შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი ცხოვრება(6თავი.დასასრული)


5-02-2018, 03:50
ავტორი soff1
ნანახია 1 504

სანდროსთან ყოვლ დღე იზრდებოდა მუქარის შემცველი წერილების რაოდენობა. ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა როგორმე ეს პრობლემა მოეგვარებინა. იმ ხალხთან ჩაიფიქრა წასვლა და ყველაფრის ცივილური გზით მოგვარება. დილით ნინის აკოცა, სთხოვა სახლში დალოდებოდა. უთხრა რომ მალე დაბრუნდებოდა და უამრავ შოკოლადს მოუტანდა საჩუქრად.
იქ მისულს არასახარბიელო სიტუაცია დახვდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომშეიძლებოდა ის ხალხი ასეთი საშიში აღმოჩენილიყო. როგორ არ ცადა, მაგრამ სიტუაცია უფრო იძაბებდა. წასვლა უნდოდა და არ უშვებდნენ. ნინი ძალიან ნერვიულობდა. სულ რეკავდა, მაგრამ სანდროს პასუხის დრო არჰქონდა. ანერვიულდა. არ იცოდა რა ხდებოდა, რატომგაც სანდრო დამნაშავედ ჩათვალა, ეგონა ძველ საქმეს დაუბრუნდა. ძალიან გაბრაზდა, ამიტომ საყიდლებზე წასვლა და გულის გადაყოლება გადაწყვიტა. სამდრომ ამასობაში იმ ხალხს თავიძლივს დააღწია და სიჩქარეში ვერც კი შეამჩნია ჩუმად უკან როგორ გამოყვნენ. ერთადერთი ნინიზე ფიქრობდა, სხვა ვერაფერზე. გულგახეთქილმა დაურეკა, თან ძალიან ეცადა ხმაზე არაფერი შეტყობოდა:
(ს)-ნინი ბევრი გირეკია. ცოტა შემაგვიანდა, როგორ ხარ?
(ნ)-ძალიან კარგად.- ოდნავ გაბრაზებულმა უთხრა.-მაინტერესებს სად ხარ ამდენ ხანს
(ს)-ხომ გითხარი სადაც მივდიოდი, ერთმანეთი დიდი ხანია არ გვინახავს და ამიტომ ცოტა შემაგვიანდა. გთხოვ რამე მომიმზადე, ძალიან დავიღალე
(ნ)-სამწუხაროდ სახლში არვარ
(ს)-რააა???? აბასად ხარ? ხომ გაგაფრთხილე უნებართვოდ არ წახვიდეთქო?!
(ნ)-თუ შეგიძლია გამოტოვებული ზარების რაოდენობას დახედე, შენი ააზრით რისთვის გირეკავდი ?
(ს)-ჯანდაბა! მითხარი სად ხარ
(ნ)-ჩემს სახლთან პარკი როა იქ.ვერ გავიგე რამ გაგაგიჟა! სახლიდან გასვლაც არ შეიძლება??
(ს)-ამაზე მერე ვილაპარაკოთ. მოვდივარ. დამდე პატივი და არსად წახვიდე, მანდ დამელოდე!- და ტელეფონი გათიშა, გიჟივით მიყავდა მანქანა. როგორც იქნა დანიშნულების ადგილამდე მივიდა, მანქანიდან გამოვიდადა ნინისკენ სირბილით გაიქცა. როცა ნინი სახსალამათი დაინახა, გულზე მოეშვა, მასთან მივიდა და გულში მაგრად ჩაიკრა- ჩემო სიცოცხლე, როგორ შემაშინე! ასე აღარ მომექცე კარგი?-და სახეზე ეფერებოდა
(ნ)-ასეთი რა გავაკეთე? უბრალოდ სახლიდან გამოვედი ცოტა ხანს.
(ს)-ჩუუ! როგორი ლამაზიხარ, მინდა რომ გიყურო, მთელი ცხოვრება შენს გვერდით მინდა გავატრო. ყველაზე მეტად მიყვარხარ, გესმის? არ შემიძლია უშენოდ. მართლა მოვკვდები, მეშინია შენი დაკარგვის.მინდა გაგიფრთხილდე და არასდროს არ შეგეხოს რამე ცუდი. ძლივს დაგიბრუნე. შენი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ერთხელ უკვე გადავიტანე, მეორედ კი ვეღარ შევძლებ. გემუდარებიი.. -და გულში ჩაიკრა. ნინის ამ სიტყვებზე გული აუჩუყდა, ცრემლებიწამოუვიდა, მაგრამ სანდროს არ დაენახა, მალევე გამხნევდა და მხიარულად შესძახა :
(ნ)-კარგიი ნუღარ ვლაპარაკობთ ცუდზე. ხომ გშიოდა? წამოდი რაღაცეები ვიყიდოთ, მე კი გემრიელ საჭმელს მოგიმზადებ! სახლში წავიდეთთ♥
(ს)- კარგიი ჩემო სიცოცხლე- შუბლზე აკოცა და მანქანისკენ წავიდნენ. პროდუქტები იყიდეს და სახლში წავიდნენ. მთელი დღე ბედნიერად იყვნენ. სანდრო ნინის კიდევა რ უყვებოდა მომხვდარის შესახებ. სურდა ყველაფერი თავად მოეგვარებინა.
***ნინი***
ნეტავ იმ ხალხთან ხომ არ გააგრძელა თანამშრომლობა? როგორ ვკითხო.. ძალიან გაბრაზდება. ჯობს ჩუმად ვიყო. არ იცის, რომ ამ საკითხში გარკვეული ვარ. მის ტელეფონში შემოსული უამრავი შეტყობინბა ვნახე. ვიცი რომ ემუქრებიან. ვაითუ ისევ მათთანაა და მუქარამ გაამართლა. ღმერთო! ოღონდ ეს არა. როგრორ ძლებს რომ არ მეუბნება? ცდილობს არ მანერვიულოს. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია მათ არ დაუბრუნდეს.
***
(ნ)-სანდრო, ხოარ დავიძნოთ? ცოტა დავიღალე
(ს)-რა თქმა უნდა საყვარელო. წავიდეთ.- და დასაძინებლად დაწვნენ. სანდროს წესივრად ვერ ეძინებოდა და მალე გამოეღვიძა. შუა ღამე იყო. მის გვერდით ნინი რომვერ დაინახა, გაგიჟდა. წამოხტა და ძებნა დაუწყო. შვებით ამოისუნთქა, როცა პლეში გახვეული ნინი აივანზე დაინახა. მაშინვე ჩაიცვა და მასთან გავიდა. -ვის ემალები შენნ?
(ნ)-არავის, უბალოდ ვერ დავიძინე და ყავას ვსვამ. შენც ხომ არ გინდა?
(ს)-ეს ჩვევა კიდევ გაქვს? მეგონა სხვა მავნე ჩვევებთან ერთად შუა ღამეს ყავის სმაც მოიცილე-გაუცინა და მასთან მივიდა
(ნ)-გირჩევნია არ დამცინო! შენი მავნე ჩვევების ჩამოთვლა არ დამაწყებინო, თორემ ბოლოში ვერ გავალ, ხომ იცი.-თან უცინოდა და სახეზე ეფერებოდა
(ს)-ჩემი სიცოცხლე ხარ!
(ნ)-შენ ჩემი. -ყავააივნის მოაჯირზე დადო და სანდროს ჩაეხუტა-სანდრიკო, ყველაზე ძაან მიყვარხარ. გახსოვს ის დღე სიყვარული რომ ამიხსენი. მაშინ სულ პატარები ვიყავით. იცი იმ დღის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარხარ და ამდენმა წელმა საერთოდ არაფერი არ შეცვალა. ამდენი ხანიეს გრძნობა ჩაკეტილი მყავდა, არ ვაძლევდი იმის უფლებას რომ ჩემი ცხოვრება მოეწამლა, ახლა კი შენთანვა რ და მგონია რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ. მადლობა ამისთვის. მადლობა რომ არსებობ ჩემო სიყვარულო, იცოდე არასდროს მიგატოვებ. უშენობას ვე გადავიტან.
(ს)-ჩემო ოცნებაა.. ყოველი დღე და წუთი მახსოვს შენთან გატარებული. ხომ იცი ამის დავიწყება ჩემთვის შეუძლებელია. ერთადერთი ხარ და სულ შენ იქნები ჩემს ცხოვრებაში, სხვა არავინ
ასე იდგნენ აივანზე და ერთმანეთს ათასგვარად უხსნიდნენ სიყვარულს. უცებ გასროლის ხმა გაისმა. სადაც სანდრო იდგა, იმ ადგილას წამში გაჩნდა ნინი, ფაქტობრივად სანდროს წინ გადაუდგა, გასროლილმა ტყვიამ ნინის სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. სანდრო გონს ვერ მოდიოდა, ერთადერთი რაც შეძო ის იყო,რომ ნინი სახლში შეიყვანა და ლოგინზე დააწვინა. ისტერიკაში იყო :-ნინი ნინიიიი აქხარ? ხმა გამეცი, კარგად ხარ?
(ნ)-დაწყნარდი კარგად ვარ- მოგუდული ხმით ძლივს წარმოთქვა ორი სიტყვა
(ს)-გონს მოდი, არ წახვიდე გესმის? ეს არგააკეთო არ დამტოვო. მეც მოვკვდები.იცოდე არა ეს ხო სიზმარია, არ შეიძლება რეალობა იყოს, ის ტყვია მე უნდა მომხვედროდა, მე უნდა ვიყო შენს ადგილასს, ნინიიი არ დამტოვო სიცოცხლე გთხოოვ
(ნ)-არ მიღალატე. გიყვარვარ, მეც მიყვარხარ. მე ყველაფერი ვიცოდი. ახლა უკვე კარგი ადამიანი ხარ. მე ეს შევძელი- ეს იყო ნინის უკანასკნელი სიტყვები. სანდროს მისგან სხვა აღარაფერი გაუგონია.
ეს იყო ნინის ახალი ცხოვრების დასასრული.
***
მალევე გადაასვენეს თბილისში. ამაზე სევდიანი და საშნელი სანახაობა თბილისს არ ახსოვს. ყველა განიცდიდა და ტიროდა სიყვარულით სავსე ახალგაზრდა ქალს. დიდი და ოატარა, კეთილი თუ ბოროტი ყველა განიცდიდა ნინის ამბავს. ყვავილების მდინარეში მიცურავდა მისი უსულო სხეული. თითქოს ცაც კი ტიროდა მას. მთელი თვე საშინელი წვიმა არ ასვენებდა თბილისელებს. ეს ამბავი სამუდამოდ დარჩა ყველას მეხსიერებაში.
სანდროც დაბრუნდა მშობლიურ კუთხეში და უკან აღარც მოუხედავს. მისი სიცოცხლე მდორედ, უინტერესოდ მიედინებოდა. მიუხედავად იმისა, რომგარს უამრავი გოგო ეხვეოდა, ის მანც სულ იმ ბოლო დღეზე და ნინის სიტყვებზე ფიქრობდა. ერთადერთი რაც უნდოდა ის იყო, რომ ყველა უკაცრესად დაესაჯა, ვინც ნინის სიკვდილში იყო დამნაშავე, მაგრამ ისევ ნინის გამო არ აკეთებდა ამას, ის ხომ დაპირდა, რომ არარასროს მოიქცეოდა ასე, რომ კარგი ადამიანი იქნებოდა. თურმე მისი მიზანიც ეს იყო . მის ცხოვრებაში ნინის მიმართ უდიდესი სიყვარული და მონატრება არასდროს განელებულა. დღე არ გასულა ნინიზე ფიქრის და საკუთარი თავის დასჯის გარეშე, გულის სიღრმეში თავსაც იდანაშაულებდა, მაგრამ ერთადერთი გზაქონდა დარჩენილი: მშვიდად დალოდებოდა აღსასრულს იმ იმედით, რომ ერთ დღეს თავის საყვარელ ნინის ისევ შეხვდებოდა.

***მესაფლავე***
მთელი ცხოვრება ამ საფლავების დასუფთავებით ვარ დაკავებული. ყველას ისტორია ვიცი, ვინც აქ მარხია. ამ ქალის დასაფლავებიდან 50 წელი გავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში, ყოველ შაბათ დღეს ერთ დროს წარმოსადეგი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი, ახლა უკვე კი ხანში შესული, საკმაოდ მოტეხილი მოხუცი მოდის წითელი, სისხლის ფერი ვარდებით ხელში და ქალის საფლავს დასტირის. 50 წლის განმავლობაში ეს არ შეცვლილა. არცერთ შაბათს არ გაუვლია ისე, რომ ეს კაცი არ მოსულიყოს. მოდის და უყურებს ქვაზე დახატული, მარად უბერებელი ქალის სურათს, რომელიც კვლავ 22 წლისაა, თავად კი სასაფლაოზე ამოსვლას ძლივსღა ახერხებს. აი აგერ უკვე 3 შაბათია და მოხუცი კიდევ არ მინახავს. დავეჭვდი, აშკარად რაღაც ხდება. სამწუხაროდ ჩემი ეჭვები გამართლდა. სამშაბათ დღეს მოხუცი კაცის ცხედარი მოასვენეს და ახალგაზრდა კაცს გვერდით დაუსვენეს. თითქოს მიწამ შვება იგრძნოო, უამრავი ყვავილი ამოვიდა. თითქო ქალი სურათზეც კი უფრო მეტად გალამაზებულა. მის გვერდით ქვაზე ახალგაზრდა კაცის სურათი დახატეს. ახლა ორივე უბერებელია. მათი ამბავი ისტორიას დარჩა. დაუწერელ და საიდუმლო ისტორიას. ყველას ამბავი და ისტორია ვიცი, ამ ორი ადამიანის გარდა. მაგრამ ალბათ არც არის საჭირო. ამ კაცის თვალებში ყველაფერი კარგად იკითხებოდა. მშვენივრად ჩანდა მისი ტკივილი, სიყვარული და მონატრება, რასაც ამ ქალისადმი განიცდიდა. იმედია ოდესმე მაინც იპოვნიან ერთმანეთს. თუნდაც სხვა ცხოვრებაში.
დასასრული

იმედია მოგეწონებათ.♥ ძალიან ვეცადე, რომ კარგი გამომსვლოდა. გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ კომენტარის სახით, წინასწარ ყველას დიდი მადლობა♥♥]



№1 სტუმარი სტუმარი ანა

მეც მოვკვდი ამათთან ერთად......????

 


№2 სტუმარი ani gafrindashvili

Kargia rom ase dasrulda nu sikvdili cudia magram yvelaferi kargad ver damtavrdeba ninis da sandros siyvaruli ki ar dasruldeba ori axalgazda siyvarulis gulistvis ibrdzoda mati brdzola imdenad dzlieri iyo sikvdilisac ki ar sheushindnen mixaria rom Realoastanac axlos iyavi radgan ar mjera iseti ragaceebis avtomatit rom esvrian da mainc cocxlebi rchebian madloba tema dzalian magari iyo ninize mainc guli mwydeba magram aseti siyvaruli maxarebs warmatebebii male dagvibrundi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent