შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ სადაც 6


7-02-2018, 00:40
ავტორი Frigga
ნანახია 1 541

ძალიან პატარა თავია, როს გამოც მინდა ბოდიში მოგიხადოთ, უბრალოდ ვერ მოვახერხე მეტის დაწერა, მეშვიდე თავს ცოტა გვიან დავდებ, მინდა ცოტა დიდი თავი დავწერო, მადლობთ რომ კითხულობთ, გთხოვთ თქვენი შთაბეჭდილება ყველამ დააფიწსიროთ კომენტარის სახით.
-
დავჯექი და ყავა მოვსვი, ის კი პირს არ აკარებდა ჩემს მომზადებულ ყავას, ვუყურებდი როგორ უსმევდა თითს ჭიქის ზედაპირს.
- რატომ არ სვამ? ასეთი დაჟინებით გამაკეთებინე ყავა და პირსაც არ აკარებ?
ყავა ჩემსკენ გამოწია და სერიოზული გამომეტყველება მიიღო.
- მე ყავა კი არა, იმის შემოწმება მინდოდა, თუ რამდენად სწორად იგებ ჩემს სიტყვებს.
ადგა და კარისკენ წავიდა, მეც მივყევი და სანამ კარამდე მიაღწევდა კარს ავეკარი.
- საკმარისია, ვინ ხარ? შემოიჭერი აქ ჩემს ცხოვრებაში და თითქოს შენი თოჯინა ვიყო ისე იქცევი, მე ყველაფერს, რომ სწორად ვიგებ ეგ ერთი, მერე მეორე საშინლად მაღიზიანებს შენი საქციელი, ან შენ წახვალ ჩემი ცხოვრებიდან ან მე..
სიტყვები ერთმანეთზე მივაყარე, რომ არ დავბნეულიყავი და გავშეშდი, თან მის თვალებში დავიკარგე, ლურჯი თვალები ჰქონდა, ცისფერი არ ეთქმოდა, ნამდვილი ლურჯი, როგორც კრასკა, არ ვიცი ასეთი უცნაური ადამიანის მნახველი არ ვარ, ყველანაირად უცნაური და ყველანაირად უგრძნობი..
- ვერსადაც ვერ წახვალ.
მისი თავდაჯერებულობა უკვე ყელში ამომივიდა..
- ასე გგონია?
- მგონია არა, ასეა.
- რა თავდაჯერებული ბრძანდებით?
- დიახ.
- კარგი ვნახოთ.
კარი გავაღე და თავ-ქუდ მოგლეჯილმა ჩავირბინე კიბეები, მერე ასფალტზე ფეხი გადამიბრუნდა, და წავიქეცი, ძლივს წამოვდექი ფეხზე, მაგრამ ისევ მოწყვეტით დავეშვი ძირს, კოჭი მტკიოდა, ისე, რომ უკვე ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, ძალიან ცუდად ვიყავი, რამდენჯერაც წამოდგომა ვცადე, იმდენჯერ დავენარცხე ძირს, ტკივილისგან ცოტაც და გული შემიღონდებოდა, მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი, ვცდილობდი წამოდგომას, რადგან ვიცოდი გამომეკიდებოდა, ძალიან ცუდად კი ვიყავი, მაგრამ სულ არ მომწონდა ფაქტი, რომ მას უნდა დავმორჩილებოდი, ვიბრძვოდი, მტკიოდა, დიდი დრო არ იყო გასული ჩემი წაქცევიდან, ეს ყბელაგერი სულ წამებში მოხდა, მაგრამ საუკუნედ მეჩვენებოდა, ცოტა ხანში თვალებში დამიბნელდა, მეტი აღარფერი მახსოვს, მეღვიძება სადღაც შუაღამის სამის ნახევარია, თვალებს ძლივს ვახელ, ვაცნობიერებ, რომ ჩემს ოთხში ვარ, გაკვირვებული ვიხედები სიბნელეში, გვერდით ტუმბოზე მდგარ სანათს დიდი გაჭირვებით მივწვდი და ავანთე, მერე ისევ მოწყვეტით დავეშვი საწოლზე, გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა, ერთი შეხედვით უგრძნობი მუტატი ჩემს სავარძელში კომფორტულად მოთავსებულიყო და ტკბილად ეძინა, გადავწყვიტე შემემოწმებინა თუ რამდენად ვაღელვებდი, იქნებ ვალის მოხდის მიზნით დარჩა მეთქი ვიგიქრე და იქვე ტუმბოზე მდგარი წყლის ჭოქა ჩამოვაგდე, შეშინებული და დაბნეული წამოხტა, ერთი ორჯერ თვალებზე მოისვა ხელი და მომვარდა.
- ხომ კარგად ხარ?
ჭიქა აიღო, ისევ წყლით აავსო და მომაწოდა.
- ბალიში კარგად არის?
გაკვირვებისგან კინაღამ გამოვშტერდი, რამოდენიმე წამი როგორც იდიოტი ისე ვიყურებოდი.
- ბალიში კარგად გაქვს თქო?
ახლა უკვე მკაცრი და ხმამაღალი ტონით მომმართა, მაშინვე ძირს დავეშვი ჩემი ფანტაზიიდან, ვიფიქრე გამოსწორდა მეთქი, მაგრამ თურმე სულ ტყუილად.
- ნუ ღელავ, შენი მარიონეტი კარგადაა.
- არავინ ამბობს, რომ მარიინეტი ხარ, მე უბრალოდ..
- ეს უბრალოდ არ მაინტერესებს, შენ არავითარი უფლება არ გაქვს ჩემი ასე გამოკეტვის, ხვალ კვირაა, ხვალ გადაწყდება ყველაფერი.
ნაგლად წავუღიმე და სხვა მხარეს გადავბრუნდი, ის ოთახიდან არ გასულა, ისევ სავარძელში ჩაჯდა, რომელიც პირდაპირ ჩემი საწოლის გვერდით იდგა, მიყურებდა და ვერ გამეგო როგორ, სიყვარულით, სიბრალულით თუ უბრალოდ იმიტომ, რომ რამე მეფიქრა? ყველაფერი მაბნევდა, ყელში ამომივიდა ასეთი ურთიერთობა, გადავწყვიტე, ხვალ წავალ, ვითომ სახლში დავბრუნდი, მაგრამ ლოლასთან წავალ, ბიცოლაჩემთან, მას ვეტყვი, რომ ერთი ღამით მასთან დარჩენა მომინდა, მე და ბიცოლას საკმაოდ „დაქალური“ ურთიერთობა გვაქვს, არ მეხათრება მასთან მისვლა.
ფიქრებდან გამოვფხიზლდი და მისი მზერის ასარიდებლად საპირისპიროდ გადავბრუნდი, ფეხის ტკივილმა საშინლად გამაწამა, არადა არ მინდოდა, რომ მისთვოს მეთქვა, არაფერი არ მითქვამს, ისე ტკივილით დავიძინე, ცრემლები მდიოდა, ვიცოდი რომც მეთქვა რეაქცია არ ექნებოდა, ჩამეძინა, ძილში ვუგრძენი, როგორ მეხებოდა სისველე და სწრაფადვე გავიღვიძე, ვიკივლე შიშით, ზოგადად ძალიან მეშინია ძილში ყველაფრის, ხელში სვირინგა შემრჩა, ვერ ვხვდები ეს ბიჭი სადისტია? თუ უბრალოდ თავს მაჩვენებს, იმიტომ, რომ როგორც კი ხვდება არ ვუყურებ, მაშინვე იწყებს გაუგებარ ქცევას, თითქოს ძალიან ვენაღვლებოდე, კივილმა შეაშინა, მშინვე დამალა ცივი ტილო და ახლოს მოვიდა.
- ნუ კივი რა.
კბილებში ცრის და მიბღვერს.
- უკაცრავად.
მერე ისევ ვწვები და თვალებს ვხუჭავ, თავს ვაჩვენებ თითქოს ჩამეძინა, რამოდენიმე წუთში იგივეს აგრძელებს, ოდნავ ვახელ თვალებს და ვაკვირდები, ის ნწლა მისმევს ნატკენ ფეხზე სველ ტილოს და სულს მიბერავს, თან ჩუმად ბურტყუნებს.
- რა ჯიუტია, რა არანორმური, რა საშინლად საყვარელი, მაიმუნი, არანორმალური, ცივი, სუსტი.
და თავოსთვის ეღიმება, მეც ჩემებურად ვმაიმუნობ და საპირისპიროდ ვბრუნდები, ისე, რომ ფეხი მყვენბა და ტკივილისგან ვიჭყანები, არ მინდა გამეღიმოს და სახეზე ბალიშს ვიფარებ, მერე ისევ ვიშორწბ, ახლა უკვე ისიც ამ მხარეს არის, და ისევ თავისებურად, ძალიან ნელა და ნაზად უსმევს ტილოს ჩემს გალურჯებულ ფეხს.
- რა არანორმალურია, ნუთუ არ შეუძლია დამემორჩილოს? აუცილებლად დამემორჩილება, ის ჩემი თოჯინა არარის, მაგრამ არც სხვისია.
ცდილობს არ გამაღვიძოს, მისი მკვეთრი მოძრაობის შემდეგ გამოიხედება ხოლმე და მამოწმებს, როგორ გინდა არ გაგეღიმოს? ხო და რომ ვცდილობ, რომ არ გავიცინო მეღიმება, ამიტომ ვთამაშობ თითქოს ისევ გამეღვიძა, ის ისევ ისე იქცევა.
- რატო ხარ ასეთი?
- როგორი?
- ასეთი.
- ჰო და როგორი თქო?
- დეგენერატი.
ბალიში ვესროლე და ისევ ძილი ვცადე, მაგრამ მომინდა გარეთ გავსულიყავი, მომინდა მესეინა, თანაც გარეთ წვიმდა.
- მე გარეთ უნდა წავიდე.
- არსად არ წახვალ.
- წავალ.
- არა თქო.
- შენი საქმე არაა გასაგებია?
გადაიხარხარა და ნაგლად მომაგება მზერა.
- და მაინც, როგორ აპირებ?
- წვიმს, სახლში ვერ გაბჩერდები, შანსი არაა, მააინც გავალ.
- კარგი, მიდი.
ხელით კარისკენ მანიშნებს და თვითონ სავარძელში ჯდება.
- ეჭვიც არ შეგეპაროს.
ნელა გადმოვათრიე საწოლიდან ჩემი ნატკენი ფეხი, მერე მეორე და დავდექი, ეს დადგომა ძალან მძვირად დამიჯდა, ისე დავეცი, ოღონდ ამ ჯერად ისე, რომ ვერ შევიკავე თავი და ტირილი დავიწყე.
- უბედური, მოუხერხებელი, ფეთხუმი ადამიანი ვარ, არ ვიცი ასეთი რა გავჩნდი, ჯანდაბა, წვიმს და მე სახლში ფეხმოტეხილი ვგდივარ.
სვირინგა ამ ჯერად ძალიან ნერვიულად მოიქნია სკამი და სწრაფად მოვიდა ჩემთან.
- ნუთუ მართლა არ შეგიძლია იყო ნორმალური?
- რა ნორმალურობაზე მელაპარაკები, ცუდად ვარ, მინდა გარეთ გავიდე.
ხელში ამწწია, საერთოდ არაფერი ეცვა ზემოდან, გარდა მოკლე კლავიანისა, ისე ხელში აწეულმა ჩამატარა ოთხი სართული და გარეთ გავიდა, წვიმამ დამისველა თმა, ტანსაცმელი ნუ ტანსაცმელი რა პიჟამოები და სიცილი ავტეხე, მის სხეულზე მიკრულს კისკისით აღარ შემიძლია, მასაც მეტი არ უნდა, მაბზრიალებს და მავზრიალებს...
წვიმამ ისე დაგვასველა, სახლში ასვილისას კიბეებზე წყლის ხმაურით ავედით, მე ისევ ვკისკისებდი, მას ისევ სერიოზული სახე ჰქონდა, ხანდახან ჩაეღიმებოდა ხოლმე, მთელი ძალით ვეჭიდებოდი მის მაისურს, მეშინოდა ამ სველზე არ ჩაუვარდე მეთქი.
სახლში ასულებს სასიამოვნო სითბო მოგვედო, ჯერ სავარძელში ჩამაჯინა, მერე გამათბობელთან გააგო პლედი და ზედ ბალიშები საალაგა, მერე ისევ ამწია და ბალიშებზე სამსვა.
- არ გაინძრე.
ისევ მკაცრად მითხრა და სამზარეულოში გავიდა.
- კი, ვირბენ.
ირონიულად დავუბრუნე პასუხი და გამათბობელს მივეკარი.
სამზარეულოდან გამოსულს ორი ჭიქა ეჭირა ხელში, ერთი ალკოჰოლის, მეორე ჩაის.
- დალიე.
ისევ ეს ჯხეში ტონი.
- შეგეძლო გეთქვა მიირთვი და თან ეგეთი სახით არა, მაგრამ მაინც მადლობა.
ჩემს ნათქვამს არ იმჩნევს, გვერდით მიჯდება და ჩემს ნატკენ ფეხს მუხლებზე იდებს და ათვალიერებს, თითებს მისმევს, ტკივილით ვიკლაკნები.
- შემეშვი მტკივა.
ამოვიკრუტუნე. ჩემი ფეხი ისევ ჩემს კენ გასმოდო და მიწვა, მე არ ჩამძინებია, მართალია გეხი დამიწყნარდა და ჩამიცხრა, მაგრამ რატომღაც ძალიან მომწონდა მისი ყურება, ვათვალიერებდი, ვაკვირდებოდი მისი სახის ნაკვთებს, კუნთებს და ტატუირებებს, თითქოს ყველა მათგანს, თავისი დანიშნულება ჰქონდა, მისი მაჯიდან დაწყებყლი მსხვილი ვენები კუნთებამდე აღწევდა, შავი სისველისგან მოტკეცილი მაიკა კარგად კვეთავდა მის განიერ მხრებს და ნავარჯიშებ სხეულს, მისი თითები, გრძელი და თხელი, ნატიფი თითები ლამაზად ესვენა ჩემს ჭრელ ბალიშებზე.
- ღმერთო, თითი გაუჭრია, სისხლი სდიოდა, მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე მისი ჭრილობა. ჩემი პიჟამოს მკლავი გავხიე, რომელიც ჯერ კიდევ გაჟღენთილი იყო და მისი ხელის შეხვევა დავიწყე, ის იარაც შევუხვიე მაშინ უფლება, რომ არ მომცა, ამ წამს გარეთ, თავსხმა წვიმაში ვიყავით, ის კი მაინც იწვის, მის ვენებს ვაყოლებ თითებს და უეცრად ეღვიძება, თვალებს იფშვნეტს, მეც დროს ვიყენებ და კალთაში ვუდებ თავს, აშკარაა, რომ წეღან ჩემი სიახლოვე იგრძნო და ახლა, რომ გავეცალო, ხომ უფრო მიხვდება ყველაფერს.
ის ნაზად მეხება თმებზე, მეთამაშება, ხან მიხვევს, ხან მიბურდავს, მე ვითენთები და მეძინება.



№1 სტუმარი lile

Kargi gogo xar shen ????????

 


№2  offline წევრი Frigga

lile
Kargi gogo xar shen ????????

დიდი მადლობა

 


№3 სტუმარი ani

Magaria Mgoni didi siyvaruli iwyeba heart_eyes

 


№4  offline წევრი მოგზაური

ძააააანკაიააააა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent