შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არანორმალური (12)


8-02-2018, 17:44
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 359

-რამე მოხდა ნოე?!
-არა, არაფერი! აბა ნახვამდის! – მეუბნება და კარებისკენ მანიშნებს თვალებით.
-აბა კარგად – ვეუბნები და ღიმილით ვხურავ კარებს!
* * *
შესასვლელში კი კოპებშეკრულ ძმებს ვხედავ და ღიმილით ვეგებები.
-აბა ძამიკოებო. როგორ გიკითხოთ?!
-შენ ის მოგწონს! – და ეს გაბრაზებული სახე, ლუკას საფირმო ღიმილით იცვლება.
-არაფერიც! – ვეუბნები და ღიმილით სავსე სახით გავდივარ სამზარეულოში.
-სახე გიბრწყინავს ბედნიერებისგან! აშკარად მოგწონს! – მეუბნება სანდრო და წარბებს მიჟუჟუნებს.
-მე სახე სულ მიბრწყინავს! – ვამბობ კმაყოფილი და სკამზე ვთავსდები.
-დღეს სიყვარულით გიბრწყინავს! – ამატებს უკნიდან ნაცნობი ხმა.
-სალომე! – ვთქვი გახარებულმა და მაგრად მოვეხვიე სარძლოს.
-შეყვარებულო ბარბი, დღეს ჩემი გოგო ხარ! – მეუბნება ღიმილით.
სანდროს გვერდით დავდექი და ვითომ სანდროს ვეწუწუნებოდი.
-სულ მაინტერესებდა ასეთ აუტანელ ადამიანს ვინ გაუძლებსმეთქი – და თავით ლუკასკენ ვანიშნე სანდროს – და როდესაც სარძლოს ამბავი გავიგე მაშინაც დავეჭვდი, მეთქი ამას რომელმა ტყვიაგამძლე გოგომ უნდა გაუძლოსთქო – სანდრო სიცილს ძლივს იკავებდა – და აჰა! ისევ თავისნაირი, რომელიც ჩემი სახელის ღირსების შელახვას ცდილობს. აი ასე უბრალოდ ჩემს სახელს ’’ბარბარეს’’ ცვლიან ’’ბარბიდ’’ და სინდისი ოდნავადაც არ ქენჯნით. – ვამბობ უკმაყოფილოდ, დანარჩენები კი სიცილით სკდებიან.
-ვაიმე ბარბი! არ იღლები ცანცარით! – მეუბნება ლუკა და ძალიან მაგრად გვიხუტებს მე და სანდროს.
-ეს ’’ბარბი’’ ძალიან მაღიზიანებს და როგორმე სიძე-პატარძალმა ამოიღეთ ლექსიკონიდან, თორემ შემდეგ ჩემს არაადეკვატურ საქციელზე არ ვაგებ პასუხს. – ვამბობ მთელი სერიოზულობით და თითის ქნევით.
-ერთი არანორმალური ყველა ოჯახს უნდა ჰყავდეს – ამბობს სანდრო სიცილით.
-ვუაიმე,ჩემი სიკალული! აი არანორმალური უკვე მომწონს! ბარბის ბევრად ჯობია! – ვეკრიჭები სანდროს და ლოყებზე ვჩქმეტ.
არანორმალურზე ნოე მახსენდება. ის მომმართავს სულ ასე. ვაიმე ხვალ ხომ დაბადების დღე აქვს. ჯანდაბა!
-ესეიგი დღეს შენ მოგყვები ხო?! – ვეუბნები ღიმილით სალის.
-კი ბატონო! საქორწილო კაბა უნდა შევარჩიოთ! ხომ წამომყვები?
-აბა რას ვიზამ! საფულეს ავიღებ და წავიდეთ!
* * *
შევედით კაბების დიდ მაღაზიაში და დავიწყეთ მისი შერჩევა. მე ჯერ ერთი ვერ ვნახე ჩემი მოსაწონი, სალომეს კი უკვე 5მდე კაბა ჰქონდა გაგზავნილი გასახდელში. მე რა თქმა უნდა, ისე მეხერხება კაბების არჩევა, როგორც სტომატოლოგობა, ანუ საერთოდ არ მეხერხება! ასე, რომ უბრალოდ გასახდელის წინ მდგარ სავარძელში მოვთავსდი და სალომეს დაველოდე:
I კაბა – ზედმეტად გრძელი იყო.
II კაბა – ზედმეტად განიერი.
III კაბა – ზედმეტად ვიწრო.
მოკლედ ათასამდე კაბა მაინც მოისინჯა და თავის მოსაწონს მაინც ვერ მიაგნო. რამდენიმე ვარიანტი აქვს, მაგრამ დარწმუნებული არ არის.
-ყველაზე მეტად ვის აზრს ითვალისწინებ? – ვეკითხები გამოსვლამდე.
-დედასას! მაგრამ დღეს არ ეცალა და ვერ მოახერხა გამოყოლა.
-ხოდა საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად დედა წამოიყვანე. მეც გირჩევდი, მაგრამ უბრალოდ მსგავს საკითხებში საერთოდ ვერ ვერკვევი. – ვეუბნები ღიმილით.
-მართალი ხარ! აუცილებლად უნდა წამოვიყვანო – დამეთანხმა თვითონაც.
ახლა მე ვთხოვე სალის ნოეს დაბადების დღისთვის რაღაცეების საყიდლად გაყოლა და საღამოს დაქანცულები მივედით სახლში.
ნიას მოუწერია ფეისბუქზე, რომ ის და ვიკი კიდევ ვერ ახერხებენ ჩამოსვლას რამდენიმე კვირით. აუ რაა, არადა როგორ მენატრებიან!
საღამოს ლუკას და სანდროს ნოეს დაბადების დღის გეგმები გავაცანი და კმაყოფილი ჩავესვენე სავარძელში.
* * *
დილით 7საათზე უკვე მეღვიძა.ისე ბოლოს როდის გავიღვიძე 7 საათზე?! ალბათ სკოლის მერე არასდროს. ტკბილად გავიზმორე, მერე დილის რიტუალები ჩავიტარე და ოთახიდან გავვარდი. ჯერ სანდროს შევუვარდი.
-გაიღვიძე! გაიღვიძე! გაიღვიძე! – ვეუბნები და ბალიშს თავში ვურტყამ.
-აუ ბაბი, გეხვეწები დამაძინე! – მეუბნება და მეორე მხარეს ტრიალდება.
-ხომ დამპირდი დღეს შენი დამხმარე ვიქნებიო? – ვთქვი ნაწყენმა.
ჯერ საათს გახედა და მერე მე გამომხედა.
-დილის შვიდი საათიდან იწყებ მზადებას?! – მეუბნება და მეც მაშინვე თავს ვუქნევ – აუ ჯერ არა რა! ისედაც ყველაფერს მოასწრებ!
-აუუუ! – ვთქვი და გავიბუტე.
-კაი ცხვირი არ ჩამოუშვა, უკვე ვდგები! – მეუბნება და თავს წევს ბალიშიდან.
-აუ როგორ მიყვარხარ! – ვეუბნები და მაგრად ვეხუტები – წავედი მეორე დევი გავაღვიძო – ვეუბნები სიცილით.
-მიდი – თვითონაც მიღიმის და უკვე კარებიდან გავდივარ, რომ მეძახის – ბაბი!
-გისმენ
-მადლობა, რომ ასეთი კარგი დაიკო ხარ და მიუხედავად ყველაფრისა ზურგი არ მაქციე! – მეუბნება ღიმილით და თან თვალები უცრემლიანდება.
მივბრუნდი და ისევ ჩავეხუტე.
-სწორედ ამისთვის არსებობენ და-ძმები! – ვეუბნები და ცრემლებს ვწმენდ სახიდან – მადლობა უფალს რომ კიდევ ერთი ტკბილი ძამიკო მაჩუქა. – ვუთხარი და ისევ მოვეხვიე.
-მე რატომ მომტეხეთ? – ამბობს კარებში მდგარი ლუკა და ისიც მოვიდა ჩასახუტებლად.
როდესაც გული ვიჯერეთ წამოვხტი და საათს დავხედე.
-რა დრო გასულა! ჯანდაბა! აბა უმაქნისებო გაემზადეთ. ლუკა შენ ნოეს მიხედავ, სანდრო კი ჩემი დამხმარეა! მე დაბლა ვიქნები და მოემზადეთ!
სასწრაფოდ ჩავედი და მაია დეიდას დავურეკე. ისიც ამზადებს უკვე ყველაფერს. მალე ბიჭებიც ჩამოვიდნენ. სწრაფად, სწრაფადის ძახილით ვაჭამე საუზმე, მერე სანდროს და პარკებს დავავლე ხელი და ხუთ წუთში უკვე მაია დეიდასთან ვიყავით.
კაფე დავხურეთ. მაია დეიდა ბოლო კერძს ამზადებდა, მე და სანდრომ კი ბუშტები გავინაწილეთ და იმდენი ვბერეთ რომ ფილტვებში უკვე აღარ მიგვეწოდებოდა ჰაერი. ბუშტები ლამაზად მივყარეთ და ახლა სუფრის გაწყობაში მივეხმარეთ მაია დეიდას. როდესაც ამ ყველაფერსაც მოვრჩით, სანდრომ თავის ბენდს დაურეკა (დიახაც ჩემი ძამიკო დრამერიცაა, მომღერალიც, გიტარაზეც უკრავს და საკუთარი ბენდიც ჰყავს) და მალე ყველაფერი იდეალურად იყო. სალომეც მოვიდა ცოტახანში და ახლა მარტო იუბილარი და ლუკა გვაკლდნენ. გადავწყვიტეთ დიდ წრეში არ გაგვეკეთებინა და მარტო ძალიან ახლობლები ვყოფილიყავით. მამა სამწუხაროდ მუშაობდა, მაგრამ შეიძლება ცოტა მოგვიანებით ისიც შემოგვიერთდეს. უკვე ლუკასაც დავურეკეთ და ისინიც მალე აქ იქნებოდნენ.
-ვაიმე ტორტი! – შემოვირტყი თავში ხელები და სკამიდან წამოვხტი – ჯანდაბა, ტორტი დაგვავიწყდა! სანდრო წამოდი ჩქარა, ტორტი უნდა მოვიტანოთ! არადა შევუკვეთე და ეს როგორ გამომრჩა!
სასწრაფოდ ჩავჯექით მე და სანდრო მანქანაში და ტორტი მოვიტანეთ. ტორტით მოსულებს ლუკა და ნოე კაფეში რომ არ დაგვხვდნენ, ჩემზე ბედნიერი იმ წამს არ იყო არავინ.
-მოვასწარით! –ვუთხარი სანდროს და ჩავეხუტე.
დაახლოებით 5წუთში ლუკამაც და ნოემაც შემოაღეს კაფის კარები.
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ნოეს დაბადების დღეა! – გავყვიროდით ბოლო ხმაზე.
ნოე კი შოკირებული იდგა და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რა ხდებოდა. მერე კი ყველას თბილად გაგვიღიმა, სურვილი ჩაიფიქრა და ტორტი ჩააქრო.
ყველაფერი ძალიან მაგრად გამოვიდა. უკვე სუფრსთან ვსხდებოდით, რომ მაია დეიდას კაფის კარზე ვიღაცა გამწარებული აბრახუნებს. შევშინდით, რამე მნიშვნელოვანი ხომ არ ხდებათქო და ყველანი წამოვხტით დაფეთებულები. ლუკა კარების გასაღებად მივიდა და შეგვრჩნენ ხელში ნია და ვიკი. შემოვარდნენ ყვირილით და ჯერ ნოეს მოეხვივნენ, მიულოცეს დაბადების დღე და მერე დანარჩენებიც გვნახეს. მათ ჩამოსვლას მართლა არ ველოდი და ძალიან ძალიან გამახარეს. ორივეს მაგრად მოვეხვიე და ვუსაყვედურე, მე მაინც რატომ არ მითხარითთქო. ისინი ჩვენი წრიდან მხოლოდ სალომეს და სანდროს არ იცნობდნენ, მაგრამ ეს პრობლემაც მალევე მოვაგვარე.
-მოიცა რა?! შენი ძმაა?! – მეკითხებიან შოკირებულები, როცა სანდრო ლუკასკენ და ნოესკენ წავიდა.
მოკლედ ავუხსენი სიტუაცია და ისინიც აღარ ჩამძიებიან.
-ჩვენში დარჩეს და ძალიან სიმპათიურია შენი ძმა – მეუბნება ვიკი და სანდროსკენ თვალს აპარებს.
-დამერწმუნე სულიერადაც ზუსტას ასეთივე კარგია! – თვალს ვუკრავ.
როდესაც მოვრჩით სადილობას, სანდრო და მისი ბენდი წამოდგნენ და ძალიან მშვიდი და სასიამოვნო სიმღერა შეგვისრულეს, მათივე რეპერტუარიდან.
-ღმერთო ჩემო, რა კარგი ხმა აქვს! – ამბობს ვიკი და გაბრწყინებული თვალებით შესციცინებს ჩემს ძმას.
ჩამეღიმა. მივხვდი რომ ძალიან მოეწონა სანდრო ვიკის და მგონი არც სანდრომ დატოვა უყურადღებოდ.
მალე ნელი ვალსიც დაუკრეს. ნოე წამოდგა, ჩემკენ წამოვიდა და საცეკვაოდ გამიწვია. ხელები მხრებზე დავადე, მან კი წელზე მომხვია და ასე ნელა ვცეკვავდით.
-გავიგე ამ ყველაფრის ორგანიზატორი შენ ყოფილხარ. მადლობა! – მეუბნება ცეკვისას.
-რა პრობლემაა! – ვეუბნები ღიმილით.
ამ დროს კი მუსიკა დამთავრდა! მე და ნოე გავჩერდით, მაგრამ ერთმანეთს არ მოვცილებივართ.
-ნოე! – თვალებში ჩავხედე და ისე დავიწყე საუბარი – მეც მიყვარხარ!
ნოე გაჩუმდა. ცოტახანი ჩემს ნათქვამს ხარშავდა შოკირებული, მერე კი ტუჩი ოდნავ ჩატეხა და მითხრა:
-მაპატიე, რამე მითხარი?! – მაშინვე ჩემი ნათქვამი გამახსენდა და გამეღიმა.
ხო იმ დღეს ყველაფერი გავიგე, რადგან როგორც კი ნოე მანქანაში ჩაჯდა მაშინვე გავთიშე სიმღერა, უბრალოდ სიამაყის გამო არ მივაქციე ყურადღება და როდესაც სიყვარული ამიხსნა, იმის გამო რომ არ ვიცოდი რა მეთქვა, თავი მოვიკატუნე ვითომ ვერაფერი გავიგე.
-მიყვარხართქო! – გავიმეორე ისევ.
-ბოდიში ჩემს ძმაკაცს ვწერდი და ვერ გავიგე რა მითხარი! – ისევ ჩემი ნათქვამს მიბაძა ნოემ.
ნოეს ხელი გავუშვი, სცენაზე ავედი, მიკროფონი ავიღე და ხმამაღლა დავიწყე:
-ნოე ვარდოსანიძევ! მე შენ მიყვარხარ! ვიცი, რომ არ უნდა შემყვარებოდი, რადგან ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიყავით! მეც არ ვიცი, როგორ მაგრამ შემიყვარდი! დიდხანს ვუარყოფდი ამას, მაგრამ ბოლოს მაინც მომიწია ამის აღიარება ჯერ საკუთარ თავთან, მერე კი შეთან. მე სულ ლაღი ვარ, მაგრამ შენთან კიდევ უფრო ლაღი ვხდები. შენთან ჩემი პრობლემები თითქმის არასდროს არ მავიწყდება, რადგან ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა პრობლემა, შენი გამოჩენის მერე გაჩნდა. ხოოო... აი რაც შეეხება დეპრესიას, ესეც იშვიათია ჩემს ცხოვრებაში და მაგის არქონასაც მაინცდამაინც ნუ მიაწერ შენს თავს. ჩემი დროის ძირითად ნაწილსაც ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან ვატარებ, მაგრამ შენ ყველაზე მნიშნელოვანი შეცვალე ჩემს ცხოვრებაში: ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა! დიახაც, შენზე ყურებამდე ვარ შეყვარებული! –თვალებზე ცრემლები მომადგა.
მის სიტყვებს ვიხსენებდი და ჩემი სიყვარულის ახსნა, მისას მივამსგავსე. თვითონაც მიხვდა ამას და გაეღიმა. მერე კი ტაში დამიკრა. სცენაზე ამოვარდა და ბაგეებზე მთელი ძალით დამეწაფა!

###
აბა როგორია ახალი თავი?! ^_^ <3 მადლობა ხალხო, რომ ასე მიდგახართ გვერდში! <3 <3 <3 ისევ ცუდად ვარ, მაგრამ ვეცადე კარგი თავი გამოსულიყო <3 <3
>>>>>> ახლა კი ხალხო ერთი რაღაც უნდა გითხრათ: მოკლედ მინდა რომ შემდეგ თავში დავასრულო მოთხრობა და მაინტერესებს თქვენი აზრი, იმასთან დაკავშირებით თუ როგორი დასასრული გინდათ და როგორს ელოდებით! <<<<<<
დიდი მადლობა წინასწარ ყველას!!! <3 <3 <3 მახარებთ! გყვარობთ! <3 <3 <3 <3



№1  offline წევრი ქეთიtaisia

აუ არ დაამთავრო რაააა????
რა მეშველება მერე მე ამათ გარეშე ჰაა???:))
მიყვარს ეს ისტორიააააააა
ისე რა საყვარელი გოგოა სალომე ????ეგეც მიყვარს ლუკაც მიყვარს????❤
როგორ დაამთავრო ხოო??.. :დდ
ნოე და არანორმალურის ქორწილი მინდა ლუკა და სალოსთან ერთად ან ცალცალკე..
ვიკა და სანდროს ხაზიც მინდა..
ნიას??... მაგასაც მოუძებნი ეხლა შენ კაი ბიჭს ხო ვიცი მეე?.. ჰა? ვიცი? თუ არ ვიცი?..კი ვიცი კი, კაი გოგო ხარ შენ მოკლედ ერთი კაი სიძე შენზე იყოს ????????:დდ
ისე ხოო კიდეე ვარდოსანიძის გვარს გამრავლება უნდაა:დდ გოგოებიც უნდა და ბიჭებიც ...❤❤❤
უფ რამდენი რაღაც მდომებია:)
ჰიი ხო რა გამახსენდა ეს მართლა არანორმალური რა კარგი მსახიობიაა????...
არ ყოფილა მთად გასაგლეჯი ის ყურსასმენები:))
არადა როგორ გავბრაზდი მაგაზე:)):დდ

[quote=taisia]აუ არ დაამთავრო რაააა????
რა მეშველება მერე მე ამათ გარეშე ჰაა???:))
მიყვარს ეს ისტორიააააააა
ისე რა საყვარელი გოგოა სალომე ????ეგეც მიყვარს ლუკაც მიყვარს????❤
როგორ დაამთავრო ხოო??.. :დდ
ნოე და არანორმალურის ქორწილი მინდა ლუკა და სალოსთან ერთად ან ცალცალკე..
ვიკა და სანდროს ხაზიც მინდა..
ნიას??... მაგასაც მოუძებნი ეხლა შენ კაი ბიჭს ხო ვიცი მეე?.. ჰა? ვიცი? თუ არ ვიცი?..კი ვიცი კი, კაი გოგო ხარ შენ მოკლედ ერთი კაი სიძე შენზე იყოს ????????:დდ
ისე ხოო კიდეე ვარდოსანიძის გვარს გამრავლება უნდაა:დდ გოგოებიც უნდა და ბიჭებიც ...❤❤❤
უფ რამდენი რაღაც მდომებია:)
ჰიი ხო რა გამახსენდა ეს მართლა არანორმალური რა კარგი მსახიობიაა????...
არ ყოფილა მთად გასაგლეჯი ის ყურსასმენები:))
არადა როგორ გავბრაზდი მაგაზე:)):დდ
მოკლედ რამდენი ვიბოდიალე და რა ვიბოდიალე არ ვიცი რა:)
ველი შემდეგ თავს..
უფროსწორად დასასრულს????❤
ხო იცი როგორ მიყვარხარ ???? კარგად დაასრულე თორე აღარ მეყვარები:დდდ
ველი საუკეთესო დასასრულს ????❤ ❤❤ აბა წარმატებები ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიტა

ჩემი მოკრძალებული აზრით, ცოტა იჩქარე... შეიძლებოდა ნოეს ცოტა ეწვალებინა ეს არანორმალური იმ სიტყვების გამო, თან ის მაფიოზი სანდროს მამა, ბევრი რამეა რაც უნდა ჩაამთავრო, ერთი თავი ეყოფა კი??
არ მიყვარს ბოლოს რომ მიაყრიან ხოლმე, რასაც ჰქვია და იშორებენ თავიდან. კარგად გაქვს დაწყებული და დასასრულიც კარგი უნდა... ეს არ არის დრამატული ისტორია და დასასრულიც ბედნიერი უნდა ჰქონდეს, სხვა ალოგიკური იქნება...

 


№3 სტუმარი მარი. ელ❤

სასწაული იყოოო❤❤❤❤

 


№4 სტუმარი ani

რაც შეეხება თავს უნაკოლა რაააააააააააააააააააააააააააა ???????????????????
არა არ დაასრულო კარგი რა გთხოვ ასე უნაკლოდ წერ და რატო ასრულებ ცოტაც გააგრძელე ჩემი უდიდესი თხოვნა ეს იქნება გევედრები არ დაასრულო გავაფრენ ამათ გარეშე გთხოვ რაც შეეხება თავს არაჩვეულებრივია მაგრამ მაინც თუ დაასრულებ ისეთი დასასსრული გვაჩუქე რომლის გახსენებაზეც ღიმილიანი სახეები გვექნება მადლობა და კიდევ არ დაგვეკარგო თუ დაამთავრებ heart_eyes heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიმეეეე რა კაი იყოოოოოოო კარგად ვიხალისე ... ძალიან სასიამოვნო თავი იყო

 


№6  offline წევრი blondeangel631

რა საყვარლეი არიან არანორმალურმა თავის სატრფო იპოვა heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent