შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [14]

7-02-2018, 17:05
ავტორი მე♥
ნანახია 5 358

-კარგად ხარ?_ჩაფიქრებულს, ტელეფონზე დაშტერებულს ჰკითხა და ტელეფონის ეკრანი ჩაუქრო.

-კი... კარგად ვარ, უბრალოდ უფროსთან მაქვს პრობლემები. _თავი ასწია და თითები ერთმანეთში ახლართა.

-გავიწროვებს?_აშკარად არ ესიამოვნა ლოლას სიტყვები, სახის ნაკვთებიც უცნაურად შეეცვალა.

-არ ვიცი რა სჭირს, მაგრამ ამ ბოლო დროს ცდილობს რომ მინუსები ამომიქექოს. მე მგონი სხვა პროდიუსერის მიყვანა უნდა და ასე ხმამაღლა ვერ ამბობს.

-ცდილობს კონტრაქტის პირობები შენ დაგარღვევინოს. _სიტუაციაში გარკვეულმა ჩაილაპარაკა.

-ცდილობს გამაღიზიანოს, სამსახურზე უარი მათქმევინოს და ჯარიმა გადამახდევინოს. ამ დროს თვითონ მშვიდად იჯდეს სავარძელში და თავის შერჩეულ კანდიდატთან ერთად ახალ კონტრაქტს აფორმებდეს. _ცინიკურად გაშიფრა უფროსის გეგმა.

-სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, საქმე როგორ უნდა აკეთო ეგ ჩემგან არ გესწავლება და დანარჩენს დრო გიჩვენებს._თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა. _მაკარონს შეჭამ?

-მარტო მაკარონი გაქვს?

გაკვირვებულმა იკითხა, ფეხზე წამოდგა და სამაზარეულოში შევიდა. მაცივრის კარის გამოღება და ლოლას შეშფოთება ერთი იყო. არც მისი მაცივარია გადაჭედილი, მაგრამ თარაშივით შიმშილობა ნამდვილად არ აქვს გამოცხადებული. ერთი ლიმონი, მინერალური წყალი და სავარაუდოდ ნინუცას სნიკერსი იდო მაცივარში.

-ცოცხალი როგორ ხარ?_ჩურჩულით იკითხა და მისკენ შეტრიალდა. _ასე არ შეიძლება, მაცივარი სულ ცარიელი გაქვს. _უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მისაღებში გავიდა.

-რას აკეთებ?_უკან მიჰყვა და ჩანთისკენ წასული მაჯით დაიჭირა.

-ვცდილობ შენი კვების რეჟიმი გამოვასწორო და უკეთესობისკენ შევცვალო. მაკარონი, ცარიელი მაკარონი საჭმელი არ არის! მერე რა რომ იტალიაში ვართ..._მკაცრად ჩაილაპარაკა და მამაკაცს მიუბრუნდა. _დარწმუნებული ვარ მშრალი პროდუქტებიც კი არ გექნება რაიმე რომ მოვამზადო.

-რატომ უნდა მოამზადო, როდესაც შეგვიძლია გავიდეთ და გარეთ ვივახშმოთ?_გოგონას ქცევა აშკარად არ ესიამოვნა. მე მგონი ლოლას ყურადღებამ გააღიზიანა კიდევაც. ქირიამ უკან დაიხია და ჩანთა სკამზე ჩამოკიდა.

-რაიმე არასწორად გავაკეთე?_ინტერესით იკითხა და თვალებში ჩააჩერდა.

-არ მინდა, ჩემთან ყოფნის დროს სამზარეულოში ტრიალებდე. _მოკლედ აუხსნა და მისკენ წავიდა.

-ამით არაფერს ვკარგავთ, უბრალოდ არანაირი სურვილი არ მაქვს მარტო იმიტომ გავიდე ამ ყინვაში გარეთ რომ შენ სახლში საჭმელი არ გაქვს. _აუხსნა და წარბები აუთამაშა. _ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ სამზარეულოში გამობმული მდედრი გავხდები, უბრალოდ მინდა რომ მშვიდ, სახლურ გარემოში ვივახშმოთ. თანაც სიმართლე რომ გითხრა საერთოდ არ ვაპირებდი ჩემი ძალებით რაიმეს მომზადებას. _მოულდონელად ტაქტიკა შეცვალა. თარაშმა შუბკშეკრულმა დახედა გოგონას. _მე მითითებებს მოგცემ და შენ მოამზადებ. _ღიმილით “ახარა” და მამაკაცის სხეულს მოშორდა. _წავედით. _სკამზე ჩამოკიდებულ ჩანთას დასწვდა და გასასვლელისკენ დაიძრა. თარაშმა ხმამაღლა ამოიხვნეშა, შუბლი თითებით მოისრისა და უსიტყვოდ მიჰყვა კაპრიზებიან ქირიას.

-იცოდე რაიმე მარტივი მოიფიქრე, სამზარეულოში ლოლიაობის თავი არ მაქვს!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ეტლი აიღო.

-მარტივი მაკარონის მოხარშვაა. _ცინიზმით გაჯერებული ხმით მოახსენა და მაღაზიაში შევიდა.

***
-ჯერ ხახვი უნდა დაჭრა, წვრილად. _ცომის გასაპრტყელებელი მოიმარჯვა და მამაკაცს უკნიდან ამოუდგა.უჯრაში რომ დაინახა ეშმაკურმა სურვილებმა შეპყრო და უარი ვერ თქვა._ერთი საკმარისია. _პარკიდან ხახვი ამოიღო და სახეგაქვავებულს ღიმილით მიაწოდა. _ცოტა გაიღიმე თორემ ასე მგონია რომ სადმე მიმახრჩობ.

-მიგახრჩობ, ოღონდ ფერებით!_ვნებამორეული ხმით დაემუქრა და გასუფთავებული ხახვის დაჭრას შეუდგა.

-ონკანი მოუშვი და თვალები აღარ აგეწვება. დედამ მასწავლა._თარაშის სიტყვების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ჩურჩულით წამოსთქვა._ ახლა დავიბოღმები. _წვრილად დაჭრილი ხახვის დანახვისას უკმაყოფილო გამომეტყველებით ჩაილაპარაკა და ხახვი დანით მიმოფანტა. _ამდენი წელია დამოუკიდებლად ვიმზადებ საჭმელს და ხახვი ასე წვრილად არასოდეს დამიჭრია.

-მორჩი ქება-დიდებას და ახლა რა გავაკეთო ის მითხარი.

-უჟმური... _ტუჩების მოძრაობით ამოიდუდღუნა და სტაფილო მიაწოდა. _გათალე და გახეხე.

-რას ვაკეთებთ?

-აჯაფსანდალს.

-არ მიყვარს.

-კარგი, მაშინ წყალწყალა სუფს. ვერმიშელით, სტაფილოთი და ხახვით. _სიცილით ეხუმრა და ქვაბი ქურაზე შემოდგა.

-უკეთესია. _სერიოზული სახით ჩაილაპარაკა თარაშმა. ლოლამ პირდაღებულმა დასწია თავი დაბლა და მამაკაცს ქვემოდან ახედა.

-მართლა სუფს აკეთებ?

-კი, აჯაფსანდალს მირჩევნია.

-კარგი, მაშინ ზეთი ჩაასხი და ხახვი დააყარე. ხახვი არ დაწვა, გავარდისფერებას დაელოდე და მერე სტაფილო ჩაყარე, მერე წყალი, აადუღე და წვრილად დაჭრილი კარტოფილი დაუმატე ვერმიშელთან ერთად.

-სულ ეგაა?

-მწვანილიც და ეგაა.

მამაკაცის კულინარიოული შესაძლებლობებით აღფრთოვანებულმა ყავა გაიმზადა, მაგიდასთან მოკალათდა და თარაშის დაკვირვება შორიდან დაიწყო. როგორც წესი მზადების პროცესი თუ კარგად არ იცი კერძი რამდენჯერმე უნდა გაამეორებინო “მასწავლებელს”, ან რეცეპტი გადაიკითხო, მაგრამ თარაშს ერთხელ რომ უთხრა ისიც საკმარისი აღმოჩნდა, ყველაფერს ზედმიწევნით აკეთებდა, თან პარალელურად ცდილობდა დასვრილი და გამოყენებული ჭურჭელი მზადების პროცესშივე დაერეცხა და შეენახა. ლოლა გაბადრული უყურებდა მერლანის თითოეულ ქმედებას და ვერ იჯერებდა რომ ეს ერთი შეხედვით ფუფუნებით გაზრდილი მამაკაცი ყოველივე ამას საკუთარი ძალებით ახერხებდა. როგორც წესი კაცები თუ სამზარეულოში შედიან იქაურობა ბრძოლის ველს ემსგავსება ხოლმე, აქ კი პირიქით, იდეალურადაა საქმე.

-ახალი წელი რატომ არ მომილოცე?_ფიქრის დროს გონებაში ამოტივტივებული საყვედური ისე იკითხა რომ არც კი დაფიქრებულა. ამას მაინც იზამდა და მე მგონი შესანიშნავი დრო შეარჩია ამის გასარკვევად. სიმშვიდე, სიმყუდროვე, სამზარეულოში საჭმლის სურნელი და ცოტა უხერხული კითხვა.

-ვერ მოვახერხე. _როგორც ყოველთვის ახლა მოკლე პასუხი.

-ისევ სამსახურის გამო?

ღიმილნარევი გაუხდა ხმა. რა ქნას როდესაც საქმე სამსახურს ეხება სულ სხვანაირი ხდება. იცის ზოგჯერ რამხელა მსხვერპლის გაღება უწევთ ადამიანებს მარტო იმიტომ, რომ ის მისი პროფესიაა, პროფესია რომელიც უყვარს და რომელიც თავის დროზე აირჩია. ლოლამ ძალიან კარგად იცის ხშირად რამდენი რაღაცის დათმობა ხდება საჭირო მარტო იმიტომ, რომ რამდენიმე საათიანი სამუშაო შეასრულო. ასე რომ თუ საქმე თარაშის პროფესიას ეხება დარწმუნებულია რომ არასოდეს არ ეტყვის საყვედურს. თავადაც ვერ შეეგუება ვიღაცამ სამსახურის გამო რომ დაუწყოს კამათი და ჩხუბი.

-გასაგებია. _მამაკაცის დუმილი თანხმობად ჩათვალა და ყავის სმა განაგრძო. _მაგრამ ზოგჯერ სამსახურზე საუაბრი ცუდი არ იქნება. მე ხომ გიყვები ჩემი სამსახურის ამბებს?

-ლოლა, არ მინდა ჩემი სამსახურის პრობლემები თავს მოგახვიო, დამიჯერე ეს ბევრად რთული ასატანია ვიდრე შენი უფროსის ქცევები. არ მინდა სამსახურიდან მოსული, დაღლილი და დასტრესილი კიდევ უფრო ცუდ განწყობაზე დაგაყენო, ასე რომ მოდი დღეს ამაზე ნუ ვისაუბრებთ. _გოგონასკენ დაიხარა, ნიკაპზე ორი თითი მოუჭირა და ოდნავ დაშორებულ ბაგეებზე აკოცა.

-კარგი, ამჯერად დაგიჯერებ.

***
-არ გინდა ხვალ ვახშამი რომ გამიკეთო? _სიცილით მიკრა მხარზე მხარი და სუფის მოსუფთავებული თეფში ოდნავ წინ მისწია. _უგემრიელესი იყო, ასეთი უბრალო და ასეთი გემრიელი. შემთხვევით კოცნა ხომ არ ჩააყოლე?_ეშმაკური ხმით იკითხა და მამაკაცის კისერისკენ გააცოცა თითები. თარაშმა სხარტად მოხვია ცალი ხელი წელზე და გოგონა თავისკენ მისწია.

-ტუჩები დესერტად დაგიტოვე. _ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და თავი ოდნავ უკან გადააწევინა.

-როგორ პატივში ვარ. უგემრიელესი სუფი და ახლა დესერტი... _ღიმილით ღაღადებდა და მამაკაცის ტუჩებს თვალის დაუხამხამებლად უყურებდა. _ტუჩთან ეგ ლაქა რატომ გაქვს? _თვალები მოჭუტა და მისთვის უცხო ლაქას დაკვირვებით დააჩერდა. _აქამდე არ მინახავს.

-ახალი წლის საჩუქარია. _ხუმრობა სცადა თარაშმა. ლოლას სახის გამომეტყველება შეეცვალა, წელში გასწორდა და მამაკაცის ნაიარევს უფრო კარგად დააკვირდა.

-თარაშ, რა მოხდა ახალ წელს?

-ის რის გამოც ვერ მოგილოცე. _თვალი ჩაუკრა და ლოყაზე აკოცა. _პატარა საქმე იყო.

-მე კიდევ მეგონა ვიღაცამ კოცნის დროს უკბინა-თქო. _სიცილით წამოიძახა და ტუჩზე საჩვენებელი თითი ნაზად დაუსვა.

-ანუ იფიქრე რომ შესაძლოა სხვასაც ვკოცნიდე?_ცივი ხმით იკითხა თარაშმა.

-ცუდად არ მითქვამს და არც ეგრე არ მიფიქრია, უბრალოდ ვიხუმრე. _მისი ხუმრობით განაწყენებული მამაკაცის შემორიგება გულწრფელი ტონით სცადა.

-მაშინ მოეშვი დასვკენების გაკეთებას.

-თარაშ, ძალიან რთულად უდგები ყველაფერს.

-ვიცი რომ მენდობი, სხვა შემთხვევაში ახლა აქ არ იქნებოდი, მაგრამ შენთან ყოფნის დროს ჩემს ცხოვრებაში სხვა ქალის არსებობა ხუმრობითაც კი არ დაუშვა, გასაგებია?_მკაცრი, ცივი და კატეგორიული ტონით გააფრთხილა მერლანმა.

-გასაგებზე გასაგები და სასიამოვნოა. _თავის ქნევით ჩაიჩურჩულა და მამაკაცისკენ გადაიხარა. _რადგან ასეა, ვეცდები მოყენებული მორალური ზიანი აგინაზღაურო.

***

-ყველაფერს რომ მორჩები და გააკეთებ იმას რისთვისაც აქ ხარ მერე რა იქნება?

ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩინა რომ თარაში იტალიაში მცხოვრები არ არის. ამაზე მაშინ დაფიქრდა როდესაც თარაშის დაუსრულებელ მისიაზე საუბარს მოჰკრა ყური, ნათელი იყო რომ მამაკაცს კარიერა, ცხოვრება იტალიაში არ ჰქონდა მოწყობილი და ის უბრალოდ დავალებული საქმისთვის იყო უცხო ქეყანაში. სადაც რეალურად არანაირი უფლება არ აქვს საკუთარი სტატუსის გამოყენების, სადაც ის ვერ იქნება ის თარაშ მერლანი ვინც საქართველოშია.
ამის გაანალიზება ძალიან გაუჭირდა, თითქოს რაღაც ძალიან მძიმე ტვირთი დააწვა ზურგზე. იმდენად მიჩვეულია თარაშის ყოველდღიურობას, მასთან ერთად გატარებულ საღამოებს, მის მომზადებულ ვახშამს, შეკრულ კოპებს, ცივ და ყინულივით ხასიათს ვერ ხვდება ეს ყველაფერი რომ გაქრება ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელოს. რა თქმა უნდა ეს არის მისი სიცოცხლის და არსებობის მთავარი მიზანი, მაგრამ ძნელია როდესაც შენ ყოველდღიურობას კარგავ.

-საქართველოში მომიწევს დაბრუნება. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ჩაფიქრებულ ლოლას წინ დაუჯდა. _ვიცი ახლა რაზეც ფიქრობ.

-ხო, ერთად როგორ ვიქნებით თუ ორივეს სხვადასხვა ქვეყანაში გვექნება ცხოვრება აწყობილი?_ნაღვლიანი ხმით იკითხა და ნიკაპი ხელისგულებზე ჩამოდო. _ალბათ ამის გამო გადაიფიქრე მაშინ ჩემთან ურთიერთობა, მიხვდი რომ ეს ყველაფერი დროებითი იქნებოდა.

-ცუდი ადამიანი ვარ, ყველაფერი თავისდროზე უნდა მეთქვა და მერე შენ გადაწყვეტდი რას და როგორ გააკეთებდი. მაგრამ ეს არ გავაკეთე იმიტომ, რომ ძალიან მომწონხარ, იმიტომ რომ ეგოისტი ვარ და ვერ დავუშვი რომ შესაძლოა ჩემ გარდა კიდევ ვინმე იყოს შენ გვერდით. მიუხედავად იმისა ვიცხოვრებ თუ არა აქ, შენ გვერდით სხვისი ატანა ჩემთვის წარმოუდგენელია!

-არა, არა, ალბათ ისევ ისე მოვიქცეოდი როგორც ახლა. მე შენთან თავს კარგად ვგრძნობ და ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ პირველივე დღიდან სიმართლე რომ მცოდნოდა შეიძლება შენგან თავი შორს დამეჭეირა. მე არც ახლა ვარ დარწმუნებული რომ ეს გრძნობა მთელი ცხოვრება გამყვება, მაგრამ აქ ვარ შენ სახლში, შენთან ერთად იმიტომ, რომ მეც ძალიან მომწონხარ და მინდა რომ ვცადო. ვიცი რომ უცნაური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მე ეს მომწონს, ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთის პროფესიებისადმი, ეს ყველაფერი ჩემში ძალიან კარგ ემოციას იწვევს. გამოუცდელი გოგოსთვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ კარგი გრძნობები მოგაქვს. _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და მამაკაცის მუხლებს თითები მოუჭირა.

-არც მე ვაპირებ ამის გამო შენ დაკარგვას.

ხმადაბლა ჩაილაპარაკა, გოგონას სახე ხელებში მოიქცია და მხურვალედ აკოცა. კოცნაც უცნაური სურნელი დაჰკრავდა, თითქოს რაღაც განსხვავებული, ამოუცნობი, საინტერესო და ძალიან მიმზიდველი. არც აქამდე იყო თარაშის ტუჩებით უკმაყოფილო, მაგრამ ამ კოცნაში აშკარად იგრძნობა დიალოგი რომელიც რამდენიმე წამის წინ გაიმართლა მათ შორის. თითქოს ახლა ყველაფერი სხვანაირი გახდა.
თარაშმა თითები მაისურის ქვეშ შეუცურა და შიშველ სხეულზე მსუბუქად მოუჭირა, მაგრამ თუ ლოლას წონას გავითვალისწინებთ ძვლებთან შეხება ზედმეტად სასიამოვნო აღმოჩნდა თარაშისთვის.

-მაგრამ სექსისთვის ჯერ მზად არ ხარ!_ირონიული ღიმილით დაიხია უკან და კოცნისგან ტუჩებდაბერილი ლოლა ერთ ადგილზე გაახევა. ქირიამ სიცილით გააქნია თავი, მაისური შეისწორა და ფეხზე წამოდგა.

-კარგი ნომერი იყო, ბატონო თარაშ, მაგრამ მომავალში გაითვალისწინეთ რომ გაციებულს თქვენ დაგტოვებთ!_დაემუქრა და გასასვლელისკენ წავიდა. _მშვიდი ღამე და სექსუალური სიზმრები.

-როგორ გირჩევნია ნახევრად შიშველი თუ სულ შიშველი?

-იყოს სულ... სიზმარში რეალობას მაინც ვერ შეიგრძნობ. _დამცინავად გამოაჯავრა და სახლის კარი ხმაურით დახურა.
***
სახლის კარი საიმედოდ ჩარაზა და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო. შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და მამაკაცისთვის მომხდარი ისე აეხსნა რომ მას ეს გაეგო. რამდენიმე ზარის შემდეგ მერლანის ხმა გაისმა.

-თარაშ, შენთან საქმე მაქვს!

-ლოლა, მოხდა რამე?_გოგონას შეშფოთებული ხმის მოსმენისას ვერც მამაკაცმა გააკონტროლა ტონი.

-კი, ძალიან გთხოვ ჩემთან აღარ მოხვიდე, ეცადე აქ არავინ დაგინახოს. მთელი დღეა ორი შავი მანქანა დამყვება, წეღან მაღაზიაში ვცადე შესვლა და ზუსტად მაღაზიის წინ გააჩერეს. ცდილობენ რომ შემაშინონ და შემდეგ ეს ყველაფერი შენამდე მოვიტანო. გთხოვ აქ აღარ მოხვიდე, რამდენიმე დღე მაინც. არ მინდა რომელიმეს საფრთხე შეგვექმნას.

-მორჩი სისულელეების ლაპარაკს, ახლავე ჩაიცვი და ჩემთან წამოდი!

-რა? შენ რა მეხუმრები?! ჩემი ფეხით მოვიყვანო შენ სახლთან?

-ლოლა, შენზე უკეთ იციან სადაც ვცხოვრობ, უბრალოდ ადექი და აქ მოდი!

-კარგი, მაგრამ...

-ნუ ნერვიულობ და შეეცადე ზუსტად იმ გზით წამოხვიდე რომლითაც მე გატარებ ხოლმე.

-კი, მაგრამ ეგ გზა ხომ...

-ხო, ეგ გზა ვიწროა და მანქანით ვერ აგედევნებიან, ფეხით კი არ გამოგყებიან.

-რა იცი?

-ვიცი, უკვე აქ არიან. სტუმრები გვყავს._სარკასტულად ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა.

რაც შეიძლება სპორტულად გამოეწყო. სირბილი არ უჭირს, მოქნილიც არის და ყველანაირად ეცდება თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდება დაუპატიჟებელ სტუმრებს ხელიდან დაუძვრეს.
როგორი ძლიერიც არ უნდა იყო ასეთ დროს რთულია სიმშვიდის მაქსიმალურად შენარჩუნება და შენ უკან ადევნებულ ორ მანქანასთან მშვიდად შეხვედრა. ისე გამომეტყველებით დატოვა სადარბაზო თითქოს სარბენად მიდიოდესო. ცალ ხელში წყლის ბოთლი ეჭირა მეორე ხელში პატარა პირსაცხოცი, როდესაც გაანალიზა როგორი გამოვიდა სახლიდან თავადაც სიცილი აუტყდა. დღეიდან სპექტაკლის სრულფასოვანი წევრია.
მთავარი გზიდან ვიწრო ქუჩაზე გადაუხვია, თან ცალი თვლაი უკან ჰქონდა როცა დარწმუნდა რომ აღარავინ არ მოსდევდა ღრმად ამოისუნთქა და ერთ ადგილზე გაჩერდა.
მოულოდნელმა ნაბიჯების ხმამ ძალიან შეაშინა, დაპანიკებულმა დაიწყო წრეზე ტრიალი, მაგრამ თვალი ვერავის ვერ მოკრა, ბოლოს ერთ ადგილზე გახევებულმა ყველაფერი ძირს დაყარა და თარაშის სახლისკენ რაც შეიძლება სწრაფად გაიქცა. ზუსტად მანდ დაუშვა შეცდომა, პირველივე შესახვევიდან შავებში გამოწყობილი მამაკაცი გამოვარდა, თვალის დახამხამებაში თავზე რბილი მატერია მოახვია და ხელებით გაკოჭა.

-დამშვიდდი, თარაშმა გამომგზავნა! _უცნობმა ქართულად დაილაპარაკა. მამაკაცის ხმა საერთოდ არ გავდა ბოროტმოქმედისას. მიუხედავად ამისა ფართხალი მაინც არ შეუწყვეტია, აღელვებული იქნევდა ფეხებს და ცდილობდა კაცის ძლიერ მკლავებს დასხლტომოდა. _ლოლა, თარაშმა გამომგზავნა და მორჩი ფართხალს! _კიდევ ერთხელ, ამჯერად კატეგორიული ტონით მოსთხოვა და მიწაზე დასვა. _ახლა მე და შენ აქედან წავალთ და შენ ხმას არ ამოიღებ!

-ვიგუდები._ძლივს ამოილუღლუღა და თითებით მამაკაცის მაჯას ჩააფრინდა.

-ბოდიში.

აქამდე სულ უკვირდა რატომ ატარებდა თარაში ყოველთვის მოკლე და ვიწრო გზით, მითუმეტეს როდესაც სახლი არც ისე შორია. ახლა უკვე გასაგებია, მერლანს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ამ მომენტისთვის ყოველთვის მზად იყო და რა თქმა უნდა, ლოლას სიტუაციიდან გარიდების ყველაზე მარტივი გზა იპოვა.

-მიკვირს, შენნაირმა ჭკვიანმა გოგომ როგორ დაუშვა რომ თარაში იქ მიგიყვანდა სადაც ყველაზე დიდი საფრთხე გემუქრება. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა, ხელში აიყვანა და სადღაც წაიყვანა.
>>>>>
ტარააამ <3 მოვედით<3 ძალიან დიდი მადლობა 13 თავისთვის... მაბედნიერებთ თქვენ მე <3 იმედია ამ თავითაც ისიამოვნებთ <3 მადლობები <3

№1  offline წევრი მალუ

აი გეფიცები უკვე იმ ჭკუაზე ვარ რომ გინდა შენი მკითხველები სულ მოლოდინის რეჟიმზე გყავდეს ამ დროს გაწყვეტა იქნებოდა?
ჩემი ჭკვიანი თარაში მაგრამ ვაი რომ ლოლას შერჩება ბოლოს :D
გთხოვ რა დღეს ასეთ გაურკვევლობაში არ დამტოვო რა
შენ ხო ტკბილი ტასო ხარ <3

№2  offline მოდერი მე♥

მალუ
აი გეფიცები უკვე იმ ჭკუაზე ვარ რომ გინდა შენი მკითხველები სულ მოლოდინის რეჟიმზე გყავდეს ამ დროს გაწყვეტა იქნებოდა?
ჩემი ჭკვიანი თარაში მაგრამ ვაი რომ ლოლას შერჩება ბოლოს :D
გთხოვ რა დღეს ასეთ გაურკვევლობაში არ დამტოვო რა
შენ ხო ტკბილი ტასო ხარ <3

ჭკვიანი და გონებამახვილი:დდდ ვნახოთ იმედია შემდეგ თავში მშვიდობაა❤️ძალიან დიდი მადლობა შენ, გამახარე.❤️
უხ, მეთხუთმეტე თავის ამბავი არ ვიცი ჯერ, სამსახურში ვარ და ვერ ვახერხებ სამწუხაროდ წერას.:(((((
--------------------
ა.ა

№3  offline წევრი ვიპნი

რა კარგი და მოუდნელი სიურპრიზი იყო ❤

№4  offline წევრი f43i3zxv

დედა მეც მიყვარს ეგეთი სუფი :დ მეც გამიკეთოს თარაშმა ცუდი არაფერი იფიქრო იურისტი ქმარი არ მინდა :დ :დ რაღაცნაირი თავი იყო მეპატარა არ მეყო ვერ დავუშვი რომ დამთავრდა :დ
ველოდები მომდევნოს კაზუსის ამოხსნას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ სისხლი არაა მაინც ჩემი სფერო :დ

№5  offline წევრი kora

ცეცხლი დაანთეს, რაც არც იყო გასაკვირი, ბოლო ბოლო შენი პერსონაჟები როდის იყო მოლოდინს არ გვიმართლებდნენ <3 ვგიჟდები ამ ორზე და რამდენი სითბო და სიყვარული აფრქვიეს <3 იქაც კი გითხარი და ისევ გავიმეორებ, ცოტა მეწყინა თარაშის მხრიდან ლოლას არ მიშვება სამზარეულოში ( რას ქვია ყურადღებამ გააღიზიანა (( მაინც ვერ მივხვდი რატომ არ დაიხმარა სამზარეულოში. მაინც მიყვარს, ვგიჟდები თარაშზე და მის მზრუნველობაზე ❤️
--------------------
kira.G

№6  offline მოდერი მე♥

ვიპნი
რა კარგი და მოუდნელი სიურპრიზი იყო ❤

ძალიან მიხარია თუ გამომივიდა <3 დიდი მადლობა <3
f43i3zxv
დედა მეც მიყვარს ეგეთი სუფი :დ მეც გამიკეთოს თარაშმა ცუდი არაფერი იფიქრო იურისტი ქმარი არ მინდა :დ :დ რაღაცნაირი თავი იყო მეპატარა არ მეყო ვერ დავუშვი რომ დამთავრდა :დ
ველოდები მომდევნოს კაზუსის ამოხსნას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ სისხლი არაა მაინც ჩემი სფერო :დ

უგემრიელესი სუფია... უბრალო და გვარიანი <3 :დდდდ
რაც კარგია ის მახარებს, ხოდა ახლა შენ გამახარე.... უზომოდ დიდი მადლობა შეფასებისთვის <3 მიხარია თუ მოგეწონა <3 ყველაფერი იქნება <3
kora

ჩემი გოგო, აქაც ზღვასავით უსასრულო მადლობა შენ <3 საოცრება ხარ <3 ძალიან მაბედნიერებ-თქო ვთქვი და კიდევ ვიტყვი. <3 უიიიიჰ, სამზარეულოში მარტო იმიტომ, არ შეუშვა რომ არ უნდა ლოლამ თავი ვალდებულად იგრძნოს და თარაშის სამზარეულოში ტრიალი მისთვის ხშირი გახდეს... ჩათვალა რომ თავად თუ მოუმზადებს უფრო კარგი იქნება. :დდდ მართალია ლოლამ აიძულა, მაგრამ მაინც. არ უნდოდა შეეწუხებინა, სხვა არაფერი. <3
--------------------
ა.ა

№7  offline წევრი kora

მე♥

უჰ, დავმშვიდდი, თორე ისე ვიყავი რასქვია არ ესიამოვნა მზრუნველობა თქო. რაკი მხოლოდ ისევ და ისევ ყურადღება ყოფილა მიზეზი, გამოდის ეს კაცი სულ გაგვაგიჟებს <3 აი რანაირად გყავს ყველა ასეთი იდეალური <3 ყველა მიყვარს და არჩევანი შეუძლებელია რომელიმე ერთზე შევაჩერო ❤️
--------------------
kira.G

№8  offline წევრი ქეთიtaisia

უგემრიელესი თავი და სუფი:)????❤
ვგიჟდები მე ამ ორზე ხო იცი?
შენზეც რომ ვგიჟდები ეგეც ხო იცი?:????❤
ძალიან მაგარი თავი რომ იყო ეგეც გითხრეს უკვე მაგრამ მე კიდე გეუბნები ::დდდძალიან მაგარი თავი იყოო????❤
ძალიან გამიხარდა ახალი თავი????
და ველი მომდევნის????❤
აბა წარმატებები კიდე მინდა მე ძალიან გემრიელი თავიიი❤❤❤

№9  offline მოდერი მე♥

მივხვდი რომ არასწორად გაიგე <3 თლა უნაკლო ყოფილა :დდდდდ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. <3
taisia
უგემრიელესი თავი და სუფი:)????❤
ვგიჟდები მე ამ ორზე ხო იცი?
შენზეც რომ ვგიჟდები ეგეც ხო იცი?:????❤
ძალიან მაგარი თავი რომ იყო ეგეც გითხრეს უკვე მაგრამ მე კიდე გეუბნები ::დდდძალიან მაგარი თავი იყოო????❤
ძალიან გამიხარდა ახალი თავი????
და ველი მომდევნის????❤
აბა წარმატებები კიდე მინდა მე ძალიან გემრიელი თავიიი❤❤❤

ოოოოოოოჰააა,!
ძალიან! ძალიან! ძააალიან! დიდი, დიდი და უდიდესი მადლობა შენ! <3
როგორ მიხარია ასე რომ მოგეწონა... თავიც და სუფიც <3
გაბადრული და გაბედნიერებული ვარ! <3 ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო ახალი თავი. <3
--------------------
ა.ა

№10 სტუმარი სტუმარი Lia

Erti amosuntqvit wavikitxe.magar intrigebshi gagvxvie❤

Namdvilad mowodebit Mwerali xar.sauketeso ,ertaderti da ganumeorebeli.❤❤❤

№11  offline მოდერი bibo

ჩემი ბედნიერების მარცვალი ტაჩუნა
სიყვარული
ბენდიერება
სიგიჟე
სიამოვნება
სიფერადე
აი არ ვიცი რა გიწოდო
5 თავი სუ ჰაერში წავიკითხე
სუ ღიღინ ღიღინ
ჩამოუქროლე
და რა დაგიმალო და არ მეყო ხო იციი
რა ვქნა რო ასე გვანებივრებ
ასე გვანდომებ მეტს და მეტს
პატარა ბედნიერებავ
მაგიჟებ
აი ასე რა ვქნა რო სასწაული ხარ
რა ვქნა რო ჩემი პირველი აღმოჩენა ხარ
და ბოლომდე აღმოჩენა ხარ
აი ასე არ თმობ ასპარეზს
აქ დაბრუნებით ისე გმახარე
ისე რო დავრბოდი ბედნიერებით
მე ბედნიერი ვარ რო გიცნობ
ზოგჯერ წამომარტყი რო ვერ ვნახულობ ამ სიახლეს
და მერე კუს ნაბიჯებით მოგზდევ
ცოდვა სასწელია ჯოჯოხეთია
ეს ისტორია რო არ იცოდე
რო არ მოგყვებოდე
მაბენდიერებ ჩემო ლამაზთმიანო ზეგზულურო ტჩუნები
ბდნიერება ხარ
ოხ თარეშ რა ბუნდოვანი ხარ
ნისლივითა რა ვერც წინ იყურება ეს კაფანდარა და ვერც უკან
პატარა ლონდონია რა :Dდდდდდდდდდდდდ
ილო სასწაულია
ბევრი ილო
აი მაგიჟებს
ეს ბიჭი
მარწყვის რძე
რძის პროდუქტები ზრდის მკერდსო
გადავბჟირდი
აი ვერ მოვსულიერდი
:დდდდდდდდდდდდდდდ
მარიტაც სასწაულია
რა ქნას თვალს ბევრი უყვარს
გულს ერთი
:Dდდდდდდდ
უბრალოდ შენ ხარ სასწაული
სიყვარული
სიფერადე
გყვარობ
მეგრელზე მეტო თბილიში
<3

№12  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

აჰამ მართლაც ვიაიამოვნე ძალიანნნ ველოდები ახალ თავს

№13  offline მოდერი მე♥

სტუმარი Lia
Erti amosuntqvit wavikitxe.magar intrigebshi gagvxvie❤

Namdvilad mowodebit Mwerali xar.sauketeso ,ertaderti da ganumeorebeli.❤❤❤

ვააი, როგორი თბილი ხარ <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლოა. უზომოდ დიდი მადლობა. <3
მე და მწერლობა მგონია რომ ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ შენგან მაინც მესიამოვნა. <3
bibo
ჩემი ბედნიერების მარცვალი ტაჩუნა
სიყვარული
ბენდიერება
სიგიჟე
სიამოვნება
სიფერადე
აი არ ვიცი რა გიწოდო
5 თავი სუ ჰაერში წავიკითხე
სუ ღიღინ ღიღინ
ჩამოუქროლე
და რა დაგიმალო და არ მეყო ხო იციი
რა ვქნა რო ასე გვანებივრებ
ასე გვანდომებ მეტს და მეტს
პატარა ბედნიერებავ
მაგიჟებ
აი ასე რა ვქნა რო სასწაული ხარ
რა ვქნა რო ჩემი პირველი აღმოჩენა ხარ
და ბოლომდე აღმოჩენა ხარ
აი ასე არ თმობ ასპარეზს
აქ დაბრუნებით ისე გმახარე
ისე რო დავრბოდი ბედნიერებით
მე ბედნიერი ვარ რო გიცნობ
ზოგჯერ წამომარტყი რო ვერ ვნახულობ ამ სიახლეს
და მერე კუს ნაბიჯებით მოგზდევ
ცოდვა სასწელია ჯოჯოხეთია
ეს ისტორია რო არ იცოდე
რო არ მოგყვებოდე
მაბენდიერებ ჩემო ლამაზთმიანო ზეგზულურო ტჩუნები
ბდნიერება ხარ
ოხ თარეშ რა ბუნდოვანი ხარ
ნისლივითა რა ვერც წინ იყურება ეს კაფანდარა და ვერც უკან
პატარა ლონდონია რა :Dდდდდდდდდდდდდ
ილო სასწაულია
ბევრი ილო
აი მაგიჟებს
ეს ბიჭი
მარწყვის რძე
რძის პროდუქტები ზრდის მკერდსო
გადავბჟირდი
აი ვერ მოვსულიერდი
:დდდდდდდდდდდდდდდ
მარიტაც სასწაულია
რა ქნას თვალს ბევრი უყვარს
გულს ერთი
:Dდდდდდდდ
უბრალოდ შენ ხარ სასწაული
სიყვარული
სიფერადე
გყვარობ
მეგრელზე მეტო თბილიში
<3

ოოოოჰააა, გიჟო! <3 ძალიან მიყვარხარ მე შენ. <3 მიხარია შენი ნომერი პირველო რომ ვარ :დდდ ძალიან დიდი მადლობა სითბოსთვის და სიყვარულისთვის <3 მადლობა რომ კითხულობ და მადლობა რომ მომყვები <3 ვააიმეეე, ბოლო მინაწერზე ავყირავდი :დდდდდდდდ
ნარჩიტა
აჰამ მართლაც ვიაიამოვნე ძალიანნნ ველოდები ახალ თავს

ნარჩიტ, დიდი მადლობა საყვარელო... ვეცდები მალე დავდო <3
--------------------
ა.ა

№14  offline მოდერი ენემი

როგორ მიხარიხარ მე შენ heart_eyes აქამდე რაც წამიკითხავს სულ მქონდა განსაზღვრული რა მოხდებოდა, შენს მოთხრობაში კი ვერ ვიგებ რა მოხდება (ნუ ერთად რომ იქნებიან ეგ ოფ ქორს laughing ) და სწორედ ეს მხიბლავს შენი, შეგიძლია დააინტერესო ადამიანი იმ დონეზე, რომ ყოველ წუთს საიტზე იყოს იმ იმედით, რომ ახალი თავი დაიდო. მიყვარხარ მე შენ kissing_heart და ეს მოთხრობაც kissing_heart

№15  offline მოდერი მე♥

ენემი

საყვარელო, უღრმესი მადლობა. როგორ მაბედნიერებთ❤️❤️❤️ ძალიან მიხარია რომ მოგწონს და ელოდები... ჰომ, კარგად ყოფილა ჩემი საქმე მარტოვად რომ მიგახვედროთ რაცხებს :დდდდ მეც გყვარობ შენ!❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო როგორ დაგვაინტრიგე ანასტასია,რა იყო ეს ჰა? საინტერესოა რა მოხდება.მალე დადე რა
--------------------
ლანა

№17  offline მოდერი მე♥

La-Na
ოჰო როგორ დაგვაინტრიგე ანასტასია,რა იყო ეს ჰა? საინტერესოა რა მოხდება.მალე დადე რა

ძალიან დიდი მადლობა. გამიხარდა რომ მოგეწონა. <3
--------------------
ა.ა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent