შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე,ჩემთან [4 თავი]


5-02-2018, 02:27
ავტორი happier5
ნანახია 1 440

არ ვიცი მეშინოდა თუ არა,მიმიღებდა თუ არა,ისევ ვუყვარდი თუ არა,მაგრამ ფაქტია,ლექსოს სახლის კართან ვიდექი დაახლოებით 20 წუთი და ვფიქროდი,დამერეკა თუ არა ზარი.
ძალები მოვიკრიბე და ზარი დავრეკე ერთხელ,მეორეჯერ,მესამეჯერ.უკვე იმედი აღარ მქონდა,როდესაც ყვირილის ხმა მომესმა
-მოვდივარ ხო,ამის დედაც,რა იყო-სახელური ჩამოიწია.ჩემი და ლექსოს თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.2 თვის შემდეგ,პირველად.გული ისე ამიჩქარდა მეგონა გასკდებოდა.ჰაერი აღარ მყოფნიდა,ხმას ვერ ვიღებდი.უბრალოდ ვუყურებდი მის თვალებს,მის შავ,უძილო თვალებს.
-მარიამ?-მკითხა.ისევ ვერ ამოვიღე ხმა.-არ გესმის?-უხეშად მკითხა.
-შეიძლება?-ძლივს ვთქვი,უფროსწორად ამოვიკნავლე.
-შემოდი,-მითხრა და უკან გაბრუნდა.კარი მივხურე და მისაღებში შევედი.დივანზე ისე უცხოდ დავჯექი,თითქოს არასდროს ვყოფილვარ ამ სახლში.წინ დამიჯდა,გულის ცემას უკვე მუხლებზეც კი ვგრძნობდი,ხელები საშინლად გამიოფლიანდა.მაინც ვერ ვიღებდი ხმას.
-აბა?-ორაზროვნად მკითხა.-რისთვის მოხვედი?
-მე..მომენატრე ძალიან,ლექსო-ძლივს ვუთხარი და ახლა უკვე ვეღარ შევიკავე თავი,ცრემლებს გასაქანი მივეცი.-ხო,მომენატრე.ვიცი რომ არ მაქვს იმის უფლებაც,რომ მენატრებოდე.ხო იცი არა როგორ მომენატრე? ვიცი რო იცი,აი მაშინ პირველად რომ წახვედი სამი თვით გერმანიაში,იმ სამ თვეზე მეტად მომენატრე.იმ ტკივილზე უფრო მეტად მტკივა.ყველაფერზე მეტად.ხო იცი არა?-ძლივს ვუთხარი.ფეხზე ადგა,ნელა დადიოდა მისაღებში.თან მიყურებდა,ხმას კი არ იღებდა.
-გთხოვ მითხარი რა რამე,მიყვირე თუნდაც.უბრალოდ ჩუმად ნუ ხარ.-მისკენ წავედი.
-რა ჯანდაბა გინდა რომ გითხრა?რო დამტოვე *ლესავით მაშინ არ მომისმინე და ახლა რისი თქმა გინდა?თუ რადგან მოხვედი,ჩემო სიცოცხლე გაპატიებ,დაიკიდე დედა მაინც მომიკვდა უკვეთქო,ეს უნდა გითხრა? ახმელა გოგო ხარ,მგონი კარგად ხედავ,შემომხედე უკანასკნელ სირს ვგავარ?-ბოლო ხმაზე ღრიალებდა.დამეფიცება პირველად შემეშინდა ლექსოსი,უფრო მისი თვალების.-ხო გითხარი არა რო აღარასდროს გენახე? ხო გითხარი არა? ბოლომდე რატო მანადგურებ,რა გინდა-სიმწრით მითხრა და ჩემკენ მოდიოდა.მე კი უკან ვიხევდი,სანამ ზურგზე სიცივე არ ვიგრძენი,კედელეს ავეკარი.წამის მეასედში კი ჩემ თვალებს,მისი ცივი,გამყინავი თვალები უყურებდა,ჯერ რომ არ მენახა არასდროს ისე მიყურებდა.
-ლექსო..
-არაფერი არ თქვა,გთხოვ,ამჯერად გაჩუმდი-მითხრა და მაკოცა.არ ვიცი ეს რა იყო,სიზმრისა და რეალობის გასაყარზე ვიყავი,ბოლომდე ვერ ვიაზრებდი რა მოხდა,როგორ მოხდა.მისი ცხელი ტუჩები ჩემსაზე რომ ვიგრძენი,მაშინ მივხვდი რა მაკლდა ამდენი ხანი.ხელები კისერზე მოვხვიე და კოცნაზე,კოცნითვე ვუპასუხე.თითქოს მაშინ,მაისში კი არა,ახლა იყო ჩემი პირველი კოცნა.ჩვენს ტუჩებს შორის ჩემი ცრემლები იყო,რომელიც შეჩერებას აშკარად არ აპირებდა.მომშორდა,შემომხედა და ისეთი ხმით მითხრა, გეფიცებით რომ მოვკდარიყავი,არ გამიკვირდებოდა.
-რა ჯანდაბას მიშვები მარიამ? და როგორ მიყვარხარ? აზრზე არ ხარ.-შუბლზე მაკოცა.-მარა რა ვქნა რო დედაჩემს ბოლო სურვილს ვერ შევუსრულებ,ვერ გაპატიებ.-თვალი ჩამიკრა,კიდევ ერთხელ მაკოცა და კარისკენ მანიშნა.
იმ წამს,წარმოვიდგინე,ვიგრძენი,გავიაზრე რა იყო სიკვდილი.
ფეხები მომეკვეთა,სხეულს ვერ ვიმორჩილებდი ისე მიკანკალებდა.
როგორ წამოვედი მისგან,როგორ აღმოვჩნი სახლში,აღარც მახსოვს.


*****
-მარიამ,კარგი გეყოს-სიცილით მეუბნებოდა ის და ხელს მიჭერდა,რომ მის თეძოებს აღარ შევხებოდი-კაი ვსო,ხო იცი არა მაგრად მეღუტუნება-ბოლო ხმაზე იცინოდა
-ზუსტად მაგიტომ ვაკეთებ მერე
-გეყოს რა-ხელები მოვაშორე.ლოყაზე ნაზად ვაკოცე და ჩემ ადგილს დავუბრუნდი.
-ერთხელ ავარიაში თუ მოვყევით,შენი ბრალი იქნება.
-შენ თუ ისე მოგეღუტუნა რო ავარია მოხდეს,რა ჩემი ბრალია
-ისე ასწორებს ტო,წყვილი ავარიში მოხვდა,ღუტუნის გამო-გამიცინა და სახლთან გამიჩერა.
-ლექსო კიდე როდის გნახავ?-ჩემთვის ყველაზე რთული კითხვა დავუსვი,მისთვისაც.
-ერთ თვეში,ან უფრო მალე-იმედიანად მითხრა
-არ მინდა რომ წახვიდე ასე მალე,ცოტახანი კიდევ დარჩი
-სავადმყოფოში ფული გადასახდელია,თორე დავრჩებოდი,ჯერ ადრეა ოპერაციამდე-მითხრა და მთელი სახე დამიკოცნა.
-მიყვარხარ,ძალიან-ვუთხარი ცრემლიანი თვალებით
-აუ არ იტირო,ჩემ თავს გაფიცებ-მითხრა და მიმიხუტა,მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე,ისე რომ ერთი თვე გამყოლოდა.-მიყვარხარ-მანაც მითხრა და თითებზე მკოცნიდა,როგორ მინდოდა ეს წამები სამუდამოდ გაგრძელებულიყო

*****
-მერამდენჯერ მოვიდა და აზრზე ხარ? კიდე გავუშვი,აუ რა *ლე ვარ.ვიცი რო ნანობს,ჩემთან რო უნდა ვიცი,და მაინც ვერ რა,იმენა ვერ-ნერვიულად დავდიოდი და დუდუს ვუყურებდი რომელსაც სახეზე ეწერა, „*ლე ხარ“.
-,მეტი რა ქნას მაგ გოგომაც? ცოტა ტვინი გაამოძრავე რა,ვის არ შეშლია სიტყვები.ისე ნუ იქცევი თითქოს ახალი გაცნობილი გყავდეს.2 წელი გოგო რო იყო,ითმინო და რო გგონია ბიჭი ვაფშე ჩამოდის,იმენა ბედნიერი ხარ და თემები და უცბად 6 თვე ისე მივდივარო,რო გითხრას.
რა რეაქცია გექნება ტო,მითხარი რა
-მერე რა იყო საგულაოდ დავდიოდი? დედა მყავდა იქ
-ვიცი ტო და მესმის,ცუდად გამოუვიდა მაგრად.მარა უყვარხარ რა,გიყვარს.და ხო იცი დედაშენს შენს მერე ვინც უყვარდა? მარიამი ტო,მარიამი უყვარდა.
-მერე როგორ დააფასა მაგან დედაჩემის სიყვარული?წადი და კარგად მიხედე,ჩემთვის აღარ ჩამოხვიდეო.ტვინიდან არ ამომდის დუდუ ეს სიტყვები,მართლა,შენ ძმობას ვფიცავარ,ვერ ვიკიდებ რა-უკვე მერამდენე ღერს მოვუკიდე,ვეღარც ვითვლიდი.
-შენ უარესები გითქვამს გაბრაზებულზე მარიამისთვის.კაროჩე,კარგად დაფიქრდი რა,თქვენ ცალ-ცალკე? ვერა რა,ვერ ვეჩვევი.შენც ხო იცი მარიამთან ერთად ვაფშე სხვა ალექსანდრე ქავთარაძე ხარ,იმენა ისეთი როგორსაც გიცნობ.დაფიქრდი ლექსო,ცვეტში რა,მენდე.
მთელი საღამო ვფიქრობდი დუდუს სიტყვებზე,მთელი ღამე,მეორე დღესაც.რაღაც მაგრად მბოჭავდა რო მარიამისკენ ნაბიჯი გადამედგა,არ ვიცი,ალბათ ძაან დიდი წყენა,რომელსაც ვერ ვივიწყევდი,ჯერ მაინც.

*****
-ნუ მიშლი ნერვებს,მაგრად გაუტყდება სალომეს რო არ წამოხვალ დაბადების დღეზე.
-ბაბი,ნინა მოდის,ელენეც და თიკაც.და აი მე რატო შემჭამე? არ მინდა და მორჩი რა-მობეზრებულად ვუთხარი.
-წამოხვალ,აი ეს კაბა ნახე აბა-მეხუთე კაბა გადმომიგდო უკვე საწოლზე.
-არა-გავუმეორე და გადავბრუნდი
-რატო? რატო ართულებ,სალომესი რა ბრალია შენ თუ ლექსო მის დაბადების დღეზე გაიცანი? მაგიტო არ მოდიხარ ხო ვიცი არა,გგონია რო იქ იქნება და არ გიდნა გაგახსენდეს ის დღე-ეგრევე მიმიხვდა.მაოცებს ეს გოგო,როგორ შეუძლია მაშინვე მიხვდეს რაღაცაზე უარს რატო ვამბობ.
-ხო-ჩუმად ვუთხარი
-არ მოვა ლექსო,არ ექნება თავი.რომც მოვიდეს რა მერე? ერთი სამეგობრო გყავთ,ვერ გაექცევი.გთხოვ წამოდი,ბოლოჯერ მართლა,მეტს არაფერს აღარ გთხოვ-მთელი გულით მითხრა
-კარგი,ერთი საათით მაქსიმუმ-ვუთხარი და პირველივე კაბა ჩავიცვი,რაც ხელში მომხვდა
-იცოდი ხო ეს რო მოგიხდებოდა ყველაზე მეტად?-ღიმილით მითხრა,გამეცინა,ეს რო არ მყავდეს.

*****
უკვე სალომეს დაბადების დღიდან წამოსვლას ვაპირებდი,ნაცნობი სახე რომ დავინახე.ენა გადამეყლაპა და ადგილს დავუბრუნდი,კართან იდგა და გუგას ელაპარაკებოდა,სანამ იქიდან არ გამოვიდოდა,ვერ გავიდოდი,მის სურნელს ვერ ვიგრძნობდი.ის სურნელს,თვეობით რომ ვინახავდი ხოლმე.



№1 სტუმარი nino

სასწაული გეფიცები ცრემლები წამომივიდა სიტყვებიც კი არ მყოფნის ჩემი ემოციების გადმოსაცემას აუცილებლად გააგრძელე წერა <3 <3 <3
სულით და გულით ველი შემდეგ თავს <3 მალე დადე კაი?

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგია, მე მომწონს. ერთს გთხოვ, ბევრ ჟარგონს ნუ გამოიყენებ, ცუდად მხვდება ყურში. ისე ძალიან კარგად გადმოსცემ ემოციებს, თითქოს ითავისებ ამ წყვილის ტკივილს და მკითხველამდე ზუსტად მოგაქვს. ბევრ ისტორიას ვკითხულობ, მაგრამ იმდენად უბრალოდ გადმოსცემენ შინაგან განცდებს, რომ კითხვის სურვილი მეკარგება. ასე, რომ როგორ ბანალურაადაც არ უნდა გადაწყვიტო მომდევნო თავები, მე ამ ისტორიის კითვას არ შევეშვები

 


№3  offline წევრი happier5

nino
სასწაული გეფიცები ცრემლები წამომივიდა სიტყვებიც კი არ მყოფნის ჩემი ემოციების გადმოსაცემას აუცილებლად გააგრძელე წერა <3 <3 <3
სულით და გულით ველი შემდეგ თავს <3 მალე დადე კაი?

აუუუ!!!!!!! ძალიან,ძალიან დიდი მადლობა <3 !!!
დღეს თუ ვერა,ხვალ აუცილებლად დავდებ :) <3

Chikochiko
კარგია, მე მომწონს. ერთს გთხოვ, ბევრ ჟარგონს ნუ გამოიყენებ, ცუდად მხვდება ყურში. ისე ძალიან კარგად გადმოსცემ ემოციებს, თითქოს ითავისებ ამ წყვილის ტკივილს და მკითხველამდე ზუსტად მოგაქვს. ბევრ ისტორიას ვკითხულობ, მაგრამ იმდენად უბრალოდ გადმოსცემენ შინაგან განცდებს, რომ კითხვის სურვილი მეკარგება. ასე, რომ როგორ ბანალურაადაც არ უნდა გადაწყვიტო მომდევნო თავები, მე ამ ისტორიის კითვას არ შევეშვები

ძააააააალიან დიდი მადლობა.მიხარია თუ გრძნობ იმას,რასაც ვწერ.ალბათ იმის ბრალია,რომ ეს ემოციები ჩემია,სულ,სულ ჩემი :)
ჟარგონს რაც შეეხება,გავითვალისწინებ,თუმცა ხო იცი არა? ყოველდღიურობაა,მე კი არ მინდა რამე ხელოვნური იყოს.
მოკლედ,ძალიან გამახარე!!

 


ეს უბრალოდ..უბრალოდ საოცრებაა!არმესმის ასე როგორ წერ heart_eyes საათობით ვუზივარ და საბოლოოდ რაღაც ნაჯღაბნი გამომდის.აი შენ კი საოცრება ხარ შენი ისტორიანად.იმდენად კარგი ისტორიაა ვერ გადმოვცემ.არც ბანალურია და ემოციები ძალიან ნათლადაა და კარგადაა აღწერილი ყოჩაღ!! heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი happier5

მწვანეთვალებაგოგო
ეს უბრალოდ..უბრალოდ საოცრებაა!არმესმის ასე როგორ წერ :хеарт_еыес: საათობით ვუზივარ და საბოლოოდ რაღაც ნაჯღაბნი გამომდის.აი შენ კი საოცრება ხარ შენი ისტორიანად.იმდენად კარგი ისტორიაა ვერ გადმოვცემ.არც ბანალურია და ემოციები ძალიან ნათლადაა და კარგადაა აღწერილი ყოჩაღ!! :хеарт_еыес: :хеарт_еыес: :хеарт_еыес:

ჩემო უსაყვარლესო!!
ძალიან რო მახარებ ხოლმე <3
დიდი მადლობა,მთელი გულით ბედნიერი ვარ :)

 


№6  offline წევრი Kalina

მიყვარს მე ალექსანდრე.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№7  offline წევრი happier5

მარიკუნაა♥️
მიყვარს მე ალექსანდრე.

ლექსოსაც უყვარხარ ❤❤❤

 


როდის დადებ ახალ თავს? sleepy

 


№9  offline წევრი happier5

მწვანეთვალებაგოგო
როდის დადებ ახალ თავს? sleepy

დღეს.
ბოდიში ეს 2 კვირა ჯოჯოხეთი მქონდა.ფილტვების ანთება და ამბები :)

 


№10 სტუმარი Nino

ჰეი როდის დადებ ახალ თავს? მოუტლთმენლად გელოდები

 


№11  offline წევრი happier5

Nino
ჰეი როდის დადებ ახალ თავს? მოუტლთმენლად გელოდები

ჩემო საყვარელო :) ახლა უნდა შევასწორო,დღესვე დავდებ <3
მადლობა რო კითხულობ და ხო,ბოდიში დაგვიანებისთვის <3

 


№12 სტუმარი Nino

happier5
Nino
ჰეი როდის დადებ ახალ თავს? მოუტლთმენლად გელოდები

ჩემო საყვარელო :) ახლა უნდა შევასწორო,დღესვე დავდებ <3
მადლობა რო კითხულობ და ხო,ბოდიში დაგვიანებისთვის <3

აუ რაკაია ????????????????????

 


№13  offline წევრი happier5

Nino
happier5
Nino
ჰეი როდის დადებ ახალ თავს? მოუტლთმენლად გელოდები

ჩემო საყვარელო :) ახლა უნდა შევასწორო,დღესვე დავდებ <3
მადლობა რო კითხულობ და ხო,ბოდიში დაგვიანებისთვის <3

აუ რაკაია ????????????????????

დაიდო❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent