შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ქუჩის ბოლოდან(თავი 5)


7-02-2018, 08:23
ავტორი Tinygirl
ნანახია 2 123

ისევ ის შავი თვალები, ისევ ის მკაცრი გამოხედვა, გაშტერებული ვუმზერდი და ისიც გაკვირვებული მიყურებდა მანამ სანამ გვერდით მჯდომა მწვანეთვალება ბიჭმა ხელი არ კრა
_რა გჭირს ბიჭო?
_რაა??ააა არაფერი_გამოფხიზრდა და ბიჭებს თვალი მოავლო მერე ისევ მე შემომხედა_მოკელთ ოთხი ლუდი და ოთხი აჭარული ხაჭაპური_მერე ბიჭებს გახედა და მათ კითხა_გინდათ კიდე რამე??
_ჰმ...პრინციპში ჯერ_ჯერობით არაფერი_სიცილით უთხრა მის წინ მჯდომა სპორტული აღნაგობის ბიჭმა
_ანუ მეტი არაფერი??_ვიკითხე მორიდებით
_არა მეტი არაფერი გვინდა_ისევ შავთვლებამ მიპასუხა
_თქვენი შეკვეთას მალე მოვიტან _ვთქვი მეც და ანერვიულებულმა გამოვეცალე მაგიდას და ბართან მივედი
_გიო რამე დამისხი რაა?_მუდარით გავხედე გიოს
_რაიყო რამე გჭირს გოგო??_ცოტა შეშინებულმა მკითხა
_არა რა უნდა მჭირდეს_მეც აღელვებულმა გავეცი პასუხი და გიოს მოწოდებული წყალი ერთი ამოსუნთქვით დავლიე
_ რა არაფერი გჭირს გოგო გაფითრებული ხარ_ანერვიულდა ლიკა
_არაფერია
_რამე გითხრეს იქ რომ მიხვედი??_მკითხა რიტამ და გაბრაზებული გახედა ბიჭების მაგიდას
_არა არაფერი უთქვიათ
_აბა რა დაგემართა გოგო?ცუდათ თუ ხარ ბატონ გივის ვეტყვი და გაგანთავისუფლებს
_არა მართლა კარგად ვარ გოგოებო არაფერი მჭირს _გავუღიმე გოგოებს და გიოს გავხედე_მზადა შეკვეთა უკვე??
_კი აი შეგიძლია წაიღო_ეჭვით ამათვალიერა გიომ და 4ლუდის კათხა მომაწოდა, მეც ავიღე და ფეხების კანკალით დავიძარი ბიჭებისკენ,
_აი თქვენი ლუდი_გავიღიმე ძალით_აჭარულს მალე მოგიტანთ_ვთვქი და შემოვბრუნდი
-ბიჭებთან-
_ბიჭო რანაირად უყურებ რა არის დაგევასა??_სიცილით კითხვა ლუკამ (მწვანეთვალებამ) გუკას(შავთვალება)
_არა ბიჭო რა დამევასა_შეუღრინა გუკამ_ვერ ხედავ ბავშვია
_კაი ძმა რას იღინები_სიცილით უთხრა სანდრომ სპორტული აღნაგობის ბიჭმა
_კაი შეეშვით ჰომ იცით რა უჟმურია_სიცილით თქვა გუკას წინ მჯდარმა გიგიმ_არადა საიდანღაც მეცნობა_ჩაფიქრებულმა თქვა
_კაით დაიკიდეთ რაა, მოდის უკვე და ჩუმად_შეუბღვირა ყველას გუკამ და გაჩუმა
-მიკა-
ხაჭაპურიც მალე გამზარდა და სუფრასთამ მივიტანე, ისე რომ არაფერი მითქვამს დავდე და როცა შემობრუნებას ვაპირებდი ისევ დამიძახა ერთ-ერთმა
_სარფერფლეც მოგვიტანეთ რა
_აქ მოწევა არ შეიძლება_ვთქვი ცივად და გზა გავნაგძე და გოგოებთან მივედი, რაღაცაზე ჭორაობდნენ
_რაზე ჭორაობთ გოგოებო??_ ვიკითხე მეც მაგრამ ამ დროს კლიენტები შემოვიდნენ და ჭორაობა გავწყბიტეთ, იმის მერე ბიჭებთან არ მივსულვარ, იმდენი ხალხი იყო აქეთ იქით სიარულს ვერ ავუდიოდით გოგოები, უკვე მოსაღამოვებულიყო და სტუმრებიც უფროდაუფრო მოდიოდნენ,ამ დროს ბარში სამი ნასვამი ბიჭი შემოვიდა და იმ მაგიდასთან დაჯდენ რომელიც მე მქონდა ჩაბარებული, იმ ამბის შემდეგ ძალიან მეშინოდა ნასვამი ხალხის მაგრამ სხვა რა გზა მქონდა ამიტომ შიშით მივედი მაგიდასთან
_გამარჯობათ რას ინებებთ?_ ვკითხე და თვალი მოვავლე მაგიდას,ერთ_ერთმა ვნებიანი თვალებით ამათვალიერა და
_შენთან ერთი ღამის გატარებაზე_საზიზღრად გამიღიმა,მაგრამ მე ვითომც არ გამიგია ისევ გავიმეორე კითხვა
_რამეს ინებებთ?
_ჰომ გითხარი უკვე შენთან ერთ ღამესთქო_ისევ ამათვალიერა უცნობმა ბიჭმა
_ანუ არაფერს კაით_შემოვტრიალდი და წამოსვლას ვაპირებდი როცა საჯ** იმ უზრდელმა ხელი ამომარტყა ამაზე ისე გავბრაზდი ვერ მოვითმინე და სახეში გავარტყი
_შენ მე ვინ გონივარ უზრდელო_თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი ისე ვიყავი გაბრაზებული, უცებ ფეხზე ადგა და მაჯაში ჩამავლო ხელი
_როგორ გაბედე ჩემთვის სახეში გარტყმა_ზიზღიანი თვალებით მიყურებდა და უფროდაუფრო მიჭერდა ხელს
_ხელი გამიშვიი_მეც ზიზღით ავხედე
_გოგომეთქიიი_დამიყვირა ბოლო ხმაზე ამ დროს "ჩემი" შავთვალებას ხმა გავიგე
_ვერ გაიგე გოგომ რა გითხრა ხელი გაუშვი დროზე_ისიც უმეტყველო ცივი თვალებით ეუბნებოდა
_შენ საერთოდ ვინ მიგდიხარ_ამრეზად აათვალიერა ბიჭი
_მე შენ განახებ ვინც ვარ დროზე ხელი გაუშვი თორემ ძალით გაგაშვებინებ
_აბა ერთი ცადე_საზიზღრად გაიღიმა უზრდელმა, ამ დროს შვათვალებამ მუშტი უთავაზა სახეში
_გაგაფთხილე ხელი გაუშვი შენ ნაბი***_და ისევ მოუქნია მუშტი მაგრამ უცებ ბიჭებმა გააკავეს
_აქ არა გუკაა ხალხია_გააკავა ლუკამ შემდეგ კი იმ უზრდელს გახედა_გარეთ გავიდეთ_გარეთ გავიდნენ მე კი ნერვიულად დავიწყე ფრჩხილების კვნეტა
_კაი მიკა დამშვიდი_მაწყნარებდა გოგოები მაგრამ მე მაინც ვერ ვწყმარდებოდი პირიქით რაც უფრო გადიოდა დრო უფროდაუფრო ვნერვიულობდი,10 წუთის შემდეგ ბიჭები ისევ დაბრუნდნენ მაგიდასთან მე კი მადლობის გადასახდელად მივედი
_მადლობა ბიჭებო თქვენ რომ არაარ ვიცი რა მეშველებოდა_ვთქვი და თვალი მოვავლე ოთხივეს, ცოტახნით მზერა კი შავთვალებაზე შევაჩერე
_არაფრის რა მადლობა_გამიღიმა ლუკამ_კარგად გავერთედ დიდი ხანია არავინ მიცემია_ამ დროს ოთხივეს გაეცინა და მეც გამეღიმა
_მაშინ მადლობის ნიშნათ ყავაზე დაგპატიჟებთ_შევთავზე ბიჭებს
_არ გვინდა მადლობ_ცივად მითხრა შავთვალებამ, როგორც გავიგე გუკამ_ჩეკი მოგვითანე და მეტი არაფერი გვინდა
_კარგით ეხლავე_ცოტა არ იყოს მეწყინა მისი ნათქვამი და შევტრიალდი როცა ერთ ერთის ხმა გავიგე
_რა დაგემართა ბიჭო გოგოს უბრალოდ მადლობის გადახდა სურდა, გუკას პასუხი არ გამიგია უცებ მივიტანე ჩეკი და იმ ადგილს გამოვეცალე, ბიჭების წასვლის მერე ისეთი არაფერი მომხდარა, უკვე 12 საათი იყო,როცა მე და რიტა წამოვედით, ლიკა და ტასო კი დღეს მორიგები იყვნენ და ბარში დარჩნენ, სახლში ძალა გამოცლილი მივედი ჩაცმის თავიც კი არ მქონდა მაშინვე წყალი გადავივლე და საწოლში საცვლების ამარა შევწექი, სიზმრების სამყაროში გადავეშვი, ღამის 4 საათი იყო როცა პიპას ყეფამ გამაღვიძა და მაშინვე წამოვარდი და ოთახიდან გავარდი, შიშსგან სამზარეულოდან დანა ავიღე და ხელის კანკალით ავანთე შუქი მაგრამ ირგვლივ არავის ჭაჭანება არ იყო, რომ უცებ უკან შევბრუნდი ოთახში და ავნის კარები ღია დამხვდა ამაზე უარესად შევშინდი და რიტას დავურეკე
_რა გინდა გოგო ამ შუა ღამე რას მაღვიძებ_ბუზღუნი დაიწყო რიტამ
_აუ გთხოვ მოდი მეშიანია_შეშინებულიი ხმით ვუთხარი მეც
_კაიი 5 წუთში მანდ ვარ_ჩემი შეშინებული ხმა რომ გაიგო იმასაც აუნერვიულდა ხმა და 5 წუთში მართლა ჩემს ოთახში ვიყავით ორივე
_რა მოხდა გოგო?_ნერვილად მკითხა რიტამ
_ვაიმე გოგო არ ვიცი მახსოვს, რომ ძილის წინ აივნის კარი დაკეტილი იყო მერე 4 საათი იყო პიპას ყეფამ, რომ გამაღვიძა და შეშინებული დანას დავტაცე ხელი და ოთახში შუქი,რომ ავანთე შევნიშნე აივნის კარი ღია იყო და ძალიან შემეშინდა,მაშინვე შენ დაგირეკე_ჩამოვარაკრაკე უცებ
_ვაიმე ეხლა მეც შემეშინდა ნეტავ ვინ უნდა ყოფილიყო?ქარიც არ იყო, რომ ქარს დავაბრალოთ_აკანკალდა შიშით რიტა
_ვაიმე არ ვიცი ძალიან მეშინია, გთხოვ რა დღეს აქ დარჩი_ლეკვის თვალებით გავხედე რიტას
_კაი გოგო დედას დავურეკავ და დავრჩები_მითხრა რიტამ და დედამის დაურეკა, როცა დარჩენაზე თანხმობა მიიღო მაშინვე ჩავაქვრეთ შუქი დანა კი კამუდზე დავდე და დავიძინეთ, მეორე დღეს კვირა იყო ამიტომაც ვისვენებდით ოთხივე და სასეირნოდ გადავწყვიტეთ წასვლა, პირველად მთაწმინდაზე ავედით და პატარა ბავშვებივით სხვადასხვა ატრაქციონზე დავიწყეთ კატაობა შემდეგ კი დაღლილ დაქანცულები კაფეში შევედით და ორი ყავა და ორი ჩაი შევუკვეთეთ და ჭორაობა დავიწყეთ
_ვაიმე გუშინ მიკამ ისე შემაშინა_დაიწყო რიტამ
_რა მოხდა?_ეჭვით გამოგვხედეს გოგოებმა
_მოკლეთ..._დაწვრილებით მოვყვევი გოგოებთან გუშინდელი ამბავი და ორივე ძალიან დაიძაბა
_ვაიმე გოგო რა მოგსვლია_ნერვიულად გაიღიმა ლიკამ
_ჰო გოგო კანკალებდა, რომ მივედი_თქვა რიტამ და მე გამომხედა
_კაი აღარ გვინდა მაგაზე ლაპარაკი რა_ვთქვი მე
_კაიი აღარ გვიდნა_დამეთანხმა ტასომაც და სხვა თემაზე დავიწყებთ საუბარი, დიდხანს ვიყავით კაფეში შემდეგ კი ჩემთან ავედით და შოკოლადის ტორტი დავაცხვეთ, თან ძალიან ვიხალისეთ ფქვილში ამივსვარეთ ერთმანეთი, შემდეგ გოგოები ისევ თავიანთ სახლებში წავიდნენ მე კი ისევ მარტო დავრჩი, მაშინვე აბანოში შევედი და წყალს გადავლება დავიწყე, არასდროს მიყვარდა აბანოში ფიქრი მაგრამ ეხლა ძალიან მომაწვა ფიქრები და ყველაფერზე დავიწყე ფიქრი "ჩემს" შავთვალებაზე, მშობლებზე და იმ უცნობზე ვინც ჩემს სახლში იყოო, ამდენი ფიქრისგან თავი მტკიოდა უკვე, უცებ მოვიცვი პირსახოცი და აბანოდან გამოვედი და საწოლში შევწექი ისევ საცვლების ამარა,იმ ღამეს ძალიან მშვიდად მეძინა ძილში თითქოს ვიღაც მეფერებოდა თმაზე მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს ფანტაზიას დავაბრალე და სიზმარს და გავიტრუნე, მეორე დღეს დილით ავდექი ყავა გავიმზადე და შოკოლადის ტორტი ჩამოვიჭერი, პიპასაც ვაჭამე შემდეგ კარადასთან მივედი და ჯინსის შარვალი და შავი ტოპი რომელსაც "bad girl" ეწერა გადმოვიცვი და კიბეებზე დავეშვი ჯერ რიტას გავუარე შემდეგ კი ლიკას და ბოლოს კორპუსიდან გასულს აწუწუნებილი ტასო დაგხვდა
_აუუ რააა ამდენი ხანია გელოდებით რა უბედურება_წუწინს აგრძელებდა ტასო
_კაი რა ტასუნაა_სიცილით მივედი და ორივე ლოყები დავუკოცნე_ვაიმე ჩემი თბილი გოგო
_ ოჰ შენ მაიმუნი გოგო_სიცილით თქვა და ყველა აიყოლოა_როგორ აფერისტობს_ისევ აუვარდათ სიცილი და მეც ამიყოლეს, ასე სიცილით ხარხარით მივედით ბართან, იქ კი გიო დაგვხვდა ვიღაც ახალ ბიჭთან ერთად_გოგოებიც მოსილაა_გაგვიღიმა გიომ და შორიდანვე აგვიწია ხელი_ეს ჩემი ახალი დამხმარეა ცოტნე_გაგვაცნო გიომ ახალი ბარმენი_ესენი კი ჩემი პეპლებია_სიცილით დააყოლა_ლიკა, მიკა, ტასო და მწარე რიტა_სიცილით დააყოლა ბოლოს
_მწარეს განახებ მე შენ _შეუბღვირა გიოს და ცოტნეს ხელი ჩამოართვა_სასიამოვნოა_გაუღიმა
_ჩემთვისაც_ვაუღიმა საპასუხოთ
_ჩვენთვისაც სასიამოვნოა_ორივეს მაგივრად ვთქვი მე
_ჩემთვისაც გოგოებო_თქვა და ყველას ხელი ჩამოგვართვა ცალ-ცალკე, გოგოებმა უცებ შევედით მიმტანებისთვის განკუთვნილ გასახდელში და ფორმა ჩავიცვით
_აუუ მიკა რა კაი ფიგურა გაქვს იმენა გიტარა_სიცილით თქვა ტასომ
_ოო მოიცა რა_სიცილით ჩავიქნიე ხელი და გარეთ გამოვედი, კლიენტები უკვე მოგროვილიყო და მეც დრო არ დავკარგე მაშინვე შევუდექი საქმეს, როცა კარი გაიღო და "ჩემი"შავთვალება შემოვიდა ვიღაც გადაპრანჭულ გოგოსთან ერთად, ამაზე ცოტა არ იყოს ნერვები მომეშალა და ჩემს თავს შევძახე "დაწყნარდი მიკა, დაწყნარდი შენ ვინ გეკითხება ვისთან ერთად მოვა მართლა შენი ჰომ არ გონია რომ მიისაკუთრე"გავუწყერი ჩემს თავს და მათ მაგიდისკენ დავიძარი
_გამარჯობა რას მიირთმევთ?_გავიღიმე ძალით და გადაპრანჭულ თოჯინას გავხედე შემდეგ კი გუკას
_ორი ყავდა და შოკოლადის ტორტი ორი ნაჭერი_შეკვეთა მომცა გუკამ ისე რომ ზედაც არ შემომხედა, ამაზე უარესად გავბრაზდი" მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა ნერვების მოშლა" ჩავიცინე ეშმაკურად და ბარისკენ წავედი
_ორი ყავა მინდა გიო და შოკოლადის ნამცხვარი
_ეხლავე
ყველაფერი გამიმზადა გიომ და როცა სუფრას მივუახლოვდი ვითომ შემთხვევით გუკაზე ცხელი ყავა გადამესხა ფეხებზე
_უპს...ბოდიშით არ მინდოდა_ვითომ დავღონდი მე ანდაც გულში ვხარხალებდი მის გამწარებულ სახეზე
_შე... შე ... გოგო_სიბრაზისგან სიტყვებს ვერ უყრიდა თავს
_დიახ გისმენთ_გავხედე მეც და სწერვულად ავიწიე წარბი
_ახლავე მოცილდი აქედან_შემომივღვირა და შარვლის წმენდა დაიწყო, ის თოჯინაც მიაჩერდა და ეხმარებოდა ამაზე კიდე ამეშალე ნერვები მინდოდა ის გოგო თმებით მეთრია, მაგრამ თავი შევიკავე და იქედან გავეცალე, შემდეგ დავინახე როგორ ხელგადახვეული გავიდნენ გარეთ,იმდენად ვიყავი ნერვები მოშლილი ყველას ვეჩხუბებოდი, ბოლოს გოგოები გამებუტნენ და მოვრჩი შხამის ნთხევას, მათი შემორიგება დავიწყე თუმცა უნდა ვაღიარო ძალიან რთული ყოფილა,მაგრამ ბოლოს მაინც მეგობრობამ გაინარჯვა(აქ ვიცინი) და შევრიგდით, როგორც იქნა სამუშაო დღეც დამთავრდა და სახლში წავედიი.სალში შესვლის თანავე ტანსაცმლის ცვლა დავიწყე და გზადაგზა ვყრიდი უცებ შუქი ავანთე და ბოლო ხმაზე შებკივლე
_ვაიმეეე_და გულზე ხელი მივიდე ის კი არხენად იყო ჩემს მდივანზე გაწოლილი და ღიმილით მიყურებდა
_შენ აქ რას აკეთებ??როგორ შემოხვედი??_ხელების ქნევით ვყვიროდი მე, უცებ ფეხზე წამოდგა და ჩემთან ახლოს მოვიდა მე კი სუნთქვა შემეკრა მისი სიახლოვისგამ და ტანში გამცრა
_შენ არ იცი რომ უცხო ბიჭთან ნახევრად შიშველმა არ უნდა იარო??_ამათვალიერა და ტუჩი მოიკვნიტა
_ვაიმე_ჩუმად ჩავიჩურჩულე მაშინ მივხვდი რა ფორმაშიც ვიყავი მის წინ და ლოყები ამიწითლდა და ოთახში შევარდი,ხალათი ვიპოვე და შემოვიხვიე შემდეგ თავს შემოვიძახე დამშვიდებისკენ ერთხელ ღარმათ ამოვისუნთხე და ჩავისუნთქე დასამშვიდებლად და გავედი
_აბა ეხლა ამიხსენი აქ რას...._უცევ სიტყვა გამიწყდა, ის უკვე წასულიყო, ცოტა არ იყოს გული დამწყდა "საერთოდ რას მოდიოდა თუ ასე უბრალოდ უნდა წასულიყო" ვბუზღუმებდი ჩემს თავთან "აბა რას ელოდებოდა რომ მოვიდოდა და საოცარ ამბორს გაჩუქება?" დამცინა მეორე "მე" "ნუ ხარ საზიზღარი შენ"ვუსაყვედურე ჩემს "მეს" და ბუზღუნით შევწექი საწოლში და მაშინვე სიზმრების სამყაროში გადავეშვი, თუმცა გუშინდელი შეგძნება დღესაც გამომყვა და ისევ ვგძნობდი თმაზე ფერებად ბოლოს კი შუბლზე კოცნა ვიგრძენი და უფრო ღრმად, სიამოვნებისგან გათიშულს გადავეშვი სიზმრების სამყაროში და ისევ ჩემი შავთვალება ბიჭი ვნახე სიზმარში უცებ, რომ მიახლოვდებოდა და ჩემს კოცნას აპირებდა მაგრამ ამ დროს ვიღაცის თავზე დახტომა ვიგრძენი და წუწუნით გავიღვიძე
_რა ჯანდაბა გინდათ?დამაძინეთ ისეთ კარგ სიზმარს ვხედავდი_ბალიში დავინახე თავზე
_ჰმ...რაო გოგონი შენი შავთვალება პრინცი იხილე_სიცილით მეკითხებოდა ლიკა
_ზუსტადაც_ენა გამოვუყავი მე და ზლოზინით წამოვდექი საწოლიდა_აუ როგორ მეზარება სამსახურში წასვლა რა_გავაგძელე წუწუნი და აბაზანაში შევედი
_აუუ შენ როგორ სულ წუწუნებ რა_მომაძახა ტასომ და სამზარეულოში გაიქცა რიტასთვის ტორტის ჩამა რომ მოესწრო, მე კი სიცილი ამივარდა როცა წარმოვიდგინე რიტას ბუზღუნი როცა ტასო ტორტს გამოგლეჯდა ხელიდან...

პ.ს გამარჯობა ჩემო ტკივილები :-* :-* ესეც ახალი თავი მართალია პატარა მაგრამ ამ აბიტურიენტობის გამო ვერ ვახერხებ უფრო დიდი თავის დადებას, მაგრამ გპირდებით შაბათ_კვრიას უფრო დიდი და ნოყიერ თავს დავდებ :-* ^_^



№1  offline წევრი mia15

საინტერესო და კარგია.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი ქეთიtaisia

ძალიან მომწონს ????
რატომღაც მგონია რომ ღამით შავთვალება მიდის მიკასტან ხოო????
კარგი ისტორიაა ????❤
და რა მაინტერესებს..ხალათს რამდენი ხანი ეძებდა რომ მოასწრო გულამდე წასვლა??::)))):დდ
და კიდე ძაან უხეში ნუა ჩემი შავთვალება რაა????❤
მიყვარხაარ ❤
ველი ახალს????❤

 


№3 სტუმარი სტუმარი bella

Rogor mixarixar aricii <3 <3 veli shemdegss

 


№4  offline წევრი Tinygirl

mia15
საინტერესო და კარგია.ველი შემდეგ თავს

Madloba:-*:-*

taisia
ძალიან მომწონს ????
რატომღაც მგონია რომ ღამით შავთვალება მიდის მიკასტან ხოო????
კარგი ისტორიაა ????❤
და რა მაინტერესებს..ხალათს რამდენი ხანი ეძებდა რომ მოასწრო გულამდე წასვლა??::)))):დდ
და კიდე ძაან უხეში ნუა ჩემი შავთვალება რაა????❤
მიყვარხაარ ❤
ველი ახალს????❤

Iseti dabneuli it shavtvalebas mis saxshi xilvit rom yvelaferi daviwyda sad Ra edo:-*:-*

სტუმარი bella
Rogor mixarixar aricii <3 <3 veli shemdegss

Madloba shevecdebi male davdo:-*

 


მიყვარხარ შენც და შენი მოთხრობაც!! heart_eyes

 


№6  offline წევრი Tinygirl

მწვანეთვალებაგოგო
მიყვარხარ შენც და შენი მოთხრობაც!! heart_eyes

Madloba ???? mec miyvarxar :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent