კაფანდრა [13]
-ჩემ მეგობრებს გაიცნობ? თუ თარაშის მდგომარეობას გავითვალისწინებთ სავსებით ლოგიკური იქნება თუ ლოლას მეგობრებთან კონტაქტს მოერიდება. მისთვის და მეგობრებისთვის შესაძლოა მათ წრეში გამოჩენა არასასიამოვნოდ დასრულდეს. თუმცა თუ ლოლას სანახავად ამდენი ადამიანის თადასწრებით მოვიდა არაფერია გამორიცხული. როგორც სჩანს დიდად არ ერიდება ხალხმრავალ ადგილებში სასიყვარულო ურთიერთობებს. ცოტა არ იყოს და ლოლა აქაც იბნევა, ვერ ხვდება რა საჭირო იყო სახელის და გვარის შეცვლა თუ მაინც ასე თავისუფლად უნდა იაროს. ახლა უკვე ყველას საკუთარი სახელით ეცნობა, არ მალავს იმას რომ თარაშ მერლანია. თუმცა ეს საქართველოში, იტალიაში რას როგორ აკეთებს ლოლას წარმოდგენა არ აქვს. იქ არავინ იყენებს თარაშის სახელს, ადამიანების რომლებსაც მერლანის წყალობით იცნობს მამაკაცს გიგათი მოიხსენიებდნენ წვეულებაზე, გამოდის რომ იქაც ყველამ არასწორად იცის სინამდვილე. -რა თქმა უნდა. _თვალი ჩაუკრა და შენობაში ლოლასთან ერთად შევიდა. ქირიამ კმაყოფილმა გახსნა ბაგეები და მამაკაცს სწრაფი ნაბიჯებით მიჰყვა უკან. -ცოტა უცნაური ხალხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ გაუგებ. _წინასწარ შეამზადა და მაგიდასთან მისულმა გაკვირვებულმა მოათვალიერა იქაურობა. _რამდენმე წუთის წინ აქ იყვნენ. _ცარიელ მაგიდაზე მიუთითა და მოცეკვავე ხალხს თვალებმოჭუტული დააკვირდა. _ცეკვავენ. _სიცილით ჩაილაპარაკა და ტყავის დივანზე ჩამოჯდა. _დაველოდოთ და მოვლენ, არაფერს დალევ? -არა, მანქანით ვარ. -კარგი, მაშინ თუ უხერხულობას არ შეგიქმნი ცოტას დავლევ. ძალიან დიდი ხანია მეგობრებთან ერთად არ ვყოფილვარ, იტალიაში კიდევ სასმელს ვერიდები. _ღიმილით განუმარტა და ჭიქას გადასწვდა. -უკან როდის ბრუნდები? -6 დღეში._მოღუშულმა ჩაიჩურჩულა და მათკენ წამოსულ მარიტას გახედა._დანარჩენები არ მოდიან? -ცოტას იკამათებენ და მოვლენ. _ურეაქციოდ უპასუხა და თავისი ადგილი დაიკავა. -რას ნიშნავს ცოტას იკამათებენ, რა ხდება?_შეშფოთებულმა გადახედა მარიტას და მერე საცეკვაო მოედანს. -დამშვიდდი, ბიჭებს ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, ხოდა ჩვენებმა გადაწყვიტეს ჭკუას ვასწავლითო. _მხრები აიჩეჩა გოგონამ და წვენი მოსვა. -იქ რომელიმე გოგო დარჩა?_ხმადაბლა იკითხა თარაშმა. -კი, ცდილობენ გააშველონ. -კარგი, წამოდით და გამოიყვანეთ. _ფეხზე წამომდგარ მარიტას უკან მიჰყვა თარაში. _ახლა უკან დაბრუნდით. _როგორც კი მარიტას და ლოლას გვერდით მდგარი გოგონები დაინახა თავით ანიშნა სიტუაცის გასცლოდნენ. -თარაშ, ძალიან გთხოვ არ გინდათ. პატარა ბიჭები არიან და ალბათ ვერ მოზომეს. _თხოვნით ჩაიჩურჩულა და გაჭიმულ ბიჭებს ცალი თვალით გადახედა. -ჩხუბს და ვინმეს ცემას არ ვაპირებ, ნუ ღელავ!_ცივი ხმით დაუბრუნა პასუხი და კიდევ ერთხელ ანიშნა იქაურობა დაეტოვებინა. ლოლაც უსიტყვოდ წავიდა მაგიდისკენ. დაძაბული იჯდა და ელოდებოდა როდის დაბრუნდებოდნენ სუფთა ჰაერზე გასული ბიჭები. როგორც წესი აქ ასე არ ხდება ხოლმე, ზუსტად ამიტომაც უყვარს ეს ბარი და მაგობრებთან ერთად სულ აქ მოდის, მაგრამ რამდენიმე უჭკუო ხომ ყოველთვის ყველგან უნდა გამოერიოს, ახლა მთავარია ყველაფერი მშვიდობით დასრულდეს და რომელიმემ უაზრო ნაბიჯი არ გადადგას. ილოს და ბიჭების დამოკიდებულება იცის, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ბიჭები არიან, მუშტებზე ყურება არცერთს არ უყვარს. არც თარაშია ჩხუბისთავი, მითუმეტეს ასაკით ძალიან განსხვავდება მათგან და შესბამისად საკუთარ თავსაც უფრო მეტს მოსთხოვს. -აბა როგორ ხართ? ზურგს უკან მხიარული ილოს ხმა მოესმა. წამებში დამშვიდდა, ღიმილით ახედა უკვე მის წინ მდგარ ძმას და როცა დარწმუნდა რომ სახეზეც არაფერი არ სჭირდა ყველა დაკვირვებით შეათვალიერა. -ყველაფერი კარგადაა?_ინტერესით იკითხა მაკამ. -პატარა, უჭკუო ბიჭები იყვენენ, დიდი არაფერი. ამასობაში თარაშის გაცნობაც მოვასწარით. როგორ არ მიყვარს ასეთ ცუდ ვითარებაში რომ ვიცნობ ადამიანებს. _მხიარული ტონით ჩაილაპარაკა გიგამ. _ახლა დავსხდეთ და ჩვენი გადარჩენა ავღნიშნოთ. _სიცილით წამოიძახა და მაკას გვერდით მოკალათდა. ილო და თარაში ერთად დასხდნენ და მთელი საღამო ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, პარალელურად ბიჭებთან ერთადაც განიხილავდნენ სხვადასხვა თემას. გოგონები ძირითადად ისეთ თემებზე საუბრობდნენ რაც მხოლოდ მათთვის იყო საინტერესო. ერთი შეხედვითაც ეტყობა რომ ცოტა უკონტაქტო ადამიანია თარაში. საუბარი დიდად არ უყვარს, მაგრამ ახლა თავს ვალდებულად გრძნობს. ილოსთანაც ისე საუბრობს თითქოს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წყდება და თათბირზეაო. უმცროსი ქირია ძალიან კმაყოფილია მის გვერდით მჯდომით, როგორც სჩანს თარაშმა მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ლოლა კარგად იცნობს ილოს და იცის რა შემთხვევაში როგორი გამომეტყველება აქვს ხოლმე, ადამიანებით აღფრთოვანებაც არ უყვარს. ძალიან იშვიათად ვინმე მოეწონოს და ეს აღნიშნოს, უბრალოდ ადამიაებს უგებს და ზედმეტს არავისგან არ მოითხოვს. -ახლა ერთი სადღეგრძელო მინდა რომ შემოგთავაზოთ. _ოდნავ ხმამაღლა წამოსთქვა ლოლამ, ფეხზე წამოდგა და ყველას ყურადღება მიიპრყო. თარაშმა წარბები ოდნავ შეჭმუხნა და გოგონას ინტერესით დააკვირდა. _მინდა რომ მალე ისევ თქვენთან ერთად ვიყო, ისევ ასე გუნდად შეკრულები დავდიოდეთ ყველგან და რამდენიმე ათასი კილომეტრი არ გვაშორებდეს. თუმცა ისიც ვიცი რომ ეს ძალიან დიდი ხანი არ მოხდება, ასე რომ როდესაც ერთად ვიქნებით მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ერთად ყოფნა გავიხანგრძლივოთ, საინტერესო გავხადოთ და ერთმანეთით დავტკბეთ. ჩვენ გაგვიმარჯოს!_ჭიქა ოდნავ მაღლა ასწია და ყველას სათითაოდ გადახედა. თარაშს გოგონას გამოსვლის დროს ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა. ლოლამ ჭიქა მაგიდაზე დადო და მერლანს ეშმაკური მზერით გადახედა. როგორც ყოველთვის ამჯერადაც მანქანის გარეშე იყო სამეგობრო მოსული. ბიჭებმა ტაქსით წავიდეთო, გოგონებმა ჩვენ პიჟამა ფართის მოწყობა გვინდა და რომელიმესთან დაგვტოვეთო. -მაშინ ასე მოვიქცეთ. ახლა მე გოგონებს მივიყვან იქ სადაც მეტყვიან და მერე თქვენ წასაყვანად დავბრუნდები. _ბიჭების გასაგონად საუბრობდა მერლანი. -არა, შენ გოგონები დატოვე იქ სადაც გეტყვიან და ჩვენ ტაქსით წავალთ სახლებში. _მხარზე ხელი დაადო ილომ და თვალი ჩაუკრა. -როგორც გინდათ. _თავი დაუქნია და სადგომისკენ წავიდა. ლოლა გაბადრული სახით მიუტრიალდა ძმას და ლოყაზე მსუბუქად აკოცა. -მგონია რომ თარაშის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო ამაზე არ დასთანხმდებოდი. _ტუჩები ყურთან მიადო და რაც შეიძლება ხმადაბლა ჩასჩურჩულა. -თუ მისნაირი იქნებოდა ეჭვიც არ შეგეპაროს რომ დავთანხმდებოდი _წელზე ხელი მოხვია, ლოყაზე მაგრად აკოცა და მანქანისკენ გაუშვა. *** ალკოჰოლის ზემოქმედებას საერთოდ ვერ გრძნობდა, ზუსტად იმდენი დალია რამდენიც საჭირო იყო. ორი ჭიქა მისთვის უკვე ნორმალურია, იცის რომ იმის იქით ზედმეტი იქნება და არ უნდა საკუთარ თავზე კონტროლი რაიმემ დააკარგინოს. მითუმეტეს არ იყო ისეთ სიტუაციაში სადაც სასმელს უფლებას მისცემდა რომ ლოლაზე ყველანაირი უნარი წაერთმია. სახლში, მეგობრებთან ერთად დაუფიქრებლად გაერთობა, ბოლომდე დაიხარჯება, მაგრამ ბარში გამორიცხულია. რაც არ უნდა იყოს ზედმეტად ამაყია იმისთვის რომ ფეხი აერიოს. თარაშმა მანქანა მაკას კორპუსის წინ გააჩერა და გოგონებს დაემშვიდობა. ლოლამ ღვედი შეიხსნა და დაელოდა როდის შევიდოდნენ გოგონები სადარბაზოში. -კარგი სამეგობრო გყავს. _სიჩუმე თარაშმა დაარღვია. საშინალდ ესიამოვნა მამაკაცის სიტყვები, ძალიან მოსწონს როდესაც მისი სამეგობროს სიკარგეს სხვაც აღნიშნავს. ყველა იმდენად თავისებური, დადებითი და კეთილია რომ ამ აურას სხვაც თავისუფლად გრძნობს და შემდეგ ძალაუნებურად აღიარებს. _ზუსტად ისეთები როგორსაც იმსახურებ. _გოგონასკენ ოდნავ გადაიხარა და თითები ლოყაზე მსუბუქად მოუჭირა. -ავალ. ჩურჩულით წარმოსთქვა და ღიმილით მოშორდა მამაკაცის ხელს. ბოლო წუთამდე ეგონა რომ აკოცებდა, გამოსამშვიდობებელ კოცნას დაუტოვებდა ბაგეებზე, მაგრამ თარაშმა ისე დაძრა მანქანა რომ გოგონას ტუჩებს ოდნავადაც კი არ შეხებია. ვარდისფერი, შავი მაქმანებიანი ღამის პერანგი ჩაიცვა, ხალათი მოიცვა და ხალიჩაზე მოკალათდა. გაბადრული სახით უყურებდა ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს და გოგონების სიცილს უსმენდა. -ბალუ, მე მგონი ყურებამდე თარაშით ვარ შეპყრობილი. _სიცილნარევი ხმით გადაულაპარაკა მის გვერდით გაწოლილ კრემისფერ ძაღლს და თითები ფუმფულა ბეწვზე ნაზად დაუსვა. _შენ არ იცნობ..._გაბადრულმა განაგრძო. _სიმპათიურია, სექსუალური, ძლიერი, განათლებული, ზრდილობიანი, მაგრამ ცოტა ცივია. არ ვიცი ეს ურთიერთობაში რამდენად გამოგვადგება. შენ ხომ იცი ურთიერთობაში როგორი თბილი და ლმობიერი ვარ და სხვა რომ ცივია მაგ დროს ყველაფერი მავიწყდება, ასე მგონია რომ ვერ შევეგუები. _შეწუხებულმა დაასრულა და მის წინ განლაგებულ გოგონებს შეშფოთებულმა ახედა. -ანუ თუ ბალუ არ გვქვია, არაფერს გვიყვები?_ხმამაღლა წამოიყვირა მაკამ და მის წინ ჩამოჯდა. -არა, ვაპირებდი უბრალოდ ბოლოს აქ რომ ვიყავი ბალუს დავპირდი რომ თუ ვინმე მომეწონებოდა პირველი გულახდილად მარტო მას ვეტყოდი. _სწრაფად იმართლა თავი და ნახევრად მიძინებულ ძაღლს გადახედა. -ჩემ ძაღლთან სასიყვარულო თემებზე საუბრის ნებართვა ჯერ ჩემგან უნდა აიღო!_წარბწეულმა ჩაიდუდღუნა მაკამ და ყავის ფინჯანი გაუწოდა. *** დილით სამზარეულოში გასულს თაკო უკვე ყავით ხელში დახვდა. გოგონამ ღიმილით აუწია ხელი და ჩაიდანი კიდევ ერთხელ შემოდგა გაზქურაზე. -ყავა ხომ?_მაინც, ყოველი შემთხვევისთვის იკითხა და პასუხს დაელოდა. -კი, ყავას დავლევ თორემ ასე მგონია რომ სადმე ჩამომეძინება._მთქანრებით ჩაიალაპრაკა და კარისკენ შეტრიალდა. _10 წუთში გამოვალ, შხაპს მივიღებ. -ხო მართლა, შენი ტელეფონი დღეს ლამის მაგიდიდან გადმოხტა. გირეკავდნენ. _ეშმაკურად მოკუმა ტუჩები და თვალები აათამაშა. -გადავურეკავ. _განაზული ხმით ჩაიჩურჩულა და უკანალის მაგივრად მთელი ტანის რხევით გავიდა სამზარეულოდან. *** -იმის სათქმელად გირეკავდი რომ გამეფრთხილებინე. შეეცადე 13 იანვარს აეროპორტში მხოლო ის ადამიანები წამოიყვანო ვისთანაც ჩემ შესახებ საუბარი შენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. -ანუ? -13_ში ერთად მივფრინავთ. მანამდე არ გნახავ, არ მინდა ოჯახისთვის გამოყოფილი დრო ჩვენმა ფლირტმა გაფანტოს. ამისთვის ჩვენ უამრავი დრო გვექნება, ახლა მთავარია გააკეთო ის რისთვისაც აქ ხარ. ცამეტში გნახავ. _სწრაფად აუხსნა ყველაფერი და ღიმილნარევი ხმით დაემშვობა. ლოლას ტელეფონი ყურთან გაუშეშდა. ნამდვილად არ ელოდა თარაში ამის გამო თუ დაურეკავდა, თანაც როგორ უთხრა, არ მინდა ჩვენმა ფლირტმა გაფანტოსო?! მართალია ცოტა ეწყინა მამაკაცის სიტყვები, უფრო სწორად ის ეწყინა ცამეტამდე რომ ვერ ნახავს, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან გაუხარდა თარაშმა ასეთი დიდი მნიშვნელობა რომ მიანიჭა ლოლას ოჯახს. ალბათ იცის როგორი რთულია ამდენი ხნით მათგან შორს ყოფნა და როგორი არასაკმარისი დროა ერთი კვირა. ლოლამაც ზუსტად ისე გაანაწილა დრო როგორც თარაშმა დაუბარი და როგორც თავად აპირებდა. მთელი ეს დრო ოჯახის წევრებს და მეგობრებს არ მოშორებია, თბილისიდანაც კი არ გასულა, არადა იმდენი საინტერესო გეგმა ჰქონდათ, თუმცა ამ ყველაფერს ზაფხულში განახორციელებენ, ახლა ძალიან ცოტა დრო აქვთ აქეთ-იქით სასიარულოთ. ნინასგან რამდენიმე საჭირო რჩევაც მიიღო კულინარიის და ცხოვრებისეული გამოცდილების განხრით, ბებიასთან გამუდმებით ჭამის პრობლემაზე იყო საუბარი. 26 წლის განმავლობაში ვერცერთი წამით შეეგუება ბებია რომ მისი შვილიშვილი ასეთი გაკნაჭულია. წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა უთხრას ნინას რომ აეროპორტში არ გაჰყვეს, ეს ხომ ოჯახური ტრადიციასავითაა. გამორიცხულია ქალმა შვილს ეს დაუთმოს და მის წასვლას საკუთარი თვალებით არ უყუროს, ეს არ მოხდება და როგორმე ლოლამ სხვა გზა უნდა იპოვოს. იქნებ უკვე თვითმფრინავში ასულმა ნახოს თარაში, ან ბილეთების შემოწმებისას. “-დილა მშვიდობის, უნდა ვაღიარო რომ ძალიან დამაკლდი, დიდი იმედი მაქვს რომ იგივეს გრძნობ შენც! სარეგისტრაციო რიგში ვერ გნახავ, ჩემები ამაზე არ დამთანხმდებიან. მეორე სართულზე შეგხვდები.” მისწერა და ტელეფონის ეკრანი ჩააბნელა. გამზადებულ ბარგს კიდევ ერთხელ გადახედა და მოღუშული წამოდგა ფეხზე. ყველაფერი ისევ ისე მეორდება. სარკის წინ საკუთარი თავი შეათვალიერა და როგორც კი ჩაწითლებულ თვალებს გადააწყდა გაბრაზებულმა ლოყებზე ხმაურით შემოილაწუნა. -ახლა რომ ასეთ მდგომარეობაში დაგინახონ შეიძლება გული გაუსკდეთ!_თავს შემოუძახა და სააბაზანოში შეიძურწა. *** -ჩვენი პირობა ხომ კარგად გახსოვს?_ჩანთა მხარზე მოჰკიდა ნინამ და დაკვირვებით შეათვალიერა შვილი. _რომ ჩახვალ იმ წამსვე მწერ, სხვა შემთხვევაში მეორე დღესვე აქ დაგსვამ! _მუქარით გააფრთხილა შვილი და შუბლზე აკოცა. -ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც შენ გინდა... უბრალოდ შეეცადე რომ ილოს აღარ ეკამათო, ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ხშირად შევამჩნიე რომ ამ ყველაფრით ძალიან დაიღალა და ისე ნუ იზამ რომ სახლიდან გააქციო. _ჩურჩულით გააფრთხილა და ყელში აკოცა. -შევეცდები. _შვილის რჩევა მშვიდად მიიღო და თმაგაბურძგნულ შვილს ღიმილით გადახედა. _როგორ გავს მამაშენს, ზოგჯერ მგონია რომ ილო კი არა მამაშენია. _ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა. _კარგი, კარგი ახლა არ გვინდა. _თავი გააქნია და ცრემლები შეიკავა. _კეთილი მგზავრობა. -როგორ მარტივადაც არ უნდა ჩანდეს მე ჯერ არ შევგუებულვარ შენი და თარაშის უცნაური ურთიერთობის ისტორიას, უბრალოდ მე შენ გენდობი და ვიცი რომ ისე გააკეთებ როგორც საჭიროა. ასევე თარაშის მიმართაც მაქვს ნდობა, თუმცა არა ისეთი როგორიც ალბათ ურთიერთობის დროს ყალიბდება ასე რომ. ჭკუით! *** თვალების ცეცებით ეძებდა ნაცნობ და მონატრებულ სილუეტს, მაგრამ თარაში არსად არ ჩანდა. არც მეორე სართულის რიგში და არც ბილეთების შემოწმებისას არ უნახავს. კიდევ რამდენიმე წუთი ელოდებოდა მამაკაცს, მერე იძულებული გახდა თვითმფრინავში ასულიყო. თავისი ადგილი დაიკავა და მის გვერდით მჯდარ ახალგაზრდა ქალბატონს დააკვირდა. რაც არ უნდა იყოს კიდევ რამდენიმე საათი მოუწევს თარაშისგან შორს ყოფნა, უბრალოდ ახლა ის მაინც ამშვიდებს რომ ერთ სივრცეში იქნებიან. -უკაცრავად. _ნაცნობი ხმის გაგონებისას გაღიმებულმა ასწია თავი და თარაშს დააკვირდა. _ჩემი მეუღლე ორსულად არის, ჩემ გარეშე ფრენა გაუჭირდება და იქნებ ადგილები გავცვალოთ? მამაკაცის სიტყვების მოსმენისას პირდაღებულმა ჯერ თარაშს გადახედა, მერე ქალს და ბოლოს მუცელზე დაიხედა. უხერხულობისგან სწრაფად შეიშმუშნა და ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთულა სასულეში ძლივს გადაუშვა. როგორც ყოველთვის ამჯერადაც მოახერხა ლოლას გაოგნება და დადუმება. -კი, მაგრამ თუ თქვენი მეუღლეა ერთად რატომ არ სხედხართ?_დაეჭვებულმა იკითხა და ორივეს დააკვირდა. -ორსული ქალის კაპრიზები. _მოჩვენებითი შეწუხება გამოესახა სახეზე. ლოლამ კოპებშეკრულმა ამოიგმინა და მამაკაცს მტრულად გადახედა. -გასაგებია. -ბიზნეს კლასი, ეი 4. _ადგილი მიასწავლა და გახარებულ ქალს გასასვლელი ადგილი დაუთმო. ლოლამ გაკვირვებულმა გააყოლა უსიტყვოდ მიმავალ ქალს თვალი და პირი დაკუმა. -სპეციალურად გააკეთე არა?!_როგორც კი მის გვერდით მოკალათებული დაიგულა სიცილით გადასჩურჩულა და თითებზე მსუბუქად მოეფერა. _იცოდი რომ უბრალო ადგილს არ გაგიცვლიდა. -ვფიქრობ გამიცვლიდა, მაგრამ როდესაც რაღაცას ითხოვ იმდენი მაინც უნდა შეგეძლოს რომ უფრო მეტი შესთავაზო. ორივე მხარე კმაყოფილი რომ დარჩეს. _თვალი ჩაუკრა, მისკენ გადაიხარა და მონატრებული ტუჩები დაუკოცნა. >>>> იმედია მოგეწონათ <3 ძალიან დიდი მალდობა ყველას. თქვენ ძალიან მარტივად ახერხებთ ჩემ გაბედნიერებას და უღრმესი მადლობა ამისათვის. <3 გყვარობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.