„იყო და არა იყო რა“-ანუ ტყუილით დაწყებული ურთიერთობა I
არასდროს არაფერს,და განსაკუთრებით არავის შეეჩვიო...რადგან რაც უფრო ეჩვევი რაიმეს,მით უფრო გიჭირს მისი დაკარგვა.. ეს კი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.რაც უფრო ძლიერ გვიყვარს, მით უფრო მტკივნეულია, როცა გვტოვებენ. როცა განშორებას განიცდი, გინდა, რომ ყველა გაჩუმდეს, შეწყვიტონ შენი დამშვიდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გინდა, რომ ბრბოში დაიკარგო, შორს გაფრინდე, იპოვო ისეთი წამალი, რომელიც ამ საშინელ ტკივილს გაგიყუჩებს. მაგრამ არაფერი გშველის. და, ნუთუ, მართლა არის ისეთი რამ, რაც არა უბრალოდ დაფარავს, არამედ ნამდვილად უმკურნალებს ამ ჭრილობას?.. არამგონია! უდარდელიმა ბავშვობამ წამში გაირბინა,ცხოვრების სიმწარე პირველად ხუთი წლის ასაკში ვიგემე.. როცა დედა გარდამეცვალა... მამამ ვერ აიტანა საყვარელი ქალის დაკარგვა და ალკოჰოლში ცდილობდა ნუგეში ეპოვნა,ამასობაში კი გალოთდა... „ნაადრევად გაზრდილი ბავშვი“ ასე მიწოდებდნენ ქუჩაში სადაც გავიზარდე,ყველა ცდილობდა სიბრალული დაემალათ,მაგრამ მათი თვალები ამას ვერ ახერხებდა.. მოზარდი,თავქარიანი და ჩემი პრობლემების მიუხედავად მაინც ლაღი ვიყავი,ვცდილობდი ყოველი დღით დავმტკბარიყავი,მაგრამ მამაჩემის წყალობით,რა თქმა უნდა ამას ვერ ვახერხებდი.. უბანში გასვლა ძალიან მიყვარდა,განსაკუთრებით მაშინ,თუ ჩვენს მეზობლად შავი „ე60“ დგებოდა დაბურულ მინებზე,ყოველთვის გულისფანცქალით ჩავუვლიდი გვერდს და წარმოვიდგენდი,ვინ შეიძლება ყოფილიყო მისი მძღოლი,რომელიც არასდროს დამიანხავს.. ვგრძნობდი აქ გავლისას ზურგი როგორ მეწვებოდა ხოლმე,ვიღაც ფარულად მიყურებდა მაგრამ ეს წვაც უმალ ქრებოდა როგორც კი მოვშორდებოდი იმ ადგილს.. იმ დილითაც იდგა მეზობლად შავი „ე60“ დაბურულ მინებზე,როცა პოლიციამ ლამის იერიშით აიღო ჩვენი ერთიციცქნა სახლი.. როგორც გავიგე მამამ დიდი დანაშაული ჩაიდინა,გაძარცვა „მდიდრების“ ოჯახი და ვიღაც კაცი შემოაკვდა... ეს ჩემთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა,თითქოს გული ორად გამეხლიჩა,თითქოს ჩემს ღირსებას შავი ჩრდილი მიადგა.. მეზობლები „სეირის“ საყურებლად იყვნენ გამოსული,თითქოს ჩემზე გული შეტკიოდათ,თითქოს განცდიდნენ.. მეზობლებს შორის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი შევნიშნე,რომელიც „ჩემს“ „ე60“-ს მიყრდნობოდა და შეფიქრიანებული სახით მიყურებდა.. წარბები ისე ჰქონდა შეჭმუხნილი ალბათ ნაოჭებად დაეტყობოდა.. მამა წაიყვანეს თუ არა მაშინვე განყოფილებაში წასასვლელად მოვემზადე.. რა თქმა უნდა ოცი წლის გოგოს სერიოზულად არავინ აღიქვამს,განსაკუთრებით განყოფილებაში.. ყველა ალმაცერად მიყურებდა,როცა გებულობდნენ რა საქმეზე ვიყავი მისული,უცებ ჩემი სახელი მომესმა,საკმაოდ მკაცრ ინტონაციაში -ევანგელინა გველესიანი მომიძებნეთ! -აქ ვარ!-მეც იგივე ინტონაციით გავეცი მამაკაცს პასუხი და მისი მიმართულებით წავედი.მას ტუჩის კუთხეში ღიმილის ნაოჭი გაუჩნდა და ცალი წარბი შემფასებლურად ზემოთ ასწია. -აქეთ მობძანდით.-თავაზიანად გამიღო კაბინეტის კარები მამაკაცმა.. ეს იყო პროკურორი,რომელმაც მამაჩემი დაიჭირა.-გიორგი დევდარიანი ვარ,პროკურორი.. რომელიც მამაშენის საქმეს წარუძღვება.. -ბატონო პროკურორო მაპატიეთ, მაგრამ აქ თქვენთან საჭორაოდ არ ვარ მოსულ.. მამაჩემის ნახვა მინდა.-ასეთი ლაპარაკის გამბედაობა მისმა სავარაუდო ასაკმა მომცა.. ახალგაზრდა ოცდახუთი წლის ბიჭი თუ იქნებოდა.. პროკურორი ასე იოლად ვერავინ გახდება თუ მაგარი „შიშკა“ არ ჰყავს სადაც საჭიროა. -რა თქმა უნდა,მამათქვენს ნახავთ.. მაგრამ მანამდე მე უნდა გესაუბროთ. -და ჩვენ სასაუბრო რა გვაქვს? -მამაშენი უზარმაზარ ვალებშია გადავარდნილი,ამიტომ გაძარცვა ოჯახი და შემოაკვდა მამაკაცი.. პირდაპირ გეტყვი სათქმელს.. „ჩვენ“ დავფარავთ ვალებს,დანაშაულსაც შევუმსუბუქებთ მას,მაგრამ ამისთვის ჩვენთან მოგიწევს თამანშრომლობა..-ლამის გავშტერდი.. ვერ გავიგე რა უნდოდა ამ კაცს ჩემგან. -უკაცრავად?-იმელა ხმაზე ვიყვირე,მე თვითონვე შემეშინდა ჩემი ხმის. -დიახ იმედია მოვრიგდებით.. ვიცით რომ მამის მეტი არავინ გყავს და გასაჭირში არ მიატოვებ.. გარდა ამისა მისი მევალეები შენ დაგიწყებენ დევნას..-უკვე მქონდა რამოდენიმე შემთხვევა იმათთან ვისი ფულიც მამაჩემს ემართა.. ამიტომ ყველაფერი უფრო რეალურად გავაანალიზე. -ჩემგან რას მოითხოვთ?არც იურიდიული განათლება მაქვს და საჯარო სკოლის მერე აღარც სწავლა გამიგრძელებია. -ჩვენ შენი განათლების შესახებ გვაქვს ინფორმაცია.. მაგრამ ეგ არაფერში დაგჭირდება.. ლამაზი გოგო ხარ,დარწმუნებული ვარ ბევრი მამაკაცის გულ გექნებათ მონადირებული.-უკვე თვითონ გადავიდა თავხედობაზე,როცა ჩემი გარეგნობის აღწერა დაიწყო. -როგორ ბედავთ ჩემზე ასე საუბარს!-გამოვცერი კბილებში. -გაჩუმდი და მომისმინე!..-მაშინვე გავჩუმდი.-შენს მეზობლად შავი „ბე ემ ვე“ს დარწმუნებული ვარ ამჩნევდი,მისი მფლობელი საეჭვო საქმეებშია გახვეული,რაზეც მტკიცებულება არ გვაქვს.. ყველა ვინც შევაგზავნეთ გამოავლინეს,ახლა მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა.. მისი გულის მონადირებით უნდა გაგვიგო ინფორმაცია და მოგვაწოდო,ჩვენ კი საქმეს მივხედავთ. -ბატონო პროკურორო შეიშალეთ?როგორ იფიქრეთ რომ ასეთ რამეს გავაკეთებ? -გააკეთებ თუ გინდა მამაშენი ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს.-დამემუქრა ის. -იქნებ წავიდე და ყველაფერი იმ კაცს მოვუყვე,ამაზე არ გიფიქრიათ? -რომ ვიფიქრეთ სწორედ ამიტომ ზის მამაშენი ციხეში.. ახლა წადი,ხვალ დილამდე დაფიქრდი გიღირს კი მამაშენი ამ ფასად? ხვალ კი შემოგვიარე და გაგვაგებინე რას გადაწყვეტ! როგორც მიხვდით ხელფეხშეკრული ვიყავი, „გამოუვალი“ სიტუაცია იყო.მამაჩემს ამდენი სმიდან „ცე ჰეპატიტი“ ჰქონდა,ის ციხეში დიდხანს ვერ გაჩერდებოდა,მე კი მის მეტი მართლაც არავინ გამაჩნდა სამყაროში.. რაც არუნდა საშნელი მამობა გაეწია ჩემთვის,ასეთ დღეში ვერ მივატოვებდი,მიუხედავად იმისა რომ ის „მკვლელად“ იქცა. სახლში მისვლამდე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა,მაგრამ კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი და დავრწმუნდებოდი მის სისწორეში.. მეზობლად „ე60“ ისევ იდგა... სახლში შევედი.. შხაპი მივიღე და პირსახოცშემოხვეული სასტუმრო ოთახში დავჯექი ყავის ფინჯანთან ერთად... აღარაფერზე ვფიქრობდი,ცოტახნით მაინც მინდოდა „გამოუალი სიტუაცის“ დავიწყება,როცა კარებზე კაკუნის ხმა გაისმა,ძალან შემეშინდა.. დამფრთხალი ჩიტივით მიცემდა გული,თანახ მე ნახევრად შიშველი ვიყავი,მაგრამ იმის დროც არ მქონდა რაიმე ჩამეცვა.. „გავხედე“ „ე60“ის პატრონი იყო.. ერთი,ორი ღრმად ჩავისუნთქე და კარები ოდნავ შევაღე.. გადავწყვიტე მასზე შთაბეჭდილება აქედანვე მომეხდინა,რადგან ხვალიდან „დიდი თამაშის“ დაწყებას ვაპირებდი მის წინააღმდეგ. -გისმენთ..-ძლივს ამოვიღე ხმა.. -კარს უკნიდან დამელაპარაკები,თუ გამოჩნდები?-გამოჩენა არ მინდოდა რადგან თითქმის შიშველი ვიიყავი.. -მაპატიე.. შემოდი და მეც ახლავე მოვლ.. შხაპის შემდეგ ჩაცმა ვერ მოვასწარი.-დავამატე როცა წარბაწეულმა შემათვალიერა პირსახოცში.. -კარგი მიდი ჩაიცვი.-მამაკაცი შემოვიდა და კარი ფრთხილად მიხურა,მე კი ჩასაცმელად საძინებელში შევედი. ასეთი სულელი როგორ ხარ.-ვუთახი ჩემს თავს და სწრაფად ჩავიცვი.. უცნობი მამაკაცი სახლში შემოვიპატიჟე თანაც ასეთ მდგომარეობაში..ჭკუა სულ დავკარგე მამაჩემის გადამკიდე.რამოდენიმე წუთში მასთან დავბრუნდი და უხერხულად გავუღიმე. -კარგად ხარ?-მკითხა მან.. -კი რატომ მეკითხები? -იმიტომ რომ დილით ვერ გამოიყურებოდი კარგად. -ჰო.. მამაჩემი დააკავეს,კარგად როგორ უნდა ვყოფილიყავი,ამ კაცის გადამკიდე მეც შემელახა რეპუტაცია,თუნდაც სამეზობლოში. -შენ რა შუაში ხარ? -შვილები აგებენ პასუხს მშობლების დანაშაულზე.. ეს ყოველთის ასე იყო ,არის და მომავალშიც ასე გაგრძელდება,მაგრამ მე აქედან წავალ სადმე..-უკვე თამაში დავიწყე... უკვე ვტუებოდი,ასეთი საზიზღარი რატომ ვიყავი არ ვიცი,ან საიდან მაფიქრდებოდა ამდენი ტყუილები. -სადმე სად? გყავს ვინმე? -არა მარტო ვარ,რამეს მოვიფიქრებ.-უკვე თავსაც ვაცოდებდი,მიუხედავად იმისა,რომ არ ვიცოდი მასზე არაფერი.იქნებ უგულო არსება იყო. -სადმე მუშაობ? -არა.-ის ჩაფიქრდა,შემდეგ გამომხედა და თითქოს საკუთარ თავში ორჭოფობდა ისე მითხრა. -თუ სურვილი გექნება,მე მავს ერთი ვაკანტური ადგილი. -რა ადგილი? -პირადი დამხმარე მჭირდება.. განრიგის გაცნობა,შეხვედრების დანიშვნა და ა.შ ხო გესმის არა? -შენ?-ავათვალიერე დაეჭვებულმა. -კი მე! -ასეთ ვინ ხარ,რომ დამხმარე გჭირდება? -შენ თუ სამუშაო გჭირდება მე გთავაზობ,სხვას არ გეხება,თუ თანახმა ხარ ხვალიდან შეუდგები მუშაობას. -კი მაგრამ რატომ მეხმარები?სიბრალულის გამო? -შესაბრალისი არაფერი გაქვს.უბრალოდ დახმარების სურვილი გამიჩნდა. -მაგრამ მე არც კი გიცნობ. -ანდრეი ვორონცოვი.-თქვა სახელი და გვარი და ჩემი სახლიდან ისე გავიდა პასუხს არც კი დალოდებია. გამეცინა,რადგან ჩიტი მახეში თავისივე ფეხით შევიდა.. უკვე ნერვებს მისლიდა ს ტიპი,მაგრამ მივხვდი „არ მოვიწყენდი“. დილით ძალიან ადრე გავიღვიძე,მინდოდა განყოფილებაში წავსულიყავი და პროკურორისთვის თანხმობა განმეცხადებინა,მაგრამ სახლიდან გავედი თუ არა ანდრეი დავინახე მანქანაზე მიყრდნობილი,რომელიც მე მელოდებოდა.. დამინახა თუ არა საათს დახედა,მეც ინსტინქტურად დავხედე საათს,თან ვფიქრობდი ახლა რა მომეტყუებინა,სად მივდიოდი.. -ასეთ დროს სად მიდიხარ? -რა შენი საქმეა?თანაც აქ რას აკეთებ?-ვეცადე დრო მომეგო ცოტახნით.. -მე შენი დამქირავებელი ვარ ამიტომ მეკითხება,სად მიდიხარ! -განყოფილებაში.-ენაზე ვიკბინე,რადგან სიმართლე წამომცდა.. იმედია დანარჩენსაც არ დავამღერებდი. -რა გინდა განყოფილებაში? -მამაჩემის საქმესთან დაკავშირებით უნდა გავრკვიო.-მიზეზი მე რომ მქონდა განყოფიებაში წასასვლელად ისეთი ვის ჰქონდა?.. იზრუნა პროკურორმა იმაზე,რომ ეჭვი არ გასჩენოდა ვინმეს რამეზე..-ანდრეი თქვენ რას აკეთებთ აქ,ამ დროს? -თქვენ გელოდებოდით,რომ საქმეს მივხედოთ.-ჩემი სახე რომ დაინახა დაამატა.-ჯერ განყოფილებაში წაგიყვანთ. განყოფილებაში მივედით.. ანდრეი მანქანაში დარჩა,მე კი სწრაფი ნაბიჯით შევიჭერი პროკურორის კაბინეტში,რომელსაც ჩემი დანახვა არ გაჰკვირვებია.. -მოიფიქრეთ? -დიახ.. საქმეში ვარ,მეტიც ახლა აქ ანდრეი ვორონცოვმა მომიყვანა და მე მისი პირადი დამხმარე ვარ,ასე რომ წავედი.-მივაყარე სიტყვები -შენ რა სწრაფი ყოფილხარ.-დამცინა მან.-მაგრამ კარგად იცოდე ეს არის გასაიდუმლოებული და ჩვემს ზემდეგს ეცოდინება მხოლოდ შენი არსებობის შესახებ.-გამოსვლისას დაამატა.-და კიდევ.. მასზე ინფორმაცია არ გინდა? -არა,მირჩევნია ყველაფერი ბუნებრივად წარიმართოს. -მაგ ბუნებრობაში არ შეგიყვარდეს თუ არა მამაშენის გვერდით ამოყოფ თავს,ეს ხო გაიგე? -გავიგე! -მას საცოლე ყავს,მაგრამ შენი მომხიბლაობის იმედი მაქვს.-გამომაჯავრა ბოლოს. ერთი სიტყვით,“მაგარ საქმეში“ ვიყავი,უფრო სწორად კი „მაგარ შარში“.. -წავედით?-მკითხა ანდრეიმ როცა მანქანაში ჩავჯექი. -თუ გინდა ვიდგეთ.-გამეცინა,მე რადგან ალოგიკური კითხვა დამისვა,მასაც გაეღიმა მაგრამ ირონიულად. მალევე მივედით უზარმაზარ სახლში.. ისეთი თეთრი იყო,მზის სხივი რომ ეცემოდა გეგონებოდათ ანათებსო.. უზარმაზარი მრგვალი აივნები,როგორც ჩანს ჩემი ჩიტი მართლაც ძალიან მდიდარი იყო,მე კი მევალებოდა მისი საქმიანობა დამედგინა. -არ ჩამოდიხარ?-მკითხა როცა მანქანიდან პირღიავუყურებდი ამ სილამაზეს.მან კი ჩასვლაც მოასწრო და ჩემთვის კარების გაღებაც. -მადლობა თავაზიანი ბრძანდებით.-გამოვაჯავრე და მანქანიდან გადავედი. სანამ სახლში შევიდოდით ისევ გარეგნული ინტერიერით მოხიბლული მას მივშტერებოდი.უეცრად აივანზე ქალი შევნიშნე,რომელიც ხელებგადაჯვარედინებული იდგა და ჩვენ გვიყურებდა.სახლისშიდა ინტერიერი ბევრად მდიდრული იყო ვიდრე გარედან.. კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით მომავალი ისევ ის ქალი შევნიშნე,რომელიც მტრული მზერით მიყურებდა და ანდრეის ისე გადაეხვია ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. -ეს ვინ არის?-თითქოს მორიდებულად იკითხა ქალმა. -ეს ევა არის ჩემი პირადი დამხმარე.. -დამხმარე რაში გჭირდება,როცა მე გყავარ?-ეჭვიანი ინტონაციით წაისისინა ქალმა. -საკმარისია ქეთი.-მკაცრი მზერით გახედა ანდრეი და ქალიც მაშინვე ჩამოშორდა. ანდრეი სწრაფი ნაბიჯით აუყვა კიბეებს,ჩენ ორნი ვიდექით ერთმანეთის პირისპირ როცა გავაანალიზე,ნამდვილი გართობა ახლა იწყებოდა. პ.ს როგორ ფიქრობთ ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.