შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ნი" "ნე" (თავი10) დასასრული


8-02-2018, 03:53
ავტორი nini5
ნანახია 3 389

-აი პროსტა გამაკავეთ, რომ ამ ს*რს ეს კმაყოფილი როჟა ავახიო,ტრუპი ხარ შენ ძმობას ვფიცავარ,როდის მერე ტყდები და მარტოდ აგვარებ საქმეებს - გაგიჟებული დადის ბენდელიანი მისაღებში და თითს გამაფრთხილებლად მიქნევს
-ნუ ა*რაკებ და დაეგდე ერთ ადგილას,ხომ უყურებ მოგვესწრო ბიჭი,მაგას ჯობს ცოტა გავამხნევოთ პირველის ღამის პონტში რაა - საკუთარ სიტყვებზე ეცინება ედოს და ხელს თავზე ნაზად მისმევს - შენ არ დააისტრესო ფისო,ვის არ გადაუტანია,მაგით ხალხი რომ კვდებოდეს ეხლა ეგ ჩემი*ები დიდი ხნის დახოცილები იქნებოდნენ - ხელით კაკიზე და დაშნიანზე მითითებს
-გადაგხსნი შუაზე თუ მაგ პიდარასტულ საქციელებს თუ არ მოიშლი - გაბრაზებული უბღვერს ლევანი ძმაკაცს და ძაღლს ეფერება
-კაი რა ჩიტო,ხო იცი ეგეთი საუბრით გულს როგორ მტკენ და საერთოდაც რაც იმ თქვენს სატრფოებს გადაეყარე სულ დამივიწყეთ ყველამ - ხმა ოდნავ დაიწვრილა და ოთახში შემოსულ ანჯაფარიძეს უხერხულად უღიმის
-ვინმემ ცუდად გვახსენა? - პატარა გიორგით ხელში შემოაბიჯა ოთახში გოგოებთან ერთად და ბიჭებს ეჭვის თვალით გადმოგვხედა
-არა ტოო - აფერისტულად გაიწელა ედოც და სალოს უკან მდგარ ნესტანს და ანასტასიას გადახედა - ნესტან შე ნესტლე,ეს ვირი რამ შეგაყვარა ტო - თვალებით ჩემსკენ უთითებს და როგორც კი ჩემ გამწარებულ სახეს ხედავს მაშინვე კუმავს ტუჩებს
-ნეტავ ჭკუა როდის უნდა მოგემატოს - უკმაყოფილოდ ამოიოხრა ჯუღელმა და გაბრიელი ქმარს მიაწოდა - გამაძრო მთელი დღეა სიქა
-მამას კაცი,რაო მა გადაგრიეს ხო ქალებმა - უთხრა ღიმილით ბავშვს და ცოლის დამანჭული სახის შემხედვარე თვალი ღიმილით ჩაუკრა
-გინდა გავიდეთ და მშვიდათ ვისაუბროთ? - საფეთქელზე ტუჩებით ნაზად ვეხები გვერდით დასკუპებულ საყვარელ ქალს და კაკის ღლაბუცს ვაიგნორებ
-ძალიან ვნერვიულობ ნიკო,მეგონა ზურა გამიგებდა მაგრამ...- ხელებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავს და თავს მხარზე მადებს
-ჩვენ წავალთ და მალე შემოგიერთდებით - მზერას მეგობრებს ვავლებ გაცხარებით რომ საუბრობენ რაღაცაზე და ხელს ფრთხილად ვუცურებ წვრილ წელზე - წავედით

რამოდენიმე წუთი ჩახუტებულები უსიტყვოდ ვსეირნობთ,ვცდილობ უფრო მეტად არ დავძაბო და თავს ყველანაირად ვთოკავ მოსალოდნელი საუბრისთვის,სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ,მოაჯირს ზურგით ვეყრდნობი და ხელებს შორის ვიქცევ
-ნეს,შემომხედე პატარავ - თავს ფრთხილად სწევს და აცრემლებულ თვალებს მანათებს - ოღონდ ეს არა რა,არ იტირო,ვერ ვიტან ქალი რომ ტირის -თითებით ნაზად ვეფერები თვალებზე და ისიც მაშინვე ყურსდება - რატომ ნერვიულობ ციცქნა?
-ხომ იცი რომ ზურაზე ძვირფასი არავინ გამაჩნდა ქვეყნად - სათქმელს ფრთხილად ამბობს და ნერვიულად იკვმეტს ტუჩებს - ისიც იცი როგორ ძლიერ მიყვარხარ,უბრალოდ,უბრალოდ არ შემიძლია მას ვაწყენინო,ვიცი ყველაზე მეტად ჩემი ბედნიერება უნდა და დარწმუნებული ვარ რომ, ისიც იცის შენს გვერდით უზომოდ ბედნიერი ვიქნები,ეხლა ეგოისტური და-ძმური ეჭვიანობის პროცესი აქვს,ცოტახნით მოვიცადოთ,გადაუვლის და მიხვდება თავის საქციელს
-შემომხედე,შემომხედე ნეს -ნიკაპზე თითებს ნაზად ვკიდებ და ვაიძულებ თვალებში ჩამხედოს - ყველააფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა,მოვიცადოთ, თუ ეს დაჩქარებული ქორწილი არის პრობლემა,შენ ისედაც და ასედაც ჩემი ხარ ამიტომ ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ,მაგრაამ იცოდე,დამალობანას თამაშს არ ვაპირებ,მე მას ავუხსენი გასაგებათ რაც საჭირო იყო,შენ სანერვიულო არაფერი გაქვს ჩემო დედოფალო,მე არ გაჩქარებ
-რატომ ხარ ასეთი კარგი? - ხელებს წელზე მხვევს და ცხვირს ყელში მიღიტინებს
-შენ მყავხარ კარგი,წავიდეთ თორემ მთლად გამეყინე - ტუჩებს ოდნავ ვუხახუნებ ბაგეებზე და გულზე მთელი ძალით ვიკრავ - ხვალ სამსახურს რომელზე ამთავრებ?
-ბევრი პაციენტი არ მყავს,შემიძლია მთელი დღე შენს განკარგულებაში ვიყო - თვალებს ეშმაკურად აფახურებს და ტუჩემზე კბილებს მიჭერს
-ეშმაკობ,მე კიდევ დიდი მოთმინების უნარით არ გამოვირჩევი - გულზე ვიკრავ და ბაგეებს გემრიელად ვუკოცნი - წავიდეთ ჩემთან - თავს მის თმებში ვრგავ და სურნელს ღრმად ვისუნთქავ,ვხვდები როგორ მიბოხდება ხმა ვნებისგან - გასაგიჟებლად მინდა მოგეფერო,მომენატრა შენი სხეულის სურნელი,შენი კრუსუნი ჩემს მკლავებში - თითებს ლავიწის ძვლებზე ნაზი მოძრაობით ვატარებ და ვხედავ როგორ ებინდება თვალები,ტუჩებს ქვემოთ ვაცოცებ და ზედ სველ კოცნებს ვუტოვებ - მაგიჟებ,ჭკუიდან გადაგყავარ,მთლიანად შენით ვარ მოცული - გაუაზრებლად ვბურტბუტებ და ხელს თეძოებზე მთელი ძალით ვუჭერ
-ხომ იცი რომ ეხლა არ შემიძლია - საწყალი თვალებით მიყურებს და მეც მაშინვე უკმაყოფილო ხმებს გამოვცემ - ან არადა წავიდეთ - თვალები უცებ უნათდება და იქვე მდგარ ჩემი მანქანისკენ მიმათრევს - იცოდე მხოლოდ ორი საათი გვაქვს დრო - საჭეს სწრაფად ვუჯდები,შიგადაშიგ ხელებს მისი ფეხებისკენ ვაცურებ და ბარძაყებზე ოდნავ ვუჭერ - ეგრე ნუ შვები თორემ - სიამოვნებისგან ოხრავს და თვალები ებლიტება - ჩემი ჭკუიდან შეშლა გინდა ნიკოლოზ! - თავს უკან წევს და ოდნავ ხმამაღლა კვნესის



მანქანას კორპუსის წინ ვაჩერებ,სწრაფად გადავდივარ და ხელს წელზე ვხვევ,ჩქარი ნაბიჯებით მიმყავს სადარბაზოსკენ და კარს მოუთმენლად ვაღებს,სახლში გულზე მიხუტებული შემყავს და კედელს ვაკრავ
-ისე მომენატრე - დახშული ხმით ვჩურჩულებ,წელზე მის ფეხებს ვიჭდობ,აცქარებული ნაბიჯებით მივდივარ ოთახისკენ, მოუთმენლად ვუკოცნი ბაგეებს,საწოლზე უხეშად ვაგდებ და მაისურს ერთი ხელის მოსმით ვიძრობ,ვხედავ როგორ იკვნეტს ტუჩებს და სურვილიგან ვინთები - ვფიქრობ ორი საათი ჩემს დასაწყურებლად საკმარისი არ იქნება - ველურივით ვეტაკები ტუჩებზე და ხელს მაისურის ქვეშ ვუცურებ - ღმერთო, როგორ მინდიხარ,შენი კანის სურნელი და სინაზე ჭკუიდან მჭლის - მაისურს ზემოთ ვუწევ და ცხვირით შევიგრძნობ მის გემოს, უცებ ვაძრობ ზედატანს და ვნებებში წასულ ქალს მუცელზე ენის წვერით ვეთამაშები,თმებში მის ნაზ ხელებს ვგრძნობ როგორ მქაჩავს მისკენ
-გთხოვ,ნუ მაწვალებ - სიამოვნებისგან ოხრავს და მიბნეტილი თვალებით შემომყურებს
-ჩუუ,მაცადე! - ტუჩებს გემრიელად ვუკოცნი და სველი კოცნებით ყელზე გადავდივარ
@@

-მაშო ნერვებს მიშლი უკვე - გაბრაზებული უწევს ხმას ზურა
-ასეთი უგულო და ხისთავიანი როგორ ხარ - არც ქალი აკლებს ყვირილს და თვალებს აკვესებს - იდიოტი,უხეში ეგოისტი ხარ,ადამიანი რომელმაც სიყვარულის ფასი არ იცის,არც კი შემაწყვეტინო იცოდე - მაშინვე დაუყვირა როგორც კი დაინახა რომ რაღაცის თქმას აპირებდა - შენ შენი და ისევ პატარა ბავშვი რომ არ გგონია სოსკით და პამპერსით რომ დატანტალებდა ოთახებში,გაიაზრე რომ ნესტანი გაიზარდა, ჩამოყალიბებული ქალია და მასაც სჭირდება გვერდით ადამიანი ვისაც ეყვარება,დაიცავს,არც ერთი მათგანი არაა პატარა რომ შენ ახირებებს უყუროს,ნესი ცდილობს ანგარიში გაგიწიოს და არ გაწყენინოს,ნიკოს კიდევ არ უნდა საყვარელ ქალს თავი ცუდად აგრძნობინოს,დარწმუნებული ვარ აქამდე მოკიდებდა ხელს ისე რომ შენ არც კი შეგეკითხებოდა,არჩევანის უფლებას ნუ დაუტოვებ ზურა შენ დას თორემ, იცოდე ერთ დღეს,საყვარელი კაცი რომ აირჩიოს ვიცი შენს გამო თავს ცუდად იგრძნობს,რადგანშენ არ აპატიებ და მის გვერდით არ იქნები ასეთ ბედნიერ წუთებში,ის რომ დაკარგოს კიდევ მთელი ცხოვრება შენ იქნები დამნაშავე იმაში რომ ბედნიერების უფლება მისმა საკუთარმა სისხლმა და ხორცმა წაართვა,გაფრთხილებთ! - თვალი მეგობრებს მოავლო და ბოლოს შეყვარებულს შეხედა -გაფრთხილებთ ყველა თქვენთაგანს! არასდროს მოგცემთ უულებას ცხოვრება დაუნგრიოთ,მისი სიყვარულში ეჭვი შეიტანოთ,იცოდე ზური ისე რომ არ იყოს როგორც ნესტანს და ნიკოს სურს ჩემი დაკაგვა მოგიწევს და არა მარტო შენ,ყველა თქვენთაგანს,ყელში ამოვიდა უკვე თქვენი ვითომ მაგარი ბიჭობა,თქვენი საქმის გარჩევები,ერთ დღეს მოიქეცით ისე როგორც შეიძლება მოიქცეს ნორმალური ადამიანი და არა ისე როგორც ეგოისტი კაცი,მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ფიქრობს,ეხლა კი ჩვენ წავალთ,როცა მიხვდებით ჩემ სიტყვებს გაანალიზებთ და სწორ დასკვნამდე მიხვალთ იცით სადაც უნდა მოგვძებნოთ - გოგოებს,მათ შორის ნესტანს თვალით ანიშნა რომ მას გაყოლოდნენ და კარში სწრაფი ნაბიჯებით გავიდა

-მგონი ზედმეტი მოგვივიდა - ნერვიულად ვიჭამ ტუჩებს და გულის რევის შეგრძნებას ვაიგნორებ-ორი დღეა სახლიდან წამოვედით და ლილეს შევუსახლდით,მაგათმა კიდევ მაგრად დაგვიკიდეს
-ნესტან საყვარელო - ლილე გვერდით მიჯდება და თავს მისკენ მაბრუნებინებს - ღმერთო,ფერი არ გადებს სახეზე - სასოწარკვეთილი ყვირის რაზეც ოდნავ შიშისგან ვხვტები
-ეხლაა გული ამერევა - სწრაფი ნაბიჯებით მივრბივარ სააბაზანოსკენ და პირიდან დღევანდელ ნაჭამ საჭმელს ვუშვებ,ვგრძნობ როგორ მეხება ვიღაც შუბლზე, თავს ოდნავ მისკენ ვწევ და სასოწაარკვეთილი ვაჩერდები ნატას - მგონი რაღაცამ მომწამლა,ვერ ვარ კარგად
- ხო,დარწმუნებული ვარ სულ დღევანდელი საჭმლის ბრალია - ეშმაკურად მომზორალ თვალებს უკმაყოფილოდ ატრიალებს და ისევ მისაღებში გავყავარ - ეხლა მაშო ჩავა და ტესტს მოიტანს - ამბობს დარწმუნებით და ვგრძნობ როგორ მივლის მთელ სხეულში უცნაური ტალღა
-რაა? - ფერდაკარგულს დარწმუნებული ვარ უარესად მეკარგება ფერი და სასოწარკვეთილი ვყვირი
-დაწყნარდი საყვარელო,ასეთი კაცი გყავს გვერდით და გამიკვირდებოდა კიდეც თავი რომ მოგეთოკა - მშვიდად მეფერება თმაზე და თბილად მესაუბრება თუმცა ვერაფერს ვგებულობ იმის გარდა რომ მე და ნიკოლოზის სიყვარულის ნაყოფი შეიძლება აქ იყოს, ჩემს სხეულში,,რამოდენიმე წუთში ვამჩნევ როგორ მადგება მაშკა თავზე და ორსულობის ტესტს მაწვდის
-მიდი შედი და არაფერზე ინერვიულო - კარამდე ფრთხილად მივყავარ და თვალს გამამხნევებლად მიკრავს

ანერვიულებული დავყურებ გაჩენილ ორ წითელ ხაზს და ბედნიერებისგან ისტერიკული ტირილი მივარდება,იმის წარმოდგენაზე რომ აქ, ჩემს სხეულში ჩემი და ნიკოს სიყვარულის ნაყოფია ჟრუალტელი მივლის,წარმოვიდგენ როგორი ბედნიერი სახე შეიძლება ქონდეს როდეს გაიგებს და ჭკუიდან ვიშლები,დარწმუნებული ვარ ყველაზე კარგი მამა იქნება,მამა რომელიც ყველაპერს გააკეთებს ჩვენი დიდი სიყვარულისთვის. კარს სწრაფად ვაღებს და იქვე დაყუდებულ დაქალებს ტესტს წინ ვუფრიალებ მოუთმელად რომ ელოდებიან პასუხს,რამოდენიმე წამში ვხედავ როგორ მეხვევა სამივე და ბედნიერებისგან როგორ იწყებენ ჩემთან ერთად კივილს
-ვაიმე შენ ხომ არ იცი რა მაგარია,აი ეს პაწაწინა ღმერთმა გამოგიგზავნათ თქვენ და იმ შენს უტვინო ძმას,თვალები რომ აეხილოს,ააუ როდის ეტყვი? - სხაპასხუპით მაყრის კითხვებს ჩემი სარძლო
-ჯერ მე მოვიდე გონს,ასე მგონია ბედნიერებისგან გავსკდები - ცრემლებს ხელის გულებით ვიწმენდ თვალებიდან
-მე წავალ, რაღაც საქმე მაქვს და მალე დავბრუნდები - სწრაფად ტრიალდება მაშო კარისკენ და გოგოებს ანიშნებს მაგას მიხედეთო - ერთი ინდივიდი უნდა მოვიყვანო ჭკუაზე - ხელებს ჰაერში ატრიალებს და კალათაში ჩაგდებულ გასაღებს სწრაფად იღებს - ღმერთო მე რომ არ გყავდეთ რა გეშველებათ - საკუთარ ნათქვამს იფერებს და ცხვირაწეული გადის კარში
-იმედია იმის გაკეთებას არ აპირებს რასაც მე ვფიქრობ - მესმის ლილეს ხმა თუმცა ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ,მისაღებში ბედნიერებისგან გაღიმებული გავდივარ და ხელებით გაუცნობიერებლად ვეფერები მუცელს
-ნიკოს უნდა დავურეკო! - ვამბობ გადაჭრით,ტელეფონს ვიღებ თუმცა ამად გამორთულს აჩვენებს - ეს ბიჭი როცა მჭირდება მაშინ არ არის - უკმაყოფილოდ ვბრიცავ ტუჩებს
-დაეწყო უკვე ორსულის სიმპტომები- თვალებს მობეზრებულად ატრიალებს ნატა
-სულაც არა,უბრალოდ ეხლაა,მამიკოს უნდა ვახაროთ მის არსებობა,აუ მასთან მინდა,ჩემი ბიჭი მინდა - ტუჩებს სატირლად ვბრეც
-ღმერთი შენ უშველე იმ საცოდავ ბიჭს, შენ რომ გადაგეყარა ამქვეყნად რა დაასავა ესეთი ნეტავ - მობეზრებული ეშვება ორივე სავარძელში და ჩემი სახის შემხედვარე სიცილს იწყებენ რაზეც მაშინვე ვიბუტები

@@

-ტარიელ,როგორ ხარ ბიჭო? - კარგ ხასიათზე მყოფი მივარდება ბენდელიანი კაბინეტში,საბუთებიდან თავ ვწევ,წარბ-აწეული ვაკვირდები მაგიდაზე შემოსკუპებულ ძმაკაცს და მის უკან მდგარ ორ ინდივიდს
- გადამწვარი -სავარძელს დაღლილი ვესვენები და თავს უკან ვაგდებ
-ყურები უნდა დავაჭრა მაგ ნესტლეს ასე რომ გტანჯავს თუმცა,ეგ რა შუაშია მისი გამოს*ირებული ძმა რომ ერევა არასპრავედლივად თქვენს ურთიერთობაში
-ეგ მოგვარებადია -ხელს უკმაყოფილოდ ვიქნევ და დაღლილი ვდგები - სადმე ჩავჯდეთ თორემ ამ სამსახურმა შემიწირა ტო
-სამსახურმა კი არა იმ გოგომ შეგიწირა შენ და ეხლა არაფერი თქვა იცოდე - გაბრაზებული წამომადგა ედო თავზე - ვაფშემ და მოკიდე მაგ გოგო ხელი
-მარტო ზურა რომ იყოს პრობლემა კიდევ ხო და ამ ქადაგებებს შეეშვით - მობეზრებულმა წამოავლო ხელი ძმაკაცს დაშნიანმა და თავით მანიშნა გავსულიყაით - უპასუხისმგებლოდ ვერ მოიქცევა და ხელს ვერ დაავლებს როგორც შენ ამბობ, როცა იცის მისი საყვარელი ქალი არაკოფორტულად იგრძნობს თავს მისი ოჯახის გარეშე,დააცადე სანამ გონს მოვა ეგ ჩე*ისა,თუ არადა ეგეთები მოგვიყვანია?-ამბობს ცინიკურად- ჩემთან წავიდეთ თორემ გიორგიმ ჭკუიდან გადაიყვანა უკვე დედამისი - ღიმილით მიკრავს თვალს და სახე ებადრება ცოლ-შვილის გახსენებისას
-იმედია ეგ ბავშვი შენ არ დაგემსგავსება მაგ უჟმურ ხასიათში
-ბენდელიანო სანამ მთელი ხარ ფეხი გამოადგი - დაიღრინა გამწარებულმა და კარი გამოგლიჯა რაზეც სამივეს სიცილი აგვივარდა
-ერთ დღეს იქნება და გაგიგდებს წიხლ ქვეშ - ხასიათზე მოსული ვეუბნები კაკის და იქვე მიგდებულ მანქანის გასაღებს და ტელეფონს ვიღებ
-ფეხები ვერ მომაჭამოს აი -უდარდელად იქნევს ხელს და მეც უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს

-შენ ძმობას ვფიცავარ ამაზე მაგარი კაცი თუ არსებობდეს სამყაროში - გიოს ხელში ვიჭერ და მუცელზე ცხვირით ვეღიტინები, რაზეც უკმაყოფილოდ კრავს შუბლს - პროსტა როგორ დაიმგვანე ტო,იმენა სუფთა ლეოა, ოღონდ პატარა,მაგრამ მაინც ჯიგარი ხარ,სმირნაზე რომ გყავს დაყენებული ორივე
-აი იქნება ორსულად ნესტანი და ვნახოთ მერე როგორ იჭიკჭიკებ,ღამის 3საათზე რომ მოგიწევს სირბილი მაღაზიიდან -მაღაზიაში - კმაყოფილი მეჭყანება ანჯაფსიძე და ქმარს მხარზე ადებს თავს
-აუ მაგ დღეს მომასწრო რომ ეს ვნახო მაგ სიტუაციაში,ბო*იშვილი ვიყო იმენა ამოვტრიალდები სიცილით - მთელი ხმით იღრიჭება ედო - არა ძმაო თქვენი შემყურე მეც მომინდა ცოლი და თბილი კერა
-შეგეძლო გქონოდა მაგრამ ... - გაბუტული გახედა ანასტასიამ კაცს და საჭმლის ულუფა პირთან მიუტანა ატირებულ გაბროს,დავინახე როგორ შეცვალა ედოს ფერი,იქვე დადებულ ვისკსხელი ანერვიულებულმა მოკიდა და ყელში უცებ გადაუშვა სასმელი - ჩემთან როცაა საერთოდ არ ჭამსხოლმე,აბა მამამისმა აჭამოს - გაბრაზებული აჩეჩებს ფაფას ბენდელიანს და თვალებს ეჭვიანი ქალივით ქაჩავს როგორც კი მამის ხელიდან ჭამს - აი შეხედეთ ერთი,ნეტავ ვიცოდე ჩემი რა არ მოწონს
-მიდგომა უნდა იცოდე, მიდგომა საყვარელო
-ბოდიში რა ქმარო,შენსავით ვერ ვიცანცარებ და ყირაზე ვერა გადავალ - ფრუტუნით უბზუებს ცხვირს თუმცა, მეორე წუთში ფისოსავით უცუცქდება გვერდით და ეხუტება,რაზეც ამ უკანასკნელს ცალყბათ ეცინება
-კნუტი - თავზე ოდნავ ახებს ტუჩებს და ისიც თვალებს მაშინვე ნაბავს
-წავალ ცოტას გავივლი - ფეხზე სწრაფად ვდგები,დამშვიდობების ნიშნად ხელს ვუწევ ყველას-შემოგივლით მოგვიანებით - სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და მობილურს ჯიბიდან ვიღებ-
-ფუ შენი - უკმაყოფილოდ დავყურებ გატიშულ ტელეფონს,საჭესთან სწრაფად ვჯდები,გაზს მთელი ძალით ვაჭერ ფეხს,რამდენიმე წუთში ლილეს კორპუსთან ვდგევარ,აჩქარებული ნაბიჯებით შევდივარ სადარბაზოში და კარზე მოუთმენლად ვაკაკუნებ
-ნიკოლოზ?შემოდი - ჩემი დანახვისას ოდნავ იბნევა ნატა და კარს ფართოდ აღებს - კარგ დროს მოხვედი,ზუსტად ეხლა გავდიოდით რაღაც საქმეზე,თქვენ მშვიდად ისაუბრეთ -შემოსასვლელში დაყუდებულ ლილეს ხელს კიდებს და კარში უჩინარდება,მისაღებიდან ბუტბუტის ხმა მესმის, სავარძელზე გემრიელად გაწოლილ საყვარელ ქალს ვამჩნევ,ბედნიერი სახით რაღაცას რომ ლაპარაკობს,რამოდენიმე წამი ღიმილით შევყურებ, გაუგებარ სიტყვებს უაზროდ რომ ისვრის,ორ ნაბიჯში მასთან ვჩნდები და თვალებზე ფრთხილად ვკოცნი,ვხედავ როგორ ქაჩავს თვალებს და მამჩნევს თუ არა მაშინვე ზემოთ ფრინდება
-ჩემი ბიჭი,როდის მოხვედი რომ ვერაფერი გავიგე
-შენთვის ბუტბუტებდი რაღაც უაზრობებს,რატომ გაქ ესეთი ბედნიერი სახე, არ გინდა რომ მითხრა?
-გეტყვი აუცილებლად გეტყვი-თვალებში ეშმაკუნები უციმციმებს და ტუჩებს გემრიელად იკვნეტს,საკოცნელად მისკენ ვიწევი თუცა მაშინვე მაჩერებს,ხელს ნაზად მკიდებს და მაიძულებს მის მუცელს შევეხო-ორსულად ვარ-შოკისგან ისტერიკული სიცილი მივარდება თუმცა როგორც კი მის მოფუფქულ სახეს ვხედავ მაშინვე ვსერიოზულდები
-მითხარი რომ არ მეხუმრებბი-ვგრძნობ როგორ მივლის ჟრუანტელი სხეულში, გაუცნობიერებლად ვუჭერ მკლავებზე ხელს და გაცისკროვნებულ თვალებში ვაჩერდები
-შენ თავს გეფიცები,ხომ გაგიხარდა ნიკო?-სასოწარკვეთილი ამომყურებს ქვემოდან
-გამიხარდა? ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ,ყველაზე ბედნიერი - მთელ სახეს ვუკოცნი და გულზე მთელი ძალით ვიკრავ-ჩემი ბედნიერება ხართ,ჩემი ერთადერთები,ჩემები ჰო,ჩემები-აგონიაში მყოფი ვბუტბუტებ და ქალის სახეს ხელებში ვიქცევ-ეხლა მე და შენ ავდგებით და სახლში წავალთ,კერძოთ ჩვენს სახლში
-რა კარგად ჟღერს არა ჩვენი სახლი-აციმციმებული თვალებით მიყურებს-არავინ და არაფერი არ მაინტერესებს თქვენ გარდა,წამოვალთ!
-გაგიჯდება კატო და ნანა სიხარულისგან-ხელში მსუბუქად ამყავს და ისიც თავს მხარზე მადებს-შენი ნივთები მერე წამოვიღოთ,ან არადა საერთოდ არაფერი დაგჭირდება-გაუცნობიერებლად ვისვრი სიტყვებს და კარში ფრთხილად გამყავს
-მიგყავს?-სადარბაზოსთად დაყუდებული გოგოების შემხედვარე ორივეს სიცილი გვივარდება
-შემოგვიარეთ,შორს არ მივდივართ-თვალს ვუკრავ და კიბეებზე ფთხილად ვეშვები-ექიმთან როდის წავიდეთ?ხომ უნდა გავიგოთ გოგოა თუ ბიჭი?-საჭესთან ვჯდები თუ არა მისკენ ვიხრები და მუცელზე ფრთხილად ვეფერები-ასე მგონია ბედნიერებისგან გული გამისკდება,ნუ დამცინი და ესე საყვარლადაც ნუ იცინი-გაღიმებულ სახეზე რამოდენიმე წამი ვეფერები,შემდეგ ისევ მუცლისკენ ვაცოცებ ამჯერად ტუჩებს-უბედნიერესი კაცი ვარ შენ რომ მყავხარ,არა!ეხლა უკვე თქვენ!
-იმედია სახლში ეს შენი მანქანა არ გიგულისხმევია-უკმაყოფილოდ კრავს შუბლს,დაუძრავ ავტომობილს ავლებს თვალს-მთელი დღეა არაფერი მაქ ნაჭამი, თან სასტიკად მეძინება
-ეხლავე დედოფალო-ღვედს სასწრაფოდ ვიკრავ და მანქანას ვქოქავ,ვცდილობ ხელების დამორჩილებას თუმცა, არ გამომდის მუცლისკენ რომ ვაცურებ,რამოდენიმეჯერ მისი მწარე ხელის გემოც ვიგემე და დანებებულმა დავაბრუნე უკან,საკუთარ კორპუსთან როგორც კი ვაჩერებ, სწრაფად ვუვლი და ხელში აყვანილი გადმომყავს,კარს ფეხით ვხურავ, სადარბაზოში დაყუდებულ მეზობლების მითქმა-მოთქმას ყურადღებას არ ვაქცევ ისე შევდივარ სადარბაზოში და კიბის საფეხურებს ფრთხილად ავდივარ,ხელში კომპორტულად ვიმწყვრევ და კარს გასაღებით გაჭირვებით ვაღებ,,მისაღებიდან გამოსულ ხმაურს ფეხდაფეხ მივყვები,იქ შესული მოცინად დედაჩემს ვაკვირდები ჩვენი დანახვისას ფერი რომ მისდის და ანერვიულებული კატოს და ალექსს აკვირდება ხანაც ჩვენ
-რა მოუვიდა ნესტანს შვილო?-ფეხზე მაშინვე დგება და ორ ნაბიჯში ჩნდება ჩვენთან
-დაჯექი დედა! თქვენთვის რაღაც გვაქვს სათქმელი
-ხომ მშვიდობა გაქვთ დედი?
-ყველაფერი კარგად არის,ძალიან კარგადაც კი-სავარძელში ვჯდები და საყვარელ ქალს მუხლებზე ვისვამ-მალე ბებია გახდები ნანიკო-მხიარულად ვეუბნები და თვალს არ ვაცილებ ქალს რომელსაც ხელების პირზე აფარებით ცდილობს ხმის დახშობას-კარგი რა დედა
-ვაიმე რა მაგარია,მამიდა ვხვდები,ალექსი ბიძია,ნანა ორ გზის ბებია,ეს უტვინო კიდევ მამა-გაუთავებლად კივის ეკატერინე და როცა ვაანალიზებ მის სიტყვებს დაბნეული ვაჩრდები თვალებში
-რა თქვა ამან ეხლა?-ნესტანს გვერდით ვსვამ და ჩემი დის წინ ვჩნდები,თან გაღიმებული ვაკვირდები ჩემ სიძეს
-რა და მარტო შენ არ შეგიძლია ბალღების გაკეთება შე გიჟო-ამბობს მხიარულად ჩემი და და მაისურზე მეჭიდება-რა კარგია როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვართ- მის სახეს ხელებში ვიქცევ და შუბლზე მხურვალედ ვკოცნი
-ტელეფონი მათხოვე,ჩემ ბიჭებს რომკ არ დავურეკო ეხლა გავგიჟდები-ნერვიულად ვისვამ თავზე ხელს და კატოს გამოცვდილ მობილურს ვართმევ,ვხედავ როგორ მიკრავს თვალს ალექსი,თან თვალებს ღიმილით აპარებს ნესტანისკენ რომელსაც სირცხვილისგან ლოყები აწითლებოდა,ცდილობდა ბავშვობის მეგობარის მზერას გაქცეოდა
-რაო ნეს ჩემი გრცხვენია გოგო?-გვერდით მხიარულად უჯდება და ხელს ხვევს,ამ უკანასკნელს კი ტირილი უვადება-არ იტირო ტო,ხომ არ გაგიჟდი რისი გრცხვენია?ჩემი ტო?ჩვენ ხომ ძმები ვართ შე კბილებიანო მონსტრო-თავს ღიმილით ვანევ მათი შემყურე,აივანზე გაბრუებული გავდივარ და ტელეფონს ხელში ვიმარჯვებ
-კატუნია მიაუ,როგორ ხარ შე დაკარგულო გოგო-მესმის ბენდელიანის როხროხი
-ისევ თუ ერთად ხართ ყველანი,აწიეთ ერთი ადგილი და ჩემთან გელოდებით ცოლ-შვილით
-ნიკო შსენ ხარ?ხომ კარგად ხარ ბიჭო?-ვხვდები როგორ უსერიოზულდება ხმა
-დროზე!-გახალისებული ვუთიშავ ყურმილს,ოთახში შევდივარ და სავარძელზე საყვარელი ქალის,ეხლა უკვე ცოლის გვერდით კომფორტულად ვჯდები
-ჩემ გოგოებსაც მივწერე და ყველანი მოვლენ-ტუჩებს ნერვიულად იკვნეტს -ბიჭებსაც წამოვიყვანთო თქვეს და იმედია ზურა...-სათქმლს არ ასრულებს და საცოდავად შემომყურებს
-ზურას მე დაველაპარაკები! შენ არაფერზე ინერვიულო-შუბლზე ფრთხილად ვკოცნი და თმეზე ნაზად ვეთამაშები

დაახლოებით ერთ საათში ვხედავ როგორ ივსება მთელი სახლი,ახალი ამბის გაგების შემდეგ თვალებ ატრიალებული ვხვდები მათ რეპლიკებს,განსაკუთრებით კი კაკის,დაშნიანი მხოლოდ თვალი ჩაკვრით და ბეჭზე ხელის დარტყმით შემოიფარგლა,ამ ტიპის დასტოინობა ყოველთვის მაგიჟებდა,მგონი გადარეული მხოლოდ მის ცოლთანაა
-ეს რას მოვესწარით ტო,ჩემი ფისუნია მამა ხდება - როგორც ყოველთვის ეხლაც არ კარგავდა ბენდენლიანი თავის შარმს-იმენა კატები ხართ რა,ორივემ ერთდროულად როგორ გაარტყით ტო
-კაკი გეყოს -თვალები უბრიალა ქმარს ანასტასიამ და უხერხულად შეიშმუშნა როდესაც დაინახა თუ როგორ შემოვიდა მაშო და მისი მეგობრები ოთახში
ვიგრძენი როგორ დაიძაბა დაა შეაკანკალა ჩემზე მოხუტებულ სხეულს,ხელი უფრო ძლიერად მოვხვიე და გაბრაზებულ “„ცოლი-ძმას“ ნაგლად გავუყარე თვალი-თვალში,მზერა ჩემიდან ატირებულ ნესტანზე გადაიტანა,რამოდენიმე წამში დავინახე როგორ დაუმშვიდდა სახე და ოდნავ გაიღიმა,ორ ნაბიჯში გაჩნდა ჩვენთან,ქალი ხელიდან გამომგლიჯა თუ არა გულზე ტკიპასავეთ მიიკრა
-ვიცი რომ ყველაზე ცუდი ძმა ვარ,ხისთავიანი და ძალიან ეგოისტი მაგრამ,ამ ქვეყნად შენზე მეტად არავინ მიყვარს,შენ იყავი და ხარ ჩემი ყველაზე ლამაზი დღის დასაწყისი,სულ იმას ვცდილობდი დამეცავი,ეხლა კიდევ ისე გამეპარე ხელიდან - ღრმად ამოისუნთქა და ატირებულ დას სახე დაუკოცნა-არ იტირო ჩემო ლამაზო,ჩემ გამო არ იტირო,ეხლა მითუმეტეს, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება,მაპატიე,მაპატიე რომ განერვიულე და გული გატკინე,აპატიე შენს სულელ ძმას რომელიც თავისი პრინციპების გამო ორ საყვარელ ქალს კარგავდა-კარში დაყუდებულ მაშოს სევდიანად გახედა და შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტაანა - დარწმუნებული რომ არ ვიყო იმაში რომ ბედნიერი იქნება, ასე მშვიდად არ მოვიდოდი მაგრამ,გაფრთხილებ!ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, შუაზე გადაგხსნი!
-საინტერესოა რომელი მოერევა-მესმის გახალისებული ედო ხმა თუმცა, მივხვდი ეს ნათქვამი სიტუაცის გასანეიტრალებლად უფრო იყო
-ძალიაან მიყვარხარ ზუ,ძალიან და უზომოდ ბედნიერი ვარ - სიცილ-ტირილით კოცნის და ზედ ეკვრობა ძმას
-რადგანაც მოგვარდით,სუფრას გავშლი,გოგოებიც მომეხმარებიან-სწრაფად დგება ნანა ფეხზე და სამზარეულოში გადის
-ძალიანაც კარგი,ბავშვები მამებთან-ხელებში აჩეჩებს ანასტასია აჭიჭყინებულ გაბრიელს კაკის და ისიც უკანმოუხედავად მიყვება გოგოებს
-მე გიოცან დაჩები-აწრიპინებული ხმით ამბობს პატარა ტასო,დაშნიანის მკლავებში წყნარად მოკალათებულ გიორგის ეშმაკური თვალებით დაჰყურებს და შუბლს უკმაყოფილოდ კრავს-უიმე,ლას გავც
-ნუ ეშმაკობ ტასო-თითს გამაფრთხილებლად უქნევს ლევანი მიგიხვდი ეშმაკობასო და ისიც ცხვირს სასაცილოდ უბზუებს

@@


არც კი მახსოვს როგორ გადავაგორეთ პერიოდი მშობიარობამდე,ანჯაფარიძის სიტყვებში მაშინ დავრწმუნდი მთელი ცხრა თვე,დღე-ღამის განმავლბაში მორჩილად რომ მიწევდა მაღაზიებში სირბილი და ნესტანისგან წუწუნის მოსმენა,როგორ თუ მისი საყვარელი ნაყინის მოტანა დამავიწყდა როცა, თვითონაც იცის რომ არც კი დაუბარებია,ხშირად იყო ტოქსიკოზისგან გათენებული ღამეები,უნიტაზზე დაყუდებულს შვიდად რომ ვუკავებდი თავს,მისი პროტესტის მიუხედავად,უაზრობებზე კამათი,ტირილი,საკუთარ მდივანზე ეჭვიაანობის სცენების გამართვა,ღმერთმა იცის რამდენი გამოვცვალე რომ თავი მშვიდად ეგრძნო,ღმერთმა იცის რა ნერვების ფასად მიჯდებოდა ეს ყველაფერი და ვცდილობდი ყველანაირად გავრიდებოდი,გვიან დაბრუნებულს სავარძელში მობუზული რომ დამხვდებოდა და კნუტის თვალებით ამომხედავდა ხოლმე,როდესაც მკლავებში ჩემი ბიჭი ჩამიწვინეს,ჩვენი დაჩი მაშინ ვიგრძენი რა არის იყო სრულფასოვანი კაცი და მივხვდი რომ,ეს ყველაფერი ამად ღირდა




@@
-კარგი რა ფისო,დავიჯერო იმაზე მეტი საინტერესო და სასიამოვნოა მაგ წიგნის წერის პროცესი შენთვის ვიდრე ჩემი მოფერება?-ჩემი ქმარი,ჰო, ჩემი გიჟი და გადარეული ქმარი ყელს გემრიელად მიკოცნის და მეც ვგრძნობ ჭიანჭველების მასას მთელ სხეულზე,მისკენ სწრაფად ვბრუნდები,ხელებს ყელზე ვხვევ და ჩემსკენ ვიზიდავ,არც ერთს არ გვაწუხებს ის ფაქტი რომ ხვალ დილით ადრე ვართ ასადგომი. რა ხდება?გეტყვით, ჩვენი ტარიელის ანუ ნიკოს და ნესტანის ქორწილია,თან პატარა ეშმაკუნა ბიჭსაც მონათლავენ,დაჩის დაბადებიდან სამი თვის თავზე გადაწყვიტეს ქორწილის გადახდა,რადგან ქალბატონმა სტომატოლოგმა განაცხადა ორსული მსუქანი დედოფალი გამოვჩნდებიო და მისი ქმარიც დაყაბულდა ცოლის სიტყვებს,ყველას ძალიან გვიხარია მათი ბედნიერება და არა მარტო მათი,ერთადერთი გული რაზეც მწყდება და მაკლია ჩემი ნანიკოა,ჩემი ბავშვობის მეგობარი,რომელიც ვინ იცის ეხლა სად არის და როგორ უნდა ჩვენთან ყოფნა,უფრო სწორედ ედოსთან რომელიც, ამ ბოლო დროს გამხიარულებული,ბედნიერი სახით დადის,ყური მოვკარი გაუგია სადაც ბრძანდება მისი ქალბატონი და როგორც კი ქორწილის ამბებს მოითავებს მაშინვე გაემგზავრება მოსარჯულებლად,მეც დიდი იმედი მაქვს,მინდა შემდეგი წიგნი მათ სიყვარულს მივუძღვნა.
მე კიდევ აქ დაგემშვიდობებით არ მინდა ჩემ ქმარს დიდხანს ვალოდინო,ისეთი მოუთმენელია ხოლმე,თან ისეთ გადაუდებელ საქმეზე მეძახის რომ...

2016წლის 22 დეკემბერი
წიგნის ავტორი:ანასტასია ჯუღელი

პ.ს....ვიცი რომ ყველაზე ცუდი გოგო ვარ მაგრაამ რავქნაა რომ მუზა არ მყავდა ...იმედია ჩავდგები კალაპოტში და მალე შემოგთავაზებთ ედოს და ნანოს ისტორიას,შემდეგ კი თავხედ ქმარს გავაგრძელებ,,,მგონი ამხელა თავი არასდროს დამიწერია,,,მადლობა მოთმინებისთვის



№1 სტუმარი nini

tu mjerodes deda momikvdes ))))))

 


№2 სტუმარი Mrs.Grey

vaimeee ramdeni xani velodiii dzaan gamixardaa????????????????????????

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეეეეე მეღირსაა ძლივს. რამდენი ხანი ველოდი.

 


№4 სტუმარი Daldonidaldoni

რაოო მომეჩვენააა . რა მაგარიაა თავიდან უნდა წავიკითხავ ყველასს

[quote=Daldonidaldoni]რაოო მომეჩვენააა . რა მაგარიაა თავიდან უნდა წავიკითხო ყველა

რაოო მომეჩვენააა . რა მაგარიაა თავიდან უნდა წავიკითხო ყველა

რახან გამოჩნდი ძალიან გამიხარდაააა ყველა შენი ისტორია მომწონს .თან ერთმანეთზე გადაბმულია და უფრო საინტერესოა ..აღარ დაიკარგო რა

 


№5 სტუმარი lizazu

რადგან შენი მუზა ტითქმის ყველა ისტორიაზე ასე "გტოვებს" და თვეობით გვალოდინებ, დიდი იმედი მაქვს რომ შენმდეგ ისტორიას ჯერ დაასრულებ და შემდეგ დაიწყებ ატვირთვას, თორემ შენი მკითხველის მოთმინებით ბოროტად სარგებლობ

 


№6 სტუმარი სტუმარი თამარი

შენმა ტკბილმა ისტორიამ დღე გამილამაზა და გამითბო.. გამაბედნიერა მათი გრძნობებით ემოციებით და მა ყველაფრით. ძალიან მონეწონა "ნი" "ნე". მათი მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთიბა და ყველაფერი რაც ამ პატარა და საყვარელ ისტორიაში იდო. წარმატებები შენ❤❤❤

 


№7  offline წევრი nini5

nini
tu mjerodes deda momikvdes ))))))

ვერც მე ვიჯერებ

დიდი მადლობა ყველას მეგობრებო,ასე მოთმინებით რომ ელოდებოდით ამ ისტორიას,,,ძალიან მიხარია რომ მოგწონთ

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ რომ დაასრულე.არ ვიცოდი თუ დაასრულე.საყვედურის თქმა მინდოდა და დასასრული რომ ვნახე გავბედნიერდი.იმედია სხვასაც დაწერ და უფრო გავვახარებ
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent