შეუმჩნეველი ცრემლი.თავი 6
-დარინააა მომენატრე საყვარელო,როგორ ხარ. -ლანა?დაგესიზმრე თუ რამ გაგახსენა ჩემი თავი? -შხამიანო,მინდა დღეს ჩემს გვერდით იყო და არ გამოგივა უარის თქმა. -რატომ რა ხდება,რამეს გრძნობ და საბოლოოდ უნდა შეგვკრიბო? -გეუბნები შხამიანი ხართქო და არ მიჯერებ,მომისმინე დღეს მე და თოკოს ქორწინების 5 წლისთავი გვაქვს და ახლო მეგობრების გვერდით გვინდა ავღნიშნოთ. -კარგი,მომწერე სად იქნებით და მოვალ. -შხამიანი ხარ,მაგრამ მიყვარხარ ასეთი შხამიანიც მე შენ.დარინას გაეცინა,გაუთიშა ლანას და უფროსთან წავიდა. -ბ-ნო ბოს შეიძლება დღეს ადრე წავიდე? -რატომ?ჯერ არ დასრულებულა სამუშაო საათები. -ვიცი და ამიტომაც მოვედი თხოვნით. -სად მიბრძანდებით? -სალონში. -რაო,პაემანი გვაქვსო? -რაო,ხომ არ გვეწყინაო? -არა რატომ?სად გაქვთ პაემანი. -იქ სადაც საოცრად დაუვიწყარ ღამეს გავატარებთ. -აააა,გასაგებია არსებობს სხვა-(ც) შენს ცხოვრებაში. -რაო ბოს,გეგონა მარტო შენ შემოგაჩერდებოდი და შენზე ნატვრაში გავათენებდი ღამეებს ტირილში? -არა,სულაც არ მიფიქრია ასე,უბრალოდ ძალიან მალე მოძებნე შემცვლელი.კარგ დროის გატარებას გისურვებთ.სად მიდიხარ მაინც არ იტყვი? -მადლობა კარგი სურვილებისთვის,მაგრამ სად მივდივარ ეს კი საიდუმლოა.უჩამ ჯერ ჩაიცინა,მაგრამ დარინას გასვლის შემდეგ პაატას დაურეკა. -რა ხდება,რა სახე გაქვს.შეეკითხა ოთახში ქარივით შევარდნილმა პაატამ. -დღეს,ფეხ და ფეხ მიყვები დარინას და გაიგებ სად მიდის. -უჩა სულ გააფრინე? -პაატა პაემანზე მიდის და მინდა გავიგო ვისთან ერთად მიდის.ყვიროდა უჩა და კაბინეტში დალეწა ყველაფერი. -კარგი,კარგი დაწყნარდი.რომ გკითხოს ადამიანმა არ გადარდებს,არ გიყვარს და არ ფიქრობ მასზე. -გაყევი,ნუ ხარ აქ.უყვირა პაატას ჭკუაზე გადასულმა.პაატა მართლაც ფეხდაფეხ მიყვა დარინას,დარინა კი ჯერ სალონში შევიდა,შემდეგ სახლში წავიდა და სადღაც ერთ საათში ლამაზად გამოწყობილი გამოვიდა სახლიდან -მისმენ?გამოვიდა სახლიდან და ძალიან ლამაზად არის. -ვინმე დახვდა? -არა,როგორც ჩანს ტაქსი გამოიახა რადგან ელოდებოდა და ტაქსით წავიდა. -გაყევი უკან,არ დაკარგო.დარინა უდარდელად მიაბიჯებდა რესტორნისკემ და მალე თავადაც შეუერთდა მეგობრების სიხარულს. -როგორ ხარ,რას შვრები დარო. -კარგად ვარ,რადგან დღეს დავრწმუნდი რომ უჩას ეშინია ვინმე სხვასთან ერთად არ წავიდე პაემანზე. -რატომ,იეჭვიანა? -სიმართლე გითხრა არ ვიცი,ვერც მე გავიგე მაგრამ რომ გაბრაზდა ის კი აშკარად დაეტყო. -გოგოებოოო,აი ჩვენც მოვედით.გოგოეოებს თოკო დაადგა თავზე მეგობართან ერთად. -მოხვედი საყვარელო.ლანამ თოკოს გაუღიმა და თოკოს გვერდით მდგარ მამაკაცს თვალი ჩაუკრა. -გაიცანით,ჩემი მეგობარი ანდრეა სამხარაძე.ანდრეამ დარინას დაადგა თვალი და მის გვერდით დაჯდა.უეცრად დარინამ მათ ორიოდე მაგიდის დაცილებით ნაცნობი სახე დალანდა,ჯერ გაუკვირდა მაგრამ შემდეგ გულიანად გადაიხარხარა.ყველას გაუკვირდა დარინას ასე უეცარი გამხიარულება და ქეთიმ შეეკითხა ჩუმად. -რა გაცინებს გოგო. -მითვალთვალებს. -ვინ? -შერლოკ-ჰოლმსი.ისევ გაეცინა დარინას და გულში რაღაც კმაყოფილება იგრძნო.მიხვდა,რომ უჩასთვის არ იყო სულერთი და გადაწყვიტა ბოლომდე ეთამაშა.გვიან დაიშალნენ,ანდრეამ დარინას გაცილება შესთავაზა და მისმა მახვილმა თვალმა შეამჩნია მოთვალთვალე პაატა,მაგრამ არა მარტო პაატა მის გვერდით მისი უდიდებულესობა უჩაც ბრძანდებოდა.დარინამ ეშმაკურად გაიცინა და ანდრეა ბინაში შეიპატიჟა.დაიბნა ორივე რა ექნათ არ იცოდა,არადა ძალიან უნდოდათ გაეგოთ რა ხდებოდა დარინას თავს.უეცრად უჩას ბედმა გაუღიმა და ახლობელი დაინახა,რომელსაც დაუძახა გაღიმებულმა. -ბესო?არ მჯერავს აქ ცხოვრობ? -კი აქ ვცხოვრობ დაბადებიდან.გაეცინა ბესოს.მოიკითხეს ერთმანეთი ძველმა მეგობრებმა და უჩამ ნელა-ნელა შეაპარა დარინაზე. -აქ ამ ბინაში ვინმე დარინას იცნობ? -ჩვენ დაროს?როგორ არ ვიცნობ,მაგან გამიჩინა კიბო. -მასთან მინდა მისვლა. -ერთ სართულზე ვცხოვრობთ,წამოდით.ბესომ სახლში შეიპატიჟა მეგობრები და დარინაზე საუკეთესო ისაუბრა. -იცი ახლა,რომ დარინასთან ვიღაც მამაკაცი არის? -არ მჯერავს,არა დარინა არ არის ასეთი.იცი რამდენი წელია რომ ვუტრიალებ და ვერაფრით ვერ შემოვუბრუნე გული ჩემსკენ.თქვა დანანებით.დარინა ანდრეას ყავას უდუღებდა და ნაცნობი ხმა შემოესმა სააბაზანოდან. -ჩამოვარდები უჩა და ან ხელს მოიტეხავ და ან ფეხს.დარინას გაეცინა და ანდრეას ყავა რომ მიუტანა შემდეგ სააბაზამნოს კართან დადგა და ვნებიანი ხმით იყვირა. -ანდრეა,ანდრეა ეს რა კოცნა გცოდნია,შოკი ხარ.ანდრეამ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -ბოდიში,მე გაკოცე? -ანდრეა,ანდრეა გამაგიჟა შენმა სხეულმა. -მომისმინე,თუ რამის გაკეთება გინდა,რატომ ყვირიხარ ან ასე ყვირიხარ სულ? -გაჩუმდი ნუ ლაპარაკობ.ანიშნა დარინამ. -ვერ ხარ შენ კარგად,ალბად ავად ხარ.უნდა წავიდე,მაპატიე.უთხრა ანდრეამ და გარეთ გავიდა.დარინამ კი წყალი მოუშვა და ისევ დაიძახა ხმამაღალი ხმით. -აქაც შემოდი ანდრეა შხაპის ქვეშ,არ ვყოფილვარ არასდროს.გადაივლო წყალი და მშვიდად გოგოებს ესაუბრა და ბევრიც იცინეს. -ღმერთო ეს რა ცხელი ქალი ყოფილა.თქვა პაატამ და უჩას შეხედა,რომელიც გაშეშებული იჯდა.ბესო კი გადი გამოდიოდა და ბუტბუტებდა. -დარინა,ჩემო დარინა როგორ მწარედ მატკინე. -შენ რა გეტკინა,ვინ რა გიქნა.უთხრა პაატამ და უჩამ ვერ შეიკავა თავი და გულიანად გაიცინა.პაატამ შეხედა მოხარხარე უჩას და სიცილით უთხრა. -ადე,ადე წამოდი გათენდა უკვე. -სად წავიდეთ ახლა? -კომპანიაში,სად უნდა წავიდეთ.უკვე სამსახურში წასვლის დროა. -შენ რა გინდა დღეს,ცხენივით ფეხზე ვიძინო? -შენ გინდა დღეს ჩვენი არ მისვლით ლევანი და დედაშენი გავაგიჟოთ?მთელი ღამის უძილობისგან ძალა გამოცლილები შებვიდნენ კომპანიაში და პირველი ლევანს შეეჩეხნენ პირისპირ. -უჩაკო რას გავხარ,სად იყავი. -ნუ მეძახი ამ სახელს,გავიზარდე და აღარ ვარ უჩაკო. -არც მე ვარ შენი ლევანი.უჩამ შეხედა ლევანის ხელები გაშალა და გაოცებულმა თქვა. -ყველა გაგიჟდით მირანდას მოსვლის შემდეგ? -სად ბრძანდებოდით ორივე გუშინ. -იცი სად ვიყავით?იცი შენმა საყვარელმა გოგომ რა გააკეთა გუშინ,რა ჩაიდინა? -არ ვიცი,არც ვკითხულობ და არც მაინტერესებს.ერთ რჩევას მოგცემ,უმჯობესია ერთი კარგი ნევროლოგი ნახო და გაესინჯო რადგან,ეს ბოლო პერიოდი ვერ ხარ კარგად,ვერ აწყნარებ ნერვებს და მეშინია არაფერი დაგემართოს. -შენ რა,საერთოდ არ გაგიკვირდა რაც გითხარი? -არა,რატომ უნდა გამკვირებოდა?ის თავისუფალი ქალია და რაც უნდა იმას გააკეთებს,ვისთანაც უნდა იმასთან იქნება.მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს,შენ რატომ განერვიულებს ასე დარინას თითოეული ნაბიჯი თუ ის შენთვის არაფერს არ წარმოადგენს.ყველაფერს ჯობია,შეეშვი სხვის ცხოვრებაში ძრომიალს და საქმეს მიხედე.თვალი ჩაუკრა უჩას და თავის კაბინეტში შევიდა. -პაატა ნახე თუა მოსული ის გველი. -მოსული იქნება,რად უნდა შემოწმება. -წადი და ნახე რას გეტყვის.პაატამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და მეორე ჩასუნთქვა დარინას კაბინეტთან გააკეთა,დააკაკუნა დრთხილად და ღიმილით შეაღო კარი. -ოოოო,ჭორბიუროს მდივანიც მოვიდაააა.ღიმილი შეაგება დარინამ. -მე?მე ვარ ჭორბიუროს მდივანი? -ყოველთვის იმ დროს მოდიხარ,როცა რაღაც გაინტერესებს.გისმენ,რა გაინტერესებს პაატა. -ისე არ მოვდივარ?იწყინა პაატამ დარინას შენიშვნა. -არა,არ მოდიხარ.უთხრა და პირდაპირ თვალებში შეხედა. -როგორი ღამე გქონდა გუშინ, ადრე დაეთხოვე უფროსს. -საოცარი ღამე მქონდა.უთხრა ღიმილით.ტელეფონმა დაურეკა დარინას და მობეზრებულად აიღო უნდა ეპასუხა,მაგრამ მოესმა უჩას გაბრაზებული ხმა. -მე ვარ,იდიოტი მოვიდა? -ვინ იდიოტი.გაუკვირდა დარინას. -პაატა მანდ არის? -აააა,მეც ვიფიქრე ვის გულისხმობსთქო,კი აქ არის. -ორივემ აქ მოდით. -მე არ მცალია ვერ მოვალ,გავდივარ. -ვინ გიშვებს რომ მიდიხარ. -საჩქარო სა აუცილებელი მოსაგვარებელი საქმე მსაქვს და უნდა გავიდე,ამიტომ არ შემიძლია ახლა გეახლოთ ბოს. -შენ გაქვს გათვითცნობიერებული ვის ელაპარაკები ახლა? -უკაცრავად,თქვენ ჩვენი კომპანიის ბოსი,ბ-ნი უჩა თურმანიძე არ ხართ? -ნუ მაგიჟებ დარინა გელოდებით,თორემ მე მოვალ. -მე საქმე მაქვს,და გავდივარ უკვე.ტელეფონი გათიშა,პაატას გაუღიმა ჩანთას ხელი დაავლო და კაბინეტიდან გავიდა.პაატამ უცქირა დახურულ კარს და თავისით თქვა. -ესეც გაგიჟდა,ის ხომ არის და არის უკვე გაგიჟებული და საინტერესოა როგორ მოახერხეს ასე ერთმანეთის გაგიჟება და რომ კითხო ცალ-ცალკე,საერთოდ არაფერს არ გრძნობენ ერთმანეთის მიმართ. -სად არის,სად წავიდა. -წავიდა. -სად წავიდა,ვინ გაუშვა ან როგორ გაბედა.გაგიჟებული და თვალებანთებული იდგა და პაატას უცქერდა.პაატამ კი მხრები აიჩეჩა,არ ვიცი სად წავიდაო.გასვლას აპირებდა დარინა რომ დაბრუინდა თავის ადგილზე,უჩამ უცქირა და გაბრაზებული ხმით შეეკითხა. -სად იყავი წუხელ,ვინ იყო ის პიჟ....ი შენს გვერდით. -დაწვრილებით მოგიყვე?უთხრა დარინამ გვერდი აუარა და მის ადგილზე დაჯდა.-იცი რას გეტყვი ბ-ნო ბოს?უკანასკნელი მამაკაცი რომ იყო დედამიწის ზურგზე დარჩენილი,მაინც არ მოვინდომებ შენთან საქმის დაჭერას.ერთხელ შევცდი,მაგრამ არასოდეს აღარ შევცდები და არ გავაკეთებ იმ სიდებილეს რაც გავაკეთე.შენ ხარ ცივი,უგრძნობი,ეგოისტი,უფრო მეტს გეტყვი.შენ ხარ მამაკაცი,რომელმაც არ იცის როგორ მოექცეს ქალს და კიდევ,არასოდეს ვინატრებ შენგან მყავდეს შვილი,რადგან არ მინდა ჩემს შვილს არაკაცი მამა ჰყავდეს როგორიც ხარ შენ.ჩანთა აიღო და წავიდა,უჩა წამოფრინდა ფეხზე და კარს ეცა,მაგრამ პაატამ დააკავა და უთხრა. -არ გაბედო რაც კი გაიფიქრე ახლა ის შეასრულო,თორემ ციხე ხელში გიკავია.დარინამ მირანდას დაურეკა და მშვიდად ესაუბრა. -ქ-ნო მირანდა უნდა ვილაპარაკოთ. -სახლში ვარ,ლევანის უთხარი მისამართი და მოდი. -მაქვს მისამართი უკვე და მოვდივარ,გზაში ვარ.მიდიოდა და გული უფრიალებდა,გადაწყვიტა ყველაფერი მოეყოლა მირანდასთვის,ვეღარ იტევდა გულში ტკივილს,აღარ შეეძლო მეტის არც ატანა და არც მოთმენა,ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. -მოდი,მოდი გელოდებოდი.რამეს დალევ? -არა,მადლობა.უნდა დაგელაპარაკოთ,შემეკითხებით თუ დავიწყო მე თვითონ.პირველი რასაც გეტყვით,გადავწყვიტე სამსახურიდან წავიდე. -დარინა მოდი,როგორც ქალი ქალს ისე ვისაუბროთ,ხელს არავინი არ შეგვიშლის და შეგიძლია ყველაფერი მითხრა.გიყვარს ჩემი შვილი?გაიკეთე ანალიზი? -არაა საჭირო არანაირი ანალიზი,მშვიდად იყავით. -არ ხარ ორსულად ჩემი შვილიდან?გაუკვირდა მირანდას. -არავინისგან არ ვარ ორსულად ქ-ნო მირანდა.ეს ყველაფერი თავისი ფანტაზიის ნაყოფია,მთვრალი იყო და ეგონა იმ ღამით დავფეხმძიმდი. -იმ ღამით იყავით ერთად? -არა,ისეთი მთვრალი იყო,მკვდარივით ეძინა.ძალიან შეუფერებელ დროს დარეკა ტელეფონმა. -გისმენთ. -დედიკო,რატომ არ მოხვედი დღეს? -მე ვიყავი მოსული,მაგრამ შენ არ იყავი.არ მითხრა,რომ ინერვიულე. -დედიკო,დედა ხომ ერთადერთია ქვეყანაზე მართლა ვინერვიულე. -არ მცალია შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი მყავს.უთხრა და გაუთიშა ტელეფონი. -დარინა შვილო,მე ყველაფერი ვიცი.ვიცი,რომ ბევრჯერ გადაარჩინე და დაეხმარე.საინტერესოა,თითქმის ორი წელია ერთად მუშაობთ და დავიჯერო არ გქონიათ სექსი საერთოდ?დარინამ დაიმორცხვა და ჩუმად თქვა. -როცა ის ვარაუდობდა მე ორსულად ვიყავი,იმ ღამით რომ მოვიდა ხომ გახსოვთ. -მე რომ დავრეკე. -დიახ,დიახ იმ ღამით მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო,მაგრამ ალბად ეს ორივეს გვინდოდა.არ ვადანაშაულებ არაფერში,სიმართლე გითხრათ მეც დავკარგე ჩემს თავზე კონტროლი და მას შემდეგ რამდენჯერმე.ეს იყო და ეს სულ. -ამ სიახლოვის შემდეგ უფრო არ დაუახლოვდით ერთმანეთს? -არა,პირიქით უფრო დავშორდით და მართლა არ ვიცი, რატომ არის ასეთი ცივი და უხეში. -მე ვიცი.უჩას შეეშინდა მისი თავისუფალი ცხოვრება დამთავრდებოდა. -ეს მეც ვიფიქრე,მაგრამ არა ქ-ნო მირანდა.ის ოცნებოდა იმ რამოდენიმე ღამეზე და მიიღო ის რაც უნდოდა.სიმართლე ესაა და მეტი არაფერი. -შენ აქ რა გინდა,გინდა ტყუილებით გამოუჭედო დედაჩემს თავი?გაისმა სახლში მოულოდნელად უჩას ხმა.-რაო დედიკო თავი შეგაცოდა,გითხრა ალბად დედა ხარ რამე გააკეთე რომ უჩამ შემომხედოსო. -გაჩუმდიიიი.უყვირა დარინამ სახლში ქარივით შევარდნილ უჩას.-გავაღო პირი და ვთქვა სიმართლე? -თქვი,ძალიან მაინტერესებს რას იტყვი. -ძალიან მტკივნეული იქნება შენთვის სიმართლე,მაგრამ შენ მაიძულე.შენთან მექნება სექსი თუ საქონელთან ეს სულ ერთი იყო,რადგან გრძნობა შენ არ გაგაჩნია,ის გრძნობა რაც უნდა იგრძნოს ქალმა მამაკაცისგან. -რატომ?არ მოგეწონა ის ღამე?მე კი სხვაგვარად შემიძლია გავიხსენო შენი სახე და თვალები.მე არ ვარ ასეთი მამაკაცი,ქალის ხმა ჩემი სახლიდან გაიგონონ რისთაველის პროსპექტზე,უნდა გრცხვენოდეს ახლა ჩემთან ამ თემაზე საუბრის. -შენ უნდა გრცხვენოდეს იმის რაც გააკეთე გუშინ,ვინ მოგცა უფლება შენ მე მითვალთვალო.მე მაშინ იმიტომ დაგნებდი,მინდოდა ჩემი პირველი მამაკაცი შენ ყოფილიყავი,რომ მინდოდა შენი სითბო შემეგრძნო,თუმდაც ერთხელ მეგრძნო თავი სასურველ ქალად და მეგრძნო იმ ღამით მხოლოდ ჩემი იყავი.შენ ეს არ შეგიძლია,შენ არ იცი რაა სითბო რადგან არც გაცემა შეგიძლია მისი,არც მიღება.შენ ხომ სექს ფულით ყიდულობ იმას კი ვერ ხვდები,შესაძლებელია არსებობდეს ქალი რომელსაც შენი ფული არ აინტერესებს და ფულზე წინ შენს სიყვარულს აყენებდეს.შენ არც სიყვარული იცი რა გრძნობაა და უმჯობესია უკვე 29 წლის მამაკაცმა ისწავლო ქალის დაფასება,იმ ქალის თუ ოდესმე შეატყობ თვალებში რომ შენი სიყვარული ნატვრად აქვს გადაქცეული.თქვენთან ბოდიში ქ-ნო მირანდა,არ მინდოდა თქვენ მოგესმინათ ეს ყველაფერი რადგან ეს ჩემი პირადულია,მაგრამ ეს თქვენმა შვილმა მაიძულა.მომბეზრდა უკვე მისი მუქარები,მომბეზრდა მისი გაუაზრებელი საქციელები და ამიტომ მე ვტოვებ კომპანიას.ახლა ბოდიში,მაგრამ უნდა წავიდე.ადგა და არეული ნანიჯებით გავიდა სახლიდან.რამოდენიმე წუთში სიჩუმე სუფევდა სახლში და მირანდამ შეხედა უჩას.ერთი შეხედვით კიც შეეცოდა,მაგრამ მკაცრად უთხრა. -კარგად ჩაგიტარა და იმედია ეს გაკვეთილი არ დაგავიწყდება არასდროს,ზოგჯერ სიყვარული გატეხილ სარკეს ჰგავს და მისი შეკეთების მცდელობა ვფიქრობ რომ უშედეგოა,რადგან ხშირად ჭრილობით სრულდება.რას ფიქრობ უჩა.შეეკითხა მის გვერდით ჩაფიქრებულ შვილს. -დედა ეს არ არის ვულკანის ამოფრქვევა,რომლის ხმასაც ვერ გაიგონებ,მაგრამ ყველაზე მტკივნეული ის არის სწორედ,რაც შენ გესმის. -რატომ არ გინდა აღიარო რომ გიყვარს,რომ გიზიდავს ეს გოგო და ჭკუას გაკარგვინებს.რატომ ხარ ასეთი ჯიუტი და ასეთი ამაყი. -რა მოხდება ბავშვობაში რომ დავბრუნდე დედა.უთხრა მირანდას და კალთაში ჩაუდო თავი. -მე ძალიან მომწონს დარინა.ის ძალიან კარგი გოგოა ჭკვიანი,განათლებული. -შეჩერდი,შეჩერდიიიი აღარ თქვა აღარაფერი,აღარ გააგრძელო.წუხელ დავრწმუნდი მის კარგ გოგოობაში. -რა გააკეთა ასეთი.უჩამ დედას შეხედა და დარცხვენილად მოუყვა წუხანდელი დარინას კარგი ქალობა. -არ გრცხვენია?გიყვარს,ფეხ და ფეხ დასდევ,ეჭვიანობ და არ გინდა აღიარო რომ გიყვარს,რომ გიზიდავს.მერე კიდევ,რომელი ქალი ყვირის ასე სექსის დროს,მიხვდა იქ რომ იყავი და განგებ ყვიროდა დარწმუნებული ვარ.გაეცინა მირანდას.ყოველ შემთხვევაში ასე ვერსად ვერ გაგიშვებ,სტუმრებს ველოდები და დარჩი შენც. -ვის ელოდები,დედა ახლა არ მინდა არანაირი ზედმეტი ხმაური. -ვიცი,მაგრამ ჩემი მეგობარი მოვა თამაზი. ხომ გახსოვს,ერთად თამაშობდით შენ და მისი ქალიშვილი.მომისმინე,დღეს შენთან ურთიერთობას დარინამ აქ ჩემს თვალწინ დაუსვა წერილი და დარწმუნებული ვარ,ის მის სიახლოვეს არ გაგიკარებს. -როგორ სცდები დედა,მართალია შეიძლება მე დავმთავრდი მისთვის და არა ის ჩემთვის. -თუ ნამდვილად გიყვარს ისე რომ არ გეთმობა,ნება მიეცი წავიდეს და თუ ვერ გაძლებს უშენოდ და ის უკან დაბრუნდება ის მუდამ შენი იქნება.თუ არა და ჩათვალე,რომ ის ქალი შენთვის არც ყოფილა და არც იქნება არასოდეს.დღეს კი აქ დარჩები და აქ იქნები. ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია.დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია.ის თავის თავს მთლიანათ მათ უძღვნის, ხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქრობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება.დედის ცრემლები წმინდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება.სწორედ ასეთი დედა იყო მირანდა მკაცრი,მომთხოვნი,მაგრამ მეგობრულიც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.