ აი ეს ჩიტო გვრიტო ფიისოები პირდაპირ ნერვულ დაბოლოეებებს ურტყამს
ტასიკ იფ იფ იფ რა გოგო ხარ?!

 


№10  offline მოდერი მე♥

სტუმარი Lia
Sauketeso gogo xar,momwons sheni weris stili.
Sainteresod gadmocem movlenebs ,
Kargi sulis adamiani xar.
Mikvarxar zalian❤❤❤

ვაი, როგორი კარგი და დადებითი ხარ... როგორ მახარებ შენი კომენტარებით. უზომოდ დიდი მადლობა. <3 ძალიან ძალიან მიხარია <3
taisia
Aaaa magari iyooo bolo nawili gansakutrebit????????❤ male dade shemdegi raa❤❤❤

უდიდესი მადლობა, მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს... დავდე უკვე :დ <333
ნარჩიტა
ვაიმეე ასეთ დროს შეიძლებოდაა შეწყვეტააა ...
როდისს დადებ ახალთავსს მალე დადეე ძალიან ძალიან მაინტერესებს

ასეთ დროს შეიძლება თუ შეიძლება... ცოტაოდენი ინტერესი შემდეგი თავისთივს. <3 უზომოდ დიდი მადლობა. დავდე უკვე მეათე თავი. <3
ანუშირვანი
როგორ მიყვარს შენი ისტორიები <3 დავვინტრიგდი , ველოდები შემდეგს <3

როგორ მიყავრს ჩემი ისტორიები რომ უყვართ. :დდდ უბედნიერესი მადლობა შენ ჩემგან. <3
მალუ
ინტრიგას ინტრიგას უმატებ ანასტასია გამისკდება გული მალე

არაა, ეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ... საინტერესო და სასიამოვნო ინტრიგამ გულს ვერაფერი ვერ უნდა დააკლოს... უდიდესი მადლობა რომ კითხულობ. <3
ვიპნი
საინტერესოა,გელოდებით.პ.ს.გიჟპოეტა მაშფოთებს :)

გიჟპოეტა ცოტას მეც მაშფოთებს, არ არის ბოლომდე დალაგებული... დიდი მადლობა <3
f43i3zxv
ლოდინად ღირდა :დ სასწაული თავი იყო ნუ ბოლო ნაწილი განსაკუთრებით :*

უუუხ!
უკარგესი და უდიდესი მადლობა შენ!
მიიიხარია! <3
FyFaen
აუფფფ რა გემრიელი თავიიი იყოოო! <3 <3 <3 <3 ნუ შოკიიიიი პირდაპირრრ <3 <3 <3 ეს ორი მაგიჟებენ მე და თარაში მიყვარს! heart_eyes heart_eyes მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3 <3 <3

თარაშის შეყვარებაზე იცოდე დიდი ჯარიმაა და არ გირჩევ :დდდ <3 ძალიან მიხარია რომ მოგწონს... მადლობები <3
Gotham
ოოჰ გოდ გოდ
ოუ რა კაცი,რა სახელი და გვარი?
პერფექტო! :დ
გამომიგზავნე რა
ლოლას ადგილას ვიქნები
რასაც მეტყვი როგორც მეტყვი ისე ვიზამ :Dდდ
მაგრამ აი ეს ჩიტო გვრიტო ფიისოები პირდაპირ ნერვულ დაბოლოეებებს ურტყამს
ტასიკ იფ იფ იფ რა გოგო ხარ?!

ლოლას ადგილას ყოფნაზე თუა საქმე უუხ, აუცილებლად გამოგიგზავნი :დდდდ შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ მძაგს ეს ჩიტო-კნუტები, მაგრამ დამიჯერე ახლა მართლა საჭირო იყო. მეათე თავშია რის მაგაზე საუბარი :დდდ
დიდი, ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent