შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არანორმალური (8)


2-02-2018, 20:47
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 144

-ალო ნოიკოო – ისმის წვრილი ხმა.
-ბოდიში, ნოე გასულია. გადავცე რამე? – ვეუბნები და თან კბილებს ტუჩებზე ვიჭერ, რომ სიცილი არ წამსკდეს.
-აუ შენ ვინ ხარ?! ან ნოე სად არის?! – აშკარად შეეცვალა ხმა. სავარაუდოდ ძალიან იმედგაცრუებულია.
-მე ნოეს შეყვარებული ვარ და ნოე აბაზანაშია. რა გადავცე? – ნოემ გამომხედა, თვალები დაჭყიტა და თან ოდნავ ჩაეღიმა კიდეც.
-ნუთუ! შეყვარებული ხარ თუ უბრალოდ მორიგი დროებითი გოგო?! – ძალით გადაიკისკისა – შეყვარებულის პოზიცია დიდი ხანია მე მიკავია საყვარელო.
-მართლა?! თქვენი სახელი?!
-ანკა ძვირფასო.
-მაშინ აი ამ წამს გამოვიდა ნოე სააბაზანოდან და ვკითხავ, რამდენი ხანი იყავით ერთად!
-არა, არა, მოიცა! ვიხუმრე! – მაშინვე ხმა შეეცვალა და ტელეფონში ფაქტიურად ჩამყვირა, ნოე კი გაკვირვებული მიყურებდა და თან თვალებით მანიშნებდა რას გეუბებნებაო – მე უბრალოდ მისი მეგობარი ვარ და მაინტერესებდა, რა რეაქცია გექნებოდა, თორემ რეალურად არასდროს ვყოფილვართ შეყვარებულები.
-ხო ჩვენ დაახლოებით 1 კვირაა რაც ერთად ვართ და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ მასთან ერთად თავს. ძალიან მიხარია ასეთი საყვარელი მეგობარი თუ ჰყავს. იცი ახლაც მაღაზიებში ვიყავით საყიდლებზე, იმდენი ვიარეთ და იმდენი რამე ვიყიდეთ, რო რავი. ნოეც ძალიან დაიღალა და წყლის გადასავლებად შევიდა. ძალიან საყვარელია! – ამაზე ნოეს გავხედე. თვითონაც გამომხედა და ჩაეღიმა, თან მზერას არ მაშორებდა.
-მართლა?! რაღაც არ მჯერა. – მივხვდი უკვე რის თქმასაც აპირებდა და სასწრაფოდ ჩემი ტელეფონში დავიწყე ნოესთვის სიტყვების წერა – იცი, ის არ დადის საყიდლებზე. მას ეზიზღება შოპინგებზე სიარული.
-მართლა?! დღეს არაფერი ეტყობოდა. იცი ძალიან კარგი მეგობარი ხარ, ასე რომ ზრუნავ მასზე. ვაფასებ! მართლა! მაგრამ, ახლა სხვა საქმეებით ვართ დაკავებული და ერთხელ რომ შევხვდებით, სხვა დანარჩენზე მაშინ ვიჭორაოთ!
ამ დროს თითებით ვანიშნე ნოეს: მიდითქო!
-პატარავ, მოგეწონა ჩვენი ნაყიდი ტანსაცმელი? მოისინჯე უკვე? – ყვირის ნოე ჩემს დაწერილ სიტყვებს.
-მოიცა ეს ნოეს ხმაა?!
-კი, გადავცე რამე?– ვთქვი და მერე დავამატე ოდნავ ხმამაღლა – არა საყვარელო მოვისინჯავ მალეე!
-და რომ დამალაპარაკო?!
-სასწრაფო რომ იყოს, ამდენ ხანს არ მეჭორავებოდი, ასე რომ ახლა არ გვცალია, მერე დგირეკავს თვითონ! პაკაა! – და გავუთიშე.
ნოემ მაშინვე სიცილი დაიწყო.
-ესეიგი ჩემი შეყვარებული ხარ არა?! ვინ ვის აბრალებს მოწონებებზე რაღაცეებს! თვითონ მოგწონვარ შე აფერისტო!
-რომც მომწონდე, აზრი არ აქვს, შეყვარებული გყავს! ანკა ჰქვია! – ჯერ ირონიულად გავუღმე, მერე კი სიცილი ამიტყდა.
აი ნოესი კი რა მოგახსენოთ. სიცილი შეწყვიტა და შეშინებულმა გამომხედა:
-მართლა ეგრე გითხრა?!
-კი ბატონო.
-ვაიმე, გიჟია ეს გოგო!
-სამაგიეროდ ახლა გულზე სკდება! იცის რომ შენი შეყვარებულია შენთან ერთად და რასაც ჰქვია ცოფებს ყრის დარწმუნებული ვარ.
-მოიცა აწი რა ვუთხრა მე, რომ მეტყვის შეყვარებული გამაცანიო?
-წარმატებები შეყვარებულის შოვნაში ამიგო! – ვუთხარი და კოკა-კოლა უდარდელად მოვსვი.
-შანსი არ გაქვს! ასე ადვილად ვერ გამოძვრები. შენ დაიწყე და შენვე დაამთავრე. დღეიდან შენ ხარ ჩემი შეყვარებული! გადაწყვეტილია! – კოკა-კოლა კინაღამ გადამცდა.
-რა?! შენ ნორმალური ხარ? მე შენ დაგეხმარე და მადლობის მაგიერია? შანსი არაა, შენი შეყვარებულის როლს არ შევასრულებ! თან მე შენს ოფისში ვიწყებ მუშაობას და არც გამოვა. – გამარჯვებულის სახე მივაგებე.
-აუ გეხვეწები რა! იმ ალქაჯის მარწუხებში არ ჩამაგდო. გემუდარები. გთხოვ, გთხოვ!
-და ლუკას და ნიას რა ვუთხრათ?! რომ მე და შენ მოულოდნელად ერთმანეთი შეგვიყვარდა და შეყვარებულები ვართ?! ორივე მომკლავს!
-სიმართლე ვუთხრათ!
-ამ შემთხვევაში ლუკა არ დაგანებებს, შენს შეყვარებულად ჩემი თავის გასაღებას.
-მაშინ ვეუბნებით რომ ერთმანეთი გვიყვარს!
-არა, ისინი მომკლავენ! შანსი არაა.თან მე ხომ შენთან ვიწყებ მუშაობას?!
-ხოდა მითუმეტეს. იქაც ჩემი შეყვარებული იქნები.
-მერე იტყვიან, აქ მუშაობა იმიტომ დაიწყო, რომ უფროსის შეყვარებულიაო?!
-და თუ საპირისპირო დაამტკიცე?! თავიდანვე დიდი შთაბეჭდილება დატოვე მათზე და სულ ეს არის. საქმეც მოგვარებულია!
-ლუკა და ნია მაინც პრობლემები არიან!
-აუუ... ვუთხრათ , რომ ერთმანეთი გვიყვარს!
-შანსი არაა!
-სხვათაშორის ეს ყველაფერი შენი დაწყებულია!
-გინდა ისევ დავურეკავ იმ ანუშკის და ვეტყვი მოგატყუეთქო?!
-კაი, კაი ხო მორჩა, ჩუმად ვარ.
კმაყოფილმა ჩავიხითხითე და ჭამა გავაგრძელე. ამ დროს ჩემს ტელეფონზე ზარია: ლუკაა. ვუპასუხე ტელეფონს:
-ლუკიტოო.
-ბაბლიი! სად ხარ? მალე მოხვალ სახლში?
-მოვალ ცოტახანში. რა იყო?
-რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ შენ და მამას.
-რა ხდება, მშვიდობაა?
-კი, ბარბი. უბრალოდ მალე მოდი, ოქეი?
-ოღონდ ბარბი არა და 10 წუთში სახლში ვარ. – ორივეს გაგვეცინა.
-კაი, მაშინ გელოდებით...ბარბი!.. – მითხრა და ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი, ისე გამითიშა სიცილით.
მერე ნოეს მივუბრუნდი.
-ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ახლა უნდა წავიდე. რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გვითხრას ლუკამ მე და მამას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
-კაი, კიდევ რამდენი მადლობა უნდა მითხრა?! წამოდი, წაგიყვან.
-არა, არ შეწუხდე! თან იმ ბორბლებიან კუბოზე მეორედ არ დავჯდები.
გაეცინა.
-მაშინ ავტობუსით წავიდეთ. მარტო არ გაგიშვებ იმ ამბის შემდეგ, რაც არ უნდა მოხდეს! ახლავე დავრეკავ, რომ მოტოციკლეტი წაიყვანონ.
-მგონი, ზედმეტად ზრუნავ ჩემზე! – ვუთხარი და ხელები გადავაჯვარედინე.
-უბრალოდ, ახლა რომ ვინმემ გაგიტაცოს ჩემს თავს დავაბრალებ...ეს არის და ეს! – მაშინვე კეფა მოიფხანა და უხერხულად გაიღიმა.
-ვაიმე, რა შტერი ხარ, არ შემიძლია – ვუთხარი და ნელი ნაბიჯებით წავედი გაჩერებისკენ.
თავიდან უკან მომყვებოდა და თან სადღაც რეკავდა, როცა საუბარს მორჩა დამეწია და კაპიუშონი წამომაფარა თავზე.
-რაო აბა, ვინ არის შტერიო? – სიცილით მითხრა.
-შენ! – ვუთხარი და ცხვირი ავიბზუე.
-ვითომ რატომ? – ხელები გადაიჯვარედინა და ,,სვეტი’’ სახით შემომხედა.
-იმიტომ რომ, შტერულ მიზეზებს იგონებ! – ვუთხარი და ჩემი საფირმო ’’ირონიული ღიმილიც’’ არ დავაყოვნე.
-ესეიგი შტერი ვარ?
-დიახაც, ხარ!
-კარგი.
მხრები აიჩეჩა, მერე ბოროტული ღიმილით გამომხედა, ფეხებში მომკიდა ხელები, მერე ხელში ამიყვანა და გაჩერებამდე კივილ-სიცილით და დამსვი, დამსვის ძახილით მიმიყვანა. თან ზურგზე ვურტყამდი ხელებს, მაგრამ ვერაფერი დავაკელი.
-ვირი ხარ! – ვუყვირი და თან სიცილით ვკვდები.
-გაიხარე – მეუბნება და გაჩერებასთან მსვავს.
-ვირო! – ვეუბნები და ენას ვუყოფ.
-არანორმალურო! – მეუბნება და მეკრიჭება.
სხვები, როგორც გიჟებს ისე გვიყურებენ. ჩვენ კი სიცილით ვსკდებით.
როგორც იქნა ავტობუსმაც მოაღწია და ჩვენც ავედით. დაახლოებით 10 წუთში სადარბაზოსთან ვიყავით.
-მად...
-აუ ახლა ისევ მადლობა არ მითხრა, თორემ გადავირევი ტო – მეუბნება სიცილით
-მაინც მადლობა! – ვეუბნები და ვეკრიჭები.
თვალები გადაატრიალა და თავისი ნაყიდი რაღაცეები გამომიწოდა.
-მადლობა და კარგად! – ვუთხარი და დატვირთული ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად.
ხელს დახედა, მერე ამომხედა, თვითონაც წამოიღო ჩამოსართმევად, მაგრამ მერე დამქაჩა და თავისკენ მიმიზიდა. ტუჩები შუბლთან მომიტანა და და ნაზად მაკოცა.
-ეს იმისთვის რომ არ დამიჯერე და კიდევ ორიათასი მადლობა მითხარი! – მომცილდა, გამიღიმა და ხელები გადააჯვარედინა.
-შენ დაგეკითხებოდი და მეზობელ მაროს კიდევ! რა თქვენი საქმეა ბატონო უშანგი, მე ჩემს მეგობარს რამდენ მადლობას გადავუხდი! – ცხვირი ავიბზუე და ვიწყინე.
სიცილი დაიწყო, მერე შემომხედა, ხელი დამქნია და ნელი ნაბიჯებით წავიდა გაჩერებისკენ.

* * *
-მოვედიი! – დავიწყე ყვირილი სახლში შესვლისას.
სანამ მამა და ლუკა სასტუმრო ოთახში გამოვიდოდნენ, მანამდე ოთახში შევედი, ახალი ტანსაცმელი გარდერობთან დავაწყვე, გამოვიცვალე და ე.წ. ’’ტელევიზორის ოთახში’’ გავედი.
ჩემმა ძმამ შემოხედა, გამიღიმა და გადამკოცნა. მამა უკვე მოკალათებულიყო დივანზე და ღიმილიანი სახით მიმზერდა.
-დაჯექი, დაჯექი, ჩქარა... ჩქარა! –ყურში ჩამყვირა და თან ხელით ნაზად მიბიძგა დივნისკენ.
-კაი ხო ვჯდები, მაგრამ რა ხდება?!
მოვკალათდი მეც მამას გვერდით. ჯერ მამიკუნას ჩავეხუტე, მერე კი ორივემ კითხვისნიშნებიანი თვალებით დავუწყეთ ლუკას ყურება.
-მოკლედ ახლა მისმინეთ! ბაბლი გახსოვს მაშინ საჩუქარის ასარჩევად რომ გამყევი?!
-რა თქმა უნდა მახსოვს! – ვუთხარი და გავუღიმე.
-ხოდა...ანუ...მოკლედ...
-ვაიმე ლუკა ნუ დაგვტანჯე! ხოდა... – და ხელით ვანიშნე გააგრძელეთქო.
-ბაბი ნუ ეკვეხები! დამაცადე!
მეც გავჩუმდი და ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
-ვახხ... მოკლედ...დადადადადააა... საცოლე მყავს ხალხო! – წარბები შეათამაშა და კმაყოფილი სახით ელოდებოდა ჩვენს რეაქციას.
-უიმეე, საღადაოდ და სამასხარაოდ დაგვიბარე აქ?! უსაქმურად იჯექი და მოიწყინე ალბათ – ვუთხარი ნაწყენმა – მასხარა!
-რას ვმასხარაობ გოგო?! საჩუქარი შენ არ ამირჩიე იმ გოგოსთვის?!
-არ მჯერა, რომ შენ რომელიმე გოგო დაგთანხმდება ცოლობაზე. ტვინის ბურღი ხარ და ასეთს ვინ აიტანს სახლში?!
-ჯერ ერთი უკვე დამთანხმდნენ და მერე მეორეც ტვინის ბურღი მარტო შენთვის და მამასთვის ვარ. – თქვა ოდნავ გაღიზიანებულმა.
-კაი ვიხუმრე ბიჭო, რას იღრინები პატარა, დაბმული ძაღლივით! მოდი მოგილოცოთ!
მერე იყო ერთი მპაჩა-მპუჩები და ხვევნა-კოცნები.
-ხვალ მომყავს გასაცნობად და ბაბი ძალიან გთხოვ წესიერად მოიქეცი! – დამარიგა.
-ოე, პატარა დღნაჩვი ბავშვი კი არ ვარ, მეც ვიცი როგორ უნდა მოვიქცე სარძლოსთან! – ცხვირი ავიბზუე წყენის ნიშნად
-კაი ბაბიკო, მჯერა შენი! – მოვიდა, ჩემი და მამას შუაში ჩაჯდა და ორივეს ჩაგვეხუტა.

###
ვიცი რომ პატარა თავია, მაგრამ აი ხვალისთვის მექნება, აი ბომბა თავი... მანამდე კი ამ არანორმალურის ცანცარი აიტანეთ ბევრი მადლობები თბილი კომენტარებისთვის გყვარობთ! *_*



№1 სტუმარი ani

ვაიმე კუჭი ამტკივდა იმდენი ვიცინე ძალიან კარგია მაგრამ ცოტა დიდი \თავები დადე ხოლმე ისე ძალიან მაგარია წარმატებები heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart heart_eyes

 


№2 სტუმარი მარი. ელ❤

ძაან მაგარიაააა ეს გოგო საზღვრებს სცდებააა❤ ნოე და ბაბი საუკეთესოები არიაან❤❤❤❤

 


№3  offline წევრი ქეთიtaisia

აჰაჰა ჩემი არანორმალური????❤
რამდენი ვიცინე ცუდად ვარ უკვე..????❤
ლუკას საცოლეს ხო გაგვაცნობ?
და საერთოდ ლუკას და იმ გოგოს ხაზიც მინდა რაა?????❤ სადმე ჩააკვეხე:))????
მიყვარხააარ????❤ გელი ახალი და ბომბა თავით????❤❤❤

 


№4  offline წევრი Lily Morgan

ani
ვაიმე კუჭი ამტკივდა იმდენი ვიცინე ძალიან კარგია მაგრამ ცოტა დიდი \თავები დადე ხოლმე ისე ძალიან მაგარია წარმატებები heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart heart_eyes

მადლობები <3 <3 ერთ დღეში ვერ ვასწრებ ხოლმე ბევრს :// <3 <3

მარი. ელ❤
ძაან მაგარიაააა ეს გოგო საზღვრებს სცდებააა❤ ნოე და ბაბი საუკეთესოები არიაან❤❤❤❤

ვაიმე მადლობა საყვარელო <3 <3 <3

taisia
აჰაჰა ჩემი არანორმალური????❤
რამდენი ვიცინე ცუდად ვარ უკვე..????❤
ლუკას საცოლეს ხო გაგვაცნობ?
და საერთოდ ლუკას და იმ გოგოს ხაზიც მინდა რაა?????❤ სადმე ჩააკვეხე:))????
მიყვარხააარ????❤ გელი ახალი და ბომბა თავით????❤❤❤

გაგაცნობთ მალე ლუკას საცოლესაც. მაგრამ მათ მთლიან ისტორიაზე რა გითხრა... მოკლედ განვიხილავ ალბათ უფრო! ^_^ <3 <3 მეც ძალიან მიყვარხარ და მახარებ <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent