შენ მასწავლე სიყვარული თავი მეორე
შეშინებული ალექსანდრე იზაბელას მივარდა -იზაბელა კარგად ხარ? რამე ხოარ იტკინე -კარგად ვარ მგონი-თქვა იზაბელამ და სანდროს ხელებიდან უცბად გაითავისაუფლა თავი -მოდი ჩამოჯექი-თქვა ალექსანდრემ და იქვე მდგარი სკამი მოუტანა. მეორე სართულიდან ქეთა ჩამოვიდა და სანდროს დანახვისას გახარებული გადაეხვია -სანდრო მომენატრე-თქვა და დაიჭყანა -მეც მომენატრე-თქვა სანდრომ და გაიცინა. -იზაბელა კარგად ხარ?-ეხლა გაახსენდა დაქალის არსებობა ქეთას -შენს ხელში კარგად როგორ უნდა ვიყო კინაღამ მომკალი-თქვა იზაბელამ და სკამიდან წამოდგა -მეორეჯერ ფრთხილად იყავი რომ ასე არ გადმოვარდე და უცხო მამაკაცს არ ჩაუხტე ხელებში-უთხრა უხეშად სანდრომ და სახლში შევიდა -თუარ გინდოდა რას გადამარჩინე-თქვა იზაბელამ უკმეხად. გაჩერდა ბურდული არ ელოდა ასეთ შეპასუხებას, ყოველთვის ყველა ქალი მას ემორჩილება და ეხლა პირველად ეს პატარა არსება შეეწინააღმდეგა -ბოდიში?-თქვა გაოგნებულმა და მის უკან მდგარ გოგონას მიუბრუნდა -ხო თუარ გინდოდა რას გადამრჩინე შეგეძლო არ გადაგერჩინე და მოვკვდებოდი დავისვენებდი მაინც-თქვა უკმეხად იზაბელამ და სანდროს გვერდი ჩაუარა თან მეორე სართულზე ავიდა. გაუკვირდა ბურდულს იზაბელას ქცევა და მისი სიტყვები, რა შეიძლება რომ ასეთ ახალგაზრდას თავს დასტყომოდა. წარმოიდგინეთ და მის თვალებში სევდაც კი დაინახა. პირველად შეხედა სანდრომ ქალს სხვა კუთხით, რაღაც გრძნობა გაუჩინა იზაბელამ რომელიც მთელი სხეული ერთიანად მოიცვა -ნუ უწყენ ბევრი გადაიტანა-უთხრა ალექსანდრემ და მეგობარი შინ შეიპატიჟა, ქეთაც უკან მიყვა ბურტყუნით. იზაბელა მეორე სართულზე ავიდა თუარა გაბრაზებულმა აიღო წიგნი და აივანზე გავიდა. გაბრაზდა სანდროზე რადგან ასე ელაპარაკა ვერ ხვდებოდა ამის მიზეზს რადგან მას არაფერი დაუშავებია. თუმცა იზაბელას ამისთვის არ ცხელოდა მას თავისი დარდი დაჰქონდა გულით,მისი მშობლები დღითიდღე უფრო ენატრებოდა და იტანჯებოდა ამ გრძნობით. "დელირიუმი"-ს კითხვა დაიწყო. გიჟდება ამ წიგნზე უკვე მეათედ კითხულობს მაგრამ არა და არ ბეზრდება. რათქმაუნდა შესანიშნავი ნაწარმოებია ლორენ ოლივერის მართლაც უკვდავი ისტორია ლინასა და ალექსსზე. მეორე სართულზე ქეთა ავიდა და იზაბელა რომ დაინხა გაბრაზებულმა დაიწყო ბურტყუნი -სულ შეიძლება წიგნებს კითხულობდე?-ამოთქვა გაბრაზებულმა -აბა რავქნა-თავი ამოყო საყვარლად ლეკვეიშვილმა -ჩამო რა ქვემოთ-უთხრა მმუდარე მზერით დაქალმა -კაი მაშინ ქვემოთ წავიკითხავ -თქვა იზაბელამ და კიბეებზე დაეშვა -მოწყენილობისგან მოკვდები-მიაძახა უკნიდან ქეთამ -მოწყენილობისგან სიკვდილი მირჩევნია სიყვარულით სიკვდილს-თქვა იზაბელამ და მისაღებში შევიდა -ოჰაა ჩემი ლამაზი გოგო მოსულა, ისევ კითხულობ?-უთხრა ღიმილით ალექსანდრემ -ალექსანდრე წიგნებს ჩემი ცხოვრების 50 პროცენტი უჭირავს-თქვა იზაბელამ და გაიღიმა -არა 99 პროცენტი-უთხარ ახლათ შემოსულმა ქეთამ -რატო დავიჯერო შეყვარებული არ გყავს და ყოველდღე იმასთან ერთად არ დადიხარ?-უთხარ ირონიული ღიმილით ამ დრომდე ჩუმად მყოფმა სანდრომ -არა არ მყავს და საერთოდ ეგ შენი საქმე არ არის-უთხარ უხეშად იზაბელამ -შენ მშობლებმა ზრდილობა არ გასწავლეს?-უთხრა უხეში ხმით სანდრომ -მეორეჯერ ჩემს მშობლებს შეეხები და სიკვდილს მოგანატრებ-უთხრა გაბზარული ხმით იზაბელამ. გაბრზადა ბურდული არა ძალიან გაბრაზდა რადგან ასეთი რამ ჯერ არავის გაუბედავს -აუუ ხალხო რავქნათ?-დაიწკნავლა ქეთამ -აუზი რო ავავსოთ არა?-წამოყო თავი იზაბელამ -აუუ კიი-დაიკივლა ქეთამ. უეცრად იზაბელას ტელეფონმა დარეკა, სამსახურის თაობაზე ურეკავდნენ და გახარებული უცბად წამოხტა თან ბედბიერმა აქეთ იქით სიარული დაიწყო. სანდროს ყველა ძარღვი დაეჭიმა, იეჭვიანა თუმცა რატომ არ იცის -ალო გისმენთ...მართლა...მადლობა დიდი მადლობა-თქვა გახარებულმა და ტელეფონი გათიშა -ამიყვანეს-დაიკივლა და ქეთას გადაეხვია -ეე რამაგარია-დაიწყო ხტუნვა ქეთამ -წავედი მე-წამოვარდა ფეხზე იზაბელა -სად მიდიხარ გოგო ხოარ გაგიჟდი-წამოყვა ქეთაც -აუ ხვალ ვიწყებ მუშაობას და აუცილებლად უნდა წავიდე-თქვა და მეორე სართულზე აირბინა თან თავისი ნივთები ჩამოიტანა -ალექსანდრე ტაქსი გამოიძახე რა-უთხრა მმუდარე თვალებით იზაბელამ -მე წავიყვან-გამოყო თავი სანდრომ -არაა საჭირო(იზაბელა) -არის-თქვა სანდრომ გაბრაზებულმა და მანქანის გასაღები აიღო. ჩუმად ჩაჯდა მანქანაში იზაბელა, უკან დაჯდომას აპირებდა მაგრამ სანდრომ ანიშნა წინ დაჯექიო ამიტომ უსიტყვოდ დაემორჩილა. გზაში ორივენი ჩუმად იყვნენ -ესეიგი სამსახური იშოვე-დაარღვია სიჩუმე სანდრომ -ხო-თქვა იზაბელამ -ალბათ შენც ნაცნობობით თორემ არამგონია საკუთარი ჭკუით რაიმე გაგეკეთებინა-უთხრა ცინიკური ღიმილით სანდრომ. ეს ბოლო წვეთი იყო იზაბელასთვის ამიტომ პირდაპირ ყვირილზე გადავიდა -ბოდიში? ანუ შენ იმას ამბობ რომ ღამეებს ვათენბდი წიგნებს თავს ვაკლავდი და ისე ვმეცადინეობდი არაფერს ნისნავს? სიმწრით რომ მოვიპოვე ას პროცენტიანი დაფინანსება ესეც ნაცნობოდით? ანუ აქამდე რაც ვიშრომე ტყუილია?-დაიყვირა გაბრაზებულმა იზაბელამ -ყველა გოგობიმაზე ფიქრობს როგორ შეაბას მდიდარი ბიჭი არც შენ იქნები გამონაკლისი-არ დააკლო ბურდულმა -იცი რა? მთელი ჩემი ცხოვრება შრომაში გავატარე და შენ რას მეუბნები ეხლა რომ მე მდიდარ კაცებს ვაბამ იმისთვის რომ ფული გავაკეთო-უთხრა წყობიდან გამოსულმა იზაბელამ -დედა ვ*ტირე ნუ გამოგყავს თავი ფრთიანი ანგელოზი დარწმუნებული ვარ შენც ასეთი ხარ(სანდრო) -გააჩერე მანქანა მოვედით-დაიღრიალა იზაბელამ,სანდრომ მანქანა გააჩერა და ერთი ამოისუნთქა. იზაბელა ისე გადმოხტა მანქანიდან არც არაფერი უთქვამს და კარები მაგრად მიაჯახუნა. გაბრაზებული ავიდა სახლში და შესვლისთანავე კარებთან ჩაიკუზა თან ტირილი დაიწყო... გაბრაზებული იყო სანდროზე მან ხომ ამდენი გაუბედა თუმცა მალევე ფიქრები უკუაგდო და ცხელი შხაპის მისაღებად შევიდა სააბაზანოში თან მუსიკა ჩართო "მეგი გოგიტიძე-ერთად ვიაროთ", თავი სფიქრებში წავიდა და თან სულ სანდრო უტრიალებდა თავში. დაღლილი დაწვა ლოგინში, თან საათი დააყენა 8 ზე რათა დილით კარგად მომზადებულიყო... დილით უცბად წამოვარდა ფეხზე, შხაპი მიიღო და თავის გარდერობს მიადგა, დედამისის ნაჩუქარი შავი ელეგანტური კაბა ჩაიცვა. მუხლამდე მოტკცილი დეკოლტით და ზურგამოღებული,მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა, მისი ფორმები უფრო კარგად იკვეთებოდა. თმა მაღლა აიწია თუმცა რამდენიმე კულულა მაინცა ჩამოუვარდა, ტუჩებზე შინდისფერი პომადა წაისვა და ბოლოჯერ დააკვირდა საკუთარ თავს, კამყოფილმა ჩაიცინა ჩანთა აიღო და გარეთ გავიდა. ტაქსით მალევე მივიდა დანიშნულების ადგილას და უფროსის კარებზე დააკაკუნა, ფრთხილად შეაღო კარი როდესაც სავარძელში მჯდომი მომღიმარი სანდრო შენიშნა... პს. ესეც მეორე თავი მარწყუნიებო❤❤ ღირს გაგრძელება? კომენატრებში დამიწერეთ❤❤ მიყვარხართ❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.