კაფანდრა [12]
გახარებულმა ორივე სახლში შეაგო და უსიტყვოდ მიჰყვა უკან. მისაღების შესასვლელთან გაჩერდა და გაბადრული თარაშს მიუტრიალდა. -არ შემოხვალ?_ჩურჩულით კითხა და ცალი თვალით ილოს გახედა. _ვიცი რომ ოფიციალურად არანაირი სახის ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ მაინც გაგაცნობ. მაჯაში მოკიდა ხელი და მისაღებში შეიყვანა. წარმოდგენა არ აქვს რა სტატუსით უნდა წარადგინოს თარაში მარიტას და ილოს წინაში, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ღელავს. არ აინტერესებს ჩარჩოში მოქცეული ურთიერთობები, მისთვის მთავარია რომ თარაშთან თავს კარგად გრძნობს და რა აზრი აქვს როგორ გაიცნობს მას მისი ოჯახი. -დარწმუნებული ვარ უკვე იცით კარი ვინც გაგიღოთ, მაგრამ მაინც. თარაშ, ეს ჩემი ძმაა ილო, ეს კიდევ ჩემი დეიდაშვილია მარიტა.. ეს თარაშია. _ღიმილით მოხვია ხელი მკლავზე. -სასიამოვნოა. _მშვიდი, გაწონასწორებული ტონით ჩაილაპარაკა ილომ და ხელი გაუწოდა. თარაშმაც დაუყონებლივ ჩამოართვა და თავი მსუბუქად დაუკრა. მარიტა სიტუაციას შორიდან აკვირდებოდა და სავარაუდოდ საღამოს ანალიზისთვის ამზადებდა ყველაფერს. -მე და თქვენ შორიდან ვიცნობთ ერთმანეთს. _ღიმილით ჩაილაპარაკა და მამაკაცისკენ წავიდა. -ახლოდანაც სასიამოვნოა. _თვალი ჩაუკრა და ლოლას გადახედა. _ვიცი რომ ახლა ჩემი წასვლა ცუდი ტონია, მაგრამ ხვალ მივფრინავ და საქმეები მაქვს. _მზერით ილოს გადახედა და აგრძნობინა რომ ახლა საუბარს ვერ შეძლებდნენ. ლოლას ხმამაღლა ჩაეღიმა. -უმჯობესია საქმეს მიხედოთ, ჩვენ ისევ მოვახერხებთ შეხვედრას. _გულწფელი ტონით ჩაილაპარაკა ილომ და თვალი ჩაუკრა. ლოლას კმაყოფილს და ბედნიერს გაეღიმა. ილოს ხასიათი ძალიან უყვარს, მისი დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხისადმი ძალიან სანდო და დამაკმაყოფილებელია. -აუცილებლად. _დაეთახნმა თარაში. *** -მე მგონი ახლა უფრო მესიმპათიურა. _მისაღებში დაბრუნებულ ლოლას ხმამაღლა მოახსენა მარიტამ და დივანზე ჩამოჯდა. _თან როგორი სექსუალური გამოხედვა აქვს. -გინდა ხმოვანი შეტყობინება გავგზავნო ერთგან?_წარბების თამაშით იკითხა ილომ და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. -დამემუქრა... ლაშამ იცის რომ სიმპათიურ მამაკაცებს ყოველთვის ვაღიარებ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მათზე ვირევი. _განუმარტა და კმაყოფილს გაებადრა სახე. -ილო, რატომ არაფერს ამბობ?_ხმადაბლა იკითხა ლოლამ და ძმას გვერდით მიუჯდა. -რა უნდა ვთქვა, ერთი შეხედვით ნორმალური ადამიანია, მაგრამ როდესაც უკეთ გავიცნობ დასკვნებს მერე გავაკეთებ. ახლა ამის დრო არ არის! _საფეთქელზე აკოცა და მხარზე ხელი მოხვია. -დედა და ბებია როგორ დატოვეთ?_ხმაშეცვლილმა მოიკითხა ოჯახის დანარჩენი წევრები. -ბებიამ იტირა, დედამ დაამშვიდა და ასე გადმომცა 5 იანვარს აქ რომ არ იყოს ზუსტად ისე დავკლავ როგორც მამამისმა თავის დროზე მოწამლული ბატკანიო. -ღმერთო ჩემო, ილო. -მარიტა, იხუმრა... ჯასთ ჯოუქ, არავის არავინ დაუკლავს. -და ეს ვაჟბატონი სად მიფირინავს?_გოგონამ სწრაფად შეცვალა თემა და ინტერესით დააკვესა თვალები. -საქართველოში. სწრაფად უპასუხა ლოლამ და თვალების ბრიალით ანიშნა რომ ილოს თანდასწრებით აღარაფერი ეკითხა. რაც არ უნდა იყოს არ უნდა რომ თარაშის და მისი ურთიერთობის შესახებ ასე საჯაროდ ისაუბროს. მერე რა რომ მარიტა და ილო არიან, ჯერ თავად სურს ყველაფრის გარკვევა, წინასწარ რაღაცების მოყოლა არასოდეს დაუცდია კარგად. ცრურწმენების არ სჯერა, მაგრამ დარწმუნებულია რომ ხშირ შემთხვევაში წინასწარი საუბარი ძალიან ხშირად ურთიერთობას დიდ საფრთხეს უქმნის. *** -ყველაფერი მზადაა? -ბოლოკი გავიწყდებათ. ცინიკური ხმით გამოაჯავრა ილომ და გოგონების გაშლილ მაგიდას გადახედა. გახდა 12._ შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და გამოწეულ სკამზე ჩამოჯდა. -მოვდივართ. _ორი თეფშით ხელდამშვენებული მიუახლოვდა მარიტა ილოს. _ესენი შუაში ჩადგი, ოღონდ ეცადე დანარჩენებს ადგილი არ შეუცვალო. _წვრილმანებზე ჩაციკლულმა წარბაწეულმა ჩაიალპარაკა და თმები აუჩეჩა. _ჩიჩილაკო. -წითელი კვერცხი. _ლოლას ხმით გამოაჯავრა გოგონა და წამიერათ შეცვლილი სახე გაასწორა. -ეგრე ნუ მეძახი თორემ “კაბინეტის” კართან დავდგები ვითომ შუქნიშანი ვარ და არ შეგატარებ, მერე ირბინე ფეხებაბურდულმა და ჩველი მეზობელი ნინოს ძაღლივით ყველა ხეს ეცი. _გაღიზიანებულმა ჩაიდუდღუნა და სამზარეულოს კართან მდგარ პირდაღებულ ლოლას გადახედა. _რა?! შენც გეხება!_თითით ქნევით გააფრთხილადა მაგიდასთან დაჯდა. -ჰორმონალური დარღვევის ბრალია ვითომ?_ჩაფიქრებულმა კითხა აფხუკუნებულ დას და მარიტას ეჭვით გადახედა. _ან იქნებ მჟავე უნდა... ლოლა, სწრაფად კიტრის მჟავე!_გახალისებული წამოხტა ფეხზე და გაშლილი ხელებით დას სამზარეულოსკენ მიუთითა. -ილო, თუ ჩემი მკერდის ზომით ვიმსჯელებთ მე და ლაშა თავს ვიცავთ, ასე რომ შენი წყალწაღებული და უმარილო ხუმრობა შენთვის შეინახე. -მკერდის ზომა რა შუაშია?_დაბნეულმა იკითხა და თავისი ადგილი დაიკავა. -თავდაცვის საშუალებები მკერდს ზრდის. -შენ რა იცი?_წარბებაქაჩულმა კითხა დას. -ილო, ეგ თითქმის ყველამ იცის, არ აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა ურთიერთობა კაცთან. -ანუ რაღაც პერიოდი ჩემმა გოგომაც უნდა სვას. -ეს ბიჭი ავადმყოფია. -თვალი ხარბია, მარიტ! _სიცილით განმარტა ილომ. -კიდევ რძის პროდუქტები ზრდის მკერდს. _მოულოდნელად წამოიძახა ლოლამ. -და მარწყვის რძეც, ჩემი მეგობარი სვამდა და იცი როგორ უშველა? -ბატონო?! მეც აქ ვარ და მინდა გითხრათ რომ ახალი წლის ღამეს თქვენთან ერთად მსგავს თემებზე საუბარი არ მსურს!_მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და კოპები შეკრა. -კარგი, ბოდიში. _მორიდებულებმა ღიმილით ჩაილაპარაკეს. *** -გილოცავთ!_გახალისებულმა და ბედნიერმა კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ ორ უმშვენიერეს ქალბატონს ღიმილით მიულოცა ახალი წელი. -მეც გილოცავთ, დედი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. თქვენთვის წარმატების, სიდინჯის, ბედნიერების და სასწაულების წელი ყოფილიყოს. -და სიყვარულის... უკვე დროა, ნინა. _განაწყენებული “გამოესარჩლა” ბებია შვილიშვილებს. -სიყვარულისთვის ყოველთვის ექნებათ დრო, დედა, ახლა მუშაობა, სწავლა და მომავლის მოწყობაა მათი მთავარი მიზანი!_კატეგორიული ტონით ჩაილპარაკა ქალმა და შვილებს თვალების ბრიალით გადახედა. -რომ ჩამოვალ მაგაზე მერე ვისაუბროთ. _ჩურჩულით გამოეპასუხა უმცროსი ქირია დედის სიტყვებს. -რაიმე პრობლემას ხედავ ჩემს სიტყვებში, ილია? -გეყოფათ! _ლოლამ მობეზრებულმა წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. _ხომ შეიძლება ერთხელ ისაუბროთ და ერთმანეთი არ დაღალოთ? შეეშვით ერთმანეთის ცხოვრებას, როგორც საჭიროდ ჩათვლით ისე მოიქეცით და მორჩით გამუდმებით კამათს თორემ... თორემ ავდგები და მეც წითელი კვერცხი გავხდები!_საჩვენებელი თითი მარიტასკენ გაიშვირა და ოჯახის ყველა წევრს “სასტიკად” დაემუქრა. -ცინიკოსი ხარ! _გაბრაზებულმა მარიტამ სიცილით მისცხო საჯდომზე ხელი. *** -1 თვის წინ ერთ კვირიანი შვებულება დავწერე._გაღიზიანებულმა წარბების თამაშით მოახსენა უფროსს. -ვიცი, მაგრამ ვერ გაგიშვებ, აქ მჭირდები. _უფროსული ტონით ჩაილაპარაკა და კალამი თითებს შორის აათამაშა. -მე 1 თვის წინ როგორც წესია მოვედი და წინასწარ, ჩემი კუთვნილი შვებულება გთხოვე, რომელიც დამიკმაყოფილე და ხელიც მომიწერე. ახლა როდესაც ბილეთი ნაყიდი მაქვს, ბარგი ჩალაგებული, საქმე შესრულბული მეუბნები რომ აქ გჭირდები? არა, უფროსო, ასე ვერ ვითანამშრომლებთ. თქვენ ჩემ უფლებებს არღვევთ და არ ვაპირებ ამას ასე მშვიდად ვუყურო. მე წავალ ერთ კვირიან შვებულებაში და თუ ამის გამო რაიმე დამაკლდება ისევ თქვენი არხისთვის იქნება ცუდი. -ხომ არ გავიწყდება უბრალო პროდიუსერი რომ ხარ?_ამრეზიით ჩაილაპარაკა და წარბები კუშტად შეკრა. უფროსს მსგავსი გამოსვლები ხშირად ახასიათებს, როდესაც ცოლი აბრაზებს, ან რაიმე ისე არ ხდება როგორც მას უნდა, მერე თანამშრომლებზე იცის გულისჯავრების ამოყრა. -უბრალო პროდიუსერი რომელსაც 24 საათი კუდში დასდევთ. შეუცვლელი არც მე ვარ და არც თქვენ, მაგრამ სანამ ერთად ვმუშაობთ ნება იბოძეთ და პატივისცემით მესაუბრეთ. 5 თვეში კონტრაქტს ვადა გასდის და არ ვაპირებ გავახანგრძლივო, ასე რომ სანამ აქ ვარ როგორღაც ამიტანეთ. _თვალი ჩაუკრა, ფურცლებს ხელი დაავლო და კაბინეტიდან უკანმოუხედავად გავიდა. გაღიზიანებულმა დატოვა კაბინეტი. ყველაზე მეტად უფროსის მხრიდან გამოხატულ ცინიზმს ვერ იტანს. არასოდეს უფიქრია რომ სამსახურის შენარჩუნებისთვის ვინმეს თავი დაუხაროს და ყველაფრის უფლება მისცეს. შვებულება ეკუთვნის, იმსახურებს, დადასტურებულიც არის და არანაირი სურვილი არ აქვს უფროსისი ხუშტურების გამო ოჯახის წევრებთან ერთად ერთი კვირის გატარებაზე უარი თქვას. ხშირად დაუთმია რაღაცები, ზოგჯერ თავი შეუძლოდათ უგრძვნია იმის გამო რომ ვიღაცა მასზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა, მაგრამ ვერასოდეს აიტანს დაუმსახურებელ საყვედრულს და შენიშვნას. *** აღელვებული გავიდა აეროპორტიდან და მშობლიური, ცივი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. ბებიასთვის და დედასთვის ჩაფრენის ზუსტი დრო არ უთქვამთ, უნდა რომ მოულოდნელად დაადგეს თავზე და გულიც ორმაგად გაუხაროს. ილომ საკეტს გასაღები ფრთხიალდ მოარგო, უხმაუროდ გადასწია და სახლიც ფეხაკრეფით შევიდა. ლოლამ ჩემოდანი სადარბაზოში დატოვა და აჩქარებული ნაბიჯებით პირდაპირ მისაღებისკენ წავიდა. -სიურპრიზი!_ტელევიზორთან თბილად მოკალათებულები ერთდროულად შეტრიალდნენ გოგონასკენ. -ლოლა, დე. _ემოციების ქვეშ მყოფი ნინა გაბადრული სახით წამოდგა ფეხზე და შვილისკენ წავიდა. ორივე ხელი მაგრად მოხვია გაწრიპულ ტანზე და გულზე მიიკრა. _როგორ მომენატრე. _აღელვებულმა, ცრემლნარევი ხმით ჩაიჩურჩულა და შვილს ლოყები ხმაურით დაუკოცნა._ყავას ხომ დალევ?_შვილი ოდნავ უკან დასწია და აციმციმებული თვალები მიანათა. ლოლამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ლოყაზე აკოცა. _ახლავე გავაკეთებ. _კიდევ ერთხელ მოეხვია და სამზარეულოსკენ წავიდა. _თქვენ მოდით აქ!_ილოს და მარიტას თვალების ბრიალით დაუძახა და სამზარეულოში შეიყვანა. -ბები. _დივანზე მოკალათებული ატირებული მოხუცის დანახვისას თავი ვერ შეიკავა და ცრემლმორეული წავიდა მისკენ. -ჩემი ლამაზი გოგო. მოდი ბებიასთან. *** -თარაშის ნომერი არ იცი?_როგორც კი ოთახში განმარტოვდნენ ხმადაბლა კითხა მარიტამ და ჩანთა სკამზე დადო. -არა, არ მიკითხავს. _მოწყენილმა გააქნია თავი და საწოლს მონატრებულმა გადახედა. _რა კარგია, დღეს ჩემ გემრიელ საწოლში დავიძინებ. _თითები ნაზად დაუსვა გადასაფარებელს და სავარძელში ჩაჯდა. -ანუ კიდევ ერთი კვირა ვერ ნახავ? -სანამ გამოფრინდებოდა მითხრა რომ სამ დღეში შეეცდებოდა უკან დაბრუნებას, მაგრამ როგორც სჩანს ვერ მოახერხა. ახალი წელიც არ მოულოცავს. ვიცი რომ ზედმეტი ყურადღების მოყვარული არ არის და არც ჩვენ გვაქვს ისეთი ურთიერთობა რომ ვალდებულად იგრძნოს თავი, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ახალ წელს მომილოცავდა. -იქნებ დაიჭირეს?_მოულოდნელად წამოიძახა მარიტამ. -შენ ისევ მკლელი გგონია?_ნაწყენმა კითხა და თვალებში ჩააშტერდა. -არა, მაგრამ ვერც ვენდობი. _მხრები აიჩეჩა გოგონამ. -არა, დაჭრით არ დაიჭერდნენ, მე უფრო სხვა რაღაც მგონია. _საკუთარი ფიქრებით შეშინებილმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და თავი უკან გადასწია. -მოკლეს? -მარიტა, შეგიძლია ცოტახნით გაჩუმდე?_დეიდაშვილით შეწუხებულმა ხმამაღლა წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. _ხედავ რომ ვნერვიულობ, რა საჭიროა ამდენი უარყოფითი ემოციის გაზიარება? -ნუ იღრინები, რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ. იქნებ მართლა რაღაც სჭირს, თავიდანვე შეგუებული უნდა იყო! -არ ვაპირებ ადამიანის ცუდად ყოფნას წინასწარ შევეგუე, მითუმეტეს მაშინ როდესაც წარმოდგენა არ მაქვს როგორ არის! -კარგი, გავიკითხავ და ნომერს გაგიგებ. -არ მინდა. _თავი გააქნია და გარდერობთან დადგა. -გინდა, თანაც ძალიან! *** -არ ვიცი ვინ არის და რას საქმიანობს, მაგრამ მასზე მცირე ინფორმაციის მოძიებაც კი შეუძლებელია. მე მგონი არც თარაში არ ჰქვია. _უკმაყოფილო გამომეტყველებით დაბრუნდა ოთახში მარიტა და ტელეფონი საწოლზე ისროლა. -კარგი, არაუშვს. _თვალი ჩაუკრა და გვერდით მოისვა. _ერთი კვირა გავძლებ და მერე საქართველოდან ძალიან შორს ვნახავ. განსაკუთრებულ მონატრებას ვერ გრძნობს, არც მამაკაცის ნახვის სურვილს ჰყავს შეპყრობილი. უბრალოდ ინტერესი აქვს სად არის, როგორ არის და რატომ არ შეეხმიანა. თუმცა არც იმას არ გამორიცხავს რომ გულის სიღრმეში მისი ნახვა ძალიან უნდა. უკვე 1 კვირაზე მეტია თარაშის ვნებიანი ბაგეებისგან წამოსული სიმხურვალე არ უგრძვნია და ცოტა არ იყოს თავს არაკომფორტულად გრძნობს, თითქოს რაღაც აკლია. როგორი რთულიც არ უნდა იყოს მოუწევს იმის აღიარება რომ მამაკაცზე ნაწყენია, შეიძლება მას ჰქონდა მიზეზი და ლოლამ ძალიან კარგად იცის რომ ადამიანებს ხშირად პრობლემები ექმნებათ, მაგრამ ახალი წლის არ მილოცვა მაინც ცუდად აქვს გულში ჩარჩენილი. როდესაც ნახავს ამაზე აუცილებლად ეტყვის პატარა საყვედურს. ოჯახის წევრები რომ მოისიყვარულა, მეგობრებთან ერთად ბარში წასვლა და 1 კვირიანი თავისუფლების აღნიშვნა გადაწყვიტა. ეს ყველაფერი ისე ენატრება, როგორი ბედნიერიც არ უნდა იყოს იტალიაში ყოფნით და კარიერის წინსვლით იცის რომ ძალიან ბევრი რამ აკლია. მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები, გართობა, საუბრები და ერთმანეთის ისტორიები. ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო საყვარელი ადამიანებისგან შორს ცხოვრება, მაგრამ ამ ყველაფერზე მონატრებას მაინც ახერხებ. რთულია რამდენიმე ათასი კილომეტრით იმ ყველაფრისგან შორს ყოფნა რაც საოცარ სიხარულს განიჭებს. გაბადრული სახით გამოართვა ბარმენს შეკვეთა და ჭიქებით ხელდამშვენებული მაგიდისკენ შეტრიალდა. ნაცნობი სილუეტის დანახვისას ღიმილი სახეზე შეეყინა. ბაგეები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და გაკვირვებულმა აათამაშ წარბები. დარწმუნებული იყო რომ თარაშის ნახვას კიდევ ერთი კვირა ვერ შეძლებდა, ეს აზრი უკვე გადახარშული და მიღებული ჰქონდა მის გონებას. მამაკაცის ნახვის სურვილიც როგორღაც ძალიან ღრმად ჩამარხა და გადაწყვიტა რომ მთელი ეს დრო მასზე არ ეფიქრა, ან თუ იფიქრებდა მხოლოდ ღამით, ძილის წინ. ახლა კი მის წინ დგას და ისეთი გამომეტყველებით უყურებს თითქოს აქეთ არის ლოლაზე ნაწყენი. -აქ.. აქ არ გელოდი. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ჭიქები მის გვერდით მდგარ მაღალ ბიჭს მიაწოდა და თავით ანიშნა მაგიდასთან მიიტანეო. თარაში უსიტყვოდ დაიძრა მისკენ, ცალი ხელი წელზე მოხვია და ლოლას სიფრიფანა სხეული თავისკენ მიიზიდა. -მოგენატრე?_ვნებიანი, მონატრებული ხმით ჩასჩურჩულა და კბილები ყურის ბიბილოზე მსუბუქად მოუჭირა. ქირიამ ქვედა ტუჩზე მთელი ძალით იკბინა სიამოვნების კვნეას რომ დაეხშო. თან ცალი თვალი მეგობრების მიაგიდისკენ გააპარა, არ უნდა რომ ეს თარაშის ქმედებები ყველასთვის ნათელი გახდეს. -არ მომნატრებიხარ, მაგრამ დამაკლდი. _გულწრფელად ჩაილაპარაკა და თვალებში ჩააშტერდა._შენ, არ მოგენატრე?_ეშმაკური ღიმილით იკითხა და მერლანის ბაგეებს დააკვირდა. -მე არა, მაგრამ ჩემი ტუჩები მოგენატრა. _მამაკაცის სიტყვების მოსმენისას დამფრთხალმა შეცვალა ცქერის ობიექტი და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. არ ესიამოვნა თარაშმა მისი კითხვას კიდევ ერთხელ რომ დატოვა უპასუხოთ, მაგრამ აღარ ჩააცივდა. -თუ კოცნას აპირებ უმჯობესი იქნება აქაურობას თუ გავეცლებით. _თვალი ჩაუკრა, ხელი მაჯაზე მოკიდა და გასასვლელისკენ წაიყვანა. -არ ვაპირებ. _გარეთ გასული შეაჩერა და თავისკენ მიატრიალა. ლოლამ ცალი წარბი მაღლა ასწია და თვალებმოჭუტული დააკვირდა მერლანს. -კარგი, შენ არ აპირებ... _ხმადაბლა წამორსთქვა გოგონამ და ფეხისწვერებზე აიწია. _მე ვაპირებ!_სხარტად დაასრულა, თითები მამაკაცის კისერთან ახლართა და ტუჩებზე მხურვალედ აკოცა. _ვიცი რომ ჩემი ტუჩები შენც მოგენატრა. _ზედ ტუჩებზე დასჩურჩულა და კმაყოფილმა განაგრძო მერლანის მონატრებული ბაგეების დაგემოვნება. >>>>> ხალხნო, რა ტკბილები ხართ! <3 საოცრებები და სიყვარულები! <3 უღრმესი მადლობა თითოეული სიტყვისთვის.... უზომოდ მაბედნიერებთ თქვენ მე <3 დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ <3 ჯერ ისევ სიმშვიდეა <3 "დდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.