შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტრუქციები (სრულად)


3-02-2018, 14:57
ავტორი The Dreamer
ნანახია 7 627

მუცელზე ხელი მოვისვი.. სისხლისგან ვიცლებოდი,გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.. თვალებიდან ცრემლები მცვიოდა.. ეს ტკივილის ცრემლები იყო..სული მეყინებოდა.. ნელ ნელა გოებას ვკარგავდი..
-ვიკა.. გესმის ჩემიიიი... ვიკაააააა.-ვგრძნობდი როგორ ეჭირა ანდრეის ჩემი სახე ხელებში და მთელი ხმით მეძახდა,მაგრამ მე სიტყვაც ვერ ვთქვი,ხელიც კი ვერ მოვჭირე იმის ნიშნად,რომ მე მისი მესმოდა.. ძალა აღარ მქონდა..
გონს რომ მოვედი პალატაში ვიწექო,განძრევის თავი არ მქონდა..თითქოს სატვირთომ გადამიარა ისე მტკიოდა თითოეული ორგანო..თვალების გახელაც მიჭირდა,მაგრამ თავს ძალა დავატანე.მინდოდა ჩემს გვერდით ანდრეი დამენახა,თუმცა ლაპატა ცარიელი იყო.. აპარატის წიკწიკი ისმოდა მხოლოდ..
დიდიხნის მანძიზე ვიყავი ფხიზლად.. ვფიქრობდი ეს ვის შეიძლება გაეკეთებინა,ან ანდრეი სად იყო.. ამ მძიმე წუთებში ჩემს გვერდით,რატომ არ იყო?.. ფიქრებში ვიყავი გართული,როცა პალატაში ექთანი შემოვიდა.. მაშნვე ექიმს დაუძახა და ორივენი თავზე დამდგნენ.. მსინჯავდნენ და იყვნენ თავიანთ საქმეში გართული.
-ვიქტორია ათ ბალიანი სისტემიდან თქვენს ტკივილს რით შეაფასებთ?-მკითხა ექთანმა.
-მინუს ხუთი.-ექთანმა ექიმს გადახედა,ის კრეტინი ვერ მიხვდა რომ იმდენად მტკიოდა ეს პლიუსებში არ გაიზომებოდა
-ვიქტორია თქვენი მდგომარეობა სტაბილურია,მაგრამ ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ,ტყვიამ დააზიანა საშვილოსნო.-ეს ბოლო სიტყვები არც კი გამიგონია.
ცრემლები წამსკდა,არა იმიტომ რომ ძლიერ ტკივილს განვიცდიდი,უბრალოდ ეს სიურპრიზი ბავშვის შესახებ ჩაიშალა... ეს იყო „მეორე შანსი“ და ჩვენ ის ვერ შევინარჩუნეთ..ახლა მხოლოდ ანდრეის ნახვა მინდოდა,მისი ჩახუტება ყველა ტკივილს დამავიწყებდა რაც კი ოდესმე განმიცდია,მაგრამ ის არ მოდიოდა.. არ ვიცი რატომ..
-ნატაშა?-ორი დღისშემდეგ ნატაშა მოვიდა,რომელიც ცივად მიყურებდა და ხმას არ იღებდა..-ანდრეი სად არის რატომ არ მოდის?
-ანდრეი არ მოვა!-მისი სიტყვები განაჩენს გავდა..
-რას ნიშნავს ანდრეი არ მოვა?
-ანდრეი მძიმედ დაიჭრა როცა გადაგეფარა..მისი მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია.. ღმერთს ვთხოვ მის ადგილზე შენ იყო,შენ რომ არ დაბრუნებულიყავი ანდრეი ბედნიერი იქნებოდა,ცხოვრებას უწამლავდი და ახლა სიკვდილის პირას მიიყვანე.-ყურებს ვერ ვუჯერებდი,რასაც ის მეუბნებოდა,მთელი ამ წლების ნაგროვები ზიზღი ამოანთხია და ისე წავიდა არც კი მაცადა ყველაფრის გაანალიზება..
ნერვიული შეტევა დამეწყო,პანიკამ მომიცვა.. არ ვიცოდი რა გამეკეთებია.. ანდრეი მჭირდებოდა,მისი ნახვა მჭირდებოდა..
კარდიოგრამის კაბელები ერთი მეორეს მიყოლებით დავიძვრე.. გადასხმა მოვიშორე და წამოდგომა ვცადე.. ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი,ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა,მაგრამ ვაიძულე თავი წავსულიყავი..
პალატიდან გავედი თუ არა ექთანი მოვარდა..
-ქამბატონო არ შეიძლება თქვენი მოძრაობა,ახლავე საწოლში დაბრუნდით.
-ჩემი ქმარი უნდა ვნახო!
-ძალიან გთხოვთ დაბრუნდით საწოლშ,როცა გამოჯანმრთელდებით...
-გოგო! ჩემი ქმარი უნდა ვნახომეთქი დაყრუვდი?-უკვე ვყვიროდი,თუმცა ამის ძალაც არ სემწევდა.
-სამსახურიდან გამანთავისუფლებენ.
-ახლა თუ ჩემ ქმართან არ წამიყვან ამ საავადმყოფოს ჰაერში ავწევ.-როგორც ჩანს იცოდა ვინც ვიყავი და რისი გამკეთებელიც ვიყავ,ამიტომ სტყვა აღარ შემოუბრუნებია,გვერდში ამომიდგა და რეანიმაციაში შევედით.
ვიტრინასთან ვიდექი და ვუყურებდი ანდრეის სხეულს,რომელიც იმდენად უსულოდ გამოიყურებოდა,რომ მკვდარს გავდა.იმდენი კაბელი და მილები ჰქონდა მიერეთებული.. შეუძლებელი იყო მისი ნორმალურად დანახვა..
ექთანმა დამტოვა თუ არა კარები შევახე და მასთან შევიპარე.. გული მიკვდებოდა ამ დღეში რომ ვხედავდი.მისი ხელი ჩემს ხელშიი ავიღე.. მინდოდა ჩამეხუტებინა,მაგრამ ვერ შევძელი..
ასეთი უბედური არასოდეს ვყოფილვარ,ძლივს ვიგრძენი ბედნიერეის გემო და ასე უეცრად ყველაფერი დამთავრდა.. შიგნიდან მეწვოდა ყველაფერი,სული მეწვოდა მაგრამ ვერ ვტიროდი,ან რატომ უნდა მეტირა ის ხომ ჯერ ისევ ცოცხალი იყო,სულ მცირე მაგრამ იმედი მაინც იყო ისევ გაიღვიძებდა..
საავადმყოფოდან ისე გამწერეს ანდრეის არ გაუღვიძია..
სახლში მისულს ნატაშა მკვლელის თვალებით მიყურებდა,მაგრამ უკვე ვეღარ ბედავდა რაიმე ეთქვა,რადგან იცოდა ერთი სიტყვა და თავს წავაცლიდი.. მას დიდი გული მხოლოდ მაშინ ჰქონდა,როცა საწოლზე გაუნძრევლად ვიწექი.
ყოველ დღე დავდიოდი ანდრეისთან,ყოველ დღე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამომყავდა სხვადასხვა პროფესიონალი ექიმი.. ასე გრძელდებოდა ერთი კვირის მანძილზე.. შემდეგ კი სასამართლოშ გამომიძახეს,რომელსაც ჩემსა და ბორისს შორის უთანხმოება უნდა გადაეჭრა.. თავს ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობდი,ანდრეის ძალაც აღარ მიცავდა ამიტომ ორი წელი მომისაჯეს,ესეც იმიტომ რომ გაითვალისწინეს ჩემი მდგომარეობა..
განადგურებულ ადამიანს კიდევ წიხლებით შემდგნენ,ეს იყო სასამართლო ჩემთვის.. რატი რომელიც სხდომას ესწრებოდა კმაყოფილი ჩანდა მისი მიღწეულით,მაგრამ ზუსტად ვიცოდი რასაც გავაკეთებდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ.. რატის მე თავად გავაგზავნიდი საავადმყოფოში.
----------------------------
ორი წლის მანძილზე არც ერთი წერილი,არც ერთი ზარი არ ყოფილა.. მხოლოდ ერთხელ მოვიდა მამა და პირადი ნივთები მომიტანა სხვა არაფერი უთქვამს.. ანდრეის ამბავი ჩემთვის უცნობი იყო.. არ ვიცოდი მდგომარეობა დაძლია,თუ უკვე ღრმად უნდა დამემარხა მისი სიყვარული..
მთელი ორი წელი ყოველდღე თავიდან ვკვდებოდი,როცა ჩემს უსუსურობას ვიაზრებდი..
„გასვლის“ წინა დღეს ჩემთან სტუმარი მოვიდა.. მეგონა ეს ჩემი სიყვარული იქნებოდა და გახარებული წავედი მასთან შესახვედრად,მაგრამ ოთახში რატი დამხვდა,რომელიც კმაყოფილი სახით მიყურებდა.
-არ დაჯდები?-მკითხა დამცინავად.
-უკვე ორი წელია ვზივარ..
-კარგ რა საყვარელო,იმედია ეს ორი წელი სარფიანად გამოიყენე და იფიქრე შენს შეცდომებზე..
-ჩემი შეცდომა ის იყო,რომ საერთოდ გაგიცანი..
-მართალი ხარ,რადგან მე ვიქნები ის ვინც ვიქტორია ძიძგურს მაფიის ისტორიიდან სამუდამოდ გააქრობს.
-ვიქტორია ვორონცოვა-შევუსწორე მკაცრად.
-ვორონცოვა? მართლა?შენთვის არავის უთქვამს?ააამ გამახსენდა რომ მნახველები არ გყოლია..
-ვის რა უნდა ეთქვა?
-ის რომ შენი ძვირფასი ქმარი ერთი წლის წინ გარდაიცვალა..-ამ სიტყვებზე თთქოს რაღაც ჩამწყდა გულში.. უნებლისდ გადმომცვივდა უზარმაზარი ორი ცრემლი,რომელიც მაშინვე შევიმშრალე და თავი ხელში ავიყვანე.. რატი გაოგნებული მიყურებდა,მისი მოლოდინი არ გამართლდა..
-აი მესმის სიყვარული,გულიც კი არ დაგწყვეტია.
-შენ რა იცი სიყვარული რატი?ან ჩემი ან სხვისი... გეგონა რადგან ანდრეიზე უსაზღვროდ სეყვარებული ვარ სახეს დავიხოკავდი,თმას გავიწეწავდი და ვიტირებდი?შემდეგ დამამშვიდებდი რაღაც პერიოდი და ასე ვიცხოვებდით დიდხანს და ბედნიერად?
-შეშლილი ხარ.
-შენი მიზანი ეს იყო რატი.. მიტო გამომეცხადე თავსუფლემაბდე ერთი დღით ადრე,მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო,მე ჩემს თავს გავუმკლავდები,თუმცა შენ ვერა.
-აქ იმიტომ მოვედი რომ მეთქვა.. დეპორტაცია გაგიჩალიჩე,შენის აქაურ უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დავადე ასე რომ „მშვიდობიანი გზა“ მინდოდა მესურვებინა.-რატი წამოდგა მე კი ისევ ურყევად ვიჯექი,თითქოს ამ ადგილზე გავქვავდი.
-ხომ იცი რატი.. მე ერთ დღეს შენი სიცოცხლით აგებ ყველაფერზე პასუხს.
-შენი არ მეშინია,როცა გინდა.. დაგელოდები.-დამცინავად ჩაილაპარაკა და წავიდა.
ისეთ ტკივილს განვიცდიდი სნინაგანად,როგორიც არასოდეს განიცდია.. არც მაშინ,როცა ლამის მომკლეს,არც მაშინ როცა ანდრეისთან გამუდმებით ვკამათობდი..
ვერ ვტიროდი და ვერც გამოვხატავდი ჩემს განცდებს..
ის ღამე გავათენე..
დილით ყოველგარი პროცედურების შემდეგ კუთვნილი ნივთები დამიბრუნეს და გასასვლელისაკენ მივყავდი ბადრაგს..
გარეთ მანქანა დამხვდა..
დეპორტაციის სამსახურს გადასცეს ჩემი თავი და ჩვენ გავემართეთ საქართველოსაკენ..
ვტოვებდი ჩემს სამოთხესს და მივდიოდი ჯოჯოხეთში...
ჯოჯოხეთი საქართველოა რადგან როცა რამეს დავასავებდი,ან თუნდაც არ ვაშავებდი ანდრეი მოსანანიებლად იქ მიშვებდა... რუსეთი კი სამოთხეა რადგან ყოველი მონანიების შემდეგ თავისთან.. რუსეთში.. ჩემს სამოთხეში მაბრუნებდა..
განადგურებული ვიჯექი და უბრალოდ ცრემლები თვაისით ცვიოდნენ,რადგან ვიცოდი აღარაფერი განმეორდებოდა,რადგან ყველაფერი დაკარგული იყო ანდრეის სახით..მხოლოდ ბედნიერებას ვითხოვდი,რაც ასე თუ ისე ანდრეიმ შემისრულა.. გამხადა ბედნიერი ქალი,მაგრამ ღმერთმა დიდიხნით ვერ გაიმეტა ჩემთვის ეს გრძნობა და „ცაში“ აჭრილი ისე მწარედ „დამანარცხა“ მიწას,რომ ყველაფერ რაც კარგი იყო ჩემში ჩაკლა..
კრასნოდარს ვუახლოვდებოდით,როცა ჩვენს მანქანას მდევარი გამოუჩნდა..
როგორც ჩანს დაწყებულის დასამთავრებლად მომდევენ.-გავიფიქრე ჩემთვის და ყურადღება არ მივაქციე.. ვფიქრობდი ის ხალხი იყვნენ ვისაც ჩემი და ანდრეის მოკვლა სურდა.. ღრმად სუნთქვა დავიწყე რადგან ვიცოდი ბოლოჯერ შევიგრძნობდი ფილტვებში ჟანგბადს.. ვემზადებოდი ანდრეისთან „შესახვედრად“ რათა მარადიული სიყვარული განგვეცადა.. მარადიული ბედნიერების გემოც გამეგო..
სეპორტაციის სამსახურს მანქანა შუაში მოიქციეს შავმა ფურგუნებმა.. წინ ერთმა ჯიპმა გადაკეტა გზა,უკან კიდევ ერთი ჯიპი მოგვყვებოდა..
წინ მდგარი,მანქანიდან შეიარაღებული მამაკაცები გადმოვიდნენ და იზლებული გახადეს „ჩვენი“ მძღოლი გაეჩერებინა მანქანა..
-ვიქტორია..-კარები გამოაღო მეორე მამაკაცმა და მანქანიდან გადამიყვანა.არ შევწინააღმდეგებივარ,რადგან აზრი არ ჰქოდა იმდენი იყვნენ..
მანქანიდან გადავედი და თვალები დავხუჭე,ვემზადებოდი სიკვდილისთვის,ვუცდიდი იარაღის მქუხარე ხმას,მაგრამ ისეთი ხმა გავიგონე ყურებს ვერ დავუჯერე,მეგონა უკვე მოვკვდი და მასთან ერთად.. ჯოჯოხეთში ამოვყავი თავი,თვალები კიდევ უფრო მაგრად მოვხუჭე,მაგრამ ხმა ისევ განმეორდა.
-ვიკი...-უკვე მის სუნთქვას ვგრძნობდი... თვალები გავახილე,რომელიც სულელურად იცრემლებოდა... მაგრად ჩავეხუტე და ისტერიკული ტირილი ამივარდა.. ვერ ვიჯერებდი.. ვერ ვიჯერებდი,ამ ყველაფერს...-დამშვიდდი ვიკი.. აღარ მინდა ცრემლიანს გხედავდე..-ანდრეის მშიდმა ხმამ ხცოვრების ხალისი დამიბრუნა,მაგრამ უეცრად გავიხსენე მთელი ორი წელი და სასწრაფოდ მოვიშორე ის..
-ამდენი ხანი სად იყავი?
-წამოდი გზაში მოგიყვები.-ხელი გამომიწოდა ანდრეიმ.
-არავითარ შემთხვევაში.. ახლავე მომიყვები თუ არა და ამ ხალხს საქართველოში გავყვები.-გავხედე „დეპორტის ხალხს“
-მოკლედ ეს ყველაფერი რატის და ნატაშას ნამოქმედარია.. ნატაშას შენი ჩამოშორება უნდოდა,რატის ჩემი... ისე გამოვიდა რომ ნატაშას ბრძანებით შენ გესროლეს,მე კი გადაგეფარე და ორივე დავშავდით.. შემდეგ რატიმ სასამართლო საქმე ჩააწყო და ციხეში მოხვდი,მე ერთი წლის დაგვიანებით გავიღვიძე დ რომ მოგიკითხე მკვდრად გაგასაღეს.. არ დავიჯერე და ჩუმად გამოვიძიე შენი საქმე,რა თქმა უნდა ციხეში ვიპოვე სენი კვალი..
-მაგრამ მაინც არ მოდი ჩემთან..
-შენთან რომ მოვსულიყავი,ნატაშა ისევ გარიკავდა და გაგწირავდა.. ვერ დავუშვებდი ვინმეს მოეკალი იქ,გადავწყვიტე თამაშში ავყოლოდი... ახლა მათ ჰქონიათ,რომ ერთმანეთს დაგვაშორეს,შენ გითხრეს,რომ მე მოვკვდი,მე კი პირიქით...
-ნატაშას და რატის რა ბედი ეწიათ?
-მათ მე მივხედავ.. ასე იოლად არავის შევარჩენ შენზე ზიანის მოყენებას..
-მხოლოდ მე და შენ არა... ჩვენს ბავშვსაც ავნეს..-ანდრეიმ ეჭვისთვალით შემომხედა.
-რას გულისხმობ? მატეო კარგად არის,მას არაფერი სჭირს..
-ჩვენი მეორე ბავშვი.. „მეორე შანსი“ ჩვენ ის წაგვართვეს... ტყვია მუცელში მესროლეს და ის დაიღუპა..-ანდრეის თვალები სიმწრისაგან გაწითლდა..
-ფეხმძიმედ იყავი? რატომ არაფერი მითხარი?
-იმ საღამოს,როცა ეს ყველაფერი მოხდა.. იმ საღამოს ვაპირებდი სიურპრიზი მომეწყო შენთვის..-ისევ ცრემლები გადმომიცვივდა თვალებიდან,ანდრეი მაგრად ჩამეხუტა,მე მის გულის ცემას ვგრძნობდი.
აღარ მიკითხავს რას მოიმოქმედებდა რატის და ნატაშას მიმართ.. ახლა მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა რაც ამ ორი წლის მანძილზე გადავიტანე.. მინდოდა გამრალიყო ჩემი გონებიდან და კვლავ ბედნიერებას დავბრუნებოდი ჩემი საყვარელი მეუღლის გვერდით..
ჩვენ ორივენი ძალიან ჯიუტები ვიყავით,მაგრამ განვლილმა წლებმა მიგვახვერა როგორი უდნა იყოს ნამდვილ ოჯახი.. ჩვენ ვისწავლეთ ერთმანეთის პატივისცემა რაც მთავარია..
მიუხედავად იმისა,რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა,ჩვენ ერთმანეთი არ დავკარგეთ და ბედნიერებას მივაღწიეთ.. გვყავდა საყვარელი ბიჭი მატეო,რომელიც გარეგნულად ძალია გავდა მამას,მაგრამ ხასიათი სულ ჩემი ჰქონდა.. სულ სიყვარულისა და ბედნიერებისაკენ მიისწრაფვოდა.. ასევე პატარა გოგონა ევა,რომელიც მამას აღმერთედა,მამაც ჭკუას კარგავდა მასზე..
ჩემი ბედნიერი ოჯახი აღარ ცხოვრობსა მოსკოვში,აღარ მქონდა უზარმაზარი სასახლე და ფეშენებელური სასტუმროები.. მქონდა შედარებით პატარა სახლი ქალაქგარეთ,რომელიც სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე და სწორედ ამაში ვხედავდი ბედნიერებას.

პ.ს როგორი იყო?



ძალიან მაგარი იყო heart_eyes შოკიპიკიპანიკა! scream heart_eyes ბომბი!!!!!!!!! heart_eyes heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სიმართლე გითხრა, ბოლო რამოდენიმე თავი არ წამიკითხავს. თუ ასე ძალიან უყვაარდათ ერთმანეთი, მაშინ ეს ანდრეი ასეთ ნაძირალად არ უნდა წარმოგეჩინა. ჩემთვის ზედმეტად ფანტსტიკური ისტორია იყო. ისე დასასრული ცუდი არ იყო

 


№3  offline მოდერი zia-maria

ცუდი დასასრული არ იყო,მაგრამ მაინც დამაკლდა რაღაც ისეთი რაც შეავსებდა ისტორიას.შურისძიება,ვინც მიაყენა ზიანი იმათზე შირი უნდა ეძიათ.რავი ეს ჩემი აზრია.მტერი ყოველთვის უნდა დაისაჯოს,არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. kissing_heart წარმატებებიიი.

 


№4  offline მოდერი The Dreamer

zia-maria
ცუდი დასასრული არ იყო,მაგრამ მაინც დამაკლდა რაღაც ისეთი რაც შეავსებდა ისტორიას.შურისძიება,ვინც მიაყენა ზიანი იმათზე შირი უნდა ეძიათ.რავი ეს ჩემი აზრია.მტერი ყოველთვის უნდა დაისაჯოს,არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. kissing_heart წარმატებებიიი.

აქ იყო ნათქვამი რომ მათ ანდრეი მიხედავდა და რა თქმა უნდა შურისძიება იგულისხმებოდა.. მე რომ ეს ყველაფერი დამეწერა კიდევ გაიწელებოდა ისტორია,შემდეგ კი უფრო უინტერესოდ დასრულდებოდა.. აქ კი ვიკამ იპოვა სანატრელი ბედნიერება. მადლობა kissing_heart

 


№5 სტუმარი ani

კატასტროფული იყო :(
თავიდან ინტერესით დავიწყე და ბოლომდეც წავიკითხე.
საოცარი ალოგიკურობა და ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი და დებილური ახლართულობები, ინტრიგა ინტრიგის გამო. აზრი, ლოგიკა და ა.შ აკლია,[right][/right] მაგრამ კარგად იკითხება.

 


№6 სტუმარი ani

Vaime shen me amatire Andrei mokvdao da metqi morcha temas aqve miviviwyebtqo da sabolood yvelaferi kargad damtavrda yochag dzalian magariaa male dagvibrundi da kidev sheni wyalobit. Rusetze gadavirie madlobaaa yvelafristvis

 


№7  offline მოდერი The Dreamer

ani
Vaime shen me amatire Andrei mokvdao da metqi morcha temas aqve miviviwyebtqo da sabolood yvelaferi kargad damtavrda yochag dzalian magariaa male dagvibrundi da kidev sheni wyalobit. Rusetze gadavirie madlobaaa yvelafristvis

ხვალ ან ზეგ დავდებ ახალ ისტორიას

 


№8 სტუმარი სტუმარი Tamri

Ganavrce dzalian moklea shinaarsi kargia

 


№9 სტუმარი ani

The Dreamer
ani
Vaime shen me amatire Andrei mokvdao da metqi morcha temas aqve miviviwyebtqo da sabolood yvelaferi kargad damtavrda yochag dzalian magariaa male dagvibrundi da kidev sheni wyalobit. Rusetze gadavirie madlobaaa yvelafristvis

ხვალ ან ზეგ დავდებ ახალ ისტორიას

კიდევ ერთი შენი ნაშრომი წავიკითხე და არაჩვეულბრივიააა

 


№10  offline წევრი svetlana111

სრულად და დასასრული არ განსხვავდება? უკაცრავად არიყოს და :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent