შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების კანონი (დასასრული)


13-04-2016, 15:53
ავტორი teddy))
ნანახია 5 053

***
საწოლზე ვზივარ, უკვე გამზადებული სამსახურში წასასვლელად. მგონი, ჯობს ეს შურისძიება დამთავრედეს! აღარ შემიძლია ასე! ჩვენმა ჩხუბმა მზიანი დღეები, ღრუბელმა ჩაანაცვლა და გამიმძაფრდა ლევანის მონატრება. ყოველდღე ვნახულობ, მაგრამ ის დღეები მომენატრა, შურისძიების მაგივრად, ერთმანეთს სიყვარულით აღსავსე სიტყვებით რომ ვამკობდით.

შურისძიების კანონი  (დასასრული)

***
სამსახურში შევდივარ და ჩემი კაბინეტისკენ მივემართები. სავარძელში ვჯდები და მომღერალ ტელეფონს ვაკვირდები:
-გისმენთ!-ვამბობ და გაშლილ თმას უკან ვიწევ.
-ნენსი კაბინეტში შემოდი!-მეუბნება ლევანი და ყურმილს თიშავს. ფეხზე ვდგები და რაღაც მაბრკოლებს. იქ შესვლა ხომ, არაფერ სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ ისე ვარ, შეყვარებულობის პერიოდში ერთმანეთს რომ დავინახავდით და სამყარო მავიწყდებოდა და ჩემს სხეულში ამოუცნობი, ქიმიური პროცესები ხდებოდა. კაბას ვისწორებ და ლევანის კაბინეტის კარებზე ვაკაკუნებ:
-შეგიძლია, არღარ დააკაკუნო ხოლმე!-შესულს მეუბნება ლევანი.
-თვით ლევანმა დამრთო ნება რომ აღარ დავაკაკუნო?!-მეცინება მე.
-მაგას დაამატე რომ დიდი სიყვარულით დაგრთო ნება და აღარ აპირებს უმოქმედოდ ყოფნას!-მეუბნება ის. მის სიტყვებზე, გული ჩქარა იწყებს ფეთქვას.
-და ლევანის სიტყვებს ნენსი რომ დაეთანხმოს?!-ვამბობ და მეღიმება.
-მით უკეთესი! თავისი ნებით მოუწევს თავის საყვარელ ადამიანთან ყოფნა და არა ძალით!-ლევანსაც ეღიმება.
-ორივე შემთხვევაში დაგთანხმდებათ!-ვიძახი დაბეჯითებით.
-ხოო? აი,ესეთი ნენსიც მომწონს! თავის ბედნიერ ცხოვრებაზე და სიამოვნებაზე უარს რომ არ იტყვის!-ამბობს და ფანჯარასთან მიდის.
-მეც მიყვარს ასეთი ნენსი!-ვეუბნები მას.
-მე კი ორივე ნაირ ნენსიზე ვგიჟდები!-იძახის თავის ქნევით.
-იქნებ მეც ვგიჟდები ლევანიზე?-ვიძახი და მეცინება.
-დარწმუნებული ვარ ისევე გიყვარს ლევანი, როგორც მე ნენსი!-დარწმუნებული ამბობს ლევანი. დიახ, მიყვარს! ჩემ თავზე მეტათაც კი! მისდამი ყოველდღე გრძნობები ასმაგდება და მით უფრო მომხიბვლელს ხდის ჩვენს სიყვარულს.
-მაგაში მეც დარწმუნებული ვარ!-ვამბობ და ჩემკენ მოდის ლევანი.
-ორივე დაბეჯითებით ვიტყვით, რომ ერთმანეთზე ვგიჟდებით!-მეუბნება და თმაზე ხელს მიდებს. მეც ვდგები და უცბათ თვალებში მიბნელდება და სკამს ვეყრდნობი.
-ნენსი, რა გჭირს? ფერი არ გადევს!-შეშინებული ხმით იძახის ლევანი.
-კარგად ვარ!-ჩუმად ვიძახი მე.
-წამოდი საავადმყოფოში!-ამბობს ის და ხელში მიყვანს.
-დამსვი, მეთვითონ წამოვალ!-ვიძახი და ლევანის ვანიშნებ რომ დამსვას. ფრთხილად მსვამს და წელზე ხელს მხვევს.
-კარგად ხარ?-მეკითხება ისევ.
-ხო, არ მინდა საავადმყოფოში!-ვეუბნები მას.
-შენ არ გინდა, მე მინდა!-იძახის და მანქანის კარებს აღებს.

***
-რამე ხომ არ სჭირს?-ლევანი ეკითხება ექიმს.
-არა, დამშვიდდით!-ეუბნება ღიმილით.-რაღაცას ვეჭვობ და უნდა გავსინჯოთ!-ეუბნება მას და მუცელზე ცივ ნივთიერებას მასხამს. უკვე, ყველაფერს ვხვდები და დაბნეული შევყურებ ლევანს, ისიც არანაკლებ ცემს მდგომარეობაშია. ექიმი ამთავრებს და ღიმილით გვეუბნება:
-გილოცავთ, თქვენ ორსულად ხართ!
-ორ...-სიტყვის თქმას ვეღარ ვაგრძელებ, ბედნიერებისგან ცრემლები მცვივა. ლევანის შევყურებ და მის სახეზეც ამოვიკითხე სიხარულის ნოტები.
-რამდენი ხნის?-ვეკითხები ექიმს.
-ცამეტი კვირის!-მაცნობს და თეთრ ხალათს ისწორებს. ფეხზე ვდგები, ექიმს ვემშვიდობებით და დერეფანში გამოვდივართ:
-გესმის, ორსულადო!-ბედნიერი ხმით იძახის ლევანი და ხელებს ტანზე მხვევს.
-კიკინებიანი გოგონა ან შენაირი ბიჭი!-ვიძახი ღიმილით და სიხარულის ცრემლებს, ნებას ვრთავ გზა გაიკვალონ.
-და შენნაირი შურის მაძიებელი გოგონა!-სიცილით იძახის და მუცელზე თითებს მისმევს, სადაც ჩვენი შვილის გული ფეთქავს.

შურისძიების კანონი  (დასასრული)

---------------------------------------------------------------
დასასრული! ყველას უღმესი მადლობა ვინც კითხულობდით და ასეთ თბილ სიტყვებს მეუბნებოდით! ძალიან მახარებთ და მთელი დღე ღიმილიანი სახით დაგყავართ! იმედია დასასრული მოგეწონეათ! მართალია პატარა თავია, მაგრამ ვთვლი რომ ამ თავს და საერთოდაც გაგრძელება აღარ ესაჭიროებოდა! მიყვარხართ!



№1  offline წევრი elo123

აუ მაგარი იყო ..... არ მინდოდა ეს ისტორია დამთავრებულიყო ისეთი სახალისო იყო მინდოდა კიდე ქონოდა გაგრძელება მაგრამ ესეც კარგი იყოო იმედია მალე ახალი ისტორიით დაბრუნდები wink love

 


№2  offline წევრი teddy))

elo123
აუ მაგარი იყო ..... არ მინდოდა ეს ისტორია დამთავრებულიყო ისეთი სახალისო იყო მინდოდა კიდე ქონოდა გაგრძელება მაგრამ ესეც კარგი იყოო იმედია მალე ახალი ისტორიით დაბრუნდები wink love

უღრმესი მადლობა! love მიხარია! request მერე ძალიან გაიწელებოდა smile არ ვიცი როდის დავბრუნდები, თუმცა რარც იდეები მაქვს ისტორიასთან დაკავშირებით love ძალიან გამახარე, რომ ელოდები love

 


№3 სტუმარი Black

Martali xar..kai gacilebac movuwyee:Dxoda axla sxva stumrebi minda kargad rom viqeipot:D

 


№4 სტუმარი tamuna

Me sigijemde momwonda Da momwons aseti shurisdzieba

 


№5  offline წევრი nuki-nuka

საყვარელი იყო ძალიან love

 


№6  offline მოდერი sopiko

მე რომ ნენსიკუნა მომენატრება? მისი გაკიცხვაც რომ მომენატრება? იმის თქმაც რომ მომენატრება, ძალიან მაგარი გოგო ხარ_მეთქი? love
მოოკლეედ... დასასრული იყო მოსალოდნელი, მაგრამ მაინც მოულოდნელი! კი ვხვდებოდი ეს რეტის დასხმები და წაბარბაცებები რისი/ვისი ბრალიც იყო, თუმცა შენ მაინც ამაფორიაქებ ხოლმე! როგორ იცი, რა... lol
ხო იყო ამდენი თავი, არა? ...მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად ის ადგილი მიყვარს ამ ისტორიიდან, ნენსი საათს რომ დაინახავს და ვითომ არ ვეჭვიანობო, ამის დამტკიცებას რომ ცდილობს, ლევანი რომ უღრმავდება მის ნათქვამებს, აბნევს და ბოლოს მაინც რომ ტყდება ქალბატონი შურისმაძიებელი, მერე კი ლევანი რომ იხრება და.... მერე! მერე! მერე! ეს ეპიზოდი იყო ძალიან თბილი და ტკბილი... მმმ! love {სხვათა შორის ერთი ეპიზოდიც მქონდა განსაკუთრებით თავში ჩარჩენილი და არჩევანის გაკეთება გამიჭირდა, თუმცა ეს მაინც... რაღაც სხვაა რა! {ის ეპიზოდი ისაა, ნენსი ვიღაცასთა რომ იცეკვებს კაფეში და მერე ლევანი რომ წამოიყვანს და ძალიან, ძალიან გაბრაზებული რომაა... უჰ, ორი და გამომივიდა lol ხოოდა... ნენსისაც რომ სინდისი ქენჯნის...}}
ახლა შეცდომები და რამე–რუმეებიო...
ყველა თავის ერთი ჭიაა პუნქტუაცია! კიდევ ისეთი შეცდომები, მე რომ ვიცი, რომ შენ იცი სწორად როგორაა, მაგრამ რომ არ უფიქრდები! ამიტომ გადაიკითხე ბ ე ვ რ ჯ ე რ თუ არა, ე რ თ ხ ე ლ აუცილებლად!
კონკრეტულად ამ თავის მეორე ნაწილში იყო რაღაც გაუგებრობა... კაბინეტში დაიბარა ლევანმა ნენსი და მერე წუთში მანქანასთან როგორ გაჩნდნენ, რომ გეწერა მანქანის კარი გამოაღოო?
კიდევ... შურისმაძიებელი ერთად იწერება!
შენ ხომ ძალიან ყოჩაღი თედ'უნია ხარ და ამ საკითხებს ჩაუჯექი და მერე უფრო ყოჩაღი იქნები, ხომ გამიგე?
იცოდე, ახალი ისტორია მინდა მე მალე! ბევრი–ბევრი ერთი კვირა, თორემ კარგი დღე არ დაგადგება! am
სიყვარულით სოფოოო...

 


№7  offline წევრი mimimimo

დასასრული მომეწონა, მაგრამ არ მოველოდი ასე მალე.

ნათლობა 'მომიტეხე' ხომ? wink

კარგი იყო, გელი ახალი ისტორიით. feel

 


№8  offline წევრი teddy))

Black
Martali xar..kai gacilebac movuwyee:Dxoda axla sxva stumrebi minda kargad rom viqeipot:D

movuwyvet, movuwyvet :D didi madloba rom mogwonda, dzalian mixaria! Shemdegi stumrebi rodis movlen ar vici, magram imedia isinic kargebi iknebian da karg daxvedras moviwyobt :D :D gmadlob, gmadlob! <3

tamuna
Me sigijemde momwonda Da momwons aseti shurisdzieba

dzalian gamaxare da ugrmesi madloba! :*

nuki-nuka
საყვარელი იყო ძალიან love

dzalian didi madloba, nuki!
:*

sopiko
მე რომ ნენსიკუნა მომენატრება? მისი გაკიცხვაც რომ მომენატრება? იმის თქმაც რომ მომენატრება, ძალიან მაგარი გოგო ხარ_მეთქი? love
მოოკლეედ... დასასრული იყო მოსალოდნელი, მაგრამ მაინც მოულოდნელი! კი ვხვდებოდი ეს რეტის დასხმები და წაბარბაცებები რისი/ვისი ბრალიც იყო, თუმცა შენ მაინც ამაფორიაქებ ხოლმე! როგორ იცი, რა... lol
ხო იყო ამდენი თავი, არა? ...მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად ის ადგილი მიყვარს ამ ისტორიიდან, ნენსი საათს რომ დაინახავს და ვითომ არ ვეჭვიანობო, ამის დამტკიცებას რომ ცდილობს, ლევანი რომ უღრმავდება მის ნათქვამებს, აბნევს და ბოლოს მაინც რომ ტყდება ქალბატონი შურისმაძიებელი, მერე კი ლევანი რომ იხრება და.... მერე! მერე! მერე! ეს ეპიზოდი იყო ძალიან თბილი და ტკბილი... მმმ! love {სხვათა შორის ერთი ეპიზოდიც მქონდა განსაკუთრებით თავში ჩარჩენილი და არჩევანის გაკეთება გამიჭირდა, თუმცა ეს მაინც... რაღაც სხვაა რა! {ის ეპიზოდი ისაა, ნენსი ვიღაცასთა რომ იცეკვებს კაფეში და მერე ლევანი რომ წამოიყვანს და ძალიან, ძალიან გაბრაზებული რომაა... უჰ, ორი და გამომივიდა lol ხოოდა... ნენსისაც რომ სინდისი ქენჯნის...}}
ახლა შეცდომები და რამე–რუმეებიო...
ყველა თავის ერთი ჭიაა პუნქტუაცია! კიდევ ისეთი შეცდომები, მე რომ ვიცი, რომ შენ იცი სწორად როგორაა, მაგრამ რომ არ უფიქრდები! ამიტომ გადაიკითხე ბ ე ვ რ ჯ ე რ თუ არა, ე რ თ ხ ე ლ აუცილებლად!
კონკრეტულად ამ თავის მეორე ნაწილში იყო რაღაც გაუგებრობა... კაბინეტში დაიბარა ლევანმა ნენსი და მერე წუთში მანქანასთან როგორ გაჩნდნენ, რომ გეწერა მანქანის კარი გამოაღოო?
კიდევ... შურისმაძიებელი ერთად იწერება!
შენ ხომ ძალიან ყოჩაღი თედ'უნია ხარ და ამ საკითხებს ჩაუჯექი და მერე უფრო ყოჩაღი იქნები, ხომ გამიგე?
იცოდე, ახალი ისტორია მინდა მე მალე! ბევრი–ბევრი ერთი კვირა, თორემ კარგი დღე არ დაგადგება! am
სიყვარულით სოფოოო...

mixaria rom mogantrebt tavs :D ugrmesi madloba, chemo sayvarelo! Xo shecdomebi aris da bolomde jer ver davxewe, magram imedi makvs movugeb bolos :D didi madlobaa :*

kiko
ვგიჟდები მე შენზე <3 ძაან რაღაცნაირი ისტორიები გაქვს რაც ძალიან მომწონს. ყოველთვის როცა შენს ისტორიებს ვკითხულობ რაც არუნდა იყოს ტუჩის კუთხეები აუცილებლად მეპრიხება რაც არუნდა მოხდეს. დღეს დილით რაღაც ისე ვიყავი რომ მოუხერხებელი გამომძიებელი თავიდან წავიკითხე :დ ზოგადად არ მიყვარს წაკითხულის თავიდან წაკითხვა მაგრამ შენი ზემოთ ხსენებული ისტორია და კიდევ რამდენიმე ისტორია შემიძლია ბევრჯერ წავიკითხო კიდევ. ძალიან კარგად წერ და წარმატებებს გისურვებ. ხო რაც შეეხება ლევანს და ნენსის. მიყვარს მე ეს წყვილი მაგრამ ლაშა მაინც ჩემი ფავორიტია :დ არ მინდოდა ასე მალე დაგესრულებინა მაგრამ არაუშავს რაც მთვარია დაისვენენ ამათმაც და მეც :დ იცოდე ძალიან მალე ველოდები ახალ ისტორიას და ისიც ასევე კარგი უნდა იყოს და ასევე კარგად უნდა დასრულდეს!! ძალიან ძალიან მიყვარხარ

vaime, dzalian gamaxare, chemo sayvareloo! Mec dzalian miyvarxar da shen xar chemi ert-erti gamorcheuli mkitxveli, romelic dzalian miyvars! Xo lasha mainc sul sxvaa... :D :D mixaria dzalian! Kargad dasruldeba, axla rac makvs gegmashi :D ugrmesi madloba, hemo kikunia! Imedia imedebs gagimartleb <3

 


№9  offline წევრი teddy))

mimimimo
დასასრული მომეწონა, მაგრამ არ მოველოდი ასე მალე.

ნათლობა 'მომიტეხე' ხომ? wink

კარგი იყო, გელი ახალი ისტორიით. feel

mere dzalian gaiweleboda da... Aba aba :D mixaria rom elodebi, imedia shemdegshic gagimartlebt imedebs :* ugrmesi madloba, sayvarelo!

 


№10 სტუმარი ეკა 5

უხ, უხ, უუხ... კარგი იყო, კარგი კარგიი ❤️ ასე რაა, არც გაწელილი, არც გადატვირთული, გააცნობიერეს, რომ უერთმანეთოდ არ შეუძლიათ და დაბრუნდნენ, მიყვარს ორივეე❤️❤️❤️❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent