შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმის სურნელი (სრულად)


7-02-2018, 21:52
ავტორი მარ გო
ნანახია 6 178

-აი აქ მტკივა-ბეჭზე დაიდო ხელი და აწყლიანებული თვალებით შეხედა ბიჭს.
-ხომ გითხარი გაიზარდე,დიდი გოგო ხარ უკვე და არ შეგეფერება ეს ხეებზე ძრომიალი-მეთქი?- ნაზად უზელდა მხარს და გოგონას ბავშვურ სახეზე ეღიმებოდა.
-ვიცი, მაგრამ შენ არ აპირებდი ასვლას და რა მექნა?-თავი ოდნავ მიაბრუნა მის უკან ჩამუხლული ბიჭისკენ
-მოიცა,შენ რა დამცინი?-წარბები შეკრა ბავშვივით.
-არ დაგცინი,რა სისულელეა? როგორ შეიძლება პატარა ბავშვს დასცინო?თან თუ ხიდან ჩამოვარა და ხელი იტკინა-თავისუფალი ხელი სახეზე მოისვა სიცილის შესაკავებლად.
-სხვათაშორის,შენთვისაც ვაპირებდი ვაშლის მოწყვეტას,მაგრამ არ იმსახურებ,როგორც ჩანს.
-რომ არ ჩამოვარდნილიყავი მომიწყვეტდი მეც?-ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავისკენ მიახედა.მზის სხივებმა თვალები დაახუჭინეს გოგონას.
-მოგიწყვეტდი,აბა არა?
-რატო ხარ ესეთი?
-როგორი?-მკერდზე მიადო ბიჭს თავი და ქვემოდან ახედა.
-წამოდი,წავიდეთ-არ მიაქცია კითხვას ყურადღება და წასასვლელად მოემზადა.
-მოიცა-მარჯვენა ხელი კისერზე მოხვია და ადგომის საშუალება არ მისცა-საღამოს მზის ჩასვლას ვუყუროთ რა.
-ვუყუროთ-გაუღიმა და ყურზე გადაუწია მუქი,ბზინვარე თმა-ოღონდ ახლა წავიდეთ,კარგი?
-კარგი.

*
როგორ?სად?რა ვითარებაში გაიცნეს ერთმანეთი?

*
2016 წ. 23ივნისი
მზე ახალი ამოსული იყო,მარიტა სოფელში ისვენებდა ბებიასთან,დილით ადრე უყვარდა გაღვიძება და არც ეს დღე ყოფილა გამონაკლისი(კიდევ კარგი)
-ბეე,წყაროზე ჩავალ-გრძელი ნაწნავი გვერძე გადმოიგდო და ეზოში მოფუსფუსე ბებიას გასძახა
-ადრეა ჯერ,ბებო გენაცვალოს,აცადე გათენება
-კარგი რა ბე,დაცხება მერე-კიბეზე ჩამოდგა და მოაჯირს დაეყრდნო.
-კარგი ჰო,წადი,მანდაა კოკა და ამოაყოლე ცოტა წყალი.

გოგონამ პატარა მინდორი გაიარა,ტყეში შევიდა,კოკა გაავსო და იქვე დადგა,კეტები გაიხადა და თეთრი ფეხები ცივ წყალში ჩააწყო,მიწას ხელებით დაეყრდო და თავი უკან გადააგდო.
უყვარდა ასე ყოფნა,ცივი წყლის შეგრძნება და ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა,არ უყვარდა თბილისში ყოფნა,ხმაურისა და ხალხმრავლობის გამო,აი სოფელსა და ამ სიმშვიდეზე გიჟდებოდა.
ფიქრებში იყო გართული უკნიდან ხმაური რომ მოესმა.
თავი უფრო მეტად გადასწია,რომ დაენახა ვინ/რამ დაარღვია მისი სიმყუდროვე.
ამოტრიალებული,ყურებამდე გაღიმებული ბიჭი რომ დაინახა ცოტა შეცბა,შემდეგ მზერა მის გვერდით მგდომ ენაგადმოგდებულ ძაღლზე გადაიტანა.
-ხოო გოგო,მე რომ მივედი ისეთ ამბავში იყვნენ გამიტყდა და წამოვედი მალევე
-კარგი რა,ხო იცი ეგენი სულ მასე არიან
-ვის ვჭორავთ დღეს?-დაუკაკუნებლად შეაღო კარი მარიტამ
-აუ ნიკასთან იყო ეს ბაითზე და უკან წამოვიდა
-ძალიან კარგი,ვერ ვხვდები რა გინდოდა იქ საერთოდ.
-აუ ნიკამ მთხოვა და რამექნა?ხო იცი როგორი ტიპია,არა?
-კარგი რა ნუცა,მართლა რომ არ გდომებოდა,ნიკა კი არა,დამიანე ვერ მიგიყვანდა იქ.
-აუუუ,დამიანეეეე,რა კარგი ტიპია,არა?
-კი,შენთვის ყველა სიმპატიური კარგი ტიპია-თვალი ჩაუკრა თამთამ
-აუ კარგით გეყოთ ჩემზე ლაპარაკი,ეე,მერცხალო,კლუბში არ წამოხვალ?
-მე და კლუბი?დამცინი არა?-სერიოზულად გაიკვირვა მარიტამ დაქალის შემოთავაზება
-ხო გითხრი არ წამოვა-მეთქი?1:0,თამთუშ
-ნუ მეძახი-მეთქი მასე
-უჟმურო
-აუუ მარიტა წამოდი რა,მარტო ნუ გამიშვებ ამ გიჟებთან ერთად
-ბატონო?-თავი წამოყო ნუცამ
-იყუჩე,მალხაზის ქალო-თვალები დაუბრიალა დაქალს-მიდი რა,ჩემო მერცხალო,არ გეცოდები?-ყელი გამოიწელა და ტუჩები გადმოატრიალა თამთამ
-ჩვენს გარდა ვინ იქნება კიდე?
-უცხო არავინ,გეფიცები,ჩვენ რა,მე,შენ,ეს ქაჯი,ნიკა,ლევანი,ლევანის და და ლევანის ერთი ნათესავი
-აბა უცხო არავინო?-მინუს თვალებით შეხედა დაქალს
-კარგი ბიჭია,კარგი რა,რას გიშლის შენ?
-კარგი ხო,ჯანდაბას თქვენი თავი,წამოვალ
-ალილუია,ხედავ მალხაზის ქალო? 10:1
-ეე,მოიცა,10 რატო?
-ურთულესი მისია წარმატებით დავასრულე და მაგიტომ-თვალი ჩაუკრა დაქალს და სამზარეულოსკენ წავიდა
-ყავა?

*
ყველასგან მოშორებით,გაზიანი სასმლით ხელში იჯდა და მოცეკვავე მეგობრებს უყურებდა,მის გვერდით ვიღაც შეუმჩნევლად ჩამოჯდა.
-აქ არ გელოდი,მარიტა.
მოულოდნელობისგან შეხტა და თავი მოწყვეტით მიატრიალა მის გვერდით მჯდომი ბიჭისკენ.
-შეგაშინე?-სერიოზული სახით ჰკითხა,ისე რომ მისკენ არ მიუხედავს.
-არა,უბრალოდ...არ ვიცოდი,ვინმე თუ იჯდა ჩემ გვერდით
-გატყობ დიდად არ მოგწონს აქ ყოფნა-ჩუმად გააპარა მზერა გოგონასკენ
-არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები.
-წამოდი,წავიდეთ-დაუფიქრებლად შესთავაზა ბიჭმა
-სად?-ცოტა დააიბნა და უხერხულად შეიშმუშნა
-ამ ადგილს ნამდვილად ჯობია,წამოხვალ?
-სიამოვნებით-თამამად გაუღიმა გოგონამ.
ისე დატოვეს კლუბი არავისთვის არაფერი უთქვამთ.
მანქანა შემაღლებულ ადგილას გაჩერდა,იქიდან ხელისგულივით იშლებოდა ღამის თბილისი
-მგონი იქაურობას ჯობია,არა?
-ნამდვილად,არც შენ გიყვარს კლუბები და ხმაურიანი ადგილები?
-ხანდახან კი ხანდახან არა,ხასიათს გააჩნია-მარჯვენა ხელი სახეზე მოისვა
-რას საქმიანობ?
-ვსწავლობ ჯერ,ბოლო კურსზე ვარ,პატარა ბიზნესი აქვს მამაჩემს და ვეხმარები როგორც შემიძლია
-მე მეორეზე და...
-ვიცი,მარიტა,ვიცი,რომ სამსახიობოზე სწავლობ და ისიც ვიცი,რომ შენი ბავშვობის ოცნებაა.
-კიდევ რა იცი?-უხეში ტონი შეეპერა ხმაში
-ბევრი რამ-თვალი ჩაუკრა გოგონას და ხედს გახედა
-ნახე რა ლამაზია ღამით თბილისი,თუმცა შენ მაინც სოფელი გირჩევია ხო?
-ხო-თითქმის ჩურჩულით უპასუხა,მინა ჩამოსწია და ზედ დაეყრდნო.
ხარბად ისუნთქავდა გრილ ჰაერს და ოდნავი ღიმილი ეპარებოდა სახეზე.
უყურებდა დემეტრე გოგონას და ტკბებოდა მისი სილამაზით,მისი თმებით,ღიმილითა და ნაზი ხმით.

ამ დღის შემდეგ არაფერი ყოფილა ძველებურად.

კინაღამ დამავიწყდა მომეყოლა
როდის ითქვა პირველი ''მიყვარხარ''

აპრილის თვე იყო,მარიტა ატმის ხის ქვეშ იჯდა და ვარდისფერ,ულამაზეს კვირტებსა და გაფურჩქნულ ყვავილებს ბედნიერი თვალებით უცქერდა.
-ლამაზია არა?-ვერ გაიგო როდის მიუახლოვდა ბიჭი.
-შემაშინე-გაუღიმა და ისევ ატმის ყვავილებს შეხედა-ლამაზია,ძალიან ლამაზი.
-შენზე ლამაზი მაინც ვერაა-ჩვეული ღიმილი შეეპარა სახეზე,ყვავილი მოწყვიტა და გოგონას თმაზე დაუმაგრა სამაგრით-აი ნახე,ახლა ჩემ წინ იმხელა სილამაზეა სხვა ყველაფერი აზრს კარგავს-ხელით აწითლებულ ლოყაზე მოეფერა და შუბლზე აკოცა ოდნავ დაბნეულ გოგონას.
-მადლობა-თავი დახარა და მორცხვად გაიღიმა.
-მარიტა-გოგონას ორი ხელი თავის ერთში მოიქცია,მეორე ხელი ნიკაპზე მოჰკიდა და სახე ააწევინა.
-შენ ყველაზე კარგი რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში,საკმარისია შენი ერთი გაღიმება და გარშემო ყველაფერი ქრება,შენი სინაზე,ხმა,ლაპარაკი,თმა,ბავშვური და მომენტებში ქალური ქცევები,თავს მაკარგვინებ,მარიტა.
-მე...-დაიბნა და თავი ისევ დახარა.
-მიყვარხარ მარიტა,მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ.
დუმილი ჩამოვარდა და მალე დაეტყო თეთრ ზეწარს მარიტას შავი თვალებიდან გადმოცვენილი ცრემლების კვალი.
-შენ რა ტირი?-თმა ყურს უკან გადაუწია.
-მეც მიყვარხარ დემეტრე,მთელი გულით მიყვარხარ-პატარა დუმილის შემდეგ ცრემლები მოიწმინდა და მის წინ მჯდარ ბიჭს სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა.
-მაგიჟებ!-ხელები მჭიდროდ მოხვია გოგონას და გულზე მიიკრა.
*
2017წ 16 აგვისტო
-გამოდი მალე,ჩავიდა უკვე მზე
-მოვდივარ-ტელეფონი საწოლზე დააგდო და კიბეებზე ჩაირბინა
-ბე გავდივარ.
-არ დააგვიანო შვილო,ღამდება უკვე,ხო ხედავ?
-დემეტრესთან ერთად ვიქნები და მოვალ მალე-პასუხს არ დალოდებია ისე გავიდა ეზოდან.
მიმოიხედა,მაგრამ დემეტრე ვერსად დაინახა,უკვე ჩხუბს აპირებდა,როცა უკნიდან ვიღაცამ წელზე მოხვია ხელი,თავისკენ მიაბრუნა და ვნებიანად დააცხრა ტუჩებზე.
-წავიდეთ-ოდნავ გაბრუებულმა,ძლივს შესამჩნევად თქვა და ბიჭს კისერზე მოეხვია.

გვერდიგვერდ ისხდნენ და უყურებდნენ როგორ ჩადიოდა წითელი,მწველი მზე,როგორ ეფარებოდა ჰორიზონტს ნელ-ნელა და როგორ უთმობდა მთვარეს ასპარეზს.
ისხდნენ ჩუმად და ეს სიჩუმე იყო ყველაფრის მთქმელი.
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ სიჩუმე გოგონას რბილმა ბგერებმა დაარღვია.
-გახსოვს მაშინ რომ წახვედი?
-მარიტა-ჩვეული სიმშვიდით გადახედა მის გვერდით მჯდომს
-გთხოვ,მინდა ყველაფერი გითხრა,რომ ამ თემაზე აღარასდროს ვიფიქრო...მაშინ რომ წახვედი,მეგონა აღარასდროს დაბრუნდებოდი,მეგონა სულ მარტო დამტოვე,შენ იქ იყავი,მე აქ,მართლა მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა,თვეები ისე გადიოდა არაფერი ვიცოდი შენზე,მერე მომიწია რეალობაში დაბრუნება და თითქოს შევეჩვიე უშენობას,ცხოვრებას დავუბრუნდი და მის აჩქარებულ რიტმს ავყევი...ყველაფერი დალაგებული მქონდა,როცა ჩამოხვედი და თავდაყირა დამიყენე ყველაფერი,ყველაფრის ახსნის უფლება მოგეცი და შენც მიხსნიდი მთელი მონდომებით რატო დატოვე ყველაფერი და რატო წახვედი,დემე ბოდიში რა,ბოდიში,მე სულელმა ისეთები გითხარი...
-მარიტა,გთხოვ,აღარ მინდა მაგის გახსენება,ჩემი ბრალია,აბა რაიცოდი რისთვის წავედი-გოგონას აკანკალებული ხელები თავისაში მოიქცია-ჩამოსვილის შემდეგ ისევ ის მარიტა რომ არ დამხვედროდა,არც კი ვიცი რას გავაკეთებდი,იცი როგორ უნდოდა დედაჩემს შენი გაცნობა?-ხმაში ბზარი გაუჩნდა-დავპირდი აუცილებლად გაგაცნობ საქართველოში რომ დავბრუნდებით-მეთქი,იმედი მივეცი,პატარა ბავშვივით გაუხარდა,ხო...და...იმ ღამეს გარდაიცვალა-გოგონას ხელი უფრო მჭიდროდ მოიქცია თავისაში და ხედს გახედა-ჩავიდა მზე,წავიდეთ?
-მაპატიე-ცრემლი მოიწმინდა და ცხვირი ბიჭის ყელში ჩამალა.
-მარიტა გთხოვ,ვერ ავიტან შენს ასე ყოფნას,შენ არაფერში ხარ დამნაშავე გესმის?ძალიან გთხოვ ამაზე აღარასდროს ვისაუბროთ-გოგონას სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა.
-ჩემი დემეტრე.

მარიტას მეორე სართულზე აივნიან ოთახში ეძინა,პატარა ბავშვივით მალე ეძინებოდა და დილამდე გაუნძრევლად ეძინა.
არც ის ღამე ყოფილა გამონაკლისი,როცა მის ითახში აივნიდან ვიღაც შეიპარა,საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და გოგონას მშვიდი სუნთქვით დაიწყო ტკბობა,დროდადრო რაღაცას იტყოდა ჩურჩულით,მის თმას ხელში მოიქცევდა და ღრმად შეისუნთქავდა სუფთა,საყვარელ სუნს.
-მარიტა-შუბლზე აკოცა გოგონას და მისი გამოღვიძება სცადა.
მარიტამ ერთი თვალი ოდნავ გაახილა და შავი სილუეტის დანახვისას ორივე თვალი დააჭყიტა
-აქ რა გინდა?შემაშინე,საიდან ამოხვედი?რამე მოხდა?გათენდა?რომელი საათია?
-ამოისუნთქე და ჯერჯერით მკითხე-სიცილს ვერ იკავებდა გოგონას მდგომარეობაზე.
-საიდან შემოხვედი?-თვალების ფშვნეტით ჰკითხა ბიჭს
-აივნიდან.
-რამე მოხდა?ამ დროს რატომ მოხვედი?
-მომენატრე-სევდიანი,ღიმილ შეპარული ხმით უპასუხა.
-მეძინება დემე-ბალიში გაასწორა და და ძილის გაგრძელება სცადა-შეგიძლია დატკბე ჩემი ყურებით
-მარიტა,მე მივდივარ
-სად?-დენდარტყმულივით წამოვარდა გოგონა.
-დამშვიდდი,თბილისში მივდივარ,მამაჩემმა დამირეკა,რაღაცებში სჭირდება ჩემი დახმარება,ესე ვერ დავტოვებ ხომ ხვდები?ერთ კვირაში ყველაფერს მოვრჩები და მანამდე შენ თუ არ ჩამოხვალ ქალაქში,მე ჩამოცალ შენთან,გპირდები.
-რომ მომენატრები?
-მოგენატრები?მარიტა,წამოდი წავიდეთ,დავტოვოთ ყველაფერი და წავიდეთ,შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი მინდა.
-დემეტრე...მამაშენს სჭირდები ახლა.
-დავბრუნდები მარიტა,დავბრუნდები და მერე მართლა წაგიყვან,შენ გარეშე ერთი დღეც აღარ მინდა გესმის?
-მესმის.
-მალე დავბრუნდები,გპირდები-გოგონას ნაზი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე ნაზად დაეწაფა.
-დროებით-კიდევ ერთხელ აკოცა და გულში ჩაიკრა
-დროებით,დემე-გაუღიმა და თვალებით ანიშნა წასულიყო.

დილით ტელეფონის გაბმულმა ზარმა გააღვიძა
-როგორ ხარ მერცხალოოო?მე და თამთულის ძალიან მოგვენატრე,როდის ჩამოხვალ?
-თქვენ რა საათი აგერიათ?ამ დროს რატო გღვიძავთ?
-არც გვძინებია,ვჭორაობდით და უცებ შენ გაგვახსენდი,სად ,,დაგველოსთე" გოგო?
-შენს ლექსიკონზე ვგიჟდები,აუ ძალიან მომენატრეთ,ჩამოდით რა სოფელში.
-აუ გოგო,მამიდაჩემმა გინდა თუ არა წამოდი გერმანიაში,მომენატრეო და ვფიქრობ ორი კვირით წავიდე,ამ უჟმურს კიდე ხო იცი ვერ გაიყვან სახლიდან,ეე ნუ მირტყამ გოგო-შეუტია მის გვერდით მყოფ დაქალს-მერცხალო,სად გყავს დემეტრე?მარტოა მანდ თუ ყავს კიდე ვინმე,რა ენაღვლება გენაცვალე,მაგისია ეგ სახლი და სულ რომ გადაწვას არავინ არაფერს ეტყვის...ისე არ თხოვდები?სანამ მოგბეზრდათ ერთმანეთი გაყევი ცოლად,ისე გოგო,დამიანე იყო ჩემს ძმასთან გუშინ,აუუუ რა სიმატიუტია აზრზე არ ხარ,აუ მისმენ მერცხალო?
-ვერ ხარ შენ,მალხაზის ასულო.
-კარგი ხო წავედი,მშია,მალე ჩამოდი რა
-მიგენატრე?აღიარე
-არასოდეს
-გაკოცეთ ორივეს,წავედი-ტელეფონი საწოლის ბოლოში მოისროლა და ძილის გაგრძელება სცადა,მაგრამ ტელეფონმა ისევ დარეკა და ძილი დაუფრთხო
-ახლა რაღა გინდა?მაცადე რა ძილი,ადამიანი არხარ?
-ბოდიში,უბრალოდ მომენატრე.
-დემეტრე?წეღან ნუცამ დამირეკა და მეგონა ისევ ის იყო,რა ქენი შენ?ჩახვედი?
-ჩავედი და უკვე ვეღარ ვძლებ შენ გარეშე,ხანდახან გამაგონე ხოლმე შენი ტკბილი ხმა კარგი?
-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ ჩემო ანგელოზო

ნელა გადიოდა ზაფხულის ცხელი დღეები,მოუთმენლად ელოდა გოგონა დემეტრეს.
-თბილისიც კი მენატრება შენ გამო
-არაუშავს,მე კიდევ შენ გამო მესიჯების წერა დავიწყე
-როგორ მიდის საქმეები?
-ცუდად მარიტა,კინაღამ ყველაფერი დაკარგა დავითმა
-მარტო არ დატოვო,შენი გვერდით დგომა სჭირდება ახლა,ხომ იცი?
-ვიცი,ჩემო პატარა,ვიცი
-ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ
-მიყვარხარ
*
-დილამშვიდობის ანგელოზო
-დილამშვიდობის
-გაგაღვიძე?
-არა,წყაროზე ვარ
-იქ სადაც პირველად შევხვდით?
-კი
-ფეხები ცივ წყალში გიწყვია და კენჭებს ყრი მდინარეში არა?გიხდება ეგ კაბა,ჩემო ანგელოზო
-დემეტრე?-პირდაღებულმა შეხედა უკვე მის ვერდით მდგომ ბიჭს
-არ ჩამეხუტები?
-ჩემი დემეტრე-მკერდზე მიეხუტა ბიჭს და ხარბად შეისუნთქა მონატრებული სურნელი
-ახლა უნდა წავიდეთ-გოგონას თმაში ცხვირჩარგულმა ამოიბუტბუტა
-სად?სად მივდივართ?
-იქ,სადაც შენ მეტყვი,მარიტა,არვიცი სად,სამაგიეროდ ის ვიცი,რომ შენ გარეშე ერთი წუთიც აღარ მინდა!
-დემე მე...
-სანამ აქ ჩამოვიდოდი შენებთან ვიყავი,მამაშენს ველაპარაკე და შენთან გამომიშვა,მითხრა მოუფრთხულდი ჩემს გოგონასო,წავიდეთ რა მარიტა,შენი ერთი სიტყვა საკმარისია ჩემთვის,მეტყვი სოფელში ვიცხოვროთო სოფელში ვიცხოვრებთ,მეტყვი მთაში ავაშენოთ სახლი და იქ ვიცხოვროთო,ვიცხოვრებთ,ჩემთვის მთავარია შენთან ერთად ვიყო,წავიდეთ ახლა სოფლის ეკლესიაში დავიწეროთ ჯვარი,თეთრი კაბა ჩაიცვი,გვირილების გვირგვინი დაიდგი თავზე და ჩამჭიდე ხელი სამუდამოდ,მარიტა...-დემეტრემ დაიჩოქა და გოგონას ხელი ფრთხილად მოიქცია თავისაში,ჯიბიდან ლამაზთვლიანი ბეჭედი ამოიღო
-გამომყვები ცოლად?
მარიტას ლოყაზე ობოლი ცრემლი ჩამოგორდა და თვალები ბედნიერებისგან აენთო
-კი,გამოგყვები დემეტრე-ბეჭედი თითზე მოარგო და გულში ჩაიკრა,ბედნიერებისგან ათრთოლებული გოგონა.

თეთრი კაბით,გვირილების თაიგულით ხელში,უდიდეს სიყვარულთან ერთად შევიდა სოფლის ეკლესიაში და სამუდამოდ დაუკავშირა თავისი მომავალი საყვარელ ადამიანს.

-ვაიმეე,თამთუშ,ნახე,გათხოვდა ჩვენი მერცხალი-თვალცრემლიანები შეჰყურებდნენ ბედნიერ დაქალს და თან თინა ბებოს ამშვიდებდნენ ასევე ბედნიერებისგან ატირებულს.
*
და მერე იყო ბევრი ბედნიერი წელი,ბევრი სიხარულით სავსე,სიყვარულითა და რწმენით გადალახული პრობლემები,ოთხი პატარა ფეხი და ხელი,პირველი სიტყვა ,,დედა" და ბევრი ფერადი დღე.



№1 სტუმარი სტუმარი ბანანასი

მაგარი არეული ისტორიაა რო იტყვიან კაცი ვერ გაიგებს სად რა იწყება და სად რა მთავრდება. თუ უფრო გაავრცობდი და ესე არ გადახტებოდი ერთი მოვლენის დაუმთავრებლად მეორეზე უკეთესი იქნებოდა.

 


№2  offline წევრი მარ გო

ვიცი ხო,მეგობარმა ამიტვირთა და დააკლდა რაღაცები :/ მაგიტოა არეული

 


№3  offline მოდერი bibo

არაუშავს მთავარია
ეხა იწყებ
უკეთეს დაწერ
უფრო დაიხვეწები
გეტყვი რო უნდოდა გაგრძელება
უფრო გავრცელება შეიძლებოდა
არაუშავს პატარა
უკეთეს დაწერ
გადაგვრევ გაგვაგიჟებ
აბა წარმატებები სიყვარულიკო
პატარა ბედნიერება
ახალი ტკბილი ისტორით გელი მალე იცოდე
ჯემო

 


№4  offline წევრი მარ გო

bibo
არაუშავს მთავარია
ეხა იწყებ
უკეთეს დაწერ
უფრო დაიხვეწები
გეტყვი რო უნდოდა გაგრძელება
უფრო გავრცელება შეიძლებოდა
არაუშავს პატარა
უკეთეს დაწერ
გადაგვრევ გაგვაგიჟებ
აბა წარმატებები სიყვარულიკო
პატარა ბედნიერება
ახალი ტკბილი ისტორით გელი მალე იცოდე
ჯემო

ვაიმეეე რა სითბოააა <3333 უღრმესი მადლობააააა <333 იმედებს არ გაგიცრუებთ <3333

 


№5 სტუმარი ეკა 5

დაანებეთ რა, თავი! მე სული გამითბა! მარტივად და საყვარლად დამთავრდა მადლობა ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent