მწვანეთვალება დემონი ნაწილი მეორე, 2თავი
ელენემ დილით მძიმედ გაახილა თვალები. დამძიმებული ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს და საწოლში წამოჯდომა სცადა,თუმცა არ გამოუვიდა,თავბრუ დაეხვა და უკან დაეშვა ბალიშზე.რამდენიმე წამში ისევ სცადა ადგომა, მაგრამ ისევ ისეთი სიტუაცია განმეორდა,თავში თითქოს უროს ურახუნებდნენ შიგნიდან, თვალებში უბნელდებოდა და გაორება ეწყებოდა. როგორც კი წამოიწეოდა.გულმოსულმა და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მობილურისკენ წაიღო ხელი,რის ვაივაგლახით დახედა ეკრანს და ახალი დარტყმა მიიღო- ორი სრულდებოდა. თითქმის შუადღე იყო. -რუსააა.-იყვირა ბოლო ხმაზე რომ მეგობრისთვის მიეწვდინა ხმა სამზარეულოში, პასუხი არ იყო, ისევ გაიმეორა იგივე,ისევ არ იყო პასუხი, საძინებლის ღია კარში მხოლოდ გემრიელი სუნი და რუსას ღიღინის ხმა აღწევდა. -ეტყობა ეს თავის რომეოს ელაპარაკება და თავის სტიქიაშია. ჩაიბურტყუნა და ამჯერად მესამედ და ყველაზე ხმამაღლა დაუძახა. -ჯანდაბა შენ.მოვდივარ. მოესმა შორიდან მისი საყვედურიანი ხმა და მალე თვითონ გოგო გამოჩნდა ლანგარით ხელში. სადაც ცხელი წვნიანი და ჭიქით მინერალური წყალი იდო -დარწმუნებული ვარ გესიამოვნება, შენი ნაბახუსევის ამბავი რომ ვიცი, უთხრა და მუხლებზე დაუდო, მერე კი მის წინ ჩამოჯდა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო. -მმმ,რა ოხშივარი ასდის,თქვა ელენემ კოვზს დასწვდა და მოურიდებლად გადაუშვა პირველივე ლუკმა პირში.-უგემრიელესია, შეუქო ნახელავი -მართლა? -კი, თავი დაუქნია ელემ -მე კარგად ვარ ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული, აი რაც შეგეხება შენ ეტყობა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრე ბოლომდე რომ ორი ჭიქის მეტს ვერ სვავ და რატომ არ ეშვები? -მეჩვენება თუ მსაყვედურობ რამეს?თუ გაბრაზებული ხარ? -ოჰ დიდება უფალს რომ მიხვდი.აბა გისმენ ყურადღებით -რას მისმენ?რა გაინტერესებს? -შენი წუხანდელი საქციელის მიზეზი. -ისეთი არაფერია, მხოლოდ შენი ბედნიერების აღნიშვნა მინდოდა.ეგ იყო მიზეზი. -ვითომ?-ეჭვით სავსე მზერა სტყორცნა რუსამ -კარგი რააა. მეტი რა უნდა იყოს?განა შენ თვითონ არ იცი რომ არაფერი არ ხდება ჩემ ცხოვრებაში? -ეს შენ უნდა მითხრა.იქნებ ხდება და მიმალავ.კარგად გიცნობ და წუხელ სულ სხვანირი მეჩვენე, თითქოს შენში რაღაც შეიცვალა და რაღაც ხდება. -არეაფერი არ ხდება.ძალიან გთხოვ მაცადე და შემარგე ეს უგემრიელესი საუზმე თუ სადილი უკვე აღარ ვიცი რა ვუწოდო, მერე კი მოემზადე და დღევანდელი კვირა დღე ერთად გავატაროთ,სადმე გავისეირნოთ, თუ რათქმა უნდა შენს რომეოსთან ერთად არაფერი არ გაქვს დაგეგმილი. რუსას პასუხის გაცემა არ დასცალდა.მისმა მობილურმა დარეკა და სახის გამომეტყველებით ელე ეგრევე მიხვდა ვინც იყო.გაბადრულმა გაუსვა ეკრანს ხელი და უპასუხა. -გისმენ ჩემო ცხოვრება, კარგად შენ როგორ ხარ?..-კარგად. ელე მოგიკითხა.მიუბრუნდა დაქალს. -ჩემგანაც მოკითხვა გადაეცი,-უთხრა ელენემ -მეც უკვე მომენატრე... ვერ გნახავ?რატომ?სად მიდიხარ?... ძალიან კარგია. დიდი ხანია რაც წავიდა და მასზე არაფერი გამიგია..იმედია დაბრუნდება.თან მგონი ჩემი მეგობარი მოსწონს და იქნებ რამე გამოუვიდეთ.. ელენემ ჯერ ვერ გაიზრა რაზე ან ვისზე იყო საუბარი და არ მიაქცია ყურადღება რუსას ნათქვამს,მაგრამ მალევე მიაღწია მის გონებამდე და გელოვანის შესაძლო დაბრუნებამ შინაგანად ისეთი სიხარული მიანიჭა თვითონაც გაუკვირდა. მერე ამ სიხარულმა მთელ სხეულში იწყო გავრცელება და რაღაც სიგიჟის ჩადენა მოუნდა, თვითონაც ვერ მიხვდა როგორ შეიკავა თავი და რუსას არ ჰკითხა მისი შესახებ კიდევ სხვა რამე. მერე თავი მოაჩვენა თითქოს ეწყინა. რუსა თბილი სიტყვებით დაემშვიდობა შეყვარებულს და ელეს მიუბრუნდა. -მგონი გელოვანი ბრუნდება ჩაილაპარაკა. ისე რომ ელეს გაეგო -და აქამდე სად იყო?-ისე იკითხა ვითომ არ აინტერესებდა. -არ ვიცი.ირაკლიმ მითხრა წავიდაო.ყველაფერი მიუტოვებია და წასულა. მიკვირს ასეთი რა მოხდა რომ ასეთმა წარმატებულმა ადამიანმა ეს ნაბიჯი გადადგა.დავიჯერო ქალის გამოა ეს ყველაფერი?იქნებ ვინმე შეუყვარდა ჰაა?ელეე.. ელენეს უკვე აღარ აინტერსებდა დანარჩენი რას ამბობდა და რას ელაპარაკებოდა რუსა. ფიქრებით და გონებით გელოვანთან იყო. იმის გაფიქრებამ რომ შეიძლება ბექას ვინმე ჰყვარებოდა გულში რაღაც ეტკინა.და მგონი ამდენი ხნის შემდეგ ისევ ებმებოდა სიყვარულის მახეში. -რუსააა, იცი რა ვქნათ ახალ მე და შენ, რადგან ირაკლის არ სცალია და არ იქნება მოდი ჩვენ გავიდეთ სადმე და გავისეირნოთ, კაფეში დავსხდეთ და ყავა დავლიოთ, ვიჭორაოთ და უბრალოდ დავტკბეთ იმით რაც გვაქვს. -მშვენიერი იდეაა. აღფრთოვანებული წამოხტა რუსა და მაშინვე გაუჩინარდა ოთახიდან. მაგრამ რამდენიმე წამში თავი შემოყო და ბედნიერმა უთხრა -იქნებ ირაკლის ვკითხო გამომიშვებს თუ არა? -გამასწარი ეხლა აქედან, როდის იყო მამაკაცებს ასე ადვილად ემორჩილებოდი? აქედანვე უნდა მიაჩვიო. გაეცინა ელეს და ბალიში ესროლა მეგობარს, რომელმაც კარის მიხურვა მიასწრო და მხოლოდ ასე შეძლო მისი აცელა, პასუხად ხმამაღალი კისკისი მიაყოლა და სააბაზანოში შევარდა... ორ საათიანი მომზადების და სარკესთან ტრიალის შემდეგ გოგოები ისხდნენ ძველი თბილისის ერთ-ერთ კაფესი და ყავას და უგემრილეს ნამცხვარს აგემოვნებდნენ, თან თბილისის ულამაზესი ხედით ტკბებოდნენ,საღამო იყო და ნელ-ნელა უფრო მეტად იკვეთებოდა თბილისის სილამაზე... რატომღაც დღეს ელენემ უარი თქვა კლუბში წასვლაზე და სერგის წვეულებაზე დასწრებაზე. რომელიც ბავშვის დაბადების აღსანიშნავად მოაწყო. გული ცუდს უგრძნობდა და ეს შეგრძნება გელოვანს დააბრალა, მოგვიანებით კი გაიგო ამის მიზეზიც რატომ იყო ასე. საპირფარეშოში გავიდა სერგის ნომერი რომ დაფიქსირდა მის მობილურზე და უპასუხა. -როგორ მიდის წვეულება მამიკო?-მხიარულად ჩასძახა ტელეფონსი -ახლა ამის დრო არაა. სად ხარ? -კაფეში. -მანქანით ხარ? -კი. -საწრაფოდ გაეცალე მანდაურობას და სადმე ისეთ ადგილას წადი სადაც მიშოსთან შეხვედრას თავისუფლად შეძლებ.- -რა მოხდა სერგი?იქნებ ამიხსნა.შეშინდა ელენეც -ელე რაღაც ცუდი მოხდა,მეც არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება.რამდენიმე წუთი მაქვს სანამ პოლიცია დამაკავებს.უბრალოდ ყურადღებით მომისმინე. რაც არ უნდა მოხდეს არც აქ მოხვიდე და საერთოდ ჩვენს სიახლოვეს არ გამოჩნდე. არც დამირეკო, არც შეტყობინება გამოგზავნო, არავის, არავის შეეხმიანო, ისე გააგრძელე ცხოვრება როგორც აქამდე.ჩათვალე რომ არ გვიცნობ და არ ვარსებობთ. -ძალიან მაშინებ. სერგი. გთხოვ მითხარი რა ხდება. ცრემლები მოდგა გოგოს თვალებზე -მეც მეშინია ელე.პირველად ჩემს ცხოვრებაში მეშინია. ამ ყველაფრის დაკარგვის კი არა ჩემი ოჯახის,ჩემი შვილის ,თინანოს, შენს გამო მეშინია.მითხარი სად წახვალ?მიშოს უნდა შეხვდე სასწრაფოდ. -მთაწმინდაზე ავალ ჩემს ადგილზე და იქ მოვიდეს. იქ არავინ იქნება ხომ იცი. -კარგი, ათი წუთი გაქვს დაახლოებით.წადი და მიშოს დაელოდე.ნუ ტირიხარ გთხოვ, ყველაფერი კარგად იქნება და ამასაც გადავლახავთ,დამპირდი რომ არ იტირებ და რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერს გმირულად გაუძლებ.ამაზე მე შენ თავიდანვე გაგაფრთხილე რომ საფრთხე ჩვენი მუდმივი თანამგზავრი იქნებოდა -მაგრამ ასეთი სერიოზული არასდროს ყოფილხარ და ასე არასოდეს შეგშინებია. -დროს ნუ კარგად ელე, წადი. -თავს გაუფრთხილდი სერგი. მეტი აღარაფერი უთქვამს ბიჭს, ტელეფონი გათიშა და გაოგნებული ელენე ისე დატოვა გაურკვევლობაში. მერე მიშოს გადაურეკა, მისი ადგილსამყოფელი უთხრა -კარგად შეამოწმე მანქანა ისე არ გაუშვა იცოდე -მე შენთან მოვდიოდი -აქ არ დაგინახო მოსული არც ერთი,ისედაც საკმარისი ხალხი დააკავეს და ამაღამ დანარჩენებსაც აიყვანენ.მეც უკვე ველოდები, ჩემს კაბინეტში ვარ.ექსპერტები,კრიმინალები ყველა აქაა.სანამ ჩემთან მოვლენ ამ ნომერს გავანადგურებ რომ თქვენ არსად დაფიქსირდეეთ,სანამ მე არ შეგეხმიანებით არც კი გაბედოთ ჩემთან მოსვლა და დაკავშირება.მკაცრად გააფრთხილა მიშოც.-არ დაგავიწყდეს გარეთ ხალხი მჭირდება, თან შენ დიდი მიისა გაკისრია ჩემი მემკვიდრე და ჩვენი დედოფალი უნდა დაიცვა.არავინ არ უნდა გაიგოს "დემონი" და "დედოფალი" ერთი და იგივე პიროვნება რომ არის. -ეს ომარის ხალხია?მისი ნამოქმედარია? -ზუსტად არ ვიცი მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ასეა, ამიტომ შენ ელას აჩრდილად უნდა იქცე და არავინ მიაკარო. -კარგი ბოოს...ნაძალადევად იხუმრა მისშმ და ზარიც გაითიშა. მანქანა სწრაფად მოაბრუნა და დანიშნულების ადგილისკენ წავიდა. სერგიმ სიმ-ბარათი უნიტაზში ჩააგდო და წყალი მოუშვა, მერე მეორე ახალი ბარათი ჩადო და კაბინეტის კარი პოლიციას გაუღო... ელენე დაბნეული იდგა ცოტა ხანს, მერე შეძლო თავის ხელში აყვანა და რუსასთან დაბრუნდა რომელიც ისევ ირაკლისთან საუბარში იყო გართული. - ახლავე დავბრუნდები.უთხრა და ჩანთა აიღო, მაკიაჟს შევისწორებ. -ისევ გადიხარ?-უკმაყოფილოდ ჰკითხა რუსამ -მალე მოვალ, ხელს არ შეგიშლი გააგრძელე მასთან საუბარი. უთხრა და გასასვლელ კარში გაუჩინარდა. ************** შავი, ახალთახალი,ბოლო მოდელის ტოიოტა პრადო ჩამუქებული შუშებით სვანეთის გზას ადგა აგერ უკვე მთელი დღე იყო და თოვლიან გზას ნელა მიუყვებოდნენ, რაც უფრო ზემოთ მიიწევდნენ მით უფრო ჭირდა მოძრაობა. მანქანაში სიჩუმე გამეფებულიყო. საჭესთანახალგაზრდა ყმაწვილი იჯდა, მუქ ჯინსსა და შავი ფერის დუტის ქურთუკში გამოწყობილი, გვერდით კი შუახსნის თმაში ჭაღარაშეპარული მკაცრი გამომეტყველების მამაკაცი ეჯდა, სოლიდურად ჩაცმული,შარვალ-კოსტუმზე კლასიკური შავი ფერის ლაბადა მოეცვა, მუხლებზე დოკუმენტებით სავსე საქაღალდე ედო და ნერვულად უჭერდა ხელს. -მალე მივალთ?დაარღმია დუმილი -თითქმის მივედით,უპასუხა ბიჭმა და აგურის ღობით გარშემორტყმულ ორსართულიან სახლთან გაჩერა მანქანა.გაბმული სიგნალით გააყრუა იქაურობა, სანამ რკინის კარში ასევე შუახნის მკაცრი გამომეტყველების მამაკაცი არ გამოჩნდა, სვანური ქუდით და სქელი ქურთუკით მხრებზე მოსხმული.აშკარად ვერ მიხვდა ვინ იყვნენ მოსულები, მაგრამ სტუმრები მაქნანიდან რომ გადავიდნენ და ერთ-ერთი დაწინაურდა მასში მაშინვე ამოიცნო შვილის მეგობარი.ხელები გაშალა დ მეგობრულად მოეხვია, თბილი მოკითხვების შემდეგ მეორე სტუმარს მიაპყრო გამომეტყველება და ხელი გაუწოდა მისალმების ნიშნად. მანაც შეაგება თავის ძლიერი მარჯვენა და მოკლედ ჰკითხა -სად არის? -სახლის უკან, წამობრაძანდით, უთხრა და წინ გაუძღვა. სახლს შემოუარეს და უკან ცოტა მოშორებით ისიც დაინახეს ვისაც ეძებდნენ, სიცივის მიუხედავად მასპინძელს მხოლოდ თხელი ქურთუკი მოეცვა სპორტულ ზედატანზე, ქვემოთ სამხედრო შარვალი და სამხედრო ჩექმები ეცვა და მარჯვედ იქნევდა ნაჯახს, შეშის უზარმაზარ მორებს შუაზე აპობდა და მერე უფრო აწვრილებდა. სახე ოფლს დაენამა.ისე იყო საქმიანობაში გართული სულ არ შეუჩნევია სტუმრები. -შენთან არიან შვილო.-მოესმა მამის ხმა და საქმიანობაც შეწყვიტა,ცულის ტარს დაეყრდნო და მათკენ გამოიხედა. -გამარჯობა, დაწინაურდა უფროსი და ხელი გაუწოდა. მათი მკაცრი მზერა ერთმანეთს შეხვდა და მცირე ყოყმანის შემდეგ ხელი მანაც გაუწოდა მისალმების ნიშნად -აქ რა გინდათ? -საქმე გვაქვს -მე დაკავებული ვარ. თქვა მობრუნდა და ისევ მაჯვედ მოიქნია ცული. -ისინი დაბრუნდნენ და ამჯერად უფრო რთულადაა საქმე. ახალი ნარკოტიკი შემოტანეს რომელმაც ორი ადამინის სიცოცხლე შეწირა. თურქი სამართალდამცავებიც არიან საქმეში ჩართულები, იქიდან შემოდის ეს სისაძაგლე -მერე უჩემოდ ვერ აგვარებთ საქმეებს? რამდნენი წარმატებული კადრი გყავთ. განყოფილების უფროსებიდან დაწყებული.. -გავანთავისუფლეთ, საეჭვო კავშირებში იყო შემჩნეული, ახალი კადრები მოვიყვანეთ. მოკლედ განყოფილებაც და ეს საქმეც შენ უნდა ჩაიბარო. -მამა დედას უთხარი რომ სუფრა გაშალოს სანამ ჩვენ ვილაპარაკებთ და რაღაცეებს შევათანხმებთ,არ შეგვაწუხოთ,თვითონ გამოვალთ.-უთხრა და სტუმრებს სახლისკენ გაუძღვა ************ ელენე მიშოზე ადრე მივიდა დათქმულ ადგილზე და მანქანა გზიდან მოშორებით გააჩერა. გადავიდა,დეკემბრის სუსხმა შეაჟრჟოლა. ისედაც თხლად იყო ჩაცმული და ასეთი საღამოსთვის სულაცარ იყო მზად.მთლიანი, შვი კაბა ეცვა მუხლამდე, სხეულზე მოტკეცილი, ასევე თხელი მოსაცმელით და კლასიკური ფეხსაცმელით. პლედი აიღო, მანქანის ძარას მიეყრდნო და მაგრად მოიხვია, ცოტა გატბა. ცოტა ხანს ფიქრებთან მარტო დარჩა. ხედიც არაჩვეულებრივი იყო, უკვე კარგად დაღამებულიყო და ღამის თბილის ხელის გულივით მოჩანდა აქედან. საერთოდ ელენეს ყოველთვის უნდოდა თბილისში ცხოვრება მაგრამ ასეთი გზით არა.. პირველად რომ ჩამოიყვანეს მშობლებმა ისე მოეწონა აქაურობა წასვლა აღარ უნდოდა.მაშინდელი ზოოპარკი,სამოქალაქო ომ გამოვლილი თბილისი, ნახევრად ჩაბნელებული სადარბაზოები და საკონცერტო დარბაზები განა რა სანახავი და მოსაწონი იყო მაგრამ ბავშვს ამისთვის სულ არ მიუქცევია ყურადღება. უკან აგზაზე სულ ტიროდა არ მინდა წასვლაო. რამდენიმე თვის შემდეგ როცა სიტუაცია დაწყნარდა ისევ მოხვდა დედაქალაქში ამჯერად თბილისის ცირკში, არც ისე მრავალფეროვანი წარმოდგენა იყო როგორც დღევანდელ დროში მაგრამ ეს უფრო მეტად მოეწონა და უფრო დაარწმუნა რვა წლის ბავშვი რომ როცა გაიზრდებოდა აუცილებლად აქ იცხოვრებდა. გაიზრადა და ოცნება აისრულა მაგრამ ასეთი გზით ნამდვილად არ უნდოდა, ოჯახიდან გამოგდებულს და გვარიდან მოკვეთილი ობოლი გოგო თბილისმა შეიფარა და მანაც კიდევ უფრო მეტად შეიყვარა აქაურობა.. ფიქრებმა წარსულში ამოგზაურა,კადრებივით გაურბინა ამ მოგონებებმა, მერე ისევ გელოვანთან მივიდა მისი ფიქრები და აქ გაჩერდა,ყველაზე და ყველაფერზე გაცოფებულს მხოლოდ მაზე ფიქრი ამშვიდებდა და აწყნარებდა.თითქოს იმედსაც უსახავდა იმაზე რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.მართალია მას ხშირად არ შეხვედრია და კარგად არ იცნობდა, მაგრამ ხვდებოდა რომ მათ შორის არსებობდა რაღაც უხილავი კავშირი და ძალა რომელიც ერთმანეთისკენ მიაქანებდა ორივეს.და რაც მთავარია მათ შორის იყო ორი კოცნა რომელსაც ვერაფრით ივიწყებდა.ეს კოცნა კი სულაც არ ჰავდა იმ კოცნას თინეიჯერობის პერიოდში რომ იყო შეყვარებული და მაშინ რომ იგემა პირველად და არც იმ კოცნას როცა გაათხოვეს და ქმარმა იძულებით რომ აკოცა. რასაც ბოლოს გემრიელად დაჟეჟილი გვერდები და დალურჯებული სახე მოჰყვა. საერთოდ იმ ღამეს ძალადობა მოჰყვა,რომელზეც პასუხი არავინ არავის მოსთხოვა და ასე შერჩა იმ არაკაცს ეს ყველაფერი. ასე რომ გელოვანი ერთადერთი იყო ვინც მართალია ძალით აკოცა მაგრამ ამასთანავე ისე სათუთად და ისე ვნებიანად რომ მაში ჩაკლული გრძნობების გაღვიძება გამოიწვია... ფიქრებიდან მანქანის ხმაურმა გამოიყანა, მერე კი ფარებმა მიანათეს და რამდნიმე წამში მიშოც გამოჩნდა,გვერდით ამოუგდა და ხმას ვერ იღებდა -რა მოხდა მიშ?რა ხდება ჩვენ თავს? -ცუდი ამბავია ელე, მოხვია ხელი ბიჭმა და გულზე მიიხუტა -ხომ ყველაფერი კარგად იქნება? -წარმოდგენა არ მაქვს. ახლა მე შენს მანქანას გავჩხრეკ და მერე გეტყვი ყველაფერს. -რას ქვია გაჩხრეკ?ანერვიულდა გოგო და უკან ედევნა მიშოს. თან ათას კითხვას უსვამდა და ხელს უშლიდა საქმის გაკეთებაში -ამიხსენით რა ხდება. ბოლოსდაბოლოს ეს ჩემი მანქანააა. ბიჭმა ისევ უყურადღებოდ დატოვა და მანქანის სალონის გაჩხრეკა დაამთავრა. საბარგულს რომ ახალა თვალები შუბლზე აუვიდა, კუთხეში თეთრად შეფუტული რაღაც იდო, ელე ვერ მიხვდა რა იყო და და უაზროდ მიაშტერდა გახნილ პაკეტს, -ეს. ეს რა არის მისო? -ნარკოტიკია და ახლა უკვე თამამად შემიძლია გითხრა რომ ამას ვეძებდი და ამის გამო დაგიბარე აქ, ამის გამო დააკავეს კლუბის ყველა წევრი და სერგიც, -გავგიჟდები ნამდვილად გავგიჟდები, ჩაიკეცა ელე და ისტერიკული ტირილი აუვარდა, მისომ ხელი შეაშველა მანქანის კარი გამოაღო და ჩამოაჯინა. -აი ეს ეგრედ წოდებული კოკაინია. მოწამლულია და ამის მოხმარებამ ორი ადამინის სიკვდილი გამოიწვია, არ ვიცი როგორ ან რანაირად მაგრამ ვიღაცამ მიზანმიმართულად შემოიტან ჩვენს კლუბში და უნდოდოათ შენ გაეხვიეთ შარში. -ეს სიზმარია და მელანდება ხო? -არა ელე, გონს მოდი და მოესვი ისტერიკას,მიშომ ცივი წყალი შეასხა სახეზე და ცოტა დაწყნარდა -ვის შეეძლო ამის გაკეთება, არ მითხრა რომ სერგის... -გაჩუმდი, ის ამას არასოდეს იკადრებს და არასოდეს გაიმეორო, არც კი იფიქრო.ჩვენი ვვარაუდობთ რომ ეს ომარის გაკეთებულია. -და ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდება ხო? მიშომ თავი დაუქნია და მის წინ ჩაიმუხლა -დამშვიდდი კარგი|?არავის მივცემთ უფლებას რომ რამე დაგიშავოს და არც მას. ჩვენ დედოფალს სიცოცხლის ბოლო წუთამდედავიცავთ, მისი გამხნევება სცადა ბიჭმა. მერე ადგა, შეკრული პაკეტი აიღო, დანით გაჭრა. იქვე მდებარე ტალახში ჩაყარა და გაანადგურა. მერე ცოტა ხანს ელეს ელაპარაკებოდა და საქმის არსს და სიტუაციის სირთულს უხსნიდა, თა ამშვიდებდა. როცა მიხვდა რომ გოგო დამშვიდდა და საჭესთან დაჯდომას შეძლებდა მანქანაში ჩასვა და სახლში გაუშვა, თვითონაც უკან მიჰყვებოდა, რომ დარწმუნდა გოგო სახლში იყო უსაფრთხოდ თვითონაც სახლისკენ მოაბრუნა მანქანა და დიდი სიჩქარით გააქროლა ცარიელ ქუჩებში... ************* დილით ადრიანად გაეღვიძა ელენეს. ისედაც გვიან ჩაეძინა მიმდინარე მოვლენებზე ფიქრებში და რუსას ქოთქოთმა გააღვიძა. მართალი ჯუჯღუნა იყო მისი მეგობარი მაგრამ სამაგიეროდ კეთილი და წყენა მალევე ავიწყდებოდა. ისევ და ისევ ირაკლისთან საუბარში იყო გართული და თან ყავას ადუღებდა. მეგობრს მიესალმა და მაგიდას მიუჯდა, მხოლოდ ერთი ნაჭერი ბუტერბროტი მიირთვა და ყავა დააყოლა, ყველანაირად ცდილობდა რუსას მისი ნევიულობა არ შეემჩნია და მხიარულად მიესალმა. -რაო შენმა პრინცმა? -სამსახურში რაღაც ახალი საქმე გამოუჩნდათ და არ სცალია, არადა ხვალ უკვე ახალი წელია და მინდოდა ერთად შევხვედრილიყავით. მოწყენილი ჩანოჯდა სკამზე -ხომ იცი როგორი სამსახური აქვს და აქედანვე უნდა მიეჩვიო, ანუგეშა დაქალმა. გინდა სიუპრიზი მოვუწყოთ და სამსახურში დავადგეთ ხვალ? -არ ვიცი, მართლა არ ვიცი. იქნებ მოიცალოს. -მოდი ახლა ჩვენ სამსახურში წავიდეთ, ამ წელში ბოლო სამუსაო დღე მსვიდობიანად დავასრულოთ და მერე ხვალინდელი დღისთვის შევიდგეთ მზადებას. -კარგი, უხალისოდ დაეთანხმა რუსა და მაგიდის ალაგებას შეუდგა... მთელი დღე უხასიათოდ იყო ორივე სამსახურში, თუმცა ელენე ცდილობდა თავი ხელში აეყვანა რო მას არაფერი შეემჩნია, მთელი დღე ტელეფონისკენ ჰქონდათ ორივეს გულისყური, არც ირაკლი რეკავდა და არც სერგისგან და მიშოსგან ისმოდა რამე. ძლივს გალიეს დღე, თანაშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, დაემშვიდობნენ და სამსახურიდან გამოვიდნენ. ელენემ საყიდლებზე წაიყვანა, პროდუქტები იყიდეს, საახალწლო მოსართავები, ახალი ნაძვის ხე და შინ ხელდამშვენებულებები დაბრუნდნენ. ჩუმად მოახერხეს ერთმანეთისთვის საჩუქრის ყიდვა. ელენემ რუსას გარდა ირაკლისაც უყიდა და მიშოსაც, ახლა მხოლოდ ისინი იყვნენ მისი ახალი ნაცნობები და მეგობრები რუსას გარდა. მეორე დღეს დილით ცოტა გამოიძინეს, შუადღისთვის უკვე მზად იყვნენ და საღამოსთვის ემზადებოდნენ, ელენეს გული კარგს უგრძნობდა და რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში იყო მთელი დღე. თავიდან რუსა მოწყენილი იყო, მაგრამ რომ დაურეკა საღამოს თავისუფალი ვიქნები და შენთან მოვალი ისე გაუხარდა გაორმაგებული ენერგიით შეუდგა მზადებას. საჭმელებს ის ამზადებდა, ელენე კი სახლს რთავდა და საახალწლო დეკორციებით აფორმებდა, ნაძვის ხეც დადგა და მის ქვეს საჩუქრებსაც მიუჩინა ადგილი. ვინაიდან მისი საქმე სულაც არ იყო სამზარეულოში ტრიალი და საჭმელების მომზადება ამ სამუსაოს ის ასრულებდა.. -აუ ელეე, თაფლი დამავიწყდა გოზინაყისთვის, გთხოვ ჩადი მაღაზიაში და ამოიტანე. -ახლავე მივფრინააავ. მხიარულად შესძახა ელენემ და წასასვლეად მოემზადა, საძინებელში შევიდა,მიშოს საჩუქარი აიღო და ბიჭთან შესახვედრი დროც გამოყო, დაურეკა ჩემს სახლთან მოდიო და იქვე მდებარე კაფეში შეხვდნენ დაახლოებით ოც წუთში. -გილოცავ დამდეგ ახალ წელს, ყველაფერი კარგი მოეტანოს მას შენთვის ჩემო საყვარელო მეგობარო, მოეხვია ელემ ლოყაზე აკოცა და მისთვის განკუთვნილი საჩუქარი მიაწოდა. -მადლობა ჩემო გოგო, უპასუხა მანაც ლოყაზე კოცნით და მანაც მიაწოდა საჩუქარი. -არ გახსნი? -შენ? -კარგი გავხსნი, მანამდე კი თითო ჭიქა დვლიოთ და დავილოცოთ,გაეცინა ელენეს და ოფიციანტს დაუძახა.-ორი ჭიქა შავი ღვინო ნახევრად ტკბილი. სანამ ოფიციანტმა მიუტანა შეკვეთა საჩუქრები გახსნეს და ერთამენთს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა.ორივე კმაყოფილი დარჩა -ძალიან ლამაზი მედალიონია მიშო, მადლობა -საათიც ლამაზია,ისეთია მე რომ მიყვარს. მადლობა. -მაშ მოდი გაგვიმარჯოს და მრავალ ახალ წელს დავსწროთ, ყველაფერი კარგი მოეტანოს ამ წელს ჩვენთვის. მალე ყველა ერთად ვყოფილიყავით და ერთად გვეზეიმოს. -ამინ. შენს ენას შაქარი ჩემო დედოფალო, მრავალს დავესწროთ. უპაუხა მიშომაც და ჭიქა ნახევრამდე გამოცალა. მერე ბიჭმა იჯენტლმენა, ანგარიში გაასწორა და სახლში გააცილა ელენე, გზაში თაფლიც აყიდინა და ამჯერადაც დაელოდა სანამ სახლის კართან არ მივიდა. ელენე საათს რომ დახედა ათი ხდებოდა და მაშინვე მოემზადა იმისთვის რომ რუსა საყვედურს ეტყოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და სულაც არ აუვსია საყვედურებით.პირიქით საეჭვოოდ დათაფლული ჩანდა.სუფრაც ნახევრად გაეშალა. -მოდი მოდი მომეცი ეგ თაფლი, გამოსტაცა ხელიდან და სამზარეულოში გაიყოლა. -ეს საჭმელები გაიტანე და მაგიდაზე ლამაზად დაალაგე. ელენე რობოტივით ასრულებდა მის ბრძანებას. დაახლოებით ნახეარ საათში უკვ ყველაფერი მზად ჰქონდათ და ირაკლის მოსვლას ელოდნენ მისაღებში დივანზე მოკალათებულები. -სად არის ამდენ ხანს?მშია.დაიწუწუნა ელენემ -მალე მოვალო, ასე მითხრა ბოლოს რომ მელაპარაკა.- -ეგ მალე ნახევარი საათის უკან იყო. ელენეს წინადადებაარ ჰქონდა დამთავრებული რომ ზარიც გაისმა და რუსა კარის გასაღებად დაიძრა. -წავალ მე ტოლმას მივხედავ, თქვა ელენემ და სამზარეულოში გაუჩინარდა. --ჰმ.ისე გავარდა თითქოს გაიგებს მოიხარშა თუ არა, ჩაეღიმა რუსას და კარი გაუღო. საყვარელ მამაკაცს მოეხვია და ყვავილები და სამელი გამოართვა. -შემოდით, პირდაპირ მიბრძანდით, მერე განზე გაიწია და ორივეს გზა დაუთმო. ეშმაკურად ჩაუკრა თვალი შეყვარებულს და საჩუქრებს ნაძვის ხესთან მიუჩინა ადგილი -ვარდებს ლანაკში ჩავაწობ და სუფრას მივუსხდეთ.ახლავე მოვალ -რა იყო რა დღეში ხარ?რა დაბნეული იყურები?მიუბრუნდა ირაკლი მეგობარს -ხო ნამდვილად არ არის სახლში?ჰკითხა მანაც -არ თქო. წავალ რუსას მივეხმარები. წამოხტა ირაკლი და რუსას გზას გაუდგა. ელენემ გაზი გამორთო და ცხელი ტოლმა ღრმა ტეფშზე ამოიღო, უკან გამობრუნდა და მოულოდნელად შებარბაცდა. ეგონა მეჩვენებაო და თვალებს არ დაუჯერა. მის წინ არც მეტი არც ნაკლები გელოვანი იდგა არანაკლებ დაბნეული, მაგრამ საოცრად მიზიდველად უღიმოდა გოგოს. ელე დაბარბაცდა და თეფში ხელიდან გაუვარდა.იატაკს ხმაურით დაენარცხა და ალბათ თვითონაც დაეცემოდა ბექას რომ არ ეყოჩაღა.მასთან წამებში აღმოჩნდა,ხელი შეაშველა, წელზე შემოხვია და ძლიერად მიიკრა მკერდზე.მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და ვნებისგან ორივეს სხეული ჯრუანტელმა მოიცვა/ -ახლ წელს გილოცავ, დაიჩურჩულა გელოვანმა,თავი ვეღარ შეიკავა და მის ტუჩებს ვნებამორეული და მონატრებული დაეწაფა... ----- ვიცი რომ დავაგვიანე და რაღა დროსახალი წელიაო მაგრამ იტორია ასეა გათვლილი და ნუ გამაკრიტიკბტძალიან :0 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.