შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აისჰევენი/14,15 & 16 თავები


7-02-2018, 15:21
ავტორი Sleeping Cinderella
ნანახია 1 044

თავი XIV - სიგარეტი და მოპარული კოცნა


ქეითი მარტო იყო ბარში და თავის ბენდს ელოდებოდა,რომ კონცერტი დაეწყოთ.
მას ძალიან უყვარდა ბარები და უნდოდა,რომ ერთ დღესაც საკუთარი ბარი ჰქონოდა.

ჯერ 7 საათი იყო და ბარში არავინ იყო დამლაგებელის გარდა,ამიტომაც გადაწყვიტა,რომ შემთხვევით ესარგებლა.ბართან მივიდა და წარმოიდგინა,ვითომ ბარმენი იყო და სასმელის დასხმა დაიწყო წარმოსახვითი კლიენტებისთვის.
Arctic Monkeys "why'd you only call me when you're high" იყო ჩართული და ცეკვის ხასიათზე მოვიდა. მას არასდროს უყვარდა ცეკვა,არც არასდროს უცეკვია და არც აპირებდა,მნიშვნელობა არ ქონდა,მარტო იყო თუ ხალხის გარემოცვაში. მაგრამ ამ სიმღერამ ცეკვა აიძულა და თან ცდილობდა ბოთლი მხარზე გაეგორებინა,როგორც ბარმენები აკეთებენ,მაგრამ ბოთლი ხელიდან გაუვარდა და იატაკზე ნამსხვრევების სახით მიმოიფანტა.
ქეითმა პირზე ხელები მიიფარა.
-არაუშავს.-ქერა ბარმენმა გაიღიმა და თავისი ზურგჩანთა სკამზე დადო.
"ეს როდის შემოვიდა" ქეითის გული წამით გაჩერდა,-გთხოვ არ მითხრა,რომ დამინახე როგორ ვცეკვავდი.
-კი და კარგი იყო.
-ო ღმერთო ჩემო.-ქეითმა თავი ხელებში ჩარგო და კინაღამ ბარის ქვეშ დაიმალა.
-გთხოვ არ გაიქცე.-გაიღიმა დენმა.
-მე...იმ დღეს რაღაც საქმე მქონდა და იმიტომ გავიქეცი.-ძლივს ამოღერღა ქეითმა.
-იმედია დღესაც არ გაქვს რაღაც საქმე.
-ჯერ არა.-ქეითმა გაიღიმა და შუშის ნამსხვრებების აკრეფა დაიწყო.
-არაუშავს,დამლაგებელი მოხვეტავს.-უთხრა დენმა,მაგრამ ქეითმა არ მოუსმინა.
-ააა..უ..-დაიჯღანა და ხელი ხელზე მაგრად მიიჭირა.
-ხომ გითხარი,თავი დაანებე მეთქი.-დენმა თავი უკმაყოფილოდ გაიქნია,-მოდი აქ.-ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ქეითს ხელი შეუხვია.
-არაუშავს,მიჩვეული ვარ.
-საკუთარი თავის დაჭრას?
-კი,გუშინ ჩემს ოთახში ვვარჯიშობდი და წინა დღის გატეხილი ჭიქის დარჩენილი ნატეხი შემერჭო ზურგში.
-და ისევ მანდ არის?
-არ ვიცი,თუ მანდ არის,ოდესმე გულამდე მიაღწევს და მომკლავს და გვეცოდინება.
დენმა გაიცინა,მაგრამ ქეითს ანგელოზების სიმღერა მოესმა.
დენმა ხელის შევევა დაამთავრა და წამით მათი თვალები ერთმანეთს რომ შეხვდა,ქეითს სუნთქვა შეეკრა.
-რას დალევ?-ჰკითხა დენმა.
-ნებისმიერ რამეს,რომელიც ტკივილს მომიხსნის.
-ჰა,ეს დალიე.-დენმა სასმელი დაასხა.-მოკლედ,რას აპირებ დღეს?
-ვმღერი.
-აქ?
-ჰო,მე და ჩემმა დაძმებმა ბენდი შევქმენით,ხანდახან დრამზე ვუკრავ,მაგრამ უმეტესად ვმღერი.
-ძალიან კაი.მეც ვუკრავ დრამზე.
-მართლა? მაგარია.
-ვენდი რას შვება?
-არაფერს,ბენდში აღარ არის,მაგრამ მან შექმნა.
-ერთი სულის მაქვს როდის მოგისმენ.-გაიღიმა დენმა.
-ჰეი,მაღაზიაში წამომყვები? ჰოთდოგი მინდა.-ჰკითხა ვენდიმ ქეითს.
-კაი. მოიცა,ფული რამდენი გაქვს?
-იმდენი,რომ შენც გიყიდი ჰოთდოგს.
-არა,სიგარეტისთვის მინდა.წეღან გავიგე,რომ დენს უნდოდა,მაგრამ რომელიც უნდოდა,ის სიგარეტი არავის ქონდა.
-კაი,მაქვს მაგდენი ფული.
-იცოდე,თუ იკითხავს,უთხარი რომ მე ვიყიდე კარგი? მაგრამ რატომ იკითხავს.

-ეე,მადლობა დიდი.-დენმა გაიღიმა და ვენდის სიგარეტი გამოართვა.-რომელმა იყიდეთ?
-მე!-კინაღამ იყვირა ქეითმა,თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საქმე ყოფილიყო.
-Aww,მადლობა.მოდი,გაკოცო.

ხომ იცი ის გრძნობა,ოპერაში რომ ხარ და მუსიკა ნელა იწყება და ყველაფერი ძალიან ლამაზი და ჯადოსნურია და მერე ფარდა იხსნება და ყველაფერი ბრწყინავს და ფეიერვერკებია და ლამაზი გედები ცურავენ ტბაში და ბალერინები ცეკვავენ და ყველა ბედნიერია?
ზუსტად ესეთი გრძნობა დაეუფლა ქეითს,როცა დენმა უთხრა "მოდი,გაკოცო"

იგი ბარისკენ ნელა გადაიწია და ლოყა ისე მიუშვირა,ვითომც არაფერიაო,მაგრამ შინაგანად "OMG OMG OMG OMG OMG OMG OMG დენმა მაკოცა OMG OMG OMG OMG OMG OMG OMG OMG OMG OMG OMG OMG OMG"

-ლოყაზე არავინ შემეხოს,აღარასდროს ვაპირებ დაბანას.-უთხრა ვენდის,როცა მაგიდასთან დაჯდნენ.
-ნუ გეშინია,არ ვაპირებ.-გაეცინა ვენდის,-ხო მართლა,სად არის შენი დრამის ჯოხები,კონცერტი 15 წუთში იწყება.
-სახლში დამრჩაააა! წავალ და მოვალ,მაქსიმუმ 10 წუთი უნდა.

ქეითმა მანქანა დაქოქა და 5 წუთში უკვე სახლში იყო.
თავის ოთახში სწრაფად აირბინა და დრამის ჯოხები აიღო.შემდეგ კი სააბაზანოში შევიდა,რომ ჭრილობა დაებანა და ბინტით შეეხვია,და როცა მოტრიალდა,რობერტი დაინახა,რომელიც ხალათისამარა,წიგნით ხელში კარებთან იდგა.
-ჰეი.-გაუღიამ ქეითმა.
-ჰეი.
-ბარში მივდივარ,კონცერტი გვაქვს.წამოხვალ?
-არა,მადლობ.სახლში დავრჩები და ჩაის დავლევ.
-კარგი.-ქეითმა გაიღიმა და შეეცადა მისთვის გვერდი აეარა,მაგრამ რობერტმა გზა გადაუჭრა,მისი ხელი აიღო და დახედა.
ქეითს გული აუჩქარდა,მაგრამ რობერტმა ხელი ნელა გაუშვა და უთხრა-უფრო ფრთხილად უნდა იყო იყო.
ქეითმა შვებით ამოისუნთქა და სააბაზანოდან გავიდა.
რობერტმა თვალი გააყოლა.

***


-იცი,ყოველთვის ვფიქრობდი,რას გავაკეთებდით,როცა ერთად ვიქნებოდით.ანუ,წავიდოდით ტყეში ჯადოსნურ პიკნიკზე,ან ბნელ ტყეში შევიდოდით თავგადასავლების საძიებლად.ან შენს სამეფოს ვესტუმრებოდით და შენს მშობლებს,ელფების მეფეს და დედოფალს ვანხავდით,მაგრამ ამის მაგივრად ყოველდღე ბარში ვართ და ჩემი აზრით,უკეთესიც არის.-უთხრა ვენდიმ კრისს და სასმელი მოწრუპა.
-ვიცი,რომ პიკნიკები და ეგეთი რაღაცეები არ გიყვარს და რაც შეეხება ჩემს სამეფოს,მალე წავალთ.
-მართლა?-გაუხარად ვენდის.
-ხო,აბა.
-ჰეი,ქეითი ხომ არ გიანხავთ? აქ არ არის და არც ტელეფონს პასუხობს.-იკითხა რობმა.
-სახლში წავიდა დრამის ჯოხების მოსატანად.-უპასუხა ვენდიმ.
-როდის წავიდა?
-ნახევარი საათის წინ.
-ანხევარი საათის წინ? აქამდე ასჯერ მოვიდოდა და წავიდოდია.
-წავალ და მოვიყვან.-თქვა ვენდიმ.მას ეგონა,რომ ქეითი ისევ დენს არიდებდა თავს.
-წამოგყვები.-უთხრა კრისმა.

***


კარი ღია იყო. ვენდიმ იფიქრა,რომ ქეითს დარჩა ღია,მაგრამ სახლში უცნაური სიბნელე და სიჩუმე რომ დახვდა გულმა რაღაცნაირად ცუდი უგრძნო.
კიბეები უსასრულოდ მოეჩვენა.როგორც იქნა ერთი სართული აიარა და დერეფნის ბოლოს ქეითი დაინახა,რომელიც საკუთარი სისხლის გუბეში იწვა.

კრისმა ჯერ ვენდის ყვირილი გაიგო და როცა სისხლი მოსვრილი ვენდი დაინახა,რომელიც მისკენ მორბოდა,მანქანიდან კი არ გადმოვიდა,გადმოხტა.-რა მოხდა?
-ქეითი...ის...-ვენდის ხმა გაებზარა.-არ ვიცი ცოცხალია თუ არა.
-რა?-კრისი კიბეებზე ავარდა.ვენდი უკან მიყვა.

-ცოცხალია.-თქვა კრისმა,როცა ქეითს პულსი გაუსიჯ.-უცნაურია,მაგრამ ცოცხალია.სამედიცინო ყუთი მომიტანე.-უთხრა ვენდის,რომელიც ძეგლივით იდგა და ხმას ვერ იღებდა.-ახლავე!
მან ჭრილობის შეხვევა დაამთავრა და შუბლდიან ოფლი მოიწმინდა.
-მას ვიღაცამ ან რაღაცამ უკბინა.მაგრამ მაქციის არანაირი კვალი არ არის...
-ეს მამაჩემმა გააკეთა.
-რა?-ვერ მიხვდა კრისი.
-მართალი ხარ,უცნაურია,რომ ისევ ცოცხალია,იმიტომ რომ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა,მაგრამ ის ცოცხალია,რადგან მამაჩემი იყო აქ...მან უკბინა.
-შოკში ხარ.დაჯექი ცოტა ხანს.
-არა,მამაჩემს სხვების განკურნება შეუძლია.უბრალოდ ექიმი კი არ არის,ხალხს კურნავს.
(თითქმის ყველა ელფს აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები,მაგალითად შეუძლიათ სხვების განკურნება,ხმით მოჯადოება,ამინდის კონტროლი და ა.შ.)
-კარგი,მაგრამ ეს იმას არ ხსნის,ვინ უკბინა შენს დას.იმას თუ არ ჩავთვლით,რომ...
-დიახ.იგი ვამპირია.

***


რობერტი შეჩერდა და ფანჯარაში შეიხედა. რიკი,მისი ცოლი და მათი რამდენიმე მეგობარი სასტუმრო ოთახში იჯდნენ და რიკის ხუმრობებზე იცინოდნენ.
რობერტმა ფანჯარაზე დააკაკუნა.
რიკი გარეთ გავიდა და როცა რობერტის სახეზე და ტანსაცმელზე სისხლ იდაინახა,ეგრევე ვენდი გაახსენდა და შიშისგან ძლივს მოახერხა ეკითხა რა მოხდა.
რობერტმა ძლივს ამოღერღა რაც ჩაიდინა.მიკიბულ-მოკიბულად ლაპარაკობდა რაღაცას სისხლზე,სირცხვილზე და სიკვდილზე.შემდეგ თქვა,რომ აღარასდროს აპირებდა დაბრუნებას და სთხოვა,რომ მისი ოჯახისთვის მიეხედა.
-გთხოვ,დამშვიდდი და ისე მითხარი რა მოხდა.
-არა,უფრო ახლოს არ მოხვიდე,გთხოვ.გააკეთე,რაც გთხოვა,ჩემს ოაჯხს მიხედე.ერთადერთი ხარ,ვისი ნდობაც Sემიძლია.გთხოვ.-რობერტი თითქმის სირბილით გაშორდა მეგობარს,რომელიც დაბნეული და შეწუხებული იდგა თოვლში.

თავი XV


-ანუ მართლა გადადიხარ?-ამოიოხრა ვენდიმ და ჩანთებს გადახედა,რომელსაც ქეითი ალაგებდა.
-კი.აქ ვერ დავრჩები იმის შემდეგ რაც მოხდა.იცი,არ მაღელვებს თუ მოვკვდები,მაგრამ მაინც საწყენია,როცა საკუთარი მამა ცდილობს შენს მოვკლას.არ მომეწონა ეგ გრძნობა.ისევ მესინია.მან არ იცოდა ვინ ვიყავი,ვენდი.ან იცოდა,მაგრამ არ აღელვებდა.
-ხომ იცი,ძალით არ უნდოდა.
-ვიცი,მას არ ვადანაშაულებ.მაგრამ მაინც გადავდივარ.
-ის წავიდა და არამგონია,რომ ოდესმე დაბრუნდეს.
-მნიშვნელობა არ აქვს,გადასვლას ისედაც ვაპირებდი.
-და დენი?
-ვიღაც ტიპის გამო დარჩენას არ ვაპირებ.
-ვიღაც ტიპი? მეგონა გიყვარდა.
-და შემდეგ მამაჩემმა სცადა ჩემი მოკვლა.
-გთხოვ,ჩემს გამო მაინც დარჩი.
-შენ კრისი გყავს,მე არ გჭირდები.
-შენს გარეშე როგორ ვიცხოვრო?
ქეითი დას ჩაეხუტა.

ძნელი იყო,მაგრამ აქ ცხოვრება აღარ შეეძლო.დრიმერვილი ყოველთვის აშინებდა ქეითს და არც იცოდა რატომ.
დრიმერვილი გასაოცრად ლამაზი იყო და ნახევარი ბაშვობა აქ ქონდა გატარებული,მაგრამ ქვეცნობიერად,იგი დედამისს ახსენებდა და ფაქტს,რომ ის აღარასდროს დაბრუნდებოდა.გრინეიჯის სახლის დედამისს ახსენებდა,მაგრამ სევდას არ ჰგვირდა.ეს სახლი მხიარული მოგონებებით იყო სავსე.

***


ერთი კვირა იყო გასული,რაც ქეითი გრინეიჯში გადმოვიდა.
როცა რამე სასაცილო,ან უცნაური ხდებოდა,უნდოდა,რომ ვენდისთვის მოეყოლა,მაგრამ შენდეგ აცნობიერებდა,რომ ვენდი კილომეტრების მოსორებით,აისჰევენში იყო და მოიწყენდა ხოლმე.

ერთ ქარიან,წვიმიან საღამოს ოკეანის პირას კაფე-ბარი "Fireflies" შენიშნა.
"Fireflies" პატარა,მაგრამ ლამაზი და წყნარი ადგილი იყო.შორიდან,თუ თვალებს ოდნავ დახუჭავდი,მისი ნათურები,მართლაც ციცინათელებს გავდა და ქეითს ეს ადგილი ეგრევე შეუყვარდა.
ჯერ შიგნით არც იყო შესული,და უკვე მისი საყვარელი კაფე-ბარი იყო მთელს გრინეიჯში.
სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი კაფე-აბრი იყო სანაპიროსთან ახლოს,მაგრამ ქეითისთვის რაღაც სხვა იყო და ვერც ხსნიდა რატომ.

***


კვირის მზიანი დილა იყო.ოკეანე მხიარულად ატყლაშუნებდა ტალღებს,ყველა ბედნიერი იყო,ბავშვები ხმაურობდნენ და ჟრიამულობდნენ,ბურთს თამაშობდნენ და ნაყინებს ტლიკავდნენ. არა მხოლოდ ბავსვები,დიდი თუ პატარა,ყველა ნაყინს ტლიკავდა.

ქეითი Fireflies-ში შევიდა და ბართან დაჯდა და კოკა კოლა შეუკვეთა.
-ამ ადგილსი ყიდვა მინდა. შეიძლება ამ ადგილის ყიდვა?-ჰკითხა მიმტანს,-ვინ არის მეპატრონე?
-მე.-თქვა ნაცნობმა ხმამ და ქეითმა თაფლის ჩანჩქერი დაიანხა,როცა მზე ანათებს,ჩიტები ჭიკჭიკებენ,ოქროს არფა უკრავს და ეს ყველაფერი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
-ჰაი.-გაიღიმა დენმა და როცა ქეითმა მის ლოყაზე ნაჩხვლეტები დაინახა,სუნთქვა შეეკრა.
დენის ბარის ბოლოდან ქეითთან გადმოჯდა.-მართლა გინდა ამ ადგილის ყიდვა?
-კი...ანუ,ძალიან ლამაზია და თან კარგი იქნებოდა,ნებისმიერი სიმღერის ჩართვა რომ შემეძლოს,როცა მომინდება.
-ეგ ეხლაც შეგიძლია.მითხარი რომელი სიმღერის მოსმენა გინდა.
-ამმ...The night we met" by Lord Huron.
-რიტა,ჩართე რაც თქვა.-უთხრა მიმტანს და გაიფიქრა "ეგ ღამე განსაკუთრებული იყო."
-ეს ბარი მართლა შენია?-ჰკითხა ქეითმა.
-კი.მე აქ გავიზარდე,გრინეიჯი ჩემი სახლია.
-ჩემიც.
მან შენიშნა,რომ ქეითის თმა უფრო მოკლე იყო.
-თმა შეიჭერი?
-კი.
-გიხდება.მანამდეც გიხდებოდა და ახლაც გიხდება.
-მადლობა.-დაიმორცხვა ქეითმა და ხელი თმაზე უხერხულად ჩამოისვა.

მათ ვერ შენიშნეს როგორ ჩაესვენა მზე ოკეანეში და ბავშვების ჟრიამულიც შეწყდა,რადგან სახლებში წავიდნენ.
ვერც ის შენიშნეს,რამდენი ხალხი მოვიდა და დატოვა Fireflies.
ისინი ისევ ბართან იჯდნენ,ყველაფერზე ლაპარაკობდნენ, და ერთმანეთს თავიანთი ცხოვრებიდან სასაცილო და უცნაურ მოგონებებს უზიარებდნენ.

ყოველ ჯერზე,როცა დენი იღიმოდა და ლოყაზე ნაჩხვლეტები უჩნდებოდა,ქეითის თვალები გულად იქცეოდა.
უნდოდა რომ მისთვის უსასრულოდ ესმინა.

ადრე ვახსენე,რომ ქეითი იშვიათად ლაპარაკობდა და ყველას ეგონა,რომ ძალიან ჭკვიანი იყო,მაგრამ სინამდვილეში იმიტომ არ ლაპარაკობდა ბევრს,რომ,როცა ლაპარაკობდა,მისი სიტყვები ასე ჟღერდა "ძალიან კარგი ადამიანი ადამიანი ხარ,დენ.მინდა რომ მე სენ ვიყო,ან შენ რომ ჩემი ძმა იყო.ანუ,იმიტომ,რომ შენი და-ძმები შენთან ერთად გაიზარდნენ და მთელი ცხოვრებაა გიცნობენ,მაგრამ სინამდვილეში არ მინდა,რომ ჩემი ძმა იყო,იმიტომ რომ "Game of Thrones" იქნება."
"რა?"
"რა."
და ეს ჯერ კიდევ მანამდე,სანამ დათვრებოდა.

-ვერ ვიტან დალევას,იმიტომ რომ ყველა ალკოჰოლურ სასმელს ცუდი გემო აქვს,თან უაზრობაა,იმიტომ რომ დალევა წესით პრობლემებს უნდა გავიწყებდეს,მაგრამ მე არ მავიწყებს.ამის მაგივრად უფრო მეტს ვფიქრობ და ცუდად ვგრძნობ ხოლმე თავს როცა სხვები მხედავენ რომ მთვრალი ვარ.შეიძლება იმ მომენტში არ მაინტერესებს,მაგრამ მაინც არ მომწონს ის გრზნობა,რომ ყველამ იცის რომ მთვრალი ვარ და როცა გამოვფხიზლდები,სულ იმ მომენტზე ვფიქრობ,როცა მთვრალი ვიყავი,თუნდაც არაფერი განსაკუთრებული არ მიქნია,უბრალოდ ვინმეს გავუღიმე ან ჩავეხუტე.-ქეითი უკვე მთვრალი იყო.
-უნდა შეწყვიტო ყველაფერზე ამდენი ფიქრი-უთხრა დენმა.
-ზუსტად ამას ვეუბნები ჩემს დას,მაგრამ ასე ადვილი არ არის.
-უბრალოდ შინაგანი სიმშვიდე უნდა იპოვო.ბანალურად ჟღერს,მაგრამ ეს მასინ მოხდება,როცა შენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდები.უბრალოდ შეხედავ მას და ყველა შენი პრობლემა ისე გაქვრება,თითქოს არც არასდროს გქონია.
-ვაუ,ეს ყველაზე საყვარლობა ბანალური რამაა,რაც კი მომისმენია.შენ შეხვდი მას?
-ჰეი,მეტი აღარ დალიო.-დენმა ქეითის კითხვა დააიგნორა და ხელიდან ჭიქა გამოართვა-სახლში წასვლის დროა,დღეისთვის გვეყო დალევა.
-კაი.-ქეითს ეწყინა,რომ დენმა კითხვაზე არ უპასუხა,არადა ძალიან აინტერესებდა ყავდა თუ არა დენს ვინმე,ამიტომაც ამ პასუხის გასაგებად მსოფლიოში ყველაზე სულელური ხერხი გამოიყენა "მოდი,დავქორწინდეთ."
დენი ამ დროს ქუჩაზე გადადიოდა და ეს რომ გაიგო,მოტრიალდა და ადგილზე ისე გაშეშდა,რომ კინაღამ მანქანამ დაარტყა.
ქეითს გული გადაუქანდა იმის წარმოდგენით,მართლა რომ გაეტანა დენი მანქანას,თან იფიქრა,რომ ძალიან სასაცილო იქნებოდა,და აღარ იცოდა ენერვიულა თუ ეცინა,ამიტომაც არაფერი ქნა და დენს მიაჩერდა,რომელიც მას მისჩერებოდა.
-კარგი.-თქვა დენმა.

თავი XVI


-კარგი?-ქეითმა საკუთარ ყურებს არ დაუჯერა.საკმარისად მთვრალი იყო იმისთვის,რომ ის ეთქვა,რასაც ფიქრობდა,მაგრამ საკამრისად ფხიზელი იმისთვის,რომ მიმხვდარიყო რას ამბობდა.
-კი,მაგრამ ჯერ ერთი ბოთლი ღვინო ვიყიდოთ,შემდეგ დავქორწინდეთ და ისე დავთვრეთ,რომ გავითიშოთ.
-სერიოზუალდ ამბობ?
-კი.შენ?
-მეც.

ისინი შუა გზაზე მირბოდნენ და შანსი მაღალი იყო იმისა,რომ მანქანას დაერტყა მათთვის,მაგრამ მათ არაფერი ანაღვლებდათ.

"ეს ამრთლა ხდება? მართლა ვქორწინდებით? არ ხუმრობს? ვაიმე,მეშინია!" ქეითი ფიქრობდა და ფიქრობდა ყველაფერზე და ისინი შეჩერდნენ,რადგან მანქანამ გზა გადაუჭრათ გზა გადაუჭრათ და მან დენს შეხედა და ყველაფერი სიმშვიდემ მოიცვა.ყველა პრობლემა ისე გაუჩინარდა,თითქოს არც არასდროს არსებობდა.
საშიში აღარაფერი იყო.

ისინი ქორწინების სახლში მივიდნენ და მღვდელმა მათი ქორწინებისთვის მზადება დაიწყო.
-ფიცი დაწერილი გაქვთ?
-დაწერა არ გვჭირდება.მე დავიწყებ.-თქვა ქეითმა და ღრმად ჩაისუნთქა.-როცა პირველად დაგინახე,ვიფიქრე,რომ შეიძლებოდა ცოტათი ქედმაღალი და ნარცისი ყოფილიყავი,იმიტომ რომ ძალიან სიმპათიური ხარ და ძალიან მაგარი ტიპი,ამიტომაც ჩემს თავს ვუთხარი "სანამ შეგიყვარდება,გაიგე ვინ არის" შემდეგ გაგიცანი და...ვფიქრობდი,რომ შეიძლებოდა კარგი ადამიანი ყოფილიყავი,მაგრამ არა,შენ საუკეთესო ხარ.ისე ზალიან მიყვარხარ,რომ მტკივნეულია.-გაიღიმა ქეითმა და როცა დაიანხა,რომ მღვდელი ჩუმად იწმინდავდა ცრემლებს,უთხრა-ხომ იცი,რომ ყველა გოგო ოცნებობს "ცუდ ბიჭზე" და კარგ ბიჭებს აფრენდზონებენ? დენი კარგიცაა და ამავდროულად "ცუდი ბიჭიც" გარეგნულად.მაგარი არა? ეს ხომ ყველაგოგოს ოცნებაა.რატომ ამბობენ რომ სრულყოფილი არავინაა? შენ სრულყოფილ იხარ.-მიუბრუნდა დენს.-ყველას შეუძლია,რომ სრულყოფილი იყოს,თუ მისი ნაკლიც გეყვარება,თუმცა მე არ ვიცი შენი ნაკლი,სულ სამჯერ მყავხარ ნანახი,მაგრამ შენ ნამდვილად იცი ჩემი ნაკლი,ძალიან ბევრს ვლაპარაკობ როცა მთვრალი ვარ და თან შეყვარებული.Drunk in love,you know what I mean?-თვალი ჩაუკრა.
-რატომ ხარ ასეთი საყვარელი? გთხოვ შეწყვიტე.-გაეღიმა დენს.-კარგი,ეხლა ცემი ჯერია.ჰმ...როცა მკითხე,შევხვდი თუ არა ჩემი ცხოვრების სიყვარულს,თემა გადავიტანე,რადგან არ მინდოდა მეთქვა,რომ უკვე შევხვდი,რადგან იფიქრებდი,რომ სხვა მიყვარს.მაგრამ არ სემეძლო შენთვის მეთქვა ვინ,იმიტომ რომ ისევ ისე გაიქცეოდი,როგორც მაშინ,პირველად რომ გნახე.მაგრამ სიმართლე ისაა,რომ მას შევხვდი-შენ შეგხვდი.და იმის მაგივრად,რომ გაიქცე,ჩემს წინ დგახარ და იმედი მაქვს,რომ ჩემგან აღარასდროს გაიქცევი.
-ვაუ.-თქვეს ქეითმა და მღვდელმა ერთდროულად.
-თანახმა ხარ,რომ ქეთრინ ჯეინ ბლექვუდი შენი კანონიერი მეუღლე გახდეს?-მიმართა მღვდელმა დენს.
-არა...
-რა?-ქეითს თვალები გაუფართოვდა.
-ბოდიში,არ შემიძლია.ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება.-დენმა თავი დახარა და თავი მოაჩვენა,ვითომ წასვლას აპირებდა,მაგრამ ორი ნაბიჯის შემდეგ მოტრიალდა და გადაიხარხარა-ვხუმროობ! რათქმა უნდა თანახმა ვარ რომ ცოლად მოგიყვანო.
-ეხლა უკვე ვიცი რა არის შენი ნაკლი,პრანკსტერი ხარ!-გაბრაზდა ქეითი.
-კი ვარ,შემს მეგობრებსაც ვეხუმრები ხოლმე ხანდახან.
-მე შენი მეგობარი არ ვარ,შენი ცოლი ვარ და აღარასდროს გამეხუმრო ასე! გაიგე?
-კარგი,აღარ გაგეხუმრები.
-მადლობა.
-ხუმრობა უფრო მაგარი იქნება,როცა არ ელოდები.-ჩაილაპარაკა დენმა ჩუმად.
-რა თქვი?-ცალი წარბი აწია ქეითმა.
-ვხუმროობ.აღარასდროს გაგეხუმრები,გპირდები.
-მპირდები?
-გპირდები.
-ყველაფერი მაქვს რაც მინდოდა-საოცნებო ქმარი და არანაირი ხუმრობები.-დადნა ქეითი.
-თანახმა ხარ,რომ დენ რეინოლდსი შენი კანონიერი მეუღლე გახდეს?-ჰკითხა მღვდელმა.
-არ მინდა ძაან დაინტერესებულად ვჩანდე,მაგრამ თანახმა ვარ.თუ არ ვარ?-ქეითმა თვალები მოწკურა და ჭერში აიხედა,ვითომ ფიქრობდა.
-ვაიმე,აკოცეთ ერთმანეთს უკვე.ცოლ-ქრმად გაცხადებთ.მაგრამ მანამდე ბეჭდები გაცვალეთ და მოშორდით აქედან,აქ ხალხია,რომელსაც ასევე უნდა დაქორწინება!-მიაყარა ერტმანეთს მღვდელმა.
დენმა თითიდან ყველაზე პატარა ბეჭედი მოიხსნა და ქეითს გაუკეთა,რომელიც მაინც ძალიან დიდი იყო მისთვის და ნელა და ვნებიანად აკოცა.
-ეს ჩვენი პირველი კოცნა იყო.-თქვა ქეითმა ჩუმად და დენს "baby Dory's" თვალებით შეხედა,-ეს კი მეორეა.-დენს შეახტა და მაგრად აკოცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent