შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცხოვრე წესების გარეშე. ნაწილი 2


4-02-2018, 02:23
ავტორი miranda mira
ნანახია 1 483

იმ ადგილას სადაც ხელი ჰქონდა ჩავლებული რამდენიმე წამის წინ უმნიშვნელო ტკივილი მივლის,როგორც ჩანს ბრაზისგან და მრისხანებისგან ვერც ის მოზომა როგორ დამლაპარაკებოდა და ვერც ის გაანალიზა თუ რა ძლიერ მიჭერდა ხელს. კანი ოდნავ მეფერება ლურჯად და თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ,ახლა ძალიან ბევრ რამეს მივახლიდი პირში ბატონ დემეტრეს მაგრამ ჯობს შემდეგისთვის შემოვინახო ის გეგმები რისი განხორციელებაც ახლა მწადია.
რამდენიმე წუთში ყველაფერს გონებაში ვალაგებ და კმაყოფილი ვიღიმი,ზუსტად ახლაღა ვაანალიზებ რომ კვლავ მისი ოთახის კართან ვდგავარ და მოწყვეტით ვბრუმდები მაგიდასთან სადაც იქამდე ვიჯექი სანამ დემეტრე თავისთან მომიხმობდა.
ანა ინტერესისგან კვდება,ცოტა ხანს მაცდის ამოსუნთქვას და მალეგე მაყრის ათარ კითხვას
-რა უნდოდა დემეტრეს ? -ხელებს ახახუნებს ერთმანეთზე და თვალებს ქაჩავს რამე საინტერესოს მოსმენისთვის
-მითხრა რომ გუშინ იმის გამო გამოგვყვა უკან რადგან ილიას უთქვამს მისთვის სახლამდე მივეცილებინეთ,კონკრეტულად შენ განსაკუთრებით-ვიღიმი რადგან ვიცი ეს ყველაფერი რასაც ნიშნავს უკვე,ისიც ვიცი ანასტასიას გულში ამის მოსმენის შემდეგ რაც ხდება. ცოტა ხანს ეყრდნობა საზურგეს და თავს ზევით სწევს,ღრმად იწყებს სუნთქვას და მაგიდაზე მარჯვენა ხელით აკაკუნებს ნერვიულად,სწორდება და პირს გაოცებისგან აღებს რადგან ახლა არც ყვირილი შეუძლია,არც ემოციის გადმოცემა ისე როგორც მას სჩვევია,ცდილობს სიხარული უბრალო ჟესტით გამოხატოს
-რა თქვი ? ანუ ილიას გამოგზავნილი იყო დემეტრე ? არ მჯერა -ხელებს იფარებს სახეზე და სიცილს იწყებს
-ეცადე ნაადრევად არ გაიხარო,ნუ მისცემს შანსს ტირან ძმებს შენს გულამდე მოაღწიონ,განსაკუთრებით კი ილიას. მან აშკარაა კარგად იცის შენი გრძნობების შესახებ,არ გამიკვირდება თუ ყველაფერი მათი თამაშის ნაწილი აღმოჩნდება-რასაც ვდიქრობ პირში ვახლი,რადგან ნამდვილად უცნაურად მეჩვენება ილიას მოქმედება ანასტასიასადმი.
-იცი ეგეც მართალია ნატა,უცნაურია ასე უცბად ას გრადუსიანი ცვალებადობა..-წარბებს კრავს და ირგვლივ იყურება,მის საბედოდ ილია იჭიმება ჰორიზონტზე და სიგარეტს ითხრის პირში,რომელსაც სანთებელით უკიდებს ცეცხლს და პირველ "ნაპასს" ღმად ისრუტავს ფილტვებამდე,შემდეგ თვალებს ხუჭავს და თავს ზევით სწევს,უშვებს დარჩენილ კვამლს პირიდან და მკაცრი სახით ავლებს თვალს აქაურობას.
დიდად არ მაინტერესებს ილია რას აკეთებს,ამიტომ ფეხზე ვდგები და ადგილს ლილეს ვუცვლი,ის დასასვენებლად ჯდება სკამზე მე კი მუშაობას ვაგრძელებ.


უკვე კარგადაც გავიდა დრო,რამდენიმე დღეში ყველა ვეგუებით ახალ წესებს და ისე ვმუშაობთ თითქოს მუცლიდანვე ვიცოდით ჩვენი მოწოდება..
დღეს ფანჯარაში ვიყურები და ვხედავ როგორ იკვრება ღრუბლები,შავდება და შემდეგ ზედ დასტირის დედამიწას. წვიმა უაზროდ მიყვარს,მისი ხმა მამშვიდებს და ყოველ ჯერდზე წარმლვიდგენ,ციდან მომავალი წვიმის წვეთები როგორ ეცემიან პატარ-პატარა გუბეებში და ტყლაშუნს გამოსცემენ სასიამოვნოდ. ფანჯრის მინებზე წვეთ-წვეთად ეცემიან,ზევიდან ქვემოთ მიიწევენ და უსასრულობაში იკარგებიან შემდეგ. მეტად რა შეიძლება გამშვიდებდეს ადამიანს ? ბუნების ხელოვნებას ვუწოდებ ამ პროცესს,ხელოვნებას რომლის გადმოცემის ნიჭიც მხოლოს ცასა და ღრუბელს გააჩნია.
კარგად დასველებული ხალხი თავს ჩვენს ბარში აფარებს,წუწუნით შემლდიან და თან ტალახსა და სიბინძურეს გვიძღვნიან საჩუქრად,თითქოს ფეხის გასაწმენდი სილამაზისთვის იდოს კარებთან.
-ნატა-მეძახის დათი პირველი სართულიდან,როგორც ჩანს მამჩნევს როგორ ვდგავარ მოაჯირთან და შანსსაც არ უშვებს ხელიდან რათა დამელაპარაკოს. მეც პატარა ბავშვივით ვყოფ თავს და ქვემოთ ვიყურები
-დათო-გვეცინება ორივეს
-დაიღალე?-მეკითხება და წარბებს ზემოთ ზიდავს
-დავიღალე რომელია.. შენ ?
-არც ისე ძალიან.. სახლამდე მიგაცილებ დღეს-უცბად ამატებს და მლულოდნელობისგან თავს კის ნიშნად ვუქნევ-ანასტასია ილიას მიყავს,შენ გაწამაწიაში იყავი მაგიდებს შორის დოდესაც პირველ სართულზე ანასტასია და ილია დავინახე მიყუჟულნი კუთხეში
-კარგი დათო,ორ საათზე გარეთ დამელოდე-მოკლედ ვუჭრი,მეტის გაგონება არ მინდა,არანაირი სურვილი არ მაქვს წარმოვიდგინო სულელი ანას იმედები,რომლებიც შესაძლოა მომავალში თავზე დაეფშვნეს.არაფრის თქმას არ ვგეგმავ მისთვის,უფრო მეტიც ველი როდის მოვა და თავად მეტყვის ყველაფერს.

მესამე მაგიდასთან მჯდარი კლიენტი ხელს კიქნევს და თავისთან მიხმობს,მეც მაშინვე კივდივარ მასთან და ვიმარჯვებ ბლოკნოტს და კალამს
-რას მიირთმევთ?-ვიღიმი და თვალს თვალში ვუყრი
-როგორც ყოველთვის-გაოცებული კარგად ვაკვირდები კლიენტს რადგან მისი პასუხი ჩემთვის ისეთივე უცნობია როგორც ჩინური ენა.
-უკაცრავად მაგრამ მე არ ვიცი თქვენ რას მიირთმევთ ყოველი მოსვლისას-თავაზიანად ვეუბმები და დარცხვენილი ვხრი თავს
-ნატალი-მეუბნება და მაშინვე ჭოტივით ვაშტერდები
-მიცნობთ?
-რა მალე გავიწყდება ხალხი?
-მართლა ვერ გიცანით
-ვერც მაშინ მიცნობ თუ გეტყვი რომ პირველ კლასში შეყვარებულები ვიყავით?-ისე მეკითხება თოთქოს სენსაციურ ამბავს იძახდეს,თავს მეტად ვეღარ ვიკავებ და სიცილი მსკდება პირიდან..მაინც ვერ ვცნობ,მის წინ ვჯდები და თავს ვაქნევ
-ბოდიში მაგრამ მაინც ვერა-კიდევ მეცინება და ხელს ვიფარებ პირზე.
უცნობ მამაკაცს სერიოზული გამომეტყველება აქვს,როგორც ჩანს არ ხუმრობბს და სერიოზულად ფიქრობს რომ სულელური წარსულის შეხსენებით გამახსენებს თავსაც.
ვდგები სკამიდან და ვტრიალდები,ხელზე ძლიერ ჩაჭიდებას ვგრძნობ,უსწრაფესად მატრიალებს უცნობი და მის წინ ვიყინები
-რას აკეთებთ?-შეწუხებული ტკივილისგან ვიშმუშნები,იგივე ხელზე მიჭერს ხელს რომელზედახ დემეტრემ კვალი დამამჩნია.არ მესმის რის მიღწევას ცდილობს ეს ადამიანი მაგრამ ის კარგად ვიცი რომ საშინელ ტკივილს მაყენებს,გული მეკიმშება და ნერწყვს ძლივს ვყლაპავ-გამიშვით-ძლივს ვამბობ,მუდარით მხდება ბაგეებიდან ეს სიტყვები და ვგრძნობ როგორ მეჭიმება ყველა კუნთი დაძაბულობისგან
-ნატალი-იმეორებს ჩემს სახელს გიჟივით-ნატალი..ნატალი...-სახეზე ამაზრზენი ღიმილი ეფინება
-ვინ ხარ? რა გინდა?
-კოშმარი-მპასუხობს და ახლა მხრებზე მავლებს ხელებს,ყველა მაგიდიდან დგებიან კლიენტები და წრეს კრავენ ჩვენს გარშემო. ვერავინ ბედავს შეშლილთან მისვლას და ჩემს დახსნას-არასდროს დაგავიწდები-აგრძელებს და ვხვდები რომ მეტის მოსმენის ძალა აღარ შემწევს. თვალებს ვხუჭავ და ეს-ეს არის უნდა ჩავესვენო იცნობს მკლავებში რომ ვიღაც მკიდებს უკნიდან ხელებს და თავისკენ მიზიდავს. მთელი ძალით ვეჯახები მშველელს და უნებლიედ ვხვევ ხელებს წელზე,მთელი ძალით ვუჭერ რომ არ მომიშოროს გვერდიდან
-არ გესმის როდესაც გეუბნება რომ უნდა გაუშვა ხელი?-ყურში დემეტრეს ხმა ჩამესმის,შინაგანად უფრო მეტად ვიძაბები მაგრამ ვერ გამოვხატავ გაოცებას.
დემეტრე ხელებს ხელებზე მკიდებს და მიცილებს მასზე აკრულს,ანასტასიასკენ მაქანებს და მეც ანას ვეკიდები მაშინვე კისერზე. სუსტ ხელებს წელზე მხვევს და მთელი ძალით ცდილობს ჩემს დაკავებას.
ვიყურები უცნობისკენ მაგრამ ბუნდოვმად ვხედავ ყველაფერს,იმას კი კარგად ვამჩნევ როგორ იგერიებს დემეტრე მუშტით უცნაურ მამაკაცს და მეორე მუშტს ცხვირში თავაზობს,ძირს ეცემა უცნობი მაგრამ არ ნებდება.
ფეხზე აღზევებული მუმიასავით დგება და ხელს ცვირზე ისვამს,მუჯლუგუნს კრავს დემეტრეს და უკან ტრიალდება.
ანასტასიას უფრო მეტად ვუჭერ ხელებს რათა ჩემი სიმძიმე რამენაირად შევუმსუბუქო და ხელები ოდნავ მაინც გავუნთავისუფლო,ძალას ჩემს ხელებს ვატან მაგრამ წამიერად მიტაცებს ხელში დემეტრე და ოთახისკენ მიმარბენინებს ხელში ატაცებულს.
გრძელ ნაცრისფერ მდივანზე მაწვენს და გვერდით მიჯდება,შეშინებულს ცრემლები მადგება თვალებზე და თავს ვეღარ ვიკავებ,წამოსულ ცრემლებს მარჯვენა ხელით მწმენს,დასველებულ ღაწვებზე ცერა თითს მისვამს ცოტა ხანს და შემდეგ მიშვებს
-დაისვენე -მეუბნება და ფეხზე დგება,ხელს ხელზე ვკიდებ და ჩემკენ ვწევ
-არა-ვეუბნები და საწყალი თვალებით ვაშტერდები-არ დამტოვო-ვემუდარები და ახლანმეორე ხელსაც ვკიდებ რომ არ გამექცეს
-დამშვიდდი-ჯდება ისევ და ახლა თვითონ მალავს ჩემს ხელებს თავის დიდრონ ხელებს შორის-ვერაფერს დაგიშავებს -არ ვიცი რატომ,მაგრამ ცხოვრებაში პირველად ვიჯერებ მამაკაცის სიტყვებს,დემეტრეს სიტყვებს..
-ვინ იყო ვერ იცანი?-მეკითხება და კოპებს კრავს
-ვერა
-მოიცადე-მარჯვენა ხელზე მავლებს ხელს და კარგად მაკვირდება-ხელი დაგლურჯებია ნატალია-შეშფოთებული აზრებს ვეღარ უყრის თავს-ასე ძლიერ როგორ გიჭერდა ხელს ?-გაჩუმებას ვამჯობინებ ახმა და არ ვამბობ მის წინაშე იმას რომ ნახევარი მისი ნამუშევარია ნახევარი უცნობი მამაკაცის,ასე თუ ისე მიხსნა დღეს.
-რატომ დამიცავი?
-არ უნდა დამეცავი?
-შენ ხომ ვერ მიტან
-ვერ გიტან? მე ყველას ვიტან
-გასაგებია..
-სახლამდე მიგაცილებ დღეს,უარი არ მიიღება-თითს ტუჩზე მაბჯენს-არავითარი არა-მისგან ვინთავისუფლებ თავს და ვჯდები მდივანზე
-მადლობ მაგრამ დათო მაცილებს დღეს-ვეუბნები თავაზიანად,ცოტა ხანს ჩუმდება,ფეხზე დგება და წარბებ შეკრული ტრიალდება ისევ ჩემკენ
-დათო? ვინაა დათო?
-ჩემი მეგობარია,აქ მუშაობს ისიც
-არა,ვერ გაგაცილებს ეგ შენი დათო-არ ვიცი რატომ მაგრამ ჯიუტდება დემეტრე და რატომღაც სიბრაზისგან თვალებიც ენთება
-რას ქვია ვერ გამაცილებს?
-არ ვენდობი აღარავის,არ მინდა ასე პატარა გოგონას დაგიშავდეს რამე
-დათო სანდოა,თანაც არ ღირს ჩემს გამო შეწუხება -ვდგები ფეხზე და ვუახლოვდები,მხარზე ვკიდებ ხელს და მთელი სინაზით ვაშტერდები თვალებში
-არა.. ვსიო.. ეგ შენი დათო სამსახურს დაკარგავს-მოკლედ მიჭრის და მშორდება
-გეყოდა დემეტრე-ვბრაზდები და თვალებს ვქაჩავ-სამსახურიდან ის თუ წავა მეც წავალ,მადლობა რომ დამეხმარე მაგრამ უფლებას არ მოგცემ ჩემზს იბატონო-ხმას ვუწევ და ხელებს ვშლი,ვფიქრობ როლებში მეტისმეტად შეიჭრა გმირი დემეტრე.
სიბრაზისგან ვენთები და მუცელი მტკივდება,უჩვეულო სიცივე მიყინავს ხელებს.
-კარგი-მშვიდად მპასუხობს-შეგიძლია წახვიდე თუ უკეთ გრძნობ თავს-სავარძელში ჯდება და სიგარეტს იღებს კოლოფიდან..
ვტრიალდები და ოთახიდან გავდივარ,კარს მთელი ძალით ვიჯახუნებ და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ ბარისკენ.
დღეს როგორც ჩანს დემეტრე მანთავისუფლებს ვალდებულებებისგან,ვიხსნი უნიფორმას და სკამზე ვჯდები კონფორტულად.
-ნიკოლოზ?-ბარის უკან მდგარი ნიკოლოზი მხვდება
-ნატა რა მოხდა?-შეშფოთებული მეკითხება და მათვალიერებს
-არ მინდა ლაპარაკი,დამისხი უნდა დავლიო
-მეც დამისხი-გვერდით მიჯდება ანა-ილიამ იცის-იქავე აყოლებს სანამ კითხვებს მივაყრი.

უკვე პირველი საათია,მე და ანასტასია გონის დაკარგვამდე ვსვამთ,გულის ტკივილს ნიკოლოზს ვუყვებით და შემდეგ ისტერიული სიცილი გვიტყდება ორივეს.
ბარი გატენილია ხალხით,ერთმანეთში ირევა ყველა,მუსიკის მაღალი ხმა ტვინში მირტყამს,კარგად შეზარხოშებული ფეხზე ვდგები და ანას ყურში ჩავკივი რომ ადგეს და მეცეკვოს.
მეორე სართულის შუა გულში შევდივართ,ამ დროს მუდამ მსგავსი სიტუაცია არის ბარში,ყველა ცეკვავს და საზიზღარ ცხოვრებას ივიწყებენ დროებით.
ცხოვრებაში პირველად ასეთი მთვრალი ვცეკვავ იქ სადაც ვმუშაობ,მაგრამ დიდად არ მანაღვლებს.
ანასტასია და მე გველებივით ვიკლაკნებით კარგა ხანს,დაღლილობას კი ვერა და ვერ ვგრძნობთ,დღეს უჩვეულოდ მძიმე და თავისუფალი დღეა ჩემს ცხოვრებაში..
წელზე მხვებს ხელს ახალგაზრდა კლიენტი და ჩენს ყელში მალავს ცხვირს,მუსიკის ჰანგებს ვაყოლებთ სხეულს,თავს უკან ვწევ და თვალებს ვხუჭავ,ერთი ორს მატრიალებს და თავისკენ მიზიდავს,მკლავებში მიმწყვდევს და ვნებიანად მკოცნის ტუჩის გვერდით.
-ნატალია-თვალებს ვახელ და ისევ დემეტრეს სახეს ვხედავ,ბიჭს მაცილებს და ანიშნებს ხელით რომ წავიდეს,ისიც მაშინვე ქრება თვალთახედვიდან.-რას აკეთებ?-მეკითხება გაბრაზებული
-როდის აქეთაა რაც ჩემი ძიძა გახდი?-ირონიულად ვიცინი და ზურგს ვაქცევ,არ ვიცი რანაირად მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ კვლავ ჩემს წინ ისვეტება
-გეკითხები,რას აკეთებ-მეთქი-უფრო მერად ეძარღვება ყელი და შუბლი,სიმთვრალის გამო მეცინება,მის ნერვებზე ძლიერ ვმოქმედებ ყოველგვარი თამაშის გარეშე
-ვცეკვავ ვერ ხედავ?-უხეშად ვპასუხობ,გვერდს ვუვლი მაგრამ ხელში ავყავარ და აივანზე გავყავარ,სიცილით ვდგები ფეხზე და დემეტრეს ლოყებზე ვუსვამ ხელებს
-რამდენი წლის ხარ ?-ვეკითხები და სერიოზულ სახეს ვიღებ
-ოცდა ხუთის-მპასუხობს და ჩემს ხელებს იშორებს სახიდან.
სიმთვრალის ბრალი არის თუ არა არ ვიცი მაგრამ ახლა ვამჩნევ,პირველად თუ როგორი შესანიშნავი მამაკაცია,ვიზუალურადაც და შინაგანი ბუნებითაც,მამაკაცური და ფიცხი.
ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ ცას ვაკვირდები და ვარაკვლავების თვლას ვიწყებ..ვგრძნობ დემეტრეს მზერას,როგორ არ მაშორებს წამითაც კი თვალს,ვცდილობ არ შევიმჩნიო მაგრამ ამაოდ,მეღიმება და თვალს ვუსწორებ ისევ. აივანზე მდგარ მაგიდას ვეყრდნობი და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ პირით
-მადლობა მინდა გადაგიხადო დღევანდელისთვის-სიჩუმეს ვარღვევ ისევ მე
-არ არის საჭირო,ყველას ასე დავეხმარებოდი -მიღიმის და თავს მიკრავს. ცოტა გულზე მხვდება მისი პასუხი,მე ვიღიმი და უხერხულობას ვფანტავ,არ მინდა მეტისმეტად შემემჩნეს ყველაფერი სახეზე.
უჩვეულოა დაინახო ადამიანის მეორე მხარე,უხეში ხის ნაჭრის უკან დახმარების სურვილის მქონე მამაკაცი. ვერ ვხვდები როგორი ადამიანია სინამდვილეში,შესაძლოა თამაშობს კიდეც მაგრამ თუ ეს ყველაფერი თამაშია მაშინ საუკეთესო მსახიობის ტიტულს იმსახურებს.

-ძალიან სიმპათიური ხარ,მოწმონს შენი ყურება მაგრამ მეჩქარება-ვაყრი ერთად სიტყვებს და ვსწორდები,მეცინება სულელივით ყველა წარმოთქმულ სიტყვაზე.
-საით?
-დათო უნდა ვნახო,ისვენებს ახლა -თავაზიანად ვპასუხობ და შენობაში ვბრუნდები.უკან მომყვება დემეტრეც და სპეციალურად უფროსებისთვის განკუთვნილ მაგიდასთან ჯდება ილიას გვერდით,საიდანაც ყველაფერი გასაოცრად ჩანს,ალბად სპეციალურად აირჩიეს ის მხარე.
დათოს ვეგებები და ანასტასიასაც მალევე ვაგნებთ,მომენტალურად ვფიქრობ მეტი არ დავლიო მაგრამ ანასტასია მითრევს ეშმაკურად სასმლის მორევში.
ჭიქებით ხელში ვცეკვავთ და ვერევით ხალხში,ზოგჯერ ილიასა და დემეტრესკენ ვიყურები,საიდანაც დემეტრე მტაცებელივით მაკვირდება.
ვცდილობ ხალხში უფრო მივიმალო.
სამწუხაროდ დათა ვერ სვამს სამსახურის გამო,ფხიზელს უწევს ცეკვა მაგრამ იძახიან ყველაზე კარგი გართობა სიფხიზლე არისო.
-ნატ-ყურში ჩამკივის ანა
-ჰო
-დემეტრე ასე რატომ იყურება?-მეკითხება და იცინის,მახსენდება დემეტრეს სიტყვები დათოზე რაც თქვა,ამ ყველაფერს ამ ჟამად ვმალავ მაგრამ მომდევნო დღეს აუცილებლად მოვუყვები ანას ყველაფერს
-არ ვიცი-ვპასუხობ და ვეხვები ანას.
უკნიდან დათო მეკრობა და თავისკენ მივყავარ
-ღმერთო რა გიჟი ხარ-იცინის და მაკვირდება
-ძალიან-ხელებს ვწევ ზემოთ და დათოს ვკოცნი ლოყაზე,ანასტასია კი მალევე იკარგება სადღაც მაგრამ უკვე ვიცი სადაც შეიძლება რომ იყოს ...
დათოც გულში მიკრავს მაგრამ ვინ დაგაცდის ადამიანურ გართობას?
ხელს მკიდებს დემეტრე ისევ და კიბეებისკენ მიმარბენინებს,პირვერ სართულზე საკიდზე დაკიდებულ ჩემს კირტკას სწვდება და გარეთ გავყავარ
-ვსიო-იძახის და ძალით მაცმევს
-რა გინდა გამაგებინე ადამიანო? მამად მომევლინე?-ხელს ვაშვებინებ და ბარბაცით მივდიბარ უკან-უკან
-შენ რა გინდა ? ასე გინდა კაცებს ეხახუნო,მოეხვიო,აკოცნინო და ეპროშნავო ?- მიყვირის და ახლა მართლა აღარ მეცინება
-შენ რა გინდა ? ვინ გეკითხება მე რას გავაკეთებ ? -მშვიდად ვეკითხები
-ახალგაზრდა გოგო ხარ,რაში გჭირდება ეს
-ვერთობი დემეტრე,ეს გართობაა თუ არ გსმენია
-უცხო მამაკაცი რომ გკოცნის?
-ერთხელ მოხდა ეგ
-არცერთხელ არ უნდა მოხდეს -თითით მიმანიშნებს რომ მოთმინების ფიალა ევსება,კბილებიდან ცრის
-მე ახლა წავალ,ორი ხდება და მაინც იკეტება ბარი,დათოსთან წავალ,გამაცილებს შენ კი არ დამენახო -ვაფრთხილებ მკაცრად
-ვერსად გაგაცილებს-ხელს მკიდებს და მაჩერდება გაცეცხლებული თვალებში.
პასუხის გაცემას ვერ ვბედავ,საშინლად გაღიზიანებულ მამაკაცს არც უნდა ევაჭრო ბევრი..
-აქ დამელოდე-მიდის და უკან მანქანით ბრუნდება,წინ ვჯდები და ღვედს კარგად ვიკრავ,დემეტრე კი ამოწმებს და მანქანას ძრავს,ისე სწრაფად მიაქროლებს თითქოს რაკეტაში ვიჯდეთ მაგრამ ხმას არ ვიღებ
-გაცდი
-სახლში არ მიდიხარ-ისე მპასუხობს ზედაც არ მიყურებს
-სად მივდივართ
-ჩემს სახლში.. დილით ვიღაცის მკლავებში რომ გაიღვიძო არ გამიკვირდება
-შენ ვინ გგონივარ?
-მთვრალი გოგო,რომელსაც სავარაუდოდ ქალიშვილობის სინდრომი ჭამს შიგნიდან
-რაო?
-ადამიანი რომ შემოგხედავს მაშინვე მიხვდება ამას,იმიტომაც გეხვევა ამდენი კაცი,ახალი ხილი ხარ
-შენ სერიოზულად ვერ აზროვნებ-ვპასუხობ და ვჩუმდები.

მთელი გზა სიჩუმეში გადის,მანქანას ავტოსადგომზე აჩერებს,თვითონ მხსნის ღვედს და მიღებს კარს,ხელს მკიდებს და მაღალსართულიან შენობაში მიმათრევს.
ლიფტში ვდგებით და ვხედავ როგორ აჭერს ღილაკ თორმეტს..
მალევე ავდივართ საჭირო სართულამდე და ლიფტიდან სწრაფად გავდივართ,ჯიბიდან გასაღებს იღებს და სახლის კარს ხსნის,შესასვლელშივე ანთებს შუქს..
ნათდება მთლიანი სახლი,მისაღები ოთახი,უზარმაზარი სახლია იმის მიუხედავად რომ სართულებიან ბინაში ცხოვრობს,ვამჩნევ კობეს როგორც ჩანს ზემოთა სართულიც მისია,ნეტავ რატომ არ მიკვირს ?
სავარძელში ვჯდები და დემეტრეს ველოდები როდის მოვა და დაჯდება
-დემეტრე-ვეძახი და სპორტულებში გამოწკეპილი გამოდის-რა გენაღვლება -ვბუტბუტებ და სხვაგან ვიხედები
-რა თქვი?
-არაფერი-ვარიდებ თავს-მადლობა მაგრამ რა ვაკეთო?-ვეკითხები და ტუჩებს ვგრიხავ
-რაღაც მინდა შემოგთავაზო-თემას ცვლის
-გისმენ
-შენი ნაქირავები ბინა არ გინდა
-აბა სად ვიცხოვრო? უკეთესი იდეა მომაწოდე
-აქ-ამის გაგონებაზე სიცილი მვარდება
-რა სისულელეს ამბობ?-ფეხზე ბდგები
-ვერსად წახვალ,აქ თუარ იცხოვრებ დღეს მაინც აქ გაათენებ ღამეს-დგება ისიც და ნიშნის მოგებით მაძახებს
-კარგი.. ამიხსენი ჩემგან რა გინდა ?
-არაფერი
-აბა რა ქვია ამ ყველაფერს?
-მისმინე ნატალია,მე ვერ დავუშვებ რომ სხვა კაცი გეხებოდეს ან შენ ეხებოდე
-რას ნიშნავს ეგ
-მინდა ჩემი გახდე-მოულოდნელობისგან ისევ სავარძლამდე მივდივარ და ვჯდები
-უკაცრავად?
-მინდა რომ ჩემი იყო
-რეებს მკადრებ დემეტრე? ბავშვი გგონივარ?-ყელში ბურთი მეჩხირება
-ცუდად გამიგე..მინდა რომ ცოლად გამომყვე,თითსაც არ დაგაკარებ
-უსიყვარულოდ ოჯახს არ შევქმნი
-მამისთვის ხომ გჭირდება ფული,ხომ გინდა რომ მამას უზრუნველი ცხორება შეუქმნა-საიდან იცის ჩემზე ამდენი ნეტავ?
-კი
-ხოდა გამომყევი ცოლად,შენ მე დამეხმარები მე კი შენ
-და ეს ფიკტიური ქორწინება რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს?
-წელიწადი
-და რატომ?
-მე შენს საქმეებში არ ვერევი,შენც ნუ ჩაერევი
-კარგი..თანახმა ვარ
-არის რაღაცეები რისი შესრულებახ მოგიწევს
-მაინც?
-არავითარი მამაკაცებთან პროშნაობა,ჩახუტება,მოფერება,ალერსი-იწყებს მკაცრად-როგორი ქალწულიც ახლა მბარდები ისეთივე უნდა იყო წასვლის დღემდე.სახლში ჩემთან ერთად იქნები,აქ ვიცხოვრებთ. მე ხელს არ შეგიშლი შენ,შენ კი მე არ შემაწუხებ,და კიდევ ის დავითი მოიშორე არ მომწონს და არ მინდა ჩემს ცოლთან ქონდეს რაიმე ურთიერთობა-მაფრთხილებს და ფეხზე დგება..არ ვიცი რატომ მაგრამ ეს სიტუაცია მომწონს,უბრალოდ იმ სიტყვების მრცხვენია დაც აივანზე ვუთხარი მის გარეგნობაზე,მაგრამ მგონი დაავიწყდა კიდეც..

__________

რამდენიმე დღის შემდეგ სამსახურიდან მიშვებს,ჩემს ბარგს თავის სახლში ალაგებს,ჩემს ოთახს ამზადებს,ხელს ვაწერთ და ვაანალიზებ რომ ნამდვილი თამაში ახლა იწყება..
ვერასდროს წარმომედინა რომ აქამდე მოვიდოდი მამის გამო,იმის გამო რომ დედამ ძალიან პატარა ასაკში მიგვატოვა მე და მამა საბრალოს ჩემი აღზრდა მძიმედ დააავა მხრებზე,სოფელში დაავადებული და უსუსური ჩავაბარე მამიდაჩემს ერთი პირობით,რომ მალე ჩამოვიყვან ჩემთან მასაც და მამიდასაც.
მეშინია შეცდომების დაშვების,ჩემი ცხოვრება დემეტრესას უნდა შევუსაბამო,ეს უხეში,ტირანი და დომინანტი მამაკაცი ბოლოს მომიღებს ვიცი,არც კი ვიცი რომელ კედელს შევასკდე,არც ის ვიცი რის გამო ჭირდება ეს მაგრამ მოსახდენი მოხდა..
ცხოვრების რთულ სპეკტაკლში ახლა მეც ჩავები,ვისი როლი მაქვს ჯერ არ ვიცი მაგრამ ბოლოს როგორ დავასრულებ დაახლოებით ვხვდები..

-ნატალია შეგიძლია მოეწყო,როგორც გინდა ისე მოაწყე შენი ოთახი,მე ჩემს ოთახში დავიძინებ
-რაღაც მინდა რომ გკითხო
-გისმენ
-გთხოვ არ დამიმალო,რატომ აკეთებ ამას?
-ეგ ჩემი პირადი პრობლემაა-მპასუხობს და სამზარეულოში ინაცვლებს..
ოთახში ვიკეტები,ტანსაცმელს ვაკაგენ ჩემოდნიდან და კარადაში ლამაზად დაკეცილს ვაწყობ,საწოლზე ვჯდები და ტელეფონზე შემომავალ სამ ზარს ვნახულობ,როგორც ჩანს ანასტასიას ინტერესი კლავს.
დღევანდელ ღამეს მასთან საუბარს ვერ ვრისკავ,ტელეფინს ვთიშავ და საწოლზე ვწვები,ვფიქრობ ყველაფერზე რაც გამოვიარე მაგრამ დათოზე შემტკივა გული.
ვცდილობ თავი ავარიდო მის ზარებს წერილებსა და მოახლოვებას,როდემდე გავძლებ ასე არ ვიცი...



№1  offline წევრი skida

ძალიან მაინტერსებს რა იქნება მომავალში მალე დადებ ხომ?

 


№2  offline წევრი miranda mira

skida
ძალიან მაინტერსებს რა იქნება მომავალში მალე დადებ ხომ?


რა თქმა უნდა საყვარელო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent